Posts

Showing posts with the label Segovia

ვერა კრუზის ეკლესია და ტამპლიერები

Image
 XIV საუკუნის დასაწყისამდე ევროპაში ტამპლიერთა ორდენი დიდ ძალას წარმოადგენდა. სეგოვიაში მათი რეზიდენცია იყო ვერა კრუზის ტაძარში, რომელიც თუ არ ვცდები VIII საუკუნით თარიღდება. ეკლესიის არქიტექტურა ძალიან უჩვეულოა. იგი ძალიან სადაა და უბრალო. დარბაზი არის მრგვალი და შიგნითკიდევ თითქოს და პატარა ორსართულიანი ტაძარია ჩადგმული. სხვა ვერსიით ეკლესია მალტის ორდენს ეკუთვნოდა. ვერა კრუზის ეკლესია ქალაქის გალავნის გარეთ მდებარეობს. აქედან მშვენიერი ხედია ალკაზარზე .  ალტარი არაა პომპეზური...

სეგოვიის ალკაზარი - ნაწილი 4

Image
 უკვე ბინდდებოდა როდესაც მდინარის მეორე ნაპირს მივაღწიეთ და ალკაზარის შესანიშნავი ხედებიტ დავტკბით.... ესეც სეგოვია....

სეგოვია, ალკაზარი - ნაწილი 3

Image
 ექსტერიერის შემდეგ დროა ინტერიერზე გადავიდეთ. ალკაზარი ახლა მუზეუმადაა ქცეული, სადაც ბევრი საინტერესოს ნახვა შეიძლება. სამწუხაროდ აქაურობა ძალიან ჩქარა მოვირბინე, რადგან კიდევ გვქონდა სანახავი, დღე კი იწურებოდა.  შიდა ეზო.  რაინდების ჩაცმულობა...

სეგოვიის ალკაზარი, ნაწილი 2

Image
 კოშკის დალაშქვრის შემდეგ ვცადე კარგი სურათები გადამეღო კოშკის ძირში "აივნიდან". აი ხუან მეორეს კოშკიც ...  აივანნი და კიდევ ერთი კოშკი...

სეგოვიის ალკაზარი ნაწილი 1

Image
სეგოვიის ალკაზარი არის შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე, რომელიც მდებარეობს მდინარეების ერესმას და კლამორესის შესართავთან, მაღალ კლდოვან კონცხზე. ეს ციხე-სიმაგრეც ჯერ რომაელებმა ააშენეს, მერე არაბებმა დააშენეს და ბოლოს ესპანელებმა გადააშენეს :) პირველად იგი მოხსენიებულია 1120 წელს, როდესაც ქალაქი უკვე ესპანელების ხელში იყო. მეფე ალფონსო VIII-ს დროს ციხე მეფის რეზიდენციათ იქცა. მან მნიშვნელოვნად გადააკეთა ციხე, და სწორედ მაშინ შეიძინა ალკაზარმა ის იერსახე, რომელმაც მოაღწია ჩვენამდე. მოგვიანებით მეფე ხუან II-მ მიაშენა დიდი კოშკი, რომელიც მისი სახელითაა ცნობილი. 1474 წელს სწორედ სეგოვიის ალკაზარში მეფედ ეკურთხა იზაბელა, კასტილიის და ლეონის დედოფალი. მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ცვლილებები განიცადა ალკაზარმა ფილიპე II-ს მეფობის დროს. ფილიპემ ალკაზარს უფრო ცენტრალურ-ევროპული იერსახე შესძინა.  XVIII საუკუნეში ალკაზარში გაიხსნა სამეფო საარტილერიო სასწავლებელი. XIX საუკუნის ბოლოს შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და მეფე ალფონსო XIII ბრძანებით აქ განთავსდა სამეფო სამხედრო სასწავლებელი. დ...

ტაძრიდან ალკაზარამდე

Image
სანამ მე საკათედრო ტაძარს ვათვალიერებდი, ჩემი მასპინძლები ნინო და რაული მოედანზე ღვინოს მიირთმევდნენ. ნინო თან იყინებოდა. სურათს ჰქვია "მერე რა რომ დეკემბერია" :) არც ისე თბილოდა მაგრამ კაფეს ტერასა როგორც ხედავთ არაა ცარიელი. აქვე ვისადილეთ. სეგოვიის საფირმო კერძი გოჭუნაა, ისე ქალაქში გოჭის და ღორის ბევრი გამოსახულება იყო, მაგრამ ნინომ უფრო მარტივი მაგრამ გემრიელი კერძი შეუკვეთა: შემწვარი კარტოფილი ხამონით და შემწვარი კვერცხით. ძალიან მარტივი და გემრიელი რამეა. ისე ჩვენ რატომ არ მოგვდის აზრად შემწვარი კარტოფილის და კვერცხის შეხამება? ორივე კი გვაქვს ცალცალკე... ბოლოდ მზე ტაძარს მიეფარა, ჩრდილში კი ტერასაზე ჯდომა და ღვინის წრუპვა უკვე არასასიამოვნო გახდა. წავედით ალკაზარისკენ. გზად პატარა ეკლესია ვნახეთ. ძველ სეგოვიაში უამრავი პატარა ეკლესიაა.

სეგოვიის საკათედრო ტაძარი - ნაწილი 4

Image
 გავედი პატიოში. პატიო ესპანურად არის შიდა ეზო. აი ასეთი სამრეკლო აქვს ტაძარს...  საპირისპირო მხრიდან...

სეგოვიის საკათედრო ტაძარი ნაწილი 3

Image
 სანამ პატიოში გავალთ ნახეთ ტაძარში დაცული ოთხთავი...  ნოტები...

სეგოვიის საკათედრო ტაძარი - ნაწილი 2

Image
 ჯობია გავაგრძელო მოყოლა სეგოვიის საკათედრო ტაძარზე. კათოლიკურ ხელოვნებაში ერთ-ერთი  ყველაზე მომხიბვლელი ქანდაკებაა.. ასეთი მრავლადაა აქაც... მაგალითარ მაცხოვარი ვირზე, ეს ალბათ იერუსალიმში შესვლას განასახიერებს.  ეს მაცხოვარი ჯვრიდან ჩამოხსნის შემდეგ. ნამდვილად ქმნის ილუზიას რომ მაყურებელი გარდაცვლილ იესოს უყურებს... ჩვენი აღქმა საკმაოდ განსხვავდება შუა საუკუნეების ადამიანის აღქმისგან. ჩვენ განებივრებული ვართ სანახაობით. ტელევიზიით თუ კინოში ვხედავთ ისტორიულ პერსონაჟებს და ფანტასტიურ ცხოველებს, გალაქტიკებსშორის ხომალდებსა და მორწმუნეებს შეუძლიათ ნახონ ფილმები იესოს ცხოვრების შესახებ. შუა საუკუნეებში ეს ყველაფერი არ არსებობდა. ადამიანმა იცოდა რაც ნახა ხოლო ნახა ძალიან ცოტა. ასე რომ ეს ქანდაკებები მას ცოცხლად წარმოადგენინებდა მაცხოვრის ცხოვრებასა და წამებას...

სეგოვიის საკათედრო ტაძარი - ევანგელისტების ქანდაკებები

Image
 სეგოვიის საკათედრო ტაძარში გამოირჩევა ოთხი ევანგელისტის ქანდაკება. ზემოთ წმ. იოანეს ძეგლია..

სეგოვიის საკათედრო ტაძარი ნაწილი 1

Image
 ტოლედოს საკათედრო ტაძრის შემდეგ ძნელი იყო ჩემი შოკირება, მაგრამ უნდა ითქვას რომ სეგოვიის საკათედრო ტაძარიც ულამაზესია. ტაძარი აშენებულია XVI საუკუნის პირველ ნახევარში იმპერატორ კარლოს V-ს ბრძანებით. იგი, ისევე როგორც ტოლედოს ტაძარიც, გოთიკური სტილისაა. ბევრი ფოტოები ...

სეგოვიას ქუჩებში

Image
 ძველ სეგოვიაში სეირნობა არა ნაკლებ მომხიბვლელია ვიდრე ტოლედოში. საოცრად თბილი და მყუდრო ქალაქია, მიუხედავად იმისა რომ სუსხიანი დეკემბრის დღე იყო. სეგოვიაში უამრავი ეკლესიაა. მაგალითად ზედა ფოტოზე წმ. მიხეილის, ანუ სან მიგელის ეკლესიაა, რომელიც მგონი XVI საუკუნისაა.  ისევ სან მიგელი, სხვა რაკურსიდან. გავაგრძელოთ სეირნობა....

სეგოვიის ღირსშესანიშნაობები

Image
სეგოვია მუზეუმ-ქალაქია, მადრიდიდან 90 კმ-ში ჩრდილო-დასავლეთით. ქალაქი მდებარეობს კასტილია და ლეონის მხარეში. სეგოვია ჯერ კიდევ რომაელებმა დაარსეს, ძვ. წ. 80 წელს, შემდეგ VIII-XI საუკუნეებში იგი მავრთა ხელში იყო, სანამ ქალაქი არ აიღო მეფემ ალფონსო IV და თავისი რეზიდენცია აქ გადმოიტანა. სეგოვიაში გახდა იზაბელა კათოლიკე კასტილიის დედოფალიც. სეგოვიის ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალი: აკვედუკი - შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში. ძველი რომაული აკვედუკი. მის შესახებ უკვე დავწერე . საკათედრო ტაძარი - XVI საუკუნის გოთიკური ტაძარი. შესვლა 3 ევრო. აუცილებლად უნდა ნახოთ. ალკაზარი - სეგოვიის ციხესიმაგრე. პირველად აშენებული XII საუკუნეში, მდებარეობს კლდეზე ორი მდინარის შესართავთან. საგრძნობლად იყო გადაკეთებული და დღევანდელი სახე შეიძინა XVI საუკუნეში. აქ იყო იზაბელა კათოლიკეს რეზიდენციაც და აქ აკურთხეს იგი კასტილიის მეფედ. ტურისტებისთვის ნებადართულია ხუან II-ს კოშკზე ასვლა (2 ევრო) და მუზეუმის დათვალიერება (4.5 ევრო). მუზეუმში წარმოდგენილია შუა საუკუნეების იარაღი, არტილერია ...

Сеговия. Улочки Сеговии и акведук

Image
На другой день после Толедо мы поехали в Сеговию. Сеговия расположена в регионе Кастилия и Леон, на северо-запад от Мадрида. Ехать всего полтора часа. Сеговия в первую очередь знаменита свойм римским акведуком, кафедлальным собором и альказаром. В следующем посте я выложу достопримечательности Сеговии, а пока про акведук. Исторический центр Сеговии, как и Толедо включен в список всемирного наследия ЮНЕСКО. Город был основан рымлянами в первом веке до н.э. потом 3 века был в руках мавров а с 1085 во владении Испанцев. Одно время город был королевской резиденцией. Акведук Сеговии самый длинный акведук сохранившися в Европе. Его длина 728 метра а высота 28 метра. Иочная дата строительства не известна, предположительно при императоре Веспасиане. Под катом много фото...