Posts

Showing posts from October, 2014

Kathmandu Durbar square 1

Image
 ბევრი თუ ცოტა ბოდიალის შემდეგ ავღმოვჩნდი სრულიად სხვა, ჯადოსნურ სამყაროში, რომელიც მარტო სურათებში და ფილმებში მქონდა ნანახი - კატმანდუს დურბარის - ანუ სასახლის მოედანი. შესვლა 750 რუპია ღირდა (თუმცა ბოლო დღეს უფასოდ შევბოდიალდი არაცენტრალური გზიდან და კაციშვილი ამით არ დაინტერესებულა, მოკლედ ეს ახალბედა ტურისტებს ეხებათ მხოლოდ). ნეპალი სულ ცოტა ხნის წინ მონარქია იყო და მეფე ჰყავდა. შემდეგ ხანგძლივი სამოქალაქო ომის შედეგად მონარქია დაამხეს და ახლა რა აქვთ თვითონ არ იციან. ყოფილი სამეფო სასახლე კი მუზეუმია. სასახლის გარდა მოედანზე ბევრი ტაძარია და სხვა ნაგებობები, კიდე აქ იყო სპილოების პარკინგი, ახლა მანდ სუვენირებს ყიდიან.  რომელიღაც ტაძარი.

This is Kathmandu baby, typical Kathmandu

Image
  ტანგკების ტყვეობიდან თავის წარმატებით დაღწევის შემდეგ, GPS-ის მეშვეობით გავნაგრძე სვლა დურბარის მოედნისკენ და გზად ბევრი საინტერესო რამ ვნახე. ძველი კატმანდუ საერთოდ ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული და საინტერესო ქალაქია რაც მინახავს. კოლორიტი წარმატებით ახერხებს მოუწესრიგებლობის და სიბინძურის კომპენსაციას. ხალხით, მანქანებით და მოტოციკლეტებით გადატენილი ვიწრო ქუჩები... ინდუისტური სალოცავები...  ველორიქშები უხვად არიან ძველ ქალაქში, კლიენტებს იჭერენ.

ტიბეტური ბუდისტური ხელოვნება - ტანგკა

Image
როგორც წინა პოსტში დავწერე, პატარა სასჯელი მოყვა იმ სიტუაციას. ეს კაცი მუშაობდა ტანგკას სკოლაში, რომელიც სტუპის უკან იყო. მან დამპატიჟა მათი ხელოვნების სანახავად. თუმცა უნდა იცოდეთ, კატმანდუს ტურისტულ რაიონებში, პირღია ტურისტებს უბრალოდ ისე არავინ არ პატიჟებს. რა არის ტანგკა .  ეს მანდალა დალაი ლამას დიზაინითაა შექმნილი. კაცები დიდხანს მათვალიერებინებდნენ ნამუშევრებს. რომ მიხვდნენ, რომ დიდის მყიდველი არა ვარ, პატარებს მანახებდნენ. მე საკმაოდ დიდ ხანს გავუძალიანდი და ბოლოს იძულებული გავხდი გავქცეულიყავი ტყვეობიდან :)

Namaste Nepal

Image
ხედი სასტუმროს ნომრიდან  Fly Dubai-ს რეისი თვითმფრინავი დუბაი - კატმანდუ სავსე იყო. უკვე ბინდდებოდა, როდესაც თვითმფრინავმა კატმანდუში დაჯდომისთვის მზადება დაიწყო. გვერდზე ნეპალელი კაცი მეჯდა, რომელსაც დრო ვკითხე და გაუგებრობაში ავღმოვჩნდი - 1:45 წუთს დროის სხვაობას არ ველოდი. ნეპალი +5:45 ზონაშია, რატომ 45 წუთი არ ვიცი. ნეპალელს კი უფრო ჩემი დისკომფორტი ართობდა, აშკარად ვერ ვეტეოდი ვიწრო სივრცეში. კატმანდუში დაჯდომა რომ დავიწყეთ გვარიანად დაბნელდა. პირველი რაც მომხვდა თვალში - ქალაქი ბნელია. ანუ მართლა ბნელი, ქუჩის განათება საერთოდ არ არსებობს როგორც ასეთი... 12 საათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ, რომელსაც ასე ველოდებოდი, ბნელმა ქალაქმა ჯერ ცუდი შთაბეჭდილება დატოვა.. წინ კი ბევრი საქმე მქონდა, უცხო ქვეყანაში, უცნობ და ბნელ ქალაქში... როგორც იქნა თვითმფრინავი დაჯდა და დაიწყო მოსალოდნელი რუტინა, აეროპორტში რამდენიმე ნაბიჯი იყო გასაკეთებელი: 1. ვიზა 2. ბარგი. 3. ფულის დახურდავება 4. სიმ ბარათი, 5. ტაქსი. სასტუმრო ნანა ბუქინგ.კომით მქონდა დაჯავშნილი. აეროპორტში ხუთივე ნაბიჯი უპრო