კეთილი სამარიტელი და საპატრიარქო

ყველაფერი რაც კი საქართვლოს მართლმადიდებლურ ეკლესიას (სმე) შეეხება, ჩვენს ქვეყანაში ტაბუირებულია. მასზე და მის წარმომადგენლებზე საუბრობენ როგორც მიცვალებულზე - ან კარგად ან არაფერს. თუმცა მიცვალებულისგან  განსხვავებით სმე ცოცხალიცაა, თავს კარგადაც გრძნობს, და დასაშური ენერგიით ცდილობს არა მხოლოდ სულიერი, არამედ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტი დაიმორჩილოს. ამ მიზანს იგი არც თუ ისე წარუმატებლად აღწევს. მიზეზის განხილვას აქ არ დავიწყებ, რადგან ეს ძალიან რთული ფსიქო-სოციალური თემაა.

არანაკლებ საინტერესო თემაა ფინანსები, რომლითაც საპატრიარქო საზრდოობს. 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როდესაც საქართველოს მართავდა ნაციონალური მოძრაობა, რომლებსაც სხვათაშორის, ეკლესიასთან მებრძოლთა იარლიყი აკიდეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდებოდა:
2003 - 900 000 ლარი
2004 - 1 600 000 ლარი (ეს უკვე ნაციონალების მთავრობისგან)
2005 - 1 300 000 ლარი
2006 - 4 800 000 ლარი
2007 - 4 200 000 ლარი
2008 - 9 500 000 ლარი (აგვისტოს ომი)
2009 - 25 700 000 ლარი (!!!!!)
2010 - 25 400 000 ლარი
2011 - 22 800 000 ლარი
2012 - 22 800 000 ლარი (14 სემინარიებისთვის)
2013 - 25 000 000 ლარი (ივანიშვილის მთავრობის პირობებში)
ანუ, ნაციონალური მოძრაობა ძალიან საინტერესო მეთოდებით ებრძოდა ეკლესიას. დაფინანსების 25-ჯერ გაზრდა, ნამდვილად ბრძოლაა. თან გარდატეხა ხდება 2008-2009 წლებში. ვშიშობ კიდევ დიდხანს ვერ გავიგებთ რის საფუძველზე მოხდა დაფინანსების ასე ზრდა იმ დროს, როდესაც არჩევნებიც იყო და რუსეთთან ომიც. მაგრამ რატომღაც ეჭვი მღრნის, რომ ნაციონალების მთავრობის ღვთისმოსაობა და ეკლესიისადმი მოწიწება აქ არაფერ შუაშია.

მაგრამ ეს არაა ყველაფერი. ნეტგაზეთმა ორი სტატია გამოაქვეყნა: ეკლესიისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონება და ფული და კიდევ უფრო საინტერესო - პრეზიდენტის ურთიერთობა ეკლესიასთან. სადაც ისევ და ისევ აღწერილია ეს "ბრძოლა". ამას დავამატოთ შემოწირულობები, პატრიარქის ფონდი, რომელსაც ეს თანხები საერთოდ არ ეხება, კიდევ საეკლესიო ნივთებით ვაჭრობა, რომელიც არ იბეგრება. ერთი სიტყვით, დათვლა ძნელია, მაგრამ შემოსავლები ბევრია.

რაშია საქმე? უხეშად რომ ვთქვათ, პრეზიდენტი და მთავრობა ყველანაერად ცდილობდნენ ეკლესიის კეთილგანწყობის მოპოვებას, ამისთვის ფულად სასხსრებს არ ზოგავდნენ, მაგრამ ამაოდ - მათ მიეკროთ "არაეკლესიურების" იარლიყი, და ოქტომბრის არჩევნების წინ სამღვდელოებამ ყველაფერი გააკეთა, რათა პარტიას, რომელიც მათ უხვად კვებავდა, არ გაემარჯვა. ანუ ეკლესია უხეშად რომ ვთქვად არ გაიყიდა ნაციონალებზე. თუმცა ბიზინა ივანიშვილისგან მათ არა მხოლოდ მეტის მიღების შანსი ჰქონდათ, არამედ პროდასავლური იდეოლოგია და სმე უბრალოდ შეუთავსებელია, რამდენი მილიონიც გინდა იმდენი ჩააფინე, ეს საქმეს არ ცვლის, და ამ თემაზე მე უკვე დავწერე.



