ტროას ცხენად ქცეული ქართველი პატრიარქი
წყარო: Toresa Mossy ეს მოკლე ტექსტი ჩემი ბლოგისთვის დავწერე, რომელიც ერთ-ერთ მედია გამოცემას ეკუთვნის, თუმცა როგორც აღმოჩნდა ამ ქვეყანაში სიმართლეს წითელი ხაზები აქვს და პატრიარქი ის ფიგურაა, რომელსაც ყველაფერი ეპატიება, უპატიებელიც კი და ჩვენ ჩვეულებრივ მოკვდავებს უფლება არ გვაქვს საკუთარი აზრი გამოვთქვათ. მოკლედ, ვინაიდან მე არ ვცნობ ასეთ შეზღუდვებს, საკუთარ გვერდზე ვაქვეყნებ ამ წერილს. ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული - სამშობლოს, გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო! საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია საბჭოთა ოკუპანტებს. ამ პოლიტიკოსების გადამკიდე ისედაც აბსურდულ სიგიჟეში ჩაძირულ ქვეყანას „მხსნელად“ კიდევ ერთხელ მოევლინა პატრიარქი ილია მეორე და მოსკოვში თავისი უთავმოყვარეო ვიზიტის შემდეგ, კიდევ ერთი სიახლით გაგვიხარა გული. მან ჯერ თავისებურად, სათნოდ მხცოვანი, დინჯი ხმით თქვა საშინელი ტყუილი ისტორიულად რუსები და ქართველები ძმებივით ვცხოვრობდითო, შემდეგ კი არც აცია და არც აცხელა გამოგვიცხადა: „მე მქონდა შეხვედრა მის აღმატებულება რუსეთის ფედერაციის ...