9.5 წლის შემდეგ
სწორედ ეს მიტრიალებდა დღეს დილიდან თავში...
მას მერე რაც ბოლოჯერ დიდ მიტინგზე ვიყავი რუსთაველზე გავიდა 9.5 წელი.
მაშინ 2003 წლის ნოემბერში ყველას გვწამდა რომ დიდ ცვლილებებს მოვახდენთ. ვიდექით იქ ბოლომდე და ცვლილებები მოხდა - საქართველოში მომხდარი ვარდების რევოლუცია პირველი იყო ე.წ. "ფერადი რევოლუციების" სერიაში.
ცვლილებები მართლაც მოხდა, თან დიდი. იყო კარგიც იყო ცუდიც. აღარ ჩამოვთვლი უკვე არც მიღწევებს, არც შეცდომებს. ორივე ბევრი იყო. მაგრამ ამ ვრცელ რიგში იყო რამდენიმე რამ, რაც მოხდა და რაც არ იყო ჩემთვის უმნიშვნელო - საქართველო ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ. სახელმწიფო და არა ქვეყანა, სამშობლო, ტერიტორიული ტარმონაქმნი, ეთნიკური ჯგუფის გავრცელების არეალი - ანუ ყველაფერი ის რაც იყო ბოლო 250 წლის მანძილზე. მოხდა ის რაც არ მომხდარა რამდენიმე ასეული წელი. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია - სახელმწიფოს განვითარების კურსი სრულიად გასაგებად და სწორად იყო ჩამოყალიბებული.
დიახ, მე მსურს ბალტიის პირელებისა, ვინც ჯერ კიდევ 90-ანებში აირჩიეს განვითარების სწორი კურსი და დღეს არიან ევროკავშირის და ნატოს წევრები, და რუსეთი რა გაბრაზებულიც არ უნდა იყოს, ვერაფერს ვერ უზამს. ისინი დაცულები არიან. ისინი არიან ცივილური სამყაროს წევრები. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავს. ჩემი წრისთვის - რომელშიც უმკეტესობამ განათლება დაასრულა ევროპაში, უმნიშვნელოვანესია ევროპასთან ღია კარი.
თუმცა რამდენიმე წუთში გამიარა უკვე ამ წარსულის მოგონებებმა. მას მერე 9.5 წელი გავიდა. არც ისე დიდი დრო და არც ისე ცოტა. ჩვენ არ უნდა ვხარშოთ მუდამ წარსული. ვისწავლოთ მისგან და ვიყუროთ წინ მომავალში. მომავალი კი ისეთია რომ, თუ გვსურს ამ სახელმწიფოს გადარჩენა, ხელისუფლებაში ისევ უნდა მოვიდეს პროდასავლური, მემარჯვენე ძალა, რომელიც განათლებული ხალხისგან შედგება და არა დემაგოგებისგან.
იმისთვის რომ არ ვიოცნებოთ, არამედ ვიმუშავოთ და ჩვენი შრომით ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა და ვუზრუნველყოთ ცვენი კომფორტული ცხოვრება საქართველოში. ამისთვის მივედი მე დღეს რუსთაველზე 9 წლის შემდეგ. ამისთვის მივიდა იქ ბევრი ჭკვიანი და კარგი ხალხი, ვისმა ნახვამაც ძალიან გამახარა და ახალი იმედი ჩამისახა.

9,5 წლის წინ მანდ არ ვყოფილვარ, მაგრამ ეგ პერიოდი განსაუთრებულად კარგად მახსოვს, საფრანგეთის ტელევიზიის ახალ ამბებში ერთ ერთ მთავარ თემად გადმოიცემოდა, პირდაპირი ჩართვით! ეკრანს არ ვშორდებოდი. მართლა როგორი იმედიანი ვიყავი... ისეთივე იმედიანი, როდესაც მანდ 24 წლის წინ ვიდექი, ბოლომდე. და დღესაც იმედი გამიჩნდა რომ ყველაფერი დაკარგული არაა.
ReplyDelete