ფულზე, ქველმოქმედებაზე (რომელსაც ეკლესიას პირველ რიგში სახარება ავალდებულებს) და პატრიარქის ფონზე კი საუბარი დაიწყო მხოლოდ მას მერე, როდესაც შიმშილით გარდაიცვალა ბავშვი. ქვეყანაში სადაც ისედაც სიდუხჭიეა, და სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება იზრუნოს ყველა გაჭირვებულზე, ეს ფუნქცია აქტიურად ეკლესიამაც უნდა იტვირთოს. სხვადასხვა კონფესიების საქველმოქმედო საქმიანობა საკმაოდ კარგად არის აღწერილი სტატიაში ნეტარ არიან მოწყალენი. მედიაში ამ თემის განხილვის პირველი მერცხალი ეკა კვესიტაძე გახლდათ, რომლის გადაცემაშიც პირველად საჯაროდ დაისვა ტაბუდადებული კითხვა - სად მიდის საპატრიარქოს ფონდის შემოსავლები? პასუხი კითხვაზე გაცემული არ იყო, და ტრადიციისამებრ საღი აზრი ბნელეთმა გალანძღა. მაგრამ გადაცემას ამაოდ არ ჩაუვლია და საპატრიარწომ გაავრცელა მიმართვა თემაზე, თუ სად მიდის ეს ფული - საპატრიარქო 25 მილიონის ხარჯვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მიმართვა კიდევ უფრო სკანდალური გამოდგა ვიდრე თავად განხილვის თემა. საპატრიარქოს პრესსსამსახურს მგონი საერთოდ დაავიწყდა რომ მათი გაჰიპნოზებული მრევლის გარდა, ვისაც მეუფე იობის და იაკობისნაერების სიტყვის სჯერა, ქვეყანაში საბედნიეროდ საღად მოაზროვნე ხალხიც არსებობს, რომლებიც თუმცა ბევრ რამეში ვერ თანხვდებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველა აღშფოთდა. რა ეწერა მიმართვაში ასეთი? მე ორმა პასაჟმა შემაშფოთა და მიბიძგა ამხელა პოსტის დაწერისკენ.

2002 წლის 14 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმებით (XI მუხლი), სახელმწიფო აღიარებს XIX და განსაკუთრებით XX საუკუნეში, კომუნისტური რეპრესიების დროს, ეკლესიისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულებას.

ჩვენის მხრიდანაც არა ერთხელ იქნა განმარტებული, რომ საპატრიარქო სახელმწიფოსგან თანხას სწორედ ამ სახით იღებს. ამდენად იგი არ წარმოადგენს დახმარებას, როგორც ეს გაფორმდა წინა ხელისუფლების მიერ, არამედ, _ მიყენებული ზარალის ნაწილობრივ ანაზღაურებას; ვიმედოვნებთ, ხელისუფლება მომავალში სწორედ ამ ფორმულირებას მიანიჭებს მას.
ანუ გამოდის რომ ჩვენ, ძვირფასო თანამოქალაქეებო და გადამხდელებო, საპატრიარქოს კონტრიბუციას, ანუ ხარკს ვუხდით??? საქართველომ ოფიციალურად თქვა უარი საბჭოთა მემკვიდრეობაზე, რუსეთის იმპერიის მემკვიდრე კი არც არასდროს ვყოფილვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი ქართული სახელმწიფო არ იზიარებს სსრკ-ს არავითარ ვალდებულებებს, დანაშაულებებს, და ა.შ. მაგრამ ეკლესიის მიმართ ეს ვალდებულება რატომ გვაკისრია? სხვებმა რა დავაშავეთ? საბჭოთა რეჟიმის რეპრესიებმა 80 000 ქართველის სიცოცხლე იმსხვერპლა, კიდევ მეტი გადასახლებული იყო, უამრავმა ადამიანმა ქონება დაკარგა, და კომპენსაციას, თან საქართველოდან და არა რუსეთიდან (რომელიც სწორედ რომ გახლავთ სსრკ-ს სამართალმემკვიდრე) მხოლოდ ეკლესია იღებს. ეს სადაური სამართალია? რატომ დგას ეკლესია კანონზე მაღლა, და ჩვენ რატომ ვუნაზღაუბრებთ ზარალს, რომელიც ჩვენ არა მხოლოდ არ მიგვიყენებია, არამედ თავადაც განვიცადეთ.

რაც შეეხება პირდაპირ ზარალს, ვინმემ იგი დათვალა? იყო კომისია, რომელიც სწავლობდა რა ზარალი მიაყენა რუსეთის იმპერიამ და სსრკ-მ სმე-ს XIX - XX საუკუნეებში? და ამ ზარალს რატომ რუსეთს არ სთხოვენ? ამის მაგივრად ეკლესია ყველა ღონეს ხმარობს ისევ რუსეთის ჭაობში შეგვაგდოს - ერთმორწმუნე მართლმადიდებლები... და კიდევ ზარალი მიიყენოს. საოცარი ალოგიკურობაა.

ამ სიტყვებმა კი სოციალური ქსელები საერთოდ შეძრა:
კამპანია, რომელიც აგორდა მუსლიმურ ოჯახში დაბადებული გოგიტა აბაშიძის გარდაცვალების გამო, კარგია რომ საზოგადოებამ გაითავისა, მაგრამ შხამიანი ისრების დამიზნება, რატომღაც ძირითადად საპატრიარქოსთვის უნდოდათ.

საქართველოში ყველა ბუნებრივი პირობაა იმისათვის, რომ შიმშილით არც ბავშვი გარდაიცვალოს და არც მოხუცებული, არც სანაგვეში ეძებოს ვინმემ ლუკმა-პური.
ბოდიშს ვიხდი, მაგრამ საპატრიარქოში იგავი კეთილ სამარიტელზე წაკითხული ააქვთ საერთოდ-? მიუხედავად გარდაცვლილის ოჯახისადმი ჩემი უარყოფითი განწყობისა, დავძენ, რომ მათი რელიგიური მრწამსის ხაზგასმა არა მხოლოდ უზნეობაა, არამედ არაქრისტიანული საქციელი. ის რომ ქრისტიანის ვალია ხელი გაუწოდოს და დაეხმაროს ნებისმიერს მისი მრწამსის მიუხედავად ვიცი მეც, და სასულიერო პირმა ეს მითუმეტეს უნდა იცოდეს. ამ განცხადებით საპატრიარქომ ხაზი გადაუსვა არა მხოლოდ ლოგიკას, არამედ პირველად სახარებისეულ პრინციპებს, რომელიც ნებისმიერი ქრისტიანისთვისაა სავალდებულო. რადგან სახარებას, როგორც ჩანს, იშვიათად ფურცლავენ, არ დავიზარებ და აქ მოვიყვან ამ ძალიან მნიშვნელოვან იგავს:

კი მაგრამ, ვინ არის ჩემი მოყვასი?

მიუგო იესომ და უთხრა მას: ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონს მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დაჭრეს და გაიქცნენ, ის კი ცოცხალ-მკვდარი დააგდეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა ამ გზაზე და დაინახა იგი, მაგრამ გვერდი აუქცია. ასევე ერომა ლევიტელმაც ჩამოიარა იქვე, დაინახა და გვერდი აუქცია. მერე ერთმა გზად მიმავალმა სამარიტელმა ჩამოიარა, დაინახა და შეებრალა იგი; მივიდა, ზეთითა და ღვინით მოჰბანა ჭრილობები და შეუხვია; თავის სახედარზე შესვა, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა. ხოლო მეორე დღეს, გამგზავრებისას, ამოიღო ორი დინარი, მეფუნდუკეს მისცა და უთხრა: მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, აქეთობას გადაგიხდიო.

როგორ გგონია, ამ სამთაგან რომელი იყო მისი მოყვასი, ვინც ხელთ ჩაუვარდა ყაჩაღებს?

მან მიუგო: ის, ვინც მოწყალება გამოიჩინა მის მიმართ. და უთხრა მას იესომ: წადი და შენც ასევე მოიქეცი.
ლუკა 10.  29 - 37
ჩვენი საპატრიარქოს წარმომადგენლები კი სწორედ ამ იგავში აღწერილი მღვდელივით და ლევიტელივით იქცევიან....

Comments

  1. ყოჩაღ, ძალიან კარგად გიწერია!

    ReplyDelete
  2. ეკლესია სახელმწიფომ არ უნდა დააფინანსოს. სამწუხაროდ ჩვენი ეკლესია არ ემსახურება არც ღმერთს და არც ხალხს. ემსახურება მხოლოდ თავის თავს და რუსეთის სპეცსამსახურებს.

    ReplyDelete
  3. ჩემი აზრით ეკლესიის სასარგებლოდ გადასახადი მხოლოდ მართლმადიდებლებმა უნდა გადაიხადონ

    ReplyDelete
  4. რა თქმა უნდა. მივა ეკლესიაში და გადაიხდის, სანთელს იყიდის, ბავშვს მონათლავს, ჩააგდებს იქ ყუთში. სახელმწიფომ არ უნდა გადაიხადოს ბიუჯეტიდან. ბიუჯეტში ფული მუსულმანებსაც შეაგვთ და ატეისტებსაც. კარგია ეს პრობლემა რომ წამოიწია. დროა ამაზე დაიწყოს დისკუსია საზოგადოებაში.

    ReplyDelete
  5. გერმანიაში და ავსტრიაში იმ შემთხვევაში იხდი საეკლესიო გადასახადს თუ ხარ აქტიური მორწმუნე. ჩემი დის შვილი ცხოვრობს გერმანიაში, და საბუთებში იმის მითითებაც დასჭირდა - რომელი კონფესიის წარმომადგენელია - კათოლიკე თუ ლუთერანი. მან ათეისტი დაწერა. კათოლიკეები და ლუთერანები იხდიან დამატებით გადასახადს ეკლესიისთვის. დანარჩენ კონფესიებს სახელმწიფო არ "ეხმარება". მგონი ეს მართებული სისტემაა.

    ReplyDelete
  6. და სულ დამავიწყდა. ეტყობა ზარალში მიიტაცეს 5 კათოლიკური ეკლესიაც....

    ReplyDelete
  7. kargi statiiaa magram echvi mepareba rame shecvalos fanatizirebul sazogadoebashi..

    ReplyDelete
  8. მწამს ღმერთი! ის მე ყველაფერში მეხმარება ! მაგრამ აღარ მჯერა მღვდლების. იგი არ ასრულებენ თავის მოვალეობას! ამის შემდეგ მიჩნდება განცდა რომ ეს ადმიანები ჩევნს სულიერ აღზრდაზე კაირა თავის ჯიბეზე ფიქრობენ. ღმერთმა მაპატიოს თუ ვცოდავ, მარა : მე აღარასდროს აღარ ჩვაბარებ მღვდელს აღსარებას!

    ReplyDelete
  9. ალბათ მართალი ბრძანდებით!

    ReplyDelete
  10. დიდი მადლობა... მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას მაინც

    ReplyDelete
  11. თუ რეპრესირებულებს (30 იან 40 იან წლებში) კომპენასციას დღევანდელი სახელმწიფო ხელისუფლება უხდის, თუ პენსიონერები რომელბიც საბჭოთა კავშირის ეკონმიკას ემსახურებოდნენ პენსიას საქართველოში იღებენ საქართველოს ბიუჯეტიდან, თუ თურქი მესხების რეპატრიაცია, რომელბიც საბჭოთა ხელიფულებლამ აყარა და გადაასახლა საქართველოს დღევანდელი ხელიუფლების ვალდებულებაა. ეს ყველა ვალდებულება რომელიც წესით საბჭოთა -რუსეთის ვადლებულებაა თუ საქართველოს რესპუბლიკის მიერ სრულდება მაშინ რატომ ამბობთ რომ იგივე შინაარსის ვალდებულება საქართველოს ეკლესიის წინაშე არ აქვს საქართველოს სახემწიფოს? აქ მინიმუმ ეს მსჯელობაა არასწორი.

    ReplyDelete
  12. ანუ ჩვენ, ჩვენი ჯიბიდან "ზარალი" უნდა ვუნაზღაუროთ ეკლესიას? რეპრესირებულების პენსიაზე გთხოვთ დადოთ მეტი ინფორმაცია. თურქ-მესხებს რაც შეეხება აქ უფრო ტერიტორიული პრინციპია. და 19 საუკუნე ვრაღა შუაშია საერთოდ? რუსეთის იმპერიას მოსთხოვონ, რომელშიც სხვათაშორის თვითონ კმაყოფილებით შედიოდნენ ოდესღაც. კათოლიკური ეკლესიების მოპარვაც ზარალის ანაზღაურებაში შედის? კათოლიკურმა ეკლესიამ ნეტა როდის აზარალა სმე?

    ReplyDelete
  13. პენსიონერების, რეპრესირებულების და ომის ვეტერანების დახმარება უფრო სოციალური სფეროა. ხოლო ილია, იობი, იაკობი და ა.შ. სოც. დაუცველებში არ გადიან. ჩემს წინაპრებსაც წაართვეს ქონება და მიწები, მაგრამ არცერთი სახელმწიფო არ მინაზღაურებს. რითი ვარ მე, რუსუდან ცისკრელი, ეკლესიაზე ნაკლები?

    ReplyDelete
  14. ფულს თვლა უყვარს და ეს ყველამ ვიცით. დიდ ფულს კიდევ კონტროლი. ეტყობა მაინც საჭირო იყო სსიპ-ს მინიჭება რელიგიური ერთეულებისთვის.

