თავი V I I I

<<თავი V I I

თავი V I I I
ქართველი კათოლიკენი XVIII საუკუნეში


ეს საუკუნე საზოგადოდ დიდად განსხვავდება გავლილის საუკუნისაგან, როგორც პოლიტიკურის ისე სარწმუნოებრივის მხრით. ესრეთივე დიდი განსხვავება ეტყობა ამ ორ საუკუნეს საქართველოში კათოლიკობის გავრცელების საქმესაც. ამ დროს აქ აღარ ვხედავთ ისეთსავე წარმატებას, როგორიც წინეთ იყო, ვეღარც იმ მომზადებას ვხედავთ ქართველის ერისას და მის მიდრეკილებას რომის ეკკლესიისადმი, როგორიც აქამდე ვნახეთ. ამ საუკუნეში აღარ გვესმის ხმა მისიონერებისა, რომლებიც წინა საუკუნებში ხშირად სწერდენ ევროპაში, რომ საქართველოს მისიონი ერთი საუკეთესო მისიონიაო, ქართველნი მეტად მიდრეკილნი არიან რომის ეკკლესიისადმიო და იმედი გვაქვს მალე მთელი საქართველო შეუერთდეს რომსაო. პირიქით ჩვენ ეხლა ვხედავთ ამავე ქართველების გულგრილობას და პატრებისადმი არ ყურადღებას. ნაცვლად მათის დაფარვის და შეწევნისა, როგორც აქამდე იქცეოდენ, ეხლა ზოგჯერ უერთდებიან მათ მტრებს და მხარს უჭერენ მათ წინააღმდეგ გამართულს დევნულებაში. ამ მხრივ ქართველების ესეთი გამოცვლა პირდაპირი-შედეგია იმ მდგომარეობისა, რომელშიც იყო მთელი საქართველო. ამ ცვლილების უმთავრეს მიზეზებად სამი მიზეზი მიგვაჩნია: პირველია ის უბედური პოლიტიკური მდგომარეობა, რომელშიაც ძალა-უნებურად, ჩავარდა საქართველო. ძრიელ სამწუხარო სურათს წარმოგვიდგენს. საქართველოს ამ დროის ისტორია, არც ერთს საუკუნეში არა ყოფილა საქართველოს მდგომარეობა ეგრედ აწეწილი, გაჭირვებული და არეულ-დარეული, როგორც XVIII საუკუნის პირველ ხანებში იყო. ვინ ჩამოსთვლის იგოდენ აღურაცხველ ომს, რომელიც გაუმართეს თუ სპარსეთის უღმრთო და მეტად გალაღებულმა ყეინებმა, თუ ოსმალების განძვინებულმა ფაშებმა და თუ საქართველოს ათასნაირ თავგასულმა მტრებმა! ვინ წარმოიდგენს ეგოდენ შუღლს, მტრობას, ორგულობას, ძმის სისხლის ღვრას, რომლის ასპარეზად გახადეს მრავალგზის ეს ქვეყანა ზოგიერთმა მისმი უღირსმა შვილებმა? ასეთმა სამწუხარო მოვლენამ  აშინლად დასცა საქართველო და მოუსპო ღონე თავის შველისა და პატრონობისა. ასეთი დაცემის დაღი ბევრნაირად და დიდხანს დააჩნდა საქართველოს. ამ სამწუხარო მდგომარეობამ, რასაკვირველია, დიდათ დააბრკოლა პატრების მეცადინეობა კათოლიკე სარწმუნოების წარსამატებლად.



მეორე მიზეზად ვსახავთ, რომ სპარსელების გაბატონებამ საქართველოში
მეტად სამწუხარო კვალი დააჩნია. ქართველთა ერსა უფრო ერთად სარწმუნოების
და ქრისტიანებრივის ზნეობის მხრით. თავიანთის გახრწნილებით და ურწმუნოებით
ქართველს შეურყიეს ძველი დროიდგან გულში ღრმად ჩანერგილი ქრისტეს
სარწმუნობა. საქმე იმ ზომამდე მივიდა, კაცს რომ ქართველისათვის სარწმუნოება
დაეტოვებინებინა, საჭირო აღარ იყო არც მისი დატყვევება, არც მისი ოჯახის
აკლება და არც სიკვდილის დამუქრება. პირიქით ბევრი ქართველი თავის თავად
ჰსტოვებდა ქრისტიანობას და გადადიოდა მაჰმადიანობაზე. ამას ჰყოფდენ არც
ფარულად და არც სპარსეთში, არამედ ცხადათ აქვე ტფილისში, ყველას წინაშე. ამ
სამწუხარო მოვლენის ერთი მაგალითი, რომელსაც გვიჩვენებს ჩვენი ისტორია:
„ხოლო ლევან მიუხვნა ამილახორობა ავთანდილს და მისცა ანდუყაფარს ძესა
გივისასა. ამან არ ინება უმ აჰმადიანოდ. მოიყვანა მოლა, იქმნა მაჰმადიან და
წინადაიცვეთა ტფილისს, რომელი არაოდეს ქმნილ იყო, აქ თვინიერ სპარსეთისა”.
სარწმუნოებისგან ესეთ განდგომილებას თავისთავად მოჰყვა ზნეობის განხრწნაც,
რაც მეტად მავნებელი შეიქმნა ჩვენი ერისათვის. ამ სამწუხარო სურათსაც ესე
აღგვიწერს ჩვენი მატიანე: „ამავ ჟამთა იპარვიდიან სილაღითა მცველნი ციხის
თათარნი ტფილისისა, გორისა და სურამისა ტყვეთა და ჰყიდიან და შეერიათ
ქართველთაცა ყიდვა ტყვეთა და იცვალებოდაცა ქცევა-ზნენი ქართველთანი და
იქცეოდენ უმეტეს ყიზილბაშთა ზნე-წესითა და ყოვლითა უწესობითა
ქრისტიანულისათა ცოდვითურთ”. რა საკვირველია, ასეთ გარემოებაში მყოფნი,
ნაცვლად მიახლოებისა, უფრო განუდგებოდენ მისიონერებს, რომლებიც
დაუცხრომელად აყვედრიდენ მათ ასეთ შეუსაბამო მოქცევას და ამის წინააღმდეგ
უქადაგებდენ მუდამ.
მესამე მიზეზი, რომელმაც უფრო მეტი ზედგავლენა იქონია ქართველებზე და
ლათინებს ჩამოაცილა, არის სომეხთა მიერ შეუწყვეტელი უმოწყალო დევნულება.
მაგალითს, როგორც ავს, ისე კარგს, რომ დიდი გავლენა აქვს კაცზე, ყველასათვის
ცხადია. ამნაირის მოქცევით, მეტადადრე ათასნაირის ცილის წამებით, სომხებმა
ცოტად თუ ბევრად შეურყიეს გული ქართველებსაც, ნელ-ნელა დააშორეს პატრებს
და თავიანთის მანქანებით, ზოგჯერ ისინიც მოიმხრეს, რათა უფრო სასტიკად
ედევნათ მისიონერები. ამას ცხადად გვიმტკიცებს თუ ზევოდ მოყვანილი და თუ ამ
თავში მოსაყვანი ბევრნაირი საბუთები. აი ასეთი მიზეზების გამო კათოლიკე
სარწმუნოებამ ვერ იქონია უწინდელივით ძალა და გავლენა და ვერ მოახერხა
მთელი საქართველო რომისათვის შეერთებინა. ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ
შეერთებისათვის მოწადინებულნი არა მარტო ლათინის მოძღვრები იყვნენ, არამედ
საქართველოს თვით უწარჩინებულესნი პირნიც. გარნა, ამასთან ესეც უნდა
აღვიაროთ, რომ ეგოდენ სხვა და სხვა ზედგავლენამ ერთიან ვერ აღმოფხვრა
ქართველების გულიდან ის უსაზღვრო პატივი და მიდრეკილება, რომელიც
ჰქონდათ პატრებისა და რომის ეკკლესიისადმი. ამიტომ თვით ასეთ სამწუხარო
მდგომარეობაშიაც კი ბევრ თანაგრძნობას უჩვენებდენ და უერთდებოდენ ლათინის
ეკკლესიას. ამას ნათლად დაგვანახვებს აქ მოსაყვანი საბუთები.
თუმცა ამ საუკუნის საბუთები ყველა ვერ ვპოეთ, - კიდევ ბევრი გვაკლია -
გარნა რაც კი შევკრიფეთ, საკმაოდ ბლომად არის. ყველას აქ ვერ მოვიყვანთ,
რადგან მეტად შორს წაგვიყვანს. ამიტომ ამ თავშიც გამოვსტოვებთ, რაც
უმთავრესის მნიშვნელობისა არ იქმნება.
როგორათაც წინა თავი სომეხთა მიერ დევნულების აღწერით დავასრულეთ,
ისე ეხლაც იძულებული ვართ, ეს თავიც მათისავე მდევნელობის ამბით დავიწყოთ.
ჩვენთვის უფრო სასიამოვნო იქმნებოდა, ასეთ სამწუხარო კითხვას სრულებით არ
შევხებოდით, მაგრამ, რა ვქნათ, უტყუარი ამბები და ისტორიული მოვალეობა
ძალას გვატანს, ასეთ გასაკიცხ სურათებსაც გვერდი არ ავუხვიოთ.
წინა თავის დასასრულ ვნახეთ, თუ რა ძვირფასი თავისუფლები მიანიჭა
სპარსეთის მეფემ კაფუცინებსა და კათოლიკებს. მაგრამ ასეთმა მისმა ბრძანებამ
საჭირო ნაყოფი ვერ გამოიღო, რადგან სომხებმა კიდევ იპოვეს სხვა საშუალება,
რომლითაც მოსვენებას არ აძლევდენ მისიონერებს. ამის შესახებ აქ მოვიყვანთ
მისიონერების ორ წერილს, რომლებიც რომს გაგზავნეს 1700 წ. პირველი არის
ტფილისის უფროსი პატრისა.
„...აწ ამის მომტანმა რა დააპირა მანდ წამოსვლა და წმიდა ადგილების ნახვა,
მეც საჭიროდ ვრაცხ, ყველაფერი გაცნობოთ. ის ფიცხელი დევნულება, რომელმაც
წელიწადი და რავდენიმე თვე გასტანა, ანჩირის ეპისკოპოსის შემწეობით, უკვე
დასცხრა. ამ ეპისკოპოსმა მეტად კარგი რახამი (შაჰის ბრძანება) გამოგვიტანა, ეს
რახამი ბევრს რასმე შეეხება. გვეგონა,, რომ ამის შემდეგ ,მშვიდობით
ვიქმნებოდით, მაგრამ ახლა უფრო შეწუხებაში ვართ, არა პირადად და არც
ეკკლესიის გამო, რადგან თავასუფლება არის; ხოლო ეშმაკმა სხვა საშუალება
ჰპოვა ჩვენს შესაწუხებლად... მთელს ამ დიდ მარხვაში აქ იყო ის ვართაპეტი,
რომელმაც წინეთ საშინლად გვდევნა, მთელი ქალაქი გადაიბირა და ჩვენს
წინაღმდეგ. ააღელვა, რადგან ყოველ კვირა სხვა და სხვა ეკკლესიაში
ჰქადაგებდა; მისი ქადაგება სულ ჩემ და პაპის წინააღმდეგ არის, ორსავეს
გვწყევლის და გვაჩვენებს. ამით ეგოდნათ წააქეზა ქალაქი ჩვენ და კათოლიკების
გასაუპატიურებლად, რომ უარესის თქმა აღარ შეიძლება. თავის დღეში არ
ყოფილან პატრები ამ ქალაქში ეგრედ შეურაცხყოფილნი, როგორც ეხლა არიან...
ამის დაწვრილებით აღწერას აღარ გამოვუდგები, მივანდობ ამ წიგნის მომტანს,
რომ ყველაფერი მოგახსენოსთ, ვინაიდგან იტალიანური ენა იცის. ეგოდენი
არეულობის გამო ჩვენს ეკკლესიაში ცოტა კათოლიკენი მოდიან. ბევრის კეთილის
ქმნის იმედი მქონდა ამ დიდ მარხვაში, რომელსაც მწვალებლები ბოროტად
ატარებენ. ამ ვართაპეტმა ბავშვებსაც კი დაავალა, ქუჩა-ქუჩა იარეთ და პაპი და
პატრები სწყევლეთო. თუ ღმერთი თავის მადლით არ შეგვეწია და არ მოავლინა
ერთი სხვა ელჩი პაპისა და იმპერატორის მკაცრი წერილებით, არ ვიცი, ეს
საბრალო კათოლიკები რა დღეში ჩავარდებიან, რადგან აქაურ მთავრებს ფული
ენატრებათ და ფული კი აქ არ იშოება, საჭიროდ დავინახე ეს ყველაფერი
მეცნობებინა. უკეთესად ამ წიგნის მომტანისგან გაიგებთ, რათა ყველა აუწყოთ
პაპსა, რაიმე მკაცრ ღონისძიებას მიმართოს. ამ წერილის მომტანი ახალგაზდა
ძრიელ გამოადგა აქაურს მისიონს, ვინაიდგან ჩვენს სახლშია აღზრდილი; თავის
კაი ყოფაქცევით და კეთილის მაგალითით ეს ახალგაზდა კარგად პატივცემულია
ქალაქში. ამისი მანდ წამოსვლა ჩვენთვის დასაკლისია, რადგან არ ვიცით რა
მოხდება აქ. გარნა თავის გულმხურვალების დასაკმაყოფილებლად მეც ნება
დავრთე წამოსულიყო... ტფილისი 20 მარტს, 1700 წ. პატრი სილიბისტრე
პანიქალელი”. ამ წიგნის წამღების ტფილელის სახელი ვერ შევიტყეთ.
მეორე ამის მსგავსი წერილი არის გაგზავნილი განჯიდგან ისპაჰანს სპიგა
ეპისკოპოსისადმი, რომელსაც თავისი მხრით გაუგზავნია რომს. მოვიყვანთ ამის
უმთავრეს ნაწილსაც.
„...თუმცა პატივცემულმა ანჩირის ეპისკოპოსმა გამოგვიტანა ჩვენდა
სასარგებლოდ მეტად კარგი ფირმანი (შაჰის ბრძანება), რომლითაც საგანგებოთ
ყველას ებრძანება, ფრანგები არ შეაწუხონ, გარნა ტფილელი მწვალებელი
სომხები ამ ფირმანითაც არ ცხრებიან, არამედ ახალ-ახალ რამეს იგონებენ ჩვენისა
და კათოლიკების შესაწუხებლად. ტფილისში მცხოვრები ერთი ვართაპეტი,
სახელად მესროფ, დღე ყოველ სხვა არაფერს შვრება, თუ არ მას, რომ სწყევლის
პაპს, ყველა მეფეებს და რომის კათოლიკებს; ეგრეთვე ერსაც ურჩევნ ასე ჰქმნას;
მასთანვე ჩვენის დიდ შეურაცხყოფისთვის, შეადგინა ერთი ეშმავებრივი ლოცვა,
რომელსაც ტფილისის ყველა ეკკლესიებში დილა-საღამოს ლოცვის დროს
ათქმევინებს; ამ უწმიდურის ლოცვის დასრულებაზე ერსაც პასუხად ათქმევინებს
„ამენ, ამენ". რათა თქვენი უმაღლესობა კარგად სცნობდეს ამ ეშმაკებრივის
ლოცვის შინაარსს, გიგზავნი მის ერთს პირს წააკითხეთ ერთს თქვენს რომელსამე
მეგობარს და სცნობთ, თუ რა სისაძაგლეა და როგორ შხამს ანთხევს ეს ჯოჯოხეთის
სული, ეს უბოროტესი ვართაპეტი. აქედგან შეგიძლიათ სცნოთ ისიც, თუ ეს
უბოროტესი მწვალებლები როგორ მშვიდობიანად უნდა სცხოვრობდენ ჩვენთან...
აწ ნახოს თქვენმა უსამღვდელოესობამ, ნუ თუ ასეთი რამე ითქმის საქვეყნოდ
ეკკლესიაში ეგოდენ გულუბრყვილო ხალხის წინაშე? ხედავთ ეს უბოროტესი
ვართაპეტი რას ასწავლის. ყველას აგონებს, რომ სწყევლონ ამ ქვეყანაზე ღვთის
მონაცვლე პაპსა და ყოველ მის მიმდევარსა. მტკიცედ მოგახსენებ; რომ შემეძლოს,
ამ მწვალებელს სომხებს არც ერთს იტალიაში დავადგმევინებ ფეხსა, რადგან
ამათგანი ვინც კი იტალიაში რჩება, სრულებით არ ხედავს ეგოდენ დიდ კეთილს და
სულიერს მოქმედებას რაიც იქაურ ეკკლესიებში სრულდება, არამედ
უწმინდურებთან მიდიან და ხედავენ მარტო იქაურ ბოროტ ჩვეულებას: როდესაც აქ
ბრუნდებიან წყევლის მეტს არაფერს ამბობენ, რათა ჩვენ დიდათ შეგვარცხვინონ.
გარდა ამისა, იტალიაში დიდ მკრეხელობის ცოდვასაც ჩადიან, ვინაიდგან იქ თავს
აჩვენებენ კათოლიკედ, ღვთისა და თავიანთ თავის მოსატყვილებლად აღსარებას
ამბობენ და ზიარებას ღებულობენ, ხოლო როდესაც აქ ბრუნდებიან წინანდელზედ
უფრო უბოროტესი მწვალებლები ხდებიან; გამოცდილებამ გვიჩვენა... ესევე
მწვალებლები ამბობენ, რომ ფრანგები თათრებზე უბოროტესნი არიან, უმჯობესია
კაცი თათარი გახდეს, ვიდრე ფრანგიო... სპარსეთში განჯიდან, 20 სექტემბერს,
1700 წ., პატრი რეჯინალდო ლენთინელი".
აქ დასახელებული სომხურად ლოცვის წერილი კათოლიკების წინააღმდეგ
ვნახეთ და ამავე წერილის დედანთან ინახება, მაგრამ მისი გადმოწერა ვერ
შევიძელით.
აღარაფერს ვიტყვით ასეთი წერილისას, რადგან მთელი მისი ღირსება
განუმარტებლადაც ცხადად და გარკვევით არის წარმოდგენილი.
არ ვიცით თუ რა შედეგი მოჰყვა სომხების ამნაირ საქციელს, რადგან საჭირო
საბუთები არა გვაქვს ხელში. ხოლო ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საქმისათვის სხვა
წერილებიც უნდა ყოფილიყვნენ გაგზავნილი რომსა, რაის გამო პაპს საქართველოს
მეფისათვის წიგნი მოუწერაა. არც ის წიგნი გვაქვს ხელში. მხოლოდ ვიცით
პროპაგანდის ერთი წერილიდან, რომელიც პაპის სეკრეტარს სწერს 18
თებერვალს 1701, რათა პაპმა მისწეროს საქართველოს მთავარს ერთი ეგრეთი
წიგნი, როგორიც 7 თებერვალს 1692 წ. მისწერა და დავედროს იქ მყოფი
კათოლიკები და პატრები, რომ შეირჩინონ ის თავისუფლება და პრივილეგია,
რომელიც წინაპრების დროს ჰქონდათ.
1702 წ. ტფილისიდან გაგზავნეს ერთი ახალგაზდა ქართველი იოსებ
აბელალომანი რომს სასწავლებლად. ამის შესახებ პროპაგანდის შემდეგი წერილი
გვაქვს:
„ბატონ კარდინალს საკრიპანტეს, 9 მაისისა, 1702 წ.
„ეპისკოპოსი სეკრეტარი მდაბლად მიესალმება თქვენს უმაღლესობას და
სთხოვს, რომ კეთილ ინებოს, პროპაგანდის თანახმად, გაუწიოს პაპის წინაშე
სამსახური ერთი ახალგაზდა ტფილელის ქართველისათვის, საჭირო სახარჯოს
გამოსართმევად, ვინაიდგან ამ ურბანოს კოლეგიაში უადგილობის გამო მისი
მიღება ეხლა არ იქმნება. რათა ამ ახალგაზდა კაცის გარემოება და მის მამისაგან
მიგებული სამსახურის ამბავი კარგად შეიტყოს თქვენმა უმაღლესობამ, სიმდაბლით
ვუგზავნი იმ მოხსენებას, რომელიც წმიდა კრებას წარუდგინა მისმა რომს მომყვანმა
კაფუცინმა, პატრი ამადიო ბრეშელმა; ვგზავნი ეგრეთვე საქართველოს მისიონის
უფროსის წერილსა და ელია ისპაჰანის ეპისკოპოსის მოწმობასა. გთხოვთ, ეს
წერილები ისევ უკან დაუბრუნოთ სეკრეტარიატს და მასთანვე აუწყოთ, რას
გარდასწყვეტს პიპი ამ ყმაწვილი კაცისთვის”. აქ დასახელებული წერილები ვერ
ვიპოეთ. ამ ახალგაზდა კაცის მამა ყოფილა გასპარა და დედა ანნა ტფილელი
კათოლიკები. პროპაგანდის კოლეგიაში უადგილობის გამო, გაუგზავნიათ
მონთეფიასკონის სემინარიაში წავლებლად, ვიდრე ადგილი აღმოჩნდებოდა
პროპაგანდაში. იქ მიუღიათ 11 ოქტომბერს 1703 წ. ამ დროს 16 წლისა ყოფილა.
ფილოსოფიის შესწავლის შემდგომ, ერთი წელიწადიც საღვთის-მეტყველო საგნის
შესწავლისათვის მოუნდომებია. მაგრამ სწავლა ვეღარ დაუსრულებია და შინაურის
გარემოებისა გამო რომიდან საქართველოს დაბრულა 1709 წ.
ამ დროდან ვიდრე 1708 წლამდე აღარაფერი ვიცით, საბუთები აკლია.
ხოლო 1706 წ. პროპაგანდის ერთი წერილიდან სჩანს, რომ კაფუცინს პატრი
ლავრენტი მილანელს, საქართველოში წამოსვლის დროს პროპაგანდისათვის
უთხოვნია ოთხი ქართული ლექსიკონი და ქართული კათეხიზმო. დასახელებული
ქართული ლექსიკონი ის რომელიც დაიბეჭდა 1620 წ. იტალიანურიანათ, თუ სხვა,
არ ვუწყით.
პროპაგანდას ერთი შენიშვნიდან სჩანს, რომ გიორგი მეფის ძმას ლევანს,
ერანის მსაჯულთ-უხუცესს, რომს მიუწერია, მსურს კათოლიკობას შევუერთდეო.
მაგრამ, სამწუხაროდ, მისი წერილი დაკარგულია. ამიტომ მისი მეტი არაფერი
ვიცით. ვფიქრობთ, რომ ეს წერილი უნდა იყოს გაგზავნილი რომს 1707 წ., იმავე
დროს, როდესაც მისმა შვილებმა დომენტი კათალიკოსმა და ქაიხოსრომ მისწერეს
პაპს თავიანთი შეერთების სურვილი. არც ამათი წერილები გვაქვს. ხოლო ამათი
ცოტა რამ ვიცით პროპაგანდის წერილებიდან. ვინაიდგან ამათ გარემოების
შესატყობლად პროპაგანდა სწერს ესრედ ისპაჰანს:
„პატრი მარია იოსებს იესოსი, ფეხშიშველ კარმელიტანს, პროვინციის ვიკარს,
ისპაჰანს, 13 აგვისტოს 1708.
„აქ პაპისათვის მოიტანეს ორი წიგნი ერთი საქართველოს პატრიარქისა და
მეორე მისი ძმა ხოსრო მირზასი, რომელიც არის ისპაჰანის მსაჯული და სპარსეთის
მეფისგან დიდად მიღებული პირი. ხოლო ეს ორივე წიგნი დაუწერია ფეხშიშველ
კარმელიტანს პატრი ბასილს, მაგ ქალაქშივე მყოფს მისიონერს. პატრიარქი
იწერება, რომ მზად არის იგი დაემორჩილოს პაპს, რომელსაც სცნობს ეკლესიის
თავად და იესო ქრისტეს მონაცვლედ. ამიტომ სპარსეთის მეფეს ძალა-დაუტანებია
სარწმუნოების უარის საყოფელად, მაგრამ სრულებით არ დათანხმებია. არამედ
ცდილობს გამოიპაროს იქიდგან და მოვიდეს აქ, რათა პაპის წინაშე აღიაროს
კათოლიკე სარწმუნოება.
„ხოლო მისი ძმა იწერება, რომ მას წინეთ დაეტოვებინა ქრისტიანობა, გარნა
ამ ხსენებულის პატრი ბასილის შემწეობით საიდუმლოდ მაჰმადიანობა უარუყვია,
ეგრეთვე საქართველოს ეკლესიის შეცთომილება და მიუღია კათოლიკე
სარწმუნოება და ხელიც მოუწერია. რომისგან აღმოსავლეთელებისათვის
გაგზავნილს სარწმუნოების სიმბოლოზედ. რადგან საყოველთაო მსაჯულია და
გარეგნად თათარი, ამისთვის ჰგონია, რომ ვალდებული არ იყოს ქრისტიანობა
საჯაროდ აღიაროს და შეუძლია ფარულად საიდუმლოების მიღება და გულით
ქრისტიანედ ყოფნა.
„როდესაც საქათთველოში დასახლებულა, ერთი თავადის ქალი შეურთავს,
მაგრამ მასთან ცოლქმრული კავშირი არა ჰქონია, ხოლო გათათრების შემდგომ
მრავალი ცოლი მოუყვანია. გარნა ახლა რა ისევ მიუღია წმიდა სარწმუნოება, ამ
ქალთაგანი აურჩევია ერთი, რომლისაგანაც შესძენია შვილები. ახლა ევედრება
პაპს, რომ ნება მისცეს გარეგნად დაფაროს თავისი ქრისტიანობა, მიანიჭოს ახსნა
წინედ ქრისტიანობის უარყოფისათვის და შენდობიანი ჯვარი უბოძოს, ეგრეთვე
აუწყოს რომს რომ მოვიდე, პაპთან თავის შესაფერებელ ადგილს ვიშოვნი თუ
არაო? ესე ყველა რა მოისმინა პაპმა, მიანდო ამ წმიდა კრებას, რომ, სანამ
ამისთვის რასმე გადასწყვეტენ, ამისი გვაცნობოთ, ყველაფერი უფრო გარკვევით
და დაწვრილებით, მაგრამ დიდის ზედმიწევნით და საიდუმლოდ: თუ რა პირნი
არიან მომწერნი და თუ რაოდნათ სარწმუნოა მათი წერილები და ეგრეთვე ამ
წიგნების დამწერის მონაზონისაცაო; ამისათვის იმდონი ვრცელი ცნობები
მოგვაწოდე, რაოდენსაც თქვენი ბრძნულის აზრით საჭიროდ დაინახოთ. მასთანვე,
ეცადეთ ამ ხსენებულ პირთ, ჩააგონეთ გულმხურვალება და განუმტკიცეთ წადილი,
ყოველსავე ამას ვაუწყებ თქვენს პატიოსნებას და თქვენს ლოცვას ვავედრებ
თავსა".
ერთი ამის მსგავსი წერილი მისწერეს ეგრეთვე ისპაჰანში მყოფ იეზუიტებსაც
და მათაც მოსთხოვეს ამბის შეტყობინება. საჭირო ცნობების გამო შეაჩერეს პასუხის
მიწერა კათალიკოსისადმი ვიდრე 1711 წლამდე, ხოლო ამ დროს ეს წიგნი მისწერა
პროპაგანდამ დომენტის:
„ბატონს საქართველს პატრიარქს, 24 იანვარს 1711.
„პაპს დიდად სათნო ეყო თქვენი დიდებულების წიგნი, რომლითაც აცხადებთ
თქვენს დიდს წადილსა კათოლიკე სარწმუნოების აღსარებისათვის, ეგრეთვე
რომის საყდრისადმი თქვენს მორჩილებას და პატივისცემას, რაის გამო მათმა
უწმიდესობამ დიდათ აქო ეგ თქვენი სურვილი და მოწადინება და მასთანვე თავისი
მამობრივის სიყვარულით და კეთილმნებლობით შეგაგულიანებსთ, რათა მტკიცედ
იქონიოთ ეგ თქვენი საქებელი წადილი და მომზადებულად და გუნებურად ხელი
მოაწეროთ კათოლიკე სარწმუნოების სიმბოლოს, რომელსაც ამ წერილთანვე
გაახლებთ; ამ ნაირად ყოველის შეცთომილების მხრივ უშიშრად იქმნებით და
მორწმუნებით შეუდგებით მოძღვრებას სამოციქულო საყდრისას, რომელიც არის
პირველი კათედრა და ყოველთა ეკკლესიათა დედა და მოძღვარი. არა მარტო
თქვენ შეუდგებით მტკიცედ და შეურყევლად ამ მოძღვრებას, არამედ, ვითარცა
მოითხოვს მწყემსებრივი მოვალება, სხვებსაც ასწავლით ყველა ნაირის
საშუალებით, რაოდნათაც შესაძლო არის. ესეც უწყოდეთ, რომ დიდი ცოდვა
იქმნება თუ დაუტევეთ დევნულობის შიშით თქვენზე მონდობილი ქრისტეს სამწყო,
ვინაიდგან წერილ არს: „მწყემსმან კეთილმან სული თვისი დასდვის
ცხოვართათვის”. უკეთუ როდისმე ატყდეს დევნულება და ერის სულიერმა
სარგებლობამ მოითხოვოს თქვენი თავის განრინება, მაშინ თქვენც, იმ ზოგიერთის
წმიდანების მაგალითისამებრ, დროებით ახლო ქვეყნებში სადმე მიეფარეთ, რათა
იქიდან განსაცდელში მყოფ თქვენს სამწყსოს როგორმე შეეწიოთ და კიდეც
მიხვიდეთ, ნახოთ, როდესაც საშუალება მოგეცემათ. მაგრამ თუ მტრის მიერ
დევნულებამ იქამდე მიაწიოს რომ მაგ მხარეს უშიშრად ვეღარსად შეგეძლოთ
დგომა, მაშინ მოდით რომს, სადაც თქვენდამი სავსე სიყვარულით პაპი ეგრეთის
სახიერებით მიგიღებსთ, როგორათაც სხვა ყველა ეპისკოპოსებს, რომლებიც
მოდიან ქვეყნის ყოველ მხრიდან. ამასთანავე პაპი დიდის სიყვარულით განიჭებსთ
მოციქულებრივ კურთხევას. ხოლო მეც ვევედრები ყოვლის მპყრობელ ღმერთსა,
რათა თქვენი დიდებულება უვნებლად ბევრხანს ცოცხლებდეს”.
ამ დროის შესახებ მისიონერების წერილი ყველა გვაკლია. ამიტომ დომენტი
კათალიკოსის მიერ კათოლიკე სარწმუნოების მიღებისა სხვა არაფრის თქმა
შეგვიძლია. არც ის ვუწყით, თუ ამ წერილში დასახელებული შიში და დევნულება
ვისგან ყოფილა.
რადგან დომენტისა და ქაიხოსროს წერილები ერთად იყო გაგზავნილი რომს,
ამავე დროს პროპაგანდა ქაიხოსროსაც სწერს წიგნს:
„მთავარ ხოსრო მირზას, 24 იანვარს, 1711 წ.
„დიდის სიამოვნებით მიიღო პაპმა თქვენი უწარჩინებულესობის წერილი,
რომლითაც ეგრე კარგად აცხადებთ თქვენს მიდრეკილებას კათოლიკე
სარწმუნოებისა და მათდამი, ვინც მას აღიარებენ. ამიტომ მათმა უწმიდესობამ
დიდათ გაქოთ და მასთანვე გულმხურვალედ ევედრება ღმერთსა, რათა მარადის
განაბრწყინოს თავისის მადლით ეგ თქვენი კეთილი წადიერება და წარემატოს მას.
მასთანვე მათი უწმიდესობა თავის მამობრივის სიყვარულით შეგაგულიანებსთ, რომ
ეგრეთ თქვენს კეთილ წადიერებაში მარადის მტკიცედ იყოთ და უერთგულოთ მას
და ეგრეთვე თქვენი სულის საუკუნო ცხოვრება არჩიოთ ამაო და საწუთრო პატივსა,
დიდებასა და განცხრომას. ხოლო პაპი გულმოწყალებით ყველაფრის ნებას
გაძლევს, რაც კი კათოლიკე სარწმუნოებას არ ეწინაღმდეგება. მანდ მყოფი
მისიონერი პატრები გაუწყებენ, რაც ნება დართულია, ან რაც აღკრძალულია
ქრისტიანისათვის; ეგრეთვე გარდმოგცემენ ამ წიგნსაც. ეს პატრები რადგან
გაწურთნილნი და გულმოწყალებით სავსენი არიან, თქვენ მოგცემენ იმ რჩევა-
დარიგების, რომელიც შეეხება თქვენს სულიერ საჭიროებას; კარგად შეეწევიან
თქვენი სულის ცხონებას და რაც კი შეეხება თქვენის მდგომარეობის
მოთხოვნილებას; ამის უფლება ყველა მიანიჭა მაგათ პაპმა. გარდა ამისა პაპი
დიდის გულშემატკივრობით და მამობრივის სიბრალულით უმზერს ყველა თქვენს
განსაცდელს! გარნა სასოებს ყოვლის მპყრობელი ღვთისადმი, რომელიც მუდამ
შეეწევის კეთილ მოსურნეთა და დაუცხრომელად ევედრება, რომ თავისი ღვთიური
შემწეობა არ მოგაკლოსთ. ეგრეთვე დიდს მადლობას მოგახსენებს იმ ყველა
სამსახურისათვის, რომელსაც საჭირო დროს აგებთ ქრისტიანებს; თავის თქვენდამი
მამობრივის გულკეთილობისა და სიყვარულის ნიშნად გიგზავნის ოქროს და
ვერცხლის ჯაჭვებს თავისი სურათითურთ და განიჭებსთ მოციქულებრივ კურთხევას.
