ფლამენკო! სევილია
ფოლკლორი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბუნებრივია მეც მომინდა ესპანურ განთქმულ ფოლკლორულ ცეკვას - ფლამენკოს გავცნობოდი. სევილიაში ბევრი ადგილია, სადაც შეიძლება ფლამენკოს ნახვა. ავირჩიე ფლამენკოს მუზეუმი, რომელიც ძველ ქალაქში მდებარეობს, რათა მასქსიმალურად გავცნობოდი ფლამენკოს და არა უბრალოდ შემეთავსებინა ვახშამი და ფლამენკო. ვახშამი ჩემს საყვარელ ბარშიც მშვენიერი იყო, თან ბარმენისთვის ჩემი დამტვრეული ესპანურით იმის ახსნა თუ საიდან ვარ :)
ფლამენკოს მუზეუმში მივედი საღამოთი, შოუმდე ნახევარი საათით ადრე. მუზეუმიც და შოუც 24 ევრო დამიჯდა.
პრინციპსი ფლამენკოს შოუზე ფასები ძირითადად მასეთია.
რომ მივედი შოუს დარბაზში მოსწავლეები ვარჯიშობდნენ.
საინტერესო კომპოზიცია
ფლამენკოს ფეხსაცმელი. მუზეუმში სლაიდებით და აუდიო მასალებით მონათხრობია ფლამენკოს ისტორია. მოსმენა შეიძლება ესპანურად, ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად.
ფლამენკო წარმოიშვა 2 საუკუნჯის წინ, იგი უბრალო ხალხის ცეკვა იყო თავდაპირველად. თან ფლამენკო მხოლოდ ცეკვა კი არაა, სიმღერის და გიტარაზე დაკვრის სტილია. ფლამენკო არის ესპანური, მავრიტანული, ბოშური და ამერიკული კულტურების ნაზავი.
ვიდეო მასალები
XIX საუკუნის მიწურულს ფლამენკომ სოფლიდან ქალაქში გადმოინაცვლა, კაფეებში გახდა მოდური ცეკვა.
ფლამენკოს კაბები
ფლამენკო ითვლება სუფთა ანდალუსიურ ცეკვად, თუმცა მთელს მსოფლიოშია პოპულარული.
Comments
Post a Comment