    ReplyDelete
  15. მაგას რავა გადაიტანენ :) ეგ ხო ანტიქრისტეს სახლში - იუსტიციის სახლში ხდება :) სსიპ სიწმინდეს დააკარგვინებს :)

    ReplyDelete
  16. ძალიან დიდი ბოდიში არ გიცნობთ მაგრამ... როგორ შეიძლება შევედაროთ მართლმადიდებელი ქვეყანა ამ წესებს?? როდის აქეთ უნდა დაიწყო მართლმადიდებლურმა ეკლესიამ საფასურის გადახდის მოთხოვნა?? ძალიან გტხოვთ, გათვითცნობიერდით კათოლიკური ეკლესიის ფუნქციონირებაში და მის სტილში და მერე წერეთ ამისთანები...

    ReplyDelete
  17. არაფერი არ *უნდა* გადაიხადონ! ბოლოს და ბოლოს გადაშალეთ მართლმადიდებლური ეკლესიის ბაზისი და იპოვეთ რომ იგი არის შემომთავაზებელი ეკლესია, და არა მაიძულებელი... ვისაც შეუძლია და უნდა ის წირავს ეკლესიას. არაფერი არ უნდა!!!

    ReplyDelete
  18. და რა არ ითხოვს რო? სამებაში ჯვრის წერაზე, ნათლობაზე და ა.შ. ყველაფერზე არაა გადასახადი? იტყუება ხალხი საპირისპიროს რომ ყვება? უცნაურია რასაც წერთ :)

    ReplyDelete
  19. ნებისმიერი ქრისტიანული ეკლესიის ბაზისი არის მხოლოდ და მხოლოდ სახარება. აქ კი კონკრეტულად დაგისახელეთ, თუ როგორ უგულველყოფს ეკლესია სახარებას.

    ReplyDelete
  20. საქართველო არაა მართლმადიდებლური ქვეყანა, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო რელიგია. კანონმდებლობით საქართველო ისეთივე სეკულარული სახელმწიფოა როგორც გერმანია, ავსტრია და ა.შ. ჩვენ კი მგო ნი ევროპისკენ ვისწრაფით და არა ირანისკენ. თუ თქვენ გსურთ, რომ საქართველო იყოს "მართლმადიდებლური ქვეყანა" ისევე როგორც ირანი არის მუსულმანური ქვეყანა?

    ReplyDelete
  21. ძალიან კარგი სტატიაა. ეკლესია დღეს ძალაუფლების უდიდეს ინსტიტუციად იქცა, მაგრამ ყველაზე მეტად სამწუხარო ისაა, რომ უმრავლესობას ღმერთი დიქტატორად თუ სადისტად ყავს წარმოდგენილი, რომელიც სასულიერო პირის კრიტიკის გამო ჯოჯოხეთში ჩაგაგდებს და გაწამებს... ამის გამო ეს „მორწმუნე ეკლესიურები“ ყველაფერზე თვალს ხუჭავენ, რაც ეკლესიის „მსახურებს“ ყველანაირად ხელ-ფეხი აქვთ გახსნილი და შედეგიც სახეზეა... კარგია, თუ ეს თემა არ მინელდება

    ReplyDelete
  22. მართალს ბრძანებთ ბატონო გრიგოლ. სასულიერო პირებს დიქტატის შესანარჩუნებლად უფრო მარტივად ღმერთით შეშინება და ყველაფრის დემონიზაცია მიაჩნიათ.

    ReplyDelete
  23. ეკლესია სახელმწიფოსგან არასდროს დაფინანსებულა !!! თუ რამეს იღებს ეკლესია ბიუჯეტიდან ეს არის მიზერული კონტრიბუცია რომელიც ეძლევა ეკლესიის დევნა-რბევის გამო ათეიზმის წლებში კონკორდატის სეთანხმების საფუძველზე !!! გასაკვირი არ არის "ჩვენი" ლიბერალ-პიდარასტ-ლესბოსელების მსგავსი დემაგოგია -ქათმებმა რარაცა ხომ უნდა თქვან ეკლესიის წინააღმდეგ და ისინიც იტყუილებიან !!!

    ReplyDelete
  24. საიდან ხარ ასეთი იდიოტი?
    კომპენსაცია რუსეთს მოსთხოვოს ეკლესიამ, რადგან საბჭოთა კავშირის მემკვიდრე ისაა და არა საქართველო. ასე რომ ეკლესია გვძარცვავს და შენ ამას აპრავებ. შენი ჯიბიდან აჭამე ამ ბნელ ბინძურ მღვდლებს

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

Внизу Сванетия

До свидания