თავი V I I


<<ნაწილი მესამე

თავი V I I
ქართველი კათოლიკენი XVII საუკუნეში და კაპუცინების
მოსვლა ქართლსა (1600-1700)

მართალია თეათინელმა მისიონერებმა ქართლი დასტოვეს და სამეგრელოს
გადავიდენ, მაგრამ საქართველოს ამ ნაწილიდგან სამუდამოდ არ წასულან,
არამედ კიდევ დაბრუნების იმედი ჰქონდათ. იმათ შემდგომ გორში კიდევ იყენენ
აგვისტინიანი მონაზონები, ვინაიდგან ნოემბრის 19 დღეს 1640 წ. აქიდგან მისწერა
პატრი ამბროზიომ რომას ზემოდ ხსენებული წერილი ქეთევან დედოფლის წამების
შესახებ. ხოლო ის კი არ ვიცით, აგვისტინიანები შემდგომ აქ კიდევ რავდენ ხანს
დარჩნენ. თეათინელები არამც თუ ქართლს ვეღარ დაბრუნდენ, არამედ, როგორც
ზემოდ ვნახეთ, სამეგრელოს მისიონის მართვაც გაუჭირდათ მისიონერების რიცხვის
სიცოტავის გამო. რადგან რომა საქართველოდგან დიდ ნაყოფს მოელოდა,
უმისიონეროდ აღარ დასტოვა. ამიტომ წმიდა ფრანჩისკეს მონაზონებს, ეგრედ
წოდებულ კაფუცინებს, მიანდო საქართველო და მასთან სამეგრელოს მისიონიც იმ
შემთხვევაში, თუ თეათინელი პატრები იქ საკმაოდ მისიონერების გაგზავნას ვეღარ
შეიძლებდენ.



ახლა შევუდგებით იმის განხილვას, თუ რა შრომა გასწიეს კაპუცინთა ორდენის
ბერებმა საქართველოში კათოლიკობას გასავრცელებლად. როგორც სხვა
დროებისა, ისე ამათი დროების საბუთები ბევრი დაკარგულია, მაგრამ მაინც ბევრი
აღმოვაჩინეთ სხვა და სხვა არხივებში და ყველა რომ გამოიცეს, ცალკე წიგნი
დასჭირდება იმ საბუთებს. გარნა ყველას მოყვანას არ გამოვუდგებით. უმთავრესებს
და რაც ჩვენს საგანს შეეხება, აქ მოვიყვანთ. ხოლო დანარჩენ წერილებს, თუ
საჭიროდ დავინახეთ, შემდეგში ცალკე გამოვსცემთ. ამ საბუთების მოყვანის
დროსაც, როგორც აქამდე, ჩვეულებრივ დავიცვავთ ქრონოლოგიურ წესს.
რომამ საქართველოს მისიონი კაფუცინებს მიანდო თუ არა, მალევე შეუდგა
მათ გამოგზავნას. პროპაგანდამ 1661 წ. ივნისის ცამეტს, დეკრეტით პირველ
გზობის გამოსაგზავნად დანიშნა რვა კაფუცინი: პატრი ბონავენთურა სორენტელი,
პ. ბერნარდო, წმიდა ონოფრიო, პ. კიპრიანე ქავალი, პ. იოსებ ბორგოინანო. პ.
კარლო სანმარინელი, ძმა ანდრია თევრიკოლელი და ძმა ანჯელო ვიტერბელი.
უფროსად დაუნიშნა პატრი ბონავენთურა და ყველანი დაუყოვნებლივ
გამოისტუმრა. ოსმალებს რომ კოსტანტინეპოლში ერთად ნახულ იმათთვის რამე
არ ევნოთ, ორ ჯგუფად გაიყვნენ; ერთი წინ წავიდა და მეორე რავდენისამე დღის
შემდეგ უკან გაჰყვა. იმათგანი ერთი, პატრი კიპრიანე სმირინს მივიდა თუ არა, იქვე
გარდაიცვალა. უფროსმა თავის ამხანაგებითურთ სამეგრელოზედ გამოიარა.
იქიდგან საქართველოს გზას რომ დაადგა, ერთ მდინარეში ცხენი წაექცა და
წყალში დაირჩო. მისმა ამხანაგებმა გზა აღარ განაგრძეს და დროებით
სამეგრელოშივე შეჩერდენ. უფროსის სიკვდილმა, გზაში გამოვლილმა შეწუხებამ
და თუ სხვა გაჭირვებამ ძრიელ გული გაუტეხა პატრი ბერნარდოს. ვედარ გაბედა
მგზავრობის გაგრძობა სამისიონეროდ და რომლითაც მოვიდა, იმავ ხომალდით
გაბრუნდა კოსტანტინეპოლს. სამეგრელოში დარჩნენ მარტო პატრი კარლო და ძმა
ანდრია. ვეღარც იმათ გაბედეს ქართლს წასვლა. ამიტომ სამეგრელოში
თეათინელებთან დარჩნენ დროებით. ხოლო დანარჩენი ამხანაგები წავიდენ
აზრუმისკენ, საიდგანაც ქართლში უნდა შემოსულიყვნენ, მაგრამ იმ დროს ომების
გამო ამ გზით ვეღარ შემოვიდენ, არამედ სპარსეთი მოიარეს და ესრეთ დიდის
გაჭირვებით, როგორც იყო, მოვიდენ ტფილისს. მათი აქ შემოსვლის თვე არა სჩანს.
უნდა ყოფილიყო ან 1662 წლის დამლევი, ან 1663 წლის დამდეგი. პირველში
მიუღია იგინი ქართველ ეპისკოპოსს თბილელს და კაი პატივითაც მოჰპყრობია.
კაფუცინებს რა შეუტყვიათ, მეფის მკურნალი რომას ნასწავლი, ქიოს კუნძულის
ბერძენი, კათოლიკე არიო, მაშინვე მისთვის უცნობებიათ თავიანთი მოსვლა. ის
მკურნალი, სახელად ანდრია ეპიფანე, იმ დროს იქ არ ყოფილა, არამედ თან
ხლებია იმერეთს საომრად წასულ მეფესა. ამას თავის იქ მყოფის ძმისათვის
შემოუთვლია, რათა თავის მობრუნებამდე კაფუცინები თავის სახლში მიეღო და
კარგად მოჰპყრობოდა. როდესაც მობრუნდა, დიდი პატივისცემა დაუწყო
კაფუცინებს და ყოველგვარი შემწეობის აღმოჩენა; მერე მეფეს წარუდგინა და
გააცნო. ამის შუამდგომლობით მეფემაც ისინი პატივით მიიღო და არა თუ ნება
მისცა აქ დარჩენისა, არამედ თვითონვე იყიდა ქალაქის შუა ადგილს ორი სახლი
და კაფუცინებს აჩუქა, რათა ერთში დამდგარიყვნენ და მეორეში წირვა-ლოცვა
შეესრულებინათ. რადგან მათი უფროსი აქ მოსვლისათანვე სამეგრელოს
მდინარეში დაირხრჩო, უფროსობა დარჩა პატრი სერაფინო მელაკოკელს.
ტფილისში დაბინავების ამბავი მალე აცნობა რომის პროპაგანდას და თავის
უფროსს. ოთხი წიგნი გვაქვს მიწერილი. მიწერილებია ერთი 1663 წ. 7 მაისს;
მეორე, 28 ივნისს; მესამე 2 ივლისს და მეოთხე, 23 ოქტომბერს. შინაარსით
თითქმის ერთმანეთსა ჰგვანან, ამიტომ ჩვენც აქ მარტო ერთს მოვიყვანთ.
„ტფილისში მიგვიღო ამ ქალაქის ეპისკოპოსმა. ჩვენი მოსვლა ვაცნობეთ
ბატონ ანდრია ეპიფანეს, გვარათ ქიოელს, ჭეშმარიტსა და მეტად ერთგულს
კათოლიკეს, რომელიც მეფეს ახლდა იმერეთთან ატეხილის ომის დროს. მან
გამოგზავნა თავის მამულში მყოფი თავისი ძმა, რომელმაც დიდის სიხარულით
მიგვიდო თავის სახლში. დღევანდლამდე მასთან აქ ტფილისში ვართ... ვენახულეთ
მეფესა, დედოფალს, კათალიკოსს და სხვა მთავრებსა. დავაარსეთ სახლი და
ახალი მისიონი. თუმცა ეს ქართველი მეფე გამაჰმადიანებულია, მაგრამ მაინც
ძრიელ კარგად მიგვიდო, ორი სახლი მოგვცა, რათა ერთში ჩვენ დავდგეთ და
მეორეში პატარა ეკკლესია მოვათავსოთ. ეკკლესიაში უკვე ვწირავთ და მთელი
ქალაქი ესწრება. ღვთის მსახურების შესრულების დროს ეკკლესია ქალაქის
საუკეთესო პირებით ივსება: ესწრებიან ქართველები, სომხები, მამაკაცები,
დედაკაცები, ეპისკოპოსები და მღვდლები... თვით დედოფალი, რომელიც
ქართველი ქრისტიანია, ორჯელ მოვიდა და დაესწრო წირვას თავისი ორი შვილით
და ყველა თავისი მხლებლებითურთ. ერთმა ქართველმა მღვდელმა, რომელიც
დედოფლის სასახლეში დაიარება, მითხრა, რომ დედოფალმა ძრიელ აქო თქვენი
წესი და წირვის შესრულება, ქართველ მღვდლებს საყვედური უთხრა, სასოებით არ
სწირავთო და დაუმატა, რომ პატრებს შემწეობას აღმოვუჩენ კათალიკოსის
წინაშეო... ეს მთავარი არა თუ არ გვიშლის საღვთო მსახურების აღსრულებას,
არამედ კარგადაც ვყევართ მიღებული, რადგან ხედავს, რომ ოქროსა და ვერცხლს
არ ვეძებთ. როგორც თვითონ პატივს გვცემს, ეგრეთვე უნდა, რომ სხვებიც პატივით
მოგვეპყრან. როდესაც კარგად შევისწავლით ქართულს ენას და ქადაგებას
შევიძლებთ, იმედი მაქვს, მეტად დიდი ნაყოფი გამოიღოს ჩვენმა შრომამ, რადგან
კაი გულის ხალხია; კაი მაგალითით და მოძღვრებით ადვილათ მიიღებენ
კათოლიკე სარწმუნოებას".
ტფილისს მოსული კაფუცინები დიდ დაჭირვებაში იყვნენ ფულის მხრივ,
რადგან სახარჯო ფული ჰქონდა იმათ უფროსს, რომელიც ფულთან ერთად
სამეგრელოს მდინარეში დაიღუპა. ამ მხრითაც ხსენებულმა მკურნალმა ანდრია
ეპიფანემ დიდი შემწეობა აღმოუჩინა იმათ, ყველაფრით დაეხმარა და რომაშიაც
მათ შესახებ რავდენისამე გზის წერილები გაგზავნა. აქ მოვიყვანთ შემოკლებით მის
ერთ წერილს, რომელიც ზემოდ მოყვანილ პატრი სერაფინოს წერილთან ერთად
გაგზავნა რომას 7 ივლის 1663 წ.
„...დასასრულ, რაც შეიძლებოდა, ვეცადე მეფის წინაშე და მოუპოვე მათ
ქალაქის შუა ადგილს სახლი და მიწა, საცა მოაწყეს პატარა ეკკლესია და
ყოველდღივ ასრულებენ მღვდელთმოქმედებას. მათ წირვას მთელი ხალხი დიდის
სიხარულით ესწრება და ყველას უკვირსთ. ღვთის სახიერების იმედი მაქვს,
როდესაც შეისწავლიან კითხვას და ქართულ ლაპარაკს, ბევრი რამე გააკეთონ.
კითხვას და ქართულ ლაპარაკს მევე ვასწავლი, როდესაც თავისუფალი დრო
მაქვს. ღმერთია მოწმე, რომ არაფერს ვზოგავ, მათ შევეწიო, რითაც კი შემიძლიან;
გარდა ამისა, პატრები იმდენად რა შეისწავლიან ქართულ ენას, რომ ქართველ
მღვდელ-მონაზონებთან შვიდ საიდუმლოთა შესახებ საუბარს შეიძლებენ, მოკლე
წიგნს შევუდგენ ამ საიდუმლოთა შესახებ. ამ წიგნში განსაკუთრებით აღვნიშნავ
ყოველ შეცთომას, რომელსაც სჩადიან ქართველები ამ საიდუმლოთა აღსრულების
დროს, შეცდომებს ვუსწორებ და თანაც ვასწავლი, როგორ უნდა შეასრულონ
სისწორით. ვევედრები ღვთის სახიერებას, რათა თავისის მადლით
შემასრულებინოს ჩემი სურვილი. უკეთუ თქვენს უმაღლესობას სასიამოვნოდ
დაურჩება, გამოვგზანი, რათა დააბეჭდინოთ. უფლის შემწეობით მისიონი კარგად
დამყარდა. მისიონერები ყველა თავიანთ ვალდებულობას ასრულებენ; მეტადრე
როდესაც სცნობენ ამ ერის რაიმე სათნო საყოფელს, დიდის სიამოვნებით
ასრულებენ, რათა მათი გული მოიგონ. აწ საჭიროა, თქვენმა უმაღლესობამ ამ
მისიონს მოაწოდოს საჭირო შემწეობა. უამისოდ ჩვენი შრომა უქმი იქნება.
პირველად საჭიროა, ამ მისიონს წლიური სარჩო აძლიოთ, ამიტომ, რომ აქ
კაფუცინების ჩვეულება არ გამოდგება, ტომარას ვერ აიკიდებენ და კარდაკარ ვერ
ივლიან პურისა, ღვინისა და სხვა საჭირო სურსათის ჩამოსათხოვად, გარდა ამისა
მთავარმა მათ მარტო ცარიელი სახლი მისცა. უკეთუ თქვენმა უმაღლესობამ მათ
სარჩო არ გამოუგზავნა, სხვაგან მისი შოვნა არ შეუძლიათ; აქ უფულოდ წყლის
გარდა არაფერი იშოვება, ფულიც ადვილად იხარჯება, რადგან აქ ძრიელ ბევრი
ხალხია. აქაური მკვიდრის გარდა, აუარებელი ვაჭრები არიან აღმოსავლეთიდგან
მოსული; ამიტომ აქ ცხოვრება იაფი არ არის; აქიდგან სცანით, თუ რა ხარჯი
მოუნდებათ. მე კარგად გამოვიანგარიშე ვნახე, რომ, რა გინდ დიდი
დამზოგველობა გამოიჩინონ, მაინც დღიურად დასჭირდებათ რომაულ ფულად
ნახევარი სკუდი.-მეორედ, გარდა ამ წლიურ სარჩოსი, საჭიროა ამ თავითვე თქვენი
უმაღლესობა შეეწიოს მანდედგან ამ მისიონს შენობის საქმეში; შენობა კი
მიუცილებლად საჭიროა, ვინაიდგან მეფის მოცემული სახლი ორია, ერთი მეორეს
პირდაპირ და შუაში გზა არის; ერთი ეკკლესიად გადააკეთეს, მაგრამ პატარაა და
ხალხი ვერ დაუტევია. ამიტომ საჭიროა მეზობლისაგან პატარა ადგილის ყიდვა
ეკკლესიის გასადიდებლად, რათა აქაური ჩვეულების თანახმად, შიგ ადგილები
გაიყოს მამაკაცებისთვის ცალკე და დედაკაცებისთვის ცალკე. მეორე სახლში
პატრების სადგომია. ამ სახლისა და ეკკლესიის შუა საჭიროა პატარა ხიდის
გაკეთება, გზით გავლა არ დასჭირდეს კაცს და ოთახიდგან პირდაპირ ეკკლესიაში
გადავიდეს. აწ თქვენვე განსაჯეთ, საჭიროა თუ არა გაკეთება,-მესამედ საჭიროა
თქვენმა უმაღლესობამ პატრებს ევროპიული წვრილი საჩუქრები გამოუგზავნოს,
რათა ხანდისხან აქაურ მოწინავე პირებს უთავაზონ მათი გულის ადვილად
მოსაგებად... რაც შეეხება მეფისათვის საჩუქარს, არა ერთგზის მოვილაპარაკეთ
პატრებთან, თუ რის მირთმევა იქმნება უფრო უკეთესი; ყველამ ერთპირად
ვარჩიეთ, რომ ყველაზედ უფრო მომეტებულად მეფეს სასიამოვნოდ დაურჩება
ერთი იტალიური მდიდრული ცხენის იარაღის ან არა და, ამ ცხენის იარაღის
ნაცვლად, კარგი იქმნება რავდენიმე ძველებური კარგი ჯაჭვის პერანგი, ისეთი,
შუბმა ვერ გაატანოს; ეს უდიდესი საჩუქარი იქმნება ქართველებისათვის,
რომლებიც ომის დროს (საუცხოვო მეომარნი და მეტად მარჯვე ცხენოსანნი არიან)
ამ პერანგს ქვეშ ჩაიცმენ და გრძელის შუბებით ომობენ... არ ეგონოს თქვენს
უმაღლესობას, ეს ხარჯი უბრალოდ წავიდეს, რადგან გარდა იმისა, რომ ამ
საჩუქრებით მათ გულს მოვიგებთ, ჩვენის საჩუქრისათვის ორკეცად მოგვაგებენ,
ვინაიდგან ქართველებს ჩვეულებად აქვსთ და ვალადაც რაცხვენ, რომ მიღებული
საჩუქარი ორ კეცად გადაუხადონ. იმედი მაქვს, ამ ნაირის საჩუქრების წყალობით,
მეფე პატრებს ძალიან შეეწიოს. ტფილისი, 7 ივლისს, 1663 წ., დოქტორი ანდრია
ეპიფანე”.
ესევე ანდრია, 11 მაისისას 1664 წ. სწერს რომას კარდინალს სხვა ვრცელ
წიგნს და აუწყებს, რომ კაფუცინების მისიონის საქმე ძლიერ კარგად მიდის, ყველა
მათ მღვდელ მოქმედებას დიდძალი ხალხი ესწრებაო; იმედოვნებს, რომ მისიონი
ყველგან მოეფინებაო; ეგრეთვე აუწყებს ბატონიშვილს კახეთის მეფედ დანიშვნას.
თანაც ჰპირდება, რომ, მეფის შემწეობით კაფუცინების მისიონი მალე
გავრცელდება კახეთში და იმერეთშიაც, რომლის მთავარი ამ მეფის სიძე არის,
მაგრამ საჭიროა, რომიდგან სხვა ახალი მისიონერები მალე გამოგზავნოთო.
ხსენებული პატრი სერაფინეს ერთი წერილი კიდევ გვაქვს. ეს წერილი
მიუწერია რომას თავის უფროსისთვის 20 მაისისას 1664 წ. ამაში იხსენებს სხვა
წერილებს, რომლებიც ამავე წლის პირველ თვებში მიუწერია კარდინალებისათვის.
სამწუხაროდ, ის წერილები ვერ ვიპოვეთ. ამ წერილებში ფულის შემწეობის გარდა,
სთხოვს სხვა მისიონერებსაც, რომელთაგან ერთს მაინც უნდა სცოდნოდა
ინჟენერობა და მეხანიკა, რათა შესძლებოდა მტკვარში იმნაირის წისქვილების
გაკეთება, როგორც რომის მდინარეზე ყოფილა; და თან თხოულობს მათ პლანებს,
რადგან მეფეს მოუსურვებია ასეთი წისქვილების გამართვინება; მასთანვე სთხოვს
მეფისა და დედოფლისათვის საჩუქრების გამოგზავნას: საათებს, დურბინდებს,
ძვირფას კრიალოსნებს და კათალიკოსის საჩუქრადაც ერთ ბარძიმს. ამ საჩუქრების
წყალობით იმედი მაქვს მეფემ სამუდამო შემწეობა გვაძლიოსო; ეგრეთვე სთხოვს
ეკკლესიისთვისაც ერთ ზარს, რადგან ქართველებსა და სომხებსაც ჰქონიათ
თავიანთ ეკკლესიებში.
რადგან იმ დროებში მეტი მკურნალი არ მოიპოებოდა საქართველოში,
ხსენებულ ანდრია ეპიფანეს, მეფის ექიმს, დიდი სახელი ჰქონდა თურმე
მოხვეჭილი, მასთანვე შემოსავალიც არ აკლდა პატრებმა თუმცა ამასავით
ნამდვილი ექიმობა არ იცოდენ, მაგრამ მკურნალობის საქმისა ცოტად, თუ ბევრად
ესმოდათ. რა დაბინავდენ, დაიწყეს ამათაც წამლობა უსასყიდლოდ, მალე იმ
ზომამდე განითქვეს სახელი, რომ მდიდარი და გლახაკი, ყველანი ამათთან
მოდიოდენ. ამ გარემოებამ დიდად ხელი შეუშალა ეპიფანე ექიმსა, სახელის
დამცირების გარდა, მასთან მიმსვლელი აღარავინ დარჩა, რისგამო დიდი ზარალი
ეძლეოდა. ეს ექიმი, 2 ოქტომბერს, 1664 წ., კახეთიდგან სწერს დიდს სამდურავს
ტფილისში ერთ კაფუცინს და სთხოვს, რომ მკურნალობაზე ხელი აიღონ; თუ რამე
გჭირიათ, რომ მოვბრუნდები, ყველაფერს გიშოვიო, მაგრამ, როგორც ვიცით,
კაფუცინებს არ დაუშლიათ და განუგრძიათ ხალხის წამლობა.
რომამ მაშინვე არ მიაქცია ყურადღება კაფუცინების თხოვნას, და არ მიაშველა
არც საჭირო ფული და არც ახალი მისიონერები. წერილით რომ ვერას გახდენ,
კაფუცინებმა გადასწყვიტეს, ერთი თავიანთი ამხანაგი გაეგზავნათ რომას,
ყველაფერი კარგად აეხსნა პროპაგანდისათვის და რაც კი საჭირო იყო, მიეცათ. იქ
გასაგზავნათ დანიშნეს პატრი კარლო სანმარინელი და მალეც გაისტუმრეს. მეფის
წერილთან ერთად თავიანთი წერილებიც გაატანეს, რა შიგ აუწერეს თავიანთი
გარემოება დაწვრილებით და სხვათა შორის, ესეც მოახსენეს: გარდა ამისა ეს
ქართველი მეფე თუმცა კი გამაჰმადიანებული ქართველია, მაინც თავის ქვეყანაში
დიდის სიყვარულით მიგვიღო, მოგვცა ორი სახლი, ერთი საეკკლესიოდ და ერთი
ჩვენთვის ბინად, კაის თვალით გვიყურებს, ხშირად თავის სახლში გვიწვევს და
ქართველ ბერებზედ უკეთესად მივაჩნივართ. ჩვენის უნეტარესის პაპი
ალექსანდრესი (VII) დიდი პატივისცემა აქვს. ჩვენ ყველაფერი ვუამბეთ მისი. კიდეც
მოსწერა წიგნი, რომელსაც თქვენი უმაღლესობა ნახავს ამ წერილთან ერთად. სხვა
რამეც დაგვაბარა და ყველაფერს პატრი კარლო მოგახსენებსთ. გევედრებით
აუსრულო მისი სათხოვარი, რადგან მთელს ჩვენს მისიონს დიდს სარგებლობას
მოუტანს. ამ მეფეს საქართველოს უდიდესი მთავრებიც ემორჩილებიან. მისი დიდი
პატივისცემა აქვსთ და ეშინიათ კიდევაც მისი, თუ მისი სიმდიდრისა და თუ მისი
ძლიერების გამო... ტფილისი 5 ოქტომბერს, 1664 წ. პატრი სერაფინო მელიკოკა...
იმ პატრსავე გაატანა წერილი კაფუცინების მფარველმა ექიმმა ეპიფანემ,
კარდინალთან. გაახსენა თავისი წინანდელი წერილები, აუწყა აწმყო გარემოება და
ეგრეთვე მისიონის საჭიროება და სთხოვა აქაურებისათვის ჯეროვანი ყურადდება
მოექციათ. წიგნში სხვათა შორის, ამასაც სწერს: „თქვენს უმაღლესობას დიდის
სიჩქარით მოვსწერე ეს წერილი სწორეთ იმ დროს, როდესაც მეფესთან ერთად
ვიყავი კახეთში, რომელიც მისი პირველის შვილის სამთავროა. აქ ყოფნის დროს
ტფილისში მყოფმა ჩვენმა მისიონერმა პატრებმა, მაცნობეს, წასასვლელად
ემზადებოდა ქარავანი და პატრი კარლო სანმარინელიც მას უნდა გაჰყოლოდა.
ხოლო სხვა და სხვა მიზეზების გამო ეს ქარავანი იძულებული გახდა ჩვენის
მეფისათვის დაეცადა, ამიტომ იმ წერილთან ამ წიგნსაც ვუმატებ. თქვენს
უმაღლესობას ვაუწყებ, რომ ხსენებულმა მეფემ რა შეიტყო პატრის წასვლა,
დაიბარა სხვებთან ერთად და ჩემის პირით ბევრი რამ უთხრა, ყველაფერს თვითვე
მოგახსენებს; ეგრეთვე პაპისათვისაც მისცა წერილი ქართულად, რომელიც მე
ვთარგმნე ლათინურად. მასთანვე უჩვენა ჯაჭვის პერანგი, რომელსაც აქაურები
ტანისამოსის ქვეშ იცმენ, როდესაც საომრად მიდიან, და ბევრის ხვეწნის შემდგომ
დაავალა მას, რათა შეეტყო, თუ მას სად აკეთებენ, რომ რამდენიმე ხელი
წამოეღო. გასტუმრების დროს უთავაზა მას ერთი ცხენი სამგზავროდ. უკეთუ
გნებავსთ, ამ მისიონის საქმე კარგად წავიდეს, კეთილ ინებეთ და ასიამოვნეთ მეფე
იტალიური წვრილი საჩუქრებით... ტფილის, 7 ოქტომბერს, 1664 წ., ექიმი ანდრია
ეპიფანიო".
მეფე შაჰნავაზ (ვახტანგ V) თუმცა გამაჰმადიანებულა, მაგრამ სულით და
გულით ისევ ქრისტიანედ დარჩენილა და თუ კათოლიკობისა და თუ პაპისა დიდი
პატივისცემა ჰქონია; რასაც ცხადად გვიჩვენებს შემდეგი წერილი მისი, პაპთან
გაგზავნილი, რომლის დედანი ვერ ვიპოვეთ. „მადლითა და წყალობითა
ღვთისათა, ჩვენ იესეიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატოანი ძრიელი და
მფლობელი საქართველოსი, ღვთივ გვირგვინოსანი მეფე შაჰნავაზ; დიდსა,
მარადის დიდებულსა, ღვთისაგან ეგრეთ პატივ მოსილს და გაძრიელებულს,
რომლის უძლიერესი არავინ არის, მტერთაგან უძლეველს, ღვთის მოწყალებით
უუდიდეს ყოველთა პატრიარქთა ზედა, წმიდა პეტრეს მოსაყდრეს, მთელ
ქვეყანაზედ სიმართლის დამცველს, მთელი ქვეყნის ქრასტიანების მთავარს,
ყოველთა მაღალ ღირსებათა მქონეთა უფრო ღირსეულს, სამგზის გვირგვინით
დაგვირგვინებულს, შემკობილს რომის დიდ პაპთა სახელით, მამათ მთავართა
მამას და ბატონს, დამოუკიდებელს და უმაღლეს ბატონს ალექსანდრე მეშვიდეს
ჩვენის მსახურების და პატივის ნატვრას სიმდაბლით ვაუწყებთ. დიდება ყოვლად
მოწყალე ღმერთსა, რომ თქვენის პატიოსანის სახელის დიდებულებისა და თქვენი
კარგად მყოფობის ამბავმა ჩვენს ყურამდე მოაწია, ვინაიდგან თქვენმა უნეტარესმა
საყდარმა ქვეყანაზედ მოჰფინა თქვენის უძლიერესობის ნათელი და იცვავს მას
უვნებლად.
„გარდა ამისა, თქვენი მდაბალი მღვდლები, რომლებიც მონაზონებრივ
ცხოვრებენ, ჩვენს ქვეყანაში მოვიდენ; ჩვენც, თქვენდა მსახურებად და საამებლად,
ვუბოძეთ სადგომი და კარგად მოვეპყარით. მათ აღაშენეს ეკკლესია, სადაც
ადიდებენ ღმერთსა და ლოცულობენ თქვენი უნეტარესობის სიმრთელისათვის.
გარნა დიდმა დრომ განვლო მას შემდეგ, რაც ამათ თქვენი ბრძანება აღარ
მიუღიათ, რის გამო ერთი მათგანი, კარლო მარია, მოდის მანდ, თქვენს წმიდა
ფერხთ ემთხვიოს და ჩვენი ამბავი მოგახსენოსთ. ჭეშმარიტად ვნატრობთ, თქვენ
გაამოთ, ამისათვის დიდათ გევედრებით, გვიბრძანოთ რა სამსახურის მოგება
შეგვიძლია. ნუ დაგვივიწყებთ".
ამ წერილს თარიღი არა აქვს. მაგრამ არ უნდა იყოს 1664 წ. ოქტომბერში
დაწერილი.
პატრი კარლო რა მივიდა რომას, თუ პირად და თუ წერილით საქართველოს
ყოველი გარემოება მოახსენა კარდინალებს, რომელნიც დიდად კმაყოფილნი
დარჩნენ. ამისი დაწერილი მოხსენება ხელში ჩაგვივარდა მხოლოდ ერთი, სადაც,
სხვათა შორის, ამბობს: „ერთი ქართველი, რომელიც კოსტანტინეპოლში ჩვენს
პატრებს ხელმეორედ მოენათლათ და რომის კათოლიკობა მიეღებინებინათ, აგერ
ოთხი წელიწადია, საქართველოში უზიარებელი იყო. მივედით თუ არა, მაშინვე
მიიღო საიდუმლო; ხოლო რავდენიმე თვის შემდგომ დასნეულდა, წმიდა
საიდუმლო კვალად მიიღო დიდის სასოებით, ასე რომ მთელის ქალაქისათვის
სამაგალითო გახდა მისი სათნოება და შემდგომ მიიცვალა. იქ თიათინელებისაგან
ხელმეორედ მონათლული ერთი მეგრელიცაა, რომელიც ხშირად ამბობს
აღსარებას და ღებულობს წმიდა ზიარებას... ეგრეთვე საიდუმლოდ მოვნათლეთ
ურიცხვი ბავშვი, რომლის ჯეროვან ნათლიღებაზე ვეჭვიანობდი. დასასრულ
საქართველოში დავსტოვე ბერძნისი ანტიოქიის პატრიარქი18, რომელიც იქ
დასავლელად მოვიდა, რადგან იქაურობა მის უფლების ქვეშ არის. იმ ზომამდე
გვცა პატივი, რომ ბევრმა დიდებულთაგანმა გვითხრა, თუ ეს პატრიარქი თქვენს
ეკკლესიაში მოვიდა და იქადაგა, რომ თქვენ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხართო, მაშინ
ყველანი მიიღებენ თქვენს სარწმუნოებასო. ამ სიკეთეს მისგან მოველით ალეპოს
კონსულის საშუალებით. ეგრეთვე თვით პატრიარქიც დაგვპირდა ამას და კიდეც
ეთქვა რავდენისამე ეპისკოპოსისათვის. შემდგომ რა იქმნა, არ ვიცით, რადგან მე
წამოველი".
პატრი კარლო ამ წერილშივე იხსენიებს საცეცხლურს, რომელიც დაუბარებია
მეფის ძმას კათალიკოსს რომელიც ძრიელ კარგი ქრისტიანე ყოფილა. არც ამ
წერილს აქვს თარიღი, მაგრამ უნდა იყოს დაწერილი 1664 წ., რადგან ეს პატრი
ამავე წლის დამლევს იქიდგან გამოისტუმრეს საქართველოში.
პატრი კარლოს რომაში კარდინალებისათვის ბევრი საეჭვო კითხვების
განმარტება უთხოვნია. სხვათა შორის უთხოვნია გამოეთქვათ თავიანთი აზრი
ფულის სარგებლისა და ყმების გაყიდვის შესახებ. კაფუცინების აზრი ყოფილა, რომ
საქართველოში ყმების გაყიდვას თუ მაინც და მაინც არ დაიშლიდენ, მარტო
ქრისტიანებისთვის მიეყიდათ. ამის პასუხად ამ პატრს 30 დეკემბერს 1665 წ.
პროპაგანდა ფიცხელ ბრძანებას უთვლის: ქრისტიანი ყმები არავინ უნდა მიჰყიდოს
არც მაჰმადიანებს და აღარც ქრისტიანებს, რადგან ესრეთი ვაჭრობა დიდად
დამამცირებელია კათოლიკე სარწმუნოებისა; ამიტომ ასეთი ვაჭრობა
აღკრძალულიაო. საცა კი შემთხვევა მოგეცესთ, საჭიროა ეცადოთ თქვენის
ამხანაგებითურთ მოსპოთ ესრეთი მავნე და ბოროტი ჩვეულება და, რა მოსპოთ,
უფრთხილდით ხელმეორედ არ განაახლონ ესრეთი ჩვეულება. თქვენ კარგად უნდა
იცოდეთ, რომ ფულის გასესხების დროს, არასდროს უნდა გამოერთვას კაცს ასში
ოცის თავი... ეგრეთვე წმიდა კრებას ჰნებავს, ეკკლესიაში მისიონერებმა იხმარონ
ახალი კალენდარი და სრულიად დაიცვან, რაც მასშია განწესებული. მასთანვე
ეცადეთ, მანდაური ქრისტიანებიც ამის ხმარებას შეეჩვიონ...
პატრი კარლოს ესეც ეკითხა: თუ გაკათოლიკებული ქართველები ისევ
წინანდელ სარწმუნოებას მიუბრუნდენ და შემდგომ ხელმეორედ მიიღეს
კათოლიკობა, ვალდებულნი არიან თუ არა, ხელმეორედ სთქვან აღსარება,
რომელიც ამ დროს ჰყვეს უწინდელ თავიანთ მღდელთანაო. ამის პასუხად მიიღო
საჭიროა ხელმეორედ სთქვანო.
საკმაო სახარჯო მისცეს პატრი კარლოს და გამოისტუმრეს რომიდგან
საქართველოს, თან გამოაყოლეს ოთხი ახალი მისიონერი: პატრი პავლე
ნორჩელი, პატრი იპოლიტე ფლორენციელი, პატრი ევანგელისტა მესინელი და ძმა
ივანე-ანტონ ფერმოელი. ამან წამოიღო წერილები უფროს პატრთან, მეფესთან და
ეპიფანე ექიმთან. ამ ეპიფანეს პროპაგანდა წერილით დიდ მადლობას უძღვნის
მისიონერების შემწეობისათვის და კვალად სთხოვს თავისი შემწეობა არ მოაკლოს
მათ. ერთ ძვირფას კრიალოსანსაც უგზავნის თავისი მეუღლისათვის. ტფილისის
უფროსს პატრს ერთი პატარა ყუთით უგზავნიან ხატებს, კრიალოსნებს, რათა
კათოლიკებში დაარიგონ გასაძრიელებლად. ამას ორ-სამ წიგნს სწერენ
კარდინალები სხვა და სხვა საქმის თაობაზე. ჩვენ მოვიყვანთ მარტო იმ წერილს,
რომელიც შეეხება რომის კოლლეგიაში ქართველ ბავშების გაგზავნას.
„პატრი სერაფინე მელიკოკელ პრეფექტოს, 30 დეკემბერს, 1666 წ.
„სულიერის შემწეობისათვის ქართველთა, რომელნიც დიდი მოწადინე არიან
კათოლიკე სარწმუნოების მისაღებად, როგორც გვაუწყა პატრი კარლო
18 ეს გაკათოლიკებული მაკარიოზი პატრიარქია, რომლის შესახებ უკვე წინა თავში ვილაპარაკეთ.
სანმარინელმა და რათა მათ მოსავლელად მზად გვყავდეს რავდენიმე მუშაკი,
როგორც ამას ყოველდღიური საჭიროება თხოულობს, ვიფიქრეთ მოვანდოთ
თქვენს ერთგულებას, ურბანოს კოლეგიაში გამოსაგზავნათ მათშივე იპოვოთ ორი
ახალგაზდა, რომელთაც სურდესთ საეკკლესიო წოდებაში შესვლა, და აქ
გამოგზავნოთ სანდო მგზავრთან ერთად; მასთანვე გამოატანოთ თქვენი წერილიც.
გარნა საჭიროა განსაკუთრებული ყურადდება მიაქციოთ, რათა რაოდნათაც
შეიძლება, კათოლიკე დედ-მამის შვილები იყვნენ, არც 15 წლისაზე ნაკლები და
არც 20 წლისაზედ უმეტესი. ნიჭიერნი და გულის ხმიერნი იყვნენ, რათა შეიძლონ
მეცნიერების შესწავლა, მეტადრე ჯანმრთელი და კარგი ზნეობისა უნდა იყვნენ,
წყნარნი, მორჩილნი, სათნოებისადმი მიდრეკილნი, რათა შემდგომ უნაყოფოდ არ
დარჩეს მათი შენახვა და გაწვრთნა. ამას ეცდებით და აღასრულებთ ესრედ.
მომიხსენიეთ თქვენთა ლოცვათა შინა".
სამწუხაროდ, არ ვიცით, იმ დროს, რომელი ქართველი ბავშვები გააგზავნეს
პროპაგანდის კოლეგიაში.
ამ წიგნთან ერთად მეფესთანაც გამოატანა პროპაგანდამ ეს წიგნი:
„ტფილისის მეფეს. 10 ოკტომბერს 1665 წ.
„მანდაური ერის სულიერი საჭიროებისათვის პროპაგანდის წმიდა კრება
გზავნის ახალ მისიონერებს. ამ შემთხვევის გამო კარდინლები მავალებენ, რათა
მათის სახელით მივუძღვნა უდიდესი მადლობა თქვენს დიდებულებას ყველა იმ
სიკეთისათვის, რაც მანდაურის მისიონისთვის მიგინიჭებიათ და რაცა არა ერთხელ
გვაუწყეს მანდ მყოფმა მისიონერებმა. ამნაირმა თქვენმა მოპყრობამ გაამხნევა ეს
მონაზონები, რათა შესდგომოდენ დიდს და ძნელ მგზავრობას, მასთანვე
დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მათი მისწრაფება თქვენთვის დიდად სათნო
საყოფელი იქმნება, მათი ესრეთი შრომა დაგარწმუნებსთ, რომ მათ მარტო ოდენ
სიკეთის მიტანა სწადიათ და მხლოდ ერის სულიერად მოვლა-პატრონობისათვის
ზრუნვენ. ამის გამო კარდინალები დიდად გავედრებენ მათ, რათა ყოველნაირი
შემწეობა აღმოუჩინოთ ყოველთვის, როდესაც კი საჭირო იქმნეს თქვენი
გულმოწყალე მფარველობა. დარწმუნებული ბძანდებოდეთ, რომ თქვენი ესრეთი
საქციელი ღირსეული და დიდად სათნო-საყოფელი იქმნება ღვთის წინაშე.
ეგრეთვე პრიპაგანდის წმიდა კრებაც მეტად დავალებილი იქნება თქვენგან
ყოველის სიკეთის გამო, რომელსაც თქვენის უმაღლესობის გულკეთილობით
მიაგებთ ხსენებულ მონაზონებს. დასასრულ ხელთ გემთხვევით”.
რომიდგან წამოსვლის დროს თუ ამ კაფუცინს და მას ამხანაგებს დაჰპირდენ
შემწეობის გამოგზავნას მისიონერებისათვის, მაგრამ, როგორც სჩანს, ეს დაპირება,
ისევ დაპირებად დარჩა: რომიდგან არასფერი მოუვიდათ; საქართველოში, ხალხის
სიღარიბის გამო, საჭირო შემწეობა ვერავინ აღმოუჩინა. კაფუცინებს მისიონერთა
მომატებით ხარჯიც მოემატათ, მაგრამ შემწეობა კი არსიდგან მოსდიოდათ. აღარც
წამლობა შეეძლოთ ამ დროებში ხსენებულის ექიმის ეპიფანეს გამო, რომელმაც
რომს შესჩივლა, კაპუცინებმა დიდი ზარალი მომცეს თავიანთი უსასყიდლო
ექიმობით, რადგან ჩემთან აღარავინ მოდისო. ამის გამო პროპაგანდამ აუკრძალა
მისიონერებს ხალხის წამლობა, კაფუცინებმა რა ნახეს, შემწეობა საკმაო არ
მოსდიოდათ და რჩენაც უჭირდათ, რავდენისამე თვის შემდგომ პატრი კარლო
ხელმეორედ გაგზავნეს რომას, რათა საკმაო შემწეობა ეშოვნა. რა მივიდა აზრუმს,
ავად გახდა, ამიტომ ვეღარ გაბედა წასვლა და ისევ უკან გამობრუნდა, ხოლო
მისიონის საჭიროება და თავისი მგზავრობის გარემოება აზრუმიდგანვე 20
დეკემბერს 1666 წ., რომაში აცნობა ერთი იქიდგან წამსვლელი დომინიკიანის
საშუალებით. სხვათა შორის, ამ წერილში მოახსენა: „დიდის გულმოდგინებით
ვევედრები თქვენს უმაღლესობას, მოგვცეთ რაიმე შემწეობა ამ საბრალო
მისიონისათვის, რომელიც აღმოსავლეთის მისიონებში ყველაზე უფრო
ნაყოფიერია... პატრი გაბრიელს19 და ყველა პატრებს ამ დროს მოლაპარაკება
აქვსთ საქართველოს ეკკლესიის ლათინის ეკკლესიასთან შეერთების შესახებ.
იმედია ცოტა ხანში დიდი სარგებელი მოვიტანოთ. ამიტომ ნუ ინებებთ, ამდენმა
შრომამ ფუჭად ჩაგვიაროს. იესო ქრისტეს წყლულების პატივისათვის გევედრები,
შეეწიეთ ამ მისიონს, რადგან თუ არ თქვენის შემწეობით, შეუძლებელია აქ
ცხოვრება; სიგლახაკის გამო ყმებსა ჰყიდიან და იმითი სცხოვრებენ. უკეთუ ინებებთ
და მოიღებთ თქვენს მოწყალებას ქართველ ერზედ, თავსა ვსდებ სამუდამო
საცხოვრებლად ამ მხარეს და აქვე სასიკვდილოდ... ვბრუნდები საქართველოში,
რადგან მხოლოდ იმას ვნატრობ, აქ ვიმსახურო"...
პატრი კარლოს ამის მსგავსი წერილი, რომელშიც იხსენიებს საქართველოს
ეკკლესიის შეერთებისათვის მოლაპარაკებას, მიუწერია თავიანთი
უფროსისათვისაც. უფროსსაც მიწერილი წიგნი წარუდგენია პროპაგანდისათვის და
ესეც თავის აქტებში იხსენიებს ამ წერილს. წერილი კი ვერ ვიპოვეთ.
რაკი რომიდგან არაფერ შემწეობას არ გზავნიდენ, ტფილისს რა მობრუნდა
პატრი კარლო, იძულებული გახდა კვალად დასდგომოდა გზას და წასულიყო
რომას შემწეობის სათხოვნელად. უფროსმა პატრმა სერაფინომ თვის წერილში
ასწერა აქაური გარემოება და საჭიროება; ეგრეთვე ახალ ეკკლესიის
აშენებისათვისაც შემწეობა მოსთხოვა; ამ წერილზე სხვა დანარჩენ ექვს
მისიონერსაც ხელი მოაწერინა 28 თებერვალს 1667 წ. და გაისტუმრა პატრი
რომას. პ. კარლომ ტფილისიდგან სამეგრელოში გაიარა და იქ ცოტა შეჩერდა.
იქიდგან თეათინელებმაც გაატანეს წერილი სამეგრელოს მისიონის შესახებ,
როგორადაც მოვიხსენიეთ წინა თავში. ვიდრე რომას ჩავიდოდა, რადგან იქ მისი
საქართველოდგან გაბრუნება არ იცოდნენ, ტფილისში 17 სექტემბერს 1667 წ.
რომით მოსწერეს მისი აზრუმიდგან გაგზავნილი წერილის პასუხი. ამ წერილით
პროპაგანდა ჰპირდებოდა შემწეობის მიცემას, მაგრამ არა ეგოდენს, რაოდენიც
ამას ეთხოვა წერილით; ეგრეთვე ამ პატრს ნიშნავდა საქართველოში მყოფი
კაფუცინების უფროსად, რადგან პატრი სერაფინო უფროსობას თავს ანებებდა.
პატრი კარლომ საქართველოს მისიონრის თაობაზე ბევრი ელაპარაკა
კარდინალებს და წერილებითაც ერთი ვრცელი მოხსენება წარუდგინა. ამ
მოხსენების ზოგიერთ ნაწილს აქ მოვიყვანთ.
„... მთელი საქართველოს უმთავრესი ქალაქი ტფილისია, რომელშიც 70 ანუ
80 ათასი სული სცხოვრებს; ამათგანი მომეტებული სომხები და ქართველები
არიან. გარნა, ამ დროებში ბევრი მაჰმადიანობას ღებულობს, თუ სიგლახაკის
მიზეზით და თუ ხარისხის შეძენისათვის, და კიდევ იმისთვის, რომ სპარსეთის მეფეს
აამონ. ჩვენი და მეტადრე გაბრიელა ფრანგის პატრის შრომის ნაყოფია, რომ ხელი
შევუშალოთ გაჰმადიანებაზე და სარწმუნოებაში დავიცვათ: ბევრისგან ბევრს
ავაღებინეთ ხელი ასეთს განზრახვაზე... ტფილისში 8 ოჯახამდე კათოლიკე
იქმნება; გარდა ამისა ჩვენთან აღსარებას ამბობენ მრავალნი თუ მამაკაცები და თუ
დედაკაცები და მეტადრე ძრიელ ბევრი ბავშვი. გორში უმთავრესი ბატონი,
რომელსაც ბევრი სოფელი აქვს, თავის ოჯახობით ნამდვილი კათოლიკეა.
ქუთაისშიაც ერთი ოჯახია კათოლიკე... ყველა მთავრები თავისუფლებას გვაძლევენ
ქრისტიანე სარწმუნოების ყოველგვარი სამსახურის აღსრულებისას. გარნა ბევრნი,
რომლებიც ჩვენთან ენდობიან და ეზიარებიან, ფრთხილად არიან, არავითარი
დევნულობა დაუწყონ თავიანთმა მონაზონებმა და ეპისკოპოსებმა... იქაურების
უმთავრესი ურიგო ჩვეულება ეს არის, რომ თავიანთ ქრისტიანე ქვეშევრდომებს
თათრებზე ჰყიდიან: ამის უმთავრესი მიზეზი მათი გლახაკობაა. ამის წამალი ეს
არის, ნელ-ნელა შევაგნებინოთ თავიანთი შეცთომილება... იქ ძრიელ ბევრი
ეკკლესია, მარტო ტფილისში 15 ეკკლესიამდე იქნება, ზოგი ქართველებისა და
ზოგი სომხებისა; კათოლიკებისათვის კი არც ერთია: პატარა სახლში ვასრულებთ
წირვას. ეგრეთვე გორშიაც იქმნება 12 ეკკლესიამდე ზოგი ქართველებისა და ზოგი
19 თავრეზში მყოფი კაპუცინების უფროსი იყო და საქმეების გამო ტფილისს მოსულიყო.
სომხებისა; მათ შორის ერთი მშვენიერი ეკკლესიაა, რომელიც 20 წლის წინეთ
ეკუთნოდა აგუსტინიანებს, რომლებსაც ერთი მშვენიერი მონასტერიც ჰქონდათ. ეს
ეკკლესია დღეს დედოფალს ეკუთნის და ქართველი მონაზონები ასრულებენ იქ
მღვდელ-მოქმედებას. გორში ეგრეთვე არის კიდევ სხვა პატარა ეკკლესია,
რომელიც 20 წლის წინეთ ეკუთნოდა თეათინელ პატრებს. თუმცა ბევრი
მოწინაადმდეგე იყო, მაგრამ მეფემ მაინც ბრძანება გამოსცა, ის ეკკლესია ჩვენ
მოგვეცეს. გარნა ეხლა ისევ მათ ხელშია, რადგან არც მისიონერები გვყავს და არც
საკმაო საშუალება გვაქვს, იქ დავდგეთ. ქუთაისშიც ბევრი ეკკლესიაა, იქვეა
აგრეთვე თეათენელი პატრების ეკკლესიაც. იქაური მეფე ამ ეკკლესიის მოცემას
დაგვპირდა თუ წავედით და იმ ქალაქში დავდექით. თეათინელი პატრების ერთი
სხვა ეკკლესიაც გურიელის სამთავროშია. გარდა ამ ქალაქებისა, სოფლებში და
მთელს პროვინციაში აღურაცხველი ძველის ძველი ეკკლესიებია, რომლებსაც
აქვსთ სამრეკლოები და ზარები, როგორც ჩვენში; მათშივე ინახავენ წმიდა
ზიარებას; ჩვეულების თანახმად, მეტად მშვენიერი ნაშენი ეკკლესიებია... ...ერთ
დროს შეიძლება უკან დავიბრუნოთ აგუსტინიანი პატრების ეკკლესიაც, მონასტერი
და ბაღი გორში, უკეთუ იქ დავდექით და დედოფალს წამლობით რამე სამსახურს
გავუწიეთ, ანუ რამ საჩუქარი ვუთავაზეთ... ტფილისში ერთი პატარა ეკკლესიის
გასაშენებლად თქვენის მოწყალების დახმარება საჭიროა... მისიონერებმა მარტო
ქართული ენა შეისწავლეს. თუ აქაურის ზნე-ჩვეულობის უცოდინარების გამო და თუ
იმიტომ, რომ აქ ჯერ კარგად დაბინავებული არა ვართ, ტფილისში ჩვენს სკოლაში
ძლივს გვყავს 25 მოწაფე; ყველა ეს მოწაფები ჩვენთან აღსარებას ამბობენ და
ეზიარებიან, ვითარცა ნამდვილი კათოლიკეთა შვილები. საქართველოს სახლებში
ძრიელ ბევრი მონაზონია. ბევრი მათგანი ჩვენს წირვაზე მოდიან. კიდევ ბევრს
ახსოვს, რომ 20 ანუ 30 წლის წინეთ გორსა და ქუთაისში აგუსტინიანე და
თეათინელ ბერებს დიდი სარგებელი მოჰქონდათ და ბევრი კათოლიკეც ჰყავდათ.
ეხლაც ძრიელ ნატრობენ, რომ ამ ქალაქებშიაც დავსდგეთ... 28 ნოემბერს. 1668
წ.".
პატრი კარლოს მეორედ რომაში მიბრუნება უნაყოფოდ არ დარჩენილა,
რადგან პროპაგანდამ მისცა საკმაო შემწეობა არა მარტო თავიანთ სარჩოდ,
არამედ თვით ახალ ეკკლესიისთვისაც, რომლის აშენებაც მალე დაიწყეს. ვგონებთ
ეს პატრი უკან აღარ მობრუნებულიყოს საქართველოს, როგორც თავის
წერილებშია მოხსენებული, სნეულობის გამო იტალიაში დარჩენის ნება უთხოვია.
გარნა მალე, ესე იგი, 1669 წ. შვიდი სხვა კაფუცინი გამოგზავნეს საქართველოს:
პატრი იოსებ ანტონი რომაელი, პ. ფრანჩისკე მონთეკატინელი, პ. სტეფანე
ამელიელი, პ. რაფაელ პარმელი, პ. ჯუსტინო ლივორნელი, პ. ფრანჩისკე
პიემონთელი და ძმა ბართლომე სანჯულიანელი.
ტფილისს მოვიდენ თუ არა, მესამე დღეს პატრი ჯუსტინო, პატრი ფრანჩისკე
და ძმა ანდრია გაგზავნეს გორს მისიონის დასაარსებლად. მისიონმა გორში დიდი
სარგებლობა მოიტანა, თუმცა ისიც უნდა ვსთქვათ, რომ ბევრი შეწუხება და
დევნულებაც გამოიარა მეტადრე სომხებისგან. როგორც სჩანს კაფუცინების
ისტორიიდგან: „პირველში იმათთვის, საჭირო იყო დიდის მოთმინებით
აღჭურვილიყვნენ, რათა აეტანათ ის შეურაცხყოფა, რომელსაც მათ აყენებდენ
განსაკუთრებით სომხები. სომხები იმ ზომამდე გადაეკიდენ, რომ ჯოხით ცემა
დაუპირეს და როცა პატრებს ქუჩაში დაინახავდენ ქვებს უშენდენ. სქიზმატიკი
სომხების მძულვარება განსაკუთრებით ცხადდებოდა პატრებთან ბჭობის დროს;
ყოველთვის დამარცხებულნი და შერცხვენილნი დგებოდენ, რადგან პასუხის გაცემა
არ შეეძლოთ; ბჭობის შემდგომ უფრო უარესად ემტერებოდენ. გულში ჩადებულის
ეშმაკეული სიმძულვარისაგან სომხები იქამდე მივიდენ, მეტის სიბრაზის გამო
პატრებს პირში ფურთხება დაუწყეს. თავიანთის მტრობით უეჭველად დიდათ
ავნებდენ მისიონერებს, რომ ქართველები არ გამოჰქომაგებოდენ; ქართველებისა
კი სომხებს ძალიან ეშინიათ. რადგან ქართველები ჭეშმარიტების მოყვარენი
არიან, ადვილად შეიყვარეს მისიონერები და სიამოვნებით უსმენდენ მათ
საზოგადო და კერძო ქადაგებას და ხშირად ზოგიერთი მათგანი კათოლიკეც
ხებოდა. ამის გამო ყოველ დღივ უფრო შორდებოდენ სომხების ეკლესიას და ჩვენს
ეკკლესიაში მოდიოდენ; ერთის სიტყვით, იქვე ასრულებდენ ყველა
ვალდებულობას რაც კი შეეხება ნამდვილს რომის კათოლიკეს. ხუთი თვის
განმავალობაში, მარტო გორს 300 ბავშზე მეტი მონათლეს. ეს გარემოება საკმაო
იყო, ხსენებული სქიზმატიკების გულში მუდამ აღგზნებული ყოფილიყო შურის
ცეცხლი და უზომო სიძულვილი წინააღმდეგ კათოლიკებისა და უფროსი ერთად
მისიონერებისა, რომლებსაც არ აკლებდენ გაუპატიურებას და ყველა ნაირად
ცდილობდენ, ერში მათთვის სახელი გაეტეხათ”.
არა ვგონებთ, ამ წერილში შეცთომით იყოს თქმული ეს სიტყვები
„ქართველები ყოველ დღივ უფრო შორდებოდენ სომხების ეკკლესიასო”, რადგან
უწინ ქართველები სხვა-და-სხვა მიზეზების გამო სომხის სარწმუნოებაზედაც
გადადიოდენ. უკვე მეხუთე თავში მოვიყვანეთ ნიკიფორე ერბახის სიტყვები.
კრებაში გამოთქმული, რომლითაც აცხადებდა ბევრი ქართველების გასომხებას.
ამის მსგავსი სხვა საბუთიც ვპოეთ აგუსტინიანი პატრი ამბროზის მოხსენებაში,
რომელიც 1640 წ. გორიდგან მისწერა რომას. ამ სამწუხარო გარემოებას ესე
ასწერს: „ჩვენი მონაზონები ამ ქრისტიანებში დიდის სიკეთის ქმნას შეიძლებენ
რავდენისამე სოფლის ყიდვით, როგორც შვვებიან სომხები. თუმცა ქართველებს
დიდი სიმძულვარე აქვსთ სომხებისა სარწმუნოების მხრივ, გარნა, როდესაც მათი
ყმები ხდბიან, ბევრი მათგანი გადადის სომხის წესზე. ამაზე უარესიც ვნახეთ:
ზოგიერთმა მდიდარმა ურიებმა, რომლებიც საქართველოში სცხოვრებენ,
გააურიავეს რავდენიმე თავიანთი ყმა და მოსამსახურე. ქართველები უეჭველად
დიდის სიამოვნებით მიიღებენ ლათინურ წესსა, თუ ჩვენი ყმები გახდენ”.
რადგან ქუთაისშიც თხოულობდენ მისიონერებს, ახალ მოსულ კაფუცინთაგან
ზოგიერთი იქაც გაგზავნეს. ამათი აქ მოღვაწეობა არა ნაკლებ ნაყოფიერი შეიქმნა;
თუმცა ისიც უნდა ვსთქვათ, რომ, ხშირი ომების გამო დიდ ხანს ვერ დარჩნენ.
მიუხედავათ ამისა, მისიონის საქმე კარგად მიდიოდა და კათოლიკობა
დაუბრკოლებლივ ვრცელდებოდა. ერთი მოკლე მოხსენება გვაქვს კათოლიკობის
წარმატების შესახებ: „არა მარტო გორში, არამედ ქუთაისსა და ტფილისშიაც
მისიონერები სული წმიდის შემწეობით მეტად ნაყოფიერად მოღვაწეობდენ.
კათოლიკობას ავრცელებდენ არამარტო მდაბიოთა შორის, არამედ ქალაქის თვით
მოწინავეთა შორისაც. გააკათოლიკეს თვით ეპისკოპოსები და ტფილისის მეფის
ძმაც. ამათ კიდევაც აღიარეს პაპის მორჩილება, განსაწმედელის არსებობა და
წმიდანების დიდება. ეს სამი უმთავრესი მუხლია, რომლითაც ქართველები
განსხვავდებიან ჩვენგან".
სამწუხაროდ, აქ დასასელებული ქართველი გაკათოლიკებულთა
ეპისკოპოსების სახელები არ ვიცით, რადგან ამ დროის საბუთებიც გვაკლია.
ამ ხანებში კაფუცინებისათვის დევნა დაუწყიათ, მაგრამ დაწვრილებით
ცნობები არა გვაქვს. ეს კი ცხადია, რომ უმთავრესი მდევნელნი სომხის მღვდლები
ყოფილან. ამას იხსენიებენ პროპაგანდის აქტები და სხვა წერილებიც. დევნულობა
მალე დაწყნარებულა თუ კაფუცინების ცდით და თუ ახლად გაკათოლიკებული
ქართველების შემწეობით. სომხები ხშირად სდევნიდენ კაფუცინებს თუ გორსა და
თუ ტფილისში, მაგრამ, ძლეულნი მისიონერთა კაცთმოყვარეობით და მოთმინებით,
ზოგჯერ მდევნელნიც, ერის კაცნი, თუ საეკკლესიო პირნი, უსმენდენ მათ და
კათოლიკე ხდებოდენ.
საქართველოს კათოლიკოსმაც ერთ გზით დაუწყო კაფუცინებს მტრობა, უფრო
გამორჩენის აზრით, რადგან კაფუცინებს, ახალი ეკკლესიის აშენების დროს,
მისთვის, ვითარცა ჩვეულება იყო, საჩუქარი არ მიეცათ. ამის გამო კათოლიკოსმაც
მათი სკოლა დააკეტვინა. გარნა მისმა მტრობამ დიდ ხანს არ გასტანა. ისევ
დაუმეგობრდა და სკოლაც გააღებინა. თუ ამის და ამ დროს მომხდარი სხვა ამბის
შესახებ ორი წერილი გვაქვს მისიონერებისა. პირველი არის უფროსი პატრის
სერაფინოს წერილი, რომას 1671 წ. გაგზავნილი, რომლიდგანაც ეს მოგვყავს:
„...კვალად გავმართე სკოლა, რომელიც წარსულ წელს დაიკეტა საქართველოს
კათოლიკოსის ბრძანებით (თურმე ჩვენი ეკკლესიის აშენების გამო დიდი საჩუქარი
უნდოდა). შიგ ყმაწვილები ბლომად გვყავს. ყმაწვილებს ვასწავლით ქართულს,
იტალიურს და ლათინურს, ეგრეთვე ყოველდღივ ვუხსნით საქრისტიანო
მოძღვრებას. გარდა ამისა, მათ ყოველკვირაობით ეკკლესიაში ვამეორებინებთ
ნასწავლ მოძღვრებას, რასაც დიდი ხალხი ესწრება. დღისით, თუ ღამით ჟამ-კანონს
ხოროთი ვასრულებთ და წირვასაც ვგალობთ დიდის დიდებით. ვქადაგებთ
ეკკლესიაში და ეგრეთვე გარეთაც, როდესაც მარჯვე დრო მოგვეცემა და ხალხის
მოქცევის იმედი გვაქვს. გამუდმებით ბაასი გვაქვს მეტადრე სომხების და
ქართველების მონაზონებთან და ეპისკოპოსებთან. ბაასი ხშირად უნაყოფოდ არ
რჩება. ერთმა ჩვენგანმა ქართულად სთარგმნა რომის კათეხიზმო და მალე
დაასრულებს. გვინდა დავაბეჭდინოთ მათ წმინდა კრებას. მრავალნი გაენდვნენ და
მრავალნი კიდევ ენდობიან და ეზიარებიან ჩვენთან, მაგრამ ფარულად, რადგან
თავიანთი ეპისკოპოსების ეშინიათ. ერთი თავისი ნებით მოვიდა გასულ თვეში.
ეგრეთვე სწორეთ ამ დილასაც მოვიდა აღსარებისთვის ორი დედაკაცი, რომელსაც
უკვე ვათქმევინე. ჯერ კათეხიზმო ვასწავლე და, რადგან მათი მიღებული
ნათლიღების სინამდვილინ ეჭვი მქონდა, შემდგომ თუობით 1 მოვნათლე იმ დროს,
როცა ამ განდობილს ერთი ქალიშვილი მოვუნათლე. დღე რო გამოხდა ჩემთან
აღსარება სთქვა ფარულად ერთი ქართველი ეპისკოპოსის ძმამ. ყოვლად წმიდა
ღვთის მშობლის ხარების დღეს ჩვენთან ერთმა არაბმა აღსარება სთქვა და ეზიარა.
აგერ სამი დღეა გორიდგან მომწერა პატრი იოსებ კორსომ, რომ ის მახლობლად
ოსეთის მთის გვერდობზე მისულა, რათა შეეტყო იმ ქვეყნებში ქადაგება
შეიძლებოდა თუ არა; იქ დარჩენილა ათი დღე ერთი სნეულის ბატონის
საწამლებლად, კიდეც მოუნათლავს და აღსარება უთქმევინებია; უიმისოდ
უნათლავი მოკვდებოდა, რადგან მოხუცი იყო; შემდგომ სხვა 17 კაციც გაუწვრთნია
და მოუნათლავს. მომავალში ჩვენთან აღსარების თქმას შეჰპირებიან. სოფლებში,
საცა ხშირად დავიარებით საექიმოდ, დიდი სარგებლობა მოგვაქვს, რადგან
ბავშვებს ვნათლავთ, მათ მღვდლებს ვწვრთნით და გლეხ-კაცებსაც აღსარებას
ვათქმევინებთ. რავდენიმე ოჯახი ყველა თავიანთი შვილებითურთ
გავაკათოლიკეთ. 3 ცხადათ და დანარჩენი ფარულად. იმათ ჩვენს ეკკლესიაში
დიდის ამბით მოვუნათლეთ ერთი ქალიშვილი შაბათ დღეს... ტფილისი, 30 მარტს.
1671 წ. პატრი სერაფინო მელიკოველი".
პროპაგანდა, 7 ივლისსა 1670 წ., სწერს ამავე პატრს სერაფინოს, რომ ორი
ახალ-გაზდა ქართველი გაგზავნოს პროპაგანდის კოლეგიაში სასწავლელად. ამ
ორი ქართველის სამგზავროდ ფული მიუცია 50 სკუდი იმ კაპუცინებისათვის,
რომლებიც ამ დროს რომიდგან საქართველოს მოდიოდენ. ამათგანი ერთი იყო
შესანიშნავი პატრი ბერნარდე ნეაპოლელი.
ერთი სხვა ვრცელი მოხსენებაც გვაქვს, რომელიც მოკლედ შეიცავს მისიონის
თითქმას ყველა შესანიშნავ ამბებს. 1671 წელს ახლად მოსულ პატრი ბერნარდე
ნეაპოლელს იგი დაუწერია და გაუტანებია რომას მიმავალი პატრი ფრანჩისკე
პიემონთელისათვის, რომელიც შავ ზღვაში დაღუპულა. ეს რა შეუტყვიათ
ტფილისში, ხელმეორედ დაუწერინებიათ იგივე მოხსენება, თანაც დაუმატებინებიათ
რაც წინანდელ დაწერილის შემდგომ მომხდარა და გაუგზავნიათ რომას. ამას
თარიღი არა აქვს. ვგონებთ დაწერილი უნდა იყოს 1672 წ. საკმაოდ ვრცელი
წერილია, ამიტომ ჩვენც მარტო იმ ადგილებს მოვიყვანთ. რაც უფრო შეეხება ჩვენს
საგანს. ვინაიდგან იგი ერთმა ძველებურმა ფრანგულმა გაზეთმა ფრანგულად
გამოსცა, ამისათვის ჩვენც ფრანგულის ტექსტის მოყვანას ვარჩევთ.
„ათი წელიწადია, რაც თქვენის ყოვლად უმაღლესობის ბრძანებით კაფუცინები
წამოვიდენ საქართველოს კათოლიკე სარწმუნოების გასავრცელებლად. მოკლე
დროს განმავლობაში ღვთის ძრიელებამ ისე დააგვირგვინა მათი შრომა, რომ
დიდათ საძრახისი იქმნება ეს ამბავი სიჩუმით დაფარული დარჩეს. მისი
გამოქვეყნება შეეწევა ღვთის დიდების გამობრწყინებას და მასთანვე შეიქმნება
თქვენთვის ერთი საშუალება, როდესაც ამა ყველას სცნობთ, კარგად მართოთ ეს
მისიონი და გაუძღვეთ მის წარმატებას. ...ამ დროს წამლობის მიზეზით კაფუცინები
ეცადნენ და მოიგეს თბილელი ეპისკოპოსის გული, როგორათაც უკვე მოგებული
ჰქონდათ კათალიკოსისა. თუ ერთთან და თუ მეორესთან და ეგრეთვე დანარჩენ
საეკკლესიო პირებთან დაიწყეს ხშირად ბჭობა. შემდგომ ბევრი და მრავალ გზის
ილაპარაკეს რომის პაპის ხელმწიფების და უპირატესობის თაობაზე.... უდიდესი
რწმუნება და ნდობა დავიმსახურეთ მეფის სახლში; მეტადრე ჩვენი ხორცის
სიწმინდის სახელ განთქმულობამ კარები გაგვიღო დედოფლის სასახლისა,
რომელიც სხვათათვის დახშულია; იქ თავისუფლად შესვლა, დედაკაცებთან სხვის
დაუსწრებლად ლაპარაკი შეგვეძლო; თუ ვინმე შემოგვესწრებოდა, ეჭვი არავის
ეპარებოდარა. მეფე გვაქცევდა უდიდეს ყურადდებას და გვიცხადებდა უდიდეს
პატივისცემას; ერთი დიდი სახლი და ბაღი მოგვცა. ჩვენი სინიდისიერება და
მეცნიერება ერს დიდათ სწამდა და ამიტომ ივერიელების და ქართველების სათნო
საყოფელი ვიყავით, ამათგანი რავდენიმე კიდეც იყო ჩვენს სარწმუნოებასთან
შემოერთებული, როდესაც კათალიკოსმა დევნა დაგვიწყო. შემდგომ რა მოგვივიდა
რავდენჯერ შემწეობა და ეგრეთვე ახალი მისიონერები, ავაშენეთ საჯაროდ
ეკკლესია, იქამდე კი კერძოდა გვქონდა. ამის აშენების დროს კათალიკოსს
საჩუქარი არაფერი მივეცით, თუმცა ჩვეულებად აქვს ყველას უბრძანოს ხოლმე და
გამოართვას ეკკლესიის აშენების დროს, თვით სომხებსაც, რომლებიც მასზე
დამოკიდებულნი არ არიან. ჩვენს წინაადმდეგ ყველა ღონისძიება იხმარა; ჯერ
ხალხს აუკრძალა ჩვენთან ბავშვების მობარება ჩვენს ეკკლესიაში მოსვლა;
შემდგომ მივიდა მეფესთან და ბევრი ეცადა, გავედევნეთ მთელი ივერიიდგან.
ესრეთ სამწუხარო მდგომარეობაში ჩავარდნილთა, მოვილაპარაკეთ. მეფეზე
კათალიკოსის დიდ ხედმოქმედებას სხვა ვერაფრით ვეწინაღმდეგებოდით, რათა
სამწუხარო შედეგი აგვეცილებინა თავიდგან, თუ არ მეფისავე გულკეთილობით,
რომელიც მას ჰქონდა ჩვენდამი. ეს მისი გულკეთილობაც შერყეული იყო
ნათესაობის გამო, რადგან იგი კათალიკოსი ძმის (ანუ დის) წულია20.). გარდა ამისა
ჩვენის დიდის გაჭირვების შესამსუბუქებლად გავწყვიტეთ ექიმობით მოგვეპოებინა
ღონისძიება. ამან ძრიელ დაგვიმცირა სახელი და ეგრეთვე ბევრის მეგობრობაც
მოგვაკლო. გარნა მეფის გულმოწყალებამ სძლია და ჩვენმა განუწყვეტელმა
სამსახურმა გაიმარჯვა კათალიკოსის მრისხანებაზე. იგი გარეგნად შეგვირიგდა და
ამით ვითომ დაჰფარა თავისი მტრობა და ლათინთა სარწმუნოების მიმართ
სიმძულვარე. იტალიიდგან მოსულმა შემწეობამ მალე გვიშველა, დავიწყეთ
უსასყიდლოთ კურნება; სკოლაც კვალად გავაღეთ, რადგან დაკეტილი იყო
ბავშვების წასვლის გამო. შემდგომ დავიწყეთ ეკკლესიაში ჟამ-კანონის თქმა,
ღამით გალობა და თუ დიდისა და თუ პატარა მარხვის დაცვა, რომლებიც აქეთ
ძრიელ ბევრი იციან... ამ საშუალებით შემდეგ დიდ მარხვაში დიდი ხალხი
მოვიზიდეთ და გულმოდგინებით ვუქადაგებდით, რადგან საზოგადოთ ეს ერი დიდი
მოსურნეა ღვთის სიტყვის მოსმენისა. ამ დროს ჩვენი ყოველი შრომა ძრიელ
კარგად წავიდა; ას კაცამდე თუ ტფილისს და თუ გორში მოვიდა ჩვენთან და
აღსარება სთქვა; სხვა ბევრმა ჩვენი სარწმუნოება აღიარა და დაიწყო საიდუმლოს
ხშირად მიღება, თუმცა კი ფარულად, შიშის გამო. ამ ნაირად იქმნა ჩვენი მისიონის
დასაწყისი და წარმატება. ახლა საქმე ისეა წასული, რომ ყველაფერი იმედს
გვაძლევს, სარწმუნოება დიდ წარმატების გზას დაადგეს, განსაკუთრებით ვიდრე
ეხლანდელი მეფე ცოცხალია. ეხლა გვაქვს ორი სახლი და ორი ეკკლესია ერთი
ტფილისსა და ერთი გორში. ისიც არა ფარულად, არამედ ცხადად და ყველას
წინაშე (რაც იშვიათია აღმოსავლეთში)... მესამე სახლიც გვქონდა იმერეთში
ქუთაისსა, მაგრამ ომებისა და ეგრეთვე ცხოვრებისათვის საჭირო ღონისძიების
უქონლობის გამო თავი დავანებეთ; ხოლო ისევ შევიძენთ, როდესაც შეძლება
გვექმნება. გურულები და ოსები გვიწვევენ იმათთან წასასვლელად: პირველნი
20 სხვა კაფუცინები კათალიკოსს მეფის ძმად რაცხავენ.
იმიტომ, რომ მღვდლები ჰყავდესთ, ხოლო მეორეთ მკურნალები სჭირიათ... მარტო
ეს არ არის: პირველში თუ სასაცილო და სამასხარო ვიყავით, ეხლა მთელის
სამდვდელოებისაგან დიდათ პატივცემული ვართ ჩვენის მეცნიერების გამო; ამიტომ
მღვდლები, ეპისკოპოსები და თვით კათალიკოსიც, როცა გაუჭირდებათ, რჩევას
გვთხოვენ. ხალხსაც, რომელმაც შეიტყო ჩვენი უანგარობა, დიდათ უკვირს, რომ
ეგრედ შორიდგან მოსულნი აქ თავგანწირულად ვშრომობთ სულთა ცხონებისათვის
და სასყიდელს კი არ დავეძებთ. ეხლა, გარდა იმ მცირედი რიცხვისა, რომელიც
ღმერთმა გამოირჩია ყოველ ოჯახში, ეგრეთვე გარდა ერთის ურიის ჩამომავალი
აბრაჰამ იბერიელი მღვდლისა, რავდენიმე ოჯახი თავიანთის ყმებით აღიარებენ
კათოლიკე სარწმუნოებას, ზოგი ფარულად და ზოგი ცხადად... სწავლის დროს
ბავშებს ვწვრთით სარწმუნოებისა და კეთილ ზნეობაში. გარნა თავიანთის ხასიათის
სისუსტისა და თუ მათის მშობლების სიხარბის გამო, ისწავლიან თუ არა ქართულ
წერა-კითხვას და რა მოიზდებიან, მიდიან სკოლიდგან და ქუჩებში ყველა ნაირ
ბოროტ ჩვეულებას ითვისებენ. ამ სენის საწინადმდეგოთ, რადგან კარგა ხანია
სურდათ ლათინურის და და იტალიურის სწავლა, დავაწყებინეთ გრამატიკის
სწავლება ამ ენებზე, გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ როდესაც მათ იტალიანური
იციან, მაშინ ვერც თავიანთი ამხანაგებას დაცინვა და ვერც თავიანთი მშობლების
სიმკაცრე მათ ვერ აშორებს ჩვენგან და სარწმუნოებისაგან... იმერეთში ერთ
სოფლის ბატონთან პატრი ანჯელო ვიტერბელმა გაატარა ცოტა ხანი
მკურნალობის გამო; მისი დარიგებისა და კაი ყოფაქცევის მიზეზით დაიბარეს
პატრი იოსებ კორსელი. თავისი მეცადინეობით მიაღებინა კათოლიკე
სარწმუნოება, რომელიც წინათვე გაეცნოთ, არა მარტო მრავალ წევრს იმ
კეთილშობილი ოჯახისას, არამედ მრავალ გლეხთაც, რომელთაც სარწმუნოება
აღიარეს, ასიოდე კაცი მას გაენდო და ერთგულათაც დარჩნენ. მრავალმა სხვამაც,
რომელიც ან კარგად, ან სულ არ იყო მონათლული, დიდის ამბით მიიღეს
ნათლიდება, თუმცა მშობლები არ იყვნენ თანახმა. ამას ესეც უნდა დავუმატოთ,
რომ თერთმეტი წლის განმავლობაში, რაც ჩვენი პატრები საქართველოში არიან,
ათას სულზე მეტი ხელახლავ მონათლეს ზოგი კერძოდ ზოგი საჯაროდ, რადგან
წესიერად არ იყვნენ მონათლულნი. ეგრეთვე ტფილისში ჩვენ მიერ ფარულად
განსწავლული კათოლიკები წინეთ ვერ ჰბედავდენ გამოცხადებით აღესრულებინათ
კათოლიკობა, თავიანთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჰფარავდენ, გულში კი ჰქონდათ
ჩანერგილი; ახლა სულ ერთიან შეიცვალა. სარწმუნოების წარმატება ეგოდნათ
შესანიშნავია, რომ ახლა სულ აღარაფრად ვრაცხვთ, რაც უწინ დიდ რამედ
მიგვაჩნდა. კაცს ეგონება რომ უწინდელი დრო მარტო თესვის დრო იყო, ახლა კი
მკისა... გარდა იმისა, რომ, როგორც კი შემთხვევა მოგვეცემა, ხშირად ვუქადაგებთ
ერსა. უკანასკნელ დიდმარხვიდგან ეკკლესიაში ზეპირად ბავშებს რიგ-რიგად
ვამეორებინებთ საქრისტიანო მოძღვრებას ბელარმინესგან შედგენილს. ერთმა
ჩვენთაგანმა სთარგმნა ქართულად. მოძღვარი შემდგომ უფრო ვრცლად უმარტებს
კათეხიზმოს წესზედ. უწინარეს ამ წვრთნისა, იმავე ენაზედ ამბობენ ღვთის მშობლის
„სავარდის" ლოცვას მის საიდუმლოს თავებს კითხულობენ. თავისი
ბრწყინვალებით და დიდებულებით ეს ცერემონია მუდამ დიდ ხალხს იზიდავს.
