თავი I X
<<თავი VIII
თავი I X
ეს თავი მხოლოდ იმიტომ გავაცალკევეთ, რომ ამ საუკუნის შესახებ ბევრი საბუთი გვქონდა და ყველასი ერთ თავში მოქცევა, მეტი რომ არა ვსთქვა, მოუხერხებლად დავინახეთ. სამცხე მუდამ შეადგენდა ქართლის მისიონის ნაწილს. მიზეზიც ეს არის როგორც უკვე ვსთქვით, რომ სამცხის კათოლიკების შესახებ ცალკე საბუთები არ მოიპოება. ხოლო სამცხეში რომ კათოლიკობა ძველ დროშივე იყო დამყარებული, ყოველ ეჭვს გარეშეა. ბროსეც მოწმობს თავის საქართველოს ისტორიაში: „აქ არ უნდა დავივიწყოთ, რომ კათოლიკეთა ყველაზე უძველესი ეკკლესია ახალციხეში არსებობს 1298 წლიდამ". ამის შენიშვნად დასძენს ბ. სიმ. ღოღობერიძე: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მისიონერებმა მაშინ მოაქციეს ზოგიერთნი ქართველნი კათოლიკებად და ამ დროიდან შემოდის ჩვენში კათოლიკეს სჯულის აღსარება".
თანახმად ამ შენიშვნისა სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ ისა, რომ კათოლიკობა
გავრცელებულა თვით ქართველობაში. რადგან ამ მხრის მკვიდრნი სულ მუდამ
ქართველები ყოფილან. ამისგამო ბროსეს სამცხე და კერძოდ ახალციხე მიაჩნია
საქართველოს უძველესი და შესანიშნავი ნაშთების ადგილად. ამისას აი რას
გვეუბნება: „1) რადგან ყოველ დროს ეს ქვეყანა გაშენებული იყო ქართველთა
ტომით და მუდამ მას ეპყრო და არასოდეს მას არ გამომორთმევია. 2) რადგან ამ
მხარეში აღშენდენ (ქართველების) პირველი ეკკლესიები კოსტანტინე დიდის
დროს. 3) რადგან ეს ქვეყანა თავის მიდამოებით შეიქმნა აკვანი ბაგრატიონთ
შთამომავლობისა თავიანთ საქართველოში შემოსვლის დროდგან, VI საუკუნეში,
გურგასლანის გვირგვინოსან მოადგილეთა დროს, ვიდრე X საუკუნემდე...
დასასრულ, იმიტომ, რომ ამ ადგილების სიმშვენიერით მოზიდულ აფხაზეთ-
ქართლის მეფეთაგან შეუწყვეტლივ შენდებოდა შესანიშნავი ციხეები, ეკკლესიები
და მონასტრები IX-XII საუკნემდე”.
ამისი უფრო ცხადად დამამტკიცებელი საბუთია იმდენი ნაშთი
გამაჰმადიანებული ქართველებისა, რომლებმაც, სიკვდილის შიშით, სარწმუნოების
გამოცვლა ირჩიეს, ვიდრე სამშობლოს მიტოვება და სხვაგან ლტოლვა.
სამცხეში ძველის დროიდგანვე კათოლიკობის გავრცელება არ უნდა
ჩავთვალოთ საკვირველ მოვლენად. რადგან სამცხე მუდამ გზა და კარი იყო
ქართლისა ევროპიელ მგზავრებისათვის. როდესაც ევროპის მისიონერები
მოდიოდენ საქართველოში, უეჭველად უნდა შეჩერებულიყვნენ ჯერ სამცხეში, თუ
ყველა, არა ერთი ნაწილი მაინც, რადგან ქართველთა ერი, რომლის
გასაკათოლიკებლად ისინი განგებ იგზავნებოდენ, შემოსვლისავე იქვე ხვდებოდათ.
ამიტომ მათი საქართველოში მისიონი უაზრო იქმნებოდა უკეთუ ქართველი ერის ეს
პირველი რაზმი დაეტოვებინათ ყურ-უთხოვებელი და ყველანი მოშურებოდენ
შუაგულ ხაქართველოს. ეს გარემოება გვიხსნის საკმაოდ სამცხეში ძველის
დროიდგანვე კათოლიკობის დამყარებას.
ხოლო საქართველოში მესხნი, როგორც პირველნი იყვნენ ევრეპელების
დახვედრისა და მათგან სწავლა-განათლების მიღებაში, ისე პირველნი შეიქმნენ
ოსმალებთან შეტაკებასა და მათ მიერ ამოწყვეტის საქმეში. ოსმალეთმა XVI
საუკუნეს რა შემოდგა საქართველოში თავისი დაწყევლილი ფეხი, მესხები
გმირულად შეებნენ, მხნედ და დიდხანს ეომეს და ბევრი ჯარიც გაუწყვიტეს, მაგრამ
ეს ერთი მუჭა ხალხი ოსმალების ხშირ შემოსევას, აღურაცხველს, მრავალ გზის
გაძლიერებულს და საშინელ ძალას მუდამ ვეღარ გაუმკლავდენ, და ბოლოს
დასუსტებულმა და უშემწეოდ დატოვებულმა სამცხელებმა თავიც შეაკლეს.
სარწმუნოების მტერმა და ერობის მძლავრმა თუ როგორ გაანადგურა ცეცხლით და
სისხლში აცურა მთლად მესხეთი, დღესაც ღაღადებს გავერანებული ქვეყანა,
აღურაცხველი ნანგრევები და მეტადრე სამცხის დიდებული 19 საეპისკოპოსოს
ერთიანად მოსპობა. იმ უწყალო სვრას ვინც კი გადურჩა ქართველი
მართმადიდებელთაგანი ძალა-უნებურად მაჰმადიადიანობა მიიღო. რადგან
ოსმალეთმა XVI საუკუნეშივე მოუსპო გზა ევროპელ მისიონერებსა, უმწყემსოდ
დატოებულ სამცხის ქართველ კათოლიკებსაც იგივე შავი დღე დაადგა, ხოლო
მათმა მცირე რიცხვმა შეირჩინა უკვე მიღებული კათოლიკე სარწუნოება სომხის
ტიბიკონის მიღებითა. რადგან ამ დროს სომხობას ოსმალეთი ისე არ აწუხებდა,
როგორც სხვა ტომის ქრისტიანებს, სომხები თავიანთ სარწმუნოებას თავისუფლად
აღიარებდენ. სომხური ტიბიკონის მიღება დიდად შეეწია ქართველ კათოლიკებს,
რომლებიც დაიხსნა არა მარტო სიკვდილისაგან, არამედ სხვა ბევრნაირი
შეწუხებისაგანაც. ამ გარემოების წყალობით შეუერთდენ სომხის ტომის
კათოლიკებს არა მარტო სარწმუნოებით, არამედ ერობრივადაც, რათა მათსავით
უშიშრად ყოფილიყვნენ გამძვინვარებულის ოსმალეთის მთავრობის ხელში. ვერც
გაბედეს შემდეგში ქართული ტიბიკონის მიღება, რადგან მათი მტარვალი
ბატონისაგან მოელოდათ ან სიკვდილი და ან გამაჰმადიანება. ხოლო როდესაც
ეღირსათ ლათინის მისიონებს კვალად საქართველოში შემოსვლა, ვერც მათ
გაბედეს იმ კათოლიკების ლათინურ ტიბიკონზედ გადაყვანა, რადგან მკაცრად
აკრძალული ჰქონდათ ოსმალეთის მთავრობისგან. წინა თავში უკვე მოვიყვანეთ
ერთი ასეთი საბუთი კოსტანტინეპოლში მყოფის ფრანგის ელჩისა, რომელიც
აუწყებს პროპაგანდას ოსმალეთის მიერ მიღებული განკარგულებას ლათინურ
ტიბიკონზე გადაყვანის წინააღმდეგ. ამიტომ, თუ ამისა და თუ სხვა გარემოების
გამო, სამცხის კათოლიკები დღევანდლამდე დარჩნენ სომხურ ტიბიკონზე და
ხშირადაც სომხის ერობის მღვდელთა გავლენის ქვეშ. ამ მიზეზის გამო ლათინის
პატრებს მათზე მუდმივი გავლენა არა ჰქონდათ ისე, როგორც ტფილისის, ანუ სხვა
ადგილების კათოლიკებზე, რომლებიც შედგომოდენ ლათინის ტიბიკონს. იმიტომვე
აქ მოსაყვანი საბუთები არც ისე ერთი მეორის შემდეგია, როგორც აქამდე ვნახეთ
და არც პატრებს შეეხება მათი მომეტებული ნაწილი, არამედ შეეხება უფრო
ახალციხის მღვდლებს.
ამ თავშიც უნდა გავიმეოროთ ის საჩივარი, რომელიც არა ერთხელ
გამოვსთქვით, ესე იგი, რომ ახალციხის და მის გარეშე კათოლიკების შესახებ
გვაკლია არა მარტო გასულ საუკუნეთა კერძო საბუთები, არამედ თვით XVIII
საუკუნის მომეტებული ნაწილიც დაკარგულია. ამიტომ კათოლიკების შესახებ
საბუთი ძრიელ ცოტა გვაქვს. მათის შემწეობით საკმაოდ ვერ შევიძლებთ
გავითვალისწინოთ ყოველი მათი უმთავრესი მდგომარეობა. ასე რომ
ძალაუნებურად უნდა დავჯერდეთ ცნობებს, რომელიც მოგვეძევება ვიდრე სხვა
ცნობები აღმოჩნდებოდეს. ამის იმედს არ ვიწყვეტთ, რადგან დაგვარწმუნეს, რომ
უწინ რომის კაფუცინების არხივში ყოფილა ერთი ხელთნაწერი პატარა წიგნი
განსაკუთრებით ახალციხის კათოლიკების შესახებ. მაგრამ დღეს, სამწუხაროდ,
წერილი დაკარგულია. მისი ძებნა აქამდე სრულიად უნაყოფო შეგვექნა. შეიძლება
მომავალში სხვაც აღმოჩნდეს.
კაფუცინებს პირველშივე როდი დაუფუძნებიათ თავიანთი მისიონი
ახალციხეში. მისვლით კი ხშირად მიდიოდენ იქ და ხალხს უსრულებდენ
მღვდელმოქმედებას. ხოლო პროპაგანდამ რა შეიტყო ახალციხის კათოლიკებს
სამუდამო მისიონი სჭირდებოდა, 15სექტემბერს 1710 წ. დაავალა მათ უფროსს,
რათა ახალციხეშიაც დაემყარებინათ მონასტერი და სამი კაფუცინი დაენიშნათ.
მაგრამ ბრძანების აღსრულება სომხების გამო ვერ შეიძლეს. ამ გარემოებას
ვრცლად ასწერს პატრი ალექსი მილანელი, რომელიც 1716 წ. წავიდა რომს და
მიართვა ეს მოხსენება:
„საქართველოში უფროსად გამოგზავნილის პატრი ანდრია ბრეშელისაგან
მივიღეთ ჩვენის წესის საყოველთაო პროკურატორის წერილი, რომელშიც
გამოცხადებული იყო თქვენი სასიკეთო სურვილი და ეგრეთვე წმიდა კრების
ბრძანება დასაარსებლად და დასამყარებლად კაფუცინების მისიონისა ახალციხის
ქალაქში, ოსმალეთის ხელში რომ არის და საქართველოს დედა-ქალაქ ტფილისზე
ცოტა დაშორებით, სპარსეთის სამზღვარზე მდებარეობს და სიამოვნებით
შევუდექით იმ ბრძანების აღსრულებას. აგვისტოს დამლევს 1715 წ. სხვა
მონაზონებთან ერთად წავედით და წავიღეთ ფაშასთან კარგი წერილები. მაგრამ
ვერას გზით ვერ შევიძელით ახალციხეში შესვლა, ფაშამ იძულებულ გვყო, რათა
ფარულად მასთან დავრჩენილიყავით, ვიდრე კარგად გამოიძიებდა და შეიტყობდა,
შეიძლებოდა თუ არა გაუჭირებლად შესვლა ახალციხეში ისე, რომ არაფერი
ვნებოდათ კათოლიკებს, რომელთაც კაფუცინების მოსვლა ითხოვეს. იქ იყო ერთი
მწვალებელი სომხის ეპისკოპოსი. მტერი და საშინელი წინააღმდეგი იყო მისიონის
დამყარებისა და პატრების იქ ბევრ ხანს დარჩენისა. მტრობას თავის დღეში არ
მოიშლიდა და სულთანის იქ მყოფ იანჩრებს ააღელვებდა, რომლებიც ყოველნაირ
უბედურებას მიაყენებდენ საბრალო კათოლიკებს. კათოლიკეთაგანი, ვინც
შეძლებულნი იყო არ დათანხმდა მისიონერების მოსვლას, რადგან ეშინოდათ,
ოსმალებს მათი ქონება არ აეკლოთ. ვინაიდგან ოსმალეთს წესად აქვს დიდი
ფული გადაახდევინოს ერთსა თვით იმის მაგიერადაც, ვისაც არაფერი შეუძლია და
ღარიბია, რადგან კაცის კი არა, ფულის დარდი აქვს. ამისგამო ხსენებულმა ფაშამ,
თუმცა ჩვენი დიდი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა, ნება არ მოგვცა
შევსულიყავით ახალციხეში, რათა ცხადსა და აუცილებელ განსაცდელში არ
ჩავცვენილიყავით. ეგრეთვე გამოგვიცხადა, რომ ჩემი დიდი შეურაცხყოფა და
უპატიურება იქმნება, იანიჩრებმა და ოსმალოებმა რაიმე ბოროტება გიყოსთ,
მეტადრე რაკი ჩემთან დადექით, თავისგამაცნობელი წიგნებიც მომიტანეთო.
„იქ ორ თვეს დავრჩი სექტემბერს და ოქტომბერს, მერე იძულებული გავხდი
დავბრუნებულიყავ საქართველოს მისიონში. ვინაიდგან ისეთი გარემოების გამო
პორტასაგან ხონთქრის ფირმანის შოვნა არ მოხერხდა. ამისთანა ბრძანების
მეოხებით იქ კათოლიკებს ძრიერ ვეღარ შეაწუხებენ და მისიონერებიც უფრო
უშიშრად იქმნებიან.
„გარნა ვნატრობდი კვალად მეცადა ესა, ამისათვის აღდგომის შემდგომ,
წრეულს 1716 წ., ვითარცა მგზავრი, დავბრუნდი ახალციხეს იქ გასავლელად:
ორმოცი დღე დავრჩი იქ ხან ერთსა და ხან მეორეს სახლში, მაგრამ ჩუმად და
ფარულად. რა შეიტყო მწვალებელმა ეპისკოპოსმა, თავის სახელით ესრე
შამომითვალა: თუმცა ნება არის უცხოებმა გამოიარონ, ჩემს მოსაკითხად და
პატივისაცემლად მოვიდენ, გარნა მსურს, მალე განშორდეთ აქაურობას და დადგეთ
თქვენს გზასო. ამითი ისე შეშინდენ კათოლიკები, რომ ძალა დამატანეს
წავსულიყავი; მეც განვაგრძე გზა კოსტანტინეპოლისაკენ, გარნა უწინარეს
წასვლისა ახალციხიდგან, კათოლიკებს აღსარება ვათქმევინე და, რაოდნადაც
შემეძლო, სულიერად ვანუგეშე. თუმცა სისრულით არ არიან გაწვრთნულნი, მაგრამ
საკმაოდ იციან რაც-კი საჭიროა, ვინაიდგან რავდენიმე კათოლიკე მღვდელი
ჰყავთ, რომლებიც მათ ეწევიან და იცავენ კათოლიკე სარწმუნოებაში. ეს
მღვდლები ტფილისში ორ ანუ სამს წელიწადში ერთხელ მოდიან აღსარების
სათქმევინებლად.
„ამის გარდა თქვენს უწმიდესობას სიმდაბლით მოვახსენებ, რომ
საქართველოს მისიონერები მუდამ ნატრობდენ ახალციხეში სამუდამოდ სახლის
დაფუძნებას და მონაზონების დაყენებას თუ კათოლიკების სულიერ სანუგეშოდ და
სარწმუნოების წარსამატებლად, და თუ მონაზონების უშიშრად და სიადვილით
შემოსასვლელათ საქართველოში. მაგრამ იმ სიძნელისა და წინააღმდეგობის გამო,
რაიცა იქ ხელს გვიშლიდა, გულის წადილი ვერ აისრულეს. ამიტომ გავბედავ და
სიმდაბლით მოვახსენებ თქვენს უწმიდესობას: 1) რადგან ახალციხე ისეთი
ადგილია, რომ იქ ევროპელი ვაჭრები არც მკვიდრობენ და არც დროებით მოდიან,
სულთნის უფირმანოდ არ შეიძლება არც მისიონებისა და არც მონაზონების
დაყენება; 2) კიდევაც რომ მოიპოვონ სულთნის ფირმანი, მაინც არასოდეს
მიუშვებენ მონაზონებს, რომ ან საზოგადო, ან კერძო ეკკლესია ააშენონ და
სრულიადაც არ მისცემენ ნებას ერი შეიკრიბოს; არც შეუძლიათ ბერძნებს (ბერძნის
ტიბიკონის მქონე ქართველებს) ან სომხებს კათოლიკობის მიღება. რადგან
მაჰმადიანები დიდად შურიანები არიან. ამიტომ ოსმალეთი თავის საბძანებელში
ყველგან, საცა ეკკლესია დაზიანდება, ან დაინგრევა, მის აშენების ნებას
კათოლიკებს სრულებით არ აძლევს.
„3) რადგან ახალციხე ოსმალეთის საბრძანებლის განაპირასა და სპარსეთის
საზღვარზედ არის, თავმოყვარეობისა და სარფისა გამო, ისეთ ფირმანს პორტა
არც-კი მისცემს. ის მიზეზი და თავისმოყვარება ოსმალებისა ისე ძრიელია, რომ არც
ფრანგის და არც სხვა რომლისამე ტომის ხალხის გემებს ნებას არ აძლევს შავ
ზღვაში შემოვიდენ. მოსკოვის დიდ მეფესაც მოუსპო მიმოსვლა და შეუკრა გზა,
რომელიც უწინ ჰქონდა.
„4) დასასრულ, მისიონერმა ტანისამოსი რომ გამოიცვალოს, მაინც კიდევ
ახალციხეში უცნობლად ვერ დარჩება და შეიტყობენ მის მონაზონობას, რადგან
ზემოდ ხსენებული მწვალებელი სომხის ეპისკოპოსი კათოლიკების მტერია. ამის
გამო ის მიმართავს ოსმალებს და შეატყობინებს და ამითი დადად ავნებს
კათოლიკებს; მისიონერებსაც დააჭერინებს წირვისა ან აღსარების დროს, მეტადრე
დედაკაცების განდობის დროს; ესე კათოლიკებს ძლიერ დიდ შეწუხებას და ტანჯვას
მიაყენებენ; ეგრეთვე მისიონერებსაც ან სამუდამოდ დაატყვევებენ და ან
განდევნიან.
„მე მგონია, ერთად ერთი საშვალება ის იყოს, რომ კოსტანტინეპოლში
მყოფმა საფრანგეთის ელჩმა მიმართოს და სულთანისაგან მოიპოვოს ხსენებული
ფირმანი კათოლიკებისა და მისიონერებისათვის. მაგრამ ამისთანა მტრობის დროს
მისი გამოტანის იმედი არ არის. ან იმპერატორსა და პორტას შუა ომი გათავდება
თU არა, ვენაში მთავრობას შეეხვეწონ, რათა შერიგების პირობებში ისიც იყოს,
რომ მისიონერებს თავისუფალი და უშიშარი გზა მიეცეს შავ ზღვაზე საქართველოში
და მის გარეშე ქვეყნებში შესასვლელად, ეგრეთვე იქონიონ ახალციხეში ბინა,
მონასტერი, ეკკლესია და თავისუფლება ჰქონდესთ როგოოც კათოლიკებს ისე
მისიონერებს.
მგონია, რომ ამ ორის საშუალებათ შესვლა გაადვილდეს სარწმუნოების
გასაძლიერებლად და ახალციხის ერის სანუგეშოდ. აი ამას ვბედავ და მოვახსენებ
და მასთანავე დიდის სიმდაბლით და ღრმა პატივისცემით ვემთხვევი თქვენს
უწმიდესობის ფერხთა. მისიონერი კაფუცინი, პატრი ალექსი მილანელი".
ეს საბუთი სომხების მტრობის გარდა, ცხადად გვისურათებს, თუ როგორ
ეპყრობოდენ უწინ ოსმალები კათოლიკებს და როგორ სდევნიდენ მათ. ეგრეთვე
გვიჩვენებს ჩვენი ნათქვამის სიმართლესაც, რომ ახალციხის ერს ოსმალების
შემოსვლამდე ჰქონია კათოლიკობა მიღებული.
ამის შემდგომ არ ვიცით კიდევ თუ რავდენ გზის მიბრუნდენ კაპუცინები
ახალციხეს დასაბინავებლად. ხოლო ეს-კი ცხადია, რომ პატრები დამყარდენ იქ
1733 წ. მაგრამ არც ამ უკანასკნელის მათი მისვლისა გვაქვს რაიმე ცნობები.
მისვლის ამბავიც ვიცით მარტო ერთი წერილიდგან, რომელიც წარდგენილია რომს
1734 წ.
„კაფუცინების საზოგადო პოქურატორი სიმდაბლით მოახსენებს თქვენს
ბრწყინვალებას, რომ, როგორც თვითვე უწყის, წმიდა კრებამ 10 მარტს 1732 წ.
გადისწყვიტა მიეცეს 75 სკუდი წლიური ჯამაგირი წინ და წინ ახალციხის ახალ
მისიონს, რომელიც საქართველოს მისიონს უფროსის ხელქვეითი არის. ფულის
მიცემა უნდა დაწყებულიყო როდესაც კაფუცინის მისიონერები მივიდოდენ იქ. აწ
დროა მივიღოთ წმიდა კრების ეს წყალობა, რადგან საქართველოს მისიონის
უფროსი პატრი ნიკოლა ჯირჯენთისაგან მივიღეთ ამ წლის 5 მარტს, წერილი,
რომლითაც იუწყება, რომ გავლილ 1733 წ. 8 ოქტომბერს, მისულა ახალციხეს და
დაბინავებულა; როგორც თვით იწერება, ყველას დიდის სიხარულით მიუღიათ
მაჰმადიანებს და მეტადრე ყველა ჩვენს ქრისტიანებს".
ერთი სხვა წერილიდგან სჩანს, რომ პატრი ნიკოლას (ერთი იმ
კაფუცინთაგანია, რომლებიც საბამ მოიყვანა 1714.) ფირმანი გამოუთხოვია 1732
წ. და იმის ძალით აუშენებიათ მონასტერი და დამკვიდრებულან. ხოლო ეკკლესიის
აშენებისა არაფერი ხსენებაა. გარნა ერთი უთარიღო წერილი გვაქვს
იტალიანურად და ქართულად; როგორც მის წარწერითგანა სჩანს, იგი დაუწერია
ახალციხის უფროს პატრს ივანე როვიგოელს, რომელიც მოვიდა საქართველოს
1782 წ. წერილი აი რა საკვირველს ამბავს მოგვითხრობს:
„პატრი ნიკოლოზის ჯირჯენთელის დროს რაც მოხდა ახალციხეს პატრების
ეკკლესიის გამო. ქ. შენდობილმა პატრი ნიკოლოზმან სტამბოლიდამ ფირმანი
მოატანინა ყოვლა წმიდის ეკკლესიის აშენებისათვის. იმ თარიღში უსუფ ფაშა
ფაშათ იჯდა, ისაღ ფაშის შვილი. მელიქი ელიზბარაი იყო მამასახლისათ; კოკოტაი
იყო უფროსათ დიდი ტერ ოანესი იყო პოღოს ეპისკოპოსის პაპა. და იმ ცხონებულმა
პატრი ნიკოლოზმა, რომელმანც კიდევ ეს პატრების მონასტერი ააშენა დიდის
მეცადინეობითა, და სიყვარულითა მოიწადინა აშენება ამ ყოვლა წმიდის
ეკკლესიისა, რომელიც აწყვრელმა ქალიმაჯიმა მოლამ დააქცია, პატრების
ახალციხეში მისვლის წინეთ. შეშა, ქვა, კირი, ყველა დაამზადა. მივიდა უსუფ ფაშას
შეუტანა ფირმანი, რომელიც ყოვლა წმიდის ეკკლესიის აშენებისათვის
მოეტანინებინა. წაიკითხა, ფაშას შეეხვეწა; მუხლზე აკოცა. ერთი ჩემს სახლში
მობძანდიო, ჩემი სახლი ნახეო. ფაშამ უთხრა: კარგი იქნებაო: მერმე ფაშა მივიდა
პატრების მონასტერში. ფიცხლავ ყადი, მუფთი. იენიჩერ აღა, ოჯახლი აღები.
მოლები, ყველა მოაყვანინა, უსუფ ფაშამა: და ნახეს, გაშინჯეს რაც სიგძე, სიგანე,
სიმაღლე რომ დასტური მიმიციაო, უნდა აშენდესო. მერმე ყადმა დასწერა რაც
ფაშამ უბნძანა; მაგრამ ყადმა მოახსენა ფაშას. თუ ორი თათარი მოწამე არ მოვიდა
მისი, რომ ჩვენ ვნახეთო, რომ ეს საყდარი ქალიმაჯ აფენდიმ დააქციაო ამ სიგანე,
ამ სიგძეა ეს საყდარიო, იმისი აშენება თუგინდ ხემწიფის ფირმანი იყოსო, არ
იქმნებაო, მერე ფაშამ მოახსენა პატრი ნიკოლასა, პატრო გესმისო, ეს ყადი
ეფენდი რას ბძანებსო. ფიცხლავ პატრი ნიკოლოზმა მოახსენა: ადვილი არისო,
მოწამეს მოვიყვანო; და რაც შეიძლებოდა პატრი ნიკოლოზმა ყავა, მაჯუნი, შაქრის
შარბათი მიართვა; და ფაშა და სხვანი წაბძანდენ; მერმე ახალციხის ქეთხუდები და
უფროსები შებძანდენ პატრი ნიკოლოზთან მონასტერში. ბატონო ეს რა კარგი
საქმე ჰქენიო; ღმერთმა გაცხონოსო, აშენებაზე გული ნუ შეგიწუხდებაო.
იეთარაშვილმა, პარუნ სიმონამ უთხრა: ერთი გვერდის კედელს მე ავაშენებო ჩემის
ხარჯითო. ხოჯოანათ ბატონჯანამ უთხრა, ერთი გვერდის კედელს მე ავაშენებ სულ
ჩემის ხარჯითაო, მაქანდრიანთ ზურაბავ მოახსენა, ზედა გვერდის კედელსა და
ბემბსა მე გავაკეთებო ჩემის ხარჯითაო, პატრი ნიკოლამ დალოცა ისინი,
მადლიერობა მოახსენა. მეორე დღეს საყდარში ხუცებმა გადმოიძახეს ყვალა
წმიდის საყდარი შენდებაო, ვინც ყვალა წმიდის მართალი მორწმუნე ხართო, ზოგნი
თეთრითა, ზოგნი სხვათა საქონლითა, რითაც იყოს შეეწიეთო, რომ პატრი არ
შესწუხდესო. ხსენებულმა დიდმა ტერვანესმა, რომ იმ თარიღში თემის უფროსობა
ამას ჰქონდა, დაუძახა ვინც თავისი თარაფი იყო, და უთხრა: რას შვრებითო? ერთი
საყდარი გინდათ აშენოთ, და ორი საყდარი უნდა დააქციოთო. იმ ვაჟებმა
მოახსენეს: რას ბძანებო? რათ დავაქცევთ ორ საყდარსო. მერე ტერვანესმა
მოახსენა: თქვენ რა იცითო ესე იცოდეთ, თუ პატრების საყდარი აშენდა, არც ზემო
საყდარში, არც ქვემო საყდარში ერთი მრევლი აღარ მოვაო, სულ იქ წავლენო, და
უმრევლო საყდარი უნდა დავუყაროთო, ეცადეთ რომ დაუშალოთო, არ აშენდეს,
თვარემა ჩვენი საქმე წახდებაო. ადგა ამ ტერვანესმა ბევრს ალაგს ქთამი დახარჯა,
მელიქი ელისბარაჲ მამასახლისი კოკათაი ყადთან გაგზავნა ორასი მარჩილი მისცა
ყადსა, ოღომც პატრს მოწამე გაუმტყუნეო, უჯათს ნუ მისცემო საყდრის
აშენებისთვინაო. ადგა პატრმა აქეთ იქითა, სოფლებმი ქალაქში კაცები დაფანტა
მოწმების საშოვნელათა მეკურტნე ესტატემა ერთი აწყვრელი, ერთი სლესელი
მოლაები მოიყვანა მოწმათა. პატრი ნიკოლას გაეხარდა დიდი სიხარულითა,
ფაშასთან შეიყვანა: აჰა ბატონო მოწმებიო მოვიყვანეო, ფაშასაც იამა. ყადთან
გაგზავნა პატრიცა, მოწმებიცა. ყადთან რომ მივიდნენ, ყადმა საქმე წაახდინა,
მოწმები გაამტყუნა. პატრი ნიკოლამ უთხრა ყადსა, რატომ მიშვრები ესეო? მასუკან
ყადმა უთხრა დიდის ფიცითა. პატრი რას მეუბნები? შენი კათოლიკები ორას
მარჩილს მაძლევენო, პატრს საყდარს ნუ ააშენებინებო. შენ ასი მარჩილი მომეციო,
შენს მოწმებს დავიჭერო. ეს სიტყვები, რომ შეიტყო პატრი ნიკოლამა დიაღ ძალიან
გაჯავრდა, მე იმათი გულისათვინ რა სასჯელს ვწევო თეთრითა, თავითა, სულითა,
და ესენი ჩემს მტრობაში არიანო. მოვიდა, მუშები, დურგლები სულ გაყარა. მასუკან
ნელა ნელა ახალციხის ქეთხუთებმა ზოგმა შეშა გაზიდეს, ზოგმა ქვა გაზიდეს, ზოგმა
კირი. სულ გაფუჭდა; აღარც ერთი ალაგს აღარ მოვიდა. მასუკან ბოლოს ხანი და
დრო გაატარეს მოვიდნენ ზემო საყდრის იშხანები, და ირიცფოხანი პატრი ნაკოლას
გული მოუგეს, ჩვენ ხაბარი არა გვაქსო ჩვენ მაგ საქმეში არ ვურევივართო
ღმერთმა კითხოს ვინც ქნაო, ან ვინც მიზეზი შეიქნაო. ვიცით შენი საყდრის თეთრი
გაქვსო. მანდედამ რვასი მარჩილი გვასესხეო. როცა საყდარს აშენებთ ჩვენსას
სხვასაც მოგცემთო, თვარემა შენს თეთრს, და ეკკლესიის თეთრს როგორ
დაგიჭერთო? იმ შენდობილმა პატრი ნიკოლამ გაღო დოლაბი, და რვაასი მარჩილი
დაუთვალა, და ასესხა ზემო საყდრის ირიცფოხანს, და იშხანებსა, რომ დღესაც
იმათთან არის. არც პატრი ნიკოლას და არც იმის უკან მოსულ პატრებს
დღევანდლამდინ რაც პატრები მოსულან, გაუვლიათ, და არიან, ერთი ფარა არ
აუღიათ იმ თეთრისა, ისევ იმათზე არის.
„ეს ჩემ დროსაც იმოწმეს აქაურ კათოლიკებმა და სხვა მოწოდებულთა ოთხი
მოწმის წინაშე. პატრი ივანე ნათლისმცემელი როვიგოელი, ახალციხის უფროსი".
ამ საბუთიდგან მტკიცდება, რომ ლათინის ძველის-ძველი ეკკლესია
ახალციხეში დაუქცეეია აწყვრელ ქალიმაში მოლას, უფრო წინ, ვიდრე კაფუცინები
ახალციხეში დაბინავდებოდენ, ესე იგი 1733 წლის წინეთ, მაშ დღევანდელი
ეკკლესია აშენებულა იმ დროს შემდგომ. ამიტომ ჩვენ გვიკვირს, რომ ბროსე,
თავის არხეოლოგურს მოგზაურობაში, ამ დღევანდელი ეკკლესიის დაწყებას აწერს
1356 წ. ხოლო მის შეკეთებას 1442 წელსა. ისე ჰგავს, იმას კედლებში ჩატანებული
ძველებურ დანგრეულ ეკკლესიის ქვები უნახავს და ამიტომ გამოუყვანია ასეთი
დასკვნა.
ნამდვილად და ზედმიწევნით არ ვიცით, თუ დღევანდელის პატრების
ეკკლესია ახალციხეში ხელახლავ როდის ააშენეს. გარნა კაფუცინები 1742 წელს,
სხვა და სხვა წერილებში, უკვე იხსენიებენ იმ ეკკლესიაში ღვთის-მსახურების
შესრულებას. აქედგან ის უნდა ვიგულისხმოთ, რომ დღევანდელი ეკკლესია
აუშენებიათ 1734-1740 წლებში.
ამ ზემო წერილიდგან სჩანს, რომ ახალციხის ერს დიდი მიდრეკილება ჰქონია
პატრებისადმი. ხოლო ზოგიერთი მღვდლები კი მათი მტრები ყოფილან. იმათში
პირველი ადგილი უჭირავს წერილში დასახელებულ მღვდელ ივანეს. იმისი სახელი
ყოფილა ეგრეთვე მინას მარკოზ, რომელიც სომხურსა ჰგავს, მაგრამ არ ვიცით,
რომელ ქვეყნიდგან ყოფილა. კაფუცინები იმ მღვდელს მოჩვენებულ ტყვილ
კათოლიკედ სთვლიან. ამის და კაფუცინების შუა პირველშივე, ესე იგი მათის
სვლისთანავე, ჩამოვარდა უთანხმოება, წინაადმდეგობა და მტრობა, რომელსაც
ბოლო აღარ მოეღო და რომელიც მეტად მავნე შეიქმნა იქაური
კათოლიკებისათვის. ამის პირველი მიზეზი ის იყო, რომ ის მღვდელი ურიგო
ხსენებასა ყოფილა, სმა ჰყვარებია, მუდამ დღე მთვრალი ყოფილა და ხშირად
სახლში ხელით წაუყვანიათ. მეორე ის, რომ ამისთანა ურიგო მღვდლების
წყალობით ერში თუ მწვალებელთაგან და მაჰმადიანთაგან ბევრნაირი ბოროტი
ჩვეულება და ცრუმორწმუნება გავრცელებულა, ისე რომ მოლებს ხშირად
ალოცვინებდენ და მაჰმადიანების მკვდრების ნაბან წყალს წამლად ხმარობდენ.
