მართლმადიდებლობამ გადაარჩინა საქართველო

რამდენჯერ გსმენიათ ეს ფრაზა? ძალიან ბევრჯერ? მეც. თუნცა მიმაჩნია რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ არც ისე დიდი ხნის წინ შეთხზული მითია, თან უნიჭოდ შეთხზული, რომლითაც დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ცდილობს თავი იმართლოს, რადგან ახლა, XXI საუკუნის დასაწყიდში, იგი მწვავე დესტრუქციულ როლს ასრულებს საქართველოში.

დავუშვათ რომ ისტორიის რომელიღაც ეტაპზე, რისი დიდი შანსიც არსებობდა თავის დროზე, საქართველომ უარი თქვა აღმოსავლურ ქრისტიანობაზე და გადავიდა დასავლურ ყაიდაზე, ანუ მიიღო კათოლიციზმი და ეკლესიის მეთაურად აღიარა რომის პაპი. რას შეცვლიდა ეს ისტორიის 230 წლიან მონაკვეთში?

1780-ან წლებში რუსეთის ნაცვლად ერთმორწმუნე იქნებოდა ევროპა, რომელთანაც უფრო მჭიდრო კონტაქტები გვექნებოდა. ეს თავისთავად შეაფერხებდა სამხრეთ-დასავლეთის ისლამიზაციასაც, რადგან ოსმალები ერიდებოდნენ პაპთან ურთიერთობის დაძაბვას. რუსეთის მოთხოვნით ამავდროულად არ გაწყდებოდა ურთიერთობა დასავლეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის ხელის მოწერის შემდეგ, და საერთოდ, მოეწერებოდა ამ ტრაქტატს ხელი არაერთმორწმუნესთან? ასევე სამღვდელოება არ მოექცეოდა რუსული სამღვდელოების გავლენის ქვეშ, და ვერ გახდებოდა რუსული იმპერიალიზმის იდეოლოგიურ ძალად.

თუმცა შორს ვარ იმ აზრისგან რომ ეს ყველაფერი შეუნარჩუნებდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ანექსია მაინც მოხდებოდა. თუმცა ეკლესია დარჩებოდა ხელუხლებელი - კათოლიკურ ეკლესიას ვერ მიიერთებდა რუსული საპატრიარქო. არ იქნებოდა არც ეგზარქოსი, არც გადაღებილი ეკლესიები.

გავიხსენოთ რომ საქართველოს გარდა იგივე ცუდ დღეში იყვნენ ბალტიის პირეთის ქვეყნები, პოლონეთი და ფინეთი. იქ კი ლუთერანული და კათოლიკური ეკლესიები რუსეთის იმპერიის იდეოლოგიურ მანქანას კი არ ემსახურებოდნენ, არამედ ამ ერების განმანთავისუფლებელ მოძრაობებს.

ასევე ვერ გადაარჩენდა კათოლიციზმი საქართველოს გასაბჭოებას. მაგრამ გადაარჩენდა 40-ანი წლებიდან ეკლესიის მსახურთა ტოტალურ გაკაგებეშნიკებას. 70-ანი წლებისთვის საბჭოთა სპეცსამსახურები თითქმის სრულად აკონტროლებდნენ მართლმადიდებლურ სამღვდელოებას, განსაკუთრებით მაღალი რანგის მღვდლებს. რაც არ ხდებოდა ვარშავის პაქტის კათოლიკურ ქვეყნებში. სწორედ ამ ისტორიულ რეალობაში ტყუილა არ აირჩიეს პოლონელი კარდინალი კაროლ ვოიტილა რომის პაპად, ვინაიდან ახალი რომის პაპი იყო კომუნიზმის დაუძინებელი მტერი, იგი მორალურ მხარდაჭერას უწევდა პოლონურ პროფკავშირს "სოლიდარობა", რომლის მეთაურიც იყო ლეხ ვალენსა. ზოგადად იოანე პავლე მეორეს როლი კომუნისტური სისტემის დამხობაში საყოველთაოდ აღიარებულია.

თავისი მოკრძალებული როლი შეასრულეს კათოლიკურმა და ლუთერანულმა ეკლესიებმა 1989 წლის შემდეგ, როდესაც რკინის ფარდა გაირღვა, რაღა გაემთლიანებინათ შუაზე გაჭრილი ევროპა, და აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნები გამხდარიყვნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები. მათ არ დარჩათ ბალასტად "ერთმორწმუნე" და "კულტურული კავშირები ერთმორწმუნესთან", ასევე "ნასტალგია".

დღესაც, სრულიად აზრს მოკლებული იქნებოდა რაიმე სიახლოვეზე საუბარი არაერთმორწმუნე რუსეთთან, პირიქით, ბევრად უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს საქართველო ერთმორწმუნე ევროპასთან აღდგენილი დაუბრკოლებელი ურთიერთობით.

Comments

  1. სადავო საკითხია, საქართველოში კათოლიკურ ეკლესიასაც გააკონტროლებდნენ და დაავერბოვკებდნენ მღვდლებს. შეიძლება პოლონეთში და სხვა ქვეყნებში სხვა სიტუაცია იყო, თუმცა არ ვიცი,ა რ ვარ ჩახედული ამ საკითხში თუმცა მაინც მგონია, რომ რა ეკლესიაც არ უნდა ყოფილიყო საქართველოში, მაინც გაკონტროლდებოდა. რა ვიცი ::) კარგადაა დაწერილი!

    ReplyDelete
  2. ნუ კათოლიკური ეკლესია ბევრად უფრო დიდი რამეა ვიდრე ერთი ქვეყნის ლოკალური ეკლესია... ასე რომ თუ გააკონტროლებდნენ არა იმდენად ტოტალურად, როგორც ეს ხდებოდა და ხდება

    ReplyDelete
  3. სასამართლო არაფერია სამღვდელოებასთან შედარებით. ჩვენი მღვდლები, ეპისკოპოსები და ყველანი, ვინც ანაფორას ატარებენ, მთავრობის ყურმოჭრილი მონები არიან. ამათზე ორპირი, ორგული, გამყიდველი, ცრუ და მატყუარა ხალხი ჯერ ქვეყანაზე არ გაჩენილა, ბევრი რამე მაქვს სალაპარაკო მღვდლებზე, მაგრამ ეს შემდეგისთვის გადავდოთ.
    მიხეილ ჯავახიშვილი.
    1906

    ReplyDelete
  4. ჩემი აზრით საბჭოთა კავშირში კათოლიკური და ლუთერანული ეკლესიები ძლიერი ვერ იქნებოდა. ის რომ, რაიმე ინსტიტუტი დასავლეთის დაქვემდებარებაშია ზოგადად საბჭოთა კავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება, ჩემი აზრით. მაგალითად როგორ იყო საქმე ბალტიისპირეთში? თან იქ ცოტა სხვა სიტუაცია იყო საქართველოსთან შედარებით.

    ReplyDelete
  5. ელის, ცოტა ვერ გამიგე, საქმე იმდენად ეკლესიის სიძლიერეს კი არ ეხება, არამედ რუსეთის სპეცსამსახურების ტოტალურ კონტროლს. ამასწინად დავესწარი საინტერესო სემინარს იგივე ამბროსი ხელაიაზე, სადაც ეკლესიის ისტორია იყო XIX საუკუნეში. ის რომ ეგზარქოსი იყო რუსეთიდან მოვლენილი მმართველად და ეკლესიების გარუსულება ხდებოდა შენც იცი. ეკლესია რუსული იმპერიალიზმის იდეოლოგიური საყრდენი იყო. სწორედ ამ ფუნქციას არ ასრულებდა არც ლუთერანული არც კათოლიკური ეკლესიები ბალტიის პირეთში, ფინეთში და პოლონეთში. იგი უშლიდა ხელს რუსეთის ასიმილაციურ პოლიტიკას, და პირიქით წარმოადგენდა ნაციონალისტური ძალების დასაყრდენს.
    XX საუკუნეს რაც შეეხება, საიდუმლო არაა რომ მართლმადიდებლური ეკლესიის კადრები კგბ-ში გადიოდნენ მომზადებას. ახლაც რომ შეხედო, ილია, იაკობი, ილარიონი, იობი, აშკარაა ვინც არიან და ვის ინტერესებს ემსახურებიან. რაც არ ხდებოდა პოლონეთში - კაროლ ვოიტილა ილიას თაობის კაცია, მარა ის რომ იგი არ იყო კგბ-შნიკი უეჭველია.

    ReplyDelete
  6. შეცვალეთ სათაური ასე:

    მართლმადიდებლობამ გადაარჩინა საქართველო და ახლა მართლმადიდებლობას ამოფარებული წვეროსანი რუსეთუმეები დაღუპავენ საქართველოს თუ დროზე არ ვამხილეთ!

    ReplyDelete
  7. სათაურს არ შევცვლი.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия