Posts

Showing posts with the label religion

ქუთაისელი კათოლიკები XIX საუკუნეში

Image
/ნუგზარ კვარაცხელია, 1999/  როგორც ცნობილია, III-V საუკუნეში დაიწყო ქრისტიანული ეკლესიის გათიშვის პროცესი, რაც იმით დამთავრდა, რომ 1054 წელს ქრისტიანობა ოფიციალურად გაიყო ორ ძირითად მიმართულებად: მართლმადიდებლურად და კათოლიკურად. კათოლიკობა იქცა ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ ძირითდ მიმართულებად მართლმადიდებლობასა და პროტესტანტიზმთან ერთად.

ქართული ანტისემიტიზმი?!

Image
თბილისი ოდითგანვე მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური ქალაქი იყო. აქ შენდებოდა ათეშგები და ეკლესიები, მეჩეთები, სინაგოგები... თბილისი თავისი ხანგძლივი ისტორიის მანძილზე ხან იზრდებოდა და რეგიონალური ცენტრი ხდებოდა მძლავრი ეკონომიკით და ცოცხალი ვაჭრობით, ხან კი დანგრეულ-გაპარტახებული მძიმე ჭრილობებს იშუშებდა. ქალაქის გაძლიერების და დიდების პერიოდებში განსაკუთრებით ჭრელი ხდებოდა მისი მოსახლეობა. აქ მოდიოდა სომეხი და ებრაელი, თურქი და თათარი, ირანელი და ჩრდილო კავკასიელი, რუსი და პოლონელი, გერმანელი და აისორი, სწორედ ამ სიჭრელემ შექმნა თბილისის განსაკუთრებული კოლორიტი და კულტურა. ამის გარეშე თბილისი წარმოუდგენელია. ახლა კი ვიღაც ბნელი, ძუნძგლიანი მღვდელი დავით ისაკაძე თვლის რომ საჯაროდ რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა მხოლოდ მართლმადიდებლებს შეუძლიათ. ხვალ კი, თუ ძალა მიეცათ, ჩათლიან რომ აქ ცხოვრების უფლება მხოლოდ სუფთა სისხლიან ქართველ მართლმადიდებლებს აქვთ. მე როგორც თბილისელს მინდა ჩემი ქალაქის მრავალფეროვნება არ იზღუდებოდეს ბნელი ძუნძგლიანი მამაოს ნებით. მე მინდა ქალაქში ზეიმო...

კათოლიკური ეკლესიები ადიგენის რაიონში - არალი

Image
სოფელი არალი ადიგენის რაიონში მდებარეობს, საქართველოს სამხრეთ საზღვრებთან. აქაური მოსახლეობის უმრავლესობა კატოლიკეა. სოფელში XIX საუკუნეში აშენებული კათოლიკური ეკლესია ფუნქციონირებს.

რა ღირს მართლმადიდებლობა?

Image
 უკანასკნელი წლების განმავლობაში, მართლმადიდებლური სამღვდელოების ერთ-ერთ მთავარ მიზნად იქცა საქართველოს კათოლიკური მოსახლეობის გამართლმადიდება, ამ მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი ვარგა - დაშინება, მუქარა, წყევლა, ტყუილი, სკოლებში პროზელიტიზმი და მოსყიდვაც კი. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მწვავედ სამცხე-ჯავახეთის კათოლიკურ სოფლებში იგრძნობა. ახლახანს ერთ-ერთი სოფლის მკვიდრმა საკმაოდ საინტერესო ამბები მოყვა. მათ სოფელში განწესებული მართლმადიდებელი მღვდელი ხალხს არწმუნებდა, რომ მისი კათოლიკე კოლეგა მრევლის სულებს სატანას ჰყიდის და რომ მესა სატანის მსახურებაა. თავისთავად მხოლოდ საშინელი ზღაპრების მოყოლა არ იყო საკმარისი მოსახლეობის დასარწმუნებლად, რომ მართლმადიდებლური რწმენა არის ერთადერთი ჭეშმარიტი. ყველაზე კარგად ამაზე ფული მეტყველებს. სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. იმავე სოფლის მკვიდრების თქმით ზოგ ოჯახს გადანათვლაში ტანხა - 1000 ლარამდე სესთავაზეს. არიან ოჯახები, ვინც მართლმადიდებლობა მიიღო, და თუ უწინ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, უცებ ფული გამოუჩნდათ. თუ არ ჩავთვლით, რომ ფ...

…მამაო ვინუჟდენში უნდა აიყვანო…

დღეს მოვსეირნობდი ქუჩაში .. ჩემს წინ ახალგაზრდა წყვილი მიდიოდა…(20-22 წლის) ერთმანეთს ცოტა ხმამაღლა ესაუბრებოდნენ. ეტყობოდათ, შეყვარებულები იყვნენ და რაღაცაზე კამათობდნენ…ყურში უსიამოდ მომხვდა ბიჭის აწეული ტონი, მკაცრი, მენტორული ინტონაცია…თან ძველბიჭური და უხეში…მკვეთრი უპირატესობის გრძნობით ნათქვამი სიტყვები: – მომისმინე გოგო ე…ეკლესიაში როდის იყავი ბოლოს?..მამაო რატომ არ გყავს? და საერთოდ ჭკვიანად მოიქეცი. რატო არ მიჯერებ ტო?.. – რავი აბა. ტატუირება დამიშალა, მოკლე კაბებს ნუ იცმევო. ნუ მოკლედ, მაცდური ხარო თუ რა ვიცი..არადა აუ ძაან მინდა ტატუს გაკეთება.. აი ძაან მაგრად…ვგიჟდები…არ მითხრა ახლა, რომ შენ დამიშლი?..ჩემი დაქალის მამაო იმენნა მაგარი ჯიგარია. არ უშლის ეგეთ რაღაცეებს…აი მეც ეგეთი მამაო უნდა ავიყვანო. ასწორებს. ძაან მაგარია…ეგეთი იმენნა დონე მამაო…ბევრ რამეებზე ჯიგრულად ხსნილს რომ მომცემს. - ვა..რა კლიენტი ყოფილა?.. ხოდა მიგიყვანოს მერე.. დაუჯერე რასაც გებაზრება.. ძაან გადაფანატიკოსებულები არც მე მევასება. მაგრამ მამაო ,,ვინუჟდენში” უნდა აიყვანო..და ვაბშეც ეკლესიურა...

Религиозная нетерпимость неприемлема для Грузии

Image
Поверенный Президента в Кахети дал интервью Свободной Зоне. Одной из тем беседы были явления, имевшие место в Самтацкаро и в Адигени, ввиду того, что в Грузии возник риск развития религиозного противостояния. В о п р о с : Батоно Зураб, хочу задать Вам вопрос, как поверенному Президента в Кахети. Сейчас очень актуальны события, происходящие в районе Адигени. В Кахети также имели место подобные явления, конкретно в Самтацкаро. В Грузии на протяжении последних 20 лет и во время Шеварднадзе и во время правления националов не было никакого противостояния на религиозной почве. Чем сейчас вызвана эскалация напряженности на национальной почве и к чему это может привести? О т в е т : В этом я с Вами не соглашусь. Во время Шеварднадзе также были острые противостояния с новыми деноминациями, например со Свидетелями Иеговы. Но со старыми деноминациями, такими, как еврейская община, мусульмане, протестанты или католики, которые исторически были традиционными в Грузии, таких проти...

ძვირადღირებული რწმენა

Image
არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭირვალება საქართველო" გამოაქვეყნა  მოკლე მიმოხილვა საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსების შესახებ ტექსტს გთავაზობთ უცვლელად: „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 04 ივლისი 2013 გასული რამდენიმე თვის განმავლობაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ცდილობს, შეაგროვოს ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა რელიგიური კონფესიების დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩვენ გავაგზავნეთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა როგორც ცენტრალურ, ასევე – ადგილობრივ სახელმწიფო დაწესებულებებში. გვსურს გაგაცნოთ ჩვენი კვლევის შედეგები.

როგორ გადაკეთდა ისტორია ქუთაისში

Image
ეს ქუთაისის ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის უბიწოდ ჩასახვის კათოლიკური ეკლესიაა. კათოლიკეები მასიურად ქუთაისში სამცხე-ჯავახეთიდან XVII საუკუნეში გადმოსახლდნენ. ეს ეკლესია 1862 წელს აშენდა და იკურთხა. 1939 წელს კი ეკლესიაში ღვთისმსახურება აიკრძალა და იგი საკონცერტო დარბაზად გადეაკეთდა. მნისვნელოვანია რომ სწორედ ამ ეკლესიაში ორღანზე უკრავდა ზაქარია ფალიაშვილის მამა. ქართული ოპერის ფუძემდებელმაც სწორედ ამ ეკლესიაში ისწავლა ორღანზე დაკვრა. 1989 წელს, ყოველგვარი კანონდარღვევით, ქუთაისის კათოლიკური ეკლესია, ისევე როგორც კიდევ 4 კათოლიკური ეკლესია გადაეცა მართლმადიდებლურ ეკლესიას. ამის საფუძვლად ის იყო დასახელებული რომ, XVII საუკუნეში ამ ადგილას ხის წმ. სოფიოს ეკლესია იყო, რომელიც თურქებმა გადაწვეს. მართლმადიდებლური ეკლესია ყველანაერად ცდილობს წაშალოს საქართველოში კათოლიციზმის ისტორია. სწორედ მართლმადიდებლური სამღვდელოების ბრძანებით განადგურდა ის ორღანი, რომელზეც ზაქარიუა ფალიაშვილმა ისწავლა დაკვრა . ჯერ ის დაჩეხეს, შემდეგ კი გამოიტანეს ეკლესიიდან და გადაყარეს ნარჩენები. აი აქ უ...

წმინდა ნაწილებზე და ძვლებზე ზოგადად

Image
წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილი საქართველოში ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ ვეთანხმები დოგმატურ დონეზე ტრადიციულ ქრისტიანულ ეკლესიებს (კათოლიკური, მართლმადიდებლური) არის წმინდანების კულტი და წმინდა ნაწილების ნეკროფილური კულტი. 10 მცნებიდან პირველი და მეორე მცნებები გვეუბნებიან: მცნება პირველი: მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე. მცნება მეორე: არა ჰქმნე თავისა შენისა კერპნი, არცა ყოვლადვე მსგავსნი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქუეყანასა ზედა ქუე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქუეშე ქუეყანისა: არა თაყუანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ. და რა არის წმინდანთა კულტი თუ არა კერპების შექმნა? წმინდანი არის პირი, ვინც განსაკუთრებულად, ქრისტიანული წესების თანახმად ცხოვრობდა და ასრულებდა ქრისტეს მოძღვრებას. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მას ვინმე უნდა ეთაყვანოს. პატივი სცეს კი, მაგრამ არა ილოცოს მის მიმართ როგორც ღმერთის მიმართ. წმინდანების უმეტესობას არა მგონია მოსწონებოდათ ის, რათაც ისინი იქცნენ სიკვდილის შემდეგ. ერთადერთი ლოგიკუ...

ქართველი სამღვდელოება და პირველწყაროები

მოიყვანეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ქალი, რომლისთვისაც მრუშობაზე წაესწროთ, და შუაში ჩააყენეს. ეუბნებიან მას: „მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული. მოსემ კი რჯულში მცნებად დაგვიდო, ასეთების ჩაქოლვა. შენ რას იტყვი?“ ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა მისი საწინააღმდეგო ბრალდება ჰქონოდათ. მაგრამ იესო დაიხარა და მიწაზე თითით წერდა. რომ არ მოეშვნენ შემკითხველნი, გასწორდა და უთხრა მათ: „ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად მან დაჰკრას ქვა!“ კვლავ დაიხარა და განაგრძო წერა მიწაზე. ეს რომ მოისმინეს, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიბნენ სინდისმხილებულნი, და დარჩა მარტო იესო, და შუაში მდგომი ქალი. წამოიმართა იესო, ვერავინ დაინახა იმ ქალის მეტი და უთხრა მას: „ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?“ უთხრა მან: „არავინ, უფალო!“ უთხრა იესომ: „არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ“. იოანე (8; 3-11) ეს არის ნაწყვეტი სახარებიდან. ნებისმიერი ქრისტიანისთვის უმნიშვნელოვანესი წიგნიდან. ამაზე მაღლა ვერავის სიტყვები ვერ იქნება მორწმუნე ქრისტიანისთ...

თალიბანიზაცია ქართულად

Image
დღის ფოტო - მართლმადიდებლები ზნეობის სადარაჯოზე.  გიორგი გოგუა 17 მაისის მოვლენებზე ბევრი ითქვა და დაიწერა, და დებატები ამ თემაზე არ ცხრება. ვეცდები ძალიან კონკრეტულად განვიხილო თუ რა მოხდა 17 მაისს თბილისში. საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი შეხედულებების ჯგუფმა სცადა თბილისის ცენტრში გაემართა მოკლე მშვიდობიანი მანიფესტაცია. კანონი ამას არ კრძალავს. მათ მთავრობისგანაც ჰქონდათ უსაფრთხოების გარანტიები მიღებული. კანონის თანახმად არაფერი ედგა წინ ამ ჯგუფის მშვიდობიან აქციას. მაგრამ...  მაგრამ აღმოჩნდა რომ ქვეყანაში არსებობს ძალა, რომელიც საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს, ვინაიდან ისინი იცავენ ერის ღირსებას, სიწმინდეებს, ზნეობას, მეობასაც და კაცობასაც ალბათ. მოკლედ მოხდა ის და ისეთი მაშტაბებიტ, რაც ადრე ჯერ არ მომხდარა - სასულიერო პირებმა, რომელთა შორის იყო არც მეტი არც ნაკლები ქორეპისკოპოსი იაკობი, და ეგზალტირებულმა ბრბომ არა მხოლოდ არ მისცეს ამ ჯგუფს აქციის ჩატარების საშუალება, არამედ, რომ არა პოლიცია, ლინჩის წესით გაასამართლებდნენ მათ.

რწმენა იძულებით...

Image
- ბავშვი უნდა გადავიყვანო სხვა სკოლაში, არა და როგორ მაწყობდა ეს სკოლა, სახლთან ახლოსაა - მითხრა ახლობელმა. მიზეზი კი უფრო საინტერესო იყო - წარმოგიდგენია, მეორე კლასელ ბავშვებს, მშობელთა მოთხოვნის საფუძველზე, დაუნიშნეს რელიგიის გაკვეთილი და მის ჩასატარებლად მოიწვიეს მღვდელი!  - კი მაგრამ ეს ხომ უკანონოა, განცხადება დაწერე, სამინისტროს მიმართე! - ვურჩიე მე... - არა, არ მინდა, ბავშვისთვის ცუდია ასეთი გამოყოფა.. არ მინდა, ეს ავნებს ბავშვს, ჯობია სკოლა შევიცვალო... სახლში მე გავანეიტრალო ამ მამაოს მოქმედება... არა, ჩემი ახლობლის ბავშვი არ სწავლობს არც სამრევლო სკოლაში, არც საპატრიარქოსთან არ აქვს სკოლას არავითარი შეხება, ეს უბრალო საჯარო სკოლაა, ერთ-ერთი მრავალთაგანი... გაკითხვა-გამოკითხვის შედეგად კი გაირკვა რომ თურმე ეს პრობლემა არ ყოფილა ასეთი იშვიათი და განსაკუთრებული. კიდევ რამდენიმე ნაცნობისგან გავიგე, რომ სკოლის შეცვლის მიზეზი ხდება პროზელიტიზმი. თუ მშობელს ძალიან უნდა რომ მისი შვილი ბავშვობიდან ეზიაროს მართლმადიდებლობას, არავინ არ უშლის ხელს მიიყვანოს იგი საპატრიარქოს ს...

კეთილი სამარიტელი და საპატრიარქო

Image
ყველაფერი რაც კი საქართვლოს მართლმადიდებლურ ეკლესიას (სმე) შეეხება, ჩვენს ქვეყანაში ტაბუირებულია. მასზე და მის წარმომადგენლებზე საუბრობენ როგორც მიცვალებულზე - ან კარგად ან არაფერს. თუმცა მიცვალებულისგან  განსხვავებით სმე ცოცხალიცაა, თავს კარგადაც გრძნობს, და დასაშური ენერგიით ცდილობს არა მხოლოდ სულიერი, არამედ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ყველა ასპექტი დაიმორჩილოს. ამ მიზანს იგი არც თუ ისე წარუმატებლად აღწევს. მიზეზის განხილვას აქ არ დავიწყებ, რადგან ეს ძალიან რთული ფსიქო-სოციალური თემაა . არანაკლებ საინტერესო თემაა ფინანსები, რომლითაც საპატრიარქო საზრდოობს. 2003 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, როდესაც საქართველოს მართავდა ნაციონალური მოძრაობა, რომლებსაც სხვათაშორის, ეკლესიასთან მებრძოლთა იარლიყი აკიდეს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება წლიდან წლამდე იზრდებოდა: 2003 - 900 000 ლარი 2004 - 1 600 000 ლარი (ეს უკვე ნაციონალების მთავრობისგან) 2005 - 1 300 000 ლარი 2006 - 4 800 000 ლარი 2007 - 4 200 000 ლარი 2008 - 9 500 000 ლარი (აგვისტოს ო...

მართლმადიდებლობამ გადაარჩინა საქართველო

Image
რამდენჯერ გსმენიათ ეს ფრაზა? ძალიან ბევრჯერ? მეც. თუნცა მიმაჩნია რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ არც ისე დიდი ხნის წინ შეთხზული მითია, თან უნიჭოდ შეთხზული, რომლითაც დღეს მართლმადიდებლური ეკლესია ცდილობს თავი იმართლოს, რადგან ახლა, XXI საუკუნის დასაწყიდში, იგი მწვავე დესტრუქციულ როლს ასრულებს საქართველოში. დავუშვათ რომ ისტორიის რომელიღაც ეტაპზე, რისი დიდი შანსიც არსებობდა თავის დროზე, საქართველომ უარი თქვა აღმოსავლურ ქრისტიანობაზე და გადავიდა დასავლურ ყაიდაზე, ანუ მიიღო კათოლიციზმი და ეკლესიის მეთაურად აღიარა რომის პაპი. რას შეცვლიდა ეს ისტორიის 230 წლიან მონაკვეთში? 1780-ან წლებში რუსეთის ნაცვლად ერთმორწმუნე იქნებოდა ევროპა, რომელთანაც უფრო მჭიდრო კონტაქტები გვექნებოდა. ეს თავისთავად შეაფერხებდა სამხრეთ-დასავლეთის ისლამიზაციასაც, რადგან ოსმალები ერიდებოდნენ პაპთან ურთიერთობის დაძაბვას. რუსეთის მოთხოვნით ამავდროულად არ გაწყდებოდა ურთიერთობა დასავლეთთან გეორგიევსკის ტრაქტატის ხელის მოწერის შემდეგ, და საერთოდ, მოეწერებოდა ამ ტრაქტატს ხელი არაერთმორწმუნესთან? ასევე სამღვდელოება არ მოექცეოდა ...

ლუდი საქართველოს მთის წმინდა სასმელი

Image
თრიალეთის ყორღანზე, გასული საუკუნის 30-იან წლებში აღმოჩენილმა ქართული ჭედური ხელოვნების შედევრმა, ვერცხლის თასმა მრავალკომპოზიციანი სიუჟეტით, ჩვენი შორეული წინაპრის თანაზიარობა ძველი აღმოსავლეთის მაღალ ხელოვნებასა და რელიგიასთან კიდევ ერთხელ დაადასტურა. თასზე შესრულებულია სარიტუალო მსვლელობა წმინდა სასმელით, ის ძვ.წ. XVIII-XVII საუკუნეების საკულტო და სამეურნეო ურთიერთობებზე მნიშვნელოვან მინიშნებებს შეიცავს. ვერცხლის თრიალეთური თასი ე.წ. უნაკერო ნაკეთობაა, ჩარხზე ერთი მთლიანი ფურცლისგან არის დამზადებული და ამ მხრივაც უნიკალურია. ბრტყელძირა და მუცელფართო სასმისი ორ ნაწილადაა გაყოფილი. დაბალ ფრიზზე დედალ-მამალი ცხრა ფურირემი განაყოფიერების საერთო მინიშნებით ერთი მხრისკენ მიემართება. ზემოთ, მეორე ფრიზზე ოცდაორი ნიღბიანი მამაკაცია, ხელში მაღალი თასებით უფროსი ღვთაებისკენ მიმავალნი. მათ მოკლე ქულაჯები და ჭვინტიანი ფეხსაცმელი აცვიათ – ხეთური ხელოვნების ძეგლებზე გამოსახული ფიგურების მსგავსად. ნიღბები ოსირისის დღესასწაულის წარმმართველ ქურუმთა ცხოველის ნიღბებს წააგავს. უფროსი ღვთაება სავა...

Повстанцы оскверняют кладбище в Бенгази

Навел  art-of-arts  И какого черта бомбили Ливию и свергали Кадаффи? Европейцы и Американцы и правда тупые, раз думают что арабская весна это борьба добра со злом. Это борьба одних упырей с другими и все. Нечего руки марать и защещать угнетенных. А это видей было запрещено на Youtube из за политкорректности...

de Natura Deorum

2000 წლის შემდეგ New thoughts about old subject. Question is as ancient as world, what are gods, who are they, how do they rule and behave. Could they be counted or not, is god or gods persons who can be considered as single or plural persons? Monotheist seems to have answer but is it true answer? Gods gave humans body, not to let them be gods too. Human with body is weaker. Body limits human's soul. what is soul with out body it is wind? Wind which brings new seeds of live and takes away ash of old, burned, perishable ended lives? wind is changing face of Planet, it makes air move, it makes weather, it brings and takes clouds away. Wind brings seeds of civilizations and blows off ruins... may be wind brinds sould to humans body, gods souls and then takes them away?