Posts

Showing posts from January, 2015

სპილოებით საფარი ჩიტვანის ჯუნგლებში. ნეპალი

Image
სადილის მერე დავისვენე, და დანიშნულ დროზე ისევ შევიკრიბეთ და სპილოების სადგურზე გავემგზავრეთ.  სადგური ასე გამოიყურება. ეს პლატფორმები საშუალებას იძლება ადვილად ავიდეთ სპილოზე. უამრავი ხალხი იყო. თითო სპილოზე 4 ადამიანი ჯდება, კოლოფიხ ოთხივე კუთხეში, წონასწორობა რომ იყოს დაცული.

ტარუს სოფელი და სპილოების ბანაობა. ჩიტვანი, ნეპალი

Image
სპილოების შემდეგ ჩავსხედით მანქანაში და წავედით სოფელში. როგორც ადრე დავწერე სახლებს ტორფისგან და თიხისგან აშენებენ, სახურავები ბალახისაა. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ სახურავს აახლებენ, კედლებიც 3-4 წელიწადში ერთხელ იცვლება.

სპილოები ჩიტვანში. ნეპალი

Image
ტყიდან სპილოების სადგომზე გამოვედით. როგორც ადრე დავწერე აქ მარტო დედლები არიან, მამლები ველურად ბუნებაში ცხოვრობდენ. როდესაც დედლებს კაცი მოუნდებათ უშვებენ ტყეში და თვითონ პოულობენ წყვილს. მერე ეტყობა თვითონ ბრუნდებიან უკან. ამ ფოტოზე ოჯახია, დედა და ორი შვილი. უფროსი არ მახსოვს რა ასაკისაა, ხოლო პატარა რამდენიმე დღის იყო. სპლიყვი :)

მარტორქა ჩიტვანში. ნეპალი

Image
 როგორც ადრე დავწერე მარტორქა წითელ წიგნშია. ეს უზარმაზარი ცხოველი ბრაკონიერების ხშირი მსხვერპლი სწორედ რქის გამოა. მიუხედავად იმისა, რომ მარტორქა ბალახით იკვებება, იგი ძალიან აგრესიული და საშიში მხეცია, რაშიც არცერთ მტაცებელს არ ჩამოუვარდება. გიდმა როგორც გვითხრა მარტორქა ცუდად ხედავს მაგრამ კარგად ყნოსავს, საშიში ეშვები აქვს და ახლოს მისვლა არ შეიძლება. თანაც მიუხედავად გაბარიტებისა სწრაფადაც დარბის.

ჩიტვანი, ჯუნგლებში სეირნობა. ნეპალი

Image
გავუდექით გზას. ჯუნგლები ჩოულებრივი ტყე იყო, მე უფრო რაღაც ისეთი წარმომედგინა, ფილმებში რომ არის, ძალიან ველური, მაჩეტეთი რომ უნდა იკვლიო გზა და რამე, ნუ ამაზონიის ჯუნგლები ეს არაა, ჩოულებრივი ტყეა. მაგრამ ჩვენს ტყეში აი ასე მოსეირნე ირმებს ვერ ნახავთ.

კანოეთი გასეირნება - ჩიტვანი, ნეპალი

Image
 დილა ძალიან ადრე დაიწყო, გათენებული არ იყო ჯერ გაგვაღვიძეს. თუმცა მადლობა კოპანის მონასტერს, დილით ადგომას შევეჩვიე და 5:30-ზე ადგომა არ გამიჭირდა. ნეპალში ცხოვრება ზოგადად ადრე იწყვება და ადრე მთავრდება. აქ მზის ამოსვლისას ყველა უკვე სამუშაოს იწყებს, თუ კი აქვთ რა თქმა უნდა. ვისაუზმეთ და 6 საათისთვის უკვე ნავების სადგომთან ვიყავით. ჩიტვანში სასტუმროების უმეტესობას დიდი პიკაპები ჰყავთ მათ კუზავოში გადაჰყავთ ტურისტები. სამხედრო მანქანებში როგორცაა :) მოკლე ინსტრუქტაჟის შემდეგ ჩავსხედით კანოეში, გიდი ცხვირზე დადგა და გავუდექით გზას. მდინარე ისეთი ნელია რომ დინებას ძლივს ვამჩნევდით.  თავიდან ყველა სელფებს ვიღებდით. მერე კი გარშემო მიმოვიხედეთ. ჩვენი გიდი გვიხსნიდა სად რა ცხოველი და მფრინველი ბინადრობს. ბევრი ფრინველი აქ ზამთარშო მოდის, ანუ ვინც ჩვენგან შემოდგომაზე მიფრინავენ ალბათ :) საინტერესოა.

მზის ჩასვლა ჩიტვანში

Image
მზის ჩასვლისთვის მდინარის ნაპირთან მივედით სადაც ბევრი ხალხი იყო, ყველა ფოტოტექნიკით შეიარაღებული.

Наш новый сервис – регулярные экскурсии по Тбилиси

Image
  Для всех гостей столицы Грузии – каждую субботу Highlander Travel проводит пешеходные обзорные экскурсии по Тбилиси. Цена фиксированная и составляет   13 долларов   с человека. Для детей 10-16 лет участие в экскурсии стоит   5 долларов , дети младшего возраста допускаются бесплатно . Оплата производится на месте встречи с гидом. Экскурсии будут начинаться по субботам в 11:00 и продлятся около четырех часов. Точка сбора – перед Информационным центром туризма в Пушкинском сквере, около Площади Свободы. Там же можно получить бесплатные карты города и страны, путеводители и буклеты. Гид будет держать в руках баннер с названием нашей фирмы « Highlander Travel ».   Экскурсия включает все главные достопримечательности Тбилиси: Площадь Свободы  – главная площадь города, расположена на краю Старого Тбилиси, застраивалась в XIX-XX веках. Крепостная стена  и Дигомские ворота Тбилиси – раскопаны при реабилитации улицы Пушкина. Проспект Бараташвили  – один из главных проспектов го

ჩიტვანის ეროვნული პარკი, გასეირნება

Image
  წინა პოსტში დაწვრილებით ავღწერე როგორ მუშაობს ზოგადად სისტემა. ახლა განვაგრძობ თხრობას. ესე იგი გიდი შეგვხვდა, კიდევ ერთხელ გაგვაცნო პროგრამა და გაგვიძღვა სასეირნოდ. სამხრეთ ნეპალი დაბლობია, ადრე აქ სულ ჯუნგლები, ჭაობები და მალარიის კოღოები იყვნენ. ერთადერთი ეროვნება, ვისაც აქვს მალარიის იმუნიტეტი ტარუა. მათ გარდა აქ ვერავინ სახლობდა. ტარუს ხალხი სახლებს მაღალი ბალახისგან (ტორფის მაგვარი) და ტალახისგან აშენებენ, გადახურვაც ბალახისაა. თანამედროვე სახლებზე შიფერია ხშირად, როგორც ზედა ფოტოზე. 50-60-ან წლებში ჭაობები დააშრეს, ჯუნგლების დიდი ნაწილი გაჩეხეს და აქ დასახლდა სხვა ხალხის, ბევრი ინდოეთიდან ჩამოვიდა, და დაიწყეს სოფლის მეურნეობა. ჩიტვანი კი სამეფო ნაკრძალი და სანადირო იყო. ძირითადი კულტურა ბრინჯია. ასე გამოიყურება ბრინჯის მივდვრები.

Праздничные туры в Грузию на весну 2015 года

Image
Дорогие друзя, мы стараемся сделать наши туры как можно доступнее, при том не теряя на качестве. Первый же весений праздник - это 8 марта конечно, когда мужчины должный дарить подарки любимым женщинам. Специально для этого случая мы преготовилий подарочный тур на 8 марта в Грузию   с разными вариантами - вы прилетаете в Тбилиси или в Кутаиси - мы вам рады. В конце марта мусульмане празднуют не менее важный и прекрасный праздник - Новруз Баирам - и конечно мы опять таки рады приветствовать гостей из Азербайджана и Казахстана что бы вместе отпраздновать наступление весны. Как вы знаете, несколько лет уже как и в Грузии отмечают этот праздник. Так что преглашаем на Новруз Баирам в Грузию ! В самом начале апреля Еврей празднуют Песах. А в Грузии прекраная весеная погода - все цветет и тепло. Куда ехать на Песах? конечно же в Грузию! и мы конечно же рады предложить программу вместе с нашим неизменным партнером в Израиле - Юлей - Волшебное культурно-гастрономическое путешествие по

ჩიტვანის ნაკრძალში გამგზავრება

Image
 მონასტრის ცხოვრება დამთავრდა და მეორე დილას 6:30-ზე უნდა ვყოფილიყავი ავტობუსების გაჩერებაზე საიდანაც გადიან ტურისტული ავტობუსები სხვადასხვა მიმართულებით. ორი სიტყვით ტრანსპორტზე ნეპალში. რკინიგზა როგორც კლასი არ არსებობს საერთოდ. მდიდარ ტურისტებს შეუძლიათ გადაფრინდნენ შიდა ავიახაზებით ნებისმიერი დიდი ქალაქიდან სხვა ქალაქში ან მთებში რაიონულ ცენტრებში. ყველა დანარჩენებისთვის კი არის ავტობუსები. ავტობუსები ორ ძირითად კლასად იყოფა - ადგილობრივი, იაფი, გადატენილი და არაკომფორტული და ტურისტული, შედარებით ძვირი (მაგრამ ჩვენთვის არც ისე) საკმაოდ კომფორტული და არ გადატენილი. ავტობუსები ინდოეთიდან შემოდის და ძირითადად მოძველებულია მაგრამ კარგი. ამ ქუჩაზე სწორედ ტურისტული ავტობუსების სადგური იყო. სიტუაცია დაახლოვებით იგივე რაც დიდუბეში - ცხელცხელი რაღაცეები, ცხვირსახოცები, სასმელები, სრული ბალაგანი. ჩიტვანში სამდღიანი ტური ერთადერთი იყო რაც ტურისტული კომპანიისგან ვიყიდე და არ ვინანე.  chitwanjunglesafari.com  ეს ნეპალში წასვლამდე ვიპოვე, დავეკონტაქტე კომპანიას, ყველა კითხვაზე ამომწურავი

სინათლის შეწირვა კოპანის მონასტერში.

Image
ბოლო საღამოს კარინმა გვითხრა რომ გვექნება სინათლის შეწირვა (light offering) და ყველას უნდა გვეყიდა სანთლები. ზოგადად ბუდიზმში არ არის მსხერპლშეწირვები, იგივე ინდუიზმისგან განსხვავებით. ცხოველის მოკვლა ნებისმიერი მოტივაციით არ შეიძლება. სინათლის შეწირვას ზუსტად რა დატვირთვა აქვს ვერ გავიგე.. მაგრამ როგორც აგვიხსნეს დადებითი ენერგიის აკუმულირება უნდა მოგვეხდინა და გაგვენათებინა იქაურობა როგორც დჰარმა ანათებს სამყაროს. ალბათ ეს დატვირთვაა. ვახშმის შემდეგ სანთლებით შევიკრიბეთ ბაღში და დავიწყეთ სანთლების ყველგან დალაგება. ბაღში ბნელოდა... საერთოდ ნეპალში რომ ხარ ღამის განათება დიდი იშვიათობაა და ღამე ბნელა.

დღეები კოპანის მონასტერში

Image
დღე დღეს მიყვებოდა და ყველა დღე ერთნაირი იყო. თუმცა მოწყენილი არ ვიყავი. დრო და დრო ფოტოაპარატს გამოვიტანდი ოთახიდან და ვიღებდი. ხან დღიურს ვწერდი ხან წიგნებს ვკითხულობდი. ლექცია გეშე ლობსანგთან. ინგლისური არც ისე კარგი ჰქონდა მაგრამ იუმორი იცოცხლე.

პუჯა კოპანის მონასტერში. სახეები...

Image
 აი ამაზე ისეთი ხმა იყო, რომ თუ ვინმე წაუძინებდა, უეჭველი გამოფხიზლდებოდა.

პუჯა კოპანის მონასტერში, გაგრძელება

Image
 რადგან ტიბეტურად სიტყვა არ მესმოდა, ფოტოაპარატით ვერთობოდი.

პუჯა - ბუდისტური ღვთისმსახურება

Image
ჩვენთვის პუჯაზე დასწრება არ იყო სავალდებულო. თუმცა ჯგუფიდან რამდენიმე კაცმა კარინს სთხოვა, რომ ჩვენც დავსწრებულიყავით, და თხოვნა რა თქმა უნდა დაკმაყოფილებული იყო. სავსე მთვარიანი ღამის შემდეგ, გამთენიას დიდ გომპაში უნდა შევკრებილიყავით. პუჯა 5:30-ზე იწყებოდა. ავდექი, პირი დავიბანე, გავემზადე და წავედი. რომ მივედი ჯერ ადრე იყო და გომპა ცარიელი იყო. ბერები ცენტრში ისხდნენ, ჩვენთვის ბალიშები კედლების დასწვრივ იყო დალაგებული.

კოპანის მონასტერი - თემის გარეშე

Image
 ბუდიზმის დროშა. დღეები გადიოდა, კოპანში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი და განსაკუთრებით იმ ხალხთან ერთად ვინც იქ იყვნენ, მცირე გამონაკლისების გარდა ძალიან კარგ და კომფორტულ საზოგადოებაში მოვხვდი.

Our group Kopan monastery October 2014 course

Image
 ყოველ დღე, 2-დან 3 საათამდე ვიყოფოდით პატარა ჯგუფებად და წინასწარ მოცემული კითხვებზე გვქონდა დისკუსია. ესეც ჩვენი ჯგუფი.

ბუდისტური ხელოვნება - კოპანის მონასტერი

Image
 როგორც ადრე დავწერე, კოპანის მონასტერი თანამედროვეა, და მოხატულობაც შესაბამისად ახალია, თუმცა იმეორებს ტრადიციულ ბუდისტურ ფრესკებს. ეს ფრესკა მთავარი ტაძრის შესასვლელშია და ასახავს სამსარის რუქას. ასეთი გამოსახულება ყველა ბუდისტურ ტაძარში გვხვდება.

ბავშვები მონასტერში

Image
 ტიბეტში და ჰიმალაებში შუა საუკუნეებიდან დღემდეა ტრადიცია, რომ ოჯახი უმცხროს შვილებს მონასტერს აძლევს. შუა საუკუნეების ევროპაშიც ასეთივე ტრადიცია იყო, აქ კი დღემდე მოაღწია. ტრადიციას რა თქმა უნდა ეკონომიკური საფუძველი აქვს - მაღალ მთაში სიდუხჭირეა და ქონება მხოლოდ უფროს შვილზე გადადის, უმცროსს არაფერი ერგება ამიტომ მას მონასტერში უშვებენ, თან ხშირია რომ ოჯახს არ აქვს საშუალება გამოკვებოს ყველა შვილი, განათლებაზე ხო საუბარიც არაა, აქ კი შედარებით კარგ პირობებში არიან.

Похороны добровольца

Image
Похороны украинского добровольца, который погиб в абхазской войне 22 года назад. Боецу исполнилось только 19 лет. Мы это помним. Тогда фронт проходил по Гумысте. Сейчас у Днепра но это одна война. Поэтому Грузины помогают сейчас Украине и должны помогать больше.

Ginger honey lemon tea my edition

Image
ცივი ზამთრის საღამოს რა შეიძლება უფრო სასიამოვნო იყოს ვიდრე ცხელი ჩაი თაფლით და ლიმონით? ნეპალში კი ძალიან პოპულარულია თაფლი ლიმონი და ჯანჯაფილა. მინდა გითხრათ რომ უგემრიელესია. თბილისშიც გავაკეთე და მოგვიანებით ფეიხოაც დავამატე, რამაც დამატებითი სარგებელი და არომატი შესძინა ჩაის. მინდა გაგიზიაროთ მომზადების ჩემი რეცეპტი. საჭირო ინგრედიენტები: ნახევარი ლიმონი 5 სმ ჯანჯაფილა 1 ფეიხოა 1 სადილის კოვზი თაფლი

Kopan monastery გაგრძელება

Image
ჩვენი გომპა შიგნიდან. ყოველ დღე აქ ვიკრიბებოდით მედიტაციებზე და სწავლებებზე.ბალიშებზე ჯდომა კი სერიოზული პრობლემა იყო :) მე სულ კედლისკენ ვჯდებოდი.