Posts

Showing posts from February, 2015

A Storm of Swords

A Storm of Swords http://www.highlander.ge/a-storm-of-swords/

A Clash of Kings

A Clash of Kings http://www.highlander.ge/a-clash-of-kings/

A Clash of Kings

A Clash of Kings http://www.highlander.ge/a-clash-of-kings/

THE FOUR NOBLE TRUTHS

THE FOUR NOBLE TRUTHS http://www.highlander.ge/the-four-noble-truths/

THE FOUR NOBLE TRUTHS

THE FOUR NOBLE TRUTHS http://www.highlander.ge/the-four-noble-truths/

სპილოები ჩიტვანში. ნეპალი

სპილოები ჩიტვანში. ნეპალი http://www.highlander.ge/%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a/ ტყიდან სპილოების სადგომზე გამოვედით.

დივალი პოჰარაში, ნეპალი

დივალი პოჰარაში, ნეპალი http://www.highlander.ge/%e1%83%93%e1%83%98%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%b0%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/ პოჰარა ვცხელი და ნოტიო ჰაერით შემხვდა.

ოკუპაცია... 1921 წლის 25 თებერვალი

ოკუპაცია... 1921 წლის 25 თებერვალი http://www.highlander.ge/1921-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-25-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/ დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა

ოკუპაცია... 1921 წლის 25 თებერვალი

ოკუპაცია... 1921 წლის 25 თებერვალი http://www.highlander.ge/1921-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-25-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98/ დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს საბჭოთა

კაგბენი. ქვემო მუსტანგი. ნეპალი

კაგბენი. ქვემო მუსტანგი. ნეპალი http://www.highlander.ge/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%92%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%9d-%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%9c/ ფოტოაპარატი დასატენად ჩავრთე, ჩანთა

მუკტინაჰი, ნეპალი, 3800 მეტრის სიმაღლეზე

მუკტინაჰი, ნეპალი, 3800 მეტრის სიმაღლეზე http://www.highlander.ge/%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%b0%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-3800-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1/ მუკტინაჰი, ტაძარი 3800 მეტრის სიმაღლეზე, ტორონგ

მუკტინაჰი, ნეპალი, 3800 მეტრის სიმაღლეზე

მუკტინაჰი, ნეპალი, 3800 მეტრის სიმაღლეზე http://www.highlander.ge/%e1%83%9b%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%b0%e1%83%98-%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-3800-%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1/ მუკტინაჰი, ტაძარი 3800 მეტრის სიმაღლეზე,

Moved - переехали

ბლოგი გადავიდა  http://www.highlander.ge/ Блог теперь на адрессе  http://www.highlander.ge/ Blog moved  http://www.highlander.ge/

მარფა, ნეპალი, სოფლის შესასვლელი

Image
იმას რომ ჰიმალაებში დიდი სოფლის შესასვლელთან ვარ სალოცავი ბორბლების რიგით მივხვდი. ასე წითლად შეღებილი ბორბლები პრინციპში მხოლოდ ჰიმალაებში ვნახე. ასე გამოიყურება შესასვლელი. უკვე გვარიანად მომწყურდა და ცხელი ჩაისთვის სამშობლოს გავყიდდი. აურა გავაუმჯობესე ბორბლების დატრიალებით და შემდეგ ეს სტუპები შემხვდა.

გზა მარფასკენ, ნეპალი

Image
დილით ბიჭები მიფრინავდნენ პოჰარაში. საუზმის შემდეგ გავაცილე აეროპორტში და შემდეგ თავისუფალი და კვლავ მარტო ვიყავი. მარფამდე 6 კილომეტრია. მარფა სოფელია კალი-განდაკის ხეობაში, ცნობილია უნიკალური გემრიელი ვაშლებით, მდებარეობს 2600 მეტრის სიმაღლეზე. წაკითხული მქონდა რომ სოფელი ძალიან ლამაზია, და თურმე ბრიტანეთის სამეფო კარი სწორედ აქედან მარაგდება ვაშლებით. უკანასკნელი რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ ვაშლი აქ მართლაც კარგი იყო. მოკლედ წავედი ნეპალის გორში. ჯომსომიდან გავედი და ჩავუყევი მტვრიან გზას.

დაბრუნება ჯომსომში. ნეპალი.

Image
გათენდა. გამოვძვერი ოთახიდან დატენილი ფოტოაპარატით, სახურავზე ავედი და ამომავალი მზის სხივებში მთების და სოფლის გადაღება დავიწყე.... სახურავიდან თავი კიდევ უფრო მეტად მეგონა შატილში. ახლოს ახლოს სახურავები და ხის ვიწრო კიბეები ზუსტად როგორც შატილშია. ცოტა ხანში ჩემი ახალი ამხანაგებიც ამოძვრნენ სახურავზე და დაიწყო დილის ფოტოსესია. ბუდისტური შატილი. არ გაგონებთ?

მუკტინაჰი, ნეპალი, 3800 მეტრის სიმაღლეზე

Image
 მუკტინაჰი, ტაძარი 3800 მეტრის სიმაღლეზე, ტორონგ ლა უღელტეხილის ძირში. ინდუისტებისთვისაც და ბუდისტებისთვისაც აქ წმინდა ადგილია. ანაპურნას მყინვარებიდან 108 წყარო ჩამოედინება აქ. კარმის განსაწმენდათ მორწმუნეები ამ წყაროებში განიბანებიან. ინდუისტები და ბუდისტები მშვიდად თანაცხოვრობენ და სალოცავებსაც მშვიდად იყოფებ. აქაც რამდენიმე ინდუისტური და ბუდისტიური ტაძარია გვერდი-გვერდ. ამ საფეხურებს ავუყევი, ავუყევი, ყოველი ნაბიჯი ძალიან დამღლელი იყო, ჰაერი არ იყო საკმარისი და ამ სიმაღლეზე ეგ უკვე იგრძნობოდა.

მუკტინაჰისკენ ბოლო აღმართები. ნეპალი

Image
ხეობას შევუყევით, საბოლოო მიზანი კი არ ჩანდა. ალბათ სადღაც იქ, ამ აღმართს ზემოთ არის მუკტინაჰი, ბუდისტებისთვის და ინდუისტებისთვის წმინდა ადგილი... ჯერ კი ჩვენს სოფელს გადმოვხედეთ... გაღმა ჯჰონგი ჩანდა ბაღებში ჩაფლული კიდევ ერთი შატილი ჰიმალაებში.

ჯჰარკოტი, ნეპალი - ჰიმალაებში შატილი

Image
 ჯჰარკოტის შესასვლელს როგორც იქნა მივაღწიეთ. ტურისტულობა სოფელს მხოლოდ ამ დაფით ეტყობა, რომელიც მის შესასვლელშია გამოჭიმული და მასზე გესთჰაუსებია დატანილი. სასტუმროს არჩევანი ჩემს ახალ ნეპალელ ამხანაგს მივანდე ასე რომ ამ თემაზე არც მიფიქრია... პატარა აღმართი იყო ასავლელი რაც ბოლო ძალებს მაცლიდა....

ჯჰარკოტის მისადგომებთან. ჰიმალაები, ნეპალი

Image
გზა იწელებოდა... აგერ ახლოს ვართ უკვე, კიდე ცოტაც, მაგრამ მივდიოდით, მივდიოდით, ვტკბებოდით ულამაზესი ხედებით, და მაინც შორს ვიყავით. კიდევ ერთ საათს მოვუნდით ნანატრ ჯჰარკოტამდე მისასვლელად... გზად ბევრი ფოტო გადავიღეთ.

გზა ჯჰარკოტისკენ გაგრძელება. ნეპალი

Image
სერპანტინებიც ამოვიარე და ამ ხედით დასატკბობად მიწაზე დავჯექი, ზურგჩანთა მოვიხსენი და მოვდუნდი. ამასობაში კაგბენიში გაცნობილი ბიჭებიც წამომეწივნენ და ისინიც დასასვენებლად ჩამოსხდნენ. დასვენების შემდეგ, როგორც ზღაპრებშია, დავძმობილდით და გზას ერთად გავუდექით. გზა ასე გამოიყურებოდა, შედიოდა ამ ხეობაში, სადაც მუკტინაჰის ტაძარია სადღაც იქ შორს, რამდენიმე სოფელი და ბოლოდ ტორონგ ლას უღელტეხილი.

დილის კაგბენი. გზა ჯჰარკოტისკენ. ნეპალი

Image
 გამთენიისას გავიღვიძე და ცოტა ხანში ფოტოაპარატ მომარჯვებული საუზმის მოლოდინში სახურავზე ავძვერი. როგორც ყველა პატიოსან ბუდისტურ სახლს, ჩვენსასაც დროშემი ამშვენებდა. მზე ჯერ არ იყო ამოსული, ჰაერი სუსხიანი იყო, კუჭი ცარიელი, დილის ფოტოსესიისთვის იდეალური დრო და განწყობა. სასტუმროს სხვა ბინადრები ჯერ არ ჩანდნენ.  აივანზე ჯიხვის თუ იაკის თავისქალა დამხვდა.

კაგბენი. ქვემო მუსტანგი. ნეპალი

Image
ფოტოაპარატი დასატენად ჩავრთე, ჩანთა საწოლზე დავდე და ჩემი ძველი ტაბლეტით კაგბენის დასათვალიერებლად წავედი. დასათვალიერებლად მართლაც ღირდა. კაგბენი ტიპიური ჰიმალაურ-ტიბეტური სოფელია და მდებარეობს კალი-განდაკისა და რაღაც მდინარის შესართავთან. სოფელი დიდი ჩანს, ძალიან ლამაზი და აუთენტური. ჩვენი სვანებისგან და სხვა მთის ხალხისგან განსხვავებით ჰიმალაების მოსახლეობას აშკარად მეტი საღი აზრი აქვთ და სოფელი არაა წითელ-ბორდოსფერ შიფერებით აჭრელებული. გარედან ყველაფერი აუთენტურია. თეთრი კირით შეღებილი ქვის კედლები, ფიქალით მოპირკეთებული ქუჩები და ბანიანი სახურაბევი შეშის მარაგებით. თვალს უხარია აქაურობა. ჭრელი მხოლოდ აბრები და დიდი წითელი მონასტერია. ქუჩა კაგბენიში. მარცხნივ მაკ დონალდსის ჰიმალაური კონკურენტი იაკ დონალდსია.

გზა კაგბენისკენ. ნეპალი. ჯომსომი - კაგბენი

Image
სოფელი კაგბენი კალი-განდაკის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. ქვემო მუსტანგის უკანასკნელი სოფელია, მის მერე უკვე ზემო მუსტანგის ტერიტორია იწყება. Google Maps-ის თანახმად ჯომსომი-კაგბენი 11 კილომეტრია და სიმაღლის უმნიშვნელო ცვლილება. კაგბენი 2800 მეტრის სიმაღლეზეა. ნეპალში წასვლამდე ვნახე ნეპალური ფილმი კაგბენი  სადაც გმირები ამ გზას გადიან და გზაში ფათერაკეები ემთხვევათ. თუმცა ჩემთვის გზა უფათერაკო და არც ისე სათავგადასავლო გამოდგა.

ჯომსომში გასეირნება. გაგრძელება. ნეპალი

Image
 ხედი კალი-განდაკის ხეობაზე. ხვალ ამ ხეობას უნდა ავუყვე, 11 კილომეტრი სოფელ კაგბენიმდე. საღამო იყო და ქარი უბერავდა. მშრალმა ჰაერმა ყელი გამიშრო და სულ ვახველებდი. თან აუტანელი მტვერი.

ჯომსომი, პირველი გასეირნება. ნეპალი

Image
 ჯომსომი, როგორც წინა პოსტში დავწერე მუსტანგის ადმინისტრაციული ცენტრია, მდებარეობს ქვემო მუსტანგში, 2700 მეტრის სიმაღლეზე. მისი სახელწოდება არის ნეპლურად წარმოთქმული ტიბეტური ძონგსამი რაც ახალ ციხეს ნიშნავს. ქვემო მუსტანგის ტერიტორია ანაპურნას ეროვნულ პარკს ეკუთვნის და აქ მოსახვედრად საშვია საჭირო, რომელიც პოჰარაში მქონდა ნაყიდი 50$. საშვი აეროპორტშივე შემიმოწმეს. თუმცა ნეპალელები შემოწმებებზე თავს დიდად არ იკლავენ. ჯომსომი პატარა კოხტა ქალაქია, მთლიანად ქვისგან ნაშენი, ტიპიური ტიბეტური არქიტექტურა.

ჯომსომში ჩაფრენა. ნეპალი

Image
ჯომსომი კალი-განდაკის ხეობაში პატარა ქალაქია და მუსტანგის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ჩვენთვის მუნიციპალიტეტის ცენტრს შეესაბამება. სამანქანო (საჯიპო) გზა აქ სულ რამდენიმე წლის წინ გაიყვანეს, მანამდე კავშირის ერთადერთი საშუალება აეროპორტი იყო, საიდანაც პოჰარაში რეგულარული ფრენები სრულდება. ქალაქი ჯომსომი 2700 მეტრის სიმაღლეზეა. კალი-განდაკის ხეობა ცალკე მოითხოვს განხილვას. ეს მსოფლიოში უნიკალური ხეობაა, რომელიც ჰიმალაებს აპობს. რა პარადოქსულიც არ უნდა იყოს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქედი არაა წყალგამყოფი. კალი-განდაკი სათავეს ტიბეტის პლატოზე იღებს და კვეთს ჰიმალაებს. ბავშვობიდან მახსოვდა ეს მდინარე და სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როდესაც ის ვნახე საკუთარი თვალით. ხეობაში ქარი ხშირად უბერავს. ამიტომ ფრენები მხოლოდ დილის საათებშია. მერე ტრიბეტსა და ნეპალს შორის ჰაერის მასების მოძრაობა ხეობაში ისეთ ქარს ქმნის რომ ფრენა შეუძლებელია. მარფას ბაღები ჰაერიდან. ჯერ პოჰარას სუბტროპიკულ ველს გადავუფრინეთ. როდესაც თვითმფრინავი ხეობაში შევიდასუბტროპიკული ღაჟღაჟა მწვანე მცენარეები შეიცვალა

პოჰარა - ჯომსომი ნეპალი შიდა ავია ფრენები

Image
 ნეპალის დიდი ნაწილი ჰიმალაებია. აქ ბევრი რეგიონი და სოფელია სადაც არაა საავტომობილო გზები. ათასობით ადამიანი ცხოვრობს ისეთ სოფლებში სადაც მანქანის ბორბალი არ მიგორებულა. ამიტომ, მთიან რეგიონებთან დასაკავშირებლად შიდა ავიახაზები სასიცოცხლო მნისვნელობისაა. ჯომსომში გზა რამდენიმე წლის წინ გაიყვანეს, თუმცა ისეთი გზაა, რომ 100კმ-ს 10 საათი დრო სჭირდება. ნეპალში რამდენიმე ავიაკომპანია ახორციალებს შიდა ფრენებს. მე სიმრიკის ბილეთები მომყიდეს. ეს პატარა ავიაკომპანია აღმოჩნდა, სადაც პუნქტუალურობის შესახებ არავითარი წარმოდგენა არ აქვთ. ამრიგად დილის 6 საათზე აეროპორტში ვიყავი გამოჭიმული, საჯომსომოდ ჩაცმულ დახურული და გუდა-ნაბად აკიდებული. თუმცა ჩემს გარდა მარტო დამლაგებელი და დაცვა იყო. თუმცა ფრენის დრო მოვიდა, მაგრამ რად გინდა... მერე გამოაცხადეს ჯომსომში ცუდი ამინდიაო, ქარიაო... თან სიმრიკის თვითმფრინავი კატმანდუდან მოფრინავდა. რამდენიმე საათსი შეიკრიბა ხალხი. მოკლედ სიმრიკს განრიგით დღეში 3 რეისი აქვს პოჰარა-ჯომსომი. სინამდვილეში კი ერთი სრულდება სრულიად შემთხვევით დროს. თან ეს ოქტომბერში

პოჰარა დღე მეორე. ნეპალი

Image
 მეორე დილას შედარებით უკეთ ვიგრძენი თავი. სასტუმროს სახურავზეც ავედი და ვნახე ის ხედი, რის გამოც სასტუმროს აქვს სახელი. წავედი საუზმის საძებნელად. ტბის პირას კაფეები ბლომადაა, და რაც მომწონს ნეპალში, დილის საათებში ყველგფანაა საუზმის მენიუ - ერბოკვერცხი, ტოსტები. რაც კი მაკლდა იყო ყველი.  მოვკალათდი მეორე სართულზე, თან ვსაუზმობდი თან გეგმებს ვალაგებდი. სიცხემ დამიწია, მაგრამ მაინც არ ვიყავი კარგად. ჯომსომში უნდა წავსულიყავი, პერმიტი უნდა ამეღო, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში საზოგადოებრივი ტრანბსპორტით ჯომსომში წასვლა თან მეზარებოდა თან მეშინოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯომსომამდე 100 კილომეტრია, პირდაპირ ტრანსპორტი არ მიდის, ჯერ ბენიმდე, მერე გასამდე და იქედან ჯომსომამდე. 1 დღეში ასვლაც საალბათო იყო.

პოჰარა, ნეპალი. დღე პირველი

Image
ჩიტვანის შემაწუხებელი სინოტივის შემდეგ პოჰარას კლიმატი იდეალური იყო, თუმცა სიცხის გამო ჩასვლისას ეს ვერ დავაფასე. წინასწარ მქონდა დაჯავშნილი სასტუმრო Mountain view  რომელსაც ყველას ვურჩევ. სასტუმროს პატრონი დამხვდა ავტოსადგურზე მოტოციკლეტით და მიმიყვანა სასტუმროში. პირველად ასე ვიმგზავრე მოტოციკლეტით. ცოტახანი დავისვენე და მიუხედავად სიცხისა და ცუდი მდგომარეობისა ცხელი ჩაი მინდოდა და ქალაქში უნდა გავსულიყავი. სასტუმრო პოჰარას სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. პოჰარა ნეპალში სიდიდით მეორე ქალაქია. რაღაცით ქობულეთს და კვარიათს ჰგავს, განსაკუთრებით ჩრდილოეთი ნაწილი. გრძელი ქუჩა ტბის პირას, სადაც მთელი ტურისტული ცხოვრებაა თავმოყრილი და ჩრდილოეთ მხარეს ქუჩის მერე მთა იწყება, ამით კვარიათს ჰგავს. პოჰარას გარშემო ბევრი საინტერესო ადგილია, მაგრამ იგი ძირითადად ანაპურნასკენ მიმავალი ტურისტებისთვისაა საწყისი და საბოლოო წერტილი.

ჩიტებზე დაკვირვება. ჩიტვანი, ნეპალი

Image
 ბოლო დილასაც ძალიან ადრე ავდექით. გათენებული არ იყო ჯერ. ყავა დავლიეთ და გზას გავუდექით ფრინველებზე დასაკვირვებლად. მერე სწრაფად უნდა გვესაუზმა და ჩემი ავტობუსი პოჰარაში 9 საათზე მიდიოდა. სამწუხაროდ წინა დღეს გავცივდი და დილით ცუდად ვიგრძენი თავი.  მალე მივხვდი რომ სიცხე მაქვს და არ მეფრინველება... დავბრუნდი უკან საუზმე რომ მეჭამა.  გზად ეს სპილო და გლეხები შემხვდნენ. ბალახი მოჭრეს და სოფელში მიჰქონდათ. ვისაუზმე, ბევრი ჩაი დავლიე, მივხვდი რომ ძალიან ცუდად ვარ და გავემზადე. 8:45-ზე სასტუმროს მანქანამ წამიყვანა სადგურზე, რომელიც ასე გამოიყურება. ჩემი ავტობუსი მარჯვნივ წითელ-ყვითელია. "ცხელ-ცხელმა ხაჭაპურებმაც" მალე ჩაიარა და გავუდექით გზას. პოჰარამდე 6 საათი გზა იყო...

სპილოებით საფარი ჩიტვანის ჯუნგლებში. ნეპალი. დასასრული

Image
 მდინარისკენ მარტორქა დავინახეთ და დავედევნეთ. მარტორქა წყალში შევიდა და სულ ეკიდა რამდენიმე სპილო რომ მოსდევდა.

სპილოებით საფარი ჩიტვანის ჯუნგლებში. ნეპალი. გაგრძელება

Image
 ტყე გაიშვიათდა და ასეთი ხედები გაიშალა...