Posts

Showing posts with the label books

თავი V

<<თავი IV თავი V XVII საუკუნის ქართველი კათოლიკენი და საქართველოში მოსვლა თეათინელთ წესის მისიონერებისა(1600-1640) ამ საუკუნეშიაც, თუმცა საქართველოს უბედურების მეტი არაფერი უნახავს, კათოლიკობას ახალი და საუკეთესო დრო დაუდგა. ამ საუკუნის პირველ წლებშივე ევროპელ მისიონერებს კვალად გაეხსნათ გზა საქართველოში შემოსვლისა. შეუწყვეტლივ მოდიოდენ და ჰფენდენ კათოლიკობასთან ერთად ევროპის სწავლა- განათლებასაც. ჩვენ, თუ სრულიად არა, უმეტესი ნაწილი მაინც შევკრიფეთ იმ საბუთებისა, რომელიც შეეხება იმ დროს საქართველოში მისიონერების მოსვლას, მათ შრომას და კათოლიკობის ხელახლავ გავრცელებას. მეტად შორს წაგვიყვანდა შეკრებილი საბუთები ყველა რომ შემოგვეტანა წერილში; ამიტომ მოვიხსენიებთ მარტო იმათ, რომელიც უფრო ყურადსაღებია.

ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. მიხეილ თამარაშვილი. თავი 4

<<თავი III თავი l V ქართველი კათოლიკენი XVI საუკუნეში რაც აქამდე ვნახეთ, იმის სრულიად წინაადმდეგ სურათს წარმოგვიდგენ XVI საუკუნე. ამ ხანში ვეღარ ვხედავთ, ვეღარც მისიონერებს, ვეღარც პაპების ხშირ საბუთებს საქართველოს შესახებ და ვეღარც იმდენ მგზავრს, როგორც უწინ. ამ საუკუნემ საქართველოს დიდი და მრავალგვარი უბედურება დაატეხა თავსა, იმავე დროს კათოლიკე სარწმუნოებაც შეფერხდა და თუ ერთიან ბოლო ვერ მოეღო საქართველოში, ძრიელ კი დასუსტდა. ყოველი ამის მიზეზი გახდა ოსმალების გაძლიერება, მათი ხშირად საქართველოზე გამოლაშქრება, მისი აკლება და გაოხრება, ბოლოსაც მათი აქ გაბატონება.

ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. მიხეილ თამარაშვილი. თავი 3

<<თავი II თავი I I I ქართველი კათოლიკენი XV საუკუნეში უნდა აღვიაროთ, რომ იმ საუკუნის საბუთები ისე ბლომად არა ხვდება კაცს, როგორც მოსალოდნელი იყო. ამის მიზეზი ის კი არაა, რომ იმ საუკუნეში კათოლიკობა შესუსტებულ, ან სულ გამქრალიყოს საქართველოში. სრულიადაც არა: ამ ნაკლის ნამდვილი მიზეზი ისაა, რომ იმ დროის წერილები არქივებში ბევრი დაკარგულია; რასაკვირველია, საქართველოს შესახებ საბუთებიც მათთან ერთად უნდა იყოს დაღუპული და მათი აღმოჩენის იმედი ჯერჯერობით არ არის.

ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. მიხეილ თამარაშვილი. თავი 2

<< თავი I თავი I I ქართველი კათოლიკენი XIV საუკუნეში XIV საუკუნის დასაწყისში ბედმან ხელმეორედ დაუბრუნა საქართველოს გავლილი დიდება. მეფემან გიორგი მეხუთე ბრწყინვალემ, რომელმაც განდევნა ყოველი მტერი გვარისა, შემოიერთა კავკასიის სხვა და სხვა ნაწილი და საქართველოს დიდებულ სკიპტრას ქვეშ შემოიკრიბა ყოველი ერი ნიკოფსიით დაწყებული ვიდრე დარუბანდამდე. ევროპაც თვალყურს ადევნებდა საქართველოს და მისი აღორძინება შეუმჩნეველად არ დარჩენია. რომის პაპებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ჩვენს ქვეყანას კლემენტო მეხუთემ, 1307 წ. ბლომათ გამოგზავნა საქართველოში ფრანჩისკიანებისა და დომინიკიანების წესის მონაზონები, რომელნიც ცდილობდენ მთელი საქართველო რომის ეკკლესიისათვის შემოერთებინათ. გიორგი მეფის ძლევამოსილებამ და მისმა დიდებამ უფრო განსაკუთრებითი ყურადღეება მიიქცია პაპის იოვანე XXII. ამან, 1318 წ. ბლომათ გამოგზავნა ხსენებულ ორთავ წესის მონაზონები, რომლებიც დაუცხრომელად ავრცელებდენ კათოლიკობას საქართველოში, იმ ზომამდე, რომ გაკათოლიკებული ქართველები იმ მონაზონების წესის ძმებადაც კი ხდებოდენ...

ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. მიხეილ თამარაშვილი. თავი 1

<<წინასიტყვაობა თავი I ქართველი კათოლიკენი XIII საუკუნეში სანამ ქართველ კათოლიკეთა შესახებ საბუთებს მოვიყვანდეთ, საჭიროდ ვრაცხთ, რამდენადაც კი შეიძლება, გამოვარკვიოთ შემდეგი კითხვა: საქართველოს ეკლესია რომის ეკლესიას იმავე დროს, ესე იგი 1054 წ. გაეყარა, როდესაც ბერძნისა და ლათინის ეკლესიანი ერთმანერთს დაშორდენ, თუ არა? ამ საგნის შესახებ ჩვენის ეჭვის აღძვრის მიზეზი ერთი მხრივ ის არის, რომ საქართველოს ეკლესია კაი ხნიდგან გათავისუფლებული იყო ანტიოქიისა და კოსტანტინეპოლის პატრიარქების მიმართ დამოკიდებულებისაგან და შეადგენდა ავტოკეფალ თავისთავად, დამოუკიდებელ ეკლესიას; მეორე მხრივ ისა, რომ იმ განცალკევების უმთავრესი მიზეზი იყო სხვა და სხვა საეკლესიო წესები და პირადი უთანახმობა პაპისა და მიქელ კერულერ პატრიარქის შუა და არა დოგმატიური კითხვები. ამიტომ ჩვენ ვერა ვხედავთ საკმაო მიზეზს, რომ უეჭველად და მიუცილებლად ერთსა და იმავე დროს საქართველოს ეკლესიაც გაშორებოდეს რომის ეკლესიას. ამის შესახებ საქართველოს ისტორია ცხადათ არაფერს მოგვითხრობს. არც ევროპის ისტორიაში მოიპოება ა...

ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. მიხეილ თამარაშვილი. წინასიტყვაობა

წინასიტყვაობა კარგა ხანია ჩვენში აღიძრა კითხვა ქართველ კათოლიკეთა შესახებ. მაგრამ, ამ კითხვის გამოსარკვევად, საჭირო საბუთების უქონლობის გამო, ზოგიერთმა ქართველი კათოლიკების არსებობა უარყო. ასეთმა უსაფუძვლო მსჯელობამ ბევრი გააკვირვა, რადგან ისტორიულ ფაქტებს ცხადათ ეწინააღმდეგებოდა. ამ კითხვის კარგად გამოსარკვევად და ჭეშმარიტების აღსადგენად, საჭირო გახდა დანამდვილებით შეგვეტყო, როდის დაიწყო კათოლიკე სარწმუნოებამ გავრცელება საქართველოში, რა პირობით მოღვაწეობდენ კათოლიკე მოძღვრები, რავდენათ ნაყოფიერი იყო მათი მოღვაწეობა ქართველებში და სხ.

Владимир Войнович - Москва 2049

Дочитала.. http://www.voinovich.ru/home_reader.jsp?book=Mosc.jsp Читаеться легко... но сказать что понравилось... из 10 балов с натяжкой дам 6, и то потому что антикомунистический. Вступление было как у дешевой фантастики... ну и пародия на Толстого была не очень понятна. не скажу что Толстого люблю, но уж больно серезно пародирует :) далее все по Оруэлу, так и дочитала до 7 части считая дешевым ремейком Оруэловского 1984, но концовка порадовала. С каким воодушевлением народ встречал конец одного маразма и начало второго, еще худшего маразма... толстовский маразм. хотя каюсь... с толстым знакома плохо. Почему то читая фантастику подобного жанра на ум преходит одно - нет большего греха чем власть и нет большего наказания чем подластие... Уже писала об этом... http://highlander-ge.livejournal.com/2008/04/07/ Интересно это что? русский менталитет? пара фраз отлично кстати этот менталитет характеризовали, где Сим Симич считал войну в Афганистане необходимой, выход в индииский океан нужен.....

წიგნები...

Image
კარგი წიგნი ვიპოვე... ვისაც ბუდიზმი აინტერესებს ესეც დააინტერესებს http://www.koob.ru/androsov/ Будда Шакьямуни и индийский буддизм Жизнь и деяния Будды Шакьямуни, Учение и судьбы сокровенного наследия — ведущие темы монографии, рассматриваемые через призму канонической и постканонической литературы буддизма. В книге рассказывается, как доктринально изменялось восприятие образа Будды в текстах Малой, Великой и Алмазной колесниц, какие откровения оно порождало в умах гениальных последователей Учения, содержится ответ на вопрос, в состоянии ли современная наука охватить и объяснить эту гигантскую сокровищницу мыслей и интуитивных всплесков. კიდევ ახლა ვკითხულობ... უფრო სწორად პერმანენტულად ვკითხულობ ნახევარ წელზე მეტია სუტრებს ამ წიგნიდან: БУДДИЙСКАЯ КЛАССИКА ДРЕВНЕЙ ИНДИИ Слово Будды и трактаты Нагарджуны в переводах с палийского, санскритского и тибетского языков с толк В. П. Андросов Серия: Самадхи - М.: Открытый мир 2008г., Твердый переплет, 511 стр. ISBN: 978-5-9743-0094-3 ...