ამისთანა ცრუ-მორწმუნოებაზე კაფუცინებმა ვრცელი მოხსენება გაგზავნეს რომს.
ასეთი სარწმუნოების წინააღმდეგ საგნებისა და სხვა ბევრნაირ ბოროტ ჩვეულებისა
არამც თუ წინააღმდეგი იყვნენ ივანე და მისი მსგავსი მღვდლები, არამედ ხშირად
ხელსაც უმართავდენ. ასეთს მავნე და ბოროტ ჩვეულებას კაფუცინებმა ფიცხად
დაუწყეს წინააღმდეგობა და მათ მოსპობას ეცადენ. მაგრამ ადვილად ვერ
გაიმარჯვეს, რადგან ივანე მღვდელმა, ნაცვლად თავის ცუდის ზნეობის
გასწორებისა, დაუწყო მტრობა კაფუცინებს, ეცადა მათი სახელი დაემცირებინა,
ხალხისათვის თავი შეეძულებინა და ბევრნაირი ცილიც დასწამა. თავისუფლად რომ
განეგრძო თავისი ურიგო ცხოვრება და მაყვედრებელი არავინ ჰყოლოდა, დააპირა
კაფუცინების იქიდგან განდევნა. თავისი შვილი კონსტანტინეპოლში განგებ ჰყავდა,
რათა იქაურ ლათინის ეპისკოპოსთნ, მისი საშუალებით, საქმე როგორც უნდოდა,
ისე გაერიგებინა. გარდა ამისა, რომსაც მისწერა კაფუცინების შესახებ ბევრი
სიცრუე და წინააღმდეგი და სთხოვა მათი ახალციხიდგან განშორება. კაპუცინებმა
სცნეს მისი მტრული ყოველი მოქმედება, თვითონაც მისწერეს რომს ეგრეთვე
გაგზავნეს პატრი იოსებ მოდანელი, რათა ყველაფერი კარგად ეამბნა. გაიმართა
საჩივრები, მიწერ-მოწერა, იმ ზომამდე, რომ კონსტატინეპოლიდან რომმა განგებ
გამოგზავნა ახალციხეში აზრუმის მღვდელი ქერუბინე არაქელი 1742 წ., რათა
კაფუცინებსა და მღვდელ შუა ატეხილი უკმაყოფილება კარგად გამოეძია. პატრები
გაამართლა. შემდეგში, როცა გაბრუნდა, მათ შესახებ კარგი მოხსენება გაგზავნა
მაგრამ მაინც ურიგობას ბოლო არ მოეღო და სრული მშვიდობა ვერ დამყარდა.
ამ დროს ახალციხეში ექვსი მღვდელი ყოფილა. ხუთის გვარი არ ვიცით და
სახელად კი რქმევიათ: ივანე, გიორგი, ანტონი, პეტრე და სტეფანე. ეს
უკანასკნელი ახლად ნაკურთხი დაბრუნებულა რომიდგან. ხნიერი, მაგრამ
ერთგული, პატიოსანი, ერის კარგად მომვლელი კაფუცინების მომხრე მღვდელი
ყოფილა. მას ჰგვანებია ეგრეთვე საყდრის წინამძღვარი პეტრე მღვდელი. ზემოდ
ხსენებული ივანე მღვდელი, რომელიც ზემო საყდრის წინამძღვარი ყოფილა,
მტრობდა ეგრეთვე იმ ორ პატიოსან მღვდელს პეტრესა და სტეფანესა. ხალხს
თურმე შეჩვენების მუქარით უკრძალავდა იმ ღვდელთან და პატრების ეკლესიაში
მისვლას. მასთანვე თავის მოვალეობასაც სრულებით ყურადღებას არ აქცევდა, იმ
ზომამდე, რომ კაფუცინებს არ მოსწროთ ბოლო წამს, გაუნდობელნი და
უზიარებელნი გარდაიცვლებოდნენ მღვდელი ანტონი, ივანე, გიორგი, ოსტატი
დავითო და ხოჯაანთ დანიელას მეუღლე მარიამი.
ისე ჰგავს, ზოგიერთ ახალციხის მღვდლებს სომხურ ტიბიკონთან
შეუთავსებიათ მტრობა, რომელიც სომხებს მუდამ ჰქონდათ ლათინის მოძღვრების
მიმართ. ეს არც უნდა იყოს გასაკვირველი, რადგან ახალციხის მღვდლებს ხშირად
დაახლოვება ჰქონდათ სომხის ტომის მღვდლებთან, რომელნიც მღვდლების
სიცოტავის გამო, ხშირად ახალციხეს მოდიოდენ და მათ თანამდებობას
ასრულებდენ. საბუთი ბევრია. მაგალითად: 2 ივნისს 1742 წ. ოთხს მღვდელს
ახალციხიდან მოუწერიათ თავიანთი ამბავი პასუხად ზემოდ დასახელებულის
არზუმის მინას ვართაპეტისათვის; წერილს ხელს აწერენ: ტრაპიზონელი მღვდელი
პავლე ვართაპეტი, ახალციხის ეკკლესიების უფროსები მღვდელი ივანე დიდი და
მღვდელი პეტრე ბასილის შვილი და მღვდელი სარქისი. აქიდგან ცხადათ სჩანს,
რომ პირველი და მეოთხე მღვდელი ტომითაც სომხები ყოფილან. ეგრეთვე იმათზე
უწინ ახალციხეში უფროსად მოსულა კოსტანტინეპოლიდან ერთი სომხის მღვდელი,
ივანე მეხითარი. აი ამითი აიხსნება ახალციხის მღვდლების ხშირი მტრობა
ლათინის მოძღვრების მიმართ.
სამცხეში რომ კაფუცინების მისვლამდე, კათოლიკები ბლომად ყოფილან, ამას
პროპაგანდის ეს წერილი გვიჩვენებს:
„საქართველოში ბატონ მღვდელ იოსაფატს შავშელს, 3 იანვარს 1733 წ. -
წმიდა კრებამ მიიღო თქვენი გავლილი წლის 15 მარტის წერილი, რომლითაც სცნო
დიდის გულშემატკივრობით ყოველი შეწუხება, რომელშიაც იმყოფებიან მანდაური
კათოლიკები. კაი ხანია მანდეთკენ გამოგზავნილ იქმნენ კაფუცინების ახალი
მისიონერები და იმედია ეგენი შეეწიონ მაგ კათოლიკებს, რაც კი შეეხება წმიდა
კათოლიკე სარწმუნოების შესრულებას. კარგად მოქცეულხართ, რომ
კოსტანტინეპოლში მინას მღვდლის შეუსაბამო თხოვნას არ დათანხმებიხართ და
უფრო კარგად მოქცეულხართ, რომ ეგ არ გაგიმხელიათ მაგ პროვინციის სხვა
კათოლიკე მღვდლებისათვის. ხოლო როდესაც, რომლისამე საქმის გამო, საჭირო
გაგიხდებათ მიმართვა კოსტანტინეპოლის საპატრიარქო ვიკარია
არქიეპისკოპოსთან, პირდაპირ მას მისწერეთ, სხვებს არ მიმართოთ. თქვენს
ყოველს საფუძვლიან თხოვნას დააკმაყოფილებს. ჯერ ამის მეტი არაფერი მაქვს
თქვენთან მოსახსენებელი. ვსთხოვ ღმერთს თქვენთვის ყოველ სიკეთეს.”
ამ შავშელის მღვდელის სხვა ცნობები არა გვაქვს და არცა გვაქვს ის წერილი,
რომელიც გაუგზავნია რომს.
რომში 1746 წ. 23 ივლისს, მღვდლად ეკურთხა სომხურ ტიბიკონზე
ახალციხელი ივანეს შვილი სტეფანე ვარამანთი და იმავე წელს 15 სექტემბერს
დაბრუნდა ახალციხეს. რაკი პროპაგანდის კოლეგიის სიაში არ არის მოხსენებული
ამიტომ არ ვუწყით, რომში სასწავლებლად როდის წასულა.
იმავე 1746 წელს ახალციხიდგან წასულა, ერთი მცირე დიაკონი როსტომი 60
წლისა რომში მღვდლად საკურთხებლად. როსტომი უწინ ოქრომჭედელი ყოფილა.
როდესაც დაქვრივებულა, სასულიერო საქმეს შესდგომია. პატრი ლეონ ბოველი
თავის 1746 წ. წარდგენილ მოხსენებაში კარგად აქებს მას.
1747 წ. ახალციხიდგან წავიდა რომის კოლეგიაში სასწავლელად ივანეს და
სოსანას შვილი პავლე ასლანოვი, რომელიც შვილის შვილი იყო ზემოდ
დასახელებულის ივანე მღვდლისა. რადგან იმ დროს, კონსტანტინეპოლის
ეპისკოპოსის მეცადინეობით, დამყარდა მშვიდობა ახალციხის მღვდლებსა და
პატრებს შუა, უმფროსმა პატრმა პროპაგანდასთან გაატანა პავლეს თავის
გასაცნობელი წიგნი. ეგრეთვე მისი მიღება სთხოვა თვით კოსტანტინეპოლის
ეპისკოპოსსაც. პავლესი პროპაგანდის კოლეგიის სიაში მოხსენებულია ესრედ:
„საქართველოდგან მოსულმა სომხის ტიბიკონის მქონე 15 წლის ქართველმა
პავლემ ლეონიმ (ასლოვმა) ფიცი მისცა 21 ნოემბერს 1749 წ.”.
თავის თავს აწყვერის ქართველთ ეპარქიის მრევლის წევრად თვლის. ქვემოთ
უფრო ვრცლად გვექნება ლაპარაკი.
კოსტანტინეპოლის ლათინის ეპისკოპოსი ფრანჩისკე იერონიმე, 18 აგვისტოს
1748 წ. აღმოსავლეთის კათოლიკების შესახებ ერთ მოხსენებას უგზავნის რომში
და სამცხის კათოლიკების რიცხვის შესახებ ცნობებს აძლევს. ახალციხის
კათოლიკები 10,000 არიან, ივლიტას 500; ახალციხის გარეშე სოფლებში, უდეს,
არალს და ვალეს, 600; ახალქალაქსა 1,000; შავშეთსა, 1,000 და ორი მღვდელი;
სათლელსა, 500 და ერთი მღვდელი; არტაან უჯისა, 100; ართვინისა 2,000 და
მღვდელი.
წინა თავში უკვე მოვიხსენიეთ ტფილისელი ივანე ჯიგანანთი, რომელიც რომში
სომხურ ტიბიკონზე ეკურთხა მღვდლად და წამოვიდა საქართველოში 1741 წ. იმან
მაშინვე ვერ შეიძლო საქართველოში შემოსვლა ოსმალეთისა და სპარსეთის ომის
გამო და ეგრეთვე კოსტანტინეპოლში კათოლიკების წინააღმდეგ სომეხთა მიერ
დევნულების გამო. ამიტომ განკარგულება მიიღო, შეჩერებულიყო გზაში. რაისგამო
დარჩა სმირნის ვენეციის კონსულთან ვიდრე 1749 წ. იქ, როგორც ერთი მისი
წერილიდგან სჩანს, ტყვედ მიყვანილ ქართველებს ასწავლიდა სარწმუნოებას,
ამზადებდა ქადაგებანსა და სთარგმნიდა წიგნებს. რადგან ახალციხეში ძრიელ
საჭირო იყო ერთი კარგი გასწავლული მღვდელი, კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსმა
დანიშნა იგი თავის ვიკარიად; პროპაგანდამაც დაამტკიცა არჩევა. ამიტომ
პროპაგანდამ 25 იანვარს 1749 წ. მისწერა, რათა წამოსულიყო საქართველოში
ახალ თანამდებობის ჩასაბარებლად და დაეცვა მშვიდობიანობა და წესიერება. იგი
მაშინათვე დაადგა გზასა, მაგრამ ზედ მიწევნით არ ვიცით, თუ რომელ თვეში
მივიდა ახალციხეს.
მანამ ის მოვიდოდა ახალციხეში უფროსად და ვიკარად დანიშნული იყო
პატრი ნიკოლა ჯირჯენთელი, მაგრამ არა კოსტანტინეპოლში მყოფი ლათინის
ეპისკოპოსისგან, არამედ ისპაჰანის ლათინის ეპისკოპოსისაგან. რადგან
საქართველოს კათოლიკები იმის ბრძანებას ემორჩილებოდენ, ახალციხეც თავის
ეპარქიად მიაჩნდა. ის ეპისკოპოსი, როდესაც საქართველოში მოვიდა, ახალციხის
მღვდლებს მისწერა ეს წერილი: „ფეხშიშველა კარმელიტანების წესისა ფილიპე
მარიამი წმიდა აგვისტინესი, საღვთო მადლითა და სამოციქულო საყდრის
წყალობით ისპაჰანის ეპისკოპოსი და სრულიად საქართველოს უფროსი.
„გაუწყებთ მღვდელს ივანეს და ახალციხის ეკკლესიის სხვა ყველა მღვდლებს,
ვითარცა უკვე გაცნობეთ 1738 წ., რომ ჩვენ უღირსს მოგვენდო ისპაჰანის
ეპისკოპოსობა, მასთანვე უფლება ვმართოთ მთელი საქართველო თანახმად
წმინდა პროპაგანდის კრებისა, 8 ნოემბერს 1732 წ. დადგენილებისა. ამისგამო
წრეულ მოვედით ტფილისსა და გორში. გვინდოდა თქვენს სანახავადაც
მოვსულვიყავით ახალციხეში, რომელიც საქართველოს ნამდვილი უმთავრესი
ადგილია, მაგრამ ქვეყნის იგოდენი არეულობის გამო ვერ შევიძელით ჩვენი
სურვილის შესრულება. ამიტომ ქრისტეს მიერ საყვარელი ჩვენი ძმა პატრი ნიკოლა
ჯირჯენთელი, წმიდა ფანჩისკეს წესის კაფუცინი, დავადგინეთ ჩვენს ვიკარად,
მთელს საქართველოს სამფლობელოში, ტფილისსა, გორსა, ახალციხესა,
შავშეთსა, ართვინსა და მათ გარეშე ადგილებში, და მივეცით სრული უფლება,
ვითარცა შეჰფერის ასეთს სამსახურს. გევედრებით დაემორჩილოთ ისე, როგორც
მე. რადგან ჩვენდა დიდ სამწუხაროდ ვიცანით, რომ ზოგიერთის მღვდლების
უზრუნველობით, მანდ მიცვლილან ქრისტიანები გაუნდობელნი და უზიარებელნი,
რაიც უდიდესს ცოდვას შეადგენს ღვთის წინაშე; ეკკლესიაში თავის დროზე ჟამ-
კანონის მხურვალედ შესრულებაც მოსპობილა და საუბედუროდ, თქვენში აღარ
არსებობს ის ერთობა, რომელიც უნდა იყოს ღვთის მსახურთა შორის. ამიტომ იმავე
ღვთის სიყვარულისა და მისი საშინელის სამსჯავროს გულისთვის გთხოვ, ამას იქით
იფხიზლოთ ღვთის და წმიდა ეკკლესიის სამსახურის შესრულებისათვის. თუ თქვენს
შორის ვინმე ჩვენი მამობრივი რჩევა-დარიგება ყურადუღებელი დასტოვა (რაც
ღმერთმა ნუ ინებოს), მაშინ დავსჯით თავის ბრალის დაგვარ და ვიტყვით პავლე
მოციქულთან ერთად კორინთელების მიმართ გაგზავნილ ეპისტოლეს სიტყვებს:
„ეს ვყავი რადგან თქვენ ძალა დამატანეთ". დიდად ვნატრრობ, ღვთის მსახურება
წესიერად შესრულდეს, ამიტომ ამ წიგნის ძალით ახალციხის ეკკლესიების უფროს
მღვდლად გნიშნავთ თქვენ ივანე მინასას შვილს და იმედი მაქვს თქვენის
სიბრძნისა, ამ ეკკლესიების სვე-ბედი ღვთის სიტყვის თანახმად განაგოთ. უკეთუ
რაიმე დაგჭირდესთ საჩქაროდ ან ჩვენ გვაცნობეთ, ან ხსენებულს ჩვენს ვიკარიას,
რათა მაშინვე მივეშველოთ. თუ ქრისტეს მიერ საყვარელს ბატონ იეთარანთ
სიმონას სურს პროკურატორად ყოფნა, იყოს; ხოლო თუ არ მიიღებს, მაშინ მიიღოს
ეგ მოვალეობა ბატონმა ქარჩხოანთ გრიგოლმა. აწ შეგეწიოსთ ღმერთი და
წარგიმართოსთ ყოველი თქვენი საქმე მის ყოვლად წმიდა სახელის სადიდებლად
და ვსთხოვთ, აღგავსოსთ თავისი ყოვლად წმიდა კურთხევით. უფლისამებრ
მოგესალმები. ტფილისი 1745, აგვისტოს 26".
ამ წერილმა ბევრი უსიამოვნება და წინააღმდეგობა გამოიწვია. ახალციხის
მღვდლე ბ მ ა არა ს ც ნ ე ს პ ატრი ნ ი კოლა თა ვ ი ა ნთი ს ე პ ი ს კოპოს ი ს
წარმომადგენელად. ეს გარემოება მაშინვე აცნობეს კოსტანტინეპოლის
ეპისკოპოსსა. რომშიც გაიმართა მიწერ-მოწერა და გამოძიება საგნის შესახებ.
კაფუცინები იმ აზრისა იყვნენ, რომ ახალციხე საქართველოს სხვა პროვინციებით,
ისპაჰანში მყოფის ეპისკოპოსის უფლებაში უნდა იყოსო. ხოლო ახალციხის
მღვდლები კი კოსტანტინეპოლზედ დამოკიდებულებას რჩეულობდენ. გამოძიების
შემდგომ, პროპაგანდამ რა სცნო კოსტანტინეპოლში მყოფი ლათინის ეპისკოპოსი
დიდის ხნიდგან განაგებდა ახალციხის საქმეებს, თუ წერილებით და ვიკარების
დანიშვნით. ეგრეთვე რადგან უწინვე პაპს დაედგინა, რომ იმ ეპისკოპოსს
დაქვემდებარებოდა ოსმალეთისგან შეძენილი ყველა ახალი ადგილებიც, ამიტომ
ახალციხის ეპისკოპოსობა მიაკუთვნეს ისევ კოსტანინეპოლის ეპისკოპოსს. ხოლო
ისპაჰანში მყოფი ეპისკოპოსის ბძანების ქვეშ დარჩა საქართველოს დანარჩენი
ადგილები. ამ გარემოებამ გამოიწვია და ააჩქარა ზემოდ ხსენებულ მღვდელ ივანე
ჯიგანთის ვიკარიად დანიშვნა ახალციხეში.
გარნა ამ ახალმა ვიკარიამ არ შეასრულა არაფერი, რასაც ავალებდა მისი
ახალი თანამდებობა. რა მივიდა, პირველ ხანად კარგად შეუდგა ყოველ
სამსახურის ასრულებას, მაგრამ ბოლომდინ ისე ვერ გაატანა, მალე უკლო
გულმოდგინებას. მას მიბაძეს დანარჩენ მღვდლებმაც, რისგამო მალე გამრავლდა
ერში უწესოება და სარწმუნოების მხრივაც დიდი უმეცრება დაეტყო ყველას. გარდა
ამისა, ჟამის დროს ეს ვიკარია გაიქცა ახალციხიდგან; სხვა მღვდლებმაც მას
მიბაძეს, ისე რომ გაჭირვებულ დროს ეგოდენა ერი დარჩა უმწყემსოდ, რისგამო
ქალაქსა და სოფელებში ბევრი იხოცებოდა საიდუმლების მიუღებლად. იმ დროს
მარტო ხიზაბავრას 30 სულზე მეტი მიიცვალა აღსარება-უთქმევინებელი.
ამ გაჭირვებულ მდგომარეობას მოუსწრო ზემოდ დასახელებულმა, ახლად
ნაკურთხმა პავლე ასლანოვმა, რომელიც რომიდგან 1755 წ. მოვიდა. დიდის გულ
მოდგინებით შეუდგა ერის მოვლას; ყველას აღმოუჩინა შემწეობა, ჟამის დროს
თავისი თავი არ დაზოგა და ავადმყოფებს ყური უგდო. თუმცა თავ განწირულის და
ერთგულის სამსახურით მალე ერის სიყვარული დაიმსახურა, მაგრამ მღვდლების
გული კი ვერ მოიგო. უფროსმა მღვდელმა ივანემ მადლობის ნაცვლად, შური და
მტრობა დაუწყო. ამ ნაირად იმ უწინდელ ურიგობას მიემატა ეს ახალი შფოთიც,
რომელიც არა ნაკლებ მავნებელი შეიქმნა ახალციხის ერისათვის. ასეთი
სამწუხარო გარემოება პავლე მღვდელმა მალე აცნობა პროპაგანდას ვრცელის
წერილით ესე:
„ყოვლად უმაღლესო ბატონებო, დიდათ ვნატრობ, თქვენმა უმაღლესობამ
კარგად სცნოს ყოველი გარემოება იმისი, ვინც თქვენი უმდაბლესი მონა და
შვილია, ესე იგი, საქართველოს ახალციხელი მღვდლის პავლე ასლანოვისა.
თქვენის პატიოსანის ბძანებით ამ წლის 17 თებერვალს წამოვედი რომიდგან და
მოვედი ჩემის სამშობლოში 16 ოქტომბერს. რავდენისამე დღის შემდგომ დავიწყე
ყოველი საგნის აღსრულება, რასაც კი სასარგებლოდ ვსცნობდი სულთა
ცხონებისათვის. მალეც მოვიგე ერის სიყვარული, მაგრამ მღვდლებისა კი ვერა.
იმიტტომ კი არა, არ მსურებოდეს, არამედ იმათ არ ინდომეს. მითხრეს, ვითომც
წმიდა კრებისაგან დათხოვნილი ყოფილვიყო ჩემის ცუდის საქმეების გამო და ეს
შენი დოქტორობის მოწმობაც ყალბიაო. ამ უსიამოვნების უმთავრესი მიზეზი შეიქმნა
ის მღვდელი, რომელთანაც რომიდგან ერთად წამოვედი თქვენის ბრძანებით.
შემდგომ მოველაპარაკე ბატონ მღვდელს ივანე ჯიგანანთს, რომელიც აგრეთვე
მანდაური მოწაფეა; ვსთხოვე, ენება და წაეკითხა კოლეგიის მოცემული ჩემი
წამოსვლის მოწმობა და კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსის ბიაჯო დე პავლის
მოწმობაც. ამაზე ბევრი ვეხვეწე და სხვებსაც ვათხოვინე. მაგრამ, მაინც კი არ
წაიკითხა. ამისგამო კაფუცინ პატრებს და განსაკუთრებით უფროს პატრს ვსთხოვე,
წაეკითხა და ერისათვისაც ამის შესახებ რამე ეთქვა, რათა ერს, თუ ცუდი რამ აზრი
ჰქონდა, გამოეცვალა და უმეცარი პირების ნათქვამისათვის ყური არ ეთხოვებინა.
მართლაც იმ უფროსმა პატრმა პატივი მცა და ყოველ ნაირად ეცადა, რათა
დამემსახურებინა პატივი და კარგი სახელი, რომელიც საჭიროა სამოციქულო
მისიონერისათვის. ღვთის წყალობით ერი მაშინვე დარწმუნდა ამაზედ, ხოლო
მღვდლები კი არა. ამის წინააღმდეგ მეშურნობით სთქვეს და დღესაც ამბობენ, რომ
ვითომც ჩემი დოქტორობის მოწმობა ყალბი იყვეს, როგორც უწყიან პატრებმა და
ერმა, მე უპასუხე, თუ არა გჯერათ მისწერეთ წმიდა კრებას და იმის პასუხის შემდეგ
გამოცხადდება თუ ვინ არის მატყუარი და ვინ სცრუობს მეთქი. ეგრეთვე გაუწყებ
თქვენს უმაღლესობას, რომ ტფილელი ჯიგანანთ მღვდელი ივანეს არ უნდა ჩემი
ახალციხეში დარჩენა, არამედ უნდა, რომ დავბრუნდე საიდანაც მოვედი. ეს მითხრა
რვა მღვდლის წინაშე. მეც უპასუხე: პროპაგანდის მოწაფე ვარ, ამიტომ
ვალდებული ვარ, სიკვდილამდე ჩემს სამშობლოში ვიყო და ვიშრომო სულთა
ცხონებისათვის მეთქი; მაშ ძმაო, თუ გინდათ ჩემი წასვლა, სიამოვნებით წავალ
მეთქი. ამაზე მითხრა, „ძმას" ნუ მეძახიო. მეც შევპირდი ასე აღარ დავუძახო.
ბოლოს ხელზე ვაკოცე და გამოვემშვიდობე. გარდა ამისა, აქ, ახალციხეში, ჟამი
მძვინვარებდა; ხსენებული ჯიგანანთი შიშით გაიქცა, მის შემდგომ სხვა მღვდლებიც
გაიქცნენ. ორ გზის უთხარი არ გაქცეულიყო, რადგან ჩვენ ცალკე ფიცით
დავალებული ვიყავით, რათა, მეტადრე ამისთანა გაჭირვებაში გვეშრომა სულთა
ცხონებისათვის, გარნა პასუხი არ მომცა. იმ დროს ერთი გარდაიცვალა, მან კი
მიცვალებული საეკკლესიო წესით არ დაასაფლავა ბოლოს მაჰმადიანებმა
დაასაფლავეს. ეს არაფრად ჩააგდო. მრევლს ეუბნება, რომ ეკკლესიებში აიღონ
ფიჩვები და დუქნებში აღარ იარონ, რათა ჟამი არ შეეყაროსთ. ერი კი მის ესეთ
ლაპარაკისათვის დრტვინავს. ეკლესიის ხელსაწმედები, როგორც ნახშირი, ისე
ჭუჭყიანები იყო; პირველად მე გავარეცხინე. ღვდლები ხარბნი არიან და საშინლად
ღვინის სმა უყვარსთ. როდესაც ვინმე გარდაიცვლება, ღამე ასაფლავებენ; ასეთი
რამ ჯერ არ გაგონილა ახალციხეში. ეკკლესია სამიკიტნოს დამსგავსებია და
თითქმის უარესიც გამხდარა. ხმის ამომღები კი არავინ არის. ერთი სიტვვით
სარწმუნოება და ქრისტიანობა აღმოფხვრილა ახალციხეში. ბევრი უარ ჰყოფენ
სარწმუნოებას, ამიტომ ვალად ვსცანი მეუწყებინა თქვენთვის. ამ ყოველსავე
მოვანდობ თქვენს სიბრძნესა. გარდა ამისა ჩემი დოქტორობის მოწმობა წავაკითხე,
რათა ჩემი ცილისმწამებლები შერცხვნენ და ცილის წამება მოიშალონ და ეგოდენი
ცოდვები აღარ მოიკიდონ, რასაც ყოველ დღივ ცხადად მოქმედობენ. ეს შეიტყო
ჩემმა თანამოწაფემ, ბატონმა ჯიგანანთმა, განრისხდა, შეკრიბა ყველა მღვდლები,
მეც დამიბარა და ყველას წინაშე დამიწყო ყვირილი ისე, რომ ყველა იქ მყოფთაც
დამიწყეს ყვედრება. ამ ნაირად მათ წინაშე დამაკარგვინა ის კაი სახელი,
რომელიც აქამომდე მქონდა. მეც ეს ვუპასუხე: ბატონო რად ჯავრობთ, ორ გზის
გთხოვე, რომ წაგეკითხათ ჩემი მოწმობა, მაგრამ თქვენ არ ინებეთ და არც რამეთ
ჩასთვალეთ; შემდგომ სხვებს წავაკითხე, რათა ჭეშმარიტება გამოცხადებულიყო,
ამიტომ საბუთი არა გაქვსთ გამიწყრეთ; რატომ არ გინდათ, რომ პროპაგანდის
მოწაფემ, შურით დაკარგული სახელი და პატივი ხელახლავ მოიპოვოს, როდესაც
შეუძლია მეთქი? არაფერი პასუხი მომცა. კვალად ვუთხარი ეს: მუდამ თქვენის
ბრძანების ქვეშა ვარ. მიბრძანეთ რამე და, უკეთუ არ დაგემორჩილო, მაშინ
გექმნებათ საბუთი, გამიწყრეთ; ახლა კი არა გაქვსთ მიზეზი ჩემზედ ეგრე
უსამართლოდ გაწყრომისა მეთქი. პასუხი აღარ მომცა, ეს ყველამ იცის: პატრებმა,
მღვდლებმა და ერის კაცებმაც. კაფუცინებმა კოსტანტინეპოლში კიდევაც მისწერეს
ბიაჯო ეპისკოპოსსა, რათა მალე ყურადღება მიექცია ასეთი უსამართლობისათვის,
მოესპო დაბრკოლება და მოეხედნა სამწყსოსათვის.
„დასასრულ მზად ვარ ჩემი სისხლიც კი დავღვარო აღსასრულებლად იმ
კეთილის საქმისა, რომელსაც საჭიროდ შევრაცხავ სულთა ცხონებისათვის. ამის
მოვალე ვარ ფიცითაც, რომელიც ვყავი მაგ კოლეგიაში. ამიტომ ვევედრები თქვენს
უმაღლესობას, რათა ჯერ იჩინოთ და დამიხსნათ ესეთი დაბრკოლებისაგან და
კეთილ ინებოთ და აცნობოთ ამ ერსა, რომ თქვენი მოწაფე და შვილი ვარ, და ჩემი
დოსტაქრობის მოწმობა ყალბი კი არა, ნამდვილია და ის ნამდვილი ვუჩვენე
ხალხსა და არა სხვა რამ მოჩვენებული. ერს არც კი ვუჩვენებდი, უკეთუ იმ დროს
იძულებული არ ვყოფილვიყავი. ამიტომ სიმდაბლით და დიდის კდემით ვემთხვევი
თქვენს მარჯვენას და ბისონს და ვითხოვ უფლისაგან თქვენს ყველანაირს
ბედნიერებას. მარადის თქვენი ყოვლად მდაბალი შვილი და მონა, მღვდელი
პავლე ასლანოვი, პროპაგანდის მოწაფე".
პროპაგანდამაც პასუხად სანუგეშო წერილი მისწერა 1756 წ. 21 აგვისტოს.
ხსენებულმა ჯიგანანთ მღვდელმა თავის უწესოება მაინც არ მოიშალა.
რისგამო ბევრი საჩივარი მისწერა კოსტანტინეპოლში ეპისკოპოსს, რომელმაც რა
სცნო ყველაფერი, თავის ვიკარიობა ჩამოართვა იმ მღვდელს და დროებითად მის
ადგილას დანიშნა კაფუცინების უფროსი ლეონარდო; ეგრეთვე ერთი მღვდელი
განგებ გაგზავნა ახალციხეში ყველაფრის გამოსაძიებლად. ამ ამბავს თვით
ეპისკოპოსი აუწყებს პროპაგანდას 19 ივნისს 1757 წ.
ახალციხეში ესეთი უწესოება იმიტომ გაძლიერდა, რომ კაფუცინებს აქაურ
მღვდლებზე აღარავითარი ძალა და გავლენა ჰქონდათ, თუმცა იქ ერს უვლიდენ.
პატრი ლეონარდომ ყოველი საშუალება იხმარა იქაურის ურიგობის მოსასპობლად
და მშვიდობის დასამყარებლად და საკმაოდაც დაადგინა წესიერება.
მღვდლების ურიგო ყოფა-ქცევამ მეტად ავნო კათოლიკობის წარმატებას,
მაგრამ ისე კი არ მოსპო, როგორც ზემოდ მოყვანილ წერილში ამბობს მღვდელი
პავლე; არამედ კვალად ბლომად იყვნენ კათოლიკები თუ ახალციხეში და თუ მის
გარევე. ამას გვიჩვენებს პროპაგანდის ერთი მოხსენება 1757 წ. სამცხის
კათოლიკების შესახებ: „ახალციხის კათოლიკებია ექვსი ათასი; ახალციხეზე
დამოკიდებულ სოფელ ახალქალაქში იყო 200 კათოლიკე და ერთი მღვდელი;
ახალციხიდგან სამი საათის სავალზე ვალეში 150 კათოლიკე და ერთი მღვდელია;
ნახევარი საათის სავალზე ივლიტას 700 კათოლიკე და ერთი მღვდელია; არალს
100 კათოლიკე და ერთი მღვდელია; უდეს 300 კათოლიკე და ორი მღვდელია და
700 კათოლიკეც არის სხვა გარეშე სოფლებში, რომლებსაც სულიერ სამსახურს
უსრულებენ ზემოდ ხსენებული უდისა, ივლიტისა და ახალციხის მღვდლები.
ახალციხეზე დამოკიდებულ შავშეთის სანჯაყში არის 1000 კათოლიკე და ორი
მღვდელი; პატარა ქალაქ სასათელში 500 კათოლიკე და ერთი მღვდელია;
არტანუჯში 100 კათოლიკეა, მაგრამ ფარულად; იმათ საიდუმლოებს უსრულებს აქ
დასახელებული სასათელის მღვდელი. ართვინის ქალაქში, რომელიც საკმაოდ
დასახლებულია და გაშენებული ნახევრად გორაზე და ნახევრად ვაკეზე, ორიათასი
კათოლიკეა და ორი მღვდელი".
ზემოდ ხსენებული მღვდელი პავლე ასლანოვი 1760 წ. ახალციხიდგან
კოსტანტინეპოლს გაიქცა, რადან მისის მშობლებს მოვალე თათრები ძრიელ
აწუხებდენ და მოკვლასაც უპირებდენ. ვგონებთ 1761 წელს, ლიბანის მთას
კათოლიკე სომხების კათალიკოსმა ეპისკოპოსად აკურთხა პროპაგანდის
დაუკითხავად და მის ნება დაურთველად. ამნაირი უკანონო მოქცევაზე რომმა
სასჯელად, შეჩვენების ქვეშ, სამარადისოდ აუკრძალა იმ ასლანოვს საეპისკოპოსო
მღვდელთ-მსახურების ასრულება, ეგრეთვე აუკრძალა ეპისკოპოსის სახელიც
ეტარებინა და ახალციხეში დაბრუნება.
როგორც წინა თავში მოვიხსენიეთ, იმ დროებმი კავკასიის მთიელთა
გასაკათოლიკებლად რომმა გამოგზავნა მისიონერები. ასლანოვსაც ნება მისცა,
ახალ მისიონერებს წამოჰყოლოდა და მათთვის გზათა კვალი ესწავლებინა.
რადგან კავკასიის გზებში იმ მისიონის უფროსი მოკვდა და სხვები უკან დაბრუნდენ,
პავლე ასლანოვიც, რომის თანახმობით, მობრუნდა ახალციხეს და შეუდგა
უწინდელივით ერის მოვლას როგორც მარტივი მღვდელი და არა როგორც
ეპისკოპოსი.
რომში სწავლა დაასრულეს ახალციხელმა ფირალანთ ანტონამ და
ტფილელმა ქართველმა შაროვანთ ფრანჩისკემ და 1763 წ., აგვისტოს თვეში,
კოსტანტინეპოლში ეკურთხნენ მღვდლად სომხურ ტიბიკონზედ. იმათ იქ ყოფნაში
ახალციხიდგან მოვიდა ორი ახალგაზდა ქართველი რომის კოლეგიაში
წასასვლელად. ერთი ყოფილა მაქანდრიანთ გრიგოლი. კოსტანტინეპოლის
ეპისკოპოსი ჯერ იმას ჰგზავნის რომს და სწერს: „...თქვენს ყოვლად უმაღლესობას
ვაუწყებ, რომ გავლილის თვის 24-ს, მაგ ბრწყინვალე ქალაქში გამოვგზავნე ერთი
ახალგაზდა ქართველი გრიგოლ მაქანდრიანთი ურბანოს კოლეგიაში
შესაბარებლად. ხსენებული ყმაწვილი იქაური საუკეთესო ოჯახის შვილია, ეგრეთვე
ძრიელ ნიჭიერი, კარგის ზნეობისა და ჯანმრთელია; უფრო სასიამოვნო ის არის,
რომ სულ თავისი ხარჯით მგზავრობს; მეც ამ პირობით გამოვგზავნე. იმედი მაქვს,
თქვენს უმაღლესობას ესეთი მომჭირნეობა საწყენად არ დაურჩეს. ხოლო მეორე
ახალგაზდა, რომელიც მოვიდა ძრიელ ღარიბია, მაგრამ ძრიელ ნიჭიერია. იმედი
მაქვს, ისიც მომავალ თვეში გამოვგზავნო, გარნა წმიდა კრების ხარჯით იქნება;
ვეცდები კი რაც შეიძლება, ცოტა დაიხარჯოს. აწ მდაბლად თავს დავუკრავ თქვეს
უმაღლესობას და ვემთხვევი თქვენს კურთხეულ ბისონს. - თქვენის უმაღლესობის
ფრიად მდაბალი მონა, ბიაჯო პავლი არქიეპისკოპოსი, სამოციქულო ვიკარია
კოსტანტინეპოლისა. 20 აგვისტოს, 1763, კოსტანტინეპოლის პერას”.
მეორე ახალგაზდას რა სახელი ჰქონია, არა სჩანს. იმ ორი ქართველის
შესახებ ფირალანთ ანტონაც სწერს იმავე დროს რომსა, მაგრამ არც ის იხსენიებს
მეორე ქართველის სახელს. გარნა იმ წერალზე უწინ მღვდელ ფირალანთ ანტონას
გრიგოლ მაქანდრიანთზე რომს მიუწერია წიგნი:
„თქვენო ყოვლად უსამღვდელოესობავ.
„ჩემი წერილის მომტანი ახალგაზდა გრიგოლ მაქანდრიანთი პატიოსანის
კოლეგიის მოწაფედ დიდის ხნიდგან იყო არჩეული თუ ეპისკოპოსის პავლე
ასლანოვის და თუ პატრი კაფუცინებისგან, მაგრამ აქამდე შეუძლებელი შეიქმნა,
თავის მშობლებს განშორებოდა. ახლა, საბედნიეროდ, აქ მოვიდა თავის ძმასთან
ერთად იმ აზრით, რომ წავიდეს წმიდა ლაზარეს მონასტერში38 გარნა მისი ძმა და
ესეც დავიყოლიე მანდ წამოსასვლელად, მაშინვე წარვუდგინე ეპისკოპოსს,
საპატრიარქო ვიკარიას და ვსთხოვე მისი რომში გაგზავნა. თავდაპირველად
მითხრა ძნელიაო, ჯერ საჭიროა რომში მივსწეროთო, იქიდგან ნება ავიღოთ და ისე
გავგზავნოთო. კვალად ვთხოვე, პირველ შემთხვევაშივე გამოეგზავნა, რადგან
რომიდან ჩემის წამოსვლის დროს თქვენმა ღირსებამ მითხრა, რომ წმიდა კრება
სიამოვნებით მიიღებდა საქართველოს ხუთ მოწაფეს, ესე იგი ორ ახალციხელს, ორ
ტფილელს და ერთს ართვინელს. მე და ვიკარია ეპისკოპოსი მოვუცდიდით
რომიდან ნების მიღებას. მაგრამ შეგვეშინდა, ეს ახალგაზდა ვენეციაში არ
წასულიყო და ან არ ემსხვერპლებია ჟამს, რომელიც იქ მძვინვარებდა. იმედია, ეს
ყმაწვილი კარგი გამოდგეს, რადგან ძრიელ დიდი ნიჭი აქვს; მეტად მიზიდულია
სწავლასა და სარწმუნოებაზე, მხიარულია, ჯანმრთელი და ახალციხის საუკეთესო
ოჯახის შვილია და ეგრეთვე ჩემი ბიძაშვილი. ამ მიზეზის გამო იმედი მაქვს,
თქვენმა უმაღლესობამ არ გაგვამტყუნოს არამედ მიიღოს და შეიწყნაროს თავისი
ჩვეულებრივის სახიერებით და გულკეთილობით. შემდეგში სხვა წერილით
გაცნობებთ ჩვენს წასვლისა და კურთხევის შესახებ. აწ დავშთები ღრმა
პატივისცემით თქვენი უმდაბლესი და უმორჩილესი მონა ანტონ ფირალანთი,
პროპაგანდის მოწაფე. 26 ივლის, 1763 წ. კოსტანტინეპოლი”.
აქ დაპირებული წერილი მისწერა 24 აგვისტოს და აუწყა თავისი მღვდლად
კურთხევა და მეორე ახალგაზდა ქართველის მისვლა. ეს და ზემოდ ხსენებული
ტფილელი ფრანჩისკე, რა ეკურთხებოდენ, რომის განკარგულებით უნდა
წაჰყოლოდენ წმიდა ივანე ნათლისმცემლის მონაზონებს კავკასიის მთების
მისიონისათვის, გარნა არ ვიცით, რა მიზეზით, თან აღარ წაიყვანეს. ამიტომ 1763
წ. ორნივე წავიდენ ახალციხეში და შეუდგნენ ერის მოვლას. ამ დროებში მღვდლის
ფირალანთ ანტონის მოქმედების ბევრი არა ვიცით რა. ხოლო ტფილელის
მღვდლის ფრანჩისკე შაროანთის შესახებ მოგვეპოება ერთი მისივე ვრცელი
წერილი, რომელშიც დაწვრილებით აღწერს თავის მოქმედებას და
თავგადასავალს. რადგან საკმაოდ საინტერესოა მისი რომში მიწერილი წიგნი,
ტექსტითვე მთლად მოგვყავს.
„თქვენო უმაღლესობავ ყოვლად პატივდებულო ბატონო. თქვენი უმაღლესობა
ჩემის 1764 წ. მარტის წერილიდან სცნობდა, რომ ნათლის მცემლის წესის
მონაზონებმა მე დამტოვეს და თავიანთთან აღარ წამიყვანეს. ერთ თვეს დავდექი
პატრი კაფუცინებთან ახალციხეს. შემდგომ პატრი ვიკარიამ მოსავლელად
მომანდო სამი სოფელი. ერთში ცხოვრობს 27 კომლი. ხოლო დანარჩენებში შვიდ-
შვიდი კომლი. იმ ადგილებში შვიდი წლის წინეთ იყვნენ ორი მწვალებლობიდან
მოქცეული უმეცარი მღვდელი. იმ სოფლების მრევლი ისე უმეცარი იყო, რომ ამ
ერთი მღვდლის მეუღლემ, რომელიც დღესაც ცოცხალია, არ იცოდა არც პირჯვრის
დაწერა და არც ის თუ რავდენი ღმერთი იყო; აქიდგან შეიძლება მიხვდეს კაცი, თუ
დანარჩენ სამწყსოს რა ეცოდინებოდა. შვიდი წელიწადია, რაც მღვდლები
მიიცვალნენ, მას აქეთ მრევლი უმღვდლოდ დარჩა. იმ დროს განმავლობაში
ახალციხე ქალაქიდგან მიდიოდა ერთი მღვდელი წელიწადში სამ გზის და სამ-სამ
დღეს რჩებოდა ყველა სოფელში, სადაც უფრო თავის სარგებლობას ეძებდა,
ვირემც სულთა შეწევნას. მე დავბინავდი იმ სოფელში, სადაც უფრო ბლომად
38 მეხითარისტებთან ვენეციაში
იყვნენ კათოლიკები. მივედი თუ არა, მაშინვე გავმართე სკოლა და დავაწყებინე
სწავლა იქაურ ვაჟებს, რომლებსაც შეეძლოთ ლაპარაკი და სიარული. თუ ძალით
და თუ ტკბილად ვაბარებინებდი სკოლაში ბავშვებს. თუ სიპატარავის გამო
მშობლები არ მოიყვანდენ ეკკლესიაში, ყველას წინაშე საკანონოს ვაძლევდი.
ყოველ კვირა-უქმობით დილა საღამობით მუდამ ვწვრთნიდი. ბავშვებს
საქრისტიანო მოძღვრება ვასწავლე და თითქმის ყოველ დღეს ეკკლესიაში
ვამეორებინებდი. ამას არ ვჯერდებოდი, სახლებშიც დავიარებოდი და ვასწავლიდი
ცხონებისათვის რაც საჭირო იყო. ხუთი თვეა რაც ამ მხარეში ვცხოვრობ.
გავაკათოლიკე ათი მწვალებელი. ერთის თვის განმავლობაში სხვა რვა სულიც
უნდა მოქცეულიყო. მაგრამ ჯერეთ საკმაოდ არ იყვნენ მომზადებულნი. მეორე
სოფელში ხუთჯერ ვიყავი, ქალებს და ვაჟებს ვასწავლე საქრისტიანო მოძღვრება,
მესამე სოფელში კი ერთ გზის მეტი არ ვყოფილვარ, რადგან იქ ბევრი
მწვალებელია. რა გაიგეს ჩემი მისვლა და ეგრეთვე ის, ყველა, რაც მომექმედებია
სხვა ადგილებში, მეორე დღეს ყველანი შეიკრიბნენ ერთად და სთქვეს: ეს რომში
ნასწავლია, თუ რამე სიავე არ ვუყავითთ, ყველას გაგვაფრანგებსო. წავიდენ, იმ
ადგილის მთავართან მიჩივლეს, ბევრი ცილი დამწამეს, ქრთამი მისცეს და ჩემი
თავი დააჭერინეს. ასე დამასმინეს: აქ მოვიდა ერთი ფრანგის მღვდელი და დიდ
ძალი ფული მოიტანა; მიდიოდა კავკასიაში, მაგრამ ამ ადგილებში სამი დღე
დაიმალა და ესე გაიარა აქიდგან, წვერიც მოიპარსაო; ეგრეთვე ჩააგონეს წვერ
მოპარსული მღვდელი დიდი ბოროტი ვინმე უნდა იყოსო. გამგებელმა რა გაიგონა
ფულის სახელი, შეჰპირდა ჩემს დაჭერას. ეს კი მართალია, რომ ქართლში, გორს
რა გავიარე სტეფანე განდოლფ მღვდელთან ერთად წვერი მოვიპარსე, რათა
მღვდლად არ გამოვცხადებულვიყავი, მაგრამ მაინც კი შემიტყეს. ჩემმა მოჩივრებმა
ესეც უთხრეს: კარებ დაკეტილში ოთხი საათი დარჩა ერთი დედაკაცის
გასანდობადაო. ეს სიცრუეა, მართალია, რომ ეკკლესიის უქონლობის გამო, ერთ
დედაკაცს აღსარება ვათქმევინე სახლში, მაგრამ კარები ღია იყო და სულ ცოტა
ხანს დავრჩი. ეს მღვდელი ამბობსო, განაგრძეს ჩემმა მოჩივრებმა,
საფრანგეთიდგან საუნჯე მოვიტანე და ვინც გაფრანგდება ფულს მივცემო; ცოტა
დროს განმავლობაში ყველას გავაფრანგებ თათრებს, ურიებს და სხვას, ვინც კი
არიანო. დამწამეს სხვა კიდევ ბევრნაირი ცილი, რომლებსაც არა ვსწერ რათა
სიტყვა არ გავავრცელო. გამგებელმა მაშინათვე დააჭერინა ჩემი თავი, არც კი
მალაპარაკა, ერთ ბოსელში შემაგდო შებორკილებული ერთი დღე და ღამით;
შემდგომ თორმეტი პიასტრი გადამახდევინა და ისე გამიშვა. ეს ჯარიმა ზოგი მე
მივეცი და ზოგიც კათოლიკებმა მისცეს. მეორე დღესვე წავედი იმ ადგილიდან. ეს
ამბავი აღდგომის კვირაში შემემთხვა, შემდგომ იმ კათოლიკებს მივსწერე, რაც
უნდა დამემართოს, უნდა მოვბრუნდე მეთქი, მაგრამ არა ჰქნეს და შემომითვალეს,
თუ მოხვედი ჯარიმას კიდევ გადაგვახდევინებენო. გადასახდელი ფული არც მე
მქონდა და არც იმათ. ხუთი თვეა, რაც ამ ადგილებში ვშრომობ. უკეთუ იკითხავთ
თუ როგორ ვსცხოვრობ, მოგახსენებთ, რომ ძრიელ იშვიათად ვსჭამ ხორბალის
პურს, მხოლოდ ქერნარევ პურს და ხშირადაც მთლად ქერის პურს და ამასაც
უშეჭამანდოთ ვსჭამ, ასე რომ ხშირად ყელი მისივდება; თუთხმეტ დღეში ერთ
გზისაც არა ვსვამ ღვინოს და არც ვსჭამ ხორცს; ერთ დღეს ერთ სახლში ვსჭამ და
მეორე დღეს, მეორე სახლში; ხსნილში რძესა და ყველსა ვშოულობ, ხოლო
მარხვაში კი ცარიელ პურსა და წყალმი მოხარშულ მხალზე გადავდივარ. ამ მკის
დროს ორი კვირა შევეფარე ერთ უშიშარ ადგილს შიშის გამო ლეკებისა,
რომლებიც გამოვიდენ ხუთასი ანუ ათასამდინ და დაარბიეს აქაურობა. ასეთ
შემთხვევაში პატრი ვიკარიასაგან 8 აგვისტოს მივიღე წერილი, რომლითაც
მითვლის, წერილს მივიღებდი თუ არა დღე ყოფილიყო თუ ღამე, წავსულვიყავი
ქალაქში ერთის საჭირო და ძნელ საქმის გამო. მეც შუაღამისას წავედი. ქალაქში
თურმე გიორგი ეპისკოპოსის გაკათოლიკება გამოცხადებულიყო, რისგამო
მწვალებლებს მისთვის ეჩივლათ და ფაშასაც დაეტყვევებინა. პორტაშიც ეთქვათ
ჩემი, რატომ იმასაც არ დაიჭერენო ყველას რომ ისე აფრანგებსო? ამისგამო
პატრებმა დამიბარეს ახალციხეში, რადგან უკეთუ მთავრობის კაცი წავიდოდა
სოფელში, მაშინ მგზავრობის ხარჯი გადასახადი იქმნებოდა სამოცი პიასტრიც;
ხოლო თუ აქ დამიჭირეს ეს ხარჯი აღარ გადამხდება. ამ ჟამად სხვა სოფელში ვარ
დამალული და არ ვიცი, თუ რა მომელის. გიორგი ეპისკოპოსმა დაიხსნა თავისი
თავი ათასი პიასტრის გადახდით. ვალი მაქვს 60 პიასტრი, რომელიც დავხარჯე
ნათლისმცემლის მონაზონების გამო. მათ ვსთხოვ ამას და ერთ ფარასაც არ
მაძლევენ, მეუბნებიან, რომში მისწერე და ფულს გამოგიგზავნიანო. იმ ფულიდან
ერთი ფარაც არ დამიხარჯავს სასმელ-საჭმელში, სულ დაიხარჯა მათთან
მგზავრობაში. მათთან რომ არ წამოვსულვიყავი, ვალი არ დამედებოდა. ახლა,
როდესაც სოფლიდგან მოვედი ახალციხეში, დიდად სამწუხარო ამბავი შევიტყე, იმ
ამბავმა სხვა ყოველი მწუხარება დამავიწყა, ერთმა პირმა დამარწმუნა, რომ მას
უნახავს ერთი წერილი, რომელიც მისვლია ეპისკოპოსს პავლე ასლანოვს და
რომელშიაც გამოცხადებულია, რომ წმიდა კრებას ჩემთვის და ფირალანთ ანტონა
მღვდლისათვის დანიშნული ფული ხსენებულ ეპისკოპოსისა და ჯიგანანთ ივანე
მღვდლისათვის მიუცია, იმისთვის, რომ ვითომ ჩვენ არ გვესურვებინოს წაყოლა
კავკასიის მთებში. მტკნარი სიცრუეა და უკეთუ ინებებთ, დავიფიცავ კიდეც. არა თუ
ვისურვე წასვლა, ვითარცა წინა წერილითაც გაუწყე, არამედ ორი თვე სულ
ვებრძოდი ნათლისმცემლის წესის მონაზონებს იმის გამო, რომ მათ ჩემი დათხოვა
არ შეეძლოთ წმინდა კრების უნებურად. ბოლოს ჩუმად წავიდენ და არც
შემატყობინეს, რათა თან არ გავყოლოდი და ერთ სოფელში დაიმალნენ. ამის
მოწამე არიან ყველა ის პატრები, რადგან მათ წინაშე მოხდა, ხოლო სხვებს კი არ
ესმოდათ ჩვენი ლაპარაკი. პატრი ვიკარიამ წინეთ ამის შესახებ გამოგზავნა
მოწმობა; ახლაც ორი სხვა პატრის მოწმობას ვგზავნი. ხუთი თვეა რაც
ნათლისმცემლის მონაზონები აღარ მინახავს, როდესაც ქალაქში ვიყავი, მინდოდა
მათი ნახვა, მაგრამ ვერ შევიძელი, რადგან მეშინოდა, გზად არავის დავენახე;
ისინი კი ახლოს იყვნენ და იცოდენ, რომ მე ქალაქში ვიყავი ხუთი დღე, მაგრამ არც
კი მოვიდენ ჩემს სანახავად. თუ მათ არ გადაიხადეს 60 პიასტრი, მე არ შემიძლია
მისი გადახდა. რადგან აგერ ხუთი თვეა, რაც ამ სოფელში ვმსახურობ და ორი
საწირავის მეტი არაფერი მიმიღია, ვინაიდგან აქაურები ღარიბნი და
დაგლახაკებულნი არიან ლეკებისგან. ამისგამოა, რომ შვიდი წლის განმავლობაში
აქ აღარ ყოფილა განწესებული მღვდელი, რადგან არ შეუძლიათ მისი შენახვა; არც
მღვდელს შეუძლია იქ დგომა შიშის გამო, რომ ლეკებმა ტყვედ არ წაიყვანონ. იმ
სულთათვის, რომლებიც 250 კათოლიკენი არიან, ჩემ თავს ვწირავ და არც
ვერიდები განსაცდელს; თუ წმიდა კრებამ რამე შემწეობა არ მომცა, ამნაირ
მდგომარეობაში გაძლება არ შემიძლია. გარდა ამისა, იმათ ერთი ბარძიმის
გაკეთება არ შეუძლიათ, ხუთი თვეა სხვის თუნუქის ბარძიმს ვხმარობ; იმასაც
პატრონი ხშირად მთხოვს; შესამოსელიც ისე დახეულია, რომ იმ შესამოსლით
შემოსილ მღვდელს წირვა არ შეუძლია. წმიდა კრებას აწ ამ წყალობას ვსთხოვ,
რომ მომიპოვოს ერთი ბარძიმი და შესამოსელი. ეგრეთვე მზად ვარ დავიფიცო,
არას დროს გამიგონია, რომ ჩემს ამხანაგს ფირალანთ ანტონა მღვდელს კავკასიის
მთებში წასვლის უარი ეთქვას. მოქალაქენი ასე მეუბნებიან: აქ ნათლისმცემლის
ორი მონაზონია ცუდათ, კვირაში სკუდზე მეტს ხარჯვენ, ხოლო თქვენ კი ეგოდენ
შრომობთ წმიდა კრებისა და ეკკლესიისათვის და ეგოდენ გაჭირვებაში ხართ, ნუ
თუ თქვენც მისიონერი და წმიდა კრების მოწაფე არა ხართო?
„ეს მქონდა თქვენის უმაღლესობისათვის სიმდაბლით მოსახსენებელი, დიდის
კდემით და სიმდაბლით თავს დაგიკრავ და დავშთები თქვენის უმაღლესობის
უმდაბლესი მონა, მოწაფე ტფილელი ფრანჩისკე შარანთი, ახალციხეს, 13
აგვისტოს, 1764".
იმ წერილის პასუხად პროპაგანდამ 9 თებერვალს 1765 მოსწერა სანუგეშო
წიგნი და ცოტა შემწეობაც გამოუგზავნა.
არც იმისი ამხანაგი მღვდელი ანტონ ფირალანთი შრომობდა ნაკლებ სულთა
ცხონებისათვის. იმ ხანებში, 1764 წ. რომში იმასაც მიუწერია წიგნი, რომლითაც
სთხოვს სამი მოწაფის მიღებას პროპაგანდის კოლეგიაში. ეგრეთვე ურჩევს, ერის
დიდის საჭიროების გამო, სემინარიის დაარსებას ახალციხეში. ამის შესანახავად
სთხოვს წლიურად სამას კუდს. ამის პასუხად პროპაგანდასაც მოუწერია:
„ბატონ ფირალანთ ანტონ მღვდელს ახალციხეს, 23 თებერვალს, 1765 წ.
„ურბანოს კოლეგიაში ყველა ადგილები ამ ჟამად დაჭერილია, ამიტომ არ
შეიძლება მიღება ყმაწვილებისა, რომელთა გამოგზავნაც გსურსთ. მეტადრე ახლა,
რომ აქ ქართველი მოწაფეები ბევრნი არიან.
„დიდად მიხარიან, რომ ეგრეთ დაუცხრომელად ცდილობთ, რათა თქვენის
წოდების მოვალეობა ღირსეულად აღასრულოთ. ვსთხოვ უფალს აკურთხოს
ყოველი თქვენი საქმე"...
იმათ არ ჩამორჩებოდა შრომაში, ბევრ გზის დასახელებული პავლე
ეპისკოპოსი. იმასაც მიუწერია მაშინდელი ჟამთავითარებისა და თავისი
მოღვაწეობის ამბავი; სამწუხაროდ, არც ის წიგნი გვაქვს, ხოლო მოგვეპოება
შემდეგი პასუხი, რომელიც პროპაგანდამ მოსწერა: „ეპისკოპოსს პავლე ასლანოვს,
ახალციხეს, 9 მარტს 1765 წ.
„თქვენი გასულის წლის 27 ოქტომბრის წერილიდგან ვსცანით ყოველივე, რაც
მანდ მომხდარა ახლად გაკათოლიკებულის ქართველთ ეპისკოპოსის გამო;
ეგრეთვე გავიგეთ, რომ დიდი თავგანწირულება გამოგიჩენიათ. დიდად გიქებ
სიყვარულით სავსე საქციელს, რომ დაგიფარავთ ის საბრალო ეპისკოპოსი,
რომელსაც ეგრე უსამართლოდ სდევნიან. ეჭვი არ უნდა გქონდესთ, რომ
სამაგიეროდ უფალმა მოგაგოს უხვი სასყიდელი, რომელსაც ვინატრი თქვენთვის
და ეგრეთვე ვსთხოვ მოწყალე ღმერთს, მოგანიჭოსთ ყოველი სიკეთე". აქ
დასახელებული ეპისკოპოსი, ვგონებთ, უნდა იყოს ზემოდ ხსენებული გიორგი.
უფროსი პატრი იერონიმე ნორჩელი, 1763 წ. მარტში პროპაგანდას
კათოლიკების რიცხვს ატყობინებს: „...ახალციხის გარეშე თხუთმეტ საზოგადოებაში
13 მღვდელია, რომელთა შორის მოიპოვება ერთი მოწაფე პროპაგანდისა და
ჰყავსთ 5547 სული. იმათ გარდა არტანუჯის საბეგოში ერთი მღვდელია ბერძნის
ტიბიკონისა და ჰყავს 154 სული იმავე ტიბიკონისა. ახალციხის გარეთ ძრიელ
ცოტაა მწვალებელი და სქიზმატიკი. ხოლო ახალციხეში კი არიან უცხო
მწვალებელი სომხები, შემოხიზნული სხვა ადგილებიდგან; იმათებური ხუთი
მღვდელია და ეყოლებათ ათას ხუთას სულამდე. ეგრეთვე არიან ბერძნის
ტიბიკონის უცხო სქიზმატიკები, სამი მღვდელი და 180 სული. როგორც პირველთ
ისე მეორეთ აქვსთ თავთავიანთი ეკკლესია".
იმ წერილში ყურადსაღები უფრო ის არის, რომ არა თუ მარტო სომხები,
არამედ თვით მართმადიდებელი ქართველებიც არ ყოფილან ახალციხის
ნამდვილი მკვიდრნი, არამედ სხვა ადგილებიდგან შემოხიზნულან. ეს თუ ასეა,
მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ისინი გადმოსახლებულან ოსმალთა მიერ ახალციხის
დაპყრობის შემდეგ დროებში. უმანდელნი რომ ყოფილიყვნენ, მაშინ იმათაც სხვა
დანარჩენ ქართველების ხვედრი ეწეოდათ: ოსმალები მათ ან ამოსწყვეტდენ
ერთიანად, ან გაამაჰმადიანებდენ.
ახალციხეში შემთხვევით გაუვლია ერთ ახლად გაკათოლიკებულ ეპისკოპოსს
გიორგის, იქ ცოტა შეჩერებულა. რა შეუტყვია ეჩმიაწინის პატრიარქს, მაშინვე
ყარსის ფაშისგან მოუპოვებია წერილი და გამოუგზავნია ახალციხეს თავისი
ეპისკოპოსი პავლე, რათა ფაშისათვის გიორგი ეპისკოპოსი დაეტყვევებინებინა. ამ
ამბავს, 27 ოქტომბერს 1764, ახალციხიდან სწერენ რომში ეპისკოპოსი პავლე
ასლანოვი და მღვდელი ანტონ ფირალანთი. მათ წერილში, სხვათა შორის
შემდეგია მოხსენებული: „ჩვენმა ფაშამ, რაკი მიიღო ფული (პატრიარქის საჩუქარი)
მწვალებელ ეპისკოპოსს უთხრა, გიორგი ეპისკოპოსი ვერ ვიპოვნეო. მაშინ
ეპისკოპოსმა უთხრა: ხვანთქრის ფირმანის ძალით ახალციხელები უნდა
ექვეშევრდომებოდენ ჩემს პატრიარქსო; ახლა კი გაფრანგებულან მისი მორჩილნი
არ არიანო, ვითხოვ ეკკლესიებს, რომლებიც ფრანგებისა კი არა, სომხებისა
არისო. რა მოისმინა ფაშამ, დაიბარა კათოლიკები, რათა პასუხი ეგოთ იმ
საჩივრისათვის. იმათაც აირჩიეს ეპისკოპოსი პავლე და ერთიც სხვა მღვდელი,
რომლებმაც თან წაიყვანეს რავდინიმე კათოლიკე და მივიდენ ფაშასთან. აქ
გაიმართა მოკლე ბჭობა მწვალებელსა და ჩვენებ შორის, მწვალებელმა უთხრა:
იმათ არ უნდათ დაემორჩილონ სულთანის ბრძანებას, რომლის ძალითაც უნდა
იყვნენ მორჩილნი ჩვენის პატრიარქისაო. ჩვენებმა უპასუხეს, ურჩობა მოგონლია,
ვინაიდგან სამ წელიწადში ერთხელ მოდის პატრიარქის გამოგზავნილი კაცი და
ჩვენც ვაძლევთ გადასახადს ზეთისათვის, რომელსაც გვიგზავნისო. მაშინ ფაშამ
ჰკითხა მწვალებელ ეპისკოპოსს, მართალია არაო? იმანაც უპასუხა მართალიაო.
ფაშამ დასძინა, მაშ თქვენი მორჩილნი არიანო, ამისი რაღა გეთქმისო?
მწვალებელმა დაუმატა, იმათი ლოცვები ჩვენი ლოცვების მსგავსი არ არიო. ფაშამ
უთხრა: ამის გარემოებაში არ შევალ, რადგან ჩემი სარწმუნოებაა ჭეშმარიტიო. ესე
ყველა გამოგვისტუმრა. ხოლო მწვალებელ ეპისკოპოსს უთხრა. აქ მოსულხართ
არა სულთანის ფირმანით, ტყვილად გაქვს იმედი, უფირმანოთ ვერას შეგეწევითო;
წადით და როცა ხსენებულ ფირმანს მოიტანთ, მაშინ სულ სხვანაირად
ვილაპარაკებო. ეპისკოპოსიც შეჰპირდა ფირმანის მოტანას; კათოლიკებს დიდათ
დაემუქრა და წავიდა. ამის გამო ხალხი მუდამ შიშობს, სხვა ახალი რამ უბედურება
არმოხდეს”.
ეს საბუთი იმითი უფრო ყურადსაღებია, რომ სომხების პატრიარქს
ახალციხელებზე, სომხურის ტიბიკონის ქონების გამო, სულთანის ბრძანებით
მოუპოვებია ზედ გავლენა და უფლება, რის შემწეობითაც მათთვის ურთმევია
გადასახადიც.
ტფილისელი მღვდელი შარიანთ ფრანჩისკე, 16 ნოემბერს 1766, რომში
სწერს თავისი შრომისა და მისიონის ამბავს. წერილში კი მოხსენებულია ის სამი
სოფელი, რომლის შესასებ უკვე ლაპარაკობდა თავის წინა წერილში. წიგნს
მრთლად არ მოვიყვანთ, მხოლოდ მოვიხსენებთ მისის შინაარსის უმთავრეს
ნაწილს. კაფუცინებს დაუნიშნავსთ იგი ხიზაბავრას, სადაც ორ წელიწადზე მეტი
დარჩენილა. ხიზაბავრას კათოლიკების რიცხვი ყოფილა 176, იმათში 24 ლათინის
ტიბიკონისა ყოფილა. იმედს აძლევს, რომ კათოლიკების რიცხვი მალე
გამრავლდებაო. ამ სიტყვებიდგან სჩანს, რომ იმ სოფელში მარტო კათოლიკები არ
ყოფილან, როგორც დღეს. მისი იმედი კათოლიკების გამრავლებისა
გამართლებულა კიდეც, რადგან დღეს იმ სოფელში 1790 სულზე მეტი კათოლიკეა.
იმის მიზეზი, რომ იმ დროებში კათოლიკე ცოტა ყოფილა ჩვენის აზრით უნდა
ყოფილიყო უმღვდლობა, რადგან იქ ხშირად მღვდელი არა ჰყავდათ. დალოცვილი
კაფუცინებიც სოფლებში მსახურებას არ კადრულობდენ; არც იმდენი იყვნენ, რომ
ყველგან გასწდომოდენ. რა საკვირველია, უმღვდლობით მორწმუნეთა რიცხვი არა
თუ მცირდება, არამედ ხშირად მთლადაც მოისპობა. ამის გამო იყო, რომ
კაფუცინები რომში სასწავლებლად ბლომად გზავნიდენ ქართველებს იმ პირობით,
რომ შემდგომ სოფლებში ემსახურებინათ. ფრანჩისკე მღვდლისთვის ხიზაბავრის
გარდა, მიუნდვიათ სოფელი ახალქალაქი, ხერთვისი და ბარალეთი. ახალქალაქს
ყოფილა, რომ წინეთ თათრებს დაუჭერიათ, შემდგომ კი იქ მისვლის ნება მიუციათ.
ახალქალაქში კათოლიკები ყოფილან 40 სული და ჰქონიათ ერთი ძველი
ეკკლესია, სოფელზე ცოტა მოშორებით. დღეს იმ ეკკლესიის კვალი არა სჩანს.
ხერთვისში ყოფილა 46 კათოლიკე, ეკკლესია კი არ ჰქონიათ. დღეს კი იქ ერთიც
აღარ არის ქრისტიანე, სულ მაჰმადიანები სცხოვრობენ. ხოლო ბარალეთში ცოტა
ყოფილან კათოლიკები. ის მღვდელი ექვს თვეს ხიზაბავრას რჩებოდა, სამ თვეს
ახალქალაქს და სამ თვესაც ხერთვის, რათა ყველასათვის საჭირო სულიერი
სამსახური მიეგო. ამ ადგილებში იმ დროს ძრიელ ხშირი ყოფილა ლეკების
შემოსევა და ხალხის ტყვედ წაყვანა.
1766, ნოემბრის 22-ს, პროპაგანდა იმ მღვდელს ხერთვისში წინა წლის
წერილის პასუხს სწერს, დიდად ემადლიერება თავგანწირულებისათვის და
ამხნევებს, რათა განაგრძოს თავისი შრომა სულთა საცხონებლად.
პატრი ლეონარდო გაბრუნდა იტალიას და ნოემბერს 1766 წ. პროპაგანდას
ახალციხესა და მის მიდამოებში მყოფ კათოლიკეთა შესახებ წარუდგინა მოხსენება,
სადაც ამბობს, ახალციხის ციხე გაუშენებია თამარ დედოფალსო. იმ მოხსენებასაც
მოკლედ მოვიყვანთ. ზემო ეკკლესიაში ყოფილა 6 მღვდელი, იმათგანს სამსა
ჰყოლია მრევლი, ისინი არიან: ეპისკოპოსი პავლე ასლანოვი, მისი მრევლი 38
სული; მღვდელი ივანე ბარბრიანთი, მისი მრევლი 264 სული; მესამე მღვდელი
სტეფანე აღამალიანთი (Agamalianti) თბილელი, მისი მრევლი 284 სული; ხოლო
დანარჩენი სამი მღვდლის სახელები არა სჩანს. მეორე ქვემო ეკკლესიაშიც
ყოფილა ექვსი მღვდელი, რომელთაგან შემდეგს სამს ჰყოლია მრევლი: კირაკოზა
მღვდელს 190 სული (არ ვიცით სადაურია); არაქელა მღვდელს (არზრუმიდან
არის) 229 სული; იაკობ მღვდელს 222 სული; დანარჩენების სახელი არ არის
მოხსენებული. იმ დროს ახალციხის სკოლაში 70 მეტი მოსწავლე ყმაწვილი
ყოფილა; ხოლო მასწავლებლად ჰყოლიათ ის სამი მღვდელი: ყორღანანთი,
ავთანდილიანთი და მაქანდრიანთი. იმ დროს კათოლიკების რიცხვი ახალციხეში იმ
პატრს ჰყავს 1573 სულამდე, რომელთა შორის პატრებიანთ ეკკლესიის მრევლის
რიცხვი არ არის შეტანილი, მაგრამ მაინც კი სწორედ არ მიგვაჩნია ის რიცხვი,
რადგან ძრიელ ბევრად განსხვავდება იმ რიცხვისაგან, რომელსაც რავდენისამე
წლის წინეთ იხსენიებდენ მისიონერები, ვინაიდგან ზოგი 5,000, ზოგი 6,000 და
ზოგიც უფრო მეტს ამბობდა. ივლიტას სამი მღვდელი ყოფილა. პირველი არის
უწინდელი ახალციხის უფროსი ივანე ჯიგანანთი. დანარჩენების სახელი არა სჩანს.
იმ პატრის სიტყვით, ივლიტის მრევლი ყოფილა 594 სული და სამი ოჯახიც
მაჰმადიანი; ხოლო პატრი კაპურო 23 მარტს, 1765 წ. ივლიტიდგან სწერს რომში,
რომ კათოლიკების რიცხვი 700-ია და 8 მოსახლე თათარიო. ეს უფრო სარწმუნოდ
მიგვაჩნია. - უდეს ერთი მღვდელი და 380 კათოლიკე ყოფილა და ძრიელ ცოტა,
რავდენიმე მოსახლეც მაჰმადიანი. არც ეს რიცხვი მიგვაჩნია სარწმუნოდ, რადგან
ამაზედ წინ მიწერილ წიგნებში უფრო მეტს იხსენიებდენ და ორ მღვდელს
ასახელებდენ. არალს ყოფილა 83 სული; ვალეს 139 კათოლიკე; ოცხეს, 40
კათოლიკე და ასამდე ურია. აქვე მოხსენებულია ოცხის განთქმული აბანოები.
სათლელში სამი მღვდელი და 320 კათოლიკე ყოფილა; მისგან ერთი საათის
სავალზე სოფელ მამანელში 72 კათოლიკე; სოფელ პიკიურში (Pichiur) ორი
მღვდელი და 189 კათოლიკე; არტანუჯში, ერთი მღვდელი და 187 კათოლიკე;
არტაანში, 41 კათოლიკე უეკკლესიოდ; ხოლო ართვინში ოთხი მღვდელი და 501
კათოლიკე, არც ერთი რიცხვი ეთანხმება წინანდელს რიცხვს, რომელიც
გვიჩვენებდა 2,000 კათოლიკეს, სოფელ კორზულში, ერთი მღვდელი და 65
კათოლიკე; სოფელ მაჭახელში, ერთი მღვდელი და 33 კათოლიკე; სოფელ ველში
ორი მღვდელი და 142 კათოლიკე ბერძნის ტიბიკონისა, ხოლო სომხური
ტიბიკონისა 82 კათოლიკე; ახალქალაქში, 42 კათოლიკე; ხიზაბავრას, ერთი
მღვდელი და 134 კათოლიკე; ამას წინათ თვით იქ მყოფი ფრანჩისკე მღვდელი
სწერდა, კათოლიკების რიცხვი 176 იყო; ხერთვის, 34 კათოლიკე; აზავერში
(Azaveri), 42 კათოლიკე, ბორგში (Borghi), 17 კათოლიკე. ის პატრი ახალციხისა
და მის გარეშე კათოლიკების რიცხვს იხსენიებს ერთიანად 4675, რაიცა რიცხვი
სრულებით არ ეთანხმება რომში სხვა და სხვა დროს მიწერილს რიცხვებს, მეტადრე
1748 წ. მიწერილ რიცხვებს, რომლებიც უჩვენებდა 15,000 კათოლიკეზე მეტს.
პატრი კაპურო ივლიტიდგან გაგზავნილ წერილში ამბობს, რომ რავდენიმე
ეკკლესია და რავდენიმე კათოლიკე ოჯახი დატოებულია და ყურადდებას არავინ
აქცევსო.
კათოლიკების სულიერ გაჭირვებასა და უმღვდლობისას ფირალანთ ანტონა
მღვდელი პროპაგანდას სწერს: „ყოვლად საყვარელო მამაო, დიდად
პატივცემულმა უფროსმა პატრმა, ლუიჯი პრაგელმა საჭიროდ დაინახა და
გამოგზავნა მანდ სამი ყმაწვილი ურბანოს კოლეგიის მოწაფებად, სამივე ჩინებული
და ძრიელ კარგი თვისებისაა მეტადრე ყმაწვილი გრიგოლ კრუხიჭამიანთი
(ბატონჯანის შვილი) ამ ქალაქის საუკეთესო ოჯახისშვილია, სახლში ისეა
აღზრდილი, როგორც უმანკო მტრედი. იმავთავითვე სასულიერო სამსახურისადმი
მოწოდება ეტყობოდა და შეუწყვეტელის თხოვნის შემდეგ, როგორც იყო დაიყოლია
მამა მისი, რომელიც ძრიელ წინაადმდეგი იყო.
„არ შემიძლია სავსებით აგიწეროთ საბრალო მისიონის გაჭირვებული
მდგომარეობა. მთლად ოსმალეთის სახელმწიფოში არ მოიპოვება სხვა პროვინცია,
სადაც იმდენი კათოლიკე და სარწმუნოების მხრივ ისეთი თავისუფლება იყოს,
როგორც აქ. მაინც კი უმეტესი ნაწილი იმ კათოლიკეთა უმწყემსოთაა დატოვებული.
მე და ეპისკოპოსი პავლე ასლანოვი ამ ქალაქში ვიმყოფებით, ის წმიდა ჯვრის
ეკკლესიაში ზემოდ და მე ქვემოდ წმიდა ივანე ნათლისმცემლის ეკკლესიაში. სხვა
მღვდლებიც არიან ამ ქალაქში, მაგრამ ადვილად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ
რა შეუძლიათ და რა სწავლა აქვსთ. შარავანთ ფრანჩისკე მღვდელს სამი სოფელი
აბარია და ისეთი გულმოდგინებით და თავგანწირულებით ჰმართავს, რომ ყველა
გაკვირვებულია, ყორღანანთ პეტრე მღვდელი მოვიდა თუ არა, მაშინვე გაგზავნეს
ახალციხის ახლოს სოფელს ივლიტას, სადაც სულ კათოლიკები არიან და
მღვდელიც ძრიელ სჭიროდათ. მოძღვრებისა და სწავლის საქმე კარგად მიჰყავს.
სხვა დანარჩენი სოფლები, რომლების რიცხვიც არ ვიცი, სულიერის მხრივ ძრიელ
დიდ უმეცრებაში იმყოფება. რადგან ან მღვდლები არა ჰყავსთ, რომ ასწავლონ და
ან თუ ჰყავსთ, სრულიად მომზადება არა აქვსთ, გაუწვრთნელნი არიან, სასულიერო
საგნებისა არაფერი იციან და სხვა ერისკაცებისაგან ბევრი არაფრით განირჩევიან.
ამ ადგილების მცხოვრებნი ყველანი დიდად ნატრობენ ცხოვრების საქმეში
წარმატებას, მაგრამ არავინ არის, ზეციერი პური განუტეხოს, ღვთის სიტყვა
ასწავლოს: უმღვდლობის გამო ძრიელ ბევრნი საბრალოდ იღუპებიან. ძრიელ
მებრალებიან საწყალი კათოლიკები, მინდა შევეწიო, მაგრამ არ შემიძლია, ჩემს
ეკკლესიას თავს ვერ დავანებებ, რადგან მთლად ჩემს ამარას არის დატოვებული;
კიდევაც რომ შემეძლოს ამ ეკკლესიიდან გაშორება სოფლების შესაწევნელად,
საკმაო საშუალება არა მაქვს, ვიარო მისიონში, რადგან დიდი სიგლახაკეა აქეთ,
და სოფლებს არ შეუძლიათ, მომცენ საჭირო გზის ხარჯი, იძულებული ვიქნები ჩემი
დავხარჯო. წმიდა კრება რომ ინებებდეს და წელიწადში 50 ან 60 სკუდს შემწეობას
მომცემდეს, დიდის სიამოვნებით თავზე ავიღებ მისიონებს და რაც შეიძლება
ვეცდები, გავწვრთნა სარწმუროებაში საბრალონი.
„ეს მქონდა მოსახსენებელი თქვენის მამობრივის ღირსებისათვის.
„თქვენი უმდაბლესი და უმორჩილესი მონა, მოწაფე ანტონ ფირალანთი.
ახალციხე 24 აპრილს, 1767 წ.”
აქ ხსენებული მეორე მოწაფის სახელი არ ვიცით, ხოლო, მესამე, ყველაზე
ახალგაზდა, მალე გარდაცვლილა ჟამით. ფირალანთ მღვდელიც მალე იმავე
წელს, ან მის შემდეგ წლის დამდეგს, გარდაცვლილა. პროპაგანდას ძრიელ
სამწუხაროდ დაურჩა ასეთი კაი მღვდლის ისე ადრე გადაცვალების ამბავი.
როდესაც უკანასკნელი პატრი ნათლისმცემლის წესისა კავკასიის მთებისათვის
გამოგზავნილი მისიონერი, ანტონ კაპურო გაბრუნდა, მისთვის ახალციხელებს
ბევრი უხვეწნიათ, პავლე ეპისკოპოსის საქმე გაერიგებინა, რათა იქ დარჩენილიყო
და ნება ჰქონოდა ყველა საეპისკოპოსო სამსახურის შესრულებისა, იმიტომ, რომ
ამაზედ საიდუმლოდ წინააღდეგი წერილები მიეწერათ ზოგიერთს. ის პატრიც
რომში 16 სექტემბერს, 1767 წ., აძლევს პროპაგანდას ვრცელ მოხსენებას ამ
გარემოების შესახებ. ამასაც შემოკლებით მოვიყვანთ აქ. პავლე ეპისკოპოსის
მხარეს ყოფილან ქალაქის თითქმის მთელი მოწინავე პირნი, მოწინააღადეგები
ყოფილან ოთხი მღვდელი და კაფუცინები; პატრები იმიტომ გადამტერებიან, რომ
უფროსობა ხელიდგან არ გამოსცლოდათ, ხოლო სხვები კი იმიტომ, რომ შემდეგში
ვაი თუ თავიანთ ქეიფზე ვეღარ ეცხოვრათ. როდესაც შეუტყვიათ პავლეს
ეპისკოპოსად კურთხევა, შეკრებილან პატრი ლეონარდო, მღვდელი ივანე
ჯიგანანთი, მღვდელი სტეფანე ვარამანტი, მღვდელი ივანე ავაზანთი და მღვდელი
ივანე ონანათი; უკანასკნელი მდივნათ დაუნიშნავთ წიგნის დასაწერად. მღვდელ
სტეფანე აღალამანთისა და სხვა მღვდლებისათვის მოუწერინებიათ ხელი მარტო
დაუწერავ ქაღალდზედ, რათა არ შეეტყოთ წიგნის შინაარსი. შემდგომ მრევლის
სახელით პავლე ეპისკოპოსის წინააღმდეგ გაუგზავნიათ წერილი. მერმე ეს
გარემოება რა შეუტყვიათ, ხალხს უფროსი პატრი იერონიმესთვის უხვეწნია, რომ
მიეწერა ეპისკოპოსისა და პროპაგანდისათვის, რათა ყურადღება არ მიექციათ
ისეთი მტრულ წერილისათვის. გარნა პატრი ჯეროლმოს თხოვნისათვის ყურადდება
არ მიუქცევია. ამიტომ პატრი კაპუროსთვის უთხოვიათ შუამდგომლობა და
მისთვისვე გამოუტანებიათ თავიანთი წერილი, რომელსაც მოვიყვანთ ამის
ქვემორე. ის პატრიც აქებს პავლე ეპისკოპოსს, სთხოვს ამ საქმეების გამოკეთებას
და ურჩევს, დაინიშნოს ახალციხის უფროსად კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსის
ხელქვეშ და ეგრეთვე აღასრულოს საეპისკოპოსო სამსახურიც. თუ პროპაგანდა არ
დათანხმდებოდა მაშინ, ახალციხიდგან განაშოროს და რომში მოუწოდოს
მღვდლების საკურთხებლად. ამ შემთხვევაში კი დიდი სიფრთხილე საჭირო
იქმნება, რათა მისმა ნათესავებმა არაფერი ბოროტი იმოქმედონ, რადგან მისი
დედის ძმა პეტრე პაპაცოლი (Papazoli), ფაშის პირველი ვაჭარი და ერთგული
მეგობარი არისო. როგორც ქვემოდ ვნახავთ ახალციხელებს თხოვნა არ
შეუსრულეს. აწ მოვიყვანთ მათ ქართულად თხოვნას რომში გაგზავნილს,
რომელზეც ყველას ხელი უწერია და ბეჭედი დასმული აქვსთ:
„წმინდა კრებას ფროფაგანდესა.
„ქ. მერმე, ამას მოვახსენამთ. პოღოს ეპისკოპოზი რომელიც ჩვენი წყემსი და
მომლელი ღვდელი არის, რა თქვენ სიწმიდესა ამ ქალაქში გამოუგზავნია
ჩვენთვის, იმ დღიდამე, დდევანდლამდისინ, დიდის სასჯელითა ირჯება ჩვენზედა,
ქადაგებითა, სწავლითა და სხვა სულიერი მოვლითა, ამას წინათ, პატრი
ლეონარდო ვითერბელ უმფროსობაში ამის საბეზღარი მოუხსენებიათ, თქვენთვის
ჩვენ იშხანებსა და მთლივ ერსა ახალციხისასა, არც შეგვიტყვია და არც
გავრევივართ. ვისაც მოუწერიათ, მტრობით და შურით მოუწერიათ, თუარემ ამისი
აქ ყოფნა მუდამ ჩვენთვის საჭირო არის და სასარგებლო, ამის მიზეზითა
არცავისგან ზიანი გაგვიწევია და არც გავსწევთ. ამისთვის რომ რადგან გვარითა და
პაპითა ჩვენი ღვდელი არის და ამ ქალაქის ესლი და მემკვიდრე. ამისი მოდაობა
და შარი არავის უქნია და არც ვინ იქმს. ამ წყალობას ვითხოვთ თქვენგან, რადგან
ჩვენთვის დიდათ საჭირო არის ეს ეპისკოპოზი, როგორც ახლა ჩვენის ბეჭდებით
ვამტკიცებთ ამის მოწმობასა ამისათვის წყალობა უყოთ ამ ქალაქსა და არ
მოაშოროთ, ბძანება თქვენი ასრულდეს და ამის გარდა რაც ბეზღების წიგნი
მოვიდეს უჩვენსბეჭდოთა ნუ დაუჯერებთ: ტყვილი იქმნება და შურით დაწერილი
იქმნება. დაიწერა ესე არზა ახალციხესა აპრილის 15 გასულსა 1767.
„ქ. მე კრუხიჭამიათ პეტროსაი ირიცფოხანი სურფ-ოვანესისა ვამტკიცებ ჩემის
ბეჭდითა ამ წერილსა [ბეჭედი]. ქ. მე ხუციანთ ოვანესი ტერ-არაქელას მრევლი
ვამტკიცებ ამ წერილსა. - ქ. მე მაქანდრიანთ ელიზბარა ირიცფოხანი სურფ-ნიშნისა
ჩემი ბეჭდით ვამტკიცებ ამ წერილსა. - ქ. მე ახალციხელი პატარა სიმონა ტერ-
კირაკოზას მრევლი. - ქ. მე ვარუზიქმათა ბატონჯანა. - ქ. მე ქირქჩიანთ ყაზარა. - ქ.
მე თარათ შენდობილი სიმონას შვილი იოსეფაი ტერ-არაქელას მრევლი. - ქ. მე
ქაჩხოაშვილი შუბაში პეტროსა. - ქ. მე აღოშათ ოვანესი ტერ-აკოფას მრევლი. - ქ.
მე საჰთჯი პეტროსა. - ქ. მე ქურქჯი შაჰნას შვილი ბაბონაი. - ქ. მე მიღდისი აკოფაი.
- ქ. მე უდელი ტერ-არუთენაშვილი ელიზბარი. - ქ. მე ბეზუათ გრიქორას შვილი
პეტროსა. - ქ. მე ახალციხელი გაბრიელა. - ქ. მე ახალციხელი კოჭიბროლაშვილი
სტეფანე. - ქ. მე ქურქჩიბაში ოანესი ტერ-არაქელას მრევლი. - ქ. უდელი ოვანესი. -
ქ. მე ხოჯოვანათ პოღოსაი. - ქ. მე ბატონჯა კრუხიჭამიათ. - ქ. მე ივანე კუსიანთი".
ამისი თარგმანი იტალიანურიც გვაქვს, მაგრამ საჭიროდ არ ვრაცხთ მოყვანას.
ეს წერილი ცხადად გვიჩვენებს სომხური ტიბიკონის ზედ გავლანას ერზედ,
მეტადრე ნათლიღების სახელების შესახებ. თუ უცხო გვარის, სომხის მღვდლებს და
თუ ახალციხელ მღვდლებს ერში ბევრი შეუტანიათ სომხური საკუთარი სახელები
მაგ. პეტროსა, პოღოსა, არუთინა, ტერ და სხვა. არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან
ყველა ტიბიკონი თავის კვალს სტოებს ერში, ლათინის ტიბიკონსაც ესეთი გავლენა
აქვს ერთსა და იმავე ერზედ, მაგ. ამ ტიბიკონის მქონე ქართველ ხალხში ხშირად
ვხედავთ ლათინურს სახელებს: პიო, ალფონსი, დომინიკე, ფრანჩისკე, ბენედიქტე,
ემერენცია, პატრი, დონ და სხვა.
ყორღანანთ პეტრე მღვდელს ივლიტიდგან რომში მიუწერია და უთხოვია
თავის ეკკლესიის ტრაპეზისათვის შენდობის განახლება. პაპს სათხოვარი
შეუწყნარებია და პროპაგანდა ამ მინიჭების ქაღალდს უგზავნის ივლიტაში, 30
აპრილს, 1768 წელს.
სოფლები ხშირად გაჭირვებაში იყო უმღვდლობის გამო. ეს საჭიროება,
ვგონებთ, უფრო უნდა ეგრძნო ველის სოფელსა, სადაც ქართველთ ტიბიკონის
კათოლიკები იყვნენ, რადგან იმ ტიბიკონის მღვდელი ადვილად არ მოიპოებოდა
იმ ადგილებში. კაფუცინების უფროს, რა ვერ დაუკმაყოფილებია იმ სოფლის
საჭიროება, მიუმართავს კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსისათვის, რომელსაც
რომისათვის უცნობებია, ამისგამო პროპაგანდა პასუხს აძლევს:
„კოსტანტინეპოლის საპატრიარქო ვიკარიას. 17 ივნის, 1769. - ამ თვის 13-ს
საერთო კრებაზე განხილულ იქმნა კაფუცინების უფროსის სახელით თქვენი
წარმოდგენილი თხოვნა, იმის შესახებ, რომ ველის სოფელში მცხოვრებ ბერძნის
ტიბიკონის კათოლიკებისათვის ერთი მღვდელი დაინშნოს. კარდინალებმა
დაადგინეს, რათა თქვენ მოგანდოსთ, იქ გაუგზავნოთ, რაოდნადაც შეიძლება,
საუკეთესო და ნიჭიერი ბერძნის ტიბიკონის მღვდელი, რომელმაც შეიძლოს
მაგივრობა გასწიოს უწინდელის დროულის და დასნეულებულის მღვდლისა.
როდესაც იმას დანიშნავთ, ცოტა შემწეობაც მიეცით, რათა გაუჭირვებლად შეიძლოს
ცხოვრება". მიცვალებულის ფირალანთ მღვდლის ძმას იმავე დროს უთხოვია
ძმისწული პროპაგანდის კოლეგიაში მიეღოთ. მაგრამ უადგილობის გამო უარი
შემოუთვლიათ.
სომხები დიდის ხნიდგანვე უპირებდენ ახალციხის მისიონერების და
კათოლიკებისათვის ის დღე დაეყენებინათ, რაც უკვე ტფილისში უყვეს ბევრ გზის,
ესე იგი, ეკკლესიები ჩამოერთმიათ და პატრები გაედევნათ, რამ ადვილად ვერ
შეიძლეს თავიანთი ბოროტი განზრახულების სისრულეში მოყვანა. ბოლოს კი
ბლომად ქრთამი გაიღეს და ამით გულის საწადელი აისრულეს. ისეთი უწყალობა
მიაყენეს, რომ მისი მსგავსი არც წინ და არც შემდგომ მომხდარა, ამის საბუთები
საკმაოდ გვაქვს. პირველი საბუთი კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსისაა, რომელსაც
ეს ამბავი შეუტყია თუ არა, სწრაფად მიუწერია რომს:
„მათს ყოვლად პატივცემულს უმაღლესობას.
„უკანასკნელად საქართველოდგან ამბავი მოვიდა, რომ სპარსეთში მყოფ
მწვალებელ სომეხთა ეჩმიაწინის პატრიარქს ახალციხის აწინდელის ფაშისათვის
მიუცია თხუთმეტი ქისა ფული და დაუტყვევებინებია იმ ქალაქის მღვდლები,
რომელთა შორის არის პავლე ეპისკოპოსიც, და წაუყვანინებია თავის მონასტერში
და ეხლა ხელში ჰყავს; მათი ეკკლესიებიც ჯერ აუკლებინებია და შემდგომ
დაუბეჭდინებია; ხუთი კაფუცინიც ტყვედ წაუყვანინებია პარდუმად წოდებულ
თათრების სოფელში, ახალციხიდგან რვა დღის სავალზე; მთლად კათოლიკები
შეუძრწუნებია და დაუტოვებია უმღვდლებოდ და უეკკლესიოდ.
„ჩემთან მოვიდენ მოსალაპარაკებლად მოწინავე ქართველები
( კოსტა ნტი ნ ე პოლშ ი მ ყოფნ ი ) , რათა როგორმ ე გ ვ ე შ ვ ელა ე გოდე ნ
უბედურებისათვის. მოვიწადინეთ სულთნისათვის მიგვერთმია ერთი მოხსენება,
მაგრამ არავითარ ნაყოფს გამოიღებდა, რადგან არავინ იყო ხემწიფის წინაშე ერთი
მისი შემაგულიანებელი. დავიბარიე ეპისკოპოსი ათანასი და ვსთხოვე, ერჩია
აქაური მოწინავე სომხებისათვის, რომლებიც პალატში მყოფ პირებს ემსახურებიან,
რათა იმ მაღალ პირებს ქართველი კათოლიკებისათვის ეზრუნათ. ეპისკოპოსთან
მოვილაპარაკეთ რაც უნდა გვექმნა; გადავწყვიტეთ პორტას არ მივმართოთ,
რადგან ამ ომიანობის დროს მისგან რისამე გამოთხოვნა დიდად საეჭვოა, ამიტომ
უკეთესად შევრაცხეთ და მივმართეთ აქაურ სომხების პატრიარქს; ვნახოთ,
მომავალში ამისგან რა შემწეობას მივიღებთ. თქვენი უმაღლესობა ეპისკოპოსს
ათანასეს წიგნს მოსწერდეს და შეაგულიანებდეს ამ საქმეზე, ვგონებ უნაყოფოდ არ
დარჩეს.
„ხოლო პატრი კაფუცინებისათვის მივმართე ბატონ საფრანგეთის ელჩს. ჩემს
თხოვნაზე მიპასუხა, რომ მის წინა მოადგილე ელჩს მათთვის მფარველობა აღარ
აღმოუჩენია; აღარც კაფუცინებს მოეპოვებათ ფირმანი, რაისგამო, ამბობს იგი,
ალბად ჯეროვანი მიზეზი უნდა ყოფილიყო უარის თქმისაო ბევრი მიზეზი
დავუსახელე და დავიყოლიე იგიც შემომპირდა შემწეობის აღმოჩენას, მაგრამ არა
ეხლა, რადგან ეს საქმე შეეხება დიდ ვეზირს, რომელიც ამ ჟამად ომის ველზეა და
მას ეხლა სხვა საქმეები არ წარედგინება, თუ არა უჩვეულო და მოუცილებლად
საჭირო რამ. მაინც კი წერილობით ვაუწყე რაც მომხდარიყო, თუ ახლავე ეცადა
გაკეთებას, კვალად წავალ და ვსთხოვ, რაც შეიძლება, მალე დაიხსნას ისინი
ტყვეობისაგან. როგორც იყო, გამოძიების შემდგომ გამოუშვეს სატყვეოდგან პატრი
იოსები ოქროპირი ქონვანთელი, რომლის უდანაშაულობაც დამტკიცდა. ვგონებ
მალე წავიდეს აქიდან თავის სავშობლოში .
„თქვენი უმორჩილესი და უმდაბლესი მონა იოსებ მარჩიანაპოლის
არქიეპისკოპოსი, კოსტანტინეპოლის ვიკარია. პერა. 30 აგვისტოს, 1769".
ამ უბედურებას თვით უფროსი პატრი საპყრობილიდგან უფრო დაწვრილებით
აუწერს კარდინალს.
„ბარდუსი, 11 ნოემბერს, 1769.
„ყოვლად მაღალო ბატონო. ღრმა სიმდაბლით ვემთხვევი თქვენს წმიდა
მარჯვენას და თუ აქამდე არ შეგიტყვიათ, აწ გაუწყებთ, რომ ახალციხეს, ივლისის
პირველს, მწვალებლმა სომხებმა იქაურ კათოლიკებს და მეტადრე ჩვენ დაგვიწყეს
დევნა, რომელიც, ბევრ გზის ნაცადი, ახლა სისრულეში მოიყვანეს, რასაც ხშირად
წინათვე ვებრძოდი და ვშიშობდი. სხვა ოთხ მღვდლებთან ერთად არა მარტო
შეგვბორკეს ახალციხეში და დაგვატყვევეს, არამედ კვალად ყველა ჩვენი საჭირო
ნივთები ზოგი გაჰყიდეს, ზოგი დაბეჭდეს, ეკკლესიის ვერცხლეულობი და
შესამოსელი აქეთ-იქით წაიღეს; მეხუთე თვეა, რაც ოთხ თანაძმასთან ერთად, ესე
იგი, პატრი იერონიმე ნორჩელთან, პატრი ვინჩენცო ანტონ პალეროელთან, პატრი
ფრედერიკო სტირიაელთან და პატრი ფორთუნათო კარინელთან ერთად
დაფლული ვართ ზღვაში, მთების უფსკრულში, ბარდუს წოდებულ სოფელში, მიწის
ქვეშ ერთ სოროში, საცა სწორედ ფეხის გაშლა და დაწოლა არ შეგვიძლია.
ერთხელ აქაურ გამხეცებულთ მცხოვრებთა მოინდომეს ჩვენი მოკვლა, მაგრამ
ღვთის განგებამ არ მიუშვა და ამ ბარბაროსებს ჩვენი თავი შეაბრალა. თქვენო
უმაღლესობავ, სინამდვილით შეგვიძლია ვსთქვათ, რომ დიდი უფსკრულია ჩვენსა
და სხვა კაცთა შუა ერთმანერთთან განწყობილების მხრით. ამ მიზეზის გამო აქამდე
ვერ გაუწყეთ ჩვენი ამბავი. აწ უწყის თქვენმა უმაღლესობამ, ამისთანა
მდგომარეობაში გვჭირია კაცთაგან შემწეობა თუ არა! ახალციხეში როდესაც
ფირმანი, სხვა ქაღალდები და სხვა ყველა დანარჩენი აიკლეს და წაგვართვეს,
გვითხრეს, არც გაგანთავისუფლებთ და აღარც უკან დაგაბრუნებთ, თუ ოსმალეთის
მთავრობისგან ახალ ფირმანს არ მოიტანთ. თუ საფრანგეთის ელჩი არ
მოგვიპოვებს ფირმანს არ ვიცი სხვა რომელ მინისტრს შეუძლია იკისროს. ჩვენზე
დღით წინ სხვა მღვდლები წაიყვანეს სომხების პატრიარქთან ეჩმიაწინში, საცა იგი
ძრიელ უწყალოდ სცემს. ყოველი უბედურება ახალციხის ქრისტიანებმა ჩუმად
მაცნობეს საშუალებით ყორღანანთ პეტრე მღვდლისა, რომელიც ჟამით მიიცვალა.
ინებოს ღმერთმა, ეს ყოველივე მართალი არ გამოდგეს. ჩვენც ერთი მეორეს
შემდგომ ავად გავხდით ამ დღეებში პატრი ფრედერიკოსაც სიცხე მისცა.
საკვირველიც არ არის, რადგან ჩვენი საჭმელი მხოლოდ სიმწუხრის პურია და
სასმელი წყალი ჭირისა. მწვანილი ძვირია და ერთი დღის სავალზე არის, ამიტომ
ადვილად მისი შოვნა არ შეგვიძლია. კურთხეულ იყოს ღმერთი ყოველისა გამო,
რაც მოგვივლინა. აწ სისწრაფით, ჩუმად და ათრთოლებულის ხელით გწერ,
ვემთხვევი თქვენს ბისონს და წმიდა მარჯვენას და ვავედრებ თქვენს მამობრივს
მფარველობას ჩემს თავსა და ამ ჩემს ძმებს. თქვენი უმორჩილესი შვილი კაფუცინი
პატრი ალიოზი პრაგელი”.
რა მიიღო პროპაგანდამ ახალციხის ამბავი, მაშინვე, 15 ნოემბერს 1769,
მიმართა საფრანგეთის მთავრობას, აუწყა ყოველი უბედურება და სთხოვა, რომ
თავის ელჩის საშუალებით მოეპოვებინა სულთნისაგან პატრების და მღვდლების
დახსნის ბრძანება. ელჩიც მაშინვე შეუდგა ფირმანის აღებას, მაგრამ ვიდრე
აიღებდა, კარგად დრომ გაიარა. იმ დროს განმავლობაში, ერთად შეერთებული
სომხები და დაქრთამული თათრები ახალციხის კათოლიკებს ბევრნაირ
უბედურებას აწევდენ. ამ გარემოებას იგივე კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსი
პროპაგანდას მოკლედ ასე აუწერს:
„ახალციხის მისიონისა უნდა ვაუწყო თქვენს უმაღლესობას, რომ იქაური
მისიონის უფროსი პატრი ლუიჯისაგან გასულს 12 ივნისში მოწერილი წიგნი მივიღე.
წერილიდგან სჩანს, რომ ელჩის მიერ გაგზავნილის იენიჩრის ხელით მიტანილი
ფირმანი რა წაუკითხავს ფაშას, უთქვამს, რომ ჯერ თავი უნდა ვიმართლო პორტის
წინაშეო, რადგან მისიონერები ჩემის ნებით კი არ დამიტყვევებია, არამედ
ბრძანება მქონდა ჩემის მთავრობისაგანო. ამიტომ ეს ფირმანი სისრულეში არ
მოუყვანია და არ გაუნთავისუფლებია პატრები.
„ამ ბოლო დროებში 14 დღის წინეთ ახალციხით მიღებულ წერილებიდგან
ვტყობულობთ, რომ ქართველები ხსენებული ფაშის მიერ მიყენებული
ბარბაროსობით ძრიელ დიდ შეწუხებაში ჩაცვივნულან, რისგამო მიუმართავსთ
იმავე ქალაქის მცხოვრები თათრებისათვის და მათგან შველა უთხოვიათ (ეს
თათრებიც წინააღმდეგნი ყოფილან ფაშის ამნაირ მოქმედებისა). იმათ მოწმობა
მისცეს ყველა იმ უსამარლოებისა, უღმრთოებისა და უწყალობისა, რომლებიც
ფაშას მიუყენებია სულთანის ისეთი ერთგული ქვეშევრდომებისათვის. ფაშის
სიხარბეს იქამდე მიუღწევია, რომ ამ კათოლიკების ეკკლესიები მიუყიდნია
ეჩმიაწინ პიტრიარქისათვის თოთხმეტ ქისა ფულად. მოწმობის ქაღალდი რა
მოვიდა აქ ოსმალოს მთავრობას, მაშინვე მოაშორებინა იქიდგან ფაშა მის ადგილს
დაუნიშნა იქაური ერთი ქართველი, რომელმაც მაშინვე კათოლიკებს დაუბრუნა
ეკკლესიები და მოაყვანინა მისიონერები უწინდელს ადგილს; იგრეთვე დაატყვევა
ხსენებული პატრიარქის ვიკარია, რომელიც ახალციხეში იყო და უბრძანა,
საჩქაროდ მოაყვანინე ქართველი მღვდლები, რომლებიც პატრიარქს ტყვედ ჰყავს,
თუ არა შენ ჩამოგახჩობო. ქართველების აქ მოწერილმა რავდენიმე წიგნმა ეს
ამბავი გვაუწყა. ამასვე ამტკიცებს მღვდელი ქერუბინე აზრუმის მისიონერი,
რომელმაც ეს წერილით მაუწყა. ხოლო დანამდვილებით ყველაფერს მაშინ
შევიტყობთ, როცა იენიჩარი დაბრუნდება. ფირმანი წაიღო და ჯერ კიდევ არ
მოსულა, რადგან ფაშას იქ დაუჭერია ამ საქმის დაბოლოვებამდე.
„იმედი მაქვს შემდეგის წერილით უფრო ზედმიწევნით გაუწყო ყველაფერი. აწ
მისიონის უფროს პატრთან გამოგზავნილს თქვენს წერილს გავუგზავნი ზემოდ
ხსენებულ არაქელა მღვდელს, რომელიც ეცდება, მიაწვდინოს ან ახალციხეს, ან
იქ, საცა იქმნება. ღრმა სიმდაბლით ვემთხვევი თქვენს ბისონს. - პერა, 18
ოქტომბერს 1770, სამოციქულო ვიკარია კოსტანტინეპოლისა".
ხსენებული წერილი არის პროპაგანდის პასუხი, 1770, რომელიც გაუგზავნია
სანუგეშებლად პატრი უფროსს. შემდგომ ეპისკოპოსმა შეკრიბა კოსტანტინეპოლში
ქართველები და მათ ურჩია, ერთი მოხსენება თავიანთის ერთგულებისა გადაეცათ
სულთნისათვის, ერთი ვინმე უმაღლესი პირის საშუალებით.
იმ მღვდლებისა და პატრების გამოხსნის დაწვრილებით ამბავი გვაქვს
ახალციხის კათოლიკებისაგან დაწერილი და პატრებისაგან იტალიანუად
ნათარგმნი. აი ეს აღწერაც:
„პატრები რომ ბარდუზის ციხეში სურგუნი ქნეს იმას ბაიან იქს ვითამც
განაცხადებს.
„იმ დროს ფაშათ იჯდა ნომან ფაშა. ქეათა, სარი ქეა იყო იენიჩერ აღათა,
ხალილ ამდაღა იჯდა ყადის ნაიბი მემიში აფენდი იყო. იმ მემიშ აფენდიმა აწერა
რაც პატრების შეი (ნივთები) იყო თუ ოქრო, თუ ვერცხლი, თუ შეი, პატრების, და
ხუცების წაყვანის უკან, შევიყარეთ ქვემო საყდარჩი რაც ახალციხის ხუცები,
იშხანები იყვნენ. მაშინ პოების ვართაპეტი მარტიროზ ვართაფეტი იყო.
მამასახლისათ ხიზანაშვილი პეტრე იყო, სამსავე საყდრის შები მარტიროზ
ვართაპეტსა მემიშ აფენდი აწერა იენიჩარ აღის ჴელითო. ამ აღის ჴელითა
მივაბარეთ მარტიროზ ვართაპეტსა. მასუკან ერთ დრომდინ სამივ საყდარი
ვართაპეტს ჰქონდა. მასუკან კიდევ შევიყარეთ ახალციხის ხუცები, და ხანები, და
მამასახლისი ხიზანათ პეტრეი. თემის უმფროსათ ოვანეს ვართაპეტის ვექილი იყო
აბაზაშვილი ტერ-ოვანესი. დავდექით ქვემო საყდარში, დიად. მოშავარა ვქენით. ეს
ჩვენი ხუცები ეჩმიაძინს ტყვეთ არიან. საყდრები პოების ხელში არის, ამ საქმეს
ბევრი თეთრი უნდა. უთეთროდ ვერც ხუცებს გამოვიხსნით, ვერც საყდრებს
დავიხსნით. ეს ილაპარაკეს და სხვებმა ყური წაუგდეთ. მასუკან კრუხიჭამიათ
პეტროსას შვილმა სტეფანემ წამოიჩოქა, და ჯავრიანათ თქვა. პატრებიო?
იმათთვინ რას ამბობთო. ისინი ციხეში თათრების ხელში იყვნენო. მერე იმათ
უპასუხეს: ჩვენ პატრებში რას ვერევითო. პატრებს ხემწიფე ყავსთო, ელჩები
ყავსთო, ულუფა აქვსთო. ჩვენ იმათში რას ვერევითო? მერმე კიდევ იმავე
კრუხიჭამიათ პეტროსას შვილმა სტეფანემა: უთხრა: პატრებისათვინა ათას მარჩილ
მივცემო. ხუცებისათვინ ათ ფარას არ მივსცემო. მერმე სტეფანასთან სხვა
მრავალმა ისევე სიტყვა თქვეს. ხანუმაშვილმა პეტროსამ, პოღოსამ,
ფირალაშვილმა ოსეფამ, ბატონჯანამ, პატარა სიმონამ, მეწვრიმალე აკოფამ,
მეკურტნე ესტატემა, ტინტიკაშვილმა პეტროსამ და ოსეფამა, შანასარმა,
დურგლიშვილმა ოვანესამა; ტერ-არაქელის სიძემა, მეწვრიმალე გოდერძამა; სხვა
ვინც პატრების მრევლი იყო ყველამ დიდის ყვირილითა იძახეს: ჩვენ პატრები
გვინდაო. მამასახლისი პეტრეც ამათთან იყო, თუ პატრებს დაიხსნითო, ხომ ჩვენც
თქვენთან გავერევითო. თუ არა ერთ ფარას არ მოგცემთო. ერთი დიდი ჩხუბი იქმნა
ქვემო საყდარში: ხალხი შუა გაიყო ნახევარმა პატრები ინდომეს: ნახევარმა ხუცები
ინდომეს. დახედეს ამ ხუცებმა და იმათმა მრევლმა: რომ უფრო დიდი შფოთი
მოხდებაო იმ დღეს დაიფანტნენ. მას უკან კიდევ შეიყარნენ ქვემო საყდარში და
გვითხრეს დიდის ფიცითა: ოღომც თქვენ ჩვენთან იყავით: და უწინ პატრებს
დავიხსნითო მერმე ხუცებსა. ფიცით დაგვაჯერეს; მასუკან ნება მივეცით. და ყველა
ხუცებსა თავისი მრევლის დავთარი ავუწერეთ, და მივეცით ვისაც რა
შეგვეძლებოდა. მას უკან სტამბოლიდამ თათარი მოვიდა ფრანცუზის ელჩის
იასახჩი. ფარვანი მოიტანა პატრების გამოხსნისათვის. ის თათარი ფაშამ
მამასახლისი პეტრეს სახლში დააყენა ორი კვირა იქ იდგა. მამასახლისის ხარჯითა.
მასუკან მამასახლისმან ფაშის ბუირულთი აიღო ქეი თასკარა მეციხოანებზედა,
რომა პატრებს არაფერი წაართვანო. მეხარკე სეროფაჲ, გაატანა ელჩის თათარსა,
წავიდნენ, და პატრები მოიყვანეს ბარდუზის ციხიდამ. სამი ოთხი დღე პატრები
მამასახლისი პეტრეს სახლში იყვნენ; მარამდინ მამასახლისი ფაშისაგან დასტურს
აიღებდა პატრების სახლის დაცლისათვინ, რომა ოდებში საფაშო ფქვილი ეყარა.
მერმე ოდები დაცალეს. პატრები ავიდნენ თავიანთ სახლებში დადგნენ. მასუკან
ახალციხის ზოგმა უფროსებმა მალვითა ჩუმათა უდელი ტერ-პოღოსი გაგზავნეს
სტამბოლსა. და ჩუმათ ერთი ვექილმა მისცეს ტყვილი პატრებზედ შვიდას მარჩილი
მართებსო მოგვეცითო. ეს უდელი ეპისკოპოსი ჩავიდა სტამბოლს ეპისკოპოსთან,
და ეს თეთრი თხუა. წიგნები უჩვენა. პატრებზე შვიდასი მარჩილი მართებსო.
ეპისკოპოსს უნდა მიეცა. მერმე ფრა ფორთუნათოს დაეკითხა. ეს ბატონი მღვდელი
ჩამობძანებულაო ამდენი გარჯილაო პატრები დაუხსნიათო შვიდასი მარჩილი
უსესხებიათო მივსცეთო. ფრა ფორთუნათო დიაღ გაჯავრდა, და უთხრა
ეპისკოპოსსა ბატონო რას ბძანებო? ასე თავაქალი თეთრი მიცემაო არც პატრების
წიგნი აქვსო, არც პატრების თამასუქი აქვსო: მე ასრე გიჟურეფა მივცემო, მე
დამაცადეო, ახალციხის პატრებს წიგნს მივსწერამო, იქიდამ თუ ამბავი მომივაო.
მიეცი მართალი არისო მარამდი მაგ მღვდელსა ჩემის ხარჯით შევინახამო და თუ
ტყვილიაო მე ვიციო. ადგა ფრა ფორთუნათმა ახალციხეს პატრი ჯერონიმესთან
წიგნი მისწერა. ახალციხეს წიგნი მიუვიდა პატრი ჯერონიმესა და პატრი ჯერონიმემა
ეს წიგნი რომ გააღო წაიკითხა თითქმის გაგიჟდა. ეს რა ამბავი არისო ჩემ თავზედა.
ფიცხლავ მამასახლისის სახლში ჩავიდა პატრი ჯერონიმე, და დაუწყო ლაპარაკი.
ეს რა ამბავი არისო? ეს რა საქმე არის ჩემ თავზეო, რომ თქვენ მიშვრებითო, თუ
მაგისთანა ამბავი არისო. აქ მე რათ არ შემატყობინეთო. ჩემის მალვითაო ხუცეს
რათ გაგზავნიდითო? აქ ჩემთვინ გეთხოვათო; ან მოგცემდიო ან შეგეხვეწებოდიო.
მერმე მამასახლისმა პეტრემ დიდი ფიცით შეიფიცა. ბატონო რას ამბობო?
ტყვილიაო, სიზმარს ლაპარაკობო. თუ ახალციხელებს მაგისთანა საქმე ექნათო მე
ვერ შევიტყობდიო? მაშინ ამოიღო პატრი ჯერონიმემა ფრა ფორთუნათოს წიგნი, და
წაუკითხა. მამასახლისი გაშტერდა. დიაღ ეწყინა, და პატრს უთხრა ბატონო, შენ
მიბძანდიო, და მე ახლა ბაზარში წავალო, და შეგატყობინამო. ადგა მამასახლისი
პეტრე, და ბაზარში ჩავიდა, და ხუთი ათი მუხთაბარი კაცი დაუძახა და ბაზასტაბში
შეყარა, და ლაპარაკი დაუწყო, და უთხრა ეს რა საქმე არის თქვენი ნაქნარი საქმეა,
რომ გიქნიათო, უდელი ტერ-პოღოსა გაგიგზავნიათო სტამბოლსა, პატრებსა
შვიდასი მარჩილი მართებსო, გითხოვიათო, ამათ უთხრეს. მართალიაო. მემრე
მამასახლის პეტრემ ლაპარაკი დაუწყო და ებრძოლა, და ვინც პატრების საყდრის
მრევლი იყვნენ ზემოხსენებული სახელდობრივ ვაჟები მოვიდნენ ბასასტანმი;
იმათაც დაუწყეს ჩხუბი, პატრებს თეთრი რათ ვასესხეთო? სად ვასესხეთო? თქვენ
არ იყავითო რომა ქვემო საყდარში წმიდა ხარების წინაშე შეგვფიცეთ. ოღომც
თქვენ ჩვენთან გაერიეთო, უწინ პაარებს გამოვიხსნითო, მერმე ხუცებსაო. ჩვენ ის
თეთრი პატრების წყალობით მივეცითო. მასუკან მამასახალისმა პეტრემ უთხრა. მე
თქვენი მამასახლისი ვარო. რაც ამ ხუცების საქმეზედ რამე თეთრი წავიდა ესენები
სულ ვიციო. ამ პატრებისათვინ შვიდასი მარჩილი ვის მიეცითო? მაცოდინეთო. თუ
ფაშამ აიღო რათ არ ვიციო? ქეამ აიღო, ყადმა აიღო, იენიჩარ აღამ აიღო? ვის
მიეცითაო? რათ არ შემატყობინეთო? სულ ტყვილს ამბობთო. ადგნენ იქიდამ
მამასახლისმა პეტრემა თავისი სამთი ვინც იყვნენ, აიყვანეს პატრი ჯერონიმესთან,
დაბეჭდეს ყველამ ჩვენ პატრებისათვინა არაფერი გვისესხებიაო, და თუ რამე
დაუხარჯამსთო ჩვენს უფროსებსა პატრებისათვინა წყალობათ მიგვიციაო. ერთი
ფარა, ერთი თეთრი არ მისცეო. ტყვილი არის მაგის წიგნიო: ჩვენ წყალობათ
მიგვიციაო. მიდღეში ვალად არ მიგვიციაო. ეს წიგნი გააკეთეს, და გაგზავნეს
პატრებმა სტამბოლს. და ფრა ფორთუნათოს ეს წიგნი ჩაუვიდა, რომ გააღო, და
წაიკითხა, დიაღ გაიხარა, და ფიცხლავ ეპისკოპოსთან ჩავიდა, პატრების წიგნი
უჩვენა. ეპისკოპოსი გაშტერდა, დაუძახეს უდელს ტერ-პოღოსას. ეს წიგნი რა
არისო, ტერ-პოღოსი გაშრა, ხმა ვეღარ ამოიღო. ფრა ფორთუნათო გაჯავრდა.
დაიჭირა ტერ-პოდოსი, და რამტოლს ხანსაც შეინახა დაიჭირა რაც ესმევინა,
ეჭმევინა დიბიდუზ სულ წართვა ოდის ქირა ბილა წართვა; მასუკან მამასახლისმა
პეტრემ უთხრა თავის ქეთხუთებსა, წვერ თათრებსა. ტერ-პოღოს ასე დაემართა
სტამბოლსაო: ეს რა ქენითო. იმის გაგზვნასაო ერთი შეგეტყობინებინა ჩემთვინ
შენი ფიქრი და მე რას გეტყოდი თქვენაო ამ პატრებსა ხემწიფის ფირმანი
მოუვიდათ. მახსუსია თათარი მოვიდა ამათთვინა ფირვანზე ფარა არ
დაგიხარჯიათო. თათრისათვინა ფარა არ მიგიციათო. სხვაგან ხარჯი არავისთვინა
არ მიგიციათო პატრების გამოისათო. პატრები რომ ესაბჩი ჩამოვიდნენ თქვენ რას
ეტყოდითო, ნახე რომ გამტყუნდებოდითო”.
თუმცა მამასახლისი უარს ჰყოფს ახალციხელებისგან პატრებისათვის ფულის
დახარჯვას, მაგრამ კი ნამდვილად დაუხარჯავთ. ეს მტკიცდება კაფუცინების რომში
გაგზავნილი სიით, რომელშიც მოხსენებულია. ყველა ხარჯი ტყვეობის გამო
გაწეული. იმ სიაში მოხსენებულია: „დახარჯული ფული ქართველი
ქრისტიანებისაგან ჩვენს დასახსნელად პიასტრი (მარჩილი) 889”.
აქ უნდა შევნიშნოთ, რომ პატრების მრევლში შემძლე პირები ბლომად
ყოფილან, ვინაიდგან უამათოდ სხვა ეკკლესიების მრევლთ ვერაფერი
გაურიგებიათ და ფიცის მიცემით შეუერთებიათ თავიანთან.
კაფუცინები იმ დროს რომს ჰგზავნიან სიას ყველა იმ ზარალისას, რომელიც
მიეცათ ტყვეობის მიზეზით. დაკარგული ნივთები და დანახარჯი ერთიანად არის
4373 პიასტრისა. არც ახალციხელები დარჩენილან უზარალოდ, იმათაც ბევრი
ფული დაუხარჯავსთ, ისე რომ დედაკაცები იძულებული გამხდარან თვალ-
მარგალიტი გაეყიდნათ, რადგან მღვდლების დახსნისათვის 12 ქისაზე მეტი ფული
მიუციათ თათრებისათვის, რის გამო დიდ სიღარიბეში ჩავარდნილან.
ამ დევნულობაში მღვდლებმა და ერმა დიდი და წარმოუდგენელი შეწუხება
გამოიარეს, მაგრამ მაინც ბოლო არ მოეღო მათ უბედურებას. რადგან ამისთანა
უსამართლო მოქმედებაზე სომხების პატრიარქი ხელს არ იღებდა, მუდამ
შემთხვევას ეძებდა, რათა კვალად განეახლებინა ესეთი ბარბაროსული
დევნულება. მისი სიბოროტის ამბავი მიუტანა ფირმანის მომტანმა თათარმა
ეპისკოპოსსა, რომელმაც, 15 ნოემბერს 1770, აცნობა რომს ესე: „დასასრულ
მობრუნდა იენიჩერი, ახალციხეს გაგზავნილი პატრი კაფუცინების დასახსნელად და
მოიტანა მათი ამბავი და წერილები. პატრები დაბრუნდენ თავიანთ ეკკლესიასა და
სახლში. დიდ ძალი ფული დაუხარჯავსთ, რადგან ფაშას და მის აფიცრებს
გამოურთმევიათ 823 პიასტრი; ამას გარდა კიდევ დაუხარჯავსთ სატყვეოში,
ფირმანის შოვნასა და გაგზავნაში. მთელი ხარჯი 2,000 პიასტრზე მეტია, რაისგამო
საბრალო კაფუცინები მთხოვენ ყველაფერი ვაუწყო თქვენს უმაღლესობას, რათა
აღმოუჩინოთ საჭირო შემწეობა ამ დიდი ვალის გადასახდელად. იძულებულნი
გამხდარან ვალი აეღოთ თავიანთ თავის გამოსახსნელად და ეკკლესიისა და
კათოლიკების ქონების დასაბრუნებლად".
გარდა ამისა უფროსი პატრი მწერს, რომ ეკკლესია და სახლი ძრიელ
დაზიანებული და ბევრს ადგილს ჩანგრეული დახვედრიათ. მათს ოთახებში თურმე
შენახული ყოფილა მთავრობის ფქვილი. მაგრამ უფრო სამწუხარო ეს არის, რომ
ბევრი რამ აღარ იპოვება. სახელდობრ ეკკლესიის ვერცხლეულობა, რომელიც ათ
ოყამდე ყოფილა, ეს ვერხცლეული წინანდელ ფაშას თან წაუღია, თუმცა ფირმანი
ავალებს და უბრძანებს, რომ პატრებს ყველა დაუბრუნდესთო.
„ეგრეთვე სომხების პატრიარქის ვიკარია ისევ ახალციხეშია და ცდილობს
გამოაკეთოს ის, რაც ხელიდგან გამოეცალა. ამიტომ ფაშისათვის შეუძლევია 25
ქისა პიასტრი, რათა დაუბრუნოს ეკკლესიები, განდევნოს ლათინის პატრები და
დაავალოს მათ, რომ დაბრუნდენ თავიანთ ქვეყნებში. ხარბს ფაშას რა დაუნახავს
ისეთი კაი ლუკმა, დაებარებია პატრები და უბძანებია მათთვის კოსტანტინეპოლს
წასვლა, რადგან ფირმანის ბრძანება ასეაო. პატრსაც არ შეშინებია და უპასუხებია,
ვიცი ფირმანის შინაარსი. რადგან მისი თარგმანი მაქვსო, თქვენი ნათქვამი
სიმართლე არ არისო. ფირმანი კოსტანტინეპოლში წასვლას არ გვიბრძანებს,
არამედ თქვენ გავალებსთ ყოველგვარი შემწეობა აღმოგვიჩინოთ, ჩაგვაბაროთ
ჩვენი ეკკლესია, სახლი და ქონება, და არავინ გაგვიბედოს შეწუხებაო. ფაშამ რა
ნახა, პატრმა უკვე იცოდა ფირმანის შინაარსი, გაჩუმდა და გაისტუმრა სახლში.
„პატრებს მაინც კი ეშინისთ, პატრიარქმა, ჩვეულებისამებრ, ბევრის ფულით
არ მოიყიდოს ფაშა, პატრებს რაიმე ბოროტი არ შესწამოს და არ გადევნოს
იქიდგან. ამიტომ მთხოვენ, ყველაფერი ვაუწყო ბატონ საფრანგეთის ელჩს, რათა
ფაშას ხელახლა ფიცხლად უბრძანოს, რომ პატრების წინააღმდეგ არაფერი
იმოქმედოს, ეს ყველა მოვახსენე ელჩსა, მაგრამ ბევრისა და უსაჭიროესის
საქმეების გამო, ბევრს ვერაფერს დამპირდა, ხოლო მითხრა, ვეცდები, იქმნება
როგორმე დაგიბრუნოსთ ვერცხლეულობა, თუ შესაძლებელი იქმნებაო.
„ახლა პატრებმა დაიწყეს სამსახურის აღსრულება თავიანთ ეკკლესიაში,
მაგრამ დიდად ფრთხილობენ, ეკკლესიის მარტო პატარა კარს აღებენ, რათა
ბევრი ხალხი არ მოვიდეს. და ამითი მწვალებლებმა წუხილი არ დაიწყონ, იმდენი
კათოლიკების ეკკლესიები როგორ დავკარგეთო. ეგრეთვე ქართველი
კათოლიკებიც ასრულებენ მღვდელ-მოქმედებას თავიანთ ეკკლესიებში.
„ეჩმიაწინის პატრიარქმა პატრებს მოსწერა ერთი წერილიც, რომელსაც
ამასთან ვგზავნი, და რომელშიც პატრებს უწოდებს ქურდ-ავაზაკებათ, სხვისი ერის
გამტაცველად და სხვა".
პატრიარქის წერილის დანარჩენ ნაწილში წყევლაა და გინებაა ლათინების
წინააღმდეგ.
პატრები თოთხმეტი თვის ტყვეობის შემდგომ დაბრუნდენ ახალციხეს. გარნა
ახალციხის დანარჩენ მღვდლებს, რომლებიც პატრიარქის ხელში იყვნენ,
თავისუფლება ისე მალე არ ღირსებიათ. თურმე პატრების ჯავრსაც იმათზე
ყრილობდა, ხშირად აცემინებდა და ბევრნაირად სტანჯავდა. ახალციხელებმა
თუმცა ბევრი ფული დახარჯეს, მაგრამ კი ვერ განათავისუფლეს ის მღვდლები,
ამისგამო ახალციხელებს ზემო დასახელებული უდელი მღვდელი პავლე
გაუგზავნიათ კოსტანტინეპოლ ეპისკოპოსთან, რათა ეზრუნა მათი გამოხსნისათვის.
იმასაც იქაური ქართველების რჩევით გადაუწყვეტია, ცდილიყო სასახლეში მყოფი
ევროპელი მკურნალების საშუალებით მოეპოვებინა იმნაირივე ბრძანება როგორიც
კაფუცინების შესახებ გამოართვეს სულთანს. მაგრამ იმ საშუალებამაც, ისე ჰგავს,
ვერ გასჭრა. ამ ნაირად ახალციხის მღვდლები დარჩნენ ტყვეობასა და ტანჯვაში
სამის წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში სომხის პატრიარქი ხშირად
სწერდა ახალციხის დანარჩენ მღვდლებს, რათა კათოლიკე სარწმუნოება უარ
ეყოთ; ზოგჯერ ეჩმიაწინში იბარებდა. ერთხელაც პავლე ეპისკოპოსის სახელით
სიცრუით სავსე წიგნი მისწერა და მიიწვია კათოლიკე სარწმუნოების უარის
საყოფლად. ახალციხის მღვდლები მის წერილებს სრულებით ყურადღებას არ
აქცევდენ. ხოლო ახალციხეში მყოფი ზემოდ ხსენებული კირაკოსა მღვდელი
თავისი ნებით წასულა ეჩმიაწინს, უარი უყვია კათოლიკე სარწმუნოება და იქვე
დარჩენილა.
ერთ წერილში ვნახეთ, რომ ტყვედ დაჭერილ ახალციხის მღვდლებს,
თავიდგან ასაცილებლად დიდის სატანჯველისა, რომელშიაც მათ აგდებდა სომხის
პატრიარქი, ვითომც კათოლიკე სარწმუნოება უარ ეყოსთ; გარნა სარწმუნოდ არ
მიგვაჩნია, რადგან იმის თაობაზე არაფერია მოხსენებული პროპაგანდას
წერილებში. მართალი რომ ყოფილიყო, მაშინ უეჭველად მიწერ-მოწერა
გაიმართებოდა პროპაგანდას და ეპისკოპოსის შუა. ხოლო პავლე ეპისკოპოსის
მიერ სარწმუნოების თაობაზე ნამდვილად გავრცელდა ხმა, რაისგამო პროპაგანდა
ძრიელ შესწუხდა, მაგრამ ეს ამბავი ბოლოს ცრუ გამოდგა. ამიტომ, 14 აგვისტოს
1770, პროპაგანდა კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსს დიდ კმაყოფილებას უცხადებს,
რომ ეს ხმა არ გამართლდაო.
ახალციხის მღვდლების ტყვეობიდგან დაბრუნების დრო ზედ მიწევნით არ
ვიცით. არც ვიცით ყოველი ის გარემოება, რომელიც მათ დაბრუნებას შეეხება. ის
კი ცხადია, რომ სომხის პატრიარქი მათ შემდეგშიაც მტრობდა და მოსვენებას არ
აძლევდა, მეტადრე პავლე ეპისკოპოსს, რადგან ყოვლად ერთგული მუშაკი იყო
კათოლიკე სარწმუნოებისა. ეს გარემოება რა უცნობებიათ კოსტანტინეპოლის
ეპისკოპოსისათვის, დაუბარებია თავისთან პავლე ეპისკოპოსი და ავთანდილიანთ
სტეფანე მღვდელი. პროპაგანდაც ეპისკოპოსს თავის სრულ თანახმობას უცხადებს,
1 ივლისს 1772 წ. მღვდლების დაბრუნების შესახებ. ორნივე ჩავიდენ
კოსტანტინეპოლს, საიდგანაც მალე წავიდენ რომს. იქ პროპაგანდის
თხოვნისამებრ, პავლე ეპისკოპოსმა აღწერა მშვენიერად საქართველოს იმ დროის
გარემოება, რომელსაც ცალკე გამოვცემთ. თავის ამხანაგითვე დარჩა რომში და
მიანდეს მას სომხის ტიბიკონის მოსწავლე მღვდლების კურთხევა, თანახმად პატრი
კაპუროს წინადადებისა, როგოთაც ზემოდ ვნახეთ. პავლე ეპისკოპოსი რომშივე
გარდაიცვალა 2 ნოემბერს, 1784 წ. მის მაგიერად დანიშნეს მისივე ამხანაგი,
სტეფანე ავთანდილიანთი და მისცეს ტფილისის არქიეპისკოპოსობის ტიტული.
როდესაც ის ორი მღვდელი გაისტუმრეს ახალციხიდგან, თუ მღვდლებმა და
თუ ერმა მათ მიანდეს, რომ ცდილიყვნენ და რომის საშუალებით ოსმალეთის
მთავრობისგან მოეპოვებინათ საჭირო ბრძანება, მწვალებელ სომხებს აღარ
ედევნათ. გარნა, ისე ჰგავს, დიდი ვერაფერი გაარიგეს ამ საქმისა, რადგან
ახალციხეს შემდეგშიაც ვხედავთ ისევ იმ შიშსა და შეწუხებაში, როგორშიაც წინეთ
იყო. ამიტომ ახალციხის მღვდლები ამ საქმისათვის ხშირად სწერდენ
კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსსა და პროპაგანდას. ამნაირი წერილის ნიმუშად
მოვიყვანთ შემდეგ წერილს, რომელიც ახალციხის მღვდლებმა მისწერეს
პროპაგანდას:
„ქ: ჩვენ სამი წლის მწარე ტყვეობიდან გამოხსნილნი რომ მოვედით ჩვენს
შეწუხებულს და დაგლახაკებულს ქალაქშია. რადგან დიდის მუქარით მოგვდევდა
თანა ის უღ ̃თო ეშმაკებრივი ამპარტავნებით აღზავებული ჩვენი წ ̃ა სარწმუნოების
მტერი, რომ ჩემის ცოცხალის თავით არც თქვენგან და არც თქვენის ქალაქისგან
ჴელის ამღები არა ვარო. ან უნდა მე გავფუჭდე ამ ჩემის მონასტრითა და ან თქვენ
და თქვენს ქალაქს გავაფუჭებო. ჩვენც ამისგან შეშინებული მოსვლის წამსავე
შევევედრეთ ერთის წიგნითა ცხონებულს იოსებ ეპისკოპოსსა რამე მოგვიხერხოს
რაც შეუძლია ჩვენცა და ჩვენს გაოხრებულ ქალაქსაც, და იმ კეთილს მწყემს
მაშინვე დიდის სიყვარულითა წიგნი ებოძებინა, და ოთხნივე დავებარებინეთ, აქ
ჩამოდითო და მე ვიზრუნებ თქვენთვისაო. და ჩვენი ქალაქისათვინაც მრავალი სხვა
ჭკვიანი ფრანგისა და სომხის გვარის ბატონებთა ეს ეფიქრა რამე ერთი დახსნის
ფარვანი აგვართვას სამუდამოთა ახალციხის ქალაქსა და მისი სოფლებისა
საერთოდ, რომ არასოდეს აღარა ეზიანოსთ რა მწვალებლებისაგან; და ამ
ფარვანისათვის ეჭირებოდა კარგა თეთრი, და რადგან ქალაქში ორმოცი ქესა
ჯარიმა გაწეულ იყო, საყდრები თუ ერი სრულ გაცარცული იყო, და აღარ შეეძლოთ
რამე ამ ფარვანის თეთრის ილაჯი ექნათ; ქალაქმან სხვა ვერა იფიქრა რა კეთილი
ამის მეტი, რომე ოთხნივე ვერ გამოგვიმეტეს სტამბოლს გამოსაგზავნათ.
პირველად ამისთვის რომე დიდათ ეშინოდათ რომე არ დაებეზღებინათ
ფაშისათვის, და ჯაშუშათ და მოღალატეთ არ დაეთვალათ, მეორედ ამისთვის რომე
ჩვენი სამი წლის ტყვეობაშია ქალაქისა თუ სოფლების სულიერი ყოფნა სატირელი
გამხდარიყო. და ბატონი პოღოს ეპისკოპოსი გამოგზავნეს ერთი ჩვენი ოთხისაგანი
ტერ-სტეფან ავთანდილიანთი, და ამათთვინაც ფაშასაგან წიგნი აიღეს, რომე
წყალობის დასაკრეფად მიდიან თავიანთი დაჭირებისათვის თვარემ სხვა რიგად
ვერ წამოვიდოდენ. და მე პოღოს ეპისკოპოსმან თავის მაგიერ მე ჩამაბარა ეს
ქალაქი თავის სოფლებითა, რადგან იოსები ეპისკოპოსის ვიკარი იყო, რომე
მენაღვლა ამათი სულებისათვის, როგორც მერმე სტამბოლიდამე ახალი
სამოციქულო ვიქარი ბატონი ივანე ბავესტრლისაგან ახალი ბრძანება მომიწერინა,
რომე ამ ფერადვე აქაურებისათვის მომევლო. და მეოთხე მღვდელი ჩვენი ჭირის
ამხანაგი, რომ ცოლშვილის პატრონი იყო, და გაწეული ჭირისაგან და
ავათმყოფობისა დალეული, იქვე დარჩა და შარშანვე ქრისტიშობის 23 სული
ღმერთს მიაბარა.
„აწე ქალაქის ეხტიბარებმან და ღვდლებმან ერთი სახვეწურის წიგნი მიართვეს
იოსებ ეპისკოპოსსა, რომე ჩვენ შეძლება აღარა გვაქვს მაგ ფარვანის თეთრისაო,
მარტო რვა ასი ყურეში გვაქვს ასაღები პატრი კაფუცინებზედა, რომე ფრა
ფორთუნათო სახელით რომე კაფუცინე ვექილია მანდა ის გაარიგებინე და რაც
აკლია წმიდა კრებას შეგვახვეწე, სხვა ილაჯი არა გვაქვს.
„ჩავიდა ეს ბატონი ეპისკოპოსი სტამბოლსა, და იოსეფ ეპისკოპოსი,
მიცვალებული დახვდა: აგერ წელიწად ნახევარზედ მეტია, ქალაქის მღვდლებმა და
ერსა თვალი მაგისკენ დაგვრჩენია: თუგინდ სამჯერ მოეწერა, რომე გარიგებული
ჰქონია საქმე, მაგრამ რადგან თეთრი არა ჰქონია დარჩომილა. და ახლა მოუწერია
რომე, თქვენის წმიდა ბრძანებითა წამოსულა რომისკენ, და ჩვენ ვყრილვართ ამ
ფერს უბედურობის შიშია.
„და უფრო საშინელიც ეს გავიგონეთ რომე ის ჴორციელი ეშმაკი კაცი სახელი
მიღდისი უნან რომე ჰყავს იმ ჩვენი სჯულის მტერს პატარიარქსა, რომლის
ხელითაც მოატანინა და წაგვასხა დაბორკილებულნი, კიდევ გამოუგზავნია
სტამბოლსა ჩვენთვის და ჩვენი ქალაქისათვის სამტეროთა, და თუ აქამდე
გვეჭირებოდა შველა, ახლა ერთი ათასათ გვჭირდება.
„მთელი ქალაქის ღვდლების და ერის პირითა ვეხვეწებით თქვენს სიწმიდესა
რომე რადგან სულების ცხონებისათვის ბძანდება ეგ წმიდა კრება, ეს ქალაქი
თავისი სოფლებითა, ამდენი სულების სიმრავლე დაიხსნას სამუდამოდ ამფერის
წაწყმენდისაგან ერთი იმ ფერის ფარვანის გარიგებითა, რომე ცხოვნებულს
ეპისკოპოზს და სხვა ჭკვიანებს დაურიგებიათ, თვარემ ის უღვთო კაცი ასეთის
ამპარტავნებით არის აღძრული რომე თვითონაც თუ გინდ მოკვდეს, მის უკან ერთი
უარესი არის, იციან ყოველთავე, უეჭოდ გაუოხრებელი ვერ მორჩება ეს საწყალი
ქრისტიანობა, მერმე ამ ფერს არეულობის დროშია, რომე თავიანთი მტრობის
სიტყვები ამ არეულობის მიზეზით ადვილად გაუდისთ.
„მაშ რადგან თქვენი სიწმიდის წადილი ეს არის რომე ეს ქალაქი თავისი
სოფლებითა გაოხრებული არ დარჩეს ამ ჩვენი სულიერი მტრებისაგან, ვეხვეწებით
დიდათა, რომე ნუღარ დააგვიანებთ და ახლავ ერთი ამფერი ფარვანითა ეგ ბატონი
ეპისკოპოზი მოგვე ღვდლითა საშურათ გამოგვიგზავნეთ, რომე დიაღ ეჭირვებათ ამ
ქვეყანას, და რადგან დიაღ შიშში ვართ ყოველგზითა, ამისათვის ყოველი ვისმეს
ბეჭდები არ მოვინდომე რომ ყოფილიყო. ეს არის ჩვენი სახვეწური. და ახლა ნება
თქვენი სიწმინდისა არის. ივლიტას, მარტის 6. წ. 1774:"
ამ წერილის ბოლოში შემდეგი აწერია:
„ქ: ეს მესამე ჯერობაა. რომ ვეჩვენები თქვენს სიწმინდესა ჩემის დასაბეზრავის
მოთხრობითა და არც ვიცი, ან თუ ერთი მაინც მოგწდენოდესთ აქნობამდე.
უფალმან წყალობა მიყოს ეს მოგერთვას სხვებიანათა აქ შეკეცილთა,
რომელთაგანა ადვილად იგულისხმებთ. სხვა დანარჩენი დარდი ყოველივე
აქაურობისა. ასეთი უბედური დროებაში ვართ ამას ჟამსა, რომელ, უარესი არც
ვისმე უნახამს და არცა გაუგონია. თემი დაქცეული, მუდამ უარესად ოხრდება,
უილაჯო უძლურ შექმნილი მძიმე უღლის გაწევითა".
ამის მიმწერი არის მღვდელი ივანე ჯიგანანთი. მკითხველთ მივანდობთ, რომ
თვითონ დასდვან თავიანთი მსჯავრი სომხის პატრიარქის ესეთ უღმერთოებას და
მის მიერ ახალციხის მოოხრებას. მხოლოდ ამას ვიტყით, რომ ახალციხეში
კათოლიკე სარწმუნოებას ძრიელ ღრმად ჰქონია ფესვი გადგმული, რადგან,
შემდგომ ეგოდენის მტარვალობისა, კიდევ დარჩენილა ხალხში ეს სარწმუნოება.
სხვათა შორის ესეც ერთ საბუთად მიგვაჩნია ახალციხეში კათოლიკების სიძველისა,
რადგან ახალ მიღებული რომ ჰქონოდათ სარწმუნოება, მაშინ ადვილად
დაანებებდენ თავს ისეთ სარწმუნოებას, რომელიც მუდამ ჟამს მათი მწუხარების
მიზეზი ხდებოდა. სჩანს, დიდის ხნითვე შესისხლხორცებული ჰქონიათ იგი, რომ ასე
უცბად არ უარუყვიათ.
ზემოთ უკვე მოვიხსენიეთ, რომ კაფუცინებსაც, ახალციხის მღვდლებისავით,
მუდამ ეშინოდათ სომხების მტრობისა. თუმცა სომხების პატრიარქმა ისეთი უწყალო
დევნულების განახლება ვეღარ გაბედა, მაგრამ სხვაფრივ კი არ მოაკლო მტრობა
და საკმაოდაც ავნო. ერთი მისი ესეთი მტრული მოქმედება ის არის, რომ
ბარდოზში ტყვედ ყოფილი უფროსი პატრი მოაწამვლინა. ამ ამბავს გადმოგვცემს იმ
დროშივე აღწერილი მოკლე მოთხრობა, დაწერილი ქართულად და
კაფუცინებისაგან იტალიანურად ნათარგმნი.
„პატრი ალიოზის სიკვდილზე რაც მოხდა.
„ქ: იმ თარეხში ფაშათ სუმბატი შვილი იჯდა. ქეათ სუმბატას შვილის სიძე
აწყვრის აღის შვილი ალი ბეგი იყო. ეს პატრი ალიოზი პოების მარტიროზ
ვართაპეტთან ყოფილიყო. იქიდამ მამასახლისის პეტრეს სახლში ამოევლო, და
ეთქვა: მალე ცოტა მაწონი მომიშოვნეთო. ხოჯოანთ ბატონჯანას სახლში მარტიროზ
ვართაპეტთან ვიყავიო. იქ ერთი ფინჯანი რახი მასუესო. მუცელში ცეცხლი
მეკიდებაო. მერმე იქ ცოტა მაწონი ეშოვნათ. ერთი ორი კოვზი მაწონი ეჭამა.
წასულიყო და დაწოლილიყო, იმ ღამეს მომკვდარიყო. დილაზე ღამიანათ ზემო
საყდრის ჟამგოჩი ჩამოეგზავნათ ღამიან მამასახლის პეტრესთან. ამას ეძინა.
ჟამგოჩმა გააღვიძა, ზემო საყდრის გვერდზე, ქეთხუთები გეძახიანო მალე აქ
მოდიო. მამასახლისმა პეტრემ უთხრა ჟამგოჩსა. ამ დროს რა უნდათ? რა ამბავია?
ჟამგოჩმა უთხრა, მე რა ვიციო? საყდრის კუთხეში ზიანო და იქ გეძახიან
საჩქაროთაო. მე არავიცირაო. ადგა მამასახლის ტანი ჩაიცვა, და ჟამგოჩის წაჰყვა
ზემო საყდართანა. იქ რომ ავიდა, ნახა და უთხრა: ამ დროს რათ მიძახითო? რა
ამბავი არისო? იქ იყვნენ პატარა სიმონაი, კრუხიჭამიათ ბატონჯანაი, ხანუმათ
პეტროსაი, ქურქჩიანთ ყაზარაი. ამათ უთხრეს. რა გაყვირებსო. აქ მოდი და
შეიტყოფ რაც ამბავი არისო. პატრი ალიოზი მომკვდარაო: ვართაპეტს
მოუწამლიაო. მალე ახლავე წადიო, და ფაშას შეატყობინეო: მერმე მამასახლისმა
პეტრემ უთხრა: ამ დროს სად წავიდეო? ფაშას ყველას ძინამსო. ამათ უთხრეს; თუ
არ წახვალ არ იქნებაო. მერმე მამასახლისმა უთხრა. რაფერ იქნება უბრალოთ
ვეზირთან მისვლა. აქ გზაზედ ლაპარაკი არ იქნებაო. ერთი სახლი იშოვნეთო. სულ
ყველანი იქ შევიდეთო. ვარჩიოთ, სიტყვა შევკრათ, და რასაც თქვენ დამაბარებთო
მეც მივალო და ფაშას იმას ვეტყვიო. ადგნენ იქიდამ. პატარა სიმონას სახლში
ჩამოვიდნენ. იქ არჩიეს. ეს ბრალი ვართაპეტს დავდვათო, ჰამ ფაშა დიდს ჯარიმას
გამოართვამსო, ჰამ ქვეყინაზე სახელი გაუტყდებაო, ჰამ იმის მტრობა
გამართლდებაო. მამასახლის პეტრეს უთხრეს. შენ წადი; ახლავ ფაშა ნახეო, და
კაი ნაირად მოახსენე; და უთხარიო. ბატონო მარტიროზ ვართაპეტმა ჩვენი ექიმი
პატრი მოწამლაო, და მოკვდაო. მერმე წავიდა მამასახლისი პეტრე ფაშასთან. ნახა
რომ ფაშას ჰარამში ეძინა, იკითხა; რომელ ოდაში ძინამს ფაშასაო? მუახლებმა
უთხრეს: მაბეინ ოდაში ძინამსო, წავიდა მამასახლისმა, და მოუარა დივან ხანაში,
რომ პატარა ჰარამის კარია, ის დაარახუნა, და ფაშა აყენა ლოგინიდგან ნიფხავ-
პერანგითა ფაშა კართან მოვიდა: ვინახარო: მერმე მამასახლისმა უთხრა მე ვარ
ბატონო, ერთი კარი გააღეო: თქვენთან ერთი საიდუმლოანი სიტყვა მაქვსო. ფაშამ
ფიცხლავ კარი გააღო. მამასახლისი შევიდა კარი მიუგდო, და უთხრა, ბატონო,
ერთი დიდი ამბავი მოხვდაო. პოების ვართაპეტსაო ექიმი პატრი მოუწამლიაო და
მოკუდაო. და შენ იცი რასაც იმას უზამო, ამ საქმეზე, ბევრი თეთრი შემოგივაო.
მერე ფაშამ უთხრა მამასახლისსა: შევიტყეო: შენ წადიო: ახლა მე ვიციო. მასუკან
მამასახლისი წამოვიდა. ფაშა რომ ადგა დილაზე, გამოცხადა ფიცხლავ მუბაშირი
გამოგზავნა: წადიო, ქეთხუთები, და მამასახლისი მომგვარეო. მუბაშირი მოვიდა.
ქეთხუთები, და მამასახლისი იყვანა: მალე ფაშა გიძახისო. იმათ უთხრეს
მუბაშირსა, რა უნდაო: მუბაშირმა უთხრა: მე რავიციო. წავიდნენ ფაშასთან
ქეთხუთები, და მამასახლისი. ფაშამ უთხრა: ექიმი პატრი მოკვდაო: იმათ უთხრეს:
მოკვდა ბატონო: ვინ მოკლაო ფაშამ უთხრა: იმათ უთხრეს პოების ვართაპეტს
აბრალებენო. იქ რახი უსვამსო ამოსულა, დაწოლილა, და მოკვდაო: ფიცხლავ
ფაშამ ყადი იენიჩარაღა თავისი კაცი გამოგვატანა, მოვედით პატრის ოდაში, და
კბილები გაუშინჯეს. შავი ქონდა. ბაგები ლურჯი ქონდა. თათრებმა თქვეს რაღა
მოწამე გვინდაო. იმისი ნიშანი ის არისო. კბილები გაუშავდებაო. ბაგები
გაუშავდებაო. ყველამ დაამტკიცეს მოწამლული არისო. მასუკან კიდევ შევიდნენ
ფაშასთან, და როგორც ნახეს, ისე მოახსენეს. მასუკან ვართაპეტი მოაყვანინა:
ფაშამ უთხრა: ამ პატრის სიკვდილს შენ გაბრალებენო: იმან დიდი ფიცითა
შეიფიცა: მე მაგ საქმის მქნელი არა ვარო. შარს მიგდებენო. ჩემი მტერი არიანო.
მაინც ამ სიტყვებით ვართაპეტი ვერ მორჩა. ქეის ყავის ოჯახში ტყვეთ ჩააგდეს
ვართაპეტი. იქ ბევრი ქრთამი დახარჯა ვართაპეტმა: და მოწამე ითხოვეს ჩვენგანა.
ჩვენ მოწამე ვერ ვიშოვნეთ. დაგვიჭირა ფაშამა: ხუთასი მარჩილი ახალციხელებს
წაართვა ხუთასი პოების ვართაპეტსა. ამ საქმეში არც პატრები რეულან: არც
პატრების დიაკვნები რეულან. როგორც სწერია ისე მოხდა".
ამის იტალიანურის თარგმანში, რომელიც აქ არ მოგვყავს, ბოლოზე სწერია:
„ეს ფიცის ქვეშ დასწერა მამასახლისმა თავის ხელით". ეს მამასახლისი იგივე ზემო
ხსენებული პეტრე ხიზანაშვილია. ამ წერილზე რიცხვი არა სწერია. უნდა
მომხდარიყო პატრების ტყვეობიდგან დაბრუნების რავდენისამე თვეს შემდგომ, ესე
იგი 1771 წ. რადგან ტყვედ ნამყოფი პატრი უფროსი იყო; იმავე წელს მის ალაგს
უფროსად დაინიშნა პატრი დომინიკე ტრიესტელი.
ახალციხის კათოლიკებსა და მღვდლებს, სომხების გარდა, ხშირად მტრობდენ
ეგრეთვე თათრები და ლეკები. რასაც პირველი მტრები აკლებდენ, უკანასკნელები
უთავებდენ. ასეთი მდგომარეობის შესახებ მოვიყვანთ ამ წერილს:
„თქვენო უმაღლესობავ, მივიღე თქვენი უპატიოსნესი წერილი 18 იანვრისა
1772. უკეთუ ჩემს გარემოებას იკითხავთ, ჩემი რომიდგან წამოსვლის შემდგომ
ცხრა წელიწადი დავრჩი ერთსა და ამავე სოფელ ხიზაბავრაში. შემდგომ მოვიდენ
მტრები და წამართვეს რაც კი გამაჩნდა. სოფლელებიც აღარ მაძლევდენ პატარა
გადასახადს, რასაც შემომპირდენ. დავბრუნდი ახალციხეს მთლად გაცარცული და
მიველი ბატონ ივანე მღვდელთან, რომელიც იმ დროს პავლე ეპისკოპოსს
ასლანიშვილს დაეტოვებინა ვიკარად. იმას ვუთხარი: იმ სოფლის შევლა მე აღარ
შემიძლია, სხვა მღვდელი მონახეთ მეთქი. უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ხშირად
მე იქ გაუნდობელი ვრჩებოდი მთელის წლის განმავლობაში, რადგან არ შემეძლო
ახალციხეში მოსვლა მტრების შიშით. იმან მიპასუხა, ძრიელ კარგიო, დარჩით ცოტა
ამ ქალაქშიო და შემდგომ მოდით ჩემს ამხანაგად სოფელ ივლიტაშიო. მეც
ვუთხარი ამ მოკლე ხანმი წავალ, მოვივლი სოფლებს, ხალხს ვასწავლი
საქრისტიანოს მოძღვრებას და მის განმარტებას მეთქი. იმან მიპასუხა, ძრიელ
კარგი იქმნებაო. წავედი ერთ სოფელში და დავრჩი 20 დღეს, შემდგომ იქიდგან
წავედი ლეკების ფაშის სოფელში აბასტუმანს. რავდენისამე ხნის შემდგომ ლეკების
ფაშამ ერთი წიგნი მომწერა ესრედ: მაგ სოფლიდგან სხვაგან არსად წახვიდეთ, თუ
გამოსულხართ მაგ სოფლიდგან, ვეტყვი ლეკებს, რომ, სადაც გნახონ ტყვია
გესროლონო. ესრედ დავკარგე თავისუფლება. ახლა ვარ ამ სოფელში , 13 ღარიბი
მოსახლე კათოლიკეა, რომლებსაც შეძლება არა აქვსთ შემინახონ. კიდევ ბევრი
ჩემი საწუხარი მაქვს მოსახსენებელი თქვენი გულმოწყალე უმაღლესობისათვის,
მაგრამ ვეღარ ვბედავ, რათა თავი არ მოგაბეზრო. ხოლო სიმდაბლით ვაუწყე
კოსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსს, სამოციქულო ვიკარიას, ივანე ბავესტრელსა,
რომელიც, უკეთუ ინებებთ, გადმოგცემსთ ყოველის ჩემის უბედურების ამბავს.
სიმდაბლით ვემთხვევი თქვენს ბისონს კალთასა და ვითხოვ თქვენს მამობრივსა და
სამოციქულო კურთხევას. თქვენი უმაღლესობის უმორჩილესი და უერთგულესი
შვილი და მონა, მღვდელი ფრანჩისკე შარაეთი, პროპაგანდის მოწაფე, ახალციხეს,
2 მაისისა 1774".
კარდინალმაც საჩქაროდ ეს წიგნი მოსწერა:
„ბატონ მღვდელს ფრანჩისკე შაროანთ, მასიონერს, ახალციხეს, 26 ნოემბერს
1774.
„მეტად სამწუხაროდ დამირჩა თქვენ მიერ მოწერილი ამბავი მანდაურ
კათოლიკების სამწუხარ მდგომარეობისა. უფროსი ერთად შემაწუხა იმან, რომ
ეჩმიაწინელი მწვალებილი პატრიარქი მანდაურ სამღვდელოებას გადამტერებია.
ინებოს უფალმა და ააცილოს მანდაურობას დევნულება, რომელმაც, შეიძლება,
მთლად მოსპოს მანდ სარწმუნოება. აწ გულს ნუ გაიტეხთ, მტკიცედ იყავით
სარწმუნოებაში და ეცადეთ, რომ თქვენის მაგალითით სხვები განამტკიცოთ და
გაამხნეოთ, რათა მოითმინონ ყველანაირი უბედურება და არ დაუტეონ
სარწმუნოება. ივანე მღვდლის საქმისა, ახლა რომ განაგებს მანდაურ მისიონსა,
ძრიელ კარგა გიქმნიათ თქვენ და თქვენს ამხანაგ მღვდლებს, რომ მიგიმართავსთ
საპატრიარქო ვიკარიასათვის; იმედი მაქვს, რომ ღირსეულმა ეპისკოპოსმა მოგცეთ
ყოველი შესაფერი განკარგულება, რასაც კი საჭიროდ რაცხავს. ესრედ, ეგ
მორწმუნები კარგად იქმნებიან მორთულნი და ერთი სახარების მუშაკი იქმნება
დაჩაგრული უსამართლოდ. აწ მოწყალე ღმერთსა ვთხოვ თქვენთვის სიმხნესა და
უხვ კურთხევასა”.
როგორც სჩანს, ამ წერილის გარდა, კიდევ სხვა წერილიც ყოფილა რომში
გაგზავნილი პატრიარქის მიერ დევნულების შესახებ.
ამ ნაირ გაჭირვებულ მდგომარეობაში დაბრუნდა რომიდგან ახლად ნაკურთხი
მღვდელი ახალციხელი მაქანდრიანთ გრიგოლი. მოსვლისთანავე, რომში მისწერა
კარდინალს იქაური ამბავი და თვისი მოგზაურობა. სამწუხაროდ ის წერილი ვერ
ვიპოვეთ. ხოლო გვაქვს მისი წერილის ეს პასუხი, რომელიც კარდინალმა მისწერა:
„ბატონ მაქანდრიანთ გიორგის, ქართველ მღვდელს, ახალციხეს, 2
სექტემბერს 1775.
„ამ წმიდა კრებას დიდად სასიამოვნოდ დაურჩა ის ამბავი, რომელიც
მოიწერეთ თქვენს სამშობლოში მშვიდობით მისვლაზე. მეტადრე ესიამოვნა ის
ამბავი, რომ თქვენ სიმრთელით კარგად ხართ და კიდევაც დაგიწყიათ ახალციხის
სამრევლო ეკკლესიაში წმიდა სამსახურების აღსრულება. თქვენს წერილში
გამოცხადებული საუკეთესო აზრები, გულმოდგინეობისა და სარწმუნოებისა
კვალად გვარწმუნებს მე და ბატონს კარდინალებს, რომ არა ვსცდებოდით. ამიტომ
დიდის სიამოვნებით გაძლევსთ 50 საქრისტიანო მოძღვრებას ქართულს ენაზე,
ამათ მოვაწოდებთ კოსტასტინეპოლში საპატრიარქო ვიკარია ეპისკოპოსს, რათა
პირველ შემთხვევაშივე გამოგიგზავნოს საქართველოში. მაშ განაგრძეთ ეგ თქვენი
სასარგებლო მოღვაწეობა თქვენის ტომის ერის სასარგებლოდ; ამნაირად
სასარგებლოდ გაამართლებთ იმ საუკეთესო იმედს რომელიც თქვენს შესახებ
გვაქვს. დარწმუნებული იყავით, რომ სიამოვნებით მოვისმენთ ყოველ ამბავს,
რომლის მოწერასაც გვპირდებით. ვსთხოვ თქვენთვის ღმერთსა ყოველ ნაირ
ბედნიერებას".
ჩვენთვის დიდად სასიქადულო უნდა იყოს პროპაგანდისაგან ქართველის
მღვდლის ესრე ქებით მოხსენება, რადგან პროპაგანდა ისე არავის აქებს, თუ მეტის
მეტი ღირსეული ვინმე არ არის. მართლადაც ის მღვდელი მეტად შესანიშნავი
ვინმე ყოფილა, რადგან პროპაგანდის მოწაფების სიაში მის შესახებ ამ სიტყვებს
ვხედავთ ჩაწერილს: „In omnibus insignis" (ყველაფერში წარჩინებული)”.
იმ დროებში (1776 წ.) მოსკოვიდგან მოსულან რომს ორი ახალციხელი
ქართველები. უფულობის გამო გაჭირვებაში ჩაცვივნულა ამიტომ პაპის პიო
მეექვსესათვის შემწეობის სათხოვხელად მიუმართავსთ ამ წერილით: „უნეტარესო
მამაო, დამხობილნი თქვენს წმიდა ფერხთა წინაშე ახალციხელი ქართველი ძმანი
პეტრე და იოსებ ამირანთ მარიბეგი, მელიქი ელიზბარბეგი, უმდაბლესად
მოახსენებენ, რომ უკანასკნწლი ომის გამო გამოიდევნენ მოსკოვიდან, სადაც 26
წელიწადი იცხოვრეს და დასტოვეს თავიანთი დედა და ერთი დაჲ; არც შეუძლიანთ
დაბრუნდნენ თავიანთ სამშობლოში, საიდანაც გაიქცნენ, რათა უარი არ ეყოთ
თავიანთი წმიდა სარწმუნოება, რომელსაც იცავენ და უნდათ მორწმუნებით
სიკვდილამდინ დაიცვან. ამისათვის მათ დაუტევეს თავიანთი სიმდიდრე და ქონება,
რომელიც, უხვად ჰქონდათ; ახლა არ იციან თუ როგორ იცხოვრონ, რადგან აღარც
ტანისამოსი და აღარც ნივთეულობა აქვსთ, რომ ან გაყიდონ და ან დააგირავონ;
უცნობნი რომის ქალაქში შიმშილით დიდ სიმწუხრეს სწევენ, იმ ზომამდე, რომ
ხშირად ერთი ლუკმა პურიც ენატრებათ; ამიტომ მომართავენ თქვენის სიწმიდის
მამობრივ გულმოწყალებას, რათა იესოს სიყვარულითვის ცოტა თვიური შემწეობა
მისცეთ მათ, რომ შეიძლონ ცხოვრება ვიდრე ამ ქალაქში არიან. ესენიც არ
დასცხრებიან და ევედრებიან ღმერთსა თქვენთვისა. აგრეთვე ამასთან აახლებენ
თქვენს სიწმიდესა საჭირო მოწმობას, და იმედი აქვსთ, რომ ნუგეშის-ცემულ
იქმნებიან".
წერილს თარიღი არა აწერია, ხოლო სჩანს რომ წარუდგენიათ დეკემბერს
1776 წ. ისე ჰგავს, რომ იმათი წარდგენილი მოწმობის ქაღალდები არ ყოფილან
საკმაო, რადგან პირველის სათხოვრით ვერაფერს გამხდარან. მერმე 15 ივლისს
1777 წ. ხელმეორედ მიუციათ თხოვნა, რომელიც ცოტა გინირჩევა პირველისაგან.
თხოვნაში ასახელებენ რომში ვალის აღებას, აგრეთვე სთხოვენ ფლორენციაში
წასასვლელად სამგზავრო ფულს, რადგან იქ რაცღა დიდად საჭირო საქმე
ჰქონიათ. იმათთვის ვერაფერს ვიტყვით, რადგან მათ შესახებ სხვა არაფერი
ცნობები გვაქვს; არც ვიცით, თუ რა შემწეობა აღმოუჩინეს.
მღვდელმა მაქანდრიანთ გრიგოლმა, პროპაგანდასგან რა მიიღო ზემოდ
მოყვანილი წერილი, მისწერა რომში კვალად ეს წიგნი:
„მათს უმაღლესობას, წმიდა კრების ბატონ კარდინლებს.
„ჩემს სამშობლოში მოსვლისათანვე თქვენგან 50 ცალი ქართველი
საქრისტიანო მოძღვრების გამოგზავნა მამტკიცებს თქვენის უმაღლესობის ჩემდამი
სიყვარულს. წიგნები ჯერ არ მიმიღია, მაგრამ, იმედი მაქვსს, მივიღო
კოსტანტინეპოლიდგან მოსასვლელ მეორე ქარავანით. დიდს მადლობას ვუძღვნით
თქვენს უმაღლესობას იმათის გამოგზავნისათვის; დარწმუნებული ბძანდებოდეთ,
რომ მათ გამოვიყენებ იმ ნაირად როგორადაც თქვენ ინებებთ და რა აზრითაც
გამოგზავნეთ. აწ ახალციხეს ვარ სიმრთელით, რასაც გულითად ვისურვებ თქვენის
უმაღლესობისათვისაც. ახლა წმიდა ჯვრის ეკკლესიის მაგივრად, მღვდლების
თხოვნით, წმიდა ივანე ნათლის-მცემლის ეკკლესიაში ვასრულებ სამსახურს. აქ
დიდი სულიერი გაჭირვება არის, რადგან რვა წელიწადია, მრევლს თავიანთს
ეკკლესიაში საქრისტიანო მოძღვრება აღარ მოუსმენია. აქ კაი კათოლიკები არიან
და ძველთა ქრისტიანეთა ჩვეულებას მისდევენ. თუმცა არიან ზოგნიც გულგრილნი
სარწმუნოებისა და კეთილი ზნეობის მიმართ, თუ თავიანთ დიდი სიგლახაკის გამო
და ჩვენის წმიდა სარწმუნოების მტრის შიშის გამო. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ,
რომ, ჩემის უძლურობის დაგვარ, თავი არ დავზოგო და ყველას სულის
ცხონებისათვის ვიღვაწო. ეჩმიაწინის პატრიარქი მუდამ გვემუქრება და გვაშინებს,
თუმცა ახლა თავისი ბოროტი განზრახვანი ვერ შეუსრულებია, რადგან, ღვთის
წყალობით, სოლეიმან აწინდელი ფაშა ძრიელ კარგად ეპყრობა კათოლიკებს.
მაინც კი სარწმუნოების მტკიცედ დასამყარებლად, და რომ შემდეგში ეჩმიაწინის
მტრობისაგან აღარ გვერიდებოდეს, საჭიროა წმიდა კრების შეგნებული რჩევა,
რადგან მტერს არ სძინავს არც დღე და არც ღამე, და ცდილობს ერთიანად
მოგვისპოს სარწმუნოება...
„კოსტანტინეპოლში ეპისკოპოზს ბავასტრელსა, ვითარცა თვით ნატრობდა,
ბევრი რამ მივსწერე ზოგიერთი ჩვენის მღვდლების საქციელისა. იმედი მაქვს,
ეპისკოპოსთა ვითარცა საუკეთესო მწყემსმა მალე უშველოს ამას, როგორც თვით
საჭიროდ შერაცხავს. მხოლოდ ერთ რასმე საჭიროდ ვრაცხვ ვაუწყო წმიდა კრებას:
ზოგიერთმა ჩვენმა მღვდლებმა თავიანთის ნებით ჩვეულებად შემოიღეს ხმოან
წირვაზე ორი სახარების წაკითხვა, ან უკეთ ვთქვათ, ერთის და იმავე სახარების
ორი სხვა და სხვა ენით წაკითხვა, ესე იგი სომხურის ენით და ქართულის ენით,
ვითომც ქართული სახარება განმარტება იყოს სომხურის სახარებისა. ამის შესახებ
თქვენს ბრძანებას მოველით რადგან ვუწყი, რა თქვენი უმაღლესობა მუდამ მზად
ბრძანდება ჩემს შესაწევნად. ამიტომ გავბედავ და გთხოვთ ერთს სომხურის წირვის
წიგნს, რომლიც დაბეჭვდაც დაიწყეს ჩემი რომში ყოფნას დროს; ახლა უეჭველად
გათავებული იქმნება. დასასრულ, ვეამბორები თქვენს ბისონს და დავშთები
თქვენის უმაღლესობის ყ ̃დ მდაბალი და უმორჩილესი მონა გრიგოლ
მაქანდრიანთი. ახალციხეს, 23 ოქტომბერს 1776 წ.".
პროპაგანდამაც არ დაახანა, მალე პასუხი მისცა და კანონიერად სცნო
წირვაზე ქართულის სახარების წაკითსვის ჩვეულება:
„ბატონს გრიგოლს მაქანდრიანთ მღვდელს, ახალცისეს, 1 თებერვალს, 1777.
„დიდის კმაყოფილებით მოისმინეს კარდინალებმა სულიერი მდგომარეობა
მაგ ერისა, რომელიც ეგრე ქრისტიანებრივის სათნოებით შემკობილი ყოფილა;
ეგრეთვე თქვენი ფხიზელი და კეთილი გულმოდგინება, რომლითაც შრომობთ
მაგათი ცხონებისათვის. რადგან ღვთის წყალობით ეგრეთ უხვ ნაყოფს იღებთ,
იმედი მაქვს, ღმერთმა აკურთხოს თქვენი მოციქულებრივი მოღვაწეობა და
შეგეწიოსთ, რათა განაგრძოთ მათი მოვლა, და სძლიოთ ყოველ წინაღმდეგობას,
რისაც გეშინიათ. იწერებით, რომ ზოგიერთ მანდაურ მღვდელს ჩვეულებად
შემოუღია ხმოანი წირვის დროს ორი სახარება წაიკითხოს ერთი სომხური
საეკლესიო ენით და მეორეც ქართულ ხუცურად, და თანაც თქვენს ეჭვს აცხადებთ.
რადგან მაუწყებთ, რომ მეორე სახარება არის უბრალო განმარტება, ანუ თარგმანი
სომხურისა, ამიტომ მაგაში მე არაფერს ვხედავ წინაღმდეგს, ვინაიდგან პირველი,
რომელსაც კითხულობენ სომხურის ენით, შეადგენს ლიტურღიის ნაწილსა იმავე
ტიბიკონში, ხოლო მეორე ქართულად წაკითსული თანახმაა ეკკლესიის აზრისა,
რომელიც ნატრობს, რომ სახარება ყველამ კარგად გაიგოს, ამიტომ ჰნებავს, რომ
მწყემსთა. ტრაპეზზე სახარების წაკითხვის შემდგომ, განუმარტონ ერსა. უკეთუ
ქართული სახარება თანახმა არის სომხურის, მაშინ თქვენც ნუ დაუშლით
შემოღებული ჩვეულება დაიცვან ქართულად სახარების წაკითხვისა. სომხური
წიგნის დაბეჭვდისა, უნდა გაუწყო თქვენს დასაიმედებლად, რომ, მიუცილებელი
მიზეზების გამო, რავდენისამე ხნით შეჭყდა მისი ბეჭვდა; მალე დაიწყებენ
ხელახლავ. ეს მქონდა თქვენის 23 ოქტომბრის წერილის საპასუხოდ. ეგრეთვე
გაუწყებ, რომ სრული კმაფილი ვართ თქვენი. ვთხოვ უფალს, მოგანიჭოსთ ყოველი
ჭეშმარიტი სიკეთე”.
რადგან ის მღვდელი პატიოსანი ვინმე იყო და დაიმსახურა პროპაგანდის
განსაკუთრებული პატივი და სიყვარული, ამიტომ ხშირად მიწერ-მოწერა ჰქონდა
მასთან. ამ წერილის მიღების შემდგომ, კვალად 10 მაისისა 1778 წ., სწერს
პროპაგანდას თავის გარემოებას და ჰპირდება, რომ ნიადაგ ვიღვაწებ ჩემის ერის
გასარწვრთნელად და საპატრონებლადო. პროპაგანდას იმავე წლის 28 ნოემბერს
მოუწერია, მაგრამ არ ვიცი, თუ რა საქმისთვის, რადგან ეს წერილი არ გვაქვს.
იმ პატიოსან მღვდელს მალე რომიდან მოეშველა ერთი მისი საუკეთესო
ამხანაგი, მღვდელი გრიგოლ კრუხიჭამიანთი, ახალციხელი ბატონჯანას შვილი.
თუმცა ნაკურთხი მოვიდა, მაგრამ სწავლა ვერ დაამთავრა რომში, სნეულების გამო
იძულებული გახდა მალე წამოსულიყო. იგიც შესანიშნავი ვინმე იყო და ძრიელ კაი
სახელი დასტოვა რომში, რადგან პროპაგანდას მოწაფეების სიაში მის შესახებ ეს
საუკეთესო შენიშვნა სწერია: „In omnibus excellens Gregorius, (გრიგოლი
ყველაფერში წარჩინებულია)”. მოსვლისათანვე კოსტანტინეპოლში გაგზავნა
წერილი რომში მისაწვდენათ. წერილი ჩვენ არ გვაქვს. ხოლო მოვიყვანთ მის
საკმაოდ ვრცელს წიგნს, რომელიც მის შემდგომ მისწერა რომში:
„მათ უმაღლესობას კარდინალს.
„ამ წიგნით თქვენის უმაღლესობისაგან მოვითხოვ ბოდიშს წერილის
დაგვიანებისითვის. გარწმუნებთ რომ მიზეზი ამისა ჩემის მოვალეობის
უცოდინარობა ანუ კდემა-პატივის უქონლობა არ ყოფილა, ვინაიდგან აღვიარებ
ყოველ ნაირ სახელქვეითო მოვალეობას; ხოლო მიზეზი ის იყო, რომ ერთი კაი
შემთხვევის გამო გავუგზავნე ჩემი წერილი კოსტანტინეპოლში საპატრიარქო
ვიკარიას თავისივე თანახმობით რათა თქვენის უმაღლესობისათვის მოეწვდინა.
ამიტომ დიდის ნატვრით მოველოდი ჩემი წერილის პასუხს. ორ წელიწადზე მეტმა
გაიარა, რომ ღირსი ვერ გავხდი თქვენის უპატიოსნესის წერილის მიღებისა, და
იმედიც დავკარგე. ამიტომ გადავწყვიტე, გაახლოთ მეორე წერილიც და ამასთანვე,
თანახმად ჩემის მოვალეობისა, გაუწყოთ საქართველოს მისიონის გარემოება.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ამ ორნახევარის წლის განმავალობაში, რაც
აქ ვარ, სულ ახალ ახალი დევნულების განსაცდელები ვნახე. აქ ვიკარად
ეჩმიაწინის პატრიარქმა გამოგზავნა ერთი ვართაპეტი. ამას უნდოდა, რომ წირვა
ლოცვაში არ გვეხსენებინა პაპის სახელი, არამედ თავის პატრიარქისა; ეგრეთვე
მოინდომა ჩვენის ახალგაზდა კათოლიკების მღვდლად კურთხვაც; ხან უნდოდა,
რომ ჩვენს ეკკლესიებში წირვა ეთქვა. რაკი ვერასფერს გახდა, დაგვემუქრა,
წინანდელზე უარესად ვიყრი თქვენს ჯავრსო, უკეთუ რასაც გთხოვთ, არ აასრულეთ.
გარნა ნიადაგ ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, და მუდამ ვეწინააღმდეგებით იმ
ვართაპეტის გლისპობას და თაგასულობას; ქრისტეს სამწყსოს პატრონობაზე,
რაოდნათაც ჩვენი სუსტი ძალა შეგვეწევა, ხელს არ ავიღებთ. უკეთუ მანდაურ
კოლეგიაში ვერ შევათავე დანარჩენი წლების სწავლა და ვერ გამოვიღე ეგრეთი
ნაყოფი, რაც კი შესაძლებელი იყო, ერთის მასწავლებლის ხელში მაინც ცუდაობაში
არ გავატარე წლები, რადგან, დილიდგან საღამომდენ ვკითხულობ ან ზნეობის და
ან ამ ქვეყნისათვის განსაკუთრებ საჭირო წიგნებს; ან თუ არა, ვთხზავ ქადაგებას და
საქრისტიანო მოძღვრებას. ვხედავ რომ საღვთო მადლი მოქმედობს ჩემზე, რადგან
ჩემი სნეულება, გულის ტკივილი, აღარ მიგრძნია; მხოლოდ მაშინ მომივა ტკივილი,
როცა ქადაგების დროს ჩემთავს ძალას ვატან. უკეთუ ინებებთ შეტყობას, თუ რა
მდგომარეობაში იმყოფება აქაურობა, გაუწყებ, რომ ამ ჟამად არავითარი
დევნულება არ არის, თუმცა პატრიარქს სძინავს, ეძებს კარგ შემთხვევას, რათა
მახე დაგვიდგას და მუდამ ახ საშუალებას იგონებს ჩვენს სადევნელად. იმედი
მაქვს, რომ ამ ჟამ ვერაფერი გვავნოს, რადგან ახლანდელი აქაური ფაშა ჩვენი
მეგობარია და ჩვენ დიდ პატივსა გვცემს. გარდა ამისა პატრიარქის მიერ ხშირი
დევნულებისა და თათართა უსამართლობისაგან აქაურობა ისე დაგლახაკებულია,
რომ ძრიელ ცოტანი არიან, ცოტა რამ ძლივს გააჩნდე ამიტომ დიდად მეშინია
(ღმერთმა ნუ ინებოს) თუ ახალი დევნულ დაგვიწყეს, ძრიელ მავნებელი შეიქმნება
კათოლიკებისათვის, რადგან სომხები ძრიელ მდიდრები არიან, ხოლო ჩვენი
საბრალო კათოლიკები კი ძრიელ ღარიბნი. თათრის მთავრობასთან ფულია
საჭირო და მომეტებულ ფულს მისცემს, თათრები სამართალს მისკენ მიაბრუბენ.
ამიტომ, რაოდნადაც კი ძალმიძს, სიმდაბლით გევედრები, თუ სხვა ნაირად შეწევნა
არ შეგიძლიათ ამ უბედური ქვეყნისათვის, ილოცეთ მაინც, უფალმა თავისი საღთო
სახიერებით მისცეს ამ სამწყსოს სურვილი და ძალა, რათა ებრძოლოს მხნედ თავის
მტერსა, დაგვიხსნას მათის ხელისაგან და გვაღირსოს საუკუნო სიხარული.
დასასრულ, ვევედრები თქვენს უმაღლესობას, მიბოძოთ ერთი სომხური წირვის
წიგნი, თუ დაიბეჭდა და რავდენიმე დასტამბული ქართული საქრისტიანო
მოძღვრება, რომლებიც ძრიელ საჭირონი არიან ამ მხარეს. ამის მეტი სხვა
არაფერი მაქვს მოსახსენებელი. სიმდაბლით ვემთხვევი თქვენს ბისონს და
დავშთები თქვენის უმაღლესობის ყოვლად მდაბალი და მხურვალე მონა, გრიგოლ
კრუხიჭამიანთი, პროპაგანდის მოწაფე. ახალციხეს, 9 მაისისა, 1778".
აქ დასახელებული სომხების და თათრების მოქმედება საკმაოდ გვანიშნებს,
თუ რაოდენი შეწუხება უნდა ეტვირთათ ახალციხელებს კათოლიკე
სარწმუნოებისათვის.
მღვდელი გრიგოლ კრუხიჭამიანთი მალე დაინიშნა ახალციხის უფროსად,
კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსის ვიკარად. მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გაამართლა
იმედი, რომელიც ჰქონდათ ერს და უფროსებს. თუმცა პატიოსანი და კეთილი
მღვდელი იყო, მაგრამ საუფროსო სიბრძნე ვერ შესწევდა. როგორც მის
წერილიდგანვე სჩანს, ვერ დაასრულა სასულიერო სწავლა რომში, დანაკლისი
მისთვის მეტად მავნებელი შეიქმნა. ავტორიტეტის იარაღი მან ცუდათ მოიხმარა:
თავისთავიც დააწყლულა და სხვაც. დაინიშნა უფროსად თუ არა, მაშინვე გადააყენა
სამსახურიდგან უმეცარი მღვდლები, რომლებსაც ბევრი ხანი ემსახურნათ
ერისათვის. ამნაირმა უცნაურმა და მოულოდნელმა განკარგულებამ მეტად ცუდი
შთაბეჭდილება მოახდინა ყველაზე. ვერც სხვა მხრივ იჩენდა სიბრძნეს:
ყველაფერში ცხადდებოდა მისი უმეცრება. მისი ამხანაგი მღვდელი მაქანდრიანთ
გრიგოლი, როგორც მასზედ ბევრათ განვითარებული და შესანიშნავი პირი, ბევრს
ეწეოდა თავისი რჩევით. მაგრამ, საუბედუროდ, მისმა უმეცრებამ არც თავისი
ამხანაგი დაზოგა: უბრალო და უსაფუძვლო საქმისათვის მათ შორის უთანხმოება
ჩამოვარდა, მათმა უთანხმოებამ იქამდე მიაწია, რომ უკანონოდ და თვინიერ
ჯეროვანის მიზეზისა თვით მაქანდრიანთ მღვდელიც შეაჩვენა სხვა მღვდელთან
ერთად; ისენი იყვნენ მღვდელი ხოჯოვანათ ივანე და მღვდელი გარსევანანთ
ივანე. იმათ მიუმატა მღვდელი იოსებ ორთავანთი, მღვდელი ივანე მელიტონანთი
და მეტად შესანიშნავი მღვდელი ფრანჩისკე შაროანთი. ხალხიც დაიყო ნაწილ-
ნაწილად. მღვდლების ერთმანერთთან შფოთმა ერს საქმე გაუჭირა. მიწერ-მოწერა
და ტყუილი ბეზღება გაიმართა რომთან, რომელიც დიდად აღელდა ამ ამბავზე.
რომსაც სხვა გზა რომ არა ჰქონდა, დაავალა კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსს
წესიერება დაემყარებინა ახალციხეში. საუბედუროდ, იმ დროის ეპისკოპოსი
თრაქიაც არ იყო თავის ღირსების შესაფერი კაცი, საქმეს ძირიანად არ იძიებდა,
ამიტომ ახალციხის უწესოებას ადვილად ბოლო არ ეღებოდა.
პირველშივე უსიამოვნებას ძრიელ ხელი შეუწყეს ორ ახლად მოსულმა
უმეცარმა კაფუცინმა და ერთმა საიდგანდაც მოსულმა სომხის მღვდელმა ხაჩატურ
არუპჯუმ, რომელიც ახალციხეში დროებით იყო. უფროსი კრუხიჭამიანთ მღვდელი
ხშირად იმათ რჩევას მისდევდა. რაც უწინ სომხების პატრიარქის მტრობამ და
დევნულებამ ვერ ავნო კათოლიკე სარწმუნოებას, ავნო ახლა უმეცარი მღვდლების
საქციელმა.
ყოველმა გარემოებამ კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსი იძულებულ ჰყო
გადაეყენებინა უფროსობისგან კრუხიჭამიანთ მღვდელი. იმ ხანებში, ესე იგი 1784
წ., ახლად ნაკურთხი ახალციხელი ანტონ ლევან ხუციანთ პეტრეს შვილი რომიდგან
მოვიდა კოსტანტინეპოლს. ეპისკოპოსმა ახალციხის უფროსად მოინდომა იმის
დანიშვნა, ამიტომ პროპაგანდას სთხოვა თანახმობა, მაგრამ პროპაგანდამ იუარა,
იმის გამო, რომ ამისთვის, პროპაგანდის კოლეგიაში ყოფნის დროს, ამაყობა
შეემჩნიათ. ამიტომ ჯერჯერობით შეჩერდა უფროსის გამოცვლა.
ზემოდ ვნახეთ, რომ კოსტანტინეპოლში მყოფი ქართველი კათოლიკების
მოსავლელად ხშირად აჩერებდნენ საქართველოდგან გაბრუნებულ ქართულის
ენის მცოდნე კიფუცინებს. იმ დროებში იმ კათოლიკებს აღარ ჰყავდათ საკუთარი
პატრი მოძღვრად. ამ შემთხვევით ისარგებლა ეპისკოპოსმა და ახალციხიდგან
განშორება მოინდომა იმ მღვდლსა, რომელიც დასახული იყო შფოთის მოთავედ.
ამაზე შეჰკითხა რომს, რომელმაც ეს პასუხი მისცა:
„წმიდა კრება თანახმდება, რომ ახალციხის სამღვდელოებას განაშოროთ
მღვდელი ივანე ხოჯოანათი, რომელიც უმთავრესი მიზეზია მათ შორის მომხდარის
უწესოებისა და შფოთისა, და გადაიყვანოთ კოსტანტინეპოლში ქართველების
მოსავლელად თქვენი მართველობის ქვეშ, თანახმად მოწერილობისა... 10
სექტებერს, 1785".
იმავე დროს 3 დეკემბერს, პროპაგანდა თვით ხოჯოვანათ მღვდელსაც სწერს,
წავიდეს კოსტანტინეპოლს და მოუაროს თავის ტომის კათოლიკებს და ჰპირდება
საჭირო სახარჯოს მიცემასაც.
იმის შემდგომ ბევრი აღარ უცოცხლია კრუხიჭამიათ მღვდელსა, მალე
გარდაიცვალა. ახალციხის უფროსად ეპისკოპოსმა რომს წარუგინა მღვდელი
გრი გოლ მ ა ქ ა ნდრი ა ნთი . წ ი ნ ათვ ე გ ა ე გ ზ ა ვ ნ ა რომ ს თა ვ ი ს ი თა ვ ი ს
გასამართლებლად ერთი ვრცელი მოხსენება, რომელშიც დაწვრილებით აეწერა
ახალციხეში მომხდარი შფოთი და მისი მიზეზი. პროპაგანდამ სცნო მისი
უდანაშაულობა და შეიწყნარა უფროსად დანიშვნა მაქანდრიანთისა, რომელსაც, 25
ნოემბერს, 1786, თვითვე მოსწერა გასამხნევებელი წიგნი და დაავედრა კარგად
აღასრულეთ თქვენი ახალი მოვალეობაო.
პროპაგანდის კოლეგიის მოწაფეთა სიაში მოხსენებულია, რომ 15 აგვისტოს
1783 წ. ახალციხელ ბატონჯანაშვილს ივანე გოკიელს სავალდებულო ფიცი მიუცია.
მაგრამ არ ვუწყით მისი რომში მისვლის დრო. საზოგადოთ, მოწაფენი მისვლის
შემდეგ ერთი ანუ ორი წლის უკან აძლევდენ ჩვეულებრივს ფიცსა. ამავე წელს, 15
სექტემბერს, პროპაგანდის კოლეგიაში ფიცი მიუცია ახალციხელ იოსების შვილს
ხუციანთ პეტრეს.
1784 წ. 10 აპრილს, პროპაგანდა კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსს სთხოვს
ნებას, რომ გაგზავნოს რომის კოლეგიაში ახალგაზდა ქართველი, რომელიც
ახალციხის უფროსს მოუმზადებია. იმ ყმაწვილის სახელი არ არის გამოცხადებული.
ხოლო ჩვენ ვგონებთ, რომ ის უნდა იყოს ახალციხელი პეტრეს შვილი, იოსებ
გურჯიანი, რომელმაც იქ ფიცი მისცა 15 აგვისტოს, 1786 წ. ეგრეთვე პროპაგანდამ,
18 დეკემბერს 1784 წ. მისწერა კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსს ახალციხელი
ალექსანდრეს შვილი დავით-პავლე შაჰყულიანის მისაბარებლად, პროპაგანდის
კოლლეგიაში, გარნა მისი რომში მისვლის დრო ზედ მიწევნით არ ვიცით. ხოლო
ხსენებულის მოწაფების სიაში მოხსენებულია, რომ ჩვეულებრივი ფიცი მისცა 15
აგვისტოს 1788 წ.
წინა თავში ვნახეთ, რომ კაფუცინებმა 1757 წ. მიიღეს რომის თანახმობა
შემოღებულ წესისა, რომ ჩვეულებად ჰქონიათ ლათინურ წირვაში წაეკითხათ
ეგრეთვე სამოციქულო და სახარება ქართულად და მასთანვე სხვა გალობებიც
ეთქვათ ამ ენით. ესევე ნება, როგორც ზემოდ ვნახეთ, რომმა მისცა მღვდელ
მაქანდრიანთ გრიგოლს, 23 ოქტომბერს 1776 წ. სომხური ტიბიკონის შესახებ
მთელის ახალციხის მაზრისათვის. არ ვიცით კი, თუ შემდეგში ამ საგანზე თხოვნა რა
მიზეზისათვის განუახლებიათ რომისათვის. შეიძლება ესეც ერთი შედეგი იყოს იმ
ზემოდ ხსენებული უთანხმობისა, რომელიც არსებობდა კრუხიჭამიანთ მღვდლის
უფროსობის დროს. რომიც ამ პასუხს აძლევს:
„ეპისტოლესა და სახარებას გალობისათვის ქართულის ენით ლათინურს
წირვაში უნდა შევნიშნოთ, რომ 16 აგვისტოს 1784 წ., წმიდა კრებისადმი
მოხსენებულ იქმნა კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსის შემდეგი თხოვნა: ახალციხის
კაფუცინებს ლათინურ წირვაში, შემდგომ ლათინურად თქმისა ლოცვებისა,
ეპისტოლესი და სახარებისა, ჩვეულებად აქვსთ ყველა ესენი გაიმეორონ
ქართულის ენით ერის გასაგებინებლად; ეპისკოპოსი უმატებდა, რომ ახალციხის და
მის გარეშე მყოფი ერი ნატრობდა, თავიანთ გასაწვრთნელად და სანუგეშოდ
ლოცვების, ეპისტოლეს და სახარების სომხურად წაკითხვის შემდგომ, ესე ერთი და
იგივე გაემეორებინათ თავიანთი ქართულის ენით. ამიტომ წარდგენილ იქმნა ეს
კითხვა: „ნუ თუ უნდა მიეცეს ნება სომხის ტიბიკონის მღვდლებს, რომ წირვის
ლოცვები, ეპისტოლე და სახარება გაიმეორონ ქართულის ენით"? ბატონმა
კარდინალებმა დაადგინეს: „მიეცეს ამის ნება თანახმად 1757 წლის წმიდა
ოფიჩიოს კრების გარდაწყვეტილებისაო". ხოლო წმიდა ოფიჩიოს ხსენებული
გარდაწყეტილება არის შემდეგი „კვირინალის პალატაში, 27 იანვარს და 10
თებერვალს 1757 წ. მოხდომილს ინკვიზიციის კრებაზე, რომელსაც პაპი ვერ
დაესწრო, ბატონ ინკვიზიციის კარდინალებს, ჩვეულებისამებრ, გარდასაწყვეტლად
მოხსენდა საქართველოს მისიონის უფროსის ოთხი კითხვა, წმიდა პროპაგანდის
კრებისაგან წარდგენილი, რომელთაგანი მესამე კითხვა იყო ეს: ამ მხარეში
ჩვეულება არის, რომ მწირველი მღვდელი ხმოანი ლათინური წირვის დროს,
ლათინურის ენით ხმადაბლა სამოციქულო და სახარების წაკითვის შემდეგ, ერთისა
და იმავეს ხმა მაღლა კითხულობს ქართულის ენით. ვსთხოვთ ამის შესახებ
დარიგებას. - ეპასუხა ამ მესამე კითხვას. „ნება მიეცეს იმისა, მხოლოდ პირველად
წაკითხული იქმნას სამოციქულო და სახარება ლათინურად წმიდა რომის
ეკკლესიის წესისამებრ, და ის სახარება, რომელიც იკითხება ქართველების
ეკკლესიაში არ განსხვავდეს ლათინურის ანუ ბერძნულის სახარებისაგან".
ისე ჰგავს, ხუციანთ გვარისა სამი მღვდელი ყოფილა. ორი ხომ ზემოდ
დავასახელეთ, მესამეც არის უდის მრევლის მოძღვარი პავლე ხუციანთი. ამას უდის
გარდა ორი სხვა სოფელიც კიდევ ჰქონია სამწყსოდ. რა ვერ გასწვდენია ყველას
სამსახურს, რომში მიუწერია და უთხოვია, რათა თავისი ძმისწული ხუციანთ პეტრე
განეთავისუფლებინათ დანარჩენი ორი წლის სწავლისაგან, მღვდლად
ეკურთხებინათ და მას შემწედ გაეგზავნათ. პროპაგანდა, 18 ივნის 1785 წ. ამას
პირდაპირ სოფელ უდეში სწერს და მისი სათხოვნის უარს უცხადებს; მიზეზად იმას
ეუბნება, რომ მისი ძმის წული საკმაო ნიჭიერი არ არის, რაისგამო საჭიროა მისთვის
სწავლის დასრულებაო.
იმავე წლის 6 აგვისტოს პაპი პროპაგანდის საშუალებით, კოსტანტინეპოლის
ეპისკოპოსს ნებას აძლევს, რომ ახალციხიდგან მოიყვანას სიმონ ქაჩხოანთი და
გრიგოლ ნაროანთი და აკურთხოს მღვდლად. ახალციხეს და მის მაზრაში
კათოლიკების ბლომად ყოფნას გვიმტკიცებს ეგრეთვე სამღვდელოების
სიმრავლეც. პროპაგანდის კოლეგიაში ხომ უკლებლივ და განსაზღვრულ რიცხვზე
მეტიც იყვნენ; თვით ახალციხეშიაც კი ასწავლიდენ სამღვდელოებს. ისე ჰგავს ეს
ორი ადგილი არ კმაროდა, არამედ კოსტანტინეპოლშიაც დაუარსებიათ სკოლა
აზრუმისა და ახალციხის სამღვდელოთათვის. ეს ვიცით მხოლოდ შემდეგის
წერილით, რომელსაც, 9 იანვარს 1787 წ. პროპაგანდა სწერს კოსტანტინეპოლის
ეპისკოპოსს ესე:
„... არზრუმელი და ახალციხელი ახალგაზდებისა, რომლებსაც წმიდა კრება
თავის ხარჯით ინახავს კოსტანტინეპოლში, რომ ისწავლონ, ისე ჰგავს რიცხვი
გარდამატებულა და ყოვლად მძიმე სატვირთავი გამხდარაო. ამიტომ იმ მხარეთა
მოწაფენი ჩვენს ნებადაურთველად აღარ მიიღოთ...”.
პროპაგანდის კოლეგიის მოწაფების ფიცი უფროსი ერთად იმაში
მდგომარეობდა, რომ სწავლის და კურთხვის შემდგომ, დაბრუნებულიყვენ თავიანთ
სამშობლოში და ეშრომათ თავიანთ თანამოძმეთა სულიერის საჭიროებისათვის
კანონიერის უფროსის განკარგულების ქვეშ. ეს ფიცი, როგორც სჩანს, არ
აღასრულა ახალციხელმა მღ. ანტონ ხუციანთმა, რომელიც ნაკურთხი რომიდგან
კოსტანტინეპოლს წავიდა 1784 წ. თუმცა ახალციხეს მუდამ საჭიროება ჰქონდა
მდვდლებისა, თუმცა პროპაგანდა მუდამ ავალებდა წასულიყო თავის სამშობლოში,
ხშირადაც სასჯელს ემუქრებოდა, მაგრამ ყურადღებას არ აქცევდა. იმის
დაუდევრობის საბუთად გვაქვს, სხვათა შორის, ერთი მისის ნათესავის ახლად
ნაკურთხის პეტრე ხუციანთის წერილი, რომელსაც კოსტანტინეპოლიდგან სწერს
რომში:
„თქვენო უმაღლესობავ.
„შემდგომ კაის მგზავრობისა მეორმოცე დღეს მოველი კოსტანტინეპოლს, საცა
მაშინვე ვნახე მღვდელი ანტონ ხუციანთი და ვაუწყე ყველაფერი, რაც თქვენმა
უმაღლესობიმ მიბრძანა მის წასვლისა, მაგრამ ვერც მუქარით და ვერც დაყვავებით
დავიყოლიე, რადგან იმედი აქვს იმფარველოს ნეაპოლელი ელჩი, რომელსაც
კარდინალთან უკვე ერთი თხოვნის წიგნი მოუწერია. 7 დღის შემდგომ წავალ შავი
ზღვით, სადაც ბევრი განსაცდელი მომელის. მათმა უმაღლესობამ მიბოძა წირვის
შესამოსები; ამაზე უნდა მოეწერა ეპისკოპოზს თრაქიასთვის, გარნა დავიყწყებია და
არასფერს ამბობს თავის წერილში. ახლა ბატონი ეპისკოპოსი მოელის მაგის
ბრძანებას შესამოსების მოსაცემად. თუ მიბოძა ხომ რა კარგი, თუ არა, მაინც
დავრჩები მათის უმაღლესობის ერთგული მონა. ახალციხელი ქართველი პეტრე
ხუციანთი, პროპაგანდის მოწაფე. კოსტანტინეპოლი, 1 ივლისს, 1789".
ხუციანთ ანტონს არა მარტო ნეაპოლის ელჩი უწევდა მფარველობას, არამედ
ვენეციის ელჩიცა, რომლის შვილებსაც სწურთნიდა. საქმე იქამდინ მისულა, რომ
ელჩებს რომისათვის უთხოვიათ ანტონ მღვდლის სამუდამოდ ფიცისგან
განთავისუფლება, რათა აღარ წასულიყო ახალციხეს და იქვე დარჩენილიყო
მუდამ. საკვირველი კონტრასტია! ჩვენს ერს ძრიელ სჭიროდა გაწვრთნილი
მღვდლები, რაისგამო სხვა ტომის მღვდლები მოდიოდენ ჩვენს გასაწვრთნელად,
ის კი რჩეულობს სხვა ტომის უმაღლეს პირთა წვრთვნას. როგორც ვიცით, რომი არ
დათანხმდა, სამუდამოდ ფიცისაგან განეთავისუფლებინა, მხოლოდ უახლებდა
დარჩენის ნებას წლითი-წლამდე. სამშობლოზე გულის გაგრილება იმ მღვდლისა,
ვგონებთ, გამოეწვიოს იმას, რომ მის, კოსტანტინეპოლმი მისვლის დროს
ახალციხის მღვდლებში ძრიელ უსიამვნება იყო; ეგრეთვე იმას, რომ რომმა
ახალციხის უფროსად არ მიიღო. შემდგომ აღარ ვუწყით დაბრუნდა, თუ იქვე დარჩა.
ზემოხსენებული ახალგაზდა მღვდელი პეტრე ხუციანთი, რა მივიდა
ახილციხეს, მღვდლებმა და მრევლმა დიდის სიამოვნებით მიიღეს. მალე დაინიშნა
იგი სოფელ უდეში მოძღვრად; მასთანვე მიანდეს ერთი სხვა სოფელიც. იმ
სოფლებში თურმე გაჩნდა ჟამი, რომელსაც ბევრი ხალხი გაუწყვეტია. მღ. ხუციანთ
პეტრეს, თავისი თავი სრულებით არ დაუზოგავს, არაფერს დარიდებია და
სნეულებისათვის დიდი შემწეობა აღმოუჩენია. ამ უბედური მოვლენის შესახებ ერთი
მოხსენება გაუგზავნია რომს. ვერ ვიპოეთ. რომიც 3 სექტემბერს 1791 წ. დიდ
მადლობას უცხადებს შემწეობისათვის, რომელიც გაჭირვებულ მდგომარეობაში
მიუგია მრევლისათვის.
იმ დროებაში მშვიდობიანობა და ერთობა სუფევდა ახალციხის მღვდელთა
შორის. ესეთი გარემოება მეტად სასარგებლო შეიქმნა ერისა და
სარწმუნოებისათვის, იმ ზომამდე, რომ თუ ჩვენმა მღვდლებმა და თუ კაფუცინებმა
მთლად, 300 სულამდე, გააკათოლიკეს ახალციხეში მყოფი სომხები მათი
მღვდლებითურთ. ამ ამბავმა ძრიელ განარისხა კათოლიკების შეურიგებელი
მტერი, სომხების პატრიარქი, რომელმაც ყველას დაუწყო სასტიკი დევნულება, ორი
კაფუცინიც ტყვედ დააჭერინა; ახლად გაკათოლივებული მღვდლები ეჩმიაწინში
წააყვანინა, სადაც ძრიელ უწყალოდ სტანჯა იმ ზომამდე, რომ ერთმა იმ
მღვდელთაგანმა, სააკმა, ტანჯვაში სულიც დალია და ესრეთ ეწამა ახლად
მიღებული კათოლიკე სარწმუნოებისათვის. ხოლო დანარჩენმა გაკათოლიკებულმა
სომხებმა, მკაცრის დევნულების გამო, ბევრმა დაუტევა კათოლიკობა და
მიუბრუნდა ისევ თავიანთ სარწმუნოებას.
დევნულების დროს, უწინდელივით, ახალციხეში კათოლიკებს ეკკლესიები
დაუკეტეს, და მათი მღვდლებიც დაატყვევეს. კათოლიკებმა ფაშას შემდეგში 18
ქისა ფული მისცეს მღვდლების გამოსახსნელად და ეკკლესიების გასაღებად. იმ
დროს კაფუცინებმაც ბევრი ფული დახარჯეს. ეს მოხდა 1791-1792 წლებში.
1794 წ. 5 ივლის, პროპაგანდა კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსს ნებას აძლევს,
რომ სოფელ ახალქალაქისათვის ეკურთხებინა მღვდლად ახალციხელი სტეფან
ნოვრეშანთი, ხოლო ახალციხისათვის ეკუროხებინა მიხეილ სანუხიან არზრუმელი.
მღვდელმა მაქანდრიანთ გრიგოლმა განაგრძო უფროსობა და შესაფერად
მართა საქმეები. მაგრამ მისმა უფროსობამ ვერ მოუტანა მრევლს სასურველი
ნაყოფი, როგორც მოსალოდნელი იყო მისი მაღალის მეცნიერებისაგან. რაცაღა
მიზეზისათვის უსიამოვნება მოუხდა ქაჩხოანთ ანტონა მდვდელთან, რომელმაც
დიდი მტრობა დაუწყო და ხალხიც გადაუბირა, კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსს
ბევრი ცილის წამება მისწერა და ყალბი ხელმოწერილი და ბეჭად დაკრული
წერილები გაუგზავნა. იმ დროს კოსტანინეპოლში ჰყავდა ახალციხელი თავის
მეგობარი, ვგონებთ ნათესავიც, მღვდელი ივანე ამადანთი, რომელიც იქვე ახლად
კურთხეულ იყო. მისი საშუალებით ქაჩხოანთ მღვდელმა ეპასკოპოსი დაიყოლია;
ეპისკოპოსმაც დაუჯერა შეთხზული ცილის წამება იმ ზომამდე, რომ სრულებით
ყური აღარ ათხოვა სხვების წერილებს და თავის გამართლებას; გრიგოლ
მაქანდრიანთი უფროსობიდან გადააყენა და იქაც აღარ დასტოვა, არამედ
კოსტანტინეპოლს დაიბარა; მაგიერად დანიშნა ერთი უმეცარი მღვდელი,
სათლელი გაბრიელი, რომელმაც პირველშივე ახალციხის საქმეები უფრო აურ-
დაურია, წავიდა თავის სოფელ სათლელში და სრულებით ყურადღება აღარ
მიაქცია ახალციხის საჭიროებას.
მაქანდრიანთ გრიგოლს, არა თუ ეპისკოპოსის, არამედ თვით
პროპაგანდისაგანაც პაპის სახელით ფიცხელი ბრძანება მოუვიდა 5 ივლისს, 1794
წ. რომ დაეტოვებინა უფროსობა და ახალციხე, და წასულიყო კოსტანტინეპოლს
ქართველი კათოლიკების მოსავლელად. ისიც არ ეურჩა ბრძანებას, მაშინვე წავიდა
კოსტანტინეპოლს. იქიდგან წინეთ გამოეგზავნათ ახალციხეს მღვდელი გაბრიელ
აზაპარი, როგორც გამომძიებელი. მაგრამ დიდი ვერაფერი გაარიგა. ამიტომ
დროებით ახალციხის უფროსად პროპაგანდამ დანიშნა კაფუცინების უფროსი პატრი
ანდრია პალერმელი 13 დეკემბერს, 1794 წ. ეპისკოპოსი ეგოდნად ცუდად
ჩასმენილი იყო მაქანდრიანთ გრიგოლის წინააღმდეგ, რომ, როდესაც მოვიდა
კოსტანტინეპოლში, ვერას გზით დაარწმუნა ეპისკოპოსი თავის უდანაშაულობაზე.
შემდგომ მიმართა რომს და წარუდგინა ყველანაირი საბუთი თავის
გასამართლებლად. ახალციხის მრევლმაც რა ნახა, ეპისკოპოსი მათს თხოვნა-
წერილებს აღარავითარ ყურადდებას აქცევდა, მიმართა რომს წერილებით. აი
ერთი ამ წერილთაგანი პროპაგანდაში წარდგენილი ქართულად:
„ზეშთა პატივცემულს უბრწყინვალეს, და უბრძნეს მთავარს კარდინალს.
„აღიწერა ქ.ს. 1796 წ. მაისს 10.
„დიდის სიმდაბლით დამდაბლებულნი ყ ̃ი აღრობითა მათი უწმიდესი
ქლამიდის მწუჱრვალსა ვეამბორებით: ქვემოდ წერილნი ერნი და მღვდელნი და
ვითხოვთ მათ წ ̃ა კურთხევასა:
„თუმცაღა ვიშიშვით და დავერიდებით თქვენის სიმაღლის თავის წყენასა
მაგრამ ფ ̃დ ძალდატანებულნი ჩვენის გულისტანჯვისაგან ვწადინებთ განსუენებასა
ჩვენი გულისტანჯვისასა. რომლისათვის ვევედრებით თქვენს უმაღლესობას
მცირეოდენ ყური გვიგდოთ გულხმიერად რაისაც მოსახსენებელ ვართ:
„პ ̃დ ჩვენ მოვტყუვდით ერთი ახალი ჩვენი ღვდლისაგან რომლის სახელი ტერ
ანტონ ქაჩხუანთი, რ ̃ი გვეგონა რომ ეძებდა ღ ̃თის დიდებას და საყოველიერო
სარგებელს, და ამის შეგულიანებით მივართვით ერთი არზა ფ ̃დ პატივცემულს
სტამბოლის ეპისკოპოსს თქვენს ვიქარს რომ გამოეცვალა თავისი
პრავიქარობისაგან ფ ̃დ პატივცემული ტერ გრიგორი მაქანდრაანთი, და ჰყო
ეგრედ: და რადგან წვლილად გამოვიძიეთ მერმედ და კარგად მოადგილენი
შევიქმენით რომ ზემოდ ხსენებული ტერ ანტონი ეძებდა თავის დიდებასა და
საკუთარს პატივსა, ამისთვის მეორედ მივწერეთ სხვა არზა, ჩვენი უწინდელი
უფროსს უბრალობაზედ და უმანკოებაზე, და როგორც მივწერეთ უპწყინვალეს
ეპისკოპოსს. თუ ბატონო რაშიც არწმუნებენ თქვენს სიმაღლეს, და ცრუ ცილის
წამებას და ბრალს დებენ პატივცემულ მაქანდრიანთ ტერ გრიგორზე იმაებზე ჩვენ
არც ერთზე ლახა არა გვაქვს მარტო ეს რომ ხათრიანი არის:
„მეორედ ჩვენ ვჰგონებდით რომ ამას რომ გამოსცვლის ერთს სხვას უკეთეს
მოგვცემს, მაგრამ არა უკეთესი ერთი ჩვენი თემის სოფლისა სახელად ტერ
გაბრიელ რ ̃ი სიბრძნით და მეცნიერებით მრავალ ნაკლები არის ტერ გრიგორზე
ჩვენს პ ̃ი უფროსზე. რ ̃ი რა უფროსი შეიქმნა ორ-სამ დღეს გაიარა წავიდა
სოფელში თავის სამკვიდროში და კინაღამ ერთი წელიწადი შესრულდება თვალით
არ გვინახამს და არც ამ ჟამში იქნება ახლა აქ არის ჩვენ მოველოდით რომ უფრო
შვიდობა იქნება ჩვენ თემში მაგრამ ახლა ვხედამთ რომ ეს უკანასკნელი ბოროტი
უფრო უძვირესი არის პირველისაგან, ახლა უფრო შფოთი არის ვირემც ტერ-
გრიგორის დროს, და უფრო ურიგობა ვირემც რიგიანობა:
„უკანასკნელად დიდის ვედრებით ვსთხოვთ თქვენს უმაღლესობისაგან რომ
თუ თქვენი ნება არის ისევ უწინდელი ჩვენი უფროსი მაქანდრიანთ ტერ გრიგორი
გვიბოძეთ მაინც იმ ჟამამდენ მარამდინ თქვენი არაქელაკან ქნნიჩი მოვიდეს და
მისგან უფრო დამტკიცდეს თქვენი უმაღლესობა მის უმანკობაზე, და უბრალობაზე
და მაშინ გნებავს ისევ ის დაგვიმტკიცე. და თუ არა რ ̃ც თქვენი ნება არის ის
გვიბოძეთ. რადგან ასე კინაღიმ უთავოთ ვიარებით არაფერს არეულობაში არ
ჩავარდეთ: დაცაკვალად დიდის სიმდაბლით ვეამბორებით მათს უუწმიდეს ბისონის
მწუჱრვალსა და ვითხოვთ მათი უმაღლესობისაგან კურთხევას და
ქვევიწერებით.
„უმადლესობისა თქვენისა წინაშე, ახალციხის კათოლიკე ერნი და ღვდელნი.
„ქ: ჩვენ ეს, ქვემოწერილნი მღვდელნი როგორც პ ̃დ გვიმოწმა პატიდებული
მაქანდრიანთ ტერ გრიგორის უმანკოებაზე და უბრალობაზე, ახლაც კიდევ ხელ-
ახლავ მასვე კიდევ ვამტკიცებთ ჩვენს ბატონს იშხანებთან საკუთარი ჩვენი ხელის
წერილებითა.
„ქ: მე მაქანდრიანთ გარსევანას ძე ტერ ივანე ბაროხი წ ̃ა ივანესი ვამტკიცებ
ჩემი ხელთ წერილითა (ჯვარი).
„ქ: მე ტფილისელი ადამალიანთ ტერ სტეფანე ორმოცი წლის ბაროხი წმიდა
ნიშნის ტაძრისა. ვამტკიცებ ჩემ ხელწერილითა (ჯვარი).
„ქ: მე ტფილისელი შაროანთ ტერ ფრანჩისკე წ ̃ა კრების შვილი ვამტკიცებ
ჩემის ხელთ წერილითა (ჯვარი).
„ქ: მე ხუციანთ პეტროსა კრების შვილი და ბაროხი უდისა ვამტკიცებ ზემო
წერილსა, და ბეჭდის მაგიერად აგერ (ჯვარი).
„ქ: მე ტერ გრიგორი ნარუანთ, ბაროხი წ ̃ა იოანეს ეკკლესიისა ვამტკიცებ ამ
ჩემი ხელთ წერილითა (ჯვარი).
„ქ: მე ტერ იოანე ლაზარიანი ბაროხი ოცხისა ვამტკიცებ ამ ჩემი ხელის
წერილით (ჯვარი).
„ქ: ამა წერილსა ვამტკიცებ მე ჱ სი ქჩინაში (ჯვარი).
„ქ: მე ანუღანთ ანტონ წ ̃ა ოვანის ერეცფკონი ვამტკიცებ ჩემი ხელის
წერილითა (ჯვარი).
„ქ: მე სკანდარიანთ ტერ პოღოსი არლის ბაროხი ვამტკიცებ (ჯვარი).
„ქ: მე ვარამანთ აკოფ ვამტკიცებ ჩემის ხელის ნაწერით (ჯვარი).
„ქ: მე ნურალიანთ ოვანესა ვამტკიცებ ჩემის ხელის წერილით (ჯვარი).
„ქ: მე ბალდამათ აკოფა...
„ქ: მე შილაჯებანთ თათოხაი...
„ქ: მე სადათურათ სიმონა...
„ქ. მე ყოვლად წმიდა საყდრის დიაკვანი ფილიპე...
„ქ: მე ბეროშვილი პოღოსა...
„ქ. მე გიორგიანთ ოანესი სურფნიშნის ირიცფოხანი...
„ქ: მე ოუავათ ოსეფაი...
„ქ: მე ხოჯოანათ ნიკოლოსაი...
„ქ. მე თერთი ბაში ოანესა...
„ქ: მე ხალინათ პოღოსა...
„ქ. მე ფალაშათ ბატონჯანა...
„ქ: მე პავლე ბერომელაშვილი...
„ქ: მე ილოს შვილი პეტრე...
„ქ. მე ყუიმჩიბაში ოანესა...
„ქ. მე ფირალანთ იაკობა...
„ქ: მე ქურთოთ გრიგოლი...
„ქ: მე სტეფანე სარიანთი...
პროპაგანდამ ნახა თუ არა ესა და სხვა ამის მსგავსი ქაღალდები, ცხადათ
სცნო უდანაშაულობა მაქანდრიანთ გრიგოლისა და სიბოროტე მის მოწინააღმდეგე
მხარისა. ამიტომ თავის ვალად შერაცხა, რომ მამულში დაებრუნებინა იგი და მიეცა
წინანდელი უფროსობის ხარისხი, რაისგამო მოსწერა ეს წერილი.
„ბატონ მღვდელ მაქანდრიანთ გრიგოლს, 8 აპრილს, 1797.
„თუმცა თქვენი თავისი გასამართლებლად წარმოგზავნილ ქაღალდებში არ
არის ყოველი საჭირო საბუთები, რასაც სასამართლო წესი მოითხოვს, გარნა რაც
კი წარმოადგინეთ და სხვა რაც ცნობები მივიღეთ, ღირს გხდიან თქვენ ამ წმიდა
კრების კეთილ-მსჯელობისა, უფროსი ერთად იმის გამოც, რომ ახალციხის ერი
თქვენს იქ დაბრუნებას თხოულობს. ამიტომ ვუბრძანებთ ბატონ გვილელმო
მარკიზს, კოსტანტინეპოლის საყოველთაო ვიკარიას, რათა თქვენ ხელახლავ
გაგამწესოსთ ახალციხის უფროსად (პროვიკარიად) და მასთანვე მოგცესთ ფული,
რაც კი მოუცილებლად საჭიროა სამგზავროდ, რომ ახალციხეში რაც შეიძლება
მალე დაბრუნდეთ, მიიტანოთ მშვიდობა, სიყვარულით და სიტკბოებით მოეპყრათ
თქვენს მოწინაღმდეგეებს, რათა ხელი აიღონ თქვენს მტრობაზე და ესე შეაერთო
ყველა განაწილებული სამღვდელონი. ერთის სიტყვით, მოიქეცით ისე, რომ
თქვენმა მოქმედებამ ცხადათ დაანახოს ყველას სიცრუე თქვენს წინააღმდეგ
დაწერილის საჩივრებისა, და სიმართლე თქვენი ხელახლავ მაგ სამსახურში
ჩადგომისა. ეჭვ გარეშეა, რომ სავსებით აასრუულებთ წმინდა კრების სურვილსა.
ამიტომ ვსთხოვ უფალს, მოგანიჭოსთ ყოველნაირი ჭეშმარიტი ბედნიერება"
იმავე რიცხვით მისწერა პროპაგანდამ კოსტანტინეპოლის ვიკარიასაც და
დაავალა, რათა დაუყოვნებლივ დაებრუნებინა ახალციხეში უფროსად
მაქანდრიანთ გრიგოლ. ვიკარიამ (რადგან ისიც მისი მოწინააღმდეგე იყო) არ
აღასრულა პროპაგანდის ბრძანება. რაის გამო ახალციხის ურიგობას ბოლო არ
მოეღო. შემდგომ რა სცნო პროპაგანდამ, 18 აპრილს 1798, სამდურავი მოსწერა
ვიკარიას და განუახლა ბრძანება, რომ დაუყოვნებლივ დაებრუნებინა
მაქანდრიანთი ახალციხეს. მაგრამ ვიკარიამა არც ახლა მიაქცია ყურადღება
უმაღლეს ბრძანებასა და კიდევ არ გაგზავნა თავის მამულში. ესე უსამართლოდ
დევნული პატიოსანი მღვდელი გრიგოლ მაქანდრიანთი მალე კოსტანტინეპოლშივე
გარდაიცვალა. მისმა სიკვდილმა მოუღო ბოლო ახალ უთანხმოებასაც, რომელიც
ჩამოვარდა კოსტანტინეპოლის საეპისკოპოსოსა და პროპაგანდას შუა.
ახალციხეში უკვე ვოსული იყო ახლად ნაკურთხი დავით პავლე შაჰყულიანთი,
რომელიც გრიგოლ მაქანდრიანთის მაგიერად დანიშნეს ახალციხის უფროსად.
ამ თავში უკვე რავდენსამე გზის ვახსენეთ სოფელი ველი. ვგონებთ, მეტი არ
იყოს, მასზე კვალად ცოტა რამე ვსთქვათ.
ცხადია, რომ ველის მრევლს კათოლიკობა მიაღებინეს ლათინის მოძღვრებმა,
მაგრამ კი არა სჩანს, თუ რა დროს მოხდა. კაფუცინი პატრი ანდრია პალერმელი,
31 მარტს 1786, პროპაგანდას სწერს და აუწყებს, რომ ველელების გაკათოლიკება
მიეწერება კაფუცინს პატრი ნიკოლა ჯირჯენთსაო. ზემოთ ვნახეთ, რომ პატრი
ნიკოლამ დაამყარა კაფუცინების მისიონი ახალციხეს 1733 წ., გარნა მის
წერილებში სრულებით არაფერს ვხედავთ ველის გაკათოლიკების შესახებ. მაინც
კი მოვიყვანთ ხსენებულის პატრი ანდრიას წერილს. წერილით მოხსენება
გამოიწვია იმ დროს აღძრულმა კითხვამ, თუ ველის კათოლიკები ვის უნდა
დაქვემდებარებოდენ: კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსს თუ კაფუცინებს? ამიტომ ეს
კაფუცინი აუწერს მის ისტორიას ესრე:
„ამ ამბავს მოკლედ და მარტივად აღგიწერ. მიცვალებულმა პატრი ნიკოლა
ჯირჯენთიმ (თუ სწორედ მახსოვს მისი სახელი) რომის სარწმუნოებას შემოუერთა
მათი უფროსი ქართველი მღვდელი, რომელმაც გააკათოლიკა ერი. როდესაც
მღვდელი არ ეყოლებოდათ, სულიერ სამსახურს უსრულებდენ პატრი მისიონერები.
ხოლო 1755 წ. განდევნის გამო, პატრების რიცხვი რა შემცირდა39 ნელ-ნელა
ახალციხის მღვდლებმა ველში ფეხი შესდგეს. საჭიროების დაგვარ, ხან პატრები
მიდიოდენ და ხან ახალციხელი მღვდლები და უსრულებდენ მრევლსა ყოველ
სულიერ საჭირო სამსახურს, თვინიერ შურისა და შფოთისა. არც ყურადღებას
აქცევდა ვინმე, თუ ვის უნდა დამორჩილებოდა. დროს განმავლობაში ახალციხის
პროვიკარმა ხელში ჩაიგდო იქაური უფროსობაც, ასე რომ სხვას ვისმე ხმაც არ
ამოუღია ამაზე. მაგრამ, საუბედუროთ, 80 წელს (1780 წ.) იქ მოვიდა ერთი
ახალგაზდა ტფილელი თერძი, რომელიც გაკათოლიკებული იყო და რომელიც
ახალციხის მოწმობის წერილით ლიბანიაში მღვდლად ეკურთხა ბერძნულს
ტიბიკონზედ, და მოვიდა ახალციხეს. იქიდგან წავიდა ველსა, სადაც უმეცარი ხალხი
მთლად არივ-დარია, რაისგამო ხშირად მე მომმართავდენ; მეც ყოველივე ვაცნობე
ეპისკოპოს თრაქიას, რომელმაც ბოლოს დანიშნა პატრი პოლიკარპო, ამან თუ არ
ვცდები, 7 ოჯახობა, ბერძნის სარწმუნოებისა, ვერ გააკათოლიკა. ისინი იმ
სარწმუნოებაზე გადასულიყვნენ ძმა თადეოს გამო, რომელიც ახლა ბერძნის
ტიბიკონის მღვდელია. ველის მრევლი არ სცხრება და მუდამ მომმართავს ხოლმე
და თხოულობს მღვდლად ერთ პატრ მისიონერს. პასუხად ვეუბნეოდი მიემართნათ
კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსისათვის. რათა ამაზე ლაპარაკი არ გავაგრძელო,
სიმდაბლით მოგახსენებ ჩემს აზრსა, რომ საჭიროა ველს სასწრაფოდ დაენიშნოს
სამრევლო მღვდელი და მიეცეს სამკვიდრებელი მტკიცე ხალხის მისიონერს.
ველის მცხოვრებნი უბრალო ხალხია, მომეტებულად მწყემსები არიან. მრავალი
განცვიფრებულია ტიბიკონების შეცვლით, რადგან ბერძნულიდგან სომხურზე
გადავიდა, სომხურიდგან ლათინურზე. თუ ერთი პატრი მისიონერი რავდენსამე ხანს
დარჩა ველში, მერმე ხალხი სომხის ტიბიკონის მღვდელს აღარ მიიღებს. რადგან
ბერძნის ტიბიკონის ხალხი კაის თვალით არ უმზერს სომხის ტიბიკონს40. უკეთუ
წმიდა კრება ინებებს, კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსმა დანიშნოს ველის მწყემსად
პატრი მისიონერი, ამ შემთხვევაში წინათვე საჭიროა ყურადდება მიექცეს იმ
სიძნელეს, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს მღვდლებსა და პატრებს შუა. თუ ველი
მიენდო პატრების მისიონის მზრუნველობას, მაშინ საჭიროა დაინიშნოს იქ ორი
მისიონერი პატრი, რომლებმაც კარგად უნდა იცოდენ თათრული და ქართული ენა,
რათა, საჭიროების დროს, რასაც ერთის ენით ვერ გააკეთებენ, მეორე ენის
საშუალებით შესძლონ. ეგრეთვე საჭიროა იმ მრევლის წინამძღვარს დაენიშნოს
საკმაო შემწეობა, რათა სამწყსო არ შეაწუხოს გამუდმებულად მოწყალება-სარჩოს
თხოვნით, რადგან პირადის ინტერესების ჩამოგდება ამ მხარეში მალე საქმეს
39 აქ სულ წინააღმდეგი უნდა ვიგულისხმოთ, რადგან ახალციხეში ყოფილ პატრებს მიემატნენ ტფილისიდგან
გამოდევნილი პატრებიც
40 ბოლოს კი ძალაუნებურად სომხური ტიბიკონი თავზე მოახვიეს ამ ქართველებსაც
გაუფუჭებს. ხალხი მთავრობისაგან ძრიელ გაღარიბებულია და მღვდლის შენახვა
აღარ შეუძლია. ამიტომ არც ერთი მღვდელი მიდის იქა... პატრი ანდრია
პალერმელი. ტფილისი, მარტს, 1786".
რაოდნათაც ვიცით, ახალციხის მღვდლები ველში დიდ ხანს არ დარჩენილან,
არამედ იშვიათად და განსაკუთრებულ შემთხვევაში მოდიოდენ იქ.
ერთი საკვირველი გარემოება ისიც არის, რომ ანტიოქის ბერძნის კათოლიკე
პატრიარქსაც მოუნდომებია სოფელ ველის სამწყსო თავის უფლების ქვეშ მყოფად
აღეარებინა და ამ აზრით გამოუგზავნია ველში ერთი თავისი მღვდელი ბერძნის
ტიბიკონისა, სახელად ვასილი, რომელსაც მოვლის მაგიერ, ხალხი უფრო
გაუბრიყვებია თავის ცრუ მოძღვრებით. ამიტომ პროპაგანდა 23 სექტემბერს 1786,
სწერს კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსს, რომ ანტიოქელ პატრიარქს აუწყოს,
გამოსცვალოს ველიდგან ხსენებული ვასილი მონაზონი და მის ადგილს კარგი
მღვდელი დანიშნოს, სანამ პროპაგანდა გამოიძიებდეს, თუ ვის უნდა ეკუთნოდეს
ველის სამწყსო.
კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსის ბრძანებით უფროსმა პატრმა გაგზავნა ველში
დროებით პატრი პოლიკარპო, რომელიც კაფუცინი კოსტანტინეპოლელი იყო.
ამიტომ ზედ მიწევნით არ ვიცით, ბერძნული ტიბიკონი ჰქონდა, თუ ლათინური. ორი
ველელი ყმაწვილი წაუყვანია კოსტანტინეპოლს რომის კოლეგიაში გასაგზავნად.
პროპაგანდაც, 2 დეკემბერს 1797 წ. სწერს ეპისკოპოსს, რომ გამოგზავნოს ის ორი
ახალგაზდა რომს. პოლიკარპო რომში დროებით იყო გაგზავნილი მაგრამ მრევლს
სამუდამოდ უნდოდა, რომ მღვდლებად პატრები ჰყოლოდა, ამიტომ ამაზე თხოვნას
ხშირად უგზავნიდენ უფროსს პატრს. ერთი ამნაირ თხოვნათაგანი არის ეს წერილი,
რომლის ქართული დედანი არა გვაქვს.
„დიდად პატივცემულ მამა უფროსს.
„ჩვენ ქვემორედ ხელის მომწერნი ქართველნი რომის კათოლიკენი,
რომლებმაც ჩვენი საკუთარ სახელებთან დავუსვით ჯვარი ჩვენის საკუთარის
თითით, ვევედრებით თქვენ ღირსებას, რათა ჩვენ არ დაგვივიწყოთ ეგრეთ, რომ
არაოდეს მოაშოროთ ამ ჩვენს სოფელს ველს ერთი პატრი მისიონერი, რომელმაც
მოგვიაროს სულიერად და გვიწინამძღვროს საუკუნო ცხოვრების გზაზე. ღვთის
შემწეობით და პატრების საშუალებით მივიღეთ ჭეშმარიტი სარწმუნოების ნიჭი, და
პატრებივე იყვნენ ჩეენნი უწინდელნი მოძღვარნი. ამიტომ იმედი გვაქვს თქვენის
მამობრივის კეთილის გულისა, რომ ეს ჩვენი მდაბალი ვედრება სათნო საყოფელი
და შეწყნარებული იქმნება თქვენ მიერ.
„ეფრემაი. აბოი. გიგოლგილი. სავაი. ოქრუაი. პეტრე ანდრიას შვილი.
ელიზბარი. აპოსტოლი. გეგეი. მესროფი. იმედი. პავლე. ოქრუაი. ბენვაგილი.
ჯოჯოი. სუმბული. ფრანდოი. იგითხანი. პეტრე შიოშვილი. თათაი.
„მე პატრი პოლიკარპო მანთოელი41 კაფუცინი, სამოციქულო მისიონერი,
მოძღვარი ველისა, ზემოხსენებილი ქართველი კათოლიკების თხოვნისამებრ
(ყველა თვითეული მათგანი ოჯახის უფროსია), შევადგინე ეს მოხსენება, და
ვმოწმობ, რომ თვითეულმა ზემოხსენებულ ქართველთაგანმა თავის სახელთან
თავისი საკუთარის ხელით დაუსვა ჯვარი, რათა ამითი როგორმე განუცხადოს
თავისი ვედრება ზემო ხსენებულ პატივცემულ უფროს პატრს. ველი, 18 იანვარს,
1787. პატრი პოლიკარპო მანთოელი, მისიონერი კაფუცინი, ბაროხი".
ერთი ამისთანა თხოვნა ველელებისა ქართულად დაწერილი კიდევ გვაქვს,
მაგრამ უთარიღოა. ჩვენ ვფიქრობთ რომ ისიც იმ დროებს უნდა ეკუთნოდეს,
რადგან ბევრი ზემოდ მოხსენებული სახელები ამაშიც შეხვდება კაცს. შეიძლება, ის
უფრო ცოტა ადრე იყოს მოწერილი, ვიდრე ზემოდ მოყვანილი:
„ბატონს. პატრი: უმფროს: და უმთავრესს. მამას საღმთო სიბრძნით სავსესა.
და საღმთო: მოქალაქობით. აღზრდილსა.
41 როგორც ვთქვით, ეს პატრი კოსტანტინეპოლელი, სახელი განგებ გამოიცვალა
„ქ. ცოდვილნი: ერნი. ველის: ზოგად კათოლიკები: ქართველთ გვარისნი
უმწყემსოდ დაცვინულნი. ცხოვარნი: პირველაღ: ღთისაგან. რჩეულსა. და მერმე.
წმინდა კრებისაგან აღმორჩეულსა. აღმოსავლეთის კათოლიკე: ეკლესიის:
შვილებზედ: ზედამხედვლად დადგენილსა: ჩვენ ცოდვილნი და არა ღირსად
წოდებულნი: კათოლიკე: სარწმუნოებისა: ქედ. დადრეკით: დავრდომით.
ხელპყრობილნი სამღთოსა მას ფერხთა ანბორებას. მოუძღვნით.. ახლა. ამას.
ვეხვეწებით: და ვეუნჯებით რომ: ჩვენი:. რიგის მღვდელი: ღმერთს გამოუგზავნია:
ჩვენთვის: და ეგ ჩვენი:. კათოლიკე: მამები. აყენებენ. ახლა: ამ წყალობას:
ვითხოვთ თქვენის. მოწყალე, გულისაგან რომ თქვენის ბრძანებით: წყალობა უყოთ
მაგ ჩვენ მღვდელსა რომ ჩვენს საბრალო: სულებს მოუაროს ჩვენს ქართველ
რიგზედა. არა თუ: იმ: შეჩვენებულის: ფოციოს რიგზედა. მაგრამ იმ წმინდა მამის:
ივანეს. ოქროს; პირის რიგზედა:. ახლა: თუ იკითხოთ. ჩვენი: ნამყენობა: ლათინთ:
ნამყენი და ნაყოფნი: დამოწაფებულნი. და მონადირებულნი. ვართ: არათუ: სომეხთ
გვარისაგან: და. ესეც უწყოდეთ: ბატონო; თუ რომე საგ მღვდელს წყალობას:
გვიზამთ. დიაღ ბევრი. სულებს შეგძინამს: ღ ̃თი.
,,ქ. ამის წიგნის მოწმობა ქ. პირველად ტერ სიმონ. ქ. ძმისწული ეფრემა ქ.
ალექსანი. ქ. ელიზბარი. ქ. ყაარაგოზი. ქ. დავითი. ქ. აპოსტოლი. ქ. მესროფი. ქ.
ასლანი. ქ. ჟოჟომი. ქ. სუნბული. ქ. პეტრეი. ქ. იასაი. ქ. პავლეი. ქ. ოქრუაი. ქ. შიო.
ქ. ელიკი. ქ. ცაცოი ქ. (აქ წაშლილია მელნისაგან). ქ. თათა... ღთით ახალციხეს.
პატრი. უმფროს: მიერთვას".
აქ დასახელებულ ქართველის წესის მღვდელზე სხვა წერილებს ვერავითარს
შევხვდით. შეიძლება, იგი იყოს ზემოთ დასახელებული მღვდელი ტფილელი თადე,
თუ ასეა უნდა იყოს დაწერილი 1784 წ. უფრო წინ.
ველის მცხოვრებნი მომეტებული ქართველები იყვნენ, 500 სულამდე. მათში
რავდენიმე ოჯახი ერივნენ სომხის ტიბიკონისა კათოლიკენი, რომლებმაც 1784 წ.
მისულს პატრი პოლიკარპოს უმტრეს. მთავრობას სიცრუით დაასმინეს და იქიდგან
გააგდებინეს. ამ სამწუხარო მოვლენას, 16 აპრილს 1787 წ. ახალციხიდგან რომში
სწერს პატრი ჯამბატისტა როვიგელი ესე:
„... იქ (ველში) წავიდა ხსენებული პატრი პოლიკარპო მოძღვრად
განსაკუთრებით ბერძენ-კათოლიკე ქართველი ერისათვის, რომელმაც დიდის
ვედრებით გამოითხოვა. ცხადათ თანახმა იყვნენ ეგრეთვე სომხის ტომის
კათოლიკებიც, როგორათაც მტკიცდება პირველი გამოგზავნილი მოხსენებითი,
რომელზედაც საკუთარი ხელი უწერიათ ორსავე გვარის მოწინავე პირებს. ამის
მოწამეა თვით მათი უსამღვდელოესობა არქიეპისკოპოსი თრაქია. თითქმის სამ
წელიწად ნახევარია, რაც ხსენებული პატრი პოლიკარპო იმ სოფელში
მოღვაწეობდა მოციქულებრივის თავგანწირულებით, სადაც მოსპო ბევრი უწესოება,
რომელიც დიდის ხნიდგან ფესვს იდგამდა ღრმად, და სადაც მიჰფინა ჭეშმარიტი
საუკუნო ცხოვრების სიტყვა. სომხის კათოლიკებმა დაიწყეს მეშურნეობა და
ოსტატობით დაიყოლიეს პატრი პოლიკარპო, რომ ახალციხის მღვდლების
უფროსისათვის ეთხოვა ერთი სომხის მღვდელ-მონაზონი, რომელიც დიდი ხნიდგან
აღარ ჰყოლოდათ, რათა ამ საშუალებით დაეცვათ თავიანთი სომხური ტიბიკონი,
რაც კი შეეხება საეკლესიო ლიტურღიას, ვინაიდგან ტიბიკონის სხვა დანარჩენს
ნაწილებს ყველას კარგად ასრულებენ; როგორათაც თავიანთ საკუთარ ბერძნის
ტაბიკონს დიდი გულმოდგინებით იცვენ ქართველი კათოლიკები, რომლებიც
ბევრად უმეტესი არიან სომხის კათოლიკებზედ. პატრმა შეიწყნარა მათი თხოვნა,
რადგან კარგად უწყოდა, რომ იმაზე უარის თქმა უფრო მომეტებულად
განარისხებდა ამ მეშფოთარ სომხის გვარსა. შეჰპირდა დაეკმაყოლებინა იმათი
თხოვნა; თუმცა სომხების სანუგეშოდ ხშირად ათქმევინებდა ლოცვებს სომხურად,
თვით ხმოან წირვაზედაც. პატრი პოლიკარპომ პირობა დაადებინა, ამ საშუალებით
ერთმანერთში ჭეშმარიტი სახარებრივი სიმშვიდე დაეცვათ. მოწინავე პირებმა ამაზე
შეჰფიცეს და ეგრეთვე თავიანთი პირობა წერილობითაც მისცეს. პატრი
პოლაკარპომ მისწერა და მდაბლად ჰსთხოვა მონაზონი ბატონს მაქანდრიანთ
გრიგოლს, რომელიც გაუგებარი სასწაულით დაინიშნა აქ პროვიკარად. კარგად
ვუწყი, რომ ის პირი მეტად ცნობილია თქვენ და წმიდა კრებისაგან წარსულ და
აწმყო მეტად სამწუხარო მოქმედების წყალობით42. ბატონმა პროვიკარმაც უსმინა
თხოვნა და გაგზავნა ის მღვდელ მონაზონი** (** არ ვიცით ეს მხითარისტია, თუ
სხვა წესის მონაზონი.) ხაჩატურა, რომელიც პროვიკარის მოწაფე იყო, და ერთი
წელიწადია, რაც კოსტანტინეპოლში მღვდლად ეკურთხა. თუმცა არ უნდა
გამოვიძიო და არც უნდა ვიცოდე, მაგრამ საკვირველი კია, რა აზრით გამოაცხადა
ბატონმა არქიეპისკოპოსმა თრაქიამ პროპაგანდის მისიონერად, რომელიც არა თუ
ჰფენს სარწმუნოებას, არამედ სპობს?! მეტად ახალგაზდა მონაზონი ხაჩატურა
მოვიდა ველში თუ არა, თვით სომეხი კათოლიკების წინაშე გამოაცხადა თავისი
თავი პატრი პოლკარპოს ხელქვეითად და თანაშემწედ. წინათვე არქიეპისკოპოსს
თავისი ხელით დაწერილი წიგნი გამოეგზავნა პატრი პოლიკარპოსთვის და
უცხადებდა, რომ მისი ქვეშევრდომი იქმნებოდა ყველა სხვა მონაზონი, ვინც კი
მივიდოდა იმ სოფელში, მაგრამ ცოტახნის შემდგომ სომხის კათოლიკებმა
გადაიბირეს გამოუცდელი ახალგაზდა მდვდელ-მონაზონი ხაჩატურა, რომელმაც
ამართა წანააღმდეგობის დროშა, დაუჭირა მხარი სომხის კათოლიკებს და
გააუპატიურა თვით პატრი პოლიკარპო შეურაცხყოფის სიტყვებით. ამნაირად
მოსპო ყოველი წესიერება, შეიქმნა დასაწყისი ყოველი უწესობისა! პატრი
პოლიკარპო დაჩუმდა, რათა დაბრკოლება არ მომხდარიყო, თუმცა დუმილითვე
იცავდა თავის სიმართლეს. ორ ტომს შუა მალე აღიძრა უძველესი უთანხმობა.
ხაჩატურა მღვდელის მიერ გამხნევებულმა სომხის კათოლიკებმა დაუწყეს მეტად
მკაცრი წინაადმდეგობა პატრი პოლიკარპოს. მართლათაც სომეხ-კათოლიკეს
მოწინავე პირებმა მიიმხრეს ეგრეთვე თათრები და მწვალებელი სომხებიც და
მეტად ფარულად მიმართეს იმ სოფლის ოსმალო მოსამართლეს, რომელსაც
ეწოდება არტანის ბეგი და იჩივლეს პატრი პოლიკარპოზე, ბევრნაირი ცილი
დასწამეს და განსაკუთრებით გამოუგონეს, რომ მაშფოთარია და წინაღმდეგი
ოსმალების კანონისა შესახებ აკრძალულ ხორცის ჭამისაო43. მოსამართლემაც,
გამოუძიებლად, მაშინვე დააწერინა განაჩენი პატრის სოფლიდგან განდევნისა.
ერთმა თათრის კომანდირმა პატრი პოლიკარპოს წაუკითხა განაჩენი, რომელშიც
იყო მოხსენებული, რომ ფრანგის პატრმა ნახევარ საათის განმავალობაში უნდა
დაუტევოს ის სოფელი და წავიდეს იქიდგან, ხოლო იქ უნდა დარჩეს მკვიდრად
გიაური მღვდელ-მონაზონიო. პატრი პოლიკარპოც მაშინათვე დაემორჩილა
ბრძანებას და მოვიდა აქ, ახალციხეს ჩვენს მონასტერში 15 აპრილს ( 1787). აქ
აღარ ჩამოვსთვლი, თუ რაოდენი მწუხარება გამოიწვია ბერძნის ტიპიკონის
ქართველ-კათოლიკებში, რომლებიც ერთგულნი არიან პატრებისა და კერძოდ
პატრი პოლიკარპოსი. არც იმას ვიტყვი, თუ რაოდენი განციფრება გამოიწვია პატრი
პოლიკარპოს უცბად ახალციხეში მოსვლამ; არც იმას ჩამოთვლი, თუ რაოდენა
გაუპატიურება მიიღო ჩვენმა სამოსმა ურწმუნო ტომებისაგან და თვით სომხის
კათოლიკებისაგან, რომლებსაც მუდამ ჩვენს წანააღმდეგ ამხედრებენ აქაური
ბატონი სამღვდელონი. ყოველსავე ამას გამოვტოებ სიმოკლისათვის...”.
ამნაირმა მტრულმა მოქმედებამ ველის კათოლიკები დიდ შეწუხებასა და
განსაცდელში ჩააგდო. რომსაც მეტად სამწუხაროდ დაურჩა ეს ამბავი. ამიტომ
დაავალა კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსს მალე სხვა მღვდელი გაეგზავნა ველელ
კათოლიკებისათვის. რა გამოიძია ყველაფერი და სცნო სომეხ-კათოლიკების
42 ეს შესაბამო სიტყვები ცხადად გვიჩვენებს, რომ ყველა კაფუცინები ანგელოზი და ქრისტეს სულით
გამსჭვალულნი არ იყვნენ, და დაღონებულის თვალით უმზერდენ, როდესაც ახალციხის მღვდლებზე უფროსობა
ხელიდგან გამოერთმევოდათ. თუმცა კი ხშირად არც ის მღვდლები იყვნენ უდანაშაულონი. ზემოთ ვნახეთ, რომ
მღ. მაქანდრიანთ გრიგოლი ერთი საუკეთესო და პატიოსანი მღვდელი იყო, და პროპაგანდამაც შემდეგ
დროებში ის იცნო უდანაშაულო-უბრალოდ და ხელ ახლავ ახალციხის უფროსად დანიშნა
43 ისე ჰგავს სომხებს ბუნებითად შეთვისებული ჰქონიათ ლათინის მოძღვრების მტრობა, რადგან თვით
გაკათოლიკებული სომხებიც არ იშლიან მათ დევნულებას
უსამართლო მოქმედება, ისევ პატრი პოლიკარპო დანიშნა და გაგზავნა ველში,
იქმნება მშვიდობა დამყარდესო. პროპაგანდა, 31 მაისისა, 1788, სწერს ამ
ეპისკოპოსს და აქებს მის ამნაირ მოქცევას.
ველელების შესახებ ამის შემდგომ განსაკუთრებული ცნობები არა გვაქვს.
იმათ ჩამომავლები არიან ჯავახეთის ახალქალაქის ახლოს მდებარე სოფლების
ხურხუმო, კარტიკამის და ბავრის მცხოვრებნი, რომლებსაც, სომხური ტაბიკონის
მღვდლების წყალობით, აღარც ქართული ტიბიკონი და აღარც ქართული ენა
შერჩენიათ, და დღეს თავიანთი ქართული დედა ენა გაუცვლიათ ოსმალოს ენაში.
მაგრამ, მიუხედავათ მათ მიერ გამოვლილი ეგოდენის ტანჯვა-წვალებისა, უწინ
მიღებული კათოლიკე სარწმუნოება მაინც მტკიცეთ დაუცავთ.
აი, აქ ვათავებთ ამ თავსაც. თუმცა ვერ წარმოვადგინეთ ყველა ის საბუთები,
რასაც კი ამ საგანზე სამცხის კათოლიკების ისტორია მოითხოვს, გარნა რაც
მოვიყვანეთ, საკმაოდ ცნობებს შეიცავენ და მეცნიერებს საშუალებას აძლევენ,
უფრო მტკიცედ, ვიდრე აქამდე შეიძლონ თავიანთი აზრი გამოსთქვან სამცხის
კათოლიკების გავლილის შესახებ სიმოკლისათვის ჩვენ მიერ შეკრეფილი
საბუთებიდგან აქ მოვიყვანეთ მხოლოდ რაც უფრო ყურადსაღებად მიგვაჩნდა.
თავი I X
სამცხის ქართველი კათოლიკენი XVIII საუკუნეში
ეს თავი მხოლოდ იმიტომ გავაცალკევეთ, რომ ამ საუკუნის შესახებ ბევრი საბუთი გვქონდა და ყველასი ერთ თავში მოქცევა, მეტი რომ არა ვსთქვა, მოუხერხებლად დავინახეთ. სამცხე მუდამ შეადგენდა ქართლის მისიონის ნაწილს. მიზეზიც ეს არის როგორც უკვე ვსთქვით, რომ სამცხის კათოლიკების შესახებ ცალკე საბუთები არ მოიპოება. ხოლო სამცხეში რომ კათოლიკობა ძველ დროშივე იყო დამყარებული, ყოველ ეჭვს გარეშეა. ბროსეც მოწმობს თავის საქართველოს ისტორიაში: „აქ არ უნდა დავივიწყოთ, რომ კათოლიკეთა ყველაზე უძველესი ეკკლესია ახალციხეში არსებობს 1298 წლიდამ". ამის შენიშვნად დასძენს ბ. სიმ. ღოღობერიძე: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მისიონერებმა მაშინ მოაქციეს ზოგიერთნი ქართველნი კათოლიკებად და ამ დროიდან შემოდის ჩვენში კათოლიკეს სჯულის აღსარება".თანახმად ამ შენიშვნისა სარწმუნოდ უნდა მივიჩნიოთ ისა, რომ კათოლიკობა

Comments
Post a Comment