ქუთაისელი კათოლიკები XIX საუკუნეში

/ნუგზარ კვარაცხელია, 1999/ როგორც ცნობილია, III-V საუკუნეში დაიწყო ქრისტიანული ეკლესიის გათიშვის პროცესი, რაც იმით დამთავრდა, რომ 1054 წელს ქრისტიანობა ოფიციალურად გაიყო ორ ძირითად მიმართულებად: მართლმადიდებლურად და კათოლიკურად. კათოლიკობა იქცა ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთ ძირითდ მიმართულებად მართლმადიდებლობასა და პროტესტანტიზმთან ერთად.