ამბროსი ხელაია და არა მხოლოდ...
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ამბროსი, ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1921-1927 წლებში.
დღეს ნაციონალური მოძრაობის ოფისში, პეკინის გამზირზე გვქონდა შეხვედრა, რომლის დროსაც ვნახეთ დოკუმენტური ფილმი აბმროსი ხელაიას მოღვაწეობის შესახებ. ზემოთ მოყვანილ ჩანაწერში შეგიძლიათ იხილოთ ეს ფილმი. თვითონ ფილმი იწყება 7:44 წუთზე. სამწუხაროდ ჩემი კომენტარი, რომელიც მოსდევდა გოჩა გვარამიას კომენტარს, აღარ მოხვდა ამ ჩანაწერში. პრინციპში რომც მომხვდარიყო, ჩემი აზრის ე.წ. შესავალი ეკა ეკიზაშვილმა გააკეთა, ხოლო რამდენიმე მომენტი გამომრჩა ისედაც და ბოლო ბოლო დროა შეზღუდული. ამიტომ გადავწყვიტე აქ დავწერო ფართო კომენტარი.
პირველ რიგში მადლობა შოთა მალაშხიას გაწეული შრომისთვის. ძნელია ამ ფილმს უყურო, გაეცნო დიდი არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ საერო მოღვაწის ბიოგრაფიას, და არ გაავლო პარალელები დღევანდელობასთან, როდესაც, თითქმის 100 წლის შემდეგ, საქართველო ისევ მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა რომ დღესჩვენი დამოუკიდებლობა ბევრად უფრო გამყარებულია და არც ეკლესიას ემუქრება ავტოკეფალიის დაკარგვა, გამოწვევები ისევ რჩება. სამწუხაროდ კი დღეს ჩვენი პატრიარქი არაა ამბროსი ხელაია. თუ შევადარებთ იმ სიტუაციას, რაც აღწერილია ამ ფილმში, პატრიარქის პიროვნებას, და აქედან გამომდინარე ეკლესიის როლს საქართველოს სახელმწიფოს კვლავ ჩამოყალიბებაში მაშინ და დღეს, შედარება დღევანდელობისთვის არასახარბიელო აღმოჩნდება.
ამის უმთავრესი მიზეზი დღეს არის ის, რომ რუსულ ეკლესიას მძლავრად აქვს გადგმული ფეხი ცვენს ეკლესიაში, და უამრავი "გავლენის აგენტი" ჰყავს, თუ ასე შეგვიზლია ამას დავარქვათ. არ მინდა ახლა შევეხო წარსულს და საბჭოთა პერიოდის ისტორიას. საკმარისია მხოლოდ 2008 წლიდან დაწყება, როდესაც მეოფე იობის ქადაგებაში მრევლმა რუსეთის აგრესიის დაგმობის ნაცვლად, მოისმინა ღვთის წყრომის და მადლიანი რუსული ბომბების შესახებ. მეუფე იობს არ სჭირდება წარდგენა, იგი იმდენად ოდიოზურია, რომ ვიდეო რგოლები მისი ქადაგებებით აქტიურად ვრცელდება სრულიად არამორწმუნე წრეებშიც კი :) და ეს ოდიოზური პიროვნება, რომელიც ღიად ილაშქრებს დასავლური კურსის წინააღმდეგ, და მომხრეა ერთმორწმუნე რუსეთთან მაქსიმალური დაახლოვების.
იობის გარდა, ეკლესიების ამბიონებიდან მუდმივად გაისმის მოწოდებები, რომ საქართველო უნდა დაუახლოვდეს ერთმორწმუნე რუსეთს. გაუთავებელია არა მხოლოდ ერთმორწმუნეობით სპეკულირება, არამედ შავ-ბნელი თემებით სპეკულაცია, გინდ ეს ID ბარათები იყოს, გინდა გაუთავებელი ტყუილები დასავლეთის წარწყმედილობასა და გარყვნილობის შესახებ.
წინა მთავრობის პოლიტიკა ამ ყველაფრის მიმართ იყო სირაქლემის პოზიცია. ეკლესია ფინანსდებოდა ბიუჯეტიდან, ეს დაფინანსება 2003 წელს თუ იყო 900 000 ლარი, 2012 წელს გაიხარდა 22 მილიონ ლარამდე, და ამით მმართველ პარტიას იმედი ჰქონდა ეკლესიის ლოიალურობის მოგების. მაგრამ ამაოდ. ეკლესია ასე იაფი არ ღირსო...
ამბიონებიდან, როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობა მონათლეს ანტი-ეკლესიურ პარტიათ, რომელიც ამრავლებს ქვეყანაში ანტიქრისტეს სახლებს - იუსტიციის სახლებს (ეს რომელიღაც მამაოს სიტყვებია), დასავლური კურსით, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კურსით, ცდილობს წარწყმიდოს ახალგაზრდობა, გარყვნას, გაავცელოს ჰომოსექსუალიზმი... აბსურდი დავწერე არა? ვიცი... მაგრამ ეგ აბსურდი ე.წ. მრევლისგან ხშირად მესმის და... მასე ფიქრობს საკმაოდ ბევრი.
ნაციონალურმა მოძრაობამ მართალია ეკლესიასთან ბრძოლის ძალიან ორიგინალური მეთოდი აირჩია... 9 წლის მანძილზე დაფინანსება გაუზარდა 22-ჯერ... მაგრამ არ იკმარეს...
არ დავიწყებ გონივრულ ეჭვებზე საუბარს. სიმართლე გითხრათ ეს "გონივრული" ფანტაზიები, ხშირად ავადმყოფური ყოველთვის ნერვებზე მშლიდა. ამიტომ მხოლოდ ფაქტები.
2011 წელს ილია მეორე მიემგზავრება მოსკოვში, სადაც მთელ რიგ შეხვედრებს ატარებს, არა მხოლოდ სასულიერი პირებთან. კერძოდ იგი შეხვდა დიმიტრი მედვედევს, რუსეთის იმჟამინდელ პრეზიდენტს, რომელიც ასე ტრაბახობდა 2008 წლის აგვისტოში გაცემული ბრძანებებით. მაშინ ამ ვიზიტს ხელისუფლების მხრიდან საერთოდ არავითარი გამოხმაურება არ მოყვა. მე კი განმკიცხეს, პატრიარქს შეეშვიო.
იმის მოყოლას თუ რა აღარ ჩაიდინეს სასულიერო პირებმა წინასაარჩევნო პერიოდში არაა საჭირო. პირდაპირ აგიტაციაზე გადასულმა მამაოებმა საგრძნობი წვლილი შეიტანეს ოცნების გამარჯვებაში. პასუხმაც არ დააყოვნა - ეკლესიის დაფინანსება 2013 წლიდან 25 მილიონი გახდა. ამის გარდა ხელები გაეხსნა სამღვდელოებას.
2013 წელს, პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებით თბილისში თითქმის მთელი მარლთმადიდებლური სამყაროს პატრიარქები და უმაღლესი სამღვდელოება სტუმრობდა. გარდა რუსეთისა. რუსეთის პატრიარქს ილია მეორე თავად ესტუმრა. ამჯერად ვიზიტის ფარგლებში იგი სეხვდა რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს - ვვლადიმერ პუტინს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი კავკასიის დაუძინარი მტერია.
ილია მეორეს სკანდალური გამონათქვამები პრესაში გაშუქდა - ილია მეორე: პუტინი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ძმებად დავრჩეთ წყარო. ამ განცხადებებზე რეაქცია მხოლოდ ორმა დეპუტატმა გამოთქვა - ზურაბ ჯაფარიძემ და სერგო რატიანმა. რისთვისაც ჩემგან - ამომრჩევლისგან, დიდი მადლობა მათ! ამ ქვეყანაში ხელისუფლების ამდენად მცირე ნაწილი იცავს ჩვენს უფლებას ვიყოთ კრიტიკულები, არ ვიყოთ ბრმად მორწმუნეები!
სამწუხაროდ, XXI საუკუნეში ვერ ვიტყვი რომ საქართველოში არსებობს სინდისის თავისუფლება, და სიტუაცია ბოლო 10 წლის მანძილზე მხოლოდ მძიმდება...
და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი - წლების მანძილზე ქართულმა ეკლესიამ წარმატებით მოამზადა ნიადაგი რუსეთთან დათმობებზე წასასვლელად. ამას ის ფაქტიც უწყობს ხელს რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი არა მხოლოდ ბრმად ემორჩილება პატრიარქის ნებისმიერ სიტყვას, არამედ ისინი მზად არიან ჩაქოლონ ნებისმიერი, ვისაც განსხვავებული აზრი გააჩნია. პატრიარქი კრიტიკაზე მაღლა დგას.
ეკლესია, პატრიარქი ფინანსდებიან ბიუჯეტიდან. ანუ მე, ვიხდი გადასახადებს და ამით ვაფინანსებ ეკლესიას, მიუხედავად იმისა რომ კონკრეტულად მე სულაც არ გახლავართ მარლთმადიდებელი. რადგან ეკლესია ისევე ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც ნებისმიერი სხვა უწყება, იგი ისევე ანგარიშვალდებულია ნებისმიერი მრწამსის მოსახლეობის მიმართ, როგორც ნებისმიერი სხვა უწყება, განსაკუთრებით როდესაც საქმე სრულიად არარელიგიურ საკითხებს ეხება.
მოცემულ სიტუაციაში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა მოძრაობას იწყებს დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ, ეკლესია ამისთვის იდეალურად ამზადებს ნიადაგს. ნიადაგი კი კარგი ჰყავთ... ბრმა და ფანატიკოსი... თანამედროვე, ცივილიზებული სამყარო კი სოდომად შერაცხეს...
ოდესღაც სტალინის კულტი იყო და სტალინი გულწრფელად უყვარდა ხალხს... იმდენად ულწრფელად, რომ შეურაცხყოფილი ახალგაზრდობა გამოვიდა 1956 წლის 9 მარტს ქუჩაში და თავი გასწირა... მერე დადგა სიცარიელე... ახლა კი ეს კულტი ჩაანაცვლა ილია მეორემ... რომელიც ყოველგვარი კრიტიკაზე მაღლა დგას... ოპონენტები უმცირესობაში ვართ... ძალიან უმცირესობაში...
იმდენს გვამადლიან, ჩვენ, ცოდვილებს და უღირსებს, (განსაკუთრებით უღირს არამარლთმადიდებლებს), რომ მარლთმადიდებლობამ გადაარჩინა საქართველო, რომ ახლა ვუყურებ როგორ ღუპავს საქართველოს... არა მარლთმადიდებლური სწავლება, როგორც ეგეთი, არამედ კბგ-ს კაბინეტებში გამოზრდილი მღვდელმსახურები....
Watch live streaming video from unmge at livestream.com

რუსკა, კარგი ხარ!
ReplyDeleteმადლობა თამუნა :)
ReplyDelete