ხოლო ერი დიდ განცვიფრებაში იმან მოიყვანა, რომ ღვთის მშობლის მიძინების
დღეს, პირველ გზობის მოისმინა ბავშის ქადაგება მარიამის დიდებასა და
ხელმწიფებაზედ... სოფლებში წამლობის დროს ბევრი დავიყოლიეთ, კარგად
ჩავაგონეთ და დავატოვებინეთ თავიანთებური შეცთომილებანი, თუმცა კი
თავიანთი ჩვეულების დაგვარ მუდამ ბჭობდენ. ამ უკანასკნელთა შორის მოიპოება
ერთი დიდათ შესანიშნავი პირი არდაშელი რომელსაც აქვს ნათესაობა დიდ
ოჯახებთან, პირველ ერისთავთან და თვით მეფესთანაც. ამან თავისი მამის
ეპასკოპოსის ბრძანებას ყურადღება არ მიაქცია, ჯერ გორში მოვიდა ჩვენთან და
შემდგომ ტფილისში, დიდის სიხარულით და მოწადინებით დაუტევა
აღმოსავლეთელების შეცთომილება და შემოგვიერთდა. ამისი საშუალებით დიდი
იმედი გვაქვს, რომ კათოლიკე სარწმუნოება ძრიელ გავრცელდეს...".
პროპაგანდა 14 მარტს 1672 წ. პიემონთელ პატრი ფრანჩისკეს სწერს, რომ
თავისი ქართულად ნათარგმნი კათეხიზმო საჩქაროდ გაგზავნოს რომში
დასაბეჭდათ. ამას გარდა ამ დასაბეჭდ კათეხიზმოს შესახებ სხვა საბუთები
არაფერი გვაქვს. ამიტომ დანამდვილებით არ ვიცით ეს კათეხიზმო დაიბეჭდა თუ
არა.
კათოლიკობის გავრცელების საქმე ამ ნარად წინ მიდიოდა, ყოველი წოდების
პირი უერთდებოდა კაფუცინებს. სჩანს მეორედ კიდევ მოუწადინებიათ და
ლაპარაკი დაუწყიათ საქართველოს ეკკლესიის რომის ეკკლესიასთან
შეერთებისათვის. მოუწადინებიათ არა მარტო კაფუცინებს, არამედ თვით
კათოლიკოსსაც. ამის შესახებ თუმცა მისიონერების წერილი არავითარი გვაქვს,
მაგრამ ერთის, თვით ამ საქმეში მყოფი პირის საბუთი კი მოგვეპოება. იგია ერთი
სომეხი პეტროს ბედიგ (მისი უწინდელი სახელი მანუკ ავეტიკ იყო), რომელიც
ბავშობიდგანვე წასულა სპარსეთიდგან რომსა, საცა სწავლა დაუსრულებია და
შემდგომ უცხოვრია ვენაში. იქიდგან სპარსეთს გაჰყოლია მათე არქიეპისკოპოსს,
რომელსაც პაპის წიგნი მოჰქონდა შაჰთან. იგი დარჩა სპარსეთში 1672-დან 1676
წლამდე. ხოლო თავისი აღწერილობა გამოსცა ვენაში 1678 წელს. ამან აქ მეფე
ერეკლე პირველიც ნახა. სხვათა შორის, იგი მოგვითხრობს: „იქვე ზის მათი
პატრიარქი, რომელიც პატიოსანია და მიდრეკილია რომის ეკკლესიასთან
შ ე ს ა ერთე ბლად. ა მ ი ს წ ი ნ ათ თვ ით გ ა ნ გ ე ბ მ ი ვ იდა კ აფუ ც ი ნ ე ბთა ნ
მოსალაპარაკებლად. ამათგანი ახლა რავდენიმეა ზემო ხსენებულ ქალაქში
(ტფილისში) და მთელი ხალხი პატივსა სცემს... კაფუცინების უფროსის საშუალებით
ხსენებულმა პატრიარქმა თავისი აზრი გამოუცხადა ნეტარ ხსენებულ პატრი
პრისკოს და მეც, მაგრამ მისი სისრულეში მოყვანა ვეღარ შეიძლო, რადგან დიდი
მთავარი (მეფე) მისი ძმისწული განუდგა სპარსეთის მეფეს და მიჰმართა ოსმალებს.
ამიტომ მთელი საქართველო სულ არეულ-დარეულია სპარსეთის მეფის შიშის
გამო; ამ საქმისთვის მოსალაპარაკებლად პატრიარქთან მისვლა ჩვენც ვეღარ
შევიძელით... სპარსეთის სხვა-და-სხვა ადგილებში მოიპოებიან კათოლიკები,
რომელთა შორის უმეტესნი არიან სომხები და ქართველები და ზოგიერთი
სპარსელებიც. როდესაც ხსენებული პატრი პრისკო მეორედ სადილად მიიწვია
შაჰმა, იქ დაესწრო ეგრეთვე ქართველების უწინდელი უძლიერების თეიმურაზ
მეფის შვილის შვილი, ერეკლე... ხოლო იმავე პატრმა გვაუწყა, თუ როგორ
გამოეცხადებინა ხსენებულ ერეკლეს თავისი მიდრეკილება კათოლივე
სარწმუნოებისადმი ერთის თავის საყვარელის დიდათ თავგანწირულის
მისიონერის, კაფუცინის ანტონ რუფინოს საშუალებით და ეთქვა, დიდის
სიამოვნებით მივიდოდი ხსენებულ პატრი პრისკოსთან, სპარსელების ჩვეულების
წინააღმდეგი რომ არ ყოფილიყო".
მისიონერებმა 1671-დგან 1674 წლამდე ბევრი წერილი გამოგზავნეს რომსა
აქაური მისიონის შესახებ, ეგრეთვე განგებ პატრი ანჯელო ვიტერბელიც გაგზავნეს,
რათა აქაური გარემოება კარგად ეცნობებინა, და თუ ფულით და თუ კაცით საკმაო
შემწეობაც ეთხოვნა. არც ეს წერილები და არც ამ პატრის მოხსენება ხელთ არა
გვაქვს. ხოლო მოგვეპოება ერთი წერილი, რომელიც პატრ უფროსს სერაფინოს
გაუგზავნია 19 ოქტომბერს 1674 წ. და სადაც იხსენიებს თავის წინანდელ
გაგზავნილ წერილებს. იქვე მოგვითხრობს, რომ ერთ გაკათოლიკებულ ახალგაზდა
ქართველს ტფილისში ცხვირი მოუჭრია კათოლივე სარწმუნოების გამო, რათა
სპარსეთის ყეინთან აღარ გაეგზავნათ. კაფუცინებს წინეთ თურმე მისი რომსა
გაგზავნა მოუნდომებიათ სასწავლებლად კარდინალის ნებართვაც აუღიათ, მაგრამ
მეფეს არ დაუნებებია, რადგან მისი მოყვანილი ყოფილა იმერეთიდგან. ის
ახალგაზდა ქართველი თავადი ალავერდის შვილი ყოფილა, რადგან კარდინალი
თავის წერილში ასე უწოდებს: Nobile Georgiano Deodato. ამის სამგზავროდაც 25
სკუდი გამოუგზავნია.
იმავე წერილში კარდინალი აცნობებს პატრ უფროსს, რომ ქართულად
ნათარგმნი კათეხიზმო კარგად შეასწოროს და გაუგზავნოს რომს საბეჭდათ.
პატრი უფროსი ხსენებულის წერილით ეგრეთვე უთვლის კარდინალს თავის
თხოვნას სომეხთა შურისა და დევნის შესახებ. როგორც ჩანს, წინეთ რომისათვის
უთხოვნია, რომ საქართველოს მისიონი დაევედრებინათ ევროპის ყველა იმ
მთავრებისათვის, რომელთა ქვეყნებშიც სომხები სცხოვრობდენ, რათა აქ სომხებს
აღარ ედევნათ მისიონერები.
აქამდინ არ მოვიყვანეთ იმერეთის მეფის და რაჭის ერისთავის წერილები,
რადგან მათ თარიღი არ უზის და ზედ მიწევნით არ ვიცით, რომელს წელიწადს
ეკუთვნიან. ის წერილები მოხსენებულია მარტო აქ დასახელებულ კაფუცინის
წერილში, რომლითაც კარდინალს აუწყებს ესრედ: „იმერეთში ორ ადგილს
გვიწვევენ; იქაური მთავრების წერილები ხელში მაქვს, აქამდინ ვერ შევიძელით
წავსულვიყავით. ქუთაისს მყოფ ჩვენს ერთგულს კათოლიკეს მივანდე, რომ
აცნობოს, როდესაც საკმაო საშუალება მექმნება, თუ ორთავ ალაგს არა, ქუთაისს
მაინც გავგზავნი მისიონერებს, რადგან იქ უფრო მეტად სასარგებლონი არიანო." აი
ეს ხსენებული წერილებიც:
„ქ. მეფე ბაგრატ ვიკადრებ მესტუმროვო (sic). ჩვენ მაგიერად ფრანგსა პატრი
სერაფიონს და მის ამხანაგებს მრავალნი მოკითხვა მოგახსენეთ. აწე თუ ჩვენი
თავი უნდათ ორიოდე კაი მეცნიერი და კაი აქიმი პატრი მათის კაი საექიმოს
წამლებით და წიგნებითა მოვიდენ და ღვთით ვეცდებით, რომ ალაგიც გაუჩინოთ და
სარჩოს საქმეც გაურიგოთ და როგორიც წიგნიც უნდოდეს იმისთანა წიგნიც რომის
პაპს მიუწეროთ. სიკეთის მეტი ამ ქვეყანას მაგათ არა უშამს რა ესემცა არ გიქმნიათ
რომე არ წამოხვიდეთ”.
წერილი რაჭის ერისთავისა შაშიტასი. Dell Eristavi di Racia in Imereti, detto
Sciascia:
„ქ. შაშიტა ერისთავი ვიკადრებ ძმაო ბატონო პატრი სერაფინო და მისნო
ამხანაგნო მრავალი თქვენისა კაისა და ჭკუანისა თავის შესაფერი მოკითხვა და
ნახვის ნატრა მოგვიხსენებიათ. აწე მეფემანცა წიგნი მოგწერათ და ჩვენც ყველას
დიდათ გვეამების რომე ორიოდე კაი მეც. ნიერი და აქიმი პატრი აქ იქნებოდეთ.
სიკეთის და კარგად მოპყრობის მეტი თქვენ აქა არა გიშავდეს რა და ალაგისა და
სარჩოს საქმეც გაგირიგოთ და რომ პაპთანაც როგორიც წიგნი გინდოდესთ
იმისთანა წიგნი მიგიწეროთ".
ზედმიწევნით არ ვიცით, თუ როდის შეუსრულეს ეს თხოვნა კაფუცინებმა და
როდის ჩავიდენ იმერეთს. არც ის ვიცით, პაპსა მეფე ბაგრატმა მისწერა წერილი თუ
არა, რადგან ამ დროების საბუთი ბევრი გვაკლია.
ზემოდ ვნახეთ, რომ კაფუცინებმა რომიდგან საკმაო შემწეობა მიიღეს და
ტფილისში გაიშენეს ეკკლესია. ამ შემწეობის საშოვნელად იძულებულნი გახდენ
ორ-სამ გზის განგებ კაცი გაეგზავნათ, რადგან წერილები ვერას აწყობდენ. ამის
შემდგომ გავიდა რამდენიმე წელიწადი, რომ კაფუცინებს საკმაო შემწეობა აღარ
მოსდიოდათ რომიდგან, რაის გამო ისე უწინდელათ სიგლახაკეში ჩაცვივდენ.
თავიანთ გაჭირვებას პროპაგანდას თითქმის ყველა წერილებში უმეორებდენ
კაფუცინები და განუწყვეტლივ სთხოვდენ შემწეობას. რომი შემწეობის შესახებ
კაფუცინთა თხოვნას ადვილად ყურადდებას არ აქცევდა ორი მიზეზას გამო:
პირველად საქართველო იმიტომ მიანდო კაფუცინებს და არა სხვა მონაზონებს,
რომ ისინი სხვებზე უფრო გლახაკურად სცხოვრობდენ. რომს იმედი ჰქონდა,
დაგლახაკებულ საქართველოში ამათ დიდი ხარჯი არ დასჭირდებოდათ; მაგრამ
სულ წინაადმდეგი გამოდგა. მეორე მიზეზი იყო, რომ თეათინელებს უწინ არც
ქართლსა და არც სამეგრელოში ეგოდენი სახარჯო არ მოუთხოვიათ, როგორც
კაფუცინებსა; ამის გამო პროპაგანდა ხშირად ეკითხებოდა თეათინელებს, რასაც
ესენი საჭიროდ დაინახავდენ, იმას უგზავნიდა, და არა იმდენს, რამდენსაც
კაპუცინები სთხოვდენ.
თავის დროზე რომ ვეღარ მიიღეს კაფუცინებმა რომიდგან საკმაო შემწეობა.
პატრი რაფაელი გაგზავნეს რომს და წერილები გაატანეს. ამას აგრეთვე მეფემაც
გაატანა ორი წერილი: ერთი პაპთან და ერთი კაფუცინების გენერალთან, რათა
შემწეობა მიეცათ. აქვე მოგვყავს მეფის ორივე წერილი.
შაჰ-ნავაზის წიგნი პაპი კლემენტე მეათესადმი - ქართულად მიწერილი.
„ქ. ბრძანებითა ღთისათა და წყალობითა მეუფისათა, რომელი განაგებს
ყოველთა არსთა, შესაქმისთა ქვეყანისათა იპყრობს და მჭირველობს მისთა
ძალითა დადგინებული ხელმწიფე, ტახტსა ზედა მჯდომარე ვახტანგ გორგასლანისა
და დავით აღმაშენებელისათა წინასწარმეტყველისა დავითისა და სოლომონის
ტომი და ნათესავი, მპყრობელი და მფლობელი ქართლისა და კახეთისა,
მპყრობელი და მჭირავი საბარათიანოსა და სომხითისა, მპყრობელი და მჭირავი
ლიხთ იმიერისა და ლიხთ ამიერისა, მპყრობელი და მჭირავი საათაბაგოსი, ტაოსი,
ბასიანისა, ლიგანისხევისა და ჯავახეთისა, მპყრობელი და მჭირავი ოდიშისა და
გურიისა, მპყრობელი და მჭირავი აფხაზეთისა, სვანეთისა, რაჭისა, ლეჩხუმისა,
მპყრობელი და მჭირავი ოსეთისა, დვალეთისა, ხევსურეთისა, ფშავისა, თუშეთისა
და მათთა გარეშემოთა მამორჩილებელი და ხელისა ქვეშე მქონებელი მეფე
ხელმწიფე...
„მოგიკითხავ სიყვარულითა და გაქებ სახელის დიდებით თქვენ
აღმაღლებულო და ყოველთა ცისკიდეთა ქუეშთა საჩინო მნათობო ელვარეო,
მწყემსად ცხვართა პირმეტყველთა გამორჩეულო და ქრისტეს მცნებისა ქადაგებად
გამოჩენილო, მაღალისა და აღმატებულისა სამოციქულოსა საყდარსა გამორჩევით
და უსასყიდლოდ დადგინებულო, პეტრე მოციქულისა ტახტის მჭირველო და
ცხვართა მისთა დამცველო კლდეო სიმტკიცისაო, ვითარც უბრძანა უფალმან
ჩვენმან იესო ქრისტემან: შენ ხარ კლდე და ამასა კლდესა ზედა აღვაშენო
ეკკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მასო და მოგცნე შენ
კლიტენი სასუფეველისა ცათასანიო სიმართლისა და მართლის განჩინებისა
საქმისათვის ბოროტისათვის შემკვრელო და კეთილისათვის გამხსნელო და
მრავალთა სულთა ხელთა ქვეშე მქონებელო, სიყვარულითა მათისა ცხოვრებისა
თავისმდებელო, მამაო მართლმორწმუნეთა შვილთა მოყვარეო ზე აღმატებულო
და დიდებულო...
„მრავალნი თქვენის სახელი გასულისა და სიკეთეზედან ხმა გასმენილს თავის
მოკითხვა და კარგად ყოფნის ნეტარება მოგვიხსენებია. მერმე ეს მოგახსენოთ - ეს
თქვენი გამოგზავნილი პატრები მოვიდეს აქა და აქ მყოფობა და დადგომა
მოინდომეს ჩუენს ქუეყანასა არც საყდარი ჰქონდა და არც დგომილი იყვნენ. ჩვენ
თქუენის სახელისა და სიკეთისათვის კიდეც შევიწყნარეთ, კარგაც მოვეპყარით,
სასახლე და სადგომიც მივეცით და საყდარიც აღვაშენებინეთ. ამდენი ხანია, აქ
არიან არც ჯამაგირი მოუვიდათ, აღარც თქვენი წყალობა. ეს არ ვიცით, თუ
გამოუგზავნეთ რამე და არ მოუვიდა. თუ არ მოიგონეთ და არ გამოუგზავნეთ, ეს
ვერ შევიტყეთ სადაც სხუაგან, ან ისპაანს და თავრეზს, სადაც გარეშემოში თქუენის
სახელით დადგინებული პატრები არიან, ყველას წელიწადში ჯამაგირი მოუა. ამათ
ხუთი წელიწადია არა მისვლია რა, თუ ჩუენს ქუეყანას ყოფისათვის არას უგზავნით
და არას ნაღვლობთ, ჩუენც არ დავაყენებთ, საყდარს ისევ დავაქცევთ და ამათ
გამოვყრით, თუ მათი აქ დგომა გინდათ, ჯამაგირი მართალი გაურიგეთ როგორც
სხუა ალაგის დგომს პატრებს აქუს და ეს პატრი რაფაელი ისევ გამოგზავნეთ. ამან
ჩუენის ქუეყნის ენა იცის და ყოველს კაცს იცნობს და ყველანი ეწყობიან და ყუელას
სიყუარული აქუს ამისი და თქუენის სახელისათვის დიდათ სჯობს ამის აქ ყოფა”.
ეს წერილი დაუწერია თბილელ ეპისკოპოსს, ამას უჩვენებს იტალიანური ზედ
წარწერა. რიცხვი არ აქვს. გარნა მეორე წიგნის რიცხვიდგან სჩანს, რომ
დაწერილია 1675 წ. ივლისში.
შაჰნავაზ მეფის წიგნი კაფუცინების გენერალ პატრი ბონავენ-თურა
ლეკარტისადმი, 1675 წ. ივლისის თვეში (ქართულად):
„ქ. წყალობითა და განგებითა ღვთისათა, რომელი უფლებს და განაგებს
მეუფების ტახტსა და წყალობის მისთა მოსავთა თვის რომელმან განაგო მეუფება
დავითისი კოსტანტინესი მიხაელისა და ლეონისა მისისავე განგებისა და
საფარველისა ქუეშე მისსა მეფობის ძალითა მისითა დადგინებული დამყარებული
ხელემწიფე სრულიად საქართველოისა, მპყრობელი მქონებელი და მჭირავი
იესიან დავითიან სოლომონიან ბაგრატოვან გვარითა და მოდგმობითა მეფობასა
შინა წარმოვლილი და დამყარებული ჴელემწიფე მეფე...
„მოგიკითხავ სიყვარულითა და ხსენებულ გყობ სარწმუნოებითა თქუენ ღირს
და პატიოსანს მონაზონთა დასისა განმამშვენებელთა ეკლესიათა შემამკობელსა
სულისა საუნჯესა და ღთისათვის თავ გარდადებით საკუთარ მონასა და საუკუნოს
მოლოდინებისათვის გარჯისა შეჭირვებისა არა მზარებელსა, ქრისტესათვის თავ
გადადებულსა და მისისა მცნებისა აღსრულებისა მოსაწადესა დიდისა
სამოციქულოისა რომისა საყდრისა და მასზედ მპყრობილისა პაპისა რჯულისა
ქვეშე მყოფსა, სულისა სიყვარულისათვის წამებად გამზადებულსა, მისთა
მორჩილთა მონაზონთა უცთომელად და კეთილად წინამძღუარსა და განმგესა
პატრსა... მრავალი მოკითხვა და კარგად ყოფნის სიხარული მოვახსენოთ. მეორე
ეს მოვახსენოთ. ეს უმცროსნი მორჩილნი და ჴელქვეშ მყოფნი პატრები ავდენი
ხანია აქ არიან. ჩუენ თქუენის სათნოსა და დიდისა რომ პაპისა სათნოსა და
სიკეთისათვის ამათ სასახლე და ალაგი მივეცით და საყდარი ავაშენებინეთ. რომ
თქვენი საყდარი აქ არ ყოფილ იყო. კარგად იღუაწიან და არიგებენ, მაგრამ ეს
ხუთი წელიწადია არც ჯამაგირი მოსულია და არც არა გინაღვლიათ ამათი.
რისათვის ისე მოიძულეთ და ჴელიდან გაუშვით, რომ ამათი არა ინაღვლეთ რა.
ისპაანს თავრეზს, სადაც თქვენი პატრები დგანან, ყუელას ჯამაგირი და წყალობა
მოსდის. ამათ არა მოსდის რა. ეს ვერ შეიტყუეს აქ მდგომა პატრებმა, თუ
გამოგიგზავნიათ რამე და არ მოსულა. თუ არ გინაღვლიათ და არ გამოგიგზავნიათ
რა, რისათვის აგრე უზამთ. დიად თქუენს მცნებას და სწავლას და ლოცვას
ეკერძებიან და უდგანან. თუ თქუენ არას ინაღვლით და არ გინდათ, არც ჩვენ
გვინდა. აღარავის დავაყენებთ. საყდარსაც დავაქცევთ და ამათ გამოვჰყრით. თუ
თქვენ გინდათ, მართლა ყური უგდევით, ჯამაგირს ნუ დააკლებთ, რომ ილოცონ
და დარჩნენ. ახლა პატრი რაფაელი წამოვიდა, ამას საქართველოს კაცი დიაღ
კარგა გაეწყო. ჩვენი ენა და წიგნი კარგად ისწავლა. ეს ისევ გამოგვიგზავნეთ. მანდ
ნუ დააყენებთ. თქუენთვისვე სჯობს. ჯამაგირისა და სარჩოს საქმე მართლა
გაურიგეთ, რომ ამისი ჭირნახული არ მოიშალოს. სხუას ჩუენს და აქაურს ამბავს ეს
მოგახსენებს".
ეს ორივე წიგნი პატრი ბერნარდეს ლათინურად უთარგმნია აგუსტოს თვეში
1675 წ. ეს ნათარგმნი ჩვენ ვერ ვიპოვეთ.
მეფის ეს მუქარა კაფუცინების განდევნის შესახებ ჩვენ არ უნდა მიღოთ
ნამდვილ მუქარად. ეს რომ ნამდვილი ყოფილიყო, მაშინ აღარ სთხოვდა პატრი
რაფაელის უკან დაბრუნებას. მეფემ კარგად იცოდა, რომ კაფუცინებს თუ იმერეთსა
და თუ სხვა ადგილებში იწვევდნენ, თუ მათ თავის სამეფოდან განსდევნიდა,
სხვაგან სიხარულით შეიწყნარებდენ. ხოლო თუ ასე მისწერა, მარტო იმიტომ, რომ
მათთვის საჭირო შემწეობა უფრო ადვილათ გამოეგზავნინებინა.
ამავე კაფუცინების არხივში ბევრი სხვა წერილებიც შეგვხვდა. ჩვენ ზოგიერთს
მოვიყვანთ აქ. ვგონებთ უადგილო, არ იყოს. ამ წერილებს ბევრს თარიღი არ აქვს.
ამ უთარიღოთაგანი ერთია, რომელსაც პატრებს სწერს, ვგონებთ სპარსეთიდგან,
ალექსი გიორგიანიანი (Ghiorghianiani), ძმა ფარსადან ბეგისა, რომელსაც ჰქონია
სოფლები გორის ახლოს.
„ქ. ღ ̃თნ პატრის სერაპინოსა და პატრი რაფაელისა და სულერთობით
პატრების ჭირი და სატკივარი ყველა ამ თქვენს ნახვისა და სამსახურის დიდად
მონატრეს ამ თქვენს ალექსის მისცეს მრავალი თქვენის კაისა და ჭკვიანის თავის
შესაფერი მოკითხვა ნახვისა და სამსახურის დიდათ ნატრა მომიხსენებია და
ნათლით სავსეს ჴელებზედ მთხვევა. აწე აქაურს ამბავს იკითხავდეთ, რა თქვენ
გამოყრივარ, ათი წიგნი მომიწერია და თქვენ პასუხი არ მომწერეთ. რა გავიგონე
ფრანგზისის ელჩი ბანდარაბაზის მოსულაო და ლევჰის ჴელემწიფე მომკვდარაო
და ამ ელჩის წასვლა არ უნდა ლივჰსაო, ძმა გაუგზავნია ყეინის კარს რუბსათი უყონ
და გამოუშვან მანდ საქართველოს წამოვიდესო. აწე რაც ამბავი გაგეგონოს, თქვენ
ყველა წიგნათ მომწერეთ. მე მწუეთ მინდა რომს წასულა, თუ ღმერთმან ხელი
მომივართა. თქვენც მომეხმარეთ ეგების ღმერთმან იპრიანოს ასეთი საქმე
მომიხდინოს, რომ წავიდე რასაც ჩემს ესტატეს წიგნსა და ენას ასწავლით, თქვენ
იცით. თუ პატრის ანტონს გამოაგზავნით რომე ხელსა და ფერხს ვაკოცო და
შენდობა მოვთხოვო და მე და ის ხოჯა აზარია ერთათ ისპაანს წავიდეთ ელჩთან
კაი იქმნების, თორემ თქვენ კარგად იყვენით. ანბავი შემატყობინეთ ბატონო. ჩემი
ძმის სოფელში ვიქმნები”.
აქ ხსენებული პატრი სერაფინო უფროსად იყო ვიდრე 1675 წლამდე. მაშ ეს
წერილი ამაზედ უგვიანეს არ უნდა იყოს მიწერილი.
ესტატეს მიერ ქართულად დაწერილი ეს შემდეგი წიგნი პატრებს მიურთმევიათ
შაჰნავაზის შვილის გიორგისათვის, როდესაც, მეფის სხვაგან ყოფნის დროს, მისი
ადგილი ეჭირა.
„ქ. ღმერთმან ბატონის შვილის გიორგის ჭირი პატრებს მისცეს მერმე თქვენ
მოგეხსენება თუ ბედნიერის მამის თქვენისაგან რა პატივი გვქონდა, ანუ როგორ
მეგობარია ჩვენი თავათ ანუ ჩვენც როგორც თავშედებით გვიმსახურებია თქვენთვის
აწ მარტო მე აქ ვარ სამი პატრი თქვენს სამსახურზე არიან. არც მოსამსახურე მყავს,
არც ვისმე ვიცნობთ აქა. ისე, მარტო მე ვარ სახლთხუცესმან ციციმ ერთი ბიჭი
წყალობა გვიყო ახლა გორელმა ნაზარამ შემოგვიხდა და ის ბიჭი წაგუართო. აწა
ამისთანა კაცმან რომ, ისე გვიყოს, ნახეთ თუ სხუა რას გვიზამს. თუ ამის
სამართალი დაგვემართება ის არის, თუ არა და დასტური გვიბოძე. აქ სადგომი
პირი აღარა გუაქვს, რომე ყოველი კაცი გვზაბუნოს ჩვენი დიდიაუგი და სირცხვილი
ჩუენი გალახვა და ჩაგურა სირცხვილით შინიდამ ვერ გავსულვარ".
არც ამ წიგნს აქვს თარიღი. ვგონებთ ესეც უნდა იყოს 1675 წინ მიცემული.
მისიონის საქმე მუდამ დღე წარემატებოდა. მისიონერები ყველგან
უახლოვდებოდენ ერსა. თავიანთ მკურნალობით და სწავლა-დარიგებით ყველა
წოდების წარმომადგენელთ იზიდავდენ. ხალხი მათ გულგრილად არ უყურებდა,
მეტადრე როდესაც სცნო მათი უანგარობა. ამისგამო დიდ თანაგრძნობის უჩენდა
პატრებს და მათ შრომა-ცდას ყურადუღებელ არ სტოვებდა. ქართველთა ესრეთმა
მოწადინებამ მისიონერებს იმედი მისცა და გული გაუკეთა. ამისგამო ისენი ხშირად
სწერდენ რომში და უთვლიდენ, რომ საქართველო ყველა მისიონზე უფრო
საუკეთესო არისო. აქ უფრო ბევრი ნაყოფი მოგვაქვს ვიდრე სხვაგანაო. პატრი
იოსებ რომელმა, 10 დეკემბერს 1675 წ., მისწერა რომში ერთი წერილი საკმაოდ
ვრცელი, რომლითაც აცნობა საქართველოს სხვა და სხვა გარემოება. ამ
წერილიდგან მოვიყვანთ ერთ ნაწილს. „მთელი აზია დავიარე ინდოეთამდე და
დავრწმუნდი, რომ საქართველოს მისიონი ყველაზე უფრო ნაყოფიერია მთელს
აზიაში. რადგან ეს ქრისტიანების ქვეყანაა ოსმალებსა და სპარსელებს შუა.
მომეტებული ნაწილი სპარსელებს უჭირავსთ და უმცირესი ოსმალებს; ხოლო ბევრს
ადგილს კი ქრისტიანე მთავრები განაგებენ დამოუკიდებლად. ამის გამო ძრიელ
დიდი თავისუფლებაა: ქადაგება, ზარების რეკვა, ეკკლესიების გაშენება სრულიად
თავისუფალია. ეს ყველაფერი დაუბრკოლებლად ხელს უწყობს უდიდესის ნაყოფის
გამოღებისათვის, ჭეშმარიტად ღირსია, რომ კაცმა ყველა შეწუხება იტვირთოს,
სისხლი დაღვაროს და თავისი ცხოვრება გასწიროს. ოჰ! როგორ დასწყდებოდათ
გული წმიდა პეტრე ნოლასკელს და წმიდა პავლინოს აქაური სამწუხარო სრვა რომ
ენახათ! უმანკო ბავშებს, თუ ვაჟებს და თუ ქალებს, სავაჭრო მეიდანზე ჰყიდიან
ოხერ ფასად, რათა მით დააკმაყოფილონ ოსმალების უწმინდური მადა. გვესმის და
ვხედავთ მათს ჟღავილს და ტირილს: ამ დროს ზოგი მდინარეში თავს იგდებს,
ზოგი თვალებს ითხრის და ზოგიც ცხვირს იჭრის, რათა ურწმუნოებმან აღარ იყიდონ
და წმიდა სარწმუნოება არ დაატოვებინონ... ნაყოფის გამოღება ადვილია.
შეიძლება ამ მონათლულ სულთა შესყიდვა და გაგზავნა იმისთანა ადგილს, საცა
შეეძლოსთ ქრისტიანურად ცხოვრება და სიკვდილი, რადგან, ვინც უნდა იყოს
მყიდველი, ოსმალო, ბერძენი, სომეხი თუ ევროპიელი, კმარა, რომ მომეტებული
ფასი მისცეს და იმას დარჩეს. თითოს ჩვეულებრივი ფასი არის 25 ან 30 რომაული
სკუდი... ეს საზიზღარი ჩვეულება იმიტომ გავრცელდა ასე ადვილად, რომ ბატონები
უღმრთონი და მრავლად არიან, რადგან საქართველო სავსეა თავადებით,
რომლებსაც ჩვენში ბარონებს ვეტყვით. ამათ განუსაზღვრელი უფლება აქვსთ,
თავიანთ ქვეშევრდომებს რაც უნდათ, ის უყონ, ასე რომ დამშლელი არავინა
ჰყავსთ. ბატონების ხელშია ყმათა ქონება, სიცოცხლე და ნამუსი, ამიტომ
ყოვლადის სიადვილით, როგორც უბრალო რამე ნივთს, ოსმალებზე ჰყიდიან...
ქართველები არასდროს არ ყოფილან მოვაჭრენი. აქ უცხო ვაჭრები მოდიან. გარნა
ბოლოს დროს სპარსელებმა ტფილისი საქართველოს დედა-ქალაქი განადიდეს და
გაავსეს იგი სომხებით, რისგამო დაიწყო ცოტა ვაჭრობა".
იგივე პატრი ამ წერილით ეგრეთვე შემწეობას სთხოვს ტყვეების
დასახსნელად.
მისიონერები, როგორც სამეგრელოს ისე ქართლში მხნედ ებრძოდენ ამ
საზიზღარ ჩვეულებას, ტყვეთა გაყიდვისას, თუ ერთიან ვერ სპობდენ, მაინც
უნაყოფო არ რჩებოდა მათი ცდა. ხშირად მრავალნი უკანდგებოდენ ამ
სამარცხვინო ვაჭრობისაგან, რომელიც ჩვენს ქვეყანას ანადგურებდა. ესრეთი
გულშემატკივრობით მოყვასის შესაწევნელად ყველას საყვარელი ხდებოდენ და
ყველასაგან იმსახურებდენ დიდ პატივისცემას, რაც დიდათ ეწეოდა კათოლიკე
სარწმუნოების გავრცელების საქმეს.
ხსენებული პატრი თავის ვრცელ წერილებში აღგვიწერს გორში და მის გარეშე
დარჩენილ მამულებსა და სოფლებს აგუსტინიანი და თეათინელი პატრებისას.
სხვათა შორის იხსენიებს ორ სოფელს; ერთი ყოფილა სკვითი (Squitti), გაშენებული
არდაშელის მამისაგან ახლოს იქვე და მეორე ტინისხიდი (Tinischidi) ლიახვის
გაღმა ყოფილა. ეს მამულები თავადებს ჩავარდნიათ ხელში, მაგალითად, პაპუნია
ფალავანდელს ჰქონია სკვითი, და ტინისხიდი ჰქონია ლევან ბატონიშვილს, ხოლო
ზოგიერთ თავადებს, როგორც არდაშელს და სხვებს, შეუგულიანებიათ კაფუცინები,
რათა ის ფრანგების უწინდელი მამულები ისევ უკან დაებრუნებინათ.
ამავე წერილებით პატრი აცნობებს მეფის განდგომას სპარსელების
წინააღმდეგ, რაისგამო მისი ორი შვილი, რომლებიც განაგებდენ ორს უმთავრეს
პროვინციას, ოსმალებთან გაუგზავნია, ვგონებთ, ახალციხისკენ და თვითონაც
მომზადებულა გასაქცევად, თუ ვინიცობაა, სპარსეთის ჯარი შემოვიდოდა. ეს
მომხდარა უფრო იმის გამო, რომ ერეკლე პირველი, რომში კარგად ცნობილი,
ერთი წლის წინეთ რუსეთიდგან სპარსეთში მოსულა და შაჰისთვის უთხოვნია
საქართველოს მეფობა, რადგან მას უფრო ეკუთნოდა.
ესევე პატრი 1676 წ. პირველ იანვარს, სწერს რომში და აუწყებს მისიონის
დიდ განსაცდელში ჩავარდნას არეულობის გამო, რადგან მოელოდენ თუ
სპარსელების და თუ ოსმალების შემოსევას საქართველოში. გარნა კაფუცინებს
გადაეწყვიტათ სრულებით არ დაენებებინათ თავი მისიონისათვის, და იმისათვის
სიცოცხლეც გაეწირათ.
ამ დროების გვაქვს ერთი წერილი, რომელსაც არც თარიღი აქვს და არც
დამწერის სახელი უჩანს. ეს წერილი, ვგონებთ, საქართველოდან მისულს ერთს
კაფუცინს უნდა წარედგინოს პროპაგანდისათვის. ამ წერილში ის აღუწერს მოკლედ
საქართველოს მისიონის გარემოებას და ქვეყნის მდებარეობას. სხვათა შორის
წერილში აცხადებს: „თორმეტი წლის განმავლობაში საქართველოს მისიონმა
უფრო მეტი ნაყოფი გამოიღო, ვიდრე სხვა ქვეყნების მისიონმა 60 წლის
განმავლობაში გამოიღო. გარდა ორი ეკკლესიისა, გვაქვს სკოლა რომელშიც
სწავლობენ 40-50 მოწაფემდე; კაფუცინების საქართველოში მოსვლის დროს
ნათლიღების შესრულების წესი თითქმის ერთიან დატოვებული იყო და ღვთიური
ბრძანების წინააღმდეგ ბევრი ურიგობა ხდებოდა. რაოდნათაც შეიძლებოდა, ეს
ნაკლულევანებანი მოისპო და ნათლიდების შესრულების ნამდვილი სახე
აღდგენილ იქმნა, რადგან ხელთნაწერი საქრისტიანო მოძღვრება მთელ
საქართველოში მოვფინეთ. მისიონერებმა მთებში მცხოვრებთაგანი ასობით
დანათლეს, ეგრეთვე ნათლავენ ურწმუნოთა ბავშებსაც წამლობის დროს, როდესაც
სიკვდილის პირას არიან. მესამე მისიონის დამყარება საჭიროა კახეთშიაც,
რომელიც ცალკე და უდიდესი სამთავროა, მშვენიერია ჰაერითა მთელს მხარეში,
ყველაფრით ძრიელ უხვია, ასე რომ არ განსხვავდების ევროპისაგან. იქ ხშირად
მიდიან მისიონერები ტფილისიდგან".
ზემოდ დასახელებული პატრი იოსები აპრილის პირველს 1677 წ. სწერს
რომსა და აუწყებს სპარსელებისაგან მოწამლულ მეფის სიკვდილს. ხოლო ამავე
წლის პირველის დეკემბრის წერილით აცნობებს, რომ ერეკლე მეფის ოჯახობა
გაუკურნებიათ ჭირისაგან. ერეკლე სპარსეთს გაბრუნების დროს დაჰპირებია დიდ
შემწეობას. იმისასვე ამბობს, ძრიელ დიდი პატივისცემა აქვს რომის ტახტისაო.
ეგრეთვე მოუთხრობს, რომ როდესაც ერეკლე გაბრუნებულა სპარსეთს, ყეენს
უთხოვნია გამაჰმადიანდიო; რადგან იმას ქრისტეს სარწმუნოების უარი არ უყვია,
სპარსელებს მოუწამლავსთ.
ამავე წელს ესევე პატრი დაუბარებია საწამლებლად გიორგი გურიელს,
გამოუგზავნია ოთხი ცხენოსანი და ერთი აზნაური წასაყვანად. წასულა გურიას,
მალე გაუკურნებია თუ გურიელი და თუ მისი მეუღლე, რაისგამო გიორგის მისთვის
უჩუქებია ერთი ძვირფასი ვერცხლის ჭურჭელი. ამავე დროს მიუცია პატრისათვის ის
წერილი, რომელიც მოვიყვანეთ გურიაში კათოლიკობის აღწერის დროს და
რომლითაც ჰპირდება მათ ეკკლესიის დაბრუნებას და ოცი მოსახლის მიცემას,
რისგამო ამან მისწერა პროპაგანდას და სთხოვა ახალი მისიონერების გამოგზავნა
გურიისათვის.
პატრი იოსები საზოგადოთ გორში სცხოვრობდა. აქ ამას ერთ ღამეს ათი
ავაზაკი დასცემია და მათი სახლი სულ ერთიანად გაუქურდავსთ. ეს და მისი
ამხანაგი პატრები ავაზაკებს გასძალებიან. ამ შეტაკებაში ერთი ავაზაკთაგანი
მოკლულა და ერთიც დაჭრილა. პატრი იოსებიც დაუჭრიათ ფეხში, რაისგამო
განკურნების შემდგომ დაკოჭლებულა. ამ ამბავს სწერს რომში პირველ დეკემბერს
1679 წ. გურიიდგან, სადაც ხელახლავ წასულა შაჰნავაზის შვილის, გიორგი მეფის
თხოვნით. გარნა გურიის მთავარს მერე აღარსად გაუშვია, იქ დაუჭერია, რათა იქ
დაბინავებულიყო და სხვებიც მოეყვანა. იმის იქ ყოფნაში გურიის მისიონის
გასაძლიერებლად რომიდგან სამეგრელოში მოსულა სამი კაფუცინი. იმათ ტყვილი
ამბავი გაუგიათ, პატრი იოსები მოუკლავსთო და შეშინებულნი, გურიაში წასვლის
ნაცვლად, ისევ უკან გაბრუნებულან კოსტანტინეპოლს.
კათოლიკობის საქმე თანდათან ძრიელდებოდა, მეტადრე მეფეების
მფარველობით და შემწეობით. როგორც შაჰნავაზი, ისე მისი მოადგილე გიორგი
მეფეც კარგად ეპყრობოდენ კაფუცინებს და თავიანთს მფარველობას არ
აკლებდენ. ხოლო სომხები კი პატრებს მოსვენებას არ აძლევდენ, და მარჯვე დროს
ეძებდნენ, რომ ედევნათ. მეორედ დევნა დაუწყეს 1679 წ. თუმცა კი, როგორც
უნდოდათ, ისე ვერ ავნეს მათ. ამას უფროსი პატრი რომში სწერს ესრედ:
„თქვენს უაღმატებულესობას უნდა მოვახსენო ერთი დევნულობა, რომელიც
აღდგომის უკან სომხებმა დაგვიწყეს: ისარგებლეს იმ შემთხვევით, რომ ახალი
მისიონერები აღარ მოდიოდენ, რაც ჩვენ უკანასკნელ მდგომარეობაში გვაყენებდა;
ეგრეთვე რა ნახეს, რომ სააღდგომოდ ჩვენთან 60 კაცზე მეტი გაენდვნენ და
გაკათოლიკების ეჭვი შეიტანეს მათზე, სომხების მღვდლებმა და ერის კაცებმა
კრება ჰყვეს წინააღმდეგად მისიონისა, რათა ან ჩვენ გავედევნეთ
საქართველოდგან და ან ჩვენი ეკკლესია დაენგრიათ. ხოლო იმ შემთხვევისათვის,
თუ ვერ შეისრულებდენ წადილს, წერილით დაადგინეს, რომ ყველას, ჩვენს
ეკკლესიაში მომსვლელებს, გადაეხადათ 200 პიასტრი მეფისა და ქართველების
პატრიარქისათვის; მაგრამ ღვთის წყალობით თავიანთი ბოროტი განზრახვა ვერ
შეასრულეს, რადგან კურთხეულმა უფალმა იმისთანა გული მისცა ამ ქართველთა
მეფეს, თუმცა კი გამაჰმადიანებილია, რომ კრინტიც არ დასძრა სომხების
სასარგებლოდ: საკმარისი იქმნებოდა მარტო ერთი სიტყვა ეთქვა, რომ ჩვენი
ეკკლესია ერთიანად დაენგრიათ. ამნაირად, იმის წყალობით, ,რომ მისიონერებმა,
მისვლა დაიგვიანეს, აქაურმა მისიონმა დიდი გაჭირვება გამოიარა... პატრი იოსებ
ბორგოინანელი. ტფილისი, 15 მაისისა, 1679 წ.
ამ დევნულობის ამბავი მოხსენებულია ეგრეთვე ერთ ქართულ წერილში,
რომელიც 1679 წ. ნეაპოლში პატრი ბერნარდესთან მიუწერია ერთ კათოლიკეს
სახელად ესტატე იეგანელს ზურაბის შვილს (Estate de Jegani): „ქ. ღმერთმან
ტკბილმან ყოვლის მპყრობელმან მამა ღმერთმან, ძემან მაცხოვარმან და სულმან
წმინდამან, რომელი მამისა და ძისაგან გამოვალს, თქვენ უზეშთაესად მადლი
მოგცეს, ვითარცა ივანე ოქროპირს და გრიგოლ თეოლოგოსს, როგორც უბოძებია
და გაქუს ჩვენო სულიერო და მაცხონებელო ჩვენის ნებით მამაო სულიერო....
მერმე თქვენი უღირსი და ცოდვილი, რომელი მოელის თქვენგან ცხონებას თქვენის
წურთნითა. აწ თუ იკადრებოდეთ, მრავალი თქვენის პატიოსნის და სიკეთე
შემკობილს და ღვთის მეტყველების და სიწმიდით თავის შესაფერი მოკითხვა
ნახვის დიდი ნატვრა მოგვიხსენებია. მერმე ამას წინეთ წიგნები მოგეწერა,
მომივიდა ღმერთმან სასუფეველი გაღირსოს, როგორ გაქვს ოთხჯერ მე
გამიგზავნია წიგნი არ ვიცი მოგივიდა თუ არა და ესეც მოგახსენოთ ჩემთვის წმიდა
ბერნარდის ხატი გამოგეგზავნა. ღმერთმან კარგად გამყოფოს და წმიდა ბერნარდე
მეოხე იყოს შენი თუ აქაურ ამბავს იკითხვიდე მოქალაქენი ორჯერ დაიგროვეს
შუღლი ქნეს მაგრამ კათოლიკე ეკკლესია ძლიერ იყო და რომელიც კათოლიკე
ვნახე შეიტყეს თქვენთან წიგნის მოწერა თქვენს ხელზე მთხვევა მოგახსენეს".
ზემოდ ხსენებული უფროსი პატრი იოსებ აგზავნის რომში გორს ნამყოფს
პატრი იოსებ რომაელს და ატანს წერილს. კარდინალს სხვათა შორის ამას სწერს:
„ღვთის მადლით მისიონის საქმე კარგად მიდის და დიდი ნაყოფი მოგვაქვს. თუმცა
კი სხიზმატიკი სომხები ხანდისხან გვეწინააღმდეგებიან და საშინლად გვდევნიან,
როგორათაც პატრი იოსებ ანტონი მოგახსენებს, იგივე გაუწყებსთ თუ რა საშუალება
უნდა იხმაროს კაცმა მათს დასამდაბლებლად".
ამ უფროსს მომზადებული ჰყოლია პროპაგანდის კოლეგიაში სასწავლებლად
ხუთი ყმაწვილი, რომელთა შესახებ წინათვე მოუწერია რომში. კარდინალი, 29
აპრილს 1679, პასუხად სწერს, რომ ამ ხუთ ყმაწვილში გამოგზავნოს სამი უფრო
ნიჭიერი, რათა პროპაგანდის კოლეგიაში განაგრძონ სწავლა. ეგრეთვე აუწყებს 7
კაფუცინის გამოგზავნას საქართველოში".
ნეაპოლის სკოლაში ერთი ახალგაზდა ქართველი თავადიშვილი ყოფილა.
მისის გვარისა და იქ მოსვლის შესახებ ცნობა არაფერი გვაქვს. ამას პროპაგანდის
კოლეგიაში შესვლის ნება უთხოვია. ამიტომ პროპანდიდან ნეაპოლის ნუნციოს ამ
წერილს უგზავნიან.
„მათს უსამღვდელოესობის ნეაპოლის ნუნციოს, 16 ივლისს 1681.
„პროპაგანდის კოლეგიაში შესვლის ნება ითხოვა ერთმა გამოჩენილმა
ქართველ ოჯახის შვილმა, რომელიც მანდ ნეაპოლში სწავლობს სამოქალაქო
მეცნიერებას. ბატონი კარდინალები ნატრობენ, შეიტყონ მისი ვინაობა, ზნეობა და
ეგრეთვე ის, თუ რა სარგებლობის იმედი იქმნება, უკეთუ მისი თხვონა შეიწყნარეს.
ამისგამო ბრძანეს თქვენთან მოწერა, რომ შეიტყოთ და მისცეთ ერთი გარკვეული
მოხსენება, რომელსაც მოელიან თქვენის უზომო გულკეთილობისაგან. ამ
მოხსენების მიხედვით ესენი იმ გზას დაადგებიან, რომელსაც უფრო სასარგებლოდ
დაინახვენ, ვთხოვთ ღმერთს თქვენს ბედნიერებას „.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ახალგაზდა ქართველი ნეაპოლში კარგა ხნის მოსულ
უნდა ყოფილიყო, რადგან ამ დროს საშუალო სასწავლოში ყოფილა. არც
კაფუცინების მოყვანილი უნდა ყოფილიყო, თორემ თვით კაფუცინები ითხოვდენ მის
ადგილს, და მისი ამბის შესატყობლად რომიც მათ მიმართავდა და არა ნუნციოს.
ჩვენ მიერ ხშირად დასახელებული პატრი ბერნარდე ნეაპოლელი,
საქართველოში ათი წლის შრომის შემდგომ, წავიდა თავის მამულ ნეაპოლში
შესასვენებლად. ამან პროპაგანდას წარუდგინა საქართველოს მისიონის შესახებ
საკმაოდ ვრცელი მოხსენება, რომლისაგანაც მოგვყავს ეს შემდეგი ნაწილი:
„პროპაგანდის წმიდა კრების აღმოსავლეთის მისიონებში, საქართველოს მისიონი
არა მარტო საუკეთესოა, არამედ, ჩემის აზრით, მას ეკუთნის უპირველესი ადგილი
ყველა სხვა მისიონთა შორის თუ იმისთვის, რომ თავისუფლება არის ყველა
სამოციქულო და საეკკლესიო სამსახურის აღსრულებისა, ისე როგორც ევროპაში,
თუ იმ ნაყოფის გამო, რომელიც ყოველდღივ მოაქვს და მომავალშიაც გამოიღებს,
უკეთუ საკმაოდ შემწეობა ექმნა და თუ ეგრეთვე ხალხის თვისებათა გამო.
ქართველი ხალხი ყველა აღმოსავლეთის ტომებზე უფრო განათლებული, უფრო
განვითარებული და უფრო პატიოსანია და დიდი ნიჭიცა აქვს, რაის გამო უფრო
მომზადებულია შეითვისოს სარწმუნოების ჭეშმარიტება, რა დარწმუნდება თავის
საღის ჭკუისა და საღმრთო წერილის შემწეობით. ...რაც შეეხება პროპაგანდის
კოლეგიაში მისაბარებლად საქართველოდგან ახალგაზდობის გზავნას, უნდა
მოგახსენოთ რომ ეს მეტად ძნელი საქმეა და ეს სიძნელე არა ერთგზის
გამოგვიცდია. ჯერ ერთი მგზავრობას დიდი ხარჯი უნდა, გარდა ამისა, იძულებულნი
არიან ოსმალების ადგილებზე დიდხანს იარონ და აქ საშიშოა ტყვედ არ ჩაუარდენ
ურწმუნოთ. მეორე მხრივ იქაურ სკოლებში, რთმლებშიც ჩვენი პატრები ასწავლიან,
კარგ მასწავლებლის ხელმძღვანელობით, შეიძლება მოწაფები პატარაობითვე
ძრიელ კარგად აღიზარდნენ, გარნა, სამწუხაროდ, რა გახდებიან რვისა ანუ სულ
ბევრი, ათის წლისა, მშობლებს ჩვენგან გაჰყავთ და აყენებენ ხელობაზე. მაგრამ
უშემწეოდ არ უნდა დავტოვოთ ის ახალგაზდობა, რომელიც თავისი
მიდრეკილებითა და ნიჭით და ყველა სხვა კაი ხასიათით ბევრითა სჯობია
აღმოსავლეთის სხვა ტომის ახალგაზდობას. ჩემის აზრით, კარგი იქნება, წმიდა
კრებამ კეთილ ინებოს, რათა საუკეთესო მასწავლებლის ხელმძღვანელობით
საქართველოშივე, ჩვენის მისიონების სახლებში, თუ სამოქალაქო და თუ
საეკკლესიო მეცნიერებაში აღიზარდნენ ოთხი ანუ მეტი ყმაწვილი, სხვებზე ნიჭიერი
და მათ შესანახავად გაღებულ იქმნეს იგივე ხარჯი, რაც საჭირო იქნებოდა რომის
კოლეგიაში საქართველოს ორი ანუ ოთხის ყმაწვილის გასაზრდელად. ამნაირად
არა მარტო გზის ხარჯი გადარჩება, არამედ ერთი და იმავე ფულით ორჯელ მეტი
ყმაწვილის შენახვა შეიძლება საქართველოში ვიდრე რომში".
ამ მოხსენებას თარიდი არა აქვს; ვგონებთ, უნდა იყოს წარდგენილი 1680 წ.
პროპაგანდა ამ წერილებით წარდგენილ მოხსენებას არ დასჯერებულა, რადგან 18
აპრილს 1681 წ. პ. ბერარდეს ნეაპოლში სწერს და რომში იბარებს, რათა
სიტყვიერად მოახსენოს საქართველოს სრული ამბავი; ეგრეთვე ატყობინებს, თან
წამოიღოს თავისი ქართულად ნათარგმნი კათეხიზმო რათა იქვე დაიბეჭდოს.
ქართულად ნათარგმნი საქრისტიანო მოძღვრების დაბეჭდვის შესახებ ხშირად
იყო მიწერ-მოწერა რომსა და საქართველოში მყოფ კაფუცინების შუა. არა სჩანს, ეს
წინად დაბეჭდეს, თუ არა. ხოლო რა მოვიდა ნეაპოლელი პ. ბერნარდე რომს,
საქართველოდან თან მოტანილი თავის მიერ ნათარგმნი ქართულად კათეხიზმო
დააბეჭდინა 1681 წ. ამ წიგნის სათაური არის ესა: „ქ. საქრისტიანო მოძღვარება
სიმოვლებით დარიგებული კარდინალ ბელარმინოსაგან და გადმოთარგმნილი
პატრი ბერნარდო მარიამისაგან ნეაპოლელისა კაპუჩინი და მქადაგებელი და
მღრთის მეტყველი იტალიანურის ენისაგან მხედრული ქართულის ენითა. ქ. კს. ჩ.
ქ. პ. ა. (1681 წ.)". ესევე სათაური პირველად იტალიანურად აწერია. ესევე წიგნი
დაბეჭდვის წინად განუხილავს ქართველ კათოლიკეს ენიბეგანთ ზალინას. რის
გამო იტალიანურის ენით აწმებს და ქართულად ხელს აწერს ესრედ:
„შემოწმება. მე ზალინ ენიბეგი ქართველი პირველი კათოლიკე, მოწაფე
ტფილისში მყოფ მისიონერი კაფუცინებისა, სადაც სპარსეთის მეფის მომაგიერე
ზის, რომელთანაც ვიყავი და ვარ მოენე და მდივანი ქართულის, სომხურის,
სპარსულის, თათრულის და იტალიანურის ენისა. ვამოწმებ, რომ ღვთისმეტყველი
პატრების შემოწმებით და წმიდა კრების სეკრეტარ ეპისკოპოსის ჩიბოს ბრძანებით,
წავიკითხე და გარდავიკითხე ყველანაირი სიფრთხილით ეს წიგნი, შედგენილი
სამოციქულო მისიონარი პატივცემული მამა ბერნარდე მარია ნეაპოლელისაგან,
არაფერი ვპოე წინააღმდეგ რომის კათოლიკე სარწმუნოებისა, ანუ კეთილის
ზნეობისა, რადგან სიტყვა-სიტყვა ნათარგმნია კარდინალ ბელარმინოს პატარა
საქრისტიანო მოძღვარებიდან ქართულს ენაზედ. ეს ამ სამეფოში ძრიელ დიდათ
სასარგებლო იქმნება, რადგან საიდუმლოების შესახებ ცნობები სულ არეულ-
დარეულია და ვერც ხელთნაწერით დაუკმაყოფილებიათ ეგოდენი პროვინციების
საჭიროებისათვის, ამისთვის დიდათ საჭიროდ ვრაცხამ, რომ ეს დაიბეჭდოს. ქ. მე
ენიბეგანთ ზალინა, როგორც ზემოთ წერილია, დავამტკიცე". ეგრეთვე ამოწმებს
იტალიანურად საქართველოდან ახლად გაბრუნებული პატრი იოსებ ანტონ
რომაელი და ხელს კი ესეც ქართულად აწერს.
ეს წინასიტყვაობა ცხადათ გვიჩვენებს იმ დროს კათოლიკობის გავრცელებას
მთელს საქართველოში. რადგან ხსენებული ეგოდენი პროვინციების საჭიროებად
ჩვენ თავდაპირველა უნდა ვიგულისხმოთ კათოლიკების სულიერი საჭიროება, და
არა იმათი, რომლებიც ჯერ არ იყვნენ შეერთებულნი კათოლიკე ეკკლესიასთან.
პატრი ბერნარდეს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს წინაშე, რადგან,
იმან, რა შეისწავლა ქართული, ბევრი წიგნი სთარგმნა ქართულად; ზოგი თვითვე
შეადგინა ამავე ენაზე და ზოგიც ძველი წიგნებიდან გადმოსწერა თუ საკუთრივ
კათოლიკებისათვის და თუ საზოგადოდ ქართველების სასარგებლოდ. ამან თავისი
მოღვაწეობით დიდი სიყვარული და პატივი დაიმსახურა ქართველთ ერისა,
მეტადრე კათოლიკებისა, ნეაპოლში ყოფნის დროს ხშირი მიწერ-მოწერა ჰქონდათ
ერთმანეთში. თუ მიღებულის და თუ გაგზავნილის რავდენისამე წერილის პირი ჩვენ
გვაქვს, იქიდან ზოგი ზემოთ უკვე მოვიყიანეთ და ზოგსაც აქ მოვიყვანთ.
წერილი ასთანდარა გოგინას ქალისა, რომელიც პატრი ბერნარდეს
განდოშვილი ყოფილა. ეს ქართულად მიუწერია ნეაპოლში 1682 წ.
„ქ. უღირსი, ცოდვილი უცოდინარე თქუენის ფეხის მიწა-მტუერი შვილი თქვენი
ასთანდარ მოგახსენებს ჩემო საიქიოთ დიდო იმედო. ამ წუთს ქვეყანასა დიდ
იმედათ მისაჩნეველო, მისახედაო, ყოველსა ჟამთა ტკბილათ სახსენებელო
ბატონო ჩემო სულიერო მამავ. მრავალი თქუენისა ღვთიანასა და ღვთის და
ყოვლად წმიდისა სიყვარულით სავსეა თავისი შესაფერი მოკითხვა და სამსახურისა
დიდათ ნატრა მომიხსენებია. ბატონო ნეტაი ამ წიგნსა რომ შენ გნახამს. ვაი ჩვენ
რომ უღირსი ვიყავით მალე გაგვეყარე გაყრა ღმერთმან ნუ ქნას. როგორც სული,
ხორციდამ არ განიყრება უსიკვდილოთ იმ გვარად ჩვენი სულიერობას
მამაშვილობა არ გაიყრება. უმეტესად ახლა უფრო შენი სიყვარული ყოვლად
წმინდა ღვთის მშობელი წმინდა ფრანჩისკე მამა ჩვენი ამოდ და მხიარულად
გამყოფოს ბატონო მამაო ჩემო დიაღ მიხარიან მე ცოდვილი უღირსი უცოდინარე
რომ მანდიდამ ვომიგონებ, წიგნს მომწერ და მომიკითხვი. ბატონო, აქაური რა
მოგახსენო. ვინც სიმართლის გზაზე მართლა დგას, ღვთის ბაღში პეტრეს ბადით
ახალ თევზებს იჭერენ. ვინცა და იუდასავით უკუდგნენ, ცოტა საქმისათვის
შესწუხდნენ მაგრამ ახლა მართალი კათოლიკე უჯესტესად გამრავლდა რა თქვენ
წაბძანებულხართ ალამუაც უკუდგა სიმართლის გზისაგან არაფერი იქმნება შენ
კარგად იყავ ბატონო მამაო ჩემო. შენვე იცი, რომ პეტრეს და პავლეს სიყვარული
მაქვს დიაღ გულში, შენგან წყალობა იყოს. იმათი სახე და ყოვლად წმიდის სახე
ცოტათი მოდიდოთ მიბოძეთ. კრიანოსნისა და ჯუარისა შენ იცი, ბატონო შორისა
ვარ უცნობი უმსახურო ვარ, მანდ ქალებთან ჩემ მაგიერ მრავალი მოკითხვა
მოახსენე, თუ უკაცრავად არ ვიყო, ბატონო, თქმა არ ვარგა, მაგრამ კიდევ გულია;
რაც ჩემის უმცოდინარობით შემიძლია ჩემის ცოდვილის პირით თქვენთვინ ლოცვა
არ დამიკლია ბევრს თავს ვეღარ შეგაწყენ, ბატონო, დაიწერა ეს წიგნი თიბათვის
დამდეგსა".
ნეაპოლიდგან საქართველოში 1682 წ. გამოგზავნილი პასუხი პატრი
ბერნარდესი ესტატესთან ქართულად „ქ. სულიერის სიყვარულითა თქვენის ნახვის
და ალერსის სამსახურის დიდად და უზომოდ მონატრე პატრი ბერნარდო მარიამ
ვიკადრებ, ჩემო სულის შვილო, ნიადაგ ჟამთ სახსენებელო, ბატონო ესტატევ,
მრავალი მაგათის ქრისტიანის და მტკიცედ კათოლიკეს და ყოვლის ნათლითა
აღვსილს თავის შესაფერი მოკითხვა და ლოცვა-კურთხევა მომიხსენებია. აწ ფრა21
პოლიკარპომა თქვენი მართალს რჯულზედ სიმტკიცე თქვენის ჯალაბის რჯულება
და მამისაც ყველა თითო-თითოდ შემატყობინა. კურთხეულ ღმერთი ყოვლის
სიკეთის მომქმედი ღმერთიც და ღვთის მშობელი ყოვლად წმინდა თქვენი თავი,
თქვენი სახელი, თქვენი შვილნი ნახოს. ვისგან გეშინოდეს ბატონო შვილო".
ამ პატრთან თვით ტფილისის კაფუცინებსაც ჰქონდათ ხშირი მიმოწერა.
აქაური გარემოება მისთვის მიუწერია 1682 წ. პ. იოსებს. წერილი დაკარგულია.
ხოლო ამის შემდგომ მიწერილი წიგნი გვაქვს,
რომლიდგანაც მოგვყავს შემდეგი.
„.... თქვენს ღირსებას ვაუწყებ, რომ ამ ჟამად მისიონი ძრიელ კარგ
მდგომარეობიშია სულიერად. ამ გავლილ ნოემბერში წმიდა იუბილეს გამო ასამდინ
აღსარება სთქვეს და ეზიარნენ, ხოლო საშობაოდ კი სამოცმა. ტფილისში 200
კათოლიკეა. მაგრამ ამ დიდ მარხვაში საქადაგებლად ეშმაკმა აქ მოუსია ერთი
ვართაფეტი, რომელიც ჯოჯოხეთებრივი სიბრაზით სავსეა წინაადმდეგ მისიონისა
და ამ საბრალო კათოლიკებისა. ესენი ჯერჯერობით მტკიცედ არიან. სამი წლის
წინეთ ამ გაეშმაკებულმა მღვდელმა აქ იქადაგა და მით ჩვენ ბევრი გვავნო; მაგრამ
ახლა უფრო ძრიელ ცდილობს და ჩვენს წინააღმდეგ ყველა ზომას ხმარობს,
აგულიანებს ერს, რათა ჩაგვაქვაონ და ან აქედგან განგვდევნონ. ამას კიდევაც
შეასრულებდნენ, უკეთუ მეფე ჩვენი მომხრე არ ყოფილიყო. ახლა ვნახოთ, რა
მოხვდება ამ დიდ მარხვაში.... ვბედავ მოგახსენო, რომ ძლიერ კარგი იქნება,
უკეთუ პროპაგანდის თხოვნით განთქმულმა ვენეციის და ჯენოვის რესპუბლიკამ და
ეგრეთვე მათმა უმადლესობამ დიდმა დუკამ უჩვენონ თავიანთი რისხვა მოვაჭრე და
მანდ მცხოვრებ სომხებს, ან მოსაჩვენებლად დაამწყვდიონ და საქონელიც
გამოართონ, ვიდრემდე დაჰპირდებოდენ თავიანთი ეჩმიაწინის უბოროტესი
სამღვდელოების გასწორებას. ამას ბევრი დრო აღარ დასჭირდება, მაშინათვე
შესრულდება, რადგან ამის შეტყობაზე პატრიარქს (ელიზბარს) დიდათ შეეშინდება,
რომ არ დაჰკარგონ მანდაური ვაჭრობა და მოწყალებანი... ტფილისით 5 მარტსა,
1683 წ. პატრი იოსებ ბოგონანელი".
ესევე პატრი ამავე წლის 22 მარტს რომში სწერს, რომ იმ მოსულ ვართაპეტს
ბევრი უქადაგებია მათს წინაადმდეგ და მთელი ქალაქი აუღელვებია; შემდგომ
სომხებს ბევრი ფული უძლევიათ მეფისათვის მათს გასაძევებლათ და
კათოლიკების დასასჯელად. მაგრამ მეფე სრულებით არ დათანხმებულა; რაის
გამო თავიანთი ბოროტი წადილი ვეღარ შეუსრულდებათ. ამიტომ სთხოვს
პროპაგანდას, რომ მათის დაფარვისათვის მეფეს მადლობის წიგნი მოსწერონ და
რაიმე საჩუქარი გამოუგზავნონ.
ეგრეთვე ახლად მოსული პატრი კარლო, ამავე წლის 30 აპრილს, სწერს
რომში და აუწყებს, რომ მას ჰყავს სკოლაში ოცდაათზე მეტი მოწაფე და ორმოცი
განდოსშვილი; მასთანვე მოუთხრობს სომხების მიერ დევნულობას და მეფის
მფარველობას სომხების წინააღმდეგ: ეკკლესიას თავზე დაგვაქცევდენ თუ მეფე არ
გამოგვსარჩლებოდაო.
პირველშივე სომხებმა რაკი ვერ მოსპეს ერთიანად პატრების მისიონი
ტფილისში, კათოლიკე სარწმუნოების წინააღმდეგ დაიწყეს მოქმედება: ყველა
ღონისძიება მათ წინააღმდეგ იხმარეს. ამას უფრო ნათლად დაგვანახვებს ქვემოდ
მოყვანილი საბუთები. ქართველებმა კი მეფიდგან დაწყობილი თითქმის
ყოველთვის გულშემატკივრობა და თანაგრძნობა აღმოუჩინა ლათინის
მისიონერებს და ბევრ შემთხვევაში დაიცვა ისინი სომეხთა მიერ უწყალო და
უსამართლო დევნულობისაგან. ამასაც უფრო ცხადად დავინახავთ შემდეგი
საბუთებით.
გიორგი მეფემ თავის მამას შაჰნავაზს ბევრით გადააჭარბა მისიონერების
პატივისცემასა და ლათინის ეკკლესიისადმი მიდრეკილობაში. ამას, ქვემოდ
21 მორჩილი ძმა.
მოყვანილ საბუთებს გარდა, გვიმტკიცებს ეს წიგნიც., რომს მიწერილი.
„მეფემ კერძოდ დამავალა, როდესაც თქვენს მაღალს ღირსებას მოვსწერ,
ყოველთვის კდემით მოვახსენო მოკითხვა ანუ ხელს კოცნა და გთხოვო თქვენი
ამბავი და მისიონერების გამოგზავნა. აწ გულმოდგინეთ ვასრულებ ამ დავალებას
ყოვლად ღირსეულის მეფისას, რომელიც ჩვენი დიდად საყვარელი შვილია; იმედი
მაქვს თქვენთვისაც სათნო-საყოფელი იქმნეს. თქვენს ღირსებას აზრუმის გზით
გამოვუგზავნე ერთი ვრცელი წერილი, მეორეს გწერ შემდგომ ჩვენის უფროსის
მოსვლისა, რომელიც მოვიდა მოსკოვით, სადაც ჩვენი მეფე გზავნის კაცსა თავის
ძმა არჩილთან... ტფილისი, 7 ნოემბერს, 1684 წ. პატრი იოსები”.
იმავე წლის პირველ თვეებში საქართველოში ჟამი გაჩენილა, და შვიდ თვეს
არ მოსპობილა. ბევრი უმსხვერპლია თუ გორსა და თუ ტფილისში. ამ დროს
კაფუცინებს დიდი კაცთმოყვარეობა აღმოუჩენიათ ერისათვის. გორში მყოფ პატრი
კარლო პეშელის შესახებ გვაქვს ერთი ვრცელი წერილი, სადაც მოხსენებულია,
სხვათა შორის, შემდეგი გარემოება: სენის გაჩენას დროსვე, ვისაც კი მოუსწვრიათ,
გორის მცხოვრებნი გახიზნულან მთებში; ამათ უთხოვიათ პატრი კარლოსთვის,
რათა ისიც მათთან წასულიყო, რომ სიკვდილისგან თავი გადერჩინა; პატრს არ
უქმნია, იქვე დარჩენილა და დაუწყვია უპატრონოდ დარჩენილ ჭირიანთა მოვლა;
რაც კი შესძლებია, მათთვის მოუგია ყველანარი სამსახური თუ სულიერი და თუ
ხორციელი; თვითონაც დასნეუებულა, მაგრამ მალე გაკურნებულა. ამ დროს უფრო
უშიშრად და გულს მოდგინეთ დაუწყვია სნეულების შემწეობა; ახალგაზდა გორელი
ფრანჩისკეს, თავის ერთგული მოსამსახურისათვის, რომელიც კათოლიკე ყოფილა,
ერთგულ დედის მსგავსად, სამსახური არ დაუკლია, მაგრამ სიკვდილისგან ვეღარ
გადურჩენია: მისი სიკვდილის მეორე დღეს ამასაც მეორედ შეჰყრია ეს საშინელი
ჭირი და გარდაცვლილა მეორე დღეს სექტემბერში; ასე რომ გორის მისიონი ამ
დროს უპატროდ დარჩენილა”.
ტფილისში მყოფმა პატრებმა არა ნაკლები გულშემატკივრობა და შემწეობა
აღმოუჩინეს გაჭირვებულ ხალხს იმ საშინელ დროს. კაფუცინების ესრეთმა
თავგანწირულებამ და კაცთმოყვარებამ მიიზიდა არა მარტო გიორგი მეფე, არამედ
ბევრი ქართველი თავადიც, ვინც კი მოინდომა ერთიანად შეერთება რომის
ეკკლესიასთან. ამ ამბის შესახებ გვაქვს პატრი უფროსის შემდეგი წიგნი
პროპაგანდაში მიწერილი.
„გავლილ მარტის ხუთს პატრი ჯუსტინო ლივორნელი ისპაჰანს გავგზავნეთ მე
და მეფემ, რათა აქ მოეყვანა ეპისკოპოსი ფრანჩისკე პიკეტი22 სასარგებლოდ ამ
მისიონისა, რადგან ქართველ ბატონებს მოლაპარაკება აქვსთ და უნდათ შეერთება
რომის კათოლიკე ეკკლესიასთან. ეს ხსენებული პატრი ტფილისს მობრუნდა 21
დეკემბერს. ამნაირად მე და პატრი კარლო პეშელი დავრჩით მარტო, ის გორში და
მე ტფილისში. გავლილ ზაფხულს საქართველოში და კერძოდ ტფილისსა და
გორში გაჩნდა ჟამი, რომლითაც საკმაოდ დაიხოცნენ; უფრო ბევრი გაწყდებოდა,
მთებში რომ არ გაქცეულიყვნენ. გორის მცხოვრებთ პ. კარლოც მიიწვიეს, რათა
მათთან წასულიყო, მაგრამ თავის სიცოცხლეს არჩია მათი სულების ცხონება და ეს
სურვილი საქმით დაამტკიცა; ნამდვილათ შევიტყე, რომ ამან ბევრი იღვაწა ღვთის
დიდის დიდებისა და იმ საბრალო სულთა ცხონებისათვის; ბოლოს მოუკვდა სახლის
ერთი ახალგაზდა, რომელიც მას ემსახურებოდა, ორის დღის შემდგომ თვითონაც
გარდაიცვალა. მე ტფილისში ვარ მორჩილ ძმა ბართლომე გვილანოელთან
ერთად. იგი მეფემ მიიწვია, რომ მას ხლებოდა, მაგრამ მოახსენა, რომ ვერც მე
დამტოებდა მარტოკას და ვერც სახლს დაანებებდა თავს, რადგან ამ დროს ძლიერ
გახშირებული იყო ქურდობა. მე მუდამ ქალაქში დავიარებოდი, და სიკვდილის
განსაცდელში ვიყავი, მაგრამ არ ვერიდებოდი, ბევრი ჩვენი კათოლიკეთაგანიც
მიიცვალა, მაგრამ არც ერთი მომკვდარა საიდუმლოების მიუღებლად.
დაწვრილებით არა გწერ ყველას, რაც ღმერთმა ამ დროს თავის დიდებისათვის
22 ეპისკოპოსი ფრანგი და პაპის ელჩად გაგზავნილი შაჰთან.
იმოქმედა ჩვენის საშუალებით, რადგან ქარვანის წასვლის გამო დრო აღარა მაქვს.
ხოლო შემდგომ ეგ ბატონი კარდინალები და თქვენც, რა დაწვრილებით სცნობთ ამ
დროის ამბავს, ძრიელ განიხარებთ და დარწმუნდებით კიდეც, რომ ხარჯი და
შრომა ამ მისიონზე უბრალოდ არ წასულა. ამიტომ დიდათ გევედრები, მალე
უშველოთ, რომ ეს მისიონი არ მოისპოს, რაც საშიშოა, რადგან უკანასკნელ
მდგომარეობაში ვართ23 . ეპისკოპოსი პიქეტი არ მოსულა, მაგრამ კი შემოგვპირდა
მოსვლას. ტფილისი 2 იანვარს 1685 წ., პატრი იოსები ბოგოინანელი".
ესევე პატრი იოსები ამავე წლის 8 აგვისტოს წერილით რომში აცნობებს, რომ
სპარსეთში მყოფის პიქეტი ეპისკოპოსისაგან უარი მიუღია საქართველოს
მოსვლისა მგზავრობის სიძნელისა გამო; ეგრეთვე სთხოვს პატრების გამოგზავნას
გორისათვის, რომელიც უმღვდლოდ დარჩენილა. ამავე თხოვნას კიდევ უმეორებს
და ეგრეთვე პროპაგანდას ავედრებს ერთ ქართველ კათოლიკეს, რომელსაც რომს
გზავნის, ამ სიტყვებით: „ეს ახალგაზდა ამ წიგნის მომტანი, სახელად ანჯელო, არის
ქართველი კათოლიკე ლათინის ტიპიკონისა, პატარობიდანვე ამ მისიონში
აღზრდილი, რომელშიც თექვსმეტ წელიწადზე მეტი მსახურებდა: მუდამ ნატრობდა
ევროპაში წასვლას. როგორათაც თქვენვე ნახავთ, კაი ნიჭიერია, ახლა დრო აქვს,
მუდამ კარგად იქცეოდა და ყველას კარგს მაგალითს აძლევდა; ამიტომ
ღირსეულად შევრაცხე და სიმართლეც მავალებდა, რომ ეს გამომეგზავნა წმიდა
კრებისათვის, რომელსაც გამოეყენებინა ისე, როგორათაც საუკეთესოდ
შერაცხავდა. ამიტომ რაოდენათაც შემიძლია მას გავედრებ, რადგან კაი ყმაწყილია
და ღირსია ყოველის სიკეთისა, უკეთუ მანდაც ისე მოიქცა, როგორც აქ იყო.
მაგისგანვე შეგიძლიათ შეიტყოთ იმ მისიონის გარემოება, რადგან იტალიანური
კარგად იცის... ტფილისი, 13 მარტსა, 1686 წ., პატრი იოსებ ბოგოინანელი". ამ
ქართველის მეორე სახელი მიხელი ყოფილა, მამამისს შერმაზანა და დედამისს
თამარი რქმევია. იგი 22 წლისა მიუღიათ პროპაგანდის კოლეგიაში 10 დეკემბერს,
1686 წ.
პატრი ჯუსტინო ლივორნელი 8 ოქტომბერს 1686 წ. წერილით რომში აუწყებს
უფროს პატრი იოსების სიკვდილს და ახლად სამის მისიონერის მოსვლას; ეგრეთვე
ასახელებს გაკათოლიკებულ აბრაჰამ ქართველ მღვდელს და მეფის მწერალს
კათოლიკე ესტატეს. ამასთანავე იმედს აძლევს, მეფეც მალე გაკათოლიკდებაო.
ზემოთ ვნახეთ, რომ, სომეხთა მიერ დევნულობისაგამო, რომსა სთხოვდნენ,
რათა იტალიის მთავრებს გამოეცხადებინათ თავიანთი რისხვა სომხების
წინააღმდეგ. ამისგამო ფლორენციის დიდი დუკა კოზიმო მესამე სწერს გიორგი
მეფეს ამ შემდეგ წიგნს:
„საქართველოს მეფეს, ტფილისს, 26 ნოემბერს 1686, ფლორენციიდან.
„მათს უგანათლებულესობას, ფრიად საყვარელს ჩვენს მოკეთეს,
„უგანათლებულესო ბატონო,
„რაოდნათაც დიდის სიამოვნებით ვსმენულობთ მაგ სამეფოში მოგზაურ
პირებისაგან, რომ თქვენი ხელმწიფების უმაღლესობა სიყვარულს უჩვენებს რომის
ეკკლესიის მოძღვრებს, რომლებიც მანდ წმიდა სამსახურს ასრულებენ ღვთის
პატივის გასაძრიელებლად; ეგოდნათ უფრო დიდათ ვსწუხვართ, რა ვხედავთ, რომ
ეგ თქვენი გულმოწყალება არ ეთანახმება სიყვარულს, რომელიც მათ
დარგქონდათ. ვინაიდგან უმწეოთა უცველ-უფარულთ სომხები სდევნიან, მეტადრე
მაგ ქალაქში საცა ეს ხსენებული მისიონერები რომის ეკკლესიის მორწმუნებთან
ერთად გამუდმებით მეტის-მეტ შეურაცხყოფას ითმენენ. ჩვენ კი ასე არავის
ვეპყრობით, რადგან ამ ჩემს სამთავროში უცხო ტომის ხალხი სრულის
თავისუფლებით დიდის მყუდროებით სცხოვრებენ, მეტადრე სომხები, რომლებიც აქ
თავისუფლად და დაუბრკოლებლივ ასრულებენ თავიანთის სარწმუნოების წესებს;
ეგრეთვე ჩვენის ბრძანებით ხალხიც მათ დიდ პატივს სცემს და ძრიელ კარგადაც
23 გაჭირვებაში მისიონი იმიტომ იყო, რადგან ერთ პატრზე მეტი აღარ იყო.
ეპყრობა, დაიმედებულნი თქვენის უმადლესობის ჩვენდამი ერთგულობითა და
აღსავსე ღვთის მსახურების ერთგულობის გრძნობითა ჩვენს მოვალებად ვრაცხთ
ვაუწყოთ თქვენს ხელმწიფებას ჩვენი უკმაყოფილება, შესახებ იმ ბოროტ
მოპყრობისა, რომელსაც მანდ სომხები უყოფენ საბრალო კათოლიკებს და მათს
მოძღვრებს. დარწმუნებული ვართ რომ ეს ჩვენი ნათქვამი შეაგულიანებს თქვენის
ხელმწიფების უმაღლესობას, რათა ჯეროანი ღონე იღონოთ წინააღმდეგ ესრეთის
უსამართლო მოქცევისა, რომელიც ეწინაღმდეგება სიმართლეს და მთელის
ქვეყნის აზრსა და იძულებული აღარ გავხდებით, რომ გამოვუცხადოთ ჩვენი
განრისხება სომხებს, რომლებიც ჩვენს სამთავროში სცხოვრობენ ყოველგვარის
შეღავათით და თავისუფლებით. მაშ იმედი გვექნება თქვენის ხელმწიფებრივის
უმაღლესობის კაცთმოყვარეობისა, რომ ჩვენს გამო კეთილ ინებოთ და უბრძანოთ
ყველას, რათა მომავალში კათოლიკე მისიონერებმა და რომის ეკკლესიის
მორწმუნებმა აღარ გამოსცადონ ეგრეთი შეურაცხოყოფა და დაჩაგვრა, ჩვენც
გპირდებით სამაგიერო კეთილი მოგაგოთ. ვისურვი თქვენთვის ყველა საუკეთესო
ბედნიერებას.
„თქვენის უმაღლესის ხელმწიფების ყოვლად მხურვალე მონა
„კოზიმო მესამე, თოსკანის დიდი დუკა".
1687 წ. ტფილისში ქართულის ენის მცოდნე პატრთაგანი, მარტო პატრი
ჯუსტინო დარჩა. მრევლის მოვლის გარდა იგი იძულებული იყო ქართული
ესწავლებინა ახლად მოსულ მისიონერებისათვისაც. იმავე წელს აქაურის მისიონის
ამბავს იგი სწერს რომსა და მასთანვე აუწყებს ახლად გაკათოლიკებული
ქართველების შემდეგს რიცხვსა და სახელებს: „აქვე გაახლებთ ახალ
კათოლიკეთა შესახებ ცნობას...ბატონი თამაზა, სამხედროს გენერალი და ბიძა
მეფისა, რომელიც არის უკეთილშობილესი ქართველი ყაფლანიანთი, ამან მიიღო
კათოლიკობა 15 ივნისს, 1687 წ., ბატონი სულხან შვილი დიდი მინისტრისა* (*ეს
უნდა იყოს სულხან საბა ორბელიანი), ბიძაშვილი მეფისა, რომელიც არის
უკეთილშობილესი ქართველი ყაფლანიანთი; თუ კეთილ ინებებს თქვენი
უმაღლესობა, ნახავს, რა სათნო საქმე ჰქმნა ამან: თვით შეასწორა „საქრისტიანო
მოძღვრება", რომელიც მე ვთარგმნე; ამან მიიღო კათოლიკობა 15 აგვიტოს 1687
წ.; ეგრეთვე არიან სხვა სახლები და ოჯახები ლათინის წესისა, რომლებიც მარტო
მისიონერებს ექვემდებარებიან; ამ მისიონის სხვა პირველი კათოლიკები არიან
ეგრეთვე ბაინდურას შვილები: სტეფანე, იოსები, ფრანჩისკე და ნინო; გარდა
ამათი, არიან ესენიც: გიორგი დიდებაშვილი, მისი მეულე ეთერე და დედა მისი
მინგული ქართველები; ხუცესი თავისი დედა თამარა და დები ანნა ხანუმი, შანუბანი
და მარიამი, ქართველები; გიორგი მადლისშვილი, მისი მეუღლე და მეუღლის და...
ტფილისი, ნოემბერს 1687 წ. პატრი იოსები ლივორნელი".
ამავე წერილში გაკათოლიკებულ სომხებსაც ასახელებს, მაგრამ ესენიც
მომეტებულად ქართველები ყოფილან, როგორათაც სჩანს მათის სახელებიდან,
მაგალითად: თინათინა, ესტატე, ნასყიდა, ზალინა და მამაჯანა. ჰგავს ისინი წინეთ
სომხის სარწმუნოებაზე გადასულან და იმიტომ სომხებად იხსენიებს. ამავე
წერილით აუწყებს ეგრეთვე კარდინალს, რომ გიორგი მეფესაც მიუღია
კათოლიკობა და კიდევაც რომში გაუგზავნია ახლად მოსული პატრი ანჯელო. ამ
წიგნს აგზავნის მოსკოვით, სადაც მეფე თავის ძმა არჩილს, კახეთის მეფეს განგებ
კაცს უგზავნის.
ქართველების ეს მოძრაობა და კათოლიკობაზე გადასვლა მარტო კერძო
პირთა შორის არ იყო, არამედ თვით მეფე, საეკლესიო პირნი და ეპისკოპოსებიც
შეუერთდენ როგორათაც მოწმობენ მისიონერების წერილები: „პატრი ჯუსტინომ
კათოლიკობაზე გადაიყვანა აქართველოს მეფე გიორგი, მისი ძმა ლევანითურთ,
რომელიც არის პირველი მინისტრი მთელის სამეფოსი, ეგრეთვე მათი
უსამღვდელოება ექვთიმე საქართველოს არქიეპისკოპოსი თავისი რავდენიმე
მღვდლითურთ; ყველამ მათ აღსარებითა და წერილით სცნეს მსოფლიო
ეკკლესიის თავად და ამ ქვეყანაზე ქრისტეს მონაცვლედ რომის პაპი ინოჩენციო
მეთერთმეტე, რომელსაც სრულიად დაექვევრდომნენ. გარნა ის ორი წარჩინებული
პირი არ დასჯერდა გაკათოლიკების კერძოდ გამოცხადებას და ხუთი თვის შემდგომ
გაგზავნეს რომში თავიანთ მოციქულად პატრი ანჯელო ფილინელი და თან
გაატანეს პაპთან წიგნები, რათა მათის სახელით, მის ტახტის წინაშე წამდგარი
ფეხზე მთხვევოდა და მათი უმდაესი მორჩილება მიეძღვნა პაპისათვის".
ამ საგანზე დიდად არ გამოვუდგებით მისიონერთა წერილების მოყვანას,
მხოლოდ საკმაოდ ვრაცხთ მოვიყვანოთ შესანიშნავი წერილები: ერთი თვით პატრი
ჯუსტინოს დაწერილი, რომლითაც ავედრებს პაპს გაკათოლიკებულ პირთა, მეორე
- გიორგი მეფისა და მესამე ტფილისელი არქიეპისკოპოსისა, პაპისადმი მიწერილი
მის შემდეგ რა გაკათოლიკებულან. ჯერ მოვიყვანთ პატრი ჯუსტინოს წერილს.
„უნეტარესს მამას, ღვთის ეკკლესიის საყოველთაო მწყემს და იესო „ქრისტეს
მონაცვლეს” ამ ქვეყანაზე, უმაღლესს მღვდელთ მთავარს, ინოჩენციო
მეთერთმეტეს.
„თუმცა ჩემი მდგომარეობის გამო უფრო მხნედ უნდა ვყოფილვიყავი, მაგრამ
მაინც კი ყველა ჩემს საქმეში, ჩემმა მწუხარებამ გადააჭარბა ყველა საზღვარს,
რადგან ვგონებდი, რომ მხოლოდ საქართველო მოაკლდებოდა იმ პატივის
მიგებას, რომელ პატივსაც უძღვნიან მეფენი და იმპერატორნი თქვენს ყოვლად
დიდებულს მდვდელთ-მთავრობას, და ესრედ ამაო შეიქმნებოდა ეგოდენი წლის
ჩემი შრომა. მუდამ მოველოდი თქვენის კურთხევის ფერხთა წინაშე წარმომედგინა
თქვენი მორჩილი შვილი ამ ქვეყნის მთავარი, რომელიც ძრიელ მოწადინებულია,
ყოველს შემთხვევაში, აქოს თქვენი დიდებულება და უწმიდესობა. ამიტომ
უსარგებლოდ და დაკარგულად არა ვრაცხდი დროს, რომ მისი ერთგული
ლაპარაკი გამეძრიელებინა. როდესაც გავაცანი კათოლიკე სარწმუნოება, მაშინვე
მოინდომა შემოერთება ეპისკოპოსი პიქეს საშუალებით. ეს ეპისკოპოსი ხშირად
სწერდა ამას თქვენი გულკეთილობის ამბავს. კორსიკის პროვინციელი უფროსი
პატრი იოსებ ბოგოინელი გაგზავნა აბრანელში, სადაც მონასტრების
დასათვარიელებლად იყო მათი უსამღვდელოესობა ეპისკოპოსი პიკეი, და მოიწვია
აქ. მაგრამ არ მოვიდა. რადგან ძრიელ ნატრობდა შემოერთებულიყო ჩვენთან.
შემდგომ მე გამგზავნა ისპაანს იმ დროს, როდესაც იქ მათი უსამღვდელოსობა
სპარსეთას მეფის წინაშე თქვენს ელჩობას ასრულებდა. შემომპირდა მოსვლას
საქართველოში და კიდეც მოვიდოდა სიკვდილს რომ არ მოესწრო მისთვის
ამადანში. ამასა და სხვა მიზეზების გამო მე შერცხვენილად ვრჩებოდი, რომ
ეპისკოპოსის ხელით ეს მეფე ვერ შევუერთე ეკკლესიას, და ესე გვიანდებოდა.
გარნა მუდამ დღეს ამის სისრულეში მოყვანას ვცდილობდი და კიდეც შევასრულე: 7
დეკემბერს, 1686 წ. ჩემს წინაშე მეფემ წარმოსთქვა სარწმუნოების აღსარება და
თან ფიციც დასდო, რომ თავისი სამეფოც ერთიან დაუმორჩილოს თქვენს
უწმიდესობას. დიდ მადლობას ვწირავ ყოვლად მაღალ მოწყალე ღმერთს, რომ
ამდენი წელიწადია მყო თქვენი ხელის იარაღად, რათა აღმოსავლეთელი ივერიის
ეს მთავარი თქვენდამი მორჩილებაში შემომეყვანა. შეერთების ხუთი დღის
შემდგომ ამ მეფეს აღსარებაც ვათქმევინე. ცხრა წელიწადზე ცოტა მეტია, რომ იგი
ურჯულო მაჰმადიანთ აღსარებას აღიარებდა, მაგრამ გარეულად, მოჩვენებით
ვიდრე გულით; ისიც იმიტომ, რომ მეფობა არ ჩამორთმეოდა, რადგან, მამის
სიკვდილის შემდგომ, ერთი თავისიანი ეცილებოდა ტახტს. განვასწავლე
სარწმუნოებაში, რაოდნათაც ჩემი უძლურება შემწევდა და მოითხოვდა თქვენი
უმაღლესი ბრძანება. სარწმუნოებას აწ ძრიელ ერთგულად იცავს; მეტად სახელ-
განთქმულია, ბრძენი და ყველანაირი ნიჭით შემკული, როგორათაც მოგახსენებს
ჩემი მონდობილი პატრი ანჯელო, რომელსაც მეფე თავის პირველ ელჩად
გიგზავნისთ, რათა ვრცლად გაუწყოსთ ყველა მისი სურვილი და გთხოვოსთ რომ
მეფე რომის ეკკლესიის შვილად შერაცხოთ, როგორათაც არიან სხვა ქრისტიანე
მთავარნი და მეფენი. ვითარცა მეც ყოვლად უღირსი გთხოვ და გევედრები, რომ,
მაგ თქვენი გულმოწყალების პატივისათვის, მიიღოთ ეს მეფე თქვენს შვილად.
ამიტომ მთელის სოფლის მართველ ხელთა თქვენთა შევავედრებ მას.
დარწმუნებული ვარ და იმედიც მაქვს, რომ, რომის კათოლიკე ეკკლესიის
ნამდვილი საყვარელი შვილი შეიქმნეს. ეს იქიდგანაც ცხადია, რომ ყველასფერში
იქცევა რჩევისამებრ ლევან თავის ძმისა, რომელიც ამ სამეფოს პირველი
მინისტრია, და ეგრეთვე უკეთილშობილესი რატიშვილის ექვთიმე
არქიეპისკოპოსის რჩევით. ამათაც ფიცით ჩემს ხელში აღიარეს კათოლიკე
სარწმუნოება: ლევანმა იმავე წლის დეკემბრის ცხრამეტს და მათ
უსამღვდელოესობამ არქიეპისკოპოსმა დეკემბრის ოცს, მეორე დღეს. ლევანი
თავის შეერთების შესახებ არაფერს გზავნის, რადგან, როდესაც მეფემ კაცი და
წერილები წარმოგზავნა, მაშინ ლევანი სხვა სამთავროში იყო მეფისათვის
მეუღლის და დედოფლის მოსაყვანად: ვინაიდგან მეფე მეორედ ქორწინდება.
ფიცითი შეერთების წერილებზე მათ უსამღვდელოესობამ არქიეპისკოპოსმა და
მეფემ საკუთარი ხელიც მოაწერეს. თქვენი უწმიდესი დიდებულება დარწმუნებული
ბრძაბდებოდეს, რომ ცის ქვეშ პირდაპირ ვსთარგმნე ეს წიგნები ლათინურად,
რასაც, ჩემს სულს და გულს შეერთებულს, მოგიძღვნის პატრი ანჯელო. ესეც
ცხადად უნდა მოგახსენო, რომ ეს მთავარი თავის სახელს სწერს მთავრად მეფედ
სრულიად საქართველოისა, რომელიც ხუთ სამთავროდ გაყოფილია და ყველა
თვითეულ პროვინციას ჰყავს თავისი მთავარი. ყველას მეფედ იწოდება ეს იმიტომ,
რომ თავისი ძველის-ძველი უფლება დაიცვას. თუმცა ახლა მარტო ერთი სამეფო
ქალაქი აქვს, რომელიც უწარჩინებულესი, დიდი და თავია მთელი საქართველოსი:
ეგრეთვე სხვა ქართველი მეფეებიც მას პირველ ქალაქად რაცხვენ. თვით მეც რ
გზის ვნახე და წავიკითხე სპარსეთის მეფის გამოგზავნილი წერილები, სადაც
გიორგის გვირგვინოსან მეფედ უწოდებს. მართლადაც, სხვა ყველა ქართველ
მთავრებზე, ეს უფრო ძრიელი და დიდებულია. ემორჩილებიან არა მარტო
ამაზონები, არამედ თვით ჩერქეზებიც, რომელთაგანაც ომის დროს შეუძლია
გამოიყვანოს დიდ-ძალი მეომარნი. თუ ამისა და თუ თავის დიდ სულოვნობის გამო
ძრიელ მოწადინებულია ეომოს ყველა ქრასტიანების მტერ ოსმალებს. ამ ომის
შესახებ მოელის თქვენს ბრძანებას; ეს ბრძანება ისეთი იყოს, რომ სპარსეთის
მეფეს არაფერი ეწყინოს, რადგან რავდენიმე წელიწადია მასთან კარგად ვერ
არის, თქვენი ესეთი ბრძანება ამისთვის, თქვენი უწმიდესობის მიერ, იქმნება
უდიდესი მოწყალება. უფრო უკეთესად, ამ საქმისას მოგახსენებთ პატრი ანჯელო,
რომელსაც თან მოჰყავს, მრავალ მოწაფეთა შორისრჩეული ერთი ჩემი მოწაფე.
პატარობიდგანვე აღვზარდე იგი კათოლიკე სარწმუნოებაში, ამ მისიონის ნამდვილი
შვილია და მივუძღვნი თქვენს უწმიდესობას. ეს ჩემი მოწაფე სოლომონ თუმანიანთი
თბილელი კეთილშობილია. ამისი მამა დიდ ხანს ქალაქს მმართავდა. მასთან
ერთად შემოგავედრებ ჩემს უღირს თავსა და ყველა საჭიროებას ამ მისიონისას,
რომელსაც ძრიელ ცოტა მუშაკი ჰყავს, კვალად თქვენის უწმიდესობის მოწყალებას
შემოვავედრებ აქაურ ყველა ერთგულ კათოლიკებს და ამ ბატონებს: გიორგი მეფეს
თავისი სამეფოთი, მის ძმა ლევანს პირველ მინისტრს და მათ უსამდვდელოესობას
არქიეპისკოპოსს და ყველა აქაურ ერს. - საქართველოში ტფილისით, მაისის 28-ს
ახალი კალენდარისა და 18 ძველისა, 1687, თქვენი უწმიდესობის ყოვლად
მდაბალი და უღირსი მონა. ლივორნელი კაფუჩინი, პ. ჯუსტინო, საქართველოს
მისიონერი”.
ამავე თარიღით პროპაგანდის კარდინალებსაც სწერს ამის მსგავს წიგნს და
ავედრებს ეპისკოპოს ექვთიმეს, ლევანს, მეფეს და მის თექვსმეტი წლის მხოლოდ
შობილ ძეს ბაგრატს, რომლის მასწავლებელი ყოფილა პ. ანჯელო იტალიანური
ენისთვის. ლევანის შესახებ ამბობს, წიგნს იმიტომ არ გზავნის, რადგან იმერეთს
წავიდა მეფისათვის საცოლოს მოსაყვანადო. კარდინალებს აიმედებს, რომ ეს
ახლად გაკათოლიკებული პირები ძრიელ მოწადინებული არიან მთელი
საქართველო შეუერთონ რომის ეკკლესიასო. ეგრეთვე აუწყებს, საქართველო
ყოველ კერძოდ გარე მოცულია ისეთი მაჰმადიან საშინელი მტრებისგან, რომ თვით
დედა მიწასაც უმძიმს მათი ყოფნაო, და ამიტომ ეს მეფე ძრიელ მოწადინებულია,
თქვენის ლოცვა-კურთხევით, ეომოს ოსმალებს, რათა საქართველო მათგან
მთლად განათავისუფლოსო.
ახლა მოვიყვანთ გიორგი XI წერილსა.
„ყველა მეცნიერთა შორის გამოჩენილო, სავსეო სულის წმიდის მადლითა,
ღვთიური ტახტის ხმაო მოქადაგეთა შორის, მოციქულთ მსგავსო და თანასწორო
დიდებათა და სამღვდელო ღირსებათა, სვეტო აღმართებულო და, მსგავსად
ბრწყინვალე ვარსკულავისა, ქვეყნის განმანათლებელო, სიწმიდის რჩეულო ჭურო
და მოციქულთა საუნჯეო, ცხოველო ტახტო და სახარების მქადაგთა სათხეველო,
მწყემსო უკეთილესო და დიდისა რომის მღვდელთ მთავარო, ღვთის მიერ
უნეტარესო მამაო, ინოჩენციო მეთერთმეტე პაპავ. მეორედ აღმოშობილი ყოვლად
წმიდა სამებაში, წარვსდგები თქვენს წინაშე მართმადიდებელი ჭეშმარიტი
სარწმუნოების აღიარებით მე, თქვენი მონა და სულიერი შვილი, ჩამომავალ ღვთის
მიერ კურთხეულ ბაგრატიონთ მეფეთა, საქართველოს სამეფოს მპყრობელი,
მეფეთა-მეფე გიორგი, სიმდაბლით ვემთხვევი თქვენს წმიდა სამეფო მარჯვენას,
რომელიც აღმადლებული ჰფენს ნათელსა, ჰყოფს სასწაულთ და ჰფანტავს
მტერთა, და შიშითა და ძრწოლით თქვენს წინაშე მოვიდრეკ მუხლთა,
გამსჭვალული მტკიცე სიყვარულითა. ამ წერილით მნებამს გამოგიცხადო ჩემი
გულის სურვილი: გვნებავდა ჩვენი კაცი გამომეგზავნა, მაგრამ, თუ სიშორისა და თუ
გზის აღურაცხველი განსაცდელების გამო ვერ გამოვგზავნეთ; ეგრეთვე გვნებავდა
წარმოვლენა პატრი ჯუსტინოსი, მაგრამ ამის გამოგზავნით მონასტერი მარტო
დარჩებოდა24. ამისათვის აღვირჩიეთ პატრი ანჯელო რომელსაც გიგზავნით და
მოვახსენებთ თქვენს სიწმიდესა, რომ არა თუ ახლა, არამედ დიდის ხნიდან თქვენი
სიყვარული ჩვენს გულს ჩანერგილია, ჩვენი კურთხეული მამის დროდანვე თქვენი
სიყვარული ჩემში დამყარებულია; ამაზე ჰკითხეთ თქვენს პატრებს. რომლებსაც
გიგზავნი. ახლა ამას მოგახსენებ, რომ მიმიღოთ მეც თქვენს შვილად ეგრედ,
როგორც გყავსთ სხვა გვირგვინოსანი მეფენი. მასთანვე ამასაც ვაუწყებ თქვენს
სიწმიდესა, რომ მხოლოდ ერთი პირმშო შვილი მყავს, სახელად ბაგრატი,
რომელიც არის ჩემი უმთავრესი ტახტი და გვირგვინი, ქება და დიდება, ესა და სხვა,
რაც კი მაქვს ღვთის მოწყალებით და თქვენის ლოცვაკურთხევით, მინდა რომ
ღვთისაგან კურთხეულის თქვენის ტახტის ქვეშევრდომი იყოს; მისთვის გთხოვ რომ
ეს ჩემი პირმშოც აიყვანოთ თქვენს შვილად. ათას გზის კურთხეულ იყავნ ღმერთი,
რომ იცავს და აძლიერებს ჭეშმარიტ კათოლიკე ქრისტიანებს, ეგრეთვე
გვფარვიდეს ჩვენც ყველას ყოვლად წმიდა ღვთის მშობელი მარიამი. ჩვენი
ცოდვების გამო ურწმუნოებმა მოგვისპეს ქრისტეს სარწმუნოება და დავშორდით
მას... (ამ ალაგას არ ამოიკითხება სიძველის გამო). აწ ღვთის მშობლის მეოხებით
დაგვიცვას ღმერთმა თავისის მადლით. ეგრეთვე იმედი მოგვცეს მათგან ახსნისა
თქვენის სასწაულთ მომქმედ მარჯვენის შემწეობით და თქვენთა გვირგვინოსან
შვილთა მეფეთა საშუალებით, რომლების დიდს და მრავალს გამარჯვებას
ვსმენულობთ. ჩვენ და ჩვენი სამეფო დიდ შვებას და სიხარულში ვართ. ჩვენი
სამეფო მუდამ ევედრება ღმერთს და ყოვლად წმიდა სამებას, რათა უფრო
განაძლიეროს თქვენი კურთხეული მარჯვენა და ჭეშმარიტ კათოლიკებს და
ხსენებულ პატიოსან მეფეთ მიანიჭოს მტრებზე გამარჯვება. ამას მოგახსენებთ,
გვნებავს ღვთიურ სიმართლესთან თქვენც შეგიყვაროთ. ჩვენ და ჩვენი სამეფო
ვემორჩილებით სპარსეთის მეფეს, თვინიერ მისი ბრძანებისა არაფერი შეგვიძლია,
გარნა მსგავსად თქვენის საყვარელ შვილებისა, გვირგვინოსან მეფეებისა,
რომლებიც მუდამ ჟამს ურწმუნოებას ებრძვიან და მათზე იმარჯვებენ, თქვენის
ლოცვა-კურთხევითა ჩვენცა ვძლევთ ამ ურწმუნოთა... ნეტაი ღმერთმა და ღვთის
მშობელმა შეგვაძლებინოს, რომ ჩვენმა სამეფომაც მიაგოს ზიანი თქვენთა მტერთა,
თქვენ გემსახუროთ და თქვენ მორჩილ მეფეებთან ერთად შევიარაღდეთ. ესეც
24 რადგან დანარჩენ პატრებმა, რომლებიც ახლად მოსულნი იყვნენ, ქართული ჯერ არ იცოდნენ.
სცანით, რომ ჩვენი სამეფო, ჩვენი ბრძანების ქვეშ მყოფნი და მთელი ჩვენი
საქართველოს მხედრობა მზათ ვართ და მოველით თქვენს ბრძანებას; რასაც
თქვენის ლოცვა-კურთხევით გვიბრძანებთ, მზათა ვართ შევასრულოთ. ეს არის
ჩვენი ნატვრა. ჩვენს თქვენს ერთგულ შვილობაზე ნურასფერს ეჭვს შეიტანთ. თუმცა
კი შორს ვართ, მაგრამ დიდათ ვნატრობთ თქვენს ნახვას. ჩვენი სარწმუნოების
აღვიარება ვჰყავით პატრი ჯუსტინეს წინაშე, რომელიც ჩვენი სულიერი მამა არის;
რასაც ეს ჩვენ გვიბრძანებს, ყველაფერს შევასრულებთ. აპრილის 29, ქრონიკონი
იესო ქრისტეს შობიდან 1687, ინდიქტიონი ჩვენის მეფობისა (აკლია)"
ამ წერილს ბოლოში აწერია: „რომის პაპთან გაგზავნილი მეფის წიგნი
სთარგმნა პატრი ჯუსტინო ლივორნელმა, საქართველოს მისიონის მოქადაგემ და
უფროსმა, რომელმაც მეფეს ფიცი მისცა, რომ სიტყვა-სიტყვა ეთარგმნა".
ასეთის შესანიშნავის წერილის შესახებ სხვა რისიმე თქვა მეტი იქმნება. ხოლო
ეს უნდა შევნიშნოთ, რომ ეს წერილი მეტად ცუდის იტალიანურის ენით არის
ნათარგმნი.
ახლა მოვიყვანთ მესამე წერილს.
„წიგნი ექვთიმე საქართველოს არქიეპისკოპოსისა ინოჩენციო მეთერთმეტე
რომის პაპთან, მისივე ბრძანებით ნათარგმნი იტალიანურად პატრი ჯუსტინო
ლივორნელის მიერ, რომელმაც ფიცი მისცა რათასიტყვა-სიტყვა ეთარგმნა".
„ღვთის მადლითა და შემწეობით მიაწიოს ამ წიგნმა რომის დიდ ქალაქში
უწმიდეს მამისა ინოჩენციო მეთერთმეტე პაპისადმი:
„ბატონო პაპავ, ინოჩენციო მეთერთმეტე, უაღრესო რომის მღვდელთ-
მთავარო პაპავ, დიდი ხნიდან სავსე სიბრძნითა და მეცნიერებითა, ღვთის
მსახურთა მბრძანებელო, მრავალ ფეროვან ვარდით შემკობილ.. ღვთისმეტყველო,
თაფლის მსგავსად ყველას საბედნიეროთ საუკეთესოდ მომდინარევ, ქვეყნის
ყველა მხარეს სიკეთის მომფენო, ღვთის სიყვარულის მოზიარეთა ზედა სიბრძნის
ბრწყინვალე ბაგევ და მთელის ღვთისმეტყველო წყაროვ, ორპირიანო მახვილო,
რომელიც განჰკვეთ მტერთა და ამხელ მღვდელ-მონაზონთა, ცხონების გზის
ყოველ-დღივ სისრულით მასწავლებელო, მწეო დიდთა და პატარათა,
დასაწყისიდანვე გამტკიცებულო ეკკლესიის ბრწყინვალე სვეტო, დადგინებულო
ჭეშმარიტო მწყემსო და მოძღვარო ყოველთა ქრისტიანეთა, მათი სიკეთის
გამაძლიერებელო და მოციქულთა თანასწორო, შეურყეველო ტახტო და დიდის
რომის ქალაქის მფლობელო, უნეტარესო მეთერთმეტე ინოჩენციო. თქვენს წინაშე
წამდგარი სარწმუნოების აღვიარებით ვეამბორები თქვენს წმიდას, უნეტარესს და
სამეფო მარჯვენას მე, თქვენის უწმიდესობის და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
მონა, ექვთიმე არქიეპისკოპოსი მთელის საქართველოის ღვთიურის დიდის
ეკკლესიისა, რომელიც არს მისი განმანათლებელი და დამცველი წმიდა კვართისა.
სიმდაბლით წარვსდგები თქვენს წინაშე, მიწაზე მთხვევით და სიამოვნებით
მივესალმებით თქვენს დიდებულებას. ამას ვყოფთ არა მარტო გარეგნულად
ხორციელად, არამედ სულითაც, რომელიც თქვენის სიყვარულით სავსე გვაქვს,
თუმცა კი შორს ვიმყოფებით. ჩვენი მაცხოვრის ბრძანებისამებრ, რომელმაც სთქვა:
„დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი, ჭეშმარიტად გეტყვი შენ: შენ ხარ კლდე და ამას
კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი, და მოგცენ შენ კლიტენი სასუფეველისა
ცათასანიო". შენ ხარ მწყემსი საყვარელი! და ეს ჭეშმარიტების სიტყვა თქვენ
გეკუნისთ. ჰოი! მწყემსო ჭეშმარიტებისა და სიმართლისაო, ცოდვაში ჩავადნილ
უძლურთა აღმადგინებელო და მათ მტვირფელო, რომელ უძლურთაგანაც მსგავსად
სხვა თქვენ მორჩილ და მდაბალ მორწმუნებისა ჰყოფთ ერთ სამწყსოსა; ესე არს
თქვენი ხმა, რომელიც უნდა მოისმინოს მთელვა ქვეყანამ. ხოლო მე თქვენი
სულიერი შვილი, თქვენს სიყვარულსა მოწყურებული თქვენ არასდროს
გაგშორდებით. ამასაც მოგახსენებ, რომ ღვთისაგან კურთხეული ჩვენი მეფე
გიორგი, საქართველოს ყველა ეპისკოპოსნი, მღვდელნი, მონაზონნი და ერისკაცნი
მოხარულნი არიან თქვენს გაძლიერებასა და თქვენი მტრების დამარცხებაზე.
ამასთვის ვევედრებით ღმერთს, რომ უმეტესად გაგაძლიეროთ და აღამადლოს
თქვენი მარჯვენა, ეგრეთვე უყოს თქვენთა შვილთა მთავრებსაც, რომლებიც თქვენი
მორჩილნი და ერთგულნი არიან. ჩვენი ამბავი ყველა კარგად იციან თქვენმა
გამოგზავნილმა პატრებმა. ამისათვის ჩვენი პატრი ჯუსტინო წიგნით გაუწყებთ და
პატრი ანჯელოც პირად მოგანსენებთ, ვითარცა გაუწყათ ჩვენმა მეფემ. ყველა ეს
მოხსენება ჭეშმარიტი და დამტკიცებულია. დაიწერა ტფილისსა, 2 მაისისა 375,
ქრისტეშობის აქეთ 1687 წ. ინდიქტონს, გიორგის მეფობის მეათე წელს".
ამ ექვთიმე ეპისქოპოსის გვარი ყოფილა რატიშვილი (Ractiscivili).
მეფემ თოსკანის გრანდუკასაც მისწერა წიგნი. ჩვენ კი ვერ ვიპოეთ ეს წერილი.
ამის გამო პატრი ანჯელო ჯერ მივიდა ფლორენციაში და გარდასცა დუკას წიგნი.
ამანაც პატრი ანჯელოს კარგად მიღების შესახებ პაპს წიგნი მისწერა. ამისთვის
პაპმაც შემდგომ მადლობა მოახსენა, ეგრეთვე იმისთვისაც რომ ეს დუკა
საქართველოს მისიონერებს კარგად ეწევოდა. არც ის წიგნი გვაქვს, პატრი
ჯუსტინომ პაპთან რო გამოატანა მეფისა, ექვთიმე ეპისკოპოსისა და სხვა
წარჩინებულ გაკათოლიკებულ ქართველთა შესახებ.
პაპმა დიდის სიხარულით მიიღო მეფის გაგზავნილი პატრი ანჯელო,
რომელმაც გადასცა წერილები და პირადაც მოახსენა მეფის და ეპისკოპოსის
დაბარება და საქართველოს გარემოება, პაპი ამ ამბის მოსმენაზე დიდათ
კმაყოფილი და მოხარული დარჩა და ორივეს მისწერა შემდეგ წერილები.
„აზიელ ივერიის სამეფოს არქიეპისკოპოსს, ჩვენს პატივცემულ ძმა ექვთიმეს,
პაპი ინოჩენციო XI.
„პატიოსანო ძმაო, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა.
„სიტყვით ვერ გამოგვითქვამს ის სიხარული, რომელიც ვიგრძენით, რა
ვსცანით ჩვენ საყვარელის შვილის კაფუცინი პატრი ანჯელო ფილინესა და თქვენის
წერილისგან, რომ თქვენ სული წმიდის წინამძღვრობით მიგიღიათ, როგორც ჯერ
არს, კათოლიკე სარწმუნოება და შემოერთებულხართ სულითა და გულით ამ წმიდა
საყდართან, რომელიც არს მოძღვარი და დედა სხვა ყველა ეკკლესიებისა. აწ
მადლობას ვწირავთ ღვთის სახიერებას, რომ თქვენზე ესრეთი მოწყალები მოიღო
და თქვენც უფლისა მიერ მღვდელ-მთავრულის სიყვარულით გემთხვევით;
ეგრეთვე ყოველს შემთხვევით ვისარგებლებთ, რომ გამოვაქვეყნოთ, თუ
რაოდენად შესანიშნავი და დიდი ნაყოფი მოიღო კათოლიკე ეკკლესიამ აზიელ
ივერიას სამეფოში. აწ ჯერ არს სავსებით გაამართლოთ ყველა ჩვენი მოლოდინი,
რომელსაც გვაძლევს თქვენი ერთგულობა; ეცადეთ ყველა თქვენი ღონისძიებით
ამავე ეკკლესიის გავრცელების და დიდებისათვის მაგ ერში, რომელიც მუდამ
თვალწინ გვყავს. ამ ხსენებულ პატრი ანჯელოს მივანდობთ, რომ ვრცლად ყველა
ჩვენი აზრი და სურვილი მოგახსენოთ. იგივე გარდმოგცემსთ ჩვენი სიყვარულის
წინდსა, რომელიც შესაფერია თქვენი სამსახურისა. მასთანვე სამარადისოთ
განიჭებთ მოციქულებრივ კურთხევას. რომით, 14 მაისისა 1688, მღვდელთ-
მთავრობის მეთორმეტე წელს". პაპის გაგზავნილი საჩუქარი იყო ერთი ძვირფასი
და დიდნახელავი ბარძიმი.
პაპის პირველი წიგნი მეფისადმი:
„ქრისტეს მიერ ჩვენს დიდათ საყვარელს შვილს გიორგის, აზიელი ივერიის
ბრწყინვალე მეფეს, პაპი ინოჩენციო XI.
„ქრისტეს მიერ ფრიად საყვარელო შვილო, მშვიდობა და მოციქულებრივი
კურთხევა. გამოუთქმელის აღტაცებით ვსცანით თუ თქვენის დიდებულების
წერილიდგან და თუ ჩვენ საყვარელ შვილის პატრი ანჯელო ფილინელის მიერ,
რომელიც წარმოგვივლინეთ, რომ ღვთის მადლის შემწეობით დაუტევეთ
მაჰმადიანთა რჯული და წრფელი გულით აღიარეთ კათოლივე სარწმუნოება.
ვინაიდგან ჩვენი მწყემსობრივის მოვალეობის უმთავრესი ზრუნვა არის იესო
ქრისტეს პატიოსანის სისხლით დახსნილთა სულთა ცხონება, ამიტომ ისე არაფერს
შეეძლო ჩვენთვის ნუგეში ეცა, როგორც გვანუგეშა თქვენის მოქცევის ამბავმა
რადგან ამ თქვენს მოქცევას დიდათ ვაფასებთ და იმედი გვაქვს, რომ მაგ თქვენის
მაგალითით დღიდან დღე უფრო განეფინოს ეს ჩვენი სარწმუნოება. ღირსეულ
ქებას შევასხამთ რა მაგ თქვენს წარჩინებულ მოქმედებას, თქვენს დიდებულებას
კათოლიკე ეკკლესიის წიაღსა შინა შევიწყნარებთ და გრაცხთ თქვენც ჩვენს
მორწმუნე და ქვეშევრდომ მეფეთა შორის; ეგრეთვე არ დავსცხრებით და გულით
ვევედრებით ყოველთა სიკეთეთა მომნიჭებელ ღმერთსა, რათა თავისი
დაუშრეტელ სიყვარულის საუნჯიდგან მოგაგოსთ შესაფერი სასყიდელი მაგ თქვენის
წარჩინებულ ღირსებისათვის. თქვენდამი ჩვენს სიყვარულის შესახებ ბევრს რასმე
მოგახსენებს ხსენებული პატრი ანჯელო, რომელიც კვალად მანდეთ ბრუნდება და
რომელსაც დიდათ გავედრებთ. აწ ქრისტეს მიერ ჩვენო საყვარელო შვილო.
თქვენს დიდებულებას მოციქულებრივ კურთხევას ვანიჭებთ. რომით, 14 მაისისა,
1688 წ.".
პაპი ეგოდნათ მოხარული იყო გიორგის შეერთებისა რომის ეკკლესიასთან,
რომ არ დაჯერდა ამ წერილის გაგზავნას, და მოინდომა, დასაჩუქრება
სულიერადაც, რისგამო გამოუგზავნა ძვირფასი ვერცხლით მოჭედილი ღვთის
მშობლის ხატი და მოსწერა მეორე წერილი, რომლითაც მას ანიჭებს სულიერ
შენდობას.
„ქრისტეს მიერ უსაყვარლესო შვილო, მშვიდობა და მოციქულებრივი
კურთხევა. რა განვიცადეთ გამოუთქმელის სიხარულით, რომ თქვენმა
დიდებულებამ, შემკულმა არა მარტო ბუნებრივის უზომო ნიჭითა, არმედ უმეტესად
ღვთიური ზეგარდამო მადლით განათლებულმა, დაუტევა ძველი შეცთომის
სიბნელე და სცნო ნათელი კათოლიკე ჭეშმარიტების, ვაკურთხებთ და დიდს
მადლობას ვსწირავთ უფლის ჩვენი იესო ქრისტეს ზეციერ მამასა, რომელმაც თავის
გამოუთქმელის სახიერების წყალობით მოგიყვანათ თქვენ საუკუნო ცხოვრების
გზაზე. ამიტომ ჩვენც იძლებული ვართ გამოგიცხადოთ ჩვენი მამობრივი სიყვარული
რომლითამე ძღვნითა თქვენდა სულიერ ნუგეშად და სულის ცხონების
შესაწევნელად. საჭიროდ ვსცანით მივუძღვნათ თქვენს დიდებულებას საუკეთესო
ხელოვნებით შემკობილი და ვერცხლით შემოჭედილი ღვთის მშობლის ხარების
ხატი, რომლის ჩარჩოც აბანოზის ხისა არის; გარდავეცით ჩვენს საყვარელს შვილს
პატრი ანჯელო ფილინელ წმიდა ფრანჩისკეს ორდენის კაფუცინს, რომელიც ჩვენ
წარმოგვიგზავნეთ, რათა მანდ მობრუნებისათანავე გარდმოგცესთ თქვენ.
ვინაიდგან გვსურს, რომ მუდამ დღე აღემატოს გულმხურვალება თქვენისავე სულის
საცხონებლად, ამიტომ განიჭებთ ამ შემდეგ სულიერ წყალობას: ვიდრემდინ ეს
ხსენებული ხატი თქვენთან გექნებათ, როდესაც იტყვით წმიდა ქალწული მარიამის
ანუ მიცვალებულთა ჟამ-კანონს, შვიდ სინანულის ფსალმუნთ. „სავარდის" მესამე
ნაწილს, ანუ რომელსამე საავადმყოფოში სნეულთა სანახავად წახვალთ, შეეწევით
ქრისტეს გლახაკთ; რაოდენ გზისაც შეასრულებთ აქ დასახელებულ რომელსამე
ლოცვას და მასთანვე გულით შენანებულ აღსარებას იტყვით უფროსისაგან
განწესებულ მღვდელთან და ეზიარებით კვირა ან უქმე დღეს, და ილოცავთ
მწვალებლობის და განყრილობის მოსასპობლად, კათოლიკე სარწმუნოების
გასაძრიელებლად, ქრისტიანე მთავრებში ერთობის დასაცველად და წმიდა დედა
ეკკლესიის საჭიროებისათვის, კვირაში ერთგზის მიიღებთ თქვენი ყველა ცოდვების
სრულ შენდობას; გარდა ამისა, არა სრულ შენდობას მიიღებთ, უკეთუ რომელსამე
პარასკევს, უფლის ყოვლად წმიდა ვნების პატივისათვის, იმარხულებთ და იმავე
დღეს ანუ მომავალ კვირას გაენდობით და ეზიარებით და ზემოდ ხსენებულისამებრ
ილოცავთ; რაოდენ გზისაც გულისტანჯვის გამოძიებას იქმთ ცოდვათა შენანებით და
პირობის დადებით, ყოველ გზის მიღებით ათი წლის და ორმოცეულს შენდობას;
უკეთუ ამ გამოძიებას განაგრძობთ ყოველ დღივ ერთი თვის განმავლობაში და
ბოლოს გაენდობით და ეზიარებით, მსგავსადვე მიიღებთ სრულ შენდობას; გარდა
ამისა, უკეთუ ყოვლად წმიდის სამების პიტივისათვის იტყვით სამს „მამაო ჩვენოს"
და სამ „გიხაროდენს", ანუ ხუთს, იესო ქრისტეს ხუთი წყლულების პატივისათვის
რომელსამე ცოდვის გასწორებისაგან პირობის დადებით, ანუ მოისმენთ წირვას
თვით სამუშაო დღეებშიაც, ან თუ შეასრულებთ ზემოთ აღნიშნულთაგან როველსამე
საგანს, მიიღებთ ყოველ გზის ათი წლის და ორ-მოცეულის შენდობას. ხოლო
სიკვდილის დროს ჭეშმარიტად მონანებული, ვითარცა ზემოდ, აღსარებას იტყვით
და ეზიარებით, თუ შეგიძლიათ, თუ არა პირით ანუ გულმხურვალებით და
შენანებული გამოსთქვამთ იესოს სახელს, მსგავსადვე მიიღებთ სრულ შენდობას;
დასასრულ, ყველა ეს ხსენებული შენდობანი შეგიძლიათ მიიღოთ მორწმუნე
მიცვალებულთა შესაწევნელად. რომით. 22 მაისისა, 1688 წ.”.
პროპაგანდამაც თავის მხრით პატრი ანჯელოს გაატანა ეს შემდეგი
წიგნი მეფესთან:
„საქართველოს მეფეს. 3 აპრილს 1688 წ.
„არც ჩვენ ბატონ პაპისათვის და არც ამ პროპაგანდის წმიდა კრებისათვის
იქმნებოდა იმაზე სასიამოვნო, რაც თქვენის დიდებულების და პატრი ჯუსტინო
ლივორნელის წერილებიდან სცნეს, რომ თქვენ გიცნიათ ჭეშმარიტება და თქვენის
შვილითურთ აღიარებთ კათოლიკე სარწმუნოებას; ეგრეთვე ისა, რომ, მაგ თქვენის
მაგალითით, ვინც თქვენს სამეფოში ჭეშმარიტ გზისაგან დაშორებულნი იყვნენ,
ახლა სიადვილით შემოდიან წმიდა დედა ეკკლესიის წიაღში. თქვენის
უმაღლესობის სახელით გამოგზავნილი პატრი ანჯელო ფილინელი პაპმა რა დიდის
სიყვარულით მიიღო, ამას სცნობთ მისივე წერილიდან. ახლა მათ უმაღლეს მამა
კარდინალებს სხვა აღარა სანატრელი აქვსთ, თუ არ ეს, ევედრონ თქვენს
დიდებულებას, რათა ყველანაირი თქვენის ერთგულებით შეუდგეთ მაგ თქვენს
დაწყობილ საქმეს, რაოდნათაც კი შეგიძლიათ; დარწმუნებული ბრძანდებოდეთ
რომ, ესრეთის მოქცევით მუდამ მოიპოვებთ თუ თქვენთვის და თუ თქვენის
სამეფოსთვის ყოველ გვარ ბედნიერებას და შემდგომ ზეცას მიიღებთ საუკუნო
სასყიდელსა. ბატონ კარდინლებთან ერთად ყოვლის მპყრობელსა ღმერთსა
ვსთხოვ თავისი მადლი არ მოაკლოს თქვენს დიდებულებას”.
ამავე რიცხვით პროპაგანდა ტფილისის კაფუცინების უფროსსაც მადლობას
სწერს, რომ კათოლიკე ეკკლესიას თავიანთის ცდით შესძინეს ესრეთი
წარჩინებულნი პირნი. ეგრეთვე უგზავნის სარწმუნოების სიმბოლოს, რათა
გაამეორებინონ აღსარება მეფეს, მისს შვილს და ძმას. ხელი მოაწერინონ და ისევ
რომში გაუგზავნონ, იმიტომ ესრეთი შესანიშნავი საქმე სახსოვრად დარჩეს.
ეგრეთვე პ. ჯუსტინოს განსაკუთრებულს მადლობასა სწერს და აგულიანებს, რომ
კარგად განასწავლოს კათოლიკე სარწმუნოებაში თუ მეფე და თუ სხვანი, რათა
გულმხურვალებით დაიცვან იგი.
ვიდრემდე პატრი ანჯელო მობრუნდებოდა საქართველოში, სპარსელებს
კიდევაც ომი დაეწყოთ ქართველების წინააღმდეგ. ამისთვის ამ პატრმა მოსვლისას
მეფე ჰპოვა ომის ველზე, სადაც თან ახლდა ექვთიმე არქიეპისკოპოსი. ორივეს
გადასცა პაპის და პროპაგანდის წერილები, რომლებიც დიდის პატივით მიიღეს.
ხოლო საჩუქრად მოტანილი ხატი მეფემ იქ არ გამოართვა, არამედ ტფილისში
პატრს წააღებინა თავიანთ მონასტერში, რათა, როდესაც მობრუნდებოდა, დიდის
ამბით მიეღო ეს პაპის საჩუქარი.
როდესაც პატრი ანჯელო წასულა რომში, თან წაუყვანია ერთი ახალგაზდა
თავადის შვილი პროპაგანდის კოლეგიაში სასწავლებლად. ამას გვიჩეენებს
მხოლოდ პროპაგანდის წიგნი კარდინალ ბარბერინისადმი მიწერილი:
„ბატონ კარდინალ ბარბერინის, 3 თებერვალს 1688.
„პატრი ანჯელო ფილინელმა, მისიონერმა კაფუცინმა, თან მოიყვანა
საქართველოდან ერთი ახალგაზდა 19 წლის კეთილშობილი ქართველი, სახელად
სოლომანი და თხოვნა შემოიტანა, რომ ეს მიღებულ იქმნას პროპაგანდის
კოლეგიაში, ვინაიდგან ეს იმ ტომისაა, რომლის მოწოდებაც განსაზღვრა ნეტარ
ხსენებულმა წმიდა ონოფრიოს კარდინალმა. ეს საქმე ბატონ კარდინალებმა თქვენ
მოგანდეს. ამის უწყებით აწ ვასრულებ ჩემს მოვალეობას და მდაბლად თავს
გიკრამ".
პროპაგანდის სკოლაში რავდენსამე წლის სწავლის შემდგომ ეს ქართველი
კაფუცინებთან მონაზონად შესულა, მაგრამ მის საქართველოში დაბრუნებისა
არავითარი ცნობა არ გვაქვს. ეს მესამე ქართველი კათოლიკეა, რომელიც
ევროპიელებთან შემონაზონებულა, რაოდნათაც ჩვენ ვუწყით.
წინა თავში მოვიხსენიეთ იეზუიტი ივანე გოსტკოვსკი, რომელმაც
ტფილისიდგან 24 აგვისტოს 1690 წ. რომში კარდინალს წერილი მისწერა. ამის
წერილის ერთიან მოყვანა გვინდოდა. მაგრამ სიმოკლის გულისათვის ვსტოვებთ;
ხოლო მოკლედ გავიხსენიებთ ამ წერილის შინაარსს. ეს იეზუიტი სწერს: მეფე
გაშორებია სამეფოს; სპარსელებს მის ადგილს სხვა დაუყენებიათ; მთავრებს
ერთმანერთში უთანხმოება ჰქონიათ, რისგამო ყველაფერი ძრიელ არეულ-
დარეულა; არჩილიც მოსკოვიდან მობრუნებულა, მაგრამ ვერაფერი ჩაუგდია
ხელში, რადგან იმერეთი ოსმალებს დაეპყროთ, თავის ნათესავებს შეხიზვნია;
კათოლიკები გამრავლებულან ტფილისს არა მარტო მდაბალ ხალხში, არამედ
თვით მთავრებშიაც, რომლების შიშით მისიონერების მტრებს მათთვის
ვეღარაფერი უვნიათ. კათოლიკობა მუდავ დღე ვრცელდება და ახლად
გაკათოლივებულნი ხშირად ეზიარებიან წმინდა საიდუმლოებს. მასთანვე ღმერთს
ევედრება, რომ თავისი ახლად დასაწყობი მისიონი იმერეთში ტფილისის
მისიონისავით მხურვალე და ნაყოფიერი შეიქმნას.
მეფის მაგალითს ბევრმა მიბაძა და კათოლიკობა მიიღო, მათ შორის უფრო
შესანიშნავი ბარძიმ ერისთავია. რაც მეფის განშორებით დააკლდათ კათოლიკებს,
ის იმან შეუთავა. ამ ერისთავის შესახებ ბევრი წერილები გვაქვს. რადგან იგი იყო
მეფის შემდგომ მეორე პირი და ბევრნაირად შესანიშნავი, ჩვენც მოვიყვანთ მის
შესახებ რავდენსამე საბუთს, რათა კარგად ვსცნოთ მისი ამბავი.
ამ ბარძიმმა მიიღო კათოლიკობა 1689 წ., ეს ამბავი მაშინვე აცნობეს რომში
წერილით. კაფუცინების უფროსი ჯულიო რომში მის შესახებ პირველად ამ წერილს
სწერს:
„ყოვლად ტკბილის უფლის სახიერებამ ინება ჩემი და პატრი სილიბისტრეს
ნუგეშისცემა სწორედ ამ არეულ-დარეულობის დროს, რომელშიც იპოება საბრალო
საქართველო, ვინაიდგან პაპის მორჩილებაში შევიდა ყველაზე უფრო შესანიშნავი
პირი ამ სამეფოში. ამისთვის აღტაცებით გაუწყებ ამას და მასთანვე გევედრები,
რომ თქვენც თანამონაწილეობა მიიღოთ ამ საქმეში. ამით თქვენს მისიონებსა დიდი
პატივი მიენიჭება, რომის ეკკლესია აღმადლდება და ქრისტეს სარწმუნოება
იდიდების, რადგან ახლა მთელს ივერიის სამეფოში განეფინება. აწ საჭიროა,
უწყოდეთ, რომ ეს პირი სახელად ბარძიმი, რომელიც ეხლა შევუერთე წმიდა რომის
ეკკლესიას, არის ერთი უძლიერესი და უწარჩინებულესი საქართველოს
მთავართაგანი და აქვს დიდი სამთავრო, სავსე მეომარი ხალხით; ეგრეთვე არის
უკეთილშობილესი და ძრიელ დაახლოვებული ნათესავი მეფისა, რომელიც
განივლტო. ამჟამად ეს ჰფლობს და მასთანვე არის მდივანბეგი, რისგამო აწინდელ
მეფის შემდეგ ეს პირველი პირი არის. ისიც უნდა ვსთქვა, რომ ცოტათი წილი
ამასაც უდევს იმაში, რომ საქართველო გიორგი მეფეს აუჯანყდა. გიორგიც მეტად
განრისხებულა მასზედ. ეს ბარძიმი რადგან საკმაოდ მსასოებელი და
გულისხმიერია, სრა სცნო თუ რა ნაირის უსამართლობით ეპყრობია სპარსელები
საქართველოს და თუ რა მოელის მას მომავალში, ამისათვის დიდათ ნატრობს, არა
მარტო თავისგან, არამედ თვით მთელი სამეფოსგანაც მოაშოროს ეს მათი
სამარცხვინო უღელი, აღმოფხრას ერისგან განხრწნილობა, შეცთომილობა,
ცრუმორწმუნება და ურწმენობა, და დანერგოს ყველგან იესო ქრისტეს ნამდვილი
და ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამისგამო დიდათ შეიყვარა პაპი და ჩვენც გვევედრა,
რომ მიგვეღო იგი წმინდა ეკკლესიის მართალის შვილების რიცხვში. კიდევაც
შევასრულეთ. მისი მიღებით დიდათ ვინუგეშეთ და მეტის სიხარულით ცრემლებსაც
ვღვრიდით, რადგან ვხედავდით ესრეთ ძრიელ მთავარს, რომლისაც ყველას
ეშინია, დიდათ თავს იმდაბლებდა და თუ ჩვენ და თუ კათოლიკე ეკკლესიას დიდს
სიყვარულს უცხადებდა; ეგრეთვე მეტად მოწადინებულია, რომ ყველგან მთლად
აღმოფხრას მაჰმადიანობა და შეცთომილება. როდესაც შევასრულეთ წესი მისი
შეერთებისა, გვევედრა, რომ მიგვეწერა პაპისათვის, რათა მასაც ენებებინა და
მიედო იგი წმიდა რომის ეკკლესიის შვილად, ვინაიდგან მის ტახტსა, რომელსაც
ღვთის ტახტად უწოდებს და წმიდა პეტრესი სრული ქვეშევრდომია ყველანაირის
სიმდაბლით, მორჩილობით და სიყვარულით, და ითხოვს მის წმიდა კურთხევას,
რათა, მისი და ღვთის კურთხევით გაძლიერებულმა, შეიძლოს და შეასრულოს
თავისი წმიდა და გულმხურვალე წადილი, ესე იგი მთელი სამეფო შეუერთოს
კათოლიკე ეკკლესიას; ეგრეთვე ევედრება მათ უწმიდესობას, რათა მისცეს საჭირო
რჩევა და შეეწიოს თავისი რჩევით და ბრძანებით ვითარცა შვენის ჭეშმარიტს
ქრისტეს მონაცვლეს, მამას და კათოლიკე ერის უმადლესს მწყემსს, რათა დაიწყოს
ეს შეერთების საქმე, რომელიც პაპის დიდათ სათნო საყოფელი იქმნება, რადგან
შეეხება რომის წმიდა ეკკლესიის ამაღლებას. ეგრეთვე უწყოდეს, რომ იგი მზად
არის ყველაფერში დაემორჩილოს რასაც კი პაპი უბრძანებს. ღვთის შეწევნით
საქმენი ძრიელ კარგად იქმნენ დაწყობილნი და იმედი მაქვს, რომ პასუხის
მიღებამდე კარგად წავიდენ. გარნა კარგი იქმნება, სთხოვოთ პაპს, რომ ორი
სიტყვა მოსწეროს ჩვენს ლტოლვილ მეფეს, რათა შეერთდეს ამ მთავართან და
ერთად დაიწყონ ეს წმიდა საქმე უფრო მეტის ძალით და ეგრეთე იმისათვის, რომ
ყველა ჩვენი რჩევა მიიღონ ისე, როგორც მის წარმომადგენელისაგან. ამას ამიტომ
კი არა გწერ, რომ საქმეში რაიმე დაუძლეველ სიძნელეს ვხედავდეთ, ანუ ვითომც
ჩვენ მას არ ვეხმარებოდეთ, არამედ იმიტომ, რომ ეს ორი მთავარი ერთმანერთს
არ ენდობა. ორივე ერთ და იმავე წმიდა გზას რომ დაადგებოდეს, მაშინ უფრო
ადვილათ დასძლევენ ყველა სიძნელეს და წინაადმდეგობას, ეგრეთვე თავს
დაანებებენ ყველა უბრალო ქიშპობას, თუ კიდევ როგორმე დარჩა მათში ასეთი
ქიშპობა: რადგან ორთავ დიდი პატივისცემა აქვსთ პაპისა. ამ საშუალებით წინათვე
წამალი დაედება ყველა იმ არა სასიამოვნო საქმეს რაც კი მომავალში შეიძლება
აღმოჩნდეს. ამ ჩვენმა ახალ გაკათოლიკებულმა ძალიან დამაიმედა, თანახმა ვარ
ერთგულად შევუერთდე წინანდელ მეფესაო. ეს შეერთება ადვილად მოხდება,
ორივე ერთი მეორეს ერთგულობაზე რომ დარწმუნდებოდენ. ამას მოველი
საშუალებით ჩვენის ერთი ბერძნის ტიპიკონის კათოლიკე ეპისკოპოსისა, რომელიც
ახლა გახდა ბირძიმის სულიერი მამა. ინებოს ღმერთმა და დაგვიცვას სიმშვიდით,
როგორათაც ახლა ვართ და შეაერთოს ეს ორი მთავარი ერთმანერთთან. მერმე
ნახავთ, რომ საქართველო წმიდა ეკკლესიის სამოთხე გახდება; ვინაიდგან,
მიუხედავად ეგოდენის არეულობისა, განსაცდელისა, შიშისა და დევნულობისა,
ბევრნი გაკათოლიკდენ და შეიქმნენ მსასოებელნი, კეთილის მაგალითის მიმცემნი,
უანგარონი და უყვარსთ ღმერთი.
„კარგი იქმნება, რომ ამ წიგნის მომტანთან ერთად წამოვიდენ მონაზონებიც
და მას გზის ხარჯიც მისცეთ მობრუნებისათვის. საჭიროა რომ ეგ აქედგან
გამოგზავნილი მალე წამოვიდეს; ეს რაც უფრო ადრე წამოვა, მით უფრო კაცი
წინათვე აიცილებს იმ უბედურებას, რომელიც შეიძლება მოხდეს მაგის
დაგვიანებით.
„ეგრეთვე სათანადო იქმნება, რომ ერთი კარგი რამ სასულიერო ნივთი პაპმა
საჩუქრად გამოუგზავნოს ამ წარჩინებულს ბატონს რადგან გიორგი მეფეზე ნაკლები
ღირსებისა არ არის, თორემ საწყენოდ დარჩება.
„რადგან ამ გაკათოლიკებულის ქართველის წერილის თარგმანში
გამოსახულია ჯვარი და არის ეგრეთვე სიტყვა ერისთავი, უნდა აგიხსნათ ორივე. ამ
ქვეყნის ჩვეულება ეგრეთია, რომ ქართულად არაფერს დასწერენ, თუ თავში ეს ასო
ქ არ დაუსვეს, რაც ნიშნავს ჯვარსა. მისი სახელი ერისთავი ნიშნავს ერის
მთავრობას. ამ ბატონს ეს ღირსება ძველის დროიდგანვე აქვს მეფის პალატში.
ნამდვილი მთავარია ერთის უდიდესის და უწარჩინებულესის სამთავროსი.
„ჯვარის ნიშანი კვალად იხმარების ბეჭედის მაგიერად, აღსარების,
მოწმობისა და სხვა წერილებში. რაისგამო თავის ქართულად დაწერილ წიგნზე
დაუსვა ასეთი ბეჭედი, თუმცა მას თავისი ბეჭედი საცალკეო აქვს, მაგრამ არ
იხმარა, ჯერ ერთი იმიტომ რომ არავინ გაუგოს, მეორედ, უდიდესი სასოებისა გამო.
„ჩვენმა გულითადმა კათოლიკე ეპისკოპოსმა, რომელიც ამ ახლად
კათოლიკებული ბარძიმის სულიერი მამა გახდა, მთხოვა, ბარძიმი მეშოვნა
მისთვის, რადგან ერთი უშნო ბარძიმის მეტი არა აქვს და არც ტფილისში იპოება
მისი გამკეთებელი. ამიტომ ვსწერ და ვსთხოვ წმიდა კრებას, რომ გამოუგზავნოს,
რადგან იმას ბევრი სიკეთე მიუძღვის წმიდა სარწმუნოების წინაშე. ეგრეთვე როცა
გვიჭირდა ყოველთვის გვეწეოდა ხოლმე, ვინაიდგან ძალიან დიდი გავლენა აქვს
მათზე, ვისაც კი შეუძლია შემწეობის აღმოჩენა.
„ამ ჩვენის გაკათოლიკებულის ბატონის გულმხურვალებამ იქამდე მიაღწია,
რომ არ დაჯერდა მოწერას ერთის წიგნისას, რომელიც მე ვთარგმნე, როგორც
ზემოდ ვთქვი და ერთი სხვაც კიდევ დასწერა უფრო გულმხურვალებით აღსავსე. ეს
წიგნი ვრცლად შეიცავს ქართულად მისი სარწმუნოების აღსარებას. დროს
უქონელობის გამო ეს მეორე ვეღარ ვსთარგმნე იტალიანურად. საჭიროა
შეატყობინოთ მის მთარგმნელს, რომ გაჩუმდეს და ამ ბატონის გაკათოლიკებაზე
არც წერილითა და არც სიტყვით არავის არა უთხრას. რათა არავითარი
წინააღმდეგობა შეემთხვეს იმაში, რის აღსრულებასაც ფიქრობს და არც ამას რაიმე
უსიამოვნება ემიზეზოს. ასევე უნდა დააბაროთ იმ მონაზონებს, რომლებიც
საქართველოს მოდიან. ტფილისი, პირველი იანვარს, 1690, პატრი ჯულიო
ქრემონელი".
ცოტა ხნის შემდგომ ამავე უფროსმა პატრმა გაუგზავნა რომში ეს წიგნიც,
რომელიც პირველზედ არა ნაკლებ შესანიშნავია.
„ღვთის განსაკუთრებულის შემწეობით ამ ჩვენის მისიონის წარმატება
ეგოდნათ დიდია, რომ არავის შეუძლია მასზე რაიმე ეჭვის შეტანა. ამისათვის
მოვალედ ვრაცხ ჩემს თავს, რომ გაუწყო ესა, რათა თქვენის გონიერებით სასოების
განძლიერების საშუალება მოგვცეთ, როგორათაც მოველით და მოგვაწოდოთ
საჭირო დახმარება ამ საბრალო ქვეყნისათვის, რომელიც მართლა დიდს
გაჭირვებაშია ჩავარდნილი. აწ უწყოდეთ, რომ ამ ჩვენ დიდათ გულმოდგინე ახალ
კათოლიკე მდივან ბეგს ჯერ ჩემთან ბევრ გზის ჰქონდა ვრცელი ლაპარაკი
კათოლიკე სარწმუნოების და სულიერ საკითხავთა შესახებ, შემდგომ რა კარგად
სცნო ყოველივე და გამოიძია ყველა ძალა თავის მიერ ახლად აღსარებულის
სარწმუნოებისა, მიიწვია თავისი მღვდლები ბერძნისა ტიბიკონისა25, იმდენად
ჩააგონა და ისე შეაყვარა მათ რომის ეკკლესია, რომ არა თუ აღიარეს იმათაც
რომის ეკკლესიის სარწმუროება, არამედ მასთან ერთად საქვეყნოდ გამოაცხადეს
მისი გამოსარჩლება და დაცვა სომხების წინააღმდეგ. ჭეშმარიტად უნდა
მოგახსენო, რომ ღმერთს დიდად უყვარს ეს თავისი სძალი წმიდა ეკკლესია,
ვინაიდგან გაჭირვებაში მოუვლენს მას კეთილ ანგელოზთა მისსავე დასაცველად;
ამიტომ შეგვიძლია ვუწოდოთ ამ მთავარს ნამდვილი მშვიდობის ანგელოზი,
რადგან ჭეშმარიტი შვილია ეკკლესიისა და დიდათ მოყვარე და მდაბალი მონა
პაპისა. ამ შვიდი წლის წინეთ, როდესაც მთელი ქალაქი ჩვენს წინააღმდეგ
ამდგარი იყო და უნდოდა ჩვენის ეკკლესიის და სახლის დაქცევა, ამან, რადგან
კაფუცინები უყვარდა, ლტოლვილ მეფეზე უკეთესად დაგვიცვა, დიდი სიმხნე
გამოიჩინა, ხალხი ძალით განაშორა და მთელი არეულობა დააწყნარა; ახლაც
როგორც ერთი მოციქულებრივი კაცი ისე იქცევა ჩვენის პატივის ასამაღლებლად
და კათოლიკე სარწმუნოების გასავრცელებლად. ასეთ უბედურ დროებში ჩვენთვის
სწორედ ასეთი ძლიერი მფარველი იყო საჭირო. სომხების პეტრიარქმა
25 ხოლო ტომით ქართველები
საქართველოში მყოფ თავის მონაცვლეს, ვიკარიოზს, რომელიც ტფილისში
სომხების უფროსია, უბრძანა რათა გამოეძია და დაესაჯა, ვინც კათოლიკები იყვნენ
და ჩვენს ეკკლესიაში მოდიოდენ. იგი წინააღმდეგი გაუხდა, და არა მარტო ხელი
შეუშალა ასეთი საქმე ექმნათ ჩვენთვის, პირიქით ჩვენი თავიც კი შეაყვარა,
შემდგომ მეფით და ყველა თავადებით ერთად მოვიდა ჩვენს ეკკლესიაში,
გალობიან წირვას დაესწრო და დიდი სიყვარული გამოგვიცხადა. რა ნახა სომხების
პატრიარქმა, რომ ეს თავისი ჯოჯოხეთური მანქანება დარჩა ამაოდ და თავის
თავისავე შესარცხვენად, გამოგზავნა ტფილისს იგივე ვართაპეტი, რომელმაც წინად
არეულობა მოახდინა. გარნა ამ ვართაპეტის ცდა დღევანდლამდე დარჩა ისევ
თავისა და თავისი პატრიარქის სამარცხვინოდ, რადგან ამ ვართაპეტმა დიდ
ეკკლესიასთან ახლო მყოფი ეკკლესია დააკეტინა იმის გამო, რომ მის პატრონსა
და მღვდელზე კათოლიკობის ეჭვი შეიტანა; ხოლო ბარძიმი თვით მივიდა იქ,
გააღებინა ეკკლესია, დაუწყო მას ქადაგება კათოლიკე სარწმუნოებაზე და ისე
იმოქმედა, რომ თითქმის დაარწმუნა იმას შეერთებიყო და პაპის მორჩილებაში
კათოლიკე სარწმუნოება ეღიარებინა. ამ მთავარმა ეს იმოქმედა ეგოდენის
სიმტკიცით, გულმოდგინებით და გონიერებით, რომ ამ შემთხვევაში ვერავინ
შეიძლო მისთვის რაიმე წინააღმდეგი ეპასუხებინა. იმ ვართაპეტს ქადაგებაც
აუკრძალა. როდესაც ტფილისს ჩავიდა, დაიკვეხა, როგორც წინეთ ისპაჰანსა და
თავრეზში ვქმენ, ისე აქაც, კათოლიკებს ჩვენს სარწმუნოებაზე გადმოვიყვანო.
ახლა კი ვგონებ იმას ფიქრობს, თუ როგორ გაიქცეს ტფილისიდგან, რათა ისეთი
შრომისათვის კარგად არ სცემონ. ამიტომ იმედი მაქვს, რომ, ღვთის წმიდა
მფარველობით, საქმე უფრო კარგა წავიდეს ამას იქით.
„ჩემს გამოგზავნილს ახალგაზდა კაცს თუ მალე გამოგზავნით, ძრიელ კარგი
იქმნება, რადგან მისი აქ ჩამოსვლით, თუ კიდევ დარჩება რაიმე დამაბრკოლებელი
მიზეზი კათოლიკობის წინააღმდეგ, პაპის კურთხევით სულ მოისპობა. ვინაიდგან თუ
ეს მთავარი, როგორც მეც ვურჩევ, ხსენებულ გიორგი მეფეს შეუერთდა, მთელი
საქართველო სულ ადვილად მიიღებს კათოლიკობას. ტფილისი 18 მარტს, 1690 წ.
პატრი ჯულიო ქრემონელი, კაფუცინი პრეფექტო".
რადგან კაფუცინების რომში მიწერილი წერილები ბარძიმის კათოლიკობისა
და მის მოქმედების შესახებ, ერთი მეორეზე უკეთესია, ამიტომ ჩვენც არ
გამოვსტოვებთ და მოვიყვანთ პატრი სილიბისტროს ამ წერილსაც:
„არზრუმისკენ ეს არის ქარვანი მოდის. ამ შემთხვევით ვსარგებლობ, რომ
დავუმატო ჩემი წერილიც და გაუწყო თუ რაოდნათ კარგ მდგომარეობაში ვართ
ღვთის შემწეობით. დიდათ მოხარული ვართ, რომ ქალაქში გვყავს ერთი
მფარველი. მართლადაც უზომო და დიდათ გულ-მხურვალე კათოლიკეა, რაც კი
შეუძლია მფარველობას არ გვაკლებს. ეს ის ბატონია, რომელსაც შეიძლება
ეწოდოს საქართველოს მეფე, რადგან ყველაფერი ამაზედაა დამოკიდებული და
ყველას ეს განაგებს თავისუფლად. ჩვენი უფროსი მოგწერდათ ამ ბატონის
გულმოდგინებისას, თუ როგორ საჯაროდ ჰქადაგებს კათოლიკე სარწმუნოებას.
ეგრეთვე საჯაროდ გამოაცხადა, რომ, თუ საქართველო არ შეუერთდა და არ მიიღო
კათოლიკე სარწმუნოება, მინდა, რომ ჩემი ოჯახობა და ჩემის საერისთაოს
ქვეშევრდომნი მაინც გახდენ კათოლიკენი. უნდოდა რომში გამოეგზავნა ერთი
თავისიანი თავისი სრული მორჩილების გამოსაცხადებლად, მაგრამ უფროსმა
პატრმა აცნობა, რომ საჭირო არ იყო. გარნა მგონია, რომ, მიუხედავად უფროსის
რჩევისა, მანდ გამოგზავნოს ერთი სხვა ვინმე. რომიდგან მოელის ბრძანებას,
რადგან მზად არის აღასრულოს რაც კი ებრძანება. ცოტათი მაჰმადიანებისა რომ
არ ერიდებოდეს, უეჭველად დიდს რასმე იმოქმედებს. გარდა ამისა, მის გულ-
მხურვალებას ამტკიცებს უფროსი, რომელზედაც ისეა დამოკიდებული, როგორც
უმორჩილესი შვილი. მართლაც საუცხოვო საქმე იქმნება, მაჰმადიანები ამ
ქვეყნიდგან რომ განიდევნებოდნენ. ტფილისი 27 მარტს, 1690 წ., პატრი
სილიბისტრე".
ესევე პატრი, 29 დეკემბერს 1689, სწერს რომში ბარძიმ ერისთავის შესახებ
და ამბობს: სარწმუნოების აღსარების წიგნი ექვს-შვიდ გზის წაიკითხა, მერმე წიგნს
ემთხვია და კდემით თავზე დაიდო და სთქვა: ამაში სწერია ხალისი და სული
წმიდისგან ჩაგონებული ჭეშმარიტება და ყველაც მრწამს სიმტკიცით. ეს დიდათ
პატივცემულია ყველასაგან და ეგოდნათ ძრიელია, რომ ყველას ეშინია ამისი:
ახლა მრავალნი კათოლიკობას დებულობენო.
იგივე პატრი ჯულიოც სწერს მარტში 1690, რომ ახალი კათოლიკები ბევრნი
მოემატნენო; მათ შორის არიან ერთი წარჩინებული ქართველი დედაკაცი,
სპარსეთის მეფის დეიდაშვილი (cugina) და ერთი უპირველესი თავადთაგანი თავის
შვილებითურთ, რომელიც უწინ მაჰმადიანობაზე ყოფილა გადასულიო. ეგრეთვე
ხელახლავ ამბობს ბარძიმ ერისთავის ქებას და მას ემადლიერება, როგორც თავის
წინანდელ წერილებში.
ესევე პატრი იმავე წლის 30 აგვისტოს, კვალად სწერს კარდინალს მისიონის
წარმატების ამბავს და არწმუნებს, რომ ახალი გაკათოლივებულები თითქმის
ყველანი დიდათ შესანიშნავი პირები არიანო; ეგრეთვე აუწყებს, რომ პატრიარქის
გამოგზავნილ ვართაპეტს მათთვის დევნა დაუწყვია, 300 სკუდზე მეტი ფული
დაუხარჯავს გავლენიან პირთა მოსამხრობლად, მაგრამ ვერ გაუმარჯვნია და
მათთვის ვერაფერი უვნია. კაფუცინებისაგან რომში მიწერილი ქება და სიხარული
ბარძიმ ერისთავის შესახებ რაოდნად საფუძვლიანი იყო, მის მიერ პაპთან
მიწერილი ორი წერილიდანაც სჩანს, მართლადაც ეს წერილები ნათლად
გვიჩვენებს, თუ რა ერთგულად შესდგომია იგი კათოლიკობას. სამწუხაროდ, მისი
ქართულად გაგზავნილ წერილთაგანი ვერც ერთი ვიპოეთ. იძულებული ვართ
ესენიც ლათინურიდგან ვსთარგმნოთ.
„მწყემსთა მწყემსს და მამათა მამას, ინოჩენციო მეთერთმეტეს.
„სახსოვრად იყოს წინაშე ყველა ქრისტიანების ბატონისა და მთავრისა,
რომელიც სამწყსოს საუკეთესო მცველია და რომლის წინაშე მტაცებელი მგელი
ვერასდროს შეიძლებს მიახლოებას. თქვენ ხართ ქრისტეს სჯულისა და ზნეობის
მთავარი, თქვენ ჰმართავთ ერს თანახმად შვიდის კრებისა და უზიარებთ მათ
შვიდთა საიდუმლოთა მადლსა. უმაღლესმა მწყემსმა ღმერთმა ღირსეულად
აღგირჩიათ ამ მორწმუნების წყაროსათვის, რომელიც თკბილად მომდინარეობს და
რომლისათვისაც ამბობს წმიდა სახარება: „მე ვარ წყალი ცხოველი, რომელნიც
სუმიდენ ჩემგან, აღარა სწყუროდენ უკუნისამდენ". შენ ხარ ხე კეთილი, რომელიც
მოსცემ ნაყოფსა ტკბილსა; შენ ხარ უფალი და მთავარი. ახალი წმიდა მოციქული
პეტრე, რომლისადმი მოგიწოდა შეუცდომელმა სიტყვამ: „შენ ხარ კლდე და ამასა
კლდესა ზედა აღვაშენო ეკკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ
მასო”; შენ ხარ ახალი ივანე ქროპირი, ბასილი კესარიელი და მოადგილე დიდისა
კლემენტესა და სილიბისტრესი. შენ ოთხ მახარებელთათანა შესადარებელო და
მათო თანამსგავსო; შენი ხმა განისმის ქვეყნის კიდით-კიდემდე და შენის
მოწოდებით მოდიან ერნი სარწმუნოებაზე. შენ ხარ დიდი იმედი და მფარველი
შენდამი შემოხიზნულთა, ვითარცა გოდოლი დაუძლეველი. შენ იგი,
რომლისათვისაც ითქვა: „მე ვარ მწყემსი კეთილი; და ვიცანი ჩემნი იგი, და მიციან
ჩემთა მათ". შენ ხარ ჩემი უფალი, ჩემი მოძღვარი, ჩემი მამა და ჩემი მთავარი
(ჯვარი ზის) ვითარცა სახედ ჰსურინ ირემსა წყაროთა მიმართ. ეგრე ჰსურინ სულსა
ჩემსა შენდამი, მე ვარ ცოდვილი და დატვირთული სიბოროტით, ვითარცა მეზვერე
ანუ ის მონა, რომელსაც მიეტევნენ ათი დრაკანი, რადგან ვერ შეიძლო მისი
გარდახდა. აწ ვისწრაფი შენდამი და გევედრები, ჰოი ყოველთა ქრისტიანეთა
სასოებაო, საქებელო, დიდებულო, დიადო და ბრწყინვალეო, ამაღლებულო და
გაძრიელებულო; შენ ხარ მთესველი მართლმადიდებელის სარწმუნოების თესლისა
და აღმომფხვრელი ღვარძლისა ქრისტიანების გულთაგან; შენ ხარ თავი და
მთავარი ქრისტეს სარწმუნოებისა. აჰ! მე ვარ შენი ცხოვარი ვნებული მგელთაგან,
რომელთაც უნდათ ჩემი შთანთქმა. მტკიცედ მრწამს უმანკო ღვთისმშობელი
მარიამი და მისი საყვარელი ძე, მისი ხარება, შობა, ტაძრად მიყვანება, თაბორზე
ფერისცვალება, ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება, იერუსალემში შესვლა, მისი
ვნება, ჯვარცმა, დასაფლავება, მკვდრეთით აღდგომა, ზეცას ამაღლება და
სულიწმიდის მოფენა მოციქულთა ზედა, რომელთა თავსა განიყვენ ენანი
ცეცხლისანი. მე ვარ შენი ერთგული შვილი ჭეშმარიტად შვიდი კრების
აღმსარებელი; პირველი ნიკიისა, მეორე ეფესოსი, მესამე კოსტანტინეპოლისა,
მეოთხე ქალკედონიისა და სამნი დანარჩენნი, რომელიც მოხდა ნიკიასა და
კოსტანტინეპოლში. მრწამს შვიდი საიდუმლო: ნათლისღება, მირონცხება,
აღსარება, ზიარება, მღვდლის კურთხევა, გვირგვინის კურთხევა და უკანასკნელი
ზეთის ცხება. ქვეშევრდომი შვილი ვარ და მორწმუნე სამოციქულო და კათოლიკე
ეკკლესიისა. შეგვაერთე შენს სამწყსოსა და გვიხსენ ჩვენ ამ ისმაელიტელების
ნაშობ ბოროტ მგელთაგან. გარდმოავლინეთ ამ ჩვენ ცოდვილთა თავსა თქვენის
მარჯვენის კურთხევა. ჩვენ ვსასოებთ თქვენს მოწყალებაზე და ვართ
აღმასრულებელნი თქვენის სარწმუნოებისა და წესისა, ამისგამო მუხლ მოყრილნი
მიწამდე თავს დაგიკრავთ. ჰოი სვეტო და ქრისტიანების შეურყეველო საფუძველო!
შენზე მონდობილობამ დაგვიხსნა. ამიტომ მარადის თქვენი ერთგული ვიქნებით და
მომლოდინე თქვენის წყალობისა, ეგრეთვე ვევედრებით ქრისტე უფალს, რომ
აღგვისრულოს ყოველი თქვენი ნატვრა და დაცულ იქმნას თქვენი ბრძანება. აწ
ჩვენო ბატონო მთავარო, მოველით თქვენს ბრძანებას და თქვენს წყალობას.
როდესაც ამ ჩვენს მხარეს და ქვეყანას მოაღწევენ თქვენი წმიდა სიტყვა და
პატიოსანი ბრძანებანი, მაშინვე შევუდგებით მათ აღსრულებას და ვიტყვით
დავითთან: „წარმართენ ლოცვანი ჩემნი ვითარცა საკმეველი შენს წინაშე". გვიხსენ
ჩვენ წარწყმედისაგან, ვითარცა იხსნა მორწმუნე ერი, ანუ ვითარცა მირელმა
ნიკოლოზმა სამი უმანკო ყმაწვილი სიკვდილისგან. ჩვენს გულსა და თვალთ
შენდამი მოვაქცევთ და ვიმედოვნებთ შენის სახიერებისგან და მოველით შენს
პატიოსანს წერილს და ბრძანებას. რასაც გვიბრძანებთ ყველას აღვასრულებთ.
ჩვენო ბატონო, ილოცეთ ჩვენთვის, რათა უბედურად არ წავსწყმდეთ, ჩვენო მამაო,
უფალო ბატონო, ამინ. შეგვიწყნარებია და აღვიარებთ წმიდა კათოლიკე და
სამოციქულო ეკკლესიის ყველა კრებას; ეგრეთვე აღვიარებთ და შევიწყნარებთ
წმიდა სახარების ბრძანებათა. ამიტომ ვართ შენი ერნი და შენი სამწყსოს
ცხოვარნი. შევსცდით, აწ გვიპოეთ და შენის ძალით გამოგვიხსენით მგლის
პირისაგან, როგორათაც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ აღმოიხსნა ქვესკნელიდგან
ადამი, შეიტკბო და მიუყვანა მამა ზეციერს. ეგრეთვე შენც, ბატონო, მოგვიპოე ჩვენ
ცოდვილნი, ნუ დაგვივიწყებთ და ნუ დაგვტოვებთ. ბრძენს ერთი სიტყვაც ეყოფა. აწ
მოველით შენს სიტყვას და მივიღებთ თუ არა შენს ბრძანებას, მაშინვე
აღვასრულებთ. დაიწერა პირველ იანვარს, ქრისტეს აქეთ 1690. (ზის ჯვარი)”
ხოლო მისი მეორე წიგნი არის შემდეგი:
„დიდება ღმერთსა, უნეტარესო მამაო,26
„აჰა, შენთა წმიდა ფერხთა წინაშე ერთი დიდი ცოდვილი, სახელად ბარძიმი,
საქართველოს ერისთავი. გარნა აქამდინ თვინიერ რჩევისა ვიყავი მოტყუილებული
და სიბნელეში გართხმული ჩვენის ეპისკოპოსების სიცრუით და უმეცრებით.
უმეცრებით ცთომილ ვიყავ ჭეშმარიტების გზისგან, გარნა აწ ღვთის მადლითა და
წყალობით, ეგრეთვე ტფილისში მყოფის შენი პატრების მოძღვრებით და კეთილის
მაგალითით ვსცანი ჩემი შეცთომილება და მივიღე კათოლიკე სარწმუნოება,
რომელი სარწმუნოებაც სულის წმიდის ჭეშმარიტი სიტყვა არის. აწ დიდად
მოხარული სიბნელისაგან გამოსვლითა ყოვლადის კდემით, სიმდაბლით და
გულმხურვალებით ვემხობი შენის პატიოსანის საყდრის წინაშე. თუმცა ტფილისის
მისიონის უფროსის წინაშე სულით-გულით და ცრემლთა ფრქვევით უარ ვყავი ჩემი
უწინდელი შეცთომილება; გარნა აწ თქვენი სიწმიდის წინაშეც მათ კვალად უარ
ვყოფ და სამუდამოდ ვშორდები, რადგან ჭეშმარიტად და სიმტკიცით ვსცანი, რომ
26 ეს ზემო წიგნზე უწინ დაწერილია
შენ ხარ ჭეშმარიტი იესო ქრისტეს მონაცვლე და უწმიდესი პეტრეს მოსაყდრე,
სასუფევლის კლიტეთა მქონე, ყველა მორწმუნეთა მამა, წინამძღვარი მოძღვარი.
ამიტომ გთხოვ მიმიღოთ მე ვითარცა თქვენი მდაბალი მონა. მეც გპირდები, რომ
რასაც ინებებთ, ყველა აღვასრულო წმიდა კათოლიკე ეკკლესიის ასამაღლებლად,
იესო ქრისტეს პატივისთვის და თქვენს სამსახურებლად; მზათ ვარ ამისათვის
სისხლიც დავღვარო. კვალად თქვენს წმიდა და სამოციქულო საყდარს შევსწირავ
ჩემს თავს, ჩემს სახლობას და მთელს ჩემს ქვეშევრდომ ერსა. აწ სხვა არასფერს
მოველი, თუ არ თქვენს წმიდა კურთხევას და რჩევას, რათა სულით და გულით
წმიდა კათოლიკე ეკკლესიის გავრცელებასა და განძლიერებას შევუდგე, რადგან
ეხლა შეიქმნა იგი ჩემი უსაყვარლესი დედა.".
ამ წერილების მიმტანი უნდა ყოფილიყო ახალგაზდა კაცი ერთი ქართველი,
რომლის მალე დაბრუნებას პატრები ეშურებოდენ.
როგორც ამ წერილებმა და ისე კაფუცინების ზედ მოწერილმა ამბებმა დიდი
სიხარული გამოიწვია რომში. ამიტომ პროპაგანდამ უწინარეს ბარძიმის პასუხისა,
უფროს პატრს გამოუგზავნა შემდეგი მადლობის წერილი:
„საქართველოში პრეფექტოს, პატრი ჯულიოს, 20 ნოემბერს 1690.
„თქვენმა მოწერილმა ამბავმა, რომლითაც გვაუწყეთ, რომ ღვთის შემწეობით,
კათოლიკე სარწმუნოებაზე მოგიყვანიათ მთავარი ბარძიმი, დიდად გაახარა
კარდინალები, რადგან შემოგიერთებიათ ისეთი, თუ მეომრებით და თუ
სიმდიდრით, ძლიერი ბატონი რომლის გულმოდგინების წყალობით კათოლიკე
სარწმუნოებას დიდი წარმატება მოელის. ეს ამბავი მაშინვე ვაცნობე ჩვენს ბატონს
პაპს. ამანაც დიდად განიხარა ასეთი ამბავის მოსმენით და ამ სიხარულს თვითვე
უცხადებს თავის წერილით. არ დასცხრეთ და გონივრად შეუდექით შრომას, რათა
მოუპოვოთ საუკუნო ცხოვრება მაგ სულთა, რომელნიც მონდობილნი არიან თქვენს
სიფხიზლეზე. თქვენს ლოცვაში მომიხსენიეთ”.
სანამ ბარძიმს პასუხს მოსწერდა, კაფუცინების თხოვნის თანახმად, პაპს
გიორგი მეფისათვის მოუწერია 1691 წ. რჩევის წიგნი, რათა კვალად
დამეგობრებოდა ბარძიმს და მას შეერთებოდა, რომ მისი და თუ სხვა
კათოლიკების დახმარებით ერთად ეზრუნათ საქართველოს საკეთილდდეოდ. ეს
მტკიცდება პროპაგანდის ერთის წერილით, რომელიც 28 დეკემბერს 1690 წ.
დაწერილა. ცოტა ხნის შემდგომ პაპის წერილი ბარძიმისათვისაც მოუმზადებიათ,
მაგრამ პაპი ალექსანდრე მერვეს სიკვდილის გამო, ამ წიგნის გაგზავნა
შეუჩერებიათ 1692 წლამდინ.
თუმცა კი ბარძიმი ერისთავი მუდამ მფარველი იყო კაფუცინებისა და იცავდა
მათ სომხების წინაადმდეგ, გარნა ამათ რაღაცა შემთხვევის გამო მოუხერხებიათ
და კვალად დაუწყვიათ კათოლიკების დევნა. ამ შემთხვევაშიაც, როგორც წინეთ,
ბარძიმი გამოჰქომაგებია კაფუცინებს და კათოლიკე ერთ გაშმაგებულის სომხების
უსამართლობისგან უხსნია. სამწუხაროდ, ამ დევნულობის შესახებ რომში
გაგზავნილი წიგნი ვერ ვიპოეთ. ბარძიმის ამ დროის გამოსარჩლების ამბავი ვიცით
მხოლოდ პროპაგანდის ერთი წერილიდგან. ხოლო ამ დევნას კი მისიონერები
იხსენიებენ თავიანთ წერილებშიაც. ამავე დროს გაჩენილა ჭირი, რომელსაც
საკმაოდ უმსხვერპლია ხალხი. თუ ამ ამბავს და თუ მისიონის სხვა გარემოების
შესახებ უფროსი პატრი სწერს ესრედ რომში:
„შემდგომ ერეტიკოს სომეხთა მიერ დევნისა რომელთაც კარგად გაიმარჯვეს
და ამიტომ გაამაყდენ, ღმერთმა შავი ჭირით დასაჯა ეს უბედური ერი. ჭირისგან
შეშინებულნი და სინიდისისაგან მხილებულნი იქით-აქეთ დაიფანტნენ, რათა
როგორმე გადარჩენილიყვნენ სიკვდილს და პატრონად ამ ქალაქისა, საიდანაც
გადევნას გვპირობდენ, ჩვენ დაგვტოვეს... გამოუთქმელია თუ რაოდენი ზარალი
ემიზეზათ მათ, წინეთ ხომ გლახაკები იყვნენ, ახლა კი ერთიანად გაუბედურდენ,
რადგან სამი თვის განმავლობაში თუ გლახაკებმა და თუ ქურდებმა მთლად
გაავერანეს ქალაქი... მაინც კი არ მოაკლდენ და კვალად შემოვიდნენ ეკკლესიის
წიაღში ქართველები და მაჰმადიანებიც. მეფე ოთხ გზის მოვიდა ჩვენს ეკკლესიაში
მთელის თავის წარჩინებულის თავადებითურთ, ცალცალკეც მოვიდენ
საქართველოს უწარჩინებულესნი თავადნი და დიდათ შესანიშნავი ქალბატონებიც;
რა ხედვენ ეკკლესიას, ტრაპეზს და სხვა ყველაფერს ეგრედ კარგად შემკობილს და
მოწყობილს ყველანი ღმერთს ადიდებდნენ და აღიარებდნენ, რომ კათოლიკე
ეკკლესია ქრისტიანების ჭეშმარიტი დედააო... ტფილისი, 22 ოქტომბერს, 1690 წ.
პატრი ჯულიო".
სომხები არა მარტო ტფილისში, არამედ გორშიც მტრობდენ კაფუცინებს, მათ
მოსვენებას არ აძლევდენ და ხალხში ქადაგებას უშლიდენ. ამას უფრო კარგად
დავინახავთ შემდეგ წერილიდგან. ხოლო ეს კი დიდად საკვირველი და
შესანიშნავია, რომ კაფუცინების მისიონი, მეტადრე ტფილისში, სომხების
გამუდმებულ მტრობით და დევნულობით, არა თუ უძლურდებოდა, არამედ ყველა
ნაირად უფრო მატულობდა და ყველას ყურადღებას იზიდავდა; რაის გამო მთელი
აღმოსავლეთის საუკეთესო მისიონად მიაჩნდათ ყველა ესა. ამას სხვათა შორის
გვიჩვენებს ხსენებული პატრი ჯულიოს წერილი:
„... მარტო გორია, რომ ვერც წინეთ და ვერც ახლა შეიძლო თავის გამოჩენა,
რადგან ჩვენი ძმები დაიძაბუნეს სომხების მღვდლებმა, რომლებსაც ძალით
ჩამოართვეს მათგან მითვისებული ჩვენი სახლი (პატრი კარლო პეშელის
სიკვდილის შემდგომ ჩვენი ძმათაგანი აღარავინ მდგარა იქ, ამისთვის
შეჩვენებულმა სომხების მღვდლებმა მიითვისეს ყველაფერი), გარნა ამ მისიონს
კვალად სჭირია გიორგი მეფის მობრძანება, რადგან დიდი ხარჯია საჭირო, რომ
ეკკლესია რიგიანად იქმნეს მოწყობილი... რაოდნათაც ვიცნობ ქვეყანას, შემიძლია
ყოვლადის სინამდვილით და ჭეშმარიტებით მოგახსენო, რომ ტფილისის მისიონი
აღმოსავლეთის ყველა მისიონებსა სჯობს. ეგევე აზრი გავიგონე ბევრთაგან,
რომელთაც ესმისთ და დაუვლიათ აღმოსავლეთი. ეს ისედაც ცხადად სჩანს.
ქართველები ძალიან აფასებენ ჩვენს ძმებსა, რადგან მათ ჩვენი რიდი აქვსთ,
პატივს გვცემენ და გვიფარვენ კიდევაც. რაც უფრო მადალ ხარისხის პირნი არიან,
მით უფრო მეტი პატივისცემა აქვსთ ჩვენი... აქ ჩვენი მონაზონები ყველგან
მიღებულნი არიან, თუ პალატში, თუ სახლებში და თუ მათ ეკკლესიებში; ყველგან
ჰქადაგებენ დაუბრკოლებლივ და არც შიშია, რომ მოუხდესთ რაიმე შფოთი ან
მაჰმადიანებთან, ან ქართველებთან და ან სომხებთან. როდესაც ქალაქში
დაიარებიან, ყველა მათ გზას უთმობს. თუ ჩვენთაგანს ვისმე გული უთქმიდეს
პატივისათვის, აქ უძებნელად მოიპოებს, რადგან ყველანი კდემით გვეპყრობიან და
პატივს გვცემენ. აქაური კათოლიკები კაი გულმოდგინე და გაშინაურებულნი არიან;
ხშირადაც ამბობენ აღსარებას და ეზიარებიან. ესენი ჩვენს ეკლესიებში,
აღმოსავლეთის წესისამებრ, როდი სდგანან ფეხზე თავდახურულნი* (*ოსმალეთში
ქრისტიანები საზოგადოთ ქუდმოხდილნი ლოცულობენ ეკკლესიებში), არამედ
დაჩოქილნი, ჩუმად და თავმოხდილნი არიან. ეს რა ნახა იეზუიტმა პატრი
კოსკოვსკიმ დადად განუკვირდა და გვითხრა: „ნეტაი თქვენ, რომ ამისთანა
ბარბაროსულ ქვეყანაში ყოველ დღივ უფრო დიდს გულმოდგინებას ხედავთ,
ვიდრემც თქვენს იტალიაშიო". ხოლო იეზუიტი პატრი ლაპოლსკიმ, რომელიც ერთი
წლის შემდგომ მოვიდა და ჩვენთან 25 დღე დარჩა, ყველაფერი რა კარგად
შენიშნა, ნახა ახლად მოწყობილი ეკკლესიის სიმშვენიერე, მეტადრე ხალხის ხშირი
სიარული და მათი აღსარება, ზიარება ღვთის მშობლის მიძინების დღეს,
ტირილითა სთქვა: „სად ვარ, იესოვ ჩემო. თვით პოლონეთშიაც არ მინახავს, რომ
ჩვენი ქრისტიანები ეგრე ბლომად მოდიოდენ საიდუმლოების მისაღებათ, როგორც
ამ ეკკლესიაში ვხედავ". იძახდა: „ოჰ! რა ბევრმა ჰსთქვა აღსარება, ოჰ! რა ბევრნი
ეზიარნენო”. ჩვენც ვუპასუხეთ, რომ, რაც მას ენახა იმაზე უფრო მომეტებულმა
სთქვეს აღსარება და ეზიარნენ. ხოლო მათი რიცხვი ბევრად უფრო მომეტებული
იქმნებოდა, მაგრამ, რადგან დევნულება ახლად დამცხრალიყო, ამიტომ, მეტადრე
ახლებმა ზიარება ვერ გაბედეს, რათა არ შეენიშნათქო. ეგრეთვე წასვლის დროსაც
გვითხრა: დიდის მწუხარებით ვშორდები ამ კურთხეულს ადგილს, გარნა ბევრი
მექმნება ამაზედ სალაპარაკო და ბევრ რამესაც დავსწერ ამ საუკეთესო
მისიონისასო... ტფილისი, 28 ნოემბერი 1691 წ., პატრი ჯულიო”
სამწუხაროდ, ჩვენ ვერაფერს შევხვდით ამ იეზუიტის ნაწერების საქართველოს
მისიონის შესახებ.
პატრი ჯულიოს რომში წინეთ გაუგზავნიათ ამ წერილის გარდა კიდევ სხვა
წერილიც, რომელშიც აუწერია სომეხთა მიერ დევნულობა და კათოლიკების
წარმატება. ამ წერილს კი ჩვენ ვერ შევხვდით. ხოლო პროპაგანდა 17 მარტს 1691
წ. ამ პატრს სხვათა შორის ესრედ სწერს: „ბატონმა კარდინალებმა დიდად აქეს
თქვენი ერთგულობა და დიდის გულმოდგინებით და სიამოვნებით მოისმინეს
თქვენი გამოგზავნილი მოხსენება შესახებ მაგ მისიონისა, რომელიც მუდამ
წარმატებაში მიდის, მიუხედავად იმ შფოთისა, რომელიც წინეთ აღძრეს კათოლიკე
სარწმუნოების მტრებმა..." ამავე წერილით აცნობებს ასი სკუდის გამოგზავნას
მისიონის საჭიროებისათვის.
ზემოდ ვსთქვით, რომ ბარძიმის წერილების პასუხის გამოგზავნა შეაჩერეს
რომში პაპი ალექსანდრე მერვის სიკვდილის გამო. ხოლო აირჩა თუ არა
ინოჩენციო მეთორმეტე, ამ გამოსაგზავნ პასუხსაც ყურადღება მიაქციეს. გარნა
უწინდელი დაწერილი წიგნი აღარ გამოდგა, მისი შეცვლა საჭირო გახდა, რადგან
საქართველოდან 1691 წ. ბარძიმის შესახებ უფრო კარგი ამბავები მისწერეს, რაის
გამო საჭირო ხდებოდა, რომ ეს გარემოებაც მოხსენებული ყოფილიყო წერილში.
ამიტომ 26 იანვარს 1692 წ. პროპაგანდა სწერს პაპის სეკრეტერს და აცნობებს,
რომ ბარძიმს დიდის მხნეობით დაუფარავს კაფუცინები და კათოლიკები ახალ
დევნულობისაგან. ამიტომ სთხოვს, რომ პაპმა თავის წერილში ამისთვის კერძო
მადლობა მოახსენოს, ეგრეთვე დაასახელოს საჩუქრები, რომლების გაგზავნაც პაპს
მოუნდომებია და რომლებიც შემდეგნი ყოფილან: ორი მედალი და ერთი ჯვარი
ოქროსი, ერთი კრიალოსანი თავისთვის და ერთიც მის მეუღლისათვის და ერთი
კრიალოსანიც მის ძმა დივანისათვის. გარნა წერილში არ არიან მოხსენებული ეს
საჩუქრები. აი პაპის წერილიცა:
„ჩვენს საყვარელს შვილს, კეთილშობილ კაცს, საქართველოს თავადს
ბარძიმს, პაპი ინოჩენციო მეთორმეტე.
„საყვარელო შვილო, კეთილშობილო კაცო, მშვიდობა და მოციქულებრივი
კურთხევა.
„შევიტყეთ, რომ ღვთის მადლის შემწეობით, დაგიტოვებიათ ის
შეცთომილებანი, რაშიაც შობილ და აღზრდილ იყავით და მიგიღიათ კათოლიკე
სარწმუნოება, რომლის გარეთ შეუძლებელია ცხონება და სავსე ხართ
გულმოდგინებითა, რათა დაიცვათ და განავრცოთ ესევე სარწმუნოება. მასთანვე
ვსცანით, რომ სხიზმატიკების მიერ გამართულ ფიცხელის დევნილობისაგან მხნედ
დაგიფარავსთ სამოციქულო მისიონერი კაფუცინები და ეგრეთვე ისინი, რომლებსაც
თქვენის მიბაძვით მიუღიათ იგივე კათოლიკე სარწმუნოება. სათნოდ ვრაცხთ, რომ
ამ წერილით ჩვენი დიდი მადლობა გამოგიცხადოთ, რათა ამნაირად როგორმე
ვუპასუხოთ მაგ თქვენს უდიდეს ღირსებას. მასთანვე, როგორც იმედი გვაქვს,
უეჭველია, უფრო შეგულიანდეთ და შეეწიოთ დაუცხრომელად ხსენებულ
მისიონერებს და კათოლიკებს. რათა ამ მიზანს ეწიოთ, საჭიროდ ვრაცხთ,
შეუერთდეთ გიორგი მეფეს. ამითი ჩვენ დიდად გვასიამოვნებთ, მასთანვე ეცადეთ,
რომ დაურღვეველად დაიცვათ მეგობრობა. ამისი იმედი გვაქვს და ყოვლის
სიკეთის მომნიჭებელ ღმერთს ვსთხოვთ თქვენი კეთილშობილობისათვის უხვად
ყველა სულიერს და საწუთრო სიკეთეს. მასთანვე ჩვენის მამებრივის სიყვარულით
განიჭებთ მოციქულებრივი კურთხევას”.
არ ვიცით, თუ ვინ მოუტანა ეს წერილი ბარძიმს, რომელსაც დიდად
სასიამოვნოდ უნდა დარჩენოდა პაპის ესრეთი მადლობა და ქება. არც ის ვუწყით,
თუ რა გაარიგა გიორგი მეფესთან ბარძიმმა. ხოლო ეს კი ცხადია ისტორიიდგან,
რომ სხვა და სხვა გარემოებამ გიორგი მეფეს ხელი შეუშალა ბარძიმს შეერთებოდა
და ცდილიყო მაჰმადიანების უღლისაგან საქართველო განეთავისუფლებინა.
ეგრეთვე ვიცით, რომ შემდგომ გიორგი მეფე დაიბარა ყეენმა და მისცა ყანდაარის
მართველობა, რათა აჯანყებული ავღანელები დაემორჩილებინა და მით
აეცილებინა სპარსეთისათვის ის დიდი უბედურება, რომელიც მას მოელოდა.
გიორგი იმ შორეულ ურწმუნოების ქვეყანაშიც დარჩა ერთგული და მორწმუნე
კათოლიკე სარწმუნოებისა, რომელიც სულით და გულით მიიღო საქართველოში.
იქ, როგორც ექიმები, მუდამ თან ახლდა სიკვდილამდე ორი კაფუცინის პატრი
თავის მოძღვრებად. ამას სხვათა შორის, ცხადათ მოგვითხრობს მისივე
თანამედროე პოლონელი მისიონერი კრუზინსკი ესრედ: „ესეც საჭიროა
მოვიხსენიოთ ამ მთავრის გალაშკრებისა, რომ... ქრისტიანედ დარჩა და
კათოლიკედ მიიცვალა, როგორათაც მოგვითხრობენ. როდესაც მოჰკლეს, მას
გულზე უპოვეს ჯვარი, ერთი ოქროს ჯვარიც თავის ჯარის დროშის ბურთში
ჩაეტანებინა. ყველამ ვიცით, რომ წინათვე ის სრულიად შეერთებული იყო
კათოლიკე ეკკლესიასთან. ომისა და სიკვდილის წინა დღით წმიდა ზიარებაც
მიიღო, რადგან მკურნალობის მიზეზით, ომში თან წაეყვანა ორი პატრი კაფუცინი,
პატრი რეჯინალდო და პატრი ამბროზიო მილანელი, რომელიც ჩემი დიდი ნაცნობი
და მეგობარია".
ზემოდ ხსენებული უფროსი პატრი ჯულიო 1692 წ. რომში სწერს და ანგარიშს
აძლევს რომიდგან წამოღებულის და დახარჯულის ფულებისა, რომელთა რიცხვში
505 სკუდი დაუხარჯავს მონასტრისა და ეკკლესიის შეკეთებაზე. ეგრეთვე ამ
წერილში იხსენიებს, რომ ბარძიმ დივანბეგს ეკკლესიისათვის შეუწირია ძვირფასი
ფარჩა, რომლისაგანაც რავდენიმე ხელი სადღესასწაულო წირვის შესამოსელი
გაუკეთებიათ. ამ პატრსვე აუშენებია ეკკლესიის სამრეკლო, რისათვისაც თუ
ბარძიმი და თუ სხვა კათოლიკები შესწევიან.
ამ დროდან ვიდრე 1698 წლამდინ აღარა ვიცით თუ რა მომხდარა და
მისიონის საქმე როგორ წასულა, რადგან მთლად გვაკლია ამ დროის საბუთები.
მხოლოდ ეს შემდეგი წიგნი გვაქვს პროპაგანდისა ტფილისის კაფუცინების
უფროსთან მიწერილი, რომლითაც სთხოვს ორ ახალგაზდა ქართველის გაგზავნას
რომში სასწავ-ლებლად:
„პატრი სილიბისტრე კაფუცინ პრეფეკტოს, 11 ოქტომბერი 1697.
„ეს წმიდა კრება ნატრობს და მისთანვე ზრუნავს, რომ ამ ჟამად ურბანოს
კოლეგიაში დარჩენილი ცარიელი ადგილი შეავსოს ორი ახალგაზდა ქართველით,
რათა მათ, სწავლის შემდგომ, თავის დროზე შეიძლონ შეწევნა სულიერად
თავიანთი ტომისა, რომელსაც ეგოდნათ სჭირია კარგი მოციქულებრივი მუშაკნი.
ამიტომ გთხოვთ მოსძებნოთ ორი ახალგაზდა და რაც შეიძლება მალე
გამოგზავნოთ აქ. ამასთანვე გაუწყებ, რომ ის ყმაწვილები უნდა იყვნენ კარგი
აგებულობისა, მრთელნი გონებით და სხეულით, გარეგნად უნაკლულონი; ჰქონდეს
საკმაო ნიჭი, რათა მათგან შემდეგში სარგებლობის იმედი იყოს; არ იყვნენ
უმცირესი თუთხმეტი წლისა და უდიდესნი, ოცისა, ანუ სულ ბევრი 21 წლისა;
ეგრეთვე თუ შეიძლება ჰქონდესთ რომელიმე სწავლა დაწყებული..." ვინ და ანუ
როდის გაგზავნეს ეს ორი ახალგაზდა ქართველი რომში, ამაზე არც ერთი
დოკუმენტი გვაქვს.
1698 წლის პირველს კაფუცინები რომში იმის აღწერას გზავნიან, თუ როგორ
ასრულებენ საეკკლესიო წესებს ტფილისში. ეგრეთვე აუწყებენ, რომ სკოლაში
ჰყავსთ 40 მოწაფემდე, რომლებსაც, წერა-კითხვის გარდა, ასწავლიან
სარწმუნოების უმთავრესს საგნებს და ლოცვებს არა მარტო ქართულად, არამედ
ლათინურადაც. მასთანვე ეუბნებიან, რომ სნეულთა წამლობა მათ ძრიელ შველის,
რადგან ამის მიზეზით ხშირად დაიარებიან ბინაზე უმაღლეს ქართველ პირებთან
და მაჰმადიანებთან, რომლებსაც იმეგობრებენ, რათა დევნილობის დროს
შემწეობას მიმართონ, ვინაიდგან მისიონის მოღვაწეობას სულმუდამ სჭირდებოდა
მათი მფარველობა.
იმ დიდმა სიხარულმა, რომელიც მოუპოვა რომს და ტფილისის მისიონერებს
თუ ბარძიმის ერისთავისა და თუ სხვა წარჩინებული ქართველების გაკათოლიკებამ,
ბევრხანს არ გასტანა. დიდ შვებას, დიდი მწუხარება მოჰყვა და იმდენი შრომა
სულების სასარგებლოდ მტერმა თითქმის ერთიან ფეხქვეშ გაქელა და მოსპო. სულ
სხვა და სხვა ნაირად ეპყრობიან მისიონერებს ქართველები და სომხები. პატრებმა
თავიანთი მიუკერძავი და უზომო კაცთ-მოყვარეობით არა თუ მოიგეს ქართველების
გული და მათი სიყვარული და მეგობრობა დაიმსახურეს, არამედ თვით ბარბაროსი
და კაცობრიულ გრძნობას მოკლებულ თათრების გულიც მოარბილეს და მიიზიდეს.
გარნა სომხების გაქვავებული შურით განძვინებული გული ვერავითარის სიკეთით
მოალბეს. სომხების მოქმედება ძრიელ სამწუხარო სურათს წარმოგვიდგენს და
გვიმტკიცებს არა მარტო მათს დაუცხრომელ მტრობას კათოლიკე
სარწმუნოებისადმი, არამედ თვით კაცობრიობის წინააღმდეგადაც, რადგან
აქვავებენ და სდევნიან იმათ, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს არ ზოგავდენ და
ყველა ღონისძიებას ხმარობდენ, რომ აღმოეჩინათ ყოველგვარი შემწეობა საწყალ
და გაჭირვებულ ხალხისათვის განურჩევლად სარწმუნოებისა და ერობისა.
სომხების ასეთი უმოწყალო მოქმედების შესახებ კაფუცინების ერთი ვრცელი
მოხსენება ჩაგვივარდა ხელში, რომელიც დიდათ გვაოცებს. ამ სამარცხვინო ამბის
გამოქვეყნებას ჩვენს წერილში სიამოვნებით დავანებებდით თავს, ისტორიის
საჭიროებას იგი რომ არ მოეთხოვა. ამიტომ იძულებული ვართ მოვიყვანოთ აქ
ესეც. რადგან ეს წერილი საკმაოდ ვრცელია, უსაჭიროესის გარდა დანარჩენს
გამოვსტოვებთ.
„... აწ მოგახსენებ ამ საბრალო მისიონის დიდათ სამწუხარო დაჩაგვრის
ამბავს. კათოლიკობის მტერმა წრეულს დაგვიწყო ეგრეთი სასტიკი დევნა, რომ
მისი მსგავსი ჯერ არასდროს გვსმენია; მასთანვე ისე გაძლიერდა და გამტკიცდა ეს
დევნულობა, რომ მარტო ღვთიურ შემწეობას შეუძლია დაგვიხსნას მისგან. მოკლედ
გაუწყებ ამ დევნულობის ამბავს. ვინაიდგან კათოლიკები კარგად გამრავლდენ და
დაიწყეს ხშირად მოსვლა ჩვენს ეკკლესიაში, კათოლიკე სარწმუნოების მტერმა
სომხებმა ვეღარ მოითმინეს... ფულის მოსაკრებად პატრიარქასაგან
გამოგზავნილმა ვართაპეტმა ყველა მღვდლებთან და ქალაქის ხუთ-ექვს მოწინავე
პირებთან ერთად გადასწყვიტეს ჩვენი ეკკლესიის დანგრევა და ჩვენი ამ
ქალაქიდან გადევნა. მეფისაგან ნების ასაღებად ეს ბოროტები მივიდენ ვეზირთან
და მისცეს 100 ოქრო (zecchini)... დაიმედებულთა, რომ ნებას გამოიტანდენ ამ
დაწყევლილმა ეშმაკის მუშებმა ერთ ეკკლესიაში პირველ გზის შეჰკრიბეს ყველა
ისინი, რომლებიც წინააღმდეგნი არიან კათოლიკებისა... შემდგომ ვართაპეტმა
უბრძანა ეკკლესია დაეკეტათ და ზარები აღარ დაერეკათ, რათა ყველას მარტო ის
ეფიქრათ, რის აღსრულებაც უნდოდათ. ხოლო ჩვენ გული არ გავიტეხეთ და არც
ზარების რეკა შევაჩერეთ პარასკევამდე. მეორე დღეს ადრიან დილაზე ყველა
მღვდლები შეიკრიბნენ ტერ დავითას ეკკლესიაში, სადაც იდგა ის დაწყევლილი
ვართაპეტი და მოელაპარავეს, რაც უნდა ეთქვათ მეფისათვის. შემდგომ დიდძალის
ხალხითურთ მივიდენ მეფას სახლში და დაუცადეს ვიდრე მეფე გამოვიდოდა; რა
გამოვიდა მეფე საწოლიდგან, ყველა ეს საძაგელი ბრბო შევიდა შიგნით, სადაც
დაიწყეს თავიანთი ეშმაკებრივი აზრების წარმოთქმა, ჩვენზე დრტვინვა და თქმა,
რომ ნახევარი ქალაქი გაფრანგებულიაო, ამის თანახმი არა ვართ, არც გვინდა
სომხები მათს ეკკლესიაში დადიოდნენო, ისინი მატყუვრები არაინო... აღარ გვინდა
პატრები ქალაქში დარჩნენ, არამედ ქალაქს გარეთ უნდა გავიდენო; სპარსეთის
მეფემ რომ შეიტყოს, ნახევარი ქალაქი გაფრანგებულა, არც თქვენ მოგივათ კარგი
საქმეო; ეგრეთვე რადგან იმათ ცოლი არა ჰყავთ, ნება არა აქვსთ ვისმე აღსარება
ათქმევინონო და სხვა ამნაირი ბევრი საძაგლობა უთხრეს... სადილობის შემდგომ
უფროსი პატრი და პატრი ალექსანდრე წავიდენ ყულარ აღასთან, რომელსაც
დაებარებინა ისინი ამ საქმის შესახებ მოსალაპარაკებლად. რა მივიდენ, იქვე
დახვდათ მეფე, ვართაპეტი ოთხი სხვა მღვდელითურთ, მამასახლისი და
აბედინაშვილი. შესვლისას ისინი მეფემ მიიწვია და თავისთან ახლო დასვა, ხოლო
სხვა ყველანი ფეხზე იდგნენ. ჩვენს სასარგებლოდ ლაპარაკობდენ მეფე და ყულარ
აღასი ვართაპეტთან და ეუბნებოდენ, რომ, ჩვენ ვითარცა მოციქულები,
გამოგზავნილი ვიყავით პაპისაგან წმიდა სახარების საქადაგებლად, ჩვენ ყველას
ვსწამლობდით დიდის სიყვარულით, ჩვენ აქ არ ვიყავით სიმდიდრისა
მოსაპოებლად, არამედ მარტო ყველასთვის სიკეთის საქმნელად და იმისთვის
რათა გვესწავლებინა ჭეშმარიტი გზა სასუფეველისა. ვართაპეტმა უპასუხა მეფეს: ეს
ყველაფერი კარგი, მაგრამ ჩვენ არ გვინდა, რომ მაგათ ეკკლესიაში რომელიმე
სომეხი მივიდეს, ჩვენც ვიცით სწავლება და ჭეშმარიტი სასუფეველის გზის
ქადაგება. რადგანაც მეფეს ბლომად მიეღო ფულები, 20 თუმანი, პატრებს უთხრა:
გაიგონეთ რასაც ამბობს ეს ვართაპეტი, მართლადაც ძრიელ კარგი იქმნება, რომ
ყველანი თავის ეკკლესიებში იარებოდნენ, მაშინ ერთმანერთში ძმასავით
ვიქმნებითო. პატრი ალექსიმ მიუგო: ბატონო ჩვენ ხომ ძალით არავინ მოგვყავს
ჩვენს ეკკლესიაში, იგი ყველასათვის ღია არის, ვისაც უნდა მოვა... მეფე წავიდა,
პატრები დარჩნენ ყულარ აღასთან და სომხებთან, სადაც ბევრი ილაპარაკეს. ეს
მატყუარა ყულარ აღა ლაპარაკში განგებ მუდამ ჩვენ გვესარჩლდებოდა და მათ
აყვედრიდა; ვართაპეტმა რა ნახა ესა, თუმცა მოჩვენებით იყო, მაგრამ მაინც კი
პატრების წინაშე ეს ყვედრება ვეღარ აიტანა, გაბრაზებული გავიდა თავის
მღვდლებთან ერთად და დაიწყო შეჩვენება და წყევლა ყველა იმათი, ვინც არ
დაკეტავდა დუქნებს და ჩვენის ეკკლესიის და სახლის დასაქცევად არ მოვიდოდა.
ამ შეჩვენებისა და წყევლისაგან შეშინებულმა ვაჭრებმა და მედუქნებმა ყველამ
დაკეტეს დუქნები, და ყველანი საშინელის ყვირილით, შეიარაღებულნი კეტებით და
ცულებით, წამოვიდენ ჩვენი სახლისკენ. ამ გაბრაზებულ ეშმაკის მონების ყვირილი
ისეთი იყო, რომ ქუჩებში ყველა დედაკაცები სახლებიდგან გარედ გამოცვივდენ და
ზოგიც თავიანთი სახლების ბანებზედ ავიდნენ, რათა იქიდგან ეცქირათ ამ
წარმოდგენისათვას, რომელიც მართლა მეორედ მოსვლის დღესა ჰგავდა, რა
მოვიდენ, დიდრონის ქვებით, კეტებით და ცულებით დაიწყეს კარის შემტვრევა,
მაგრამ ვერ ჩამოაგდეს კარი, რადგან მაგარი იყო. ხოლო ჩვენ შიგნით სახლში
ვიყავით და ამ ყვირილისა, კეტების და ცულების ჯახა-ჯუხისა ვერაფერი გაგვეგო,
რისთვის იყო; რადგან უფროსი პატრი და პატრი ალექბი მეფესთან იყვნენ, ჩვენ
ვერ შევიტყეთ: ეს ამბავი მეფის ბრძანებით იყო, თუ არა. ამ ხალხმა რა ნახა, რომ
კარიდგან ადვილად შემოსვლა არ შეიძლებოდა, უმეტესობა ავიდა ბანებზედ, ჩვენი
ბაღის წინ რომ იყო და იქიდგან დაუწყეს სეტყვასავით ქვების სროლა ეკკლესიასა
და ყორეს დიდის ხმაურობით. ამ დროს, როცა ეს გაცოფებული ხალხი თავის ჯავრს
ქვების სროლით იყრიდა, ჩვენის ბაღის ქვეითა გზით გაიარა ცხენით დივანბეგმა,
რომელსაც თან ახლდა მრავალი თავისი კაცები, ამ ბატონმა, რა დაინახა ჩვენის
სახლის გარეშე ეგოდენი ხალხი და გაიგონა რახა-რუხი, რომელსაც ჩვენს სახლს
უყოფდენ, სასწრაფოდ გამოგზავნა შეიარაღებული კაცები, რომ დაეცვათ ჩვენი
ეკკლესია, სახლი და ჩვენ ყველანი. ისინი საჩქაროდ მოვიდენ ჩვენ კარებთან,
მაგრამ რა ნახეს, რომ ხალხის სიმრავლის გამო კარებიდგან ვერ შემოვიდოდენ,
ავიდენ ბანზედ, რომელიც გადმოსცქეროდა ჩვენს ბაღს და საიდანაც ხალხი
სარკმელებს და ეკკლესიას ქვებს უშენდა. მდივანბეგის კაცები ხალხს მისცვივდენ
ჯოხებით და შეაჩერეს კიდევაც; ზოგი მათგანი გადმოხტა ბაღში და მოეშველნენ
კარებს, რომელიც უკვე ცოტა ჩაენტვრიათ. ხალხმა რა დაინახა, რომ იმ ბატონის
კაცები შიგ იყვნენ, კარის მტვრევაზე ხელი აიღო. ჩვენი მოსამსახურე ჩინტეტი
ყულარაღის სახლში პატრებთან იყო. რა გაიგო ქალაქში ეს ხმაურობა, საჩქაროდ
გამოიქცა. ჩვენის სახლისკენ და ნახა თუ არა, რომ ხალხი კარებს ამტვრევდა,
მაშინვე გაბრუნდა და შეატყობინა პატრებს, რომ ხალხი ჩვენს სახლს ანგრევსო. ეს
ამბავი რა გაიგონა მოჩვენებულმა ყულარ აღასმა, გაბრაზებული წამოდგა ფეხზე და
უთხრა მამასახლისს: დიდი ცეცხლი მოეკიდოს შენს სახლს, წადი ჩქარა შე ძაღლო
და მოაშორე იქიდგან ხალხიო. ესეც საჩქაროდ წამოვიდა ჩვენს სახლისკენ და
ჯოხით გაფანტა მომეტებული ხალხი რომელიც უკვე დამცხრალიყო მდივანბეგის
კაცების შიშით. ყულარ აღასმა შემდგომ პატრებს ჩვენს სახლამდე თავისი მეკარე
გამოაყოლა. ამათ რა ნახეს უწყალო სომხების ეგოდენი ნასროლი ქვა
მოთმინებიდან გამოვიდენ, ის კი არ აბრაზებდათ უფრო, რომ სომხების ნასროლის
ქვებისაგან ასეთი ყორე დამდგარიყო, არამედ ისა, რომ ყულარაღამ ჯერ
მოჩვენებით ჩვენს სასარგებლოდ ილაპარაკა და ბოლოს კი ამდენი ხალხი
მოგვისია. ეს ხალხი ორ საათამდინ დარჩა ჩვენის სახლის წინ. შაბათს მამასახლისი
მივიდა მეფესთან და გამოართვა ერთი წერალი, რომლის ძალითაც, თუ რომელიმე
სომეხი მოვიდოდა ჩვენს ეკკლესიაში უნდა გადაეხადა 12 თუმანი მეფისათვის;
შემდგომ ასეთის კაცისათვის სომხებს ან თვალები უნდა დაეთხარათ, ან წყალში
უნდა გადაეგდოთ. რა მიიღო ეს გასაკიცხი წიგნი, მთელ ქალაქში გამოაცხადებინა,
როგორც ერთი ბრძანება რამ. ამის გამოცხადების შემდგომ თუ აქაური და თუ უცხო
სომხები აღარ მოდიან ჩვენს ეკკლესიასა და სახლში... ახლა უეჭველად საჭიროა,
რომ წმიდა კრებამ სპარსეთის მეფისაგან მოგვიპოვოს რახამი (მეფის ნებართვა),
თუ უნდა რომ მისიონი დარჩეს ამ ქალაქში. სხვა გავლილის დევნულობის დროსაც
მეფე მუდამ გვეუბნებოდა ესრეთ: „მოიპოვეთ ნება სპარსეთის მეფისგან, მერე
უყურეთ თუ რას ვიქმ თქვენთვის: ეხლა არაფერის ქმნა შემიძლია, რადგან სომხები
მეუბნებიან: რათ გყავსთ აქ ეს ფრანგები, რომლებსაც არა აქვსთ სპარსეთის
მეფის ნებართვაო... ცხადია რომ ამ ნაირად მისიონი აქ ბევრ ხანს ვერ გასტანს, ეს
უწმინდური სომხები აქედგან გვერეკებიან, აქ ამბობენ, რომ ამ მეფის შემდგომ,
სპარსეთის მბრძანებელს აზრად ჰქონია, აქ ნამდვილი სპარსელი მაჰმადიანი
გამოგზავნოს მის მაგიერად, რათა ბაგრატიონთ ჩამომავლობა მთლად ამოაგდოს;
თუ ასე ჰქმნა, მაშინ ჩვენ აქ ურახამოდ დადგომა აღარ შეგვეძლება...
საქართველოს ამბავი ისევ ეგრეთია, როგორათაც წინად მოგწერე. გიორგი მეფე
ისპაჰანს არის და იმედით სცხოვრობს... ტფილისი 20 ივნისსა, 1698 წ. პატრი
ამადიო ბრეშელი”.
კიდევ გვაქვს ერთი ამისთანა ვრცელი მოხსენება, რომელშიც აღწერილია
სომხების მიერ ატეხილი, დევნულობა, ბარძიმის გამოსარჩლება კათოლიკების
დაფარვა. ამ წერილს არც თარიღი აქვს და არც დამწერის ხელია მოწერილი.
როგორც სჩანს, ერთ მესამე პირს გამოუკრეფია ტფილისიდგან პატრი
სილიბისტრეს წერილებიდგან და პროპაგანდისთვის გადაუცია. ეს წერილი
დაწერილი უნდა იყოს ან 1697, ანუ 1691 წელს, როცა სომხებმა დევნულობა
გამართეს. რადგან ამას თარიღი არა ჰქონდა, ვერც ჩვენ შევიძელით მისი დროს
განსაზღვრა; ამიტომ მოვიყვანთ მას აქ ბოლოში და შევამოკლებთ რაოდნათაც კი
შეილება.
„ტფილისის მისიონერი კაფუცინი პატრი სილიბისტრე იწერება ვრცელს
მოხსენებას შესახებ ერეტიკოს სომეხთა მიერ ჩადენილის დევნისა. იმ ქალაქის
კათოლიკების წინაადმდეგ. ამბობს, რომ ეს დევნა გამოწვეულ იქმნა კათოლიკების
გულმხურვალების გამო. რადგან საჯაროდ აღიარებდნენ კათოლიკე სარწმუნოებას.
ეგრეთვე სომხებმა ისარგებლეს ბარძამის იქ არ ყოფნით, რადგან იგი იქაურობას
განშორებოდა შიშის გამო ჟამისა, რომელიც ძრიელ მძვინვარებდა; იქ დარჩენილ
იყვნენ მარტო მაჰმადიანები. ამიტომ სომხები წინაღდგომოდენ კათოლიკებს და
თავიანთისვე უფლებით გამოეცათ ბრძანება, რომლითაც უკრძალავდენ
კათოლიკებს კაფუცინების ეკკლესიაში წასვლას. თუ ვინმე წავიდოდა, მას ჯარიმად
გადახდებოდა თორმეტი თუმანი, რომაული 15 სკუდი. ხოლო ეს წამსვლელი თუ
დედაკაცი იქმნებოდა ვირზედ უნდა შეესვათ და ისე ქალაქი უნდა შემოეტარებინათ.
ეს რა შეიტყო მთავარმა, მაშინვე გაგზავნა რავდენიმე მოხელე და გამოაცხადებინა
ამისი წინააღმდეგი ბრძანება. გარნა ეს ბრძანება შეურაცხებად მიიღეს და მაშინვე
წავიდენ, ნახეს მაჰმადიანი ნახჩევნის მთავარი, ვეზირი, ციხის უფროსი და სხვა
სამსახურის კაცები; ამ პირებს ჩააგონეს რომ მისიონერებს ქალაქის უმეტესი
ნაწილი გაუფრანგებიათ, მალე ქალაქს ერთიან გააფრანგებენ და კიდევაც
სპარსეთის მეფის წინააღმდეგაც ააჯანყებენო, თუ ისინი არ შეაშინეთ და
ნაცვალსაც ნაცვლობა არ ჩამოართვით, რადგან ისიც ფრანგების ერთი
წინაპართაგანიაო... სომხები გაამაყდენ ამ შეჩვენებულის გამარჯვებით, მასთანვე
დაიყოლიეს ერთი სამსახურის კაცი და გაალახვინეს სამი კათოლიკე რომელთაც
სიამოვნებით მოითმინეს ეს გალახვა, იქამდე, რომ თვითონვე აქეზებდენ მოხელებს
კიდევ გვცემეთო და ეუბნებოდენ: სრულებით არაფერია იმასთან შედარებით, რაც
ჩვენის სიყვარულისათვის ჩვენმა გიორგიმ იტვირთაო, ჩვენც დავითმენთ
ჭეშმარიტების სიყვარულისათვისო. ამ კათოლიკეთა შორის იყო ერთი მეტად
პატიოსანი კაცი, რომელსაც ჰყავდა კვალად სამი ძმა კათოლიკე. ეს მივიდა იმ
ადგილს, საცა სხვა კათოლიკებს სცემდენ და ეს უთხრა მტარვალებს: „ჩემი ძმა
გალახეთ ჭეშმარიტების მიღებისათვის, ესევე ჭეშმარიტება მე უფრო იმაზე წინ
მივიღე, მაშ მეც შემბოჭეთ და გამლახეთ, რადგან მეც ვნატრობ ვნებას უფლისა
ჩემისათვისო". ეს თხოვნა განიმეორა და ამიტომ ესეც გალახეს. ხოლო ამან
გალახვის შემდგომ ისეთი კარგი სიტყვა უთხრა, რომ ბევრმა მათგანმა შეინანა.
ქალაქში რომ არ სცხრებოდა სომხების თავგასულობა და დევნულობა,
დედაკაცები, რომელთაც ერთი წლის წინეთ მიეღოთ კათოლიკობა, იძულებულნი
გახდენ სხვაგან უშიშარ ადგილს შეჰფარებოდნენ. ბოლოს უფროსი პატრი წავიდა
ნახჩევნის მთავართან და ვეზირთან და უთხრა თავისი აზრი, რომ ისპაჰანს
სპარსეთის მეფესთან კაცის გაგზავნას ვაპირობო, რათა მას ვაცნობო ყველა
უსამართლობა, რაც ამ ქვეყანაში ხდებაო, ამ კაცის გაგზავნაზე თქვენი თანხმობაც
მომეცითო. ეს თანხმობა მისცა, მაგრამ დაავალა კი, თავისი სახელი არ
გამოეცხადებინა და ესეც უთხრა, რომ მეც მინდა ამ საქმეს ბოლო მოეღოსო.
ხოლო ვეზირს ამ ამბავისა მოერიდა და წავიდა ბარძიმ მთავართან და თან მიუტანა
ნახჩევნის მთავრის წიგნიც და აუწყა თავისი აზრი. ბარძიმმა რა მოისმინა ეს ამბავი,
იწყინა და ორ გზის მისწერა ქალაქის მცხოვრებთ და დაემუქრა, თუ არ
დასცხრებით, დაგსჯითო. ამავე ნაირად ჰყო მდივანბეგის ძმამაც, რომლისა მთელს
საქართველოს ეშინია. გარნა ამითი არაფერი იქმნა და არ დასცხრნენ, რადგან
სომხების მღვდლებმა ხალხის დიდ ნაწილთან ერთად დაატანეს ძალა და
რავდენიმე კათოლიკეს ჩამოართვეს პირობის წერილი, რათა კათოლიკების
ეკკლესიაში აღარ ეარათ. ამ ხელწერილის მიმცემნი იყვნენ თორმეტნი. ეს ყველა
რა შეიტყო დივანბეგის დედამ, მაშინვე წერილით თავისთან დაიბარა უფროსი
პატრი. ხოლო ამან ბოდიში მოიხადა და შეუთვალა, ასეთის არეულობის დროს
მისიონს თავს ვერ დავანებებო. გარნა შვილმა ოთხგზის მოსწერა უფროსს: მოდი
ჩემთან, რადგან მინდა ეგ საქმე დავაბოლოვო ისე, როგორც თქვენ გინდათო.
შეგულიანებული პატრი წავიდა მთავართან და შეატყობინა ყველაფერი. მთავარი
(ბარძიმი) მაშინვე წამოვიდა ქალაქს, ნახა ნახჩევნის მთავარი და უთხრა: ეს საქმე
მე უნდა დავაბოლოვო ისე, როგორც მე მინდა, თქვენ სრულებით ნუღარ გაერევით
ამაშიო. ამანაც უპასუხა, რომ მე არაფერ შუაში ვარ და თვით ამ საქმისაგან ხელს
ვიბანო, ამან მაშინვე გასცა ბრძანება და აუკრძალა ყველას, რომ არავის შეეძლოს
ვისთვისმე დაეშალა პატრების ეკკლესიაში სიარული, რადგან მინდა კაფუცინების
მდგომარეობა შეიქმნეს ისეთი, როგორიც უწინ იყოვო. გარდა ამისა დააჭერინა
სომხის მღვდლები და მათი უფროსი, რომელიც ორგზის გაალახვინა და ეგრეთვე
გამოუცხადა, რომ უკან დაებრუნებინათ კათოლიკებისათვის ჩამორთმეული
პირობის წერილები, სომხებმა რა ნახეს მისი ესე ფიცხელი და მკაცრი მოპყრობა,
შეშინდენ და შეჰპირდენ, ხვალვე მოგართმევთ ამ წერილებსო. იმ დღესვე მიცემა
აღარ შეეძლოთ, რადგან წიგნები უკვე ბევრის ხელში იყო გავლილი. მეორე დღეს
სხვა მღვდლები მივიდენ ნახჩევნის მთავართან და შესჩივლეს, რომ სარწმუნოების
საქმეში ერისცები ერევიანო. იმანაც უპასუხა: მაგ საქმისგან ხელი დამიბანია და
არც ამას მოგისმენთო. ამ გარემოებაში, ერისთავის სასიამოვნებლად ერთმა
ქართველმა მუშტები შემოჰკრა მღვდლების უფროსს და ბევრი უშვერი სიტყვაც
უთხრა, რისგამო ქალაქის მცხოვრებნი მივიდენ ქართველების პატრიარქთან,
რომელიც მთავრის ღვიძლი ძმა არის და სთხოვეს მას, რომ კათოლიკების
წერილები მათ არ ჩამორთმევოდათ და დაჰპირდენ საჩუქრად ძექინების
(ოქროების) მიცემას. იგიც შეჰპირდა. პატრი სილიბისტრემ ყველაფერი წერილით
აცნობა ბარძიმ მთავარს. რომელმაც რა შეიტყო ეს, პატრი დააიმედა, რომ ამ
წერილებს გამოურთმევლად არ დავსტოვებ, თვით სიკვდილიც რომ მემიზეზოსო,
რადგან დედაჩემს ამისი პირობა მივეციო... რა ნახეს მღვდლებმა რომ არაფერი
იმედი იყო, მას ჩააბარეს წერილები. შემდგომ დაუძახა ამათ და კარგად დაარიგა
და ეგრეთვე საჯაროდ გამოაცხადა, რომ იგი კაფუცინების მფარველი იყო;
რაისგამო მაშინვე წავიდა და უფროსი პატრი ნახა და უთხრა, მე თქვენს ეკკლესიას
ვეკუთვნიო, შუა ქალაქში მუდამ მას ხელს ვაუყრის და ისე გაატარებს ხოლმე"...
ზემოდ დასახელებულმა, 1698 წელს მომხდარმა სომეხთა მიერ საშინელმა
დევნულობამ დიდი ყურადდება მიიქცია რომისა და ეგრეთვე ევროპისაც. ამიტომ
რომ მ ა შ ე ს აფერ ღონ ი ს ძ ი ე ბ ა ს მ ი მ ართა , რათა სომ ხ ე ბ ი ს ე სრეთი ს
თავგასულობისათვის ბოლო მოეღო. ამავე დროში, საჭიროების გამო
საქართველოდგან რომში გაეგზავნათ პატრი ფილიპე სელანელი, რომელიც რომში
თუ წინანდელი და თუ ამ დროს მოხდენილი დევნულობის ამბავი ყველაფერი
კარგად შეატყობინა. პაპი იძულებული გახდა სპარსეთის მეფესთან ელჩი გაეგზავნა
და წიგნი მიეწერა. იქ გასაგზავნად ამ კაფუცინზე უკეთესი კაცი ვერ ნახა პაპმა;
ამისთვის ესევე დანიშნა თავის ელჩად და შაჰს მისწერა წიგნი 26 იანვარს 1699 წ.
და სთხოვა, რომ მთელ მის სამეფოში კაფუცინებისა და მისიონისათვას
თავისუფლება მიეცა და მფარველობა აღმოეჩინა სომეხთა მიერ დევნულობის
წინააღმდეგ. ეს პატრი წავიდა სპარსეთში ამავე წლის 3 თებერვალს და პაპის
წერილის გარდა, შაჰთან ეგრეთვე ევროპის მთავრების წერილებიც წაიღო.
ზემოდ ხსენებული დევნულობისას ეს კაფუცინი თავის წერილში ამბობს:
„როდესაც მე ამ საქმისათვის რომში ვიყავი, თუ ხსენებული უფროსი პატრისა და თუ
სხვა მისიონერების წერილებიც მოვიდა, იუწყებოდენ მკაცრს დევნულობას,
რომელიც სქიზმატიკ სომხებს აღეძრათ ორივე მისიონის წინააღმდეგ,
საქართველოში ტფილისსა და განჯასა სპარსეთის სამეფოში. ამ დევნულობას
იქამდე მიეწია, რომ უნდოდათ თურმე ერთიან გაენადგურებინათ მისიონი. ამ
თავიანთ უბოროტეს წადილს კიდევაც შეასრულებდენ, მაღალ ღმერთს სახიერებით
და მოწყალებით რომ არ გადმოეხედნა, ქართველებისა და მაჰმადიანების გული
სიბრალო მისიონერ კაფუცინების შეწევნის სურვილით რომ არ აღეძრა. თუმცა იმ
დროს დევნულობა ცოტა დაწყნარდა, მაგრამ სომხები ეცადნენ და დააკეტინეს
ჩვენი ტფილისის ეკკლესია. ეხლა, კათოლიკეთაგანს არავისი შეუძლია იქ შესვლა,
რადგან სიკვდილით დასჯიან".
ამ პატრმა თუ მიტანილი წერილების საშუალებით და თუ ისპაჰანში მყოფის
მისიონერების დახმარებით, მალე გამოიტანა ყეინისაგან, რასაც პაპი სთხოვდა.
ყოველი მისი სათხოვარი მთავრობამ წერილებით აღუსრულა. ეს წერილი (ეგრეთ
წოდებული რახამი) მაშინვე გამოუგზავნა ტფილისს, რათა ამით როგორმე
შეღავათი მისცემოდა კათოლიკებსა და პატრებს. შაჰი ამ ბრძანებით კაფუცინებს
ანიჭებდა ასეთ სიმართლეს: მათ შეეძლოთ ახალი ეკკლესიები აეშენებინათ და
ძველები შეეკეთებინათ; კაფუცინებს თავისუფლად უნდა ემგზავრათ სპარსეთის
მთელ სამეფოში და არავითარი ბაჟი უნდა გამორთმევოდათ; თუ ვინმე
შეეხიზნებოდათ სახლში, არავის შეეძლო მისი იქიდან გამოყვანა; ყველანი
პატივისცემით უნდა მოჰპყრობოდენ კაფუცინებს, ვითარცა მთავრობის სტუმრებს;
მათ ეკკლესიებში მისვლა ქრისტიანებისათვის არავის უნდა დაეშალა და არც რამ
ვნება უნდა მიეცა ვისმე გაკათოლიკებისათვის; ის სომხის მღვდლები, ვინც
კათოლიკებს როგორმე დააშინებდენ, ფიცხელად უნდა დასჯილიყვნენ; კაფუცინებს
სრული თავისუფლება ეძლეოდათ ყველა ნაირი საეკკლესიო სამსახურის
აღსრულებისათვის; რაიმე შეურაცხყოფა არავის უნდა მიეყენებინა მათი საჭმელის
გამო; ადგილობრივ მთავრობას მათთვის მფარველობა უნდა აღმოეჩინა
ყოველთვის და დაესაჯა ვინც ამ ბრძანების წინააღმდეგ მოიქცეოდა. შაჰმა ერთი
სიტყვით მიანიჭა რაც სთხოვეს. ამაზედ მეტიც აღარ მოეთხოვებოდა სხვა
სარწმუნოების მთავრობას. მთავრობის მიერ ამ უზომო მფარველობის აღმოჩენამ
მაინც დიდად არაფრად იმოქმედა სომხებზე. ამათ თავიანთი ბოროტების იარაღი
ხელიდან არ გააგდეს; როდესაც და სადაც გაუვიდოდათ, უწყალოდ სდევნიდენ
კათოლიკობას, როგორც ამას შემდეგ თავშიაც ვნახავთ.
აქ ვაბოლოვებთ XVII საუკუნის განხილვას. ჩვენის აზრით ეს საუკუნე უნდა
შეირაცხოს კათოლიკობისათვის ერთ საუკეთესო ხანად, რადგან, როგორც ვნახეთ,
პაპის ყურადღების მიქცევა და მისიონერების შრომა უნაყოფოდ არ დარჩა.
საქართველოს ყველა კუთხეში კათოლიკობას ქართველებმა მტრობა კი არ
დაუწყეს აღმოსავლეთის სხვა ერთა მსგავსად, არამედ დიდი თანაგრძნობა
აღმოუჩინეს. თუ საქართველო ერთიანად ვერ შეუერთდა რომის ეკკლესიას,
რაზედაც ერთ ორ გზის მოიწადინა, არ აუკრძალავს მაინც, რომ ქართველებს,
ვისაც კი უნდოდა, მიეღო მისი სარწმუნოება. ამიტომ ამ გაკათოლიკებულ
ქართველების რიცხვში არა მარტო მდაბიო ერის კაცი, არამედ საქართველოს
თვით უწარჩინებულესნი პირნიც იყვნენ, როგორც, მაგალითად, ბარძიმ ერისთავი,
გიორგი მეფე, ლევან დადიანი, ექვთიმე მთავარ-ეპისკოპოსი, დიდათ
განათლებული ალავერდელი და სხვაც ბევრი მათი მსგავსი.
ეს საუკუნე არა მარტო, კათოლიკობისათვის იყო შესანიშნავი და საუკეთესო,
არამედ, ამა თუ იმ მხრივ, თვით მთელს საქართველოსათვისაც. ამ საუკუნის
აღწერა შეადგენს ერთ ვრცელს და ძვირფასს ნაწილს ჩვენის მატიანისას. ჩვენ ამის
დაწვრილებით აღწერას არ გამოვუდგებით, რადგან ამ წერილის საგანს არ
შეეხება. მხოლოდ აქ მოვიხსენიებთ რავდენიმე სიტყით.
ეს საუკუნე ჯერ იმითია ყურადსაღები საქართველოსთვის, რომ მისიონერებმა
დაახლოვებით და ზედ მიწევნით გააცნეს ევროპას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი;
აუწერეს ყოველი ჩვენი ავ-კარგი; გააცნეს, თუ რა უსაზღვრო ენერგიით იცავდენ
ქართველები თავიანთს მიწა-წყალს; გამოაქვეყნეს ოსმალების და სპარსელების
აღურიცხველი უღმრთოება, რომელსაც აყენებდენ ქართველ ერსა სარწმუნოებისა
და თავისუფლების მოსასპობლად. მათმა სხვა და სხვა აღწერილობამ მთელი
ევროპა განაკვირვა და ქართველ ერისადმი სიმპატია დაუბადა; მანვე ყოველ
შეგნებულს ადამიანს ცხადათ უჩვენა ქართველი ერის დიდი ღირსება; რაის გამო
ევროპის მთავრები არ თაკილობდენ ჩვენ მეფეებთან დაახლოებას და მათ
დამეგობრებას. რაც ამ საუკუნეში დაწერეს ევროპელებმა საქართველოს შესახებ,
ვგონებთ, ეგოდენი არც ერთ საუკუნეში დაეწეროსთ. ამას მოწმობენ ვრცლად
აღწერილნი ისტორიანი, სხვათა შორის, პეტრე დელავალესი, პეტრე ავიტაბლესი,
სილოსი, არქანჯელო ლამბერტისა, კლემენტე გალანოსი, ვერიჩელისა და ბევრიც
სხვათა.
საქართველოსთვის ეს საუკუნე კიდევ იმითი არის დიდათ შესანიშნავი, რომ
სწორედ მის პირველ წლებში, ესე იგი 1629 წ., როდესაც საქართეელოს ჯერ
სიზმრადაც არ ექნებოთა ნახული სტამბა, რომში პატრებმა დაარსეს პირველად
ქართული საბეჭდავი, გამოსცეს წიგნები და მით ევროპას ჩვენს ერთან ერთად
გააცნეს ეგრეთვე ჩვენი ენა და ლიტერატურაც; გამოსცეს სხვა და სხვა წიგნები,
როგორც ლექსიკონი, გრამატიკა, კატეხიზმო და სხვა. ეს არ იკმარეს. იქვე დაარსეს
ქართულის ენის შესასწავლად კათედრაც: პროპაგანდის კოლეგიაში სხვა ტომთა
ენებთან ერთად ჩვენს ენასაც საპატიო ადგილი დაუთმეს. მასთან ბევრ ქართველის
შვილებს გზა გაუხსნეს ევროპაში, მაღალ სასწავლოში სწავლა მიაღებინეს, რათა
ესეთი განათლებულნი ქართველნი პატრებს მხარში ამოსდგომოდენ და ეღვაწნათ
გასანათლებლად ქართველთა ერისა, რომლის ნიჭიერება ევროპამ კარგად სცნო
და დააფასა.
ყოველივე ესე წვრილვანია შედარებით იმ მრავალ გვარ და აღურიცხველ
სიკეთესთან, რომელიც ლათინის მოძღვრებამ მიაგეს ქართველ ერს თვით
საქართველოში და მის გარეშე. ამ საუკუნეში საქართველომ რაოდენი უბედურება
და წამება არ გამოიარა! ამ უბედურების მიზეზნი იყვნენ: ერთის მხრით მისნი
დაუძინებელნი და ძლიერნი გარეშე მტერნი, მეორეს მხრით შინაური უთანხმოება,
ყოველსავე ამას ზედ დაურთეთ სხვა და სხვა, ბუნებისგან მოვლენილი უბედურება.
ესრეთ ბევრნაირად დაწყლულებულ საქართველოს შემოესწრნენ გულმოწყალე
პატრები და როგორც ლმობიერათა დედათ, ყოველ ნაირი გულშემატკივრობა და
შემწეობა აღმოუჩინეს. ქრისტიანებრივის სიყვარულით გამსჭვალულთ, მაღალის
ზნით და გონებით შემკულთ და მოყვასის სიყვარულით გატაცებულთ, რა ნახეს
ერთი მშვენიერი ქართველი ერი ეგოდენ მრავალ ნაირი უბედურებით
შეჭირვებული, მწუხარესთან შესწუხდენ, მტირალთან ცრემლი ღვარეს, ყველას
თავს შემოევლნენ და რაოდნადაც კაცობრივი ძალა შესწევდათ, ყველას ნუგეში
ჰსცეს და ცრემლი მოსწმინდეს? ვინ ჩამოსთვლის მათ აუარებელს ამაგს ჩვენის
ქვეყნისთვის! რაოდენი ტყვე დაიხსნეს, თუ გაყიდულნი და თუ გასაყიდნი: რაოდენი
ქართველი სიკვდილს გადაარჩინეს, რაოდენი სისხლის ღვრა შეაჩერეს, რაოდენი
მგელი კრავად აქციეს, რაოდენი შური, მტრობა და ძმის მკვლელობა მოსპეს და
აღმოფხრეს, რავდენნი სნეულნი გაჰკურნეს, რავდენ გაჭირვებულს უშველეს და
ცრემლი მოსწმინდეს? ვინ განსაზღვრავს მათ მიერ რჩევას, სწავლასა და
დარიგებას, რომელსაც აძლევდენ ყველას, მეფითა და ეპისკოპოსებით
დაწყებული, ვიდრე უკანასკნელ მონა-გლეხამდე? ვინ გაითვალისწინებს, თუ რა
ყოვლადის უანგარობით სცდილობდენ ქართველის გულში ჩაენერგათ გრძნობა
მამულის სიყვარულისა, მისის ერთგულებისა, ესწავლებინათ, რომ მისი წმიდა
მოვალეობა იყო შეერთებულის ძალით მტრისაგან დაეფარა ქრისტიანე სამეფო!
მათის ამაგის სათითაოდ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ხოლო საკმაოა ვსთქვათ,
რომ ლათინის მოძღვრები იყვნენ საქართველოში, როგორც მისნი ერთგული
ნამდვილნი შვილნი და ეპყრობოდენ ქართველ ერს, როგორც დიდად გულ
დამწვარი მამა და ძმა: ცდილობდენ მისთვის აეცილებინათ ყველა ნაირი
უბედურება და მოეპოვებინათ მისთვის ყველა გვარი სიკეთე თუ ნივთიერი და თუ
გონებრივი, თუ საწუთრო და თუ სამარადისო. ამ თავიანთი სურვილის
განსახორციელებლად იგინი არ ერიდებოდენ არავითარ შეწუხებას, ყველაფერს
თავზე ღებულობდენ და ბევრ გზისაც თავიანთ სიცოცხლესაც მსხვერპლად
სწირავდენ.
პატრების ეს მრავალგვარი სიკეთე და თავის განწირულება ჩვენთა წინაპართა
საკმაოდ ჰსცნეს და ჯეროვნადაც დააფასეს: კიდეც იმიტომ გაიხადეს ისინი თავიანთ
ერთგულ მეგობრებად და მამებად; გულმოდგინებით უსმენდენ მათ რჩევას, ხშირად
მათ სარწმუნოებასაც ღებულობდენ; მათ უწოდდენ ღვთის კაცებს და უსაზღვროდ
ენდობოდენ.
აი ამისა და თუ სხვა მიზესების გამო ეს საუკუნე პატრების წყალობით დიდად
ყურადსაღები შეიქმნა საქართველოსთვის.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия