მადრიდი, ბოლო დღეები..
ფლამენკოს მერე ღამის ავტობუსით დავბრუნდი მადრიდში. ღამე ავტობუსში ნომინალურად მეძინა. მადრიდში დილის 5 საათზე ჩამოვედი, ტაქსით მოვედი სახლში და დავიძინე. ავდექი უკვე 12 საათი ხდებოდა. უჟმური და ცივი დღე იყო, საოცარი კონტრასტი მზიან და თბილ სევილიასთან. წავედი ამერიკის მუზეუმში. ვერ გავთვალე ტრანსპორტის ამბები და ფეხით ხანგძლივი და დამღლელი გასეირნება მომიწია ესპანეთის მოედნიდან მონკლოამდე.
დებოდის ტაძარი დღეს ასეთი უჟმური იყო
იზაბელა II, დიდი არაფერი დედოფალი, მაგრამ ეტყობა აწ ცოცხალი ხუან კარლოსის წინაპრობის გამო ბლომად ძეგლი უდგას.
ტრიუმფალური თაღი. უკან მონკლოას ადმინისტრაცია. თურმე ფრანკოს აქ სურდა დაკრძალვა.

Comments
Post a Comment