კორიდის შესახებ - Plazza del toros სევილიაში
ესპანეთის შესახებ თხრობა არ იქნებოდა სრული, რომ არ მომეყოლა ეროვნული გასართობის - კორიდის შესახებ. კორიდა, ანუ ხარების ბრძოლა, ძირძველი და ტრადიციული ესპანური გასართობია, რომელსაც ხანგძლივი ისტორია აქვს. ძველად მატადორები ცხენებზე ისხდნენ და ისე ებრძოდნენ ხარებს, ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა კი მადრიდში - პლაცა მაიორზე იმართებოდა. მაგრამ როდესაც ჰაბსბურგების დინასტია ბურბონებმა შეცვალეს, შეიცვალა მოდაც, არისტოკრატია ფრანგულ ყაიდაზე გადაეწყო და ეს ტიპიური ესპანური გასართობიც უბრალო ხალხის ხელში დარჩა. პლაცა მაიორი კი მოგეხსენებათ კვადრატულია, ხარები სარგებლობდნენ და კუთხეებში იმალებოდნენ, ამიტომ შემდგომში არენები ოვალური გაკეთდა, ისევე როგორც, რომაული საცირკო წარმოდგენებისთვის. მატადორმა კი დათმო ცხენი, რადგან უბრალო ხალხისთვის სიცოცხლეზე ძვირფასი ცხენი იყო.
ესპანეთის ყველა დიდ ქალაქში აუცილებლად არის პლაცა დე ტოროს - ხარების არენა. ესპანეთის საზღვრებს გარეთ უმეღლესი კატეგორიის არენა მხოლოდ მექსიკის დედაქალაქშია. სევილიის არენაზე კი ვიყიდე ბილეთი 6 ევროდ და ამ ფასად არა მხოლოდ არენა ვნახე, არამედ მუზეუმიც და ადგილობრივმა გიდმა არც ისე კარგ ინგლისურზე ჩამიტარა ექსკურსია. მიუხედავად ინგლისურის საშუალო დონისა, ყველას გირჩევთ მოისმინოთ ეს ექსკურსია, რადგან ესპანეთის გაცნობა უამისოდ არ ხდება.
ხარების ბრძოლასაც დავესწრებოდი, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ მარტიდან ნოემბრამდეა თამაშები, ზამთარი არაა სეზონი.
თუ სწორად მახსოვს სევილიის არენა XVIII საუკუნეში აშენდა და 5000 მაყურებელზეა გათვლილი.
ეს სამეფო ლოჟაა
ესეც უკვე მუზეუმი, არენის მაკეტი.
გრავიურა, კორიდა პლაცა მაიორზე
აქაც
არ ვიცი ამას რა ჰქვია, მარა ხარებს რომ აბრაზებენ ისაა
ცნობილი მატადორები
გოიას ნახატი, ცნობილი ხარების პორტრეტები... ისე ეს ხარები სპეციალური ჯიშისაა და სპეციალურად ფერმებზე გამოჰყავთ. არენაზე ხარი ერთხელ ხვდება, ან გმირულად ეცემა, ან მატადორს თუ კლავს სიკვდილით სჯიან, ხოლო თუ ისე მოხდა, რომ არც ხარი მოკვდა არც მატადორი, მაშინ საპატიო პენსიაზე უშვებენ, დარჩენილი ცხოვრება ნებივრობს ფერმაში და აკეთებს ბოჩოლებს :)
ძველი შუბები
ხარს მიათრევენ არენიდან
ჯოსე გომესი ლეგენდარული მატადორი იყო. ვარჯიში 9 წლის ასაკში დაიწყო, 14 წლიდან პროფესიონალი გახდა, და ხარმა 25 წლის ასაკში მოკლა.
მატადორის სამოსი რამდენიმე ათასი ევრო ღირს.
არც ეს მოსასხამია იაფი. კუთხეში კიდევ ერთი ლეგენდარული მატადორი...
მატადორები
გმირი - ხარი. არ მახსოვს მისი გმირობა უკვე, მარა გიდმა კი მოგვიყვა.
ეს კი ძროხაა!!! მას ორი შვილი-ხარი ჰყავდა და ორივე გმირი იყო :)
სამოსი
ესეც სალოცავი. მატადორი ისე არ გავა არენაზე რომ არ ილოცოს.
ხარების ადგილი, გარეთ საჯინიბო
სადღაც აქ ბუღალტერიაც იყო, მატადორი ხელფასს თამაშის წინ იღებს. ექსკურსიაც დამთავრდა, და ძალიან ნასიამოვნები დავრჩი, რომ კულტურის ეს ასპექტიც გავიგე.
კიდევ ერთი მატადორის ძეგლი.

Comments
Post a Comment