მასთანვე მზათ არის დიდის სიყვარულით ამ ქალაქში მიგიღოსთ და თავისთან
სამუდამოდ შეგინახოსთ, თუ აქ შემოხიზვნა დაგჭირდათ. ინებოს ღმერთმა თქვენის
დიდებულების უვნებლად დაცვა".
რადგან ზემოდ დასახელებულის კარმელიტანების პატრისგან მიიღეს მათ
ორთავ შესახებ საჭირო ცნობები ამიტომ პასუხს ისევ ამასვე უგზავნიან, რათა
ორთავ ამან გადასცეს; მასთანვე ამ წერილს სწერენ:
„პატრი მარია იოსებს იესოსი, ფეხშიშველ კარმელიტანს, პროპაგანდიის
ვიკარს, ისპაჰანში, 31 იანვარს, 1711 წ.
„წმიდა კრებამ რა წაიკითხა თქვენი გამოგზავნილი წერილები ხოსრო მირზა
მთავრისა და მისი ძმის პატრიარქის შესახებ, დაადგინა, რომ მათ პაპთან
გამოგზავნილ წერილებს პასუხი მისცეს ისე როგორათაც თქვენვე შეგიძლიათ
ნახოთ ამ წერილთან, რაისა გამო ვგზავნით დაუბეჭდავად. მაშ შეგიძლიათ
მიართვათ ეს წიგნები და პირადაც გააგებინოთ მთელი ძალა, ამ წიგნებში
გამოცხადებული აზრები, ისე როგორც შეჰფერის თქვენს გულმოდგინებასა და
სიბრძნეს. ხოლო შესახებ მთავრისა, ჯერ მის ერთგულს პატრს ბასილასთან
მოილაპარაკეთ და მერე მიეცით ისეთი რჩევა-დარიგება, რომელიც უფრო შესაბამი
იქმნეს მისის მდგომარეობისა და საჭიროებისათვის და რომელსაც უფრო
მისდევდენ რჩეულნი მოძღვარნი. ეს მონდობილება რომ ადვილად შეასრულოთ,
გიგზავნით 7 აგვისტოს 1629 წლის დეკრეტსა, რომელიც საუკეთესოა და შეეხება
ასეთ საქმეს. რადგან წმიდა კრებას აქედგან არ შეუძლია წინ და წინ
გაითვალისწინოს განსაკუთრებული შემთხვევანი და მათი შედეგნი, ამიტომ ყველა
დანარჩენს მიანდობს თქვენს სიბრძნეს და თქვენს სიყვარულს. დასასრულ,
დავშთები თქვენის ლოცვა-კურთხევის მავედრებელი”.
არ ვიცით ამ წერილმა მიუსწრო თუ არა ქაიხოსროს, რადგან ავღანელებმა
1711 წ. მოჰკლეს. როგორათაც პროპაგანდის წერილი მოწმობს, ქაიხოსრო
ერთგული კათოლიკე და სხვა კათოლიკების და მეტადრე მისიონერების შემწე
ყოფილა. ამას მოწმობს ეგრეთვე ერთი მისი თანამედროვე, იეზუიტი კრუზინსკი:
„ტფილისისა, გორისა, განჯისა და თავრეზის მისიონებს მუდამ მოწყალებას
აძლევდა, მათი მფარველი და დიდი კეთილის მყოფელი იყო ხსენებული ხოსრო
ხანი. თანა ჰყავდა ღირსეული მისიონერი პარიზელი პატრი ბასილი, ფეხშიშველი
კარმელიტანი, რომლის სახელიც დიდად განთქმულია სპარსთა შორის. ამან
განსაკუთრებული ღვაწლი გამოიჩინა თვით უკანასკნელ გაჭირვებაშიც, არ დასტოვა
მთავარი ქაიხოსრო, რომელსაც დაევალებინა, გაქცეულიყო და თავის თავისათვის
ეშველა; ისიც მთავართან ერთად მოჰკლეს. ეს პატრი მთავარს იმიტომ ახლდა,
რათა მისი სულიერის საჭიროებისათვის ეზრუნა ფარულად”.
გარდა ამისა, ქაიხოსროს ამბავს ვპოულობთ სპარსეთის ამბოხებისათვის
მოხსენებაში, რომელიც საფრანგეთის კონსულმა ისპაჰანიდგან პარიზს გაგზავნა: ეს
გენერალი ხოსრო ხანი ძმისწული იყო გიორგი ხანისა, რომელიც თავისივე კარავში
მოაკვლევინა მირვეიმ. ისინი ორნივე ქართველები და რომის კათოლიკენი იყვნენ.
ხოსრო კაოოლიკე სარწმუნოების სიყვარულით ეგოდნათ აღტყინებული იყო, რომ
თვით მაშინ, როდესაც ყანდარს გარეშემო ჯარი ერტყა, თავის კარავში წირვას
ასრულებინებდა. ამიტომ განგებ თანა ჰყავდა სამი ფრანგის მონაზონი".
როგორც ზემოდაცა ვსთქვით, საქართველოს მისიონის შესახებ არა ვითარი
წერილი გვაქვს ამ დროებისა. ამიტომ სრულიად გამოუკვლეველი გვრჩება ეს ხანი.
უნდა კი ვიგულისხმოთ, რომ ამ ხანში საქართველოს მისიონის ამბავი არა ნაკლებ
საინტერესო უნდა ყოფილიყო, მხოლოდ ნამდვილი მარტო ეს ვიცით. რომ ამ
დროებშიაც ყოფილა სომხების მიერ ატეხილი დევნულება კათოლიკების
წინააღმდეგ. ამას გვიჩვენებს პროპაგანდის წერილი საფრანგეთის ელჩისადმი.
„ბატონს საფრანგეთის ელჩს კოსტანტინეპოლში, 4 აპრილს, 1709.
„ამ ჟამად ჩვენი წმიდა კათოლიკე სარწმუნოება ძრიელ დიდ განსაცდელშია
სპარსეთის სამთავროში. ამის მიზეზია უმღრთო მოქმედება ერთი სომხისა,
რომელსაც ჰქვიან ისრაელორი და რომელმაც ამ რავდენისამე წლის წინად
ევროპაში ყველას მეტად გულმხურვალე კათოლიკედ მოაჩვენა თავისი თავი და
ამის წყალობით ბევრს ქრისტიანე მეფეს და განსაკუთრებით პაპს წერილები
გამოართვა სპარსეთის მეფისათვის, რომლისათვისაც ვითომ შეღავათი უნდა
ეთხოვა იმ მხარეში მყოფ კათოლიკეთათვის. გარნა ახლა თუ წმიდა კრებამ და თუ
პაპმა დიდის მწუხარებით გაიგეს, რომ ის კაცი რა მისულა სპარსეთს თავისი თავი
ქრისტიან მეფეთა და პიპის ელჩად აღუარებია; მერმე დაკავშირებია ეჩმიაწინის
სქიზმატიკე პატრიარქსა და ყოველის ღონისძიებით ცდილობს, კათოლიკე
სარწმუნოების ერთიანად მოსპობას და ამიტომ საშინელი დევნა დაუწყვია".., ჩვენ
ამ დევნულების აღწერას ვერ გამოვუდგებით, რადგან საჭირო დოკუმენტები
გვაკლია, ხოლო ეს კი შეგვიძლია ვსთქვათ, რომ ამ დროს დევნულება კაი ხერხით
დაწყებული ყოფილა, რადგან ვიდრე 1711 წლამდე გაგრძელებულა. ამას მოწმობს
მოხსენება, რომელიც ფრანგებს სპარსეთიდან პარიზს გაუგზავნიათ: „ბატონი
აგათაპოლის ეპისკოპოსი, ბაბილონის შემწე, საქართველოს დედა ქალაქ
ტფილასიდგან, 5 აგვისტოს 1711 წ. გამოგზავნილ წერილებით იუწყება, რომ იქ
ყველა კათოლიკები დიდ შიშში ყოფილან; ფრანგი მისიონერებისაგან შეუტყვია,
რომ ბატონ მიხელს მისიონერების სასარგებლოდ ბრძანება რომ მისცეს, იმისი
წინააღმდეგი ბრძანება ყეინისათვის გამოურთმევიათ სომხებს... ახლა ამ ბრძანების
ძალით ამ სქისმატიკებს დაუწყვიათ დიდი შეურაცხყოფა ზოგიერთის
მისიონერებისათვის, და აწ აპირებენ ერთიან აიკლონ ყველა მათი სახლები".
ვინ აყო ეს აგათაპოლის ეპისკოპოსი, ტფილისს რისთვის და რა დროს
მოსულა, სხვა აღარაფერი ვიცით. სრულიად ეს კი ცხადია, რომ ეპისკოპოსის
მოსვლას საქართველოს მისიონისათვის დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა.
ახლა დროა შევუდგეთ დიდათ განთქმული და ყველასაგან ცნობილის საბა
სულხან-ორბელიანის ამბავს. თუ ყველა არა, უმეტესი ნაწილი მაინც შევკრიბეთ
სხვა და სხვა არქივებში მისი და მის შესახები წერილები. რადგან ყველას აქ
მოყვანა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მოვიყვანთ იმ წერილებს, რომლებიც უმთავრესი
და შესანიშნავია.
ჩვენში ის აზრია გავრცელებული, ვითომც საბა ორბელიანს კათოლიკობა
მიეღოს ევროპაში 1714 წ., მაგრამ ეს აზრი სრულიად შემცდარია, რადგან
ევროპაში წასვლამდე კარგა ხნით ადრე გაკათოლიკებულა საქართველოშივე; ამის
წინა თავში უკვე შემოვიტანეთ ერთი საბუთი ლივორნელი პატრი იოსებისა,
რომელიც 1687 წ. რომს სწერს ახლად გაკათოლიკებულთა სახელებს და მათ
შორის იხსენიებს მთავრის მინისტრის შვილს სულხანს. ეს დასახელებული სულხანი
ჩვენ მიგვაჩნია თვით საბა ორბელიანად. სახელი „საბა” მაშინ მიიღო, როდესაც
მონოზნად შედგა, ამას საკმაოდ გვიმტკიცებს მისი ქართულად დაწერილი წიგნი,
რომელიც პაპს გაუგზავნა. ეს აქვე მოგვყავს უმეტნაკლოდ:
„წმიდა პაპასა რომისასა, მეათერთმეტეს კლემენტოსს.
„ქ: ზეცისა სასუფეველისა კლიტეთა მპყრობელსა: და ქუეყანასა ზედა წმიდათა
შესაკრებლთა თავსა: თავისა მის მოციქულისა პეტრეს მოსაყდრესა: იესოს
ქრისტეს სისხლით მოსყიდულთა ცხოვართა მართალსა მწყემსსა: წმიდათა
უაღრესსა: ცრემლით და შევრდომით აღუარებ ყოველთა ცოდვათა. და ვევედრები
წმიდათა ფერხთა მთხვეველი მეუღლითურთ ჩემით: მინდობილნი მადლისა
მაგათისანი: რათა ცოდუათა ჩუენთა სიმრავლეთა აღჴოცად ევედროს ღ ̃თსა. და
წმიდა კურთხევა მათი მოგვფინოს, და ლოცვა ყოს ჩუენ უღირსთათვის: რათა
სიმტკიცით ვეგნეთ მართალსა სარწმუნოებასა ზედა შეურყეველად. სიტყვით და
საქმით: უწყით რამეთუ შენ გაქუს ჴელემწიფება მიტევებად ცოდუათა. რომელი
მოგცა განჴსნა და შეკრვა იესო ქრისტემან:
„თქვენის მადლის მფარველობითა უხილავ მტერსა ზედა მომეჴმარე, არა
ხილულს მტერს ჩემზედ არა შეუძლია რა. ოღონ ეს ვინცავინ აქ მართ
მადიდებელნი არიან ამათზედ თქუენი ლოცუა და საქმითაც მოხმარება იყოს
ხილულის მტრებისგან დიდს ჭირშს არიან.
„ყოველთ ცოდვილთ უცოდვილესი ორბელისშვილი სულხან ყოფილი
მონაზონი საბა. მიწა ფერჴთა თქვენთა:
„179 (1709) აგვისტოს 15”. [საბას ბეჭედი].
ამ წერილიდგან არა სჩანს რა ქალაქიდგან არის მოწერილი; გარნა ეჭვი არ
არის, რომ საქართველოდან არის გაგზავნილი. ამ წერილთანვეა ამისივე თარგმანი
იტალიანურად 1709 წლის თარიღით, ამის მოყვანას საჭიროდ არ ვრაცხთ.
აქ დასახელებული ხილულის მტრისგან მიყენებული გაჭირვება არის ზემოდ
ხსენებულის სომხის ისრაელორის მიერ დაწყებული დევნულობა. არა სჩანს თუ
წერილი ვის წაუღია რომს.
საბას ევროპაში მოგზაურობისათვის ყოველი ცნობა არა გვაქვს, ხოლო ჩვენი
შეკრებილი წერილებიდან საკმაოდ სჩანს ამ მგზავრობის უმთავრესი გარემოება.
პირველი ამ წერილთაგანი არის სპარსეთში მყოფის ფრანგის მისიონერის
რიშარდისა, რომელმაც გამოიარა საქართველოში და თან წაიყვანა საბა.
რიშარდმა ეს წერილი 1713 წ. კოსტანტინეპოლიდგან საფრანგეთს გაუგზავნა
მინისტრს. რადგან ამ წერილის პირველი ნაწილი არ შეეხება საქართველოს.
ამიტომ გამოვსტოვებთ და მოვიყვანთ შემდეგს.
„მინისტრ ტურსის, მოწყალე ხელმწიფევ.
„...ერევნიდგან წაველ საქართველოში ტფილისს, საცა მფლობელადაა ძმა
ვახტანგ მეფისა, რომელიც არის ისპაჰანს. თექვსმეტი დღე თავისთან დამიჭირა,
შემდგომ რავდენიმე აფიცერი მომცა, რათა გამომყოლოდენ ვიდრე შავ ზღვამდე.
რა გავიარე გორში, იქ დამხვდა სულხან საბა, ბიძა საქართველოს მეფისა.
რავდენიმე წელიწადია რაც მონაზონობის სამოსელი შეიმოსა; მონაზონად
შედგომამდე თავის ძმებს დაუტოვა ერთი დიდი პროვინცია, რომელიც მისი
საკუთრება იყო. იმიტომ ჰყო, რათა უფრო ადვილად აღეარებინა კათოლიკე
სარწმუნოება.
„ამ თავადმა აღზარდა ვახტანგი და მისი სახლობა. ამისთვის ისეთს პატივს
სცემენ და ისე უყვარსთ, როგორც საკუთარი მამა; ეგრეთვე მთელ საქართველოსაც
მამად მიაჩნია. ისპაჰანიდგან მიიღო თავის წერილის პასუხი, რომელიც ხელმწიფემ
კეთილ ინება და გამოუგზავნა, რაც მისმა საფრანგეთის მიმართ სიყვარულმა
ჩააგონა, ყოველი პატივი მცა, შემდგომ ბევრის აფიცრებით და მოსამსახურებით შავ
ზღვამდე გამომყვა სამეგრელოს გზით. ამ დროს ამან ვახტანგისაგან წერილი
მიიღო და გამომიცხადა, რომ დიდი ხანია ხემწიფის (ლუდოვიკეს) ნახვა მინდა და
უკეთესი შემთხვევა არც მექმნებაო და ამიტომ მთხოვა თუ ჩემი სიყვარული გაქვს
და ან რაც ამაგი მისიონებს მივაგე, თუ დამიფასო, თან წამიყვანეო.
„მისმა მხლებლებმა შეიტყეს მისი განზრახვა თუ არა, მაშინვე აცნობეს
დედოფალს, რომელმაც სასწრაფოთ ოცდაათზე მეტი შიკრიკი გაუგზავნა და
ეგრეთვე ის ბატონები მამულებისა, სადაც უნდა გაგვევლო.
„დედოფლისა, ახალგაზდა ბაქარის ვახტანგის პირველ შვილის და ზოგიერთის
აფიცრების წერილებმა გული მეტად აუჩვილა ამ თავადს. იგინი უცხადებდენ, რომ
დედოფალმა რა შეიტყო თქვენის წასვლის ამბავი, მეტის ტირილით სიკვდილის
პირად არისო. თავადმა ყველა ანუგეშა, მალე დავბრუნდებიო და განვაგრძეთ
ჩვენი მგზავრობა. სამეგრელოსა და სხვა პროვინციების პატრიარქი შავ ზღვამდე
წამოგვყვა. წინეთ ამ პატრიარქმა ბევრ გზის გამომიცხადა კათოლიკე
ეკკლესიასთან შეერთების სურვილი. მთხოვა გამომეგზავნა მისიონერები სამი
ადგილისათვის, რადგან უნდოდა დაეყენებინა სამეგრელოსა, იმერეთსა და
აფხაზეთში, წარმართების პროვინციაში. ამას აზრად აქვს სარწმუნოება
განავრცელოს ჩერქეზთა შორისაც და ეგრეთვე სხვა მახლობელ პროვინციებში,
სადაც სულ წარმართები არიან. ბატონი საბა დაესწრო ყველა ჩვენს საუბარს და
შეაგულიანა პატრიარქი, რომ მისთვის გაეყოლებინა თავისი შემწე დავით
მონაზონი, რათა შემდგომ წამოჰყოლოდა იმ მისიონერებს, რომლებსაც მე
გამოვგზავნიდი. მისივე რჩევით ერთი კარგი ადვილი გზა ვპოეთ ჩვენ ვაჭარ
ფრანგებისათვის, რომლებიც ისურვებენ კოსტანტინეპოლიდან შავის ზღვით
საქართველოსა და სპარეთს წასვლას.
„მოვედით რა კოსტანტინეპოლს, ბატონი სულხან საბა და ეს მონაზონი
მივიყვანე ბატონ დეზალურ ელჩთან, რომელმაც მეტის მეტი გულკეთილობით
მიიღო და საბაც დარწმუნდა, რომ რაც გაეგონა კონსტანტინეპოლში მყოფის
საფრანგეთის ელჩის დიდებისა სულ მართალი ყოფილაო. ყველაფერმა
განაკვირვა იგი. მაგრამ უმეტესად გაუხარდა როდესაც ეგოდენი, ჩვენი საბრალო
ტყვე-ფრანგები, რომლებიც ელჩმა ისე კარგად მიიღო. მათმა დახსნამ ძრიელ
გააოცა საბა, უფრო იმიტომ, რომ ზემო ქართლში, საუბედუროდ, ჩვეულებათ აქვსთ
ერთმანეთი თათრებს მიჰყიდონ ხოლმე. ბატონმა დეზალურმა თავის პალატში ბინა
მოგვცა და პირველ მარჯვე შემთხვევაშივე გამოგვისტუმრებს... ი. რიშარდ,
მისიონერი, კოსტანტინეპოლით, 17 ნოემბერს, 1713”.
ისე სჩანს, საბასაც ვახტანგთან ერთად მიუღია საფრანგეთის მეფის ლუდოვიკე
XIV-ის წერილი. ეს წერილი გვიჩვენებს, რომ საბა მრთელი საქართველოსაგან
პატივცემული და ყველას საყვარელი ყოფილა, თვით მაშინაც კი, როდესაც მას
კათოლიკობა მიღებული ჰქონია. ეგრეთვე ისიც ცხადია, რომ ამ დროს
საქართველოს საკმაო დაახლოებული განწყობილება ჰქონია საფრანგეთთან.
რა მივიდნენ იგინი კოსტანტინეპოლიდან მარსელს, იქიდან რიშარდმა
საფრანგეთის მეფის მინისტრს ტურსის ეს წიგნი მისწერა:
„მოწყალე ხელმწიფევ. მგზავრობამ ეგოდნად დამღალა, რომ იძულებული
გავხდი ერთ სხვა საიმედო პირის საშუალებით მომეწერა თქვენის
დიდებულებისათვის და მეუწყებინა, რომ ამ თვის (იანვრის) 23 მოვედით მარსელს
მე და წმიდა ბასილის წესის მონაზონი ბატონი საბა სულხანი, ბიძა საქართველოს
მეფისა. ამას მოაქვს პასუხი იმ წერილებისა, რომელიც კეთილ ინება და მისწერა
ხელმწიფემ და თქვენმა დიდებულებამ.
„ბატონმა არნუმ27 კეთილ ინება და ისეთის პატივით მიიღო, როგორათაც
მოითხოვს ამისი ჩამომავლობა და ღირსება. იმანაც იმნაითივე პატივი სცა,
როგორც კოსტანტინეპოლში ბატონმა დეზალურმა... იმედი მაქვს, რომ ბატონი
არნუ თქვენს დიდებულებას უკვე აცნობებდა აქ ბატონ სულხან საბას მოსვლას და
მის ნატვრას მეფის ნახვისას, რის გამო მარსელში ბევრხანს დარჩენა არ უნდა.
გარნა დიდათ მაფიქრებს მგზავრობისაგან მისი დაღალვა, მისი ხანში შესულობა,
ზამთრის სუსხი და ეგრეთვე მომავალი დიდმარხვა, რომელიც კიდევაც დაწყებული
იქმნება, ვიდრე თქვენი ბრძანება მოვიდოდეს. გარნა ისე მოვიქცევი, როგორც
თვით ინებებს დი ჩემის მხრით, რაც შემიძლია, სიფრთხილის ზომებს ვიხმარ, რათა
გზაში ავად არ გახდეს.
„ვგონებ, თქვენს დიდებულებას ბატონი დეზალური აუწყებდა, რომ ამ ბატონს
სამეგრელოდან წამოჰყვა ერთი მონაზონი, რომელმაც, თავისი პატრიარქის
ბრძანებისამებრ, უნდა წაიყვანოს ფრანგი მისიონერები თავის ქვეყანაში; მათ
პატრიარქი მისცემს სამ სახლს ერთს სამეგრელოში, ერთს აბაშიძებთან (იმერეთში)
და მესამესაც აფხაზეთში, სადაც წარმართები არიან და მეზობლებადაც წარმართი
ჩერქეზები ჰყავსთ. სამეგრელოში იმ პატრიარქთან 40 დღეს დავრჩი. ძრიელ კაი
ხასიათის და გონიერი კაცია, კათოლიკე სარწმუნოების სიყვარულით და ეგრეთვე
ჩემის პატივის ცემით ბევრ გზის მეხვეწა, რათა მისთვის მომეყვანა მისიონერები.
მეც მის მრავალგზის განმეორებულ ვედრებას უარი ვეღარ ვუთხარი და ამიტომ
ვიკისრე ეს მონდობილობა. მას რა ვაცნობე ეს ჩემი თანხმობა, მომანდო
წამომეყვანა ხსენებული მონაზონი, რომელსაც ძალიან ენდობა და დიდი იმედიცა
აქვს, რომ ამან შეისწავლოს ჩვენი ენა და შემდგომ ასწავლოს თავისი ენა იმ
მისიონერებს, რომლებიც ამას წაჰყვებიან... ი. რიშარდი, მარსელით, 1
თებერვალი, 1714 წ.".
ამ დროს საბამაც მარსელიდან რომს მისწერა და თავისი საფრანგეთში
მოსვლა აუწყა ამ ქართული წერილით:
„დიდსა და ღირსს უფალსა:
„ქ: დიდებულო. ვიცი რომ თქვენ ვერ მიცნობთ: მე თქუენის სამსახურის ღირსი,
სულხან საბა ორბელიანი. წმიდისა ბასილის მონაზონთაგანი: - სიწმიდისა თქვენისა
27 ეს პირი მარსელის ქალაქის თავი უნდა იყოს
მოხსენებას ვიკადრებ; - თქვენს ღირსეულებას რომ პატრი კაფუჩინები ჩვენს
ქვეყანას გამოეგზავნა მათგან შევიტყე თქუენ მართლის სარწმუნოების
გამრავლებას დიაღ ცდილობთ ჩუენს ქუეყანას: - ამისთვის დიდად მადლს
გარდვიხდი. და თქუენს სიწმიდეს თაყვანსა ვსცემ. სრულ ქართველიანად:
„რადგან მაღალსა და დიდად ქრისტიანს. დიდებულს ფრანცისის მეფეს.
ჩვენის მეფისათვის წიგნი მოეწერა. მე მისის პასუხის მოსატანად საფრანგეთს
წამოველ: მერმე ამისი ნდომა მაქვს რომ უფროსად წმიდისა პაპის ფეჴს კოცნა
მეღირსოს; მაგათის ბრძანებით უფრო მრავალი პატრები გაიგზავნოს. რომ ჩუენს
ქუეყანას მართალი სარწმუნოება გამრავლდეს: - იმისი უკეთესი დონე ეს არის რომ
ფრანცისის დიდი მეფე ჩვენი მეფის მოხმარებას ეცადოს. რომ თავის უნდომლად
აჯამშია: და ის თავის ქუეყანას მოვიდეს. მისი საქმე ვიცი გუნებით და სიყვარულით
ახლოა ამ წმიდას რჯულზედ. და მალე ის გაამრავლებს:
„ეს ვიცი თუ უფროსად წმიდა მამა ჩვენი თავის შვილს ფრანცისის მეფეს
ტკბილად ასწავლის. და ფრანცისის მეფე მოინდომებს ჩუენს მეფეს ეშველება. თუ
ამ წყალობას გვიზამთ ჩუენთვის დიდი საქმე იქმნება. რომ მე მოვალე ვარ
ქართველთათვის:
„ღირსი პატრი უმფროსი იაჯინთო. წმიდის ტერეზიას პატრების მთავარი:
მარჩილიას დავხვდა. თავის მონასტერში დამაყენა. და დიდად ჴელი შემიწყო:
ჩუენგან რა სამსახური გაეწყობა: მადლს მოვახსენებ: შევიტყე რომ თქუენი ღირსი
ძმა ყოფილა. რადგან ასე კარგა დამხვდა ჩუენ წიგნი მას პატიოსანს მივეც. რომ
თქუენს სანატრელს ჴელს მიერთვას: თქუენს ნეტარელს თავს ვეხვეწები. რომ
უფროსად წმიდის პაპის შენდობა გვიშოვნოთ: და გვიბოძოთ: - 1714. მარტის: 11:
[საბას ბეჭედი]”. ამ წერილთანავე არის ლათინურად თარგმანიც.
ერთი კაფუცინი, სახელად მურმორო ვახტანგის მაგიერად, 19 თებერვალს
1714 წ., ისპაჰანიდგან სწერს საფრანგეთის მინისტრს, რომ თქვენ მიერ 28
ნოემბერს გამოგზავნილი წერილები ვახტანგმა მიიღოო. ეს წერილები ამ პატრსვე
უთარგმნია მისთვის. ვახტანგსაც იმ კაფუცინისათვისვე მიუნდვია მინისტრისათვის
პასუხის მიწერა. სიფრთხილისათვის, ვახტანგი არც ქართულად სწერს და არც
თავის ხელს პასუხზე, რათა წერილი მის მტრებს სპარსელებს არ ჩავარდნოდათ
ხელში და უარესად არ გადამტერებოდენ. ამიტომ მას აზრად ჰქონია გაეგზავნა
ერთი საიმედო პირი, რომელსაც უშიშრად ყველა მისი სურვილი საფრანგეთის
მთავრობისათვის უნდა შეეტყობინებინა. წიგნში სწერს აგრეთვე, რომ
საქართველოში მყოფ კაფუცინებს რაც შემიძლია ერთგულობას არ ვაკლებ, ვეწევი
და მომავალშიაც არ მოვაკლებ დახმარებასო.
ამის მსგავს და ამაზედ უფრო ვრცელ წერილს ესევე კაფუცინი
კოსტანტინეპოლში მყოფ საფრანგეთის ელჩს დეზალურს სწერს ვახტანგისას,
რომელიც დიდ მადლობას უხდის საბას კარგად მიღებისათვის; უცხადებს მისი
წერილის მიღებას; ჰპირდება ვისმენ თქვენს რჩევას თუ ჩემის და თუ ჩემის შვილის
ავადმყოფობის შესახებო; აცნობებს მიზეზს, თავის მაგიერად თუ რად აწერინებს
კაფუცინს, ეგრეთვე საბასთვის გადასაცემად უგზავნის იტალიანურად დაწერილს ამ
წიგნს:
„საბა სულხანს. დიდად საყვარელო ჩემო ბატონო ბიძავ, თქვენი გავლილ 28
ნოემბერს კოსტანტინეპოლიდან გამოგზავნილი წიგნი მივიღე 14 თებერვალს,
დიდად გამახარა. მასთანვე ერთად მივიღე პატიოსანი წერილიც მათის
უმაღლესობის საფრანგეთის იმპერატორის ელჩისა, რომელმაც დიდად დამავალა
თუ იმ პატივით, რომელიც თქვენა გცათ და თუ თავის სათნოებიანი და გულითადი
რჩევით, რომელსაც მე მაძლევს ბატონი რიშარდის პირით. იმას ისე
მოვეპყრობოდი და დავავალებდი, რომ თავის დღეში ვხსომებოდი, მაგრამ რა
მექნა, რომ ჩემს მამულში არ ვიყავი. ახლა კი ვპირდები, რომ მომავალში, რაც
შემიძლია, კარგად მოვეპყრა ყველა ფრანცუზებს და მათ მეგობრებსაც, რომელთა
თვისაც კი რასმე მთხოვენ. ჩემი დახმარება, იმედი მაქვს მალე ცოტა ხანში ნახონ,
თვით ამ შემთხვევაშიაც, რომ სპარსეთის სამეფოში არსდება საფრანგეთის სამეფო
კამპანია.
„დიდად შევწუხდი, როცა შეეიტყე, რომ გზაში მეტად შეწუხებულხართ, მაგრამ
ვნუგეშობ თქვენს მშვიდობით მისვლას საფრანგეთსა, სადაც, იმედი მაქვს, ნახოთ
ამ ქვეყანაზე ყველაზე დიდი და ყველაზე გულ უხვი მეფე, ევროპის საუკეთესო
აღყვავებული მთავრობა, ეგრეთვე ნახოთ რაც უფრო განსაკუთრებით ყურადსაღები
აქვს მაგათ მეფესა და მის სამთავროს ღირსს ერსა, რომელიც მორწმუნეა და
დიდად მოწადინებულია იესო ქრისტეს, უფლისა ჩვენის, სარწმუნოების
გასავრცელებლად. ყველა მისი თვისება ღირს ჰყოფს ამ ერს, რომ მთელმა
ქვეყანამ ნახოს იგი. ხოლო მარტო მე ვარ აქამდე მოკლებული ნახვისა, მაგრამ
ნუგეშად ის მაქვს, რომ ცოცხალი ვარ და ვიდრე ვიცოცხლებ, ეს იმედიც მექნება.
„ვერ ვბედავ და ჩემის ხელით ვერაფერსა გწერ, რადგან მეშინია ჩემის ძმის
არტილერიის გენერალის იესესი, რომელიც, როგორც მუდამ განდგომილი მტერი
და ეშმაკი, ისე დამტრიალებს გარს, რათა ჩამთქას; ამას ყველას შეიტყობთ
თქვენის ძველის მეგობრის იოსებისაგან, როდესაც ის საფრანგეთს მოვა. იმედი
მაქვს ამ დიდ მარხვის შემდგომ წამოვიდეს. ძრიელ მეძნელება ამისი გამოშვება,
რადგან მარტო ესაა, რომელიც ყოველდღივ ჩემთან მოდის და მანუგეშებს, მაგრამ
რა ვქნა, სხვა ნაირად არ შემიძლია. ეს არი მიზეზი, რომ ჩემის ხელით არა გწერ. აწ
გთხოვ ილოცოთ ჩემთვის და ეგრეთვე ალოცოთ ის ყველა მონაზონებიც,
რომლებსაც ამ თქვენის მგზავრობის დროს დაემეგობრებით. ვევედრები მოწყალე
ღმერთს, რომ ინებოს და აღგისრულოს ყოველი თქვენი კეთილი სურვილი და
მოგანიჭოს ყველა ნაირი ბედნიერება. დავშთები მარად, როგორც აქამდე ვიყავი,
ჩემი ყოვლად საყვარელ ბატონის ბიძის უმდაბლესი ძმის წული (ანუ დის წული).
მეფის მაგიერ: მათი ყოვლად მდაბალი, ერთგული, დიდად დავალებული და
ერთგული მონა, იოსეფ ფრეზერატი, ვერონეზელი, 20 თებერვალს, 1714.
„ბატონ სულხან საბას, საქართველოში წმიდა ივანე ნათლისმცემლის
მონასტრის უფროსს წმიდა ბაზილის მონაზონებისას”.
საბა და რიშარდი მარსელიდგან მალე წავიდენ პარიზს. იქ მაშინვე საბამ
მინისტრს პონშართრენს აუწყა თავისი მოსვლა ამ წერილით:
„ქ. ბატონო ბრძენო და მეცნიერო: ღმერთმან დიდი მეფე დაიცვას, და შენ
დღენი კეთილნი მოგცეს: მე სულხან საბა ორბელიანი ამ წიგნს გწერ და ამას
გაცნობებ, რომ თქვენის მაღალის მეფის ბრძანებითა, წყალობითა და ნიჭითა, აქ
დიდ ქალაქს ფარიზს მოვედით და მეოთხე ვახტანგ28 ქართველთ მეფის პასუხები
დიდებულთანაც და თქვენთანაც მოვიტანე; როდესაც გინდათ, თქვენთან მოვალ და
მადლსაც გარდვიხდი. ორნი პატიოსანი თქვენი მოსამსახურე მოგეგებინათ და
ალერსები მოკითხვა შემოგეთვალათ და წამოგვიძღვენ და დაგვასადგურეს:
„ჩემთან უფალი მუსუ რუშარ მღვდელი არის რომ ქართლიდამ ამან
მომიყვანა. რა ვახტანგ ეს შეისწავლა. დიაღ გაეწყო. ამისთვის ეთქუა თავის
პასუხები. რადგან ამან ყიზილბაშური-თათრული კარგად იცის. ამის სიტყუას უკეთ
შეიტყობ და ჩემსა ეს შეიტყობს და ჩემი საქმე. და სანდომი რაც არის, ამან ყველა
კაი იცის და თუ უბრძანებთ ყუალკას ეს მოგახსენებს და გაგისინჯვებს:
„ბატონი ითანდან დიდებული მარცილიას რომ არის, მისი დიდათ მადლიერი
ვართ. რომ საქართველოს საქმეები მუსუ რიშარით დაგვაწერინა, და გაახლოთ: თუ
აკლია რამე მზათა ვართ, და გავაკეთებთ: ამ პატიოსნის დემარასი დიდათ
მადლიერი ვართ, მრავალი გვამო გზაზედა: აწე გუმართებს რომ თქვენ
შემოგავედროთ: მარტს: 23, საბა სულხან. (1714)".
საბას რომში კარდინალთან მიწერილმა წერილმა გასჭრა, რადგან მოიპოვა
პაპის შუამდგომლობა ვახტანგის შესაწევნლად, როგორც თითონ სთხოვდა.
ამისგამო კარდინალი მას შემდეგ წერილს სწერს:
„მამა სულხან საბას, წმიდა ბასილის მონაზონს, 17 აპრილს, 1714.
28 ეს მეექვსე ვახტანგია და არა მეოთხე
„გავლილი თვის 11-ის თქვენმა მოწერილმა წიგნმა დიდათ გამახარა, რადგან
ვსცანი მით თქვენი მისწრაფება გასავრცელებლად კათოლიკე სარწმუნოებისა,
რომელიც უკვე მიგიღიათ და გინდათ განავრცელოთ იგი არა მარტო
საქართველოში, არამედ მის გარეშე პროვინციებშიაც. ყოველივე ეს ვაუწყე ბატონ
კარდინალებს, რომლებიც დიდად გავედრებენ და მზად არიან ყველა შემწეობა
აღმოგიჩინონ თქვენის კეთილის სურვილის შესასრულებლად. ამიტომ აქ
მოგელიან, რათა თქვენის პირით მოისმინონ ყველაფერი და იხმარონ ყველანაირი
შესაფერი და საჭირო საშუალება ამ წმიდა აზრის განსახორციელებლად. აწ მათი
უწმიდესობა პაპიცა, თქვენის თხოვნისამებრ, სთხოვს თავის უქრისტიანეს მეფეს,
რათა საქართველოს მეფეს შეეწიოს. პაპის წერილს ვუგზავნით პარიჟში მყოფ
ნუნციოს, რათა მან თქვენ გარდმოგცესთ და თქვენის ხელით მიართვათ მათ
ხელმწიფებას. მასთანვე ამავე ნუნციო დაგავედრეთ თქვენ და თქვენი საქმე,
ამიტომ იმედი გქონდესთ, რომ მაგ მთავრობის წინაშე დაგეხმაროს ყოველნაირად.
მასთანვე დიდად გამეხარდა, რომ როგორც თქვენ თვითონ იწერებით, ფეხშიშველ
კარმელიტანების უფროსისაგან მიგიღიათ ეგოდენი პატივი. ამნაირის ქცევით იმან
აღასრულა თავისი მოვალეობა, რომელიცა ჰქონდა თქვენის ღირსების წინაშე.
დასასრულ გთხოვ მომიხსენიოთ თქვენს ლოცვაში".
აქვე მოვიყვანთ მეორე წერილს, რომელიც პროპაგანდამ მისწერა პარიზის
ნუნციოს.
„მათ უმაღლესობას პარიზის ნუნციოს, 17 აპრილს, 1714.
„თქვენთან მოვა მამა სულხან საბა ორბელიანი, წმიდა ბაზილის მონაზონი,
ნათესავი საქართველოს მეფისა და ძრიელ ერთგული კათოლიკე. გამოუგზავნია
სპარსეთის ყეინს29 მაგ მთავრობასთან და გამოუტანებია რამდენიმე წერილის
პასუხი უქრისტიანეს ხელმწიფესთან შესახებ მისიონისა. მასთანვე ამავე ხელმწიფეს
უნდა მოსთხოვოს თავისი უძლიერესი მფარველობა ხსენებული საქართველოს
მეფისათვის, რომელიც სპარსეთის მეფის წინაშე არის დატყვევებული. რადგან ამ
მეფეს ძრიელ მისწრაფება აქვს კათოლიკობისადმი და მისი განთავისუფლება
დიდად შეეწევა მის სამთავროში კათოლიკე სარწმუნოების გამტკიცებას და
გავრცელებას. ამიტომ პაპმა კეთილ ინება და დაავედრა უქრისტიანეს ხელმწიფეს
ამ მთავრის საქმე, როგორათაც თქვენ სცნობთ აქვე ჩადებულის პაპის წიგნისაგან,
რომელსაც გადასცემთ ხსენებულ მონაზონს, ხოლო უკანასკნელი თვითონვე
გარდასცემს ხელმწიფეს. თქვენ უსამზღვრო გულკეთილობას მივანდობ მიიდოთ ეგ
მონაზონი პატივით, დაეხმაროთ ყველა ღონისძიებით მთავრობის წინაშე თავის
საქმეებისათვის და აღმოუჩინოთ ყველა ნაირი თქვენი შემწეობა-მფარველობა
ერთი სიტყვით მაგას დიდად გავედრებთ პაპის და ამ წმიდა კრების მაგიერად.
მარადის თქვენი".
პროპაგანდა იმავე ნაირად მესამე წიგნს სწერს პატრი რიშარდს, დიდად აქებს
მის მეცადინეობას, მეტადრე სამეგრელოს მისიონის შესახებ და დიდ მადლობას
უხდის ყველა იმ შემწეობისათვის, რომელსაც აგებს საბას.
როგორც აქამდე ვნახეთ, რომი მუდამ მზათ იყო საქართველოსთვის შემწეობა
აღმოეჩინა; ამიტომ რაც შეეძლო არაფერს ზოგავდა. ევროპაში საბა ორბელიანის
მოსვლით პაპს ერთხელ კიდევ მიეცა შემთხვევა საქართველოსათვის სიკეთე ეყო
და საბას წერილი საკმაო შეიქმნა, რომ საქართველოს მეფისა და მისის
გამოგზავნილის კაცის სურვილი აღესრულებინა და საჭირო დახმარება აღმოეჩინა.
მაგალითი არ ვიცით, რომ პაპი აღმოსავლეთის სხვა რომელსამე ქვეყანას ასე
ხალისად შესწეოდეს, როგორც საქართველოს შეეწია. თითქმის ყველა საკუნეში
ვხედავთ რომისა და საქართველოს შორის ასეთს გულითადს კავშირს და
მეგობრულ განწყობილებას.
29 აქ შეცდომაა, რადგან საბას კი არა, რიშარდს ჰქონდა რაღაც მინდობილობა შაჰისაგან შესახებ ვაჭრობისა.
აქ უნდა დაესახელებინათ სპარსეთში მყოფი ვახტანგი და არა ყაენი
პაპის წერილი, რომელიც პარიზს საბა სულხანს გაუგზავნა მეფე ლუდოვიკე
მეთოთხმეტესათვის გადასაცემად, შემდეგია:
„ქრისტეს მიერ ჩვენს საყვარელს შვილს ლუდოვიკეს, ფრანგთა ქრისტიანეს
მეფეს, პაპი კლემენტე XI.
„ქრისტეს მიერ ჩვენო ფრიად საყვარელო შვილო, მშვიდობა. მთელმა
საქრისტიანომ უწყის თუ მუდამ როგორ მზად ხართ, სადაც კი კათოლიკე
სარწმუნოების დასაცველად და გასავრცელებლად მოითხოების თქვენი გავლენა.
ხშირად გვიქია და დაგვივედრებია ესეთი თქვენი წარჩინებული და ძველებური
თვისება. ამიტომ სრულიად ეჭვი არა გვაქვს, რომ აღსწრაფებით და სიამოვნებით
თქვენის ძრიელის მფარველობის ქვეშ მიიღოთ და თქვენი შემწეობა აღმოუჩინოთ
საქართველოს მეფეს, რომელიც ამ ჟამად სპარსეთის მეფის მიერ დატყვევებულია.
როგორათაც ვსცანით, თუ ეს მეფე თავის სამშობლოში დაბრუნდა თავისუფლად,
ცხადად აღმოუჩენს თავის გულკეთილობას კათოლიკებს და გულმოდგინებით მათ
ყველანაირად შეეწევა და დიდი იმედიცა გვაქვს, რომ იქ კათოლიკე სარწმუნოება,
ღვთის შემწეობით, აღორძინდეს და დღითი-დღე წარემატოს. ამას დაწვრილებით
სცნობთ წმიდა ბასილის წესის მონაზონის, ჩვენის საყვარელის შვილის, საბა
სულხან ორბელიანისგან, რომელიც ნათესავია საქართველოს მეფისა და რომელიც
გადმოგცემსთ ამ წერილს. აღგზნებული ღვთიურის სასოებით, მდაბლად და დიდის
ვედრებით მოითხოვს თქვენს სამეფო მფარველობას. აწ დიდად ვევედრებით
თქვენს ხელმწიფებას, რომ ჩვეულებრივის სახიერებით მოუსმინოთ მას და
აღმოუჩინოთ ყოველგვარი შემწეობა ხსენებული მეფის გასათავისუფდებლად.
ჭეშმარიტად ეს საქმე დიდად ღირსია თქვენის წარჩინებულის გულმხურვალებისა;
ამით ჩვენ მეტად გვასიამოვნებთ და ღმერთიც გადღეგრძელებსთ, ყველაზედ
უმეტესად გაგაბედნიერებს აქ და შემდგომ მოგაგებსთ საუკუნო სასყიდელსა,
რადგან ეს საქმე განსაკუთრებით შეეხება ღვთის დიდების საქმეს. აწ, ქრისტეს მიერ
ფრიად საყვარელო შვილო, ჩვენის მწყემსებრივის სიყვარულის ნიშნად
სიამოვნებით განიჭებთ მოციქულებრივ კურთხევას. რომით, 13 აპრილი, 1714”.
ამ წერილის მიღებამდი საბამ პირველად ნახა საფრანგეთის მეფე აპრილში.
სამწუხაროდ, ამის შესახებ დაწვრილებით ცნობებს ვერასფერს შევხდით. პარიზის
ნუნციო, 14 მაისისა 1714 წ. რომში სწერს, რომ მან გადასცა საბას პაპის წიგნი და
ყოველივე დახმარება აღუთქვა; აცნობებს, რომ საბა წინათვე მასთან ყოფილა და
ამასაც მისთვის გადუხდია დარბაზობა; ეგრეთვე აუწყებს, რომ ამ წიგნის გამო საბა
მეორედ კიდევ ნახავს მეფეს და მალე წავა რომშიო.
მეფისათვის გადასაცემად საბამ წარადგინა ერთი ვრცელი დაწერილი
მოხსენება. ამ მოხსენების პირი ქართულად არ არის, მარტო ფრანგულია, პატრი
რიშარდის დაწერილი. ამის გამო ჩვენ ფრანგულად მოვიყვანთ აქვე.
„საქართველოს მეფე ვახტანგი ისპაჰანშია და საქართველოს ერთიანად
გამაჰმადიანება მოელის და დიდ განსაცდელშია. თუ დაბრუნდა თავის სამთავროში,
ქართველები არა მარტო ქრისტიანედ დარჩებიან, არამედ კიდეც შეურთდებიან
კათოლიკე ეკკლესიას თავიანთი მეფის მაგალითისამებრ, რომელიც საამისოდ
მზად არის და რომელმაც აღთქვა, რომ მობრუნდება თავის სამშობლოში თუ არა,
კათოლიკობა მიიღოს, რადგან იგი ამ თავის უბედურობას აწერს იმას, რომ აქამდე
შეაყოვნა კათოლიკობის მიღება. მეფე ამას გარდა ფიქრობს ყოველი დახმარება
აღმოუჩინოს მისიონერებს, რათა მოაქციონ მთელი ჩერქეზეთი, რომელიც
საქართველოს საზღვარზეა და საიდანაც თავისი მეუღლე მოიყვანა.
„რადგან ვუწყი, რომ საფრანგეთის დიდი იმპერატორი იმიტომ უჩენს თავის
მფარველობას სარწმუნოებისათვის დევნულ მეფეებს, რათა განჰფინოს მთელ
ქვეყანაზე ის სარწმუნოება, რომელსაც თვით ეგოდენის გულმხურვალებით
აღიარებს, ამიტომ მეც ვუჩვენებ მას, თუ რაოდნად ადვილია კათოლიკედ მოქცევა
მთელის ოცდაოთხის პროვინციისა, რომლებიც სავსე არიან ერით და ეგრეთვე
ბევრს მეზობელ სამთავროებსაც, რომლებიც წარმართობას მისცემიან.
„აი, მხოლოდ ამ ერის ცხონების გამოა, რომ მე ვიკისრე ეს დიდი მგზავრობა,
მოველ და ვემხობი ეკკლესიის პირმშო შვილის ფერხთა წინაშე. იმედი მაქვს, ამ
წერილმა წადილსა გვწიოს და დაავალოთ ყეინს, რათა თქვენის ბრძანების
აღსასრულებლად ვახტანგი საქართველოში გამოგზავნოს. უკეთუ შეჰპირდებით
საჩუქარს სპარსეთის დიდებულთ, მაშინ ამ დაპირების გამო ყეინს დაავალებენ რომ
მალე აღასრულოს.
„ამნაირის საშუალებით ვერავინ გაიგებს თუ რა დახმარების აღმოჩენა ეწადა
თქვენს იმპერატორობას; ხოლო ამის ასრულებას მიანდობთ თქვენს მიერ არჩეულ
პირს. სპარსეთში ჩვეულებად აქვსთ ხოლმე, რომ, რომელსამე საქმის
შესასრულებლად, ჯერ შეჰპირდებიან მარტო წერილით და არაფერს მისცემენ,
ვიდრე საქმეს ბოლომდე არ აასრულებენ. ამიტომ სპარსეთის გავლენიან პირთ ჯერ
არაფერი უნდა მიეცესთ, ვიდრე ვახტანგი თავის სამეფოში არ დაბრუნდება
უვნებლად.
„დავასახელოთ თუ რა გვარი დახმარება იქმნება საჭირო. საჭიროა 300,000
ეკიუ და კიდეც კმარა. მაგრამ საქართველოს მეფემ რა ჰქმნა ისეთი, რომ ღირსი
გახდეს ამ წყალობისა? ეს ერთი ქრისტიანე მეფეა და, იმის საბუთად, რომ ისიც
ღირსია დახმარებისა, ასახელებს ბევრს მეფეებს და მთავრებს, რომელთაც სხვა
და სხვა უბედურების დროს და კვალად ეწევა ეგოდენის დიდებით მათი
უქრისტიანესი ხელმწიფება. გარდა ამისა, ეს მეფე დიდათ ნატრობს თავის ერის
ცხონებისათვის, გულწრფელად მიჰბაძოს კეთილ მაგალითს უავგუსტოესის და
მეტად გულუხვის ხელმწიფისას, რომელსაც სთხოვს შემწეობას. ხოლო ვერ
მიბაძავს, უკეთუ მისი ძლიერი მფარველობა არ ექმნა.
„გარდა ამ წყალობისა, რომელსაც ვახტანგისათვის ვსთხოვ საფრანგეთის
უძლიერესს იმპერატორს, კვალად მინდა მოვახსენო მას ყოვლად მდაბალი
სათხოვარი სამეგრელოს პატრიარქისა. ამ ეპისკოპოსს მე ძრიელ დიდი ხანია
ვიცნობ სათნო კაცად; როცა მის პროვინციაში გამოვიარე, დიდის ვედრებით
მევედრა, რათა რვა ანუ ათი მისიონერი ვსთხოვო მათ ხელწიფებას, რომელიც
ცნობილია მთელს აღმოსავლეთში ყველა მისიონერების მფარველად და შემწედ.
„ამ პატრიარქის აზრი ეს არის, რომ შეუერთდეს წმიდა საყდარსა და
მისიონერებთან ერთად ეცადოს აფხაზების მოქცევას. იმის საბუთად, რომ
ყოველსავე ამას გულწრფელად მთხოვდა, თან გამომატანა მონაზონი დავით,
რომელსაც იგი უზომოდ ენდობა, ამან უნდა მოუყვანოს მას მისიონერები,
რომლების გამოგზავნასაც მოელის მათის ხელმწიფობის გულკეთილობისაგან...
ინებოს და მოწყალების თვალით გადახედოს ეგოდენ გაჭირვებულ პროვინციებს.
მას ადვილად შეუძლია ამათგანს ზოგს გააცნოს ჭეშმარიტი ღმერთი და ზოგიც
ეკკლესიის მორჩილი გახადოს.
„ამ აზრის განსახორციელებლად ყველაზედ მეტად ბუნებრივი და შეგვიძლია
ვსთქვათ, ერთად ერთი საშუალები ის არის, რომ ვახტანგი დაბრუნდეს თავის
სამეფოში. რადგან მას იჭერენ ისპაჰანში სპარსეთის მოწინავე პირნი, რომელთაც
ყეინი თავის ნებაზე დაჰყავსთ და აგონებენ თუ თავისი სარგებლობა უნდა, არ
გაუშვას ვახტანგი საქართველოში, ამიტომ საჭიროა იმ პირთა გულის მოგება, რის
ქმნაც შეიძლება საჩუქრებით. ხოლო ამ საჩუქრების მიცემა ვახტანგს არ შეუძლია
თუ იმიტომ, რომ ცოტა ხანია, რაც მეფობს და თუ იმიტომ, დიდი ხარჯი მოუვიდა.
„თავისი გულმოდგინებისა და სახიერების გავლენით თუ აწ ინებებს ყოვლად
ქრისტიანე ხელმწიფე და შეეწევა ამ მეფეს, საუკეთესო საშუალება ამისი
სისრულეში მოყვანისათვის ის არის, რომ ინებოს ერთი თავისი საიმედო პირი
გაგზავნოს და მასვე გაატანოს ვახტანგისათვის საჭირო ნივთიერი შემწეობა, რათა
იმან შეიძლოს სპარსელთ მოწინავე პირთა გულის მოგება; ეგრეთვე სპარსეთის
მეფეს ერთი წიგნი მისწეროს და სთხოვოს, რომ მან უბრძანოს საქართველოს
მართველებს რათა ფრანგებს, რომლებიც იქ გაატარებენ თავიანთ საქონელს
სპარსეთში წასაღებად, შიში არაფრისა ჰქონდესთ".
რაც შეეხებოდა სამეგრელოში მისიონერების გაგზავნას საფრანგეთის
მთავრობა დაჰპირდა, რომ როგორც პაპი დაადგენდა, ის ყველაფერს
შეასრულებდა, მაგრამ თხოვნა კი ფულით დახმარებისა, ვგონებთ, ვეღარ
აუსრულა. ამასთანავე არის კვალად ერთი სხვა ვრცელი მოხსენება, საბას
ნალაპარაკევის თანახმად შედგენილი და დაწერილია იმავე დროს, ესე იგი 25
აპრილს 1714. დამწერის სახელი არა სჩანს, მოხსენება შეეხება საქართველოს
მისიონს და ფრანგთა ვაჭრობის საქმეს საქართველოსა და სპარსეთში. ჩვენ
მოვიყვანთ მარტო მისიონის შესახებ ნაწილს:
„... როგორც სჩანს, სულხან საბას საქართველოში გავლენა აქვს ხალხსა და
მეფის სასახლეზე. ეგრეთვე ეტყობა, რომ, დიდი სასოება აქვს კათოლიკე
სარწმუნოებისა და უნდა მიაღებინოს ეს სარწმუნოება თავის ქვეყნის მთელს ერს,
რომელიც რომისგან განყრილიაო. თვითონ, 22 წელიწადია, რაც კათოლიკობა
მიიღო და შემდგომ გახდა მონაზონი, რათა უფრო თავისუფლად იღვაწოს
შეერთებისათვის, ამიტომაც იმ სიშორიდან მოვიდა საფრანგეთს, რომ მოიპოვოს
მისიონერები. სამეგრელოს პატრიარქი, რომელიც იმავე დროს პატრიარქია
აფხაზებისა, იმერლებისა და გურულებისა, რომელნიც სულ სხვა-და-სხვა ხალხნი
არიან, ამავე აზრით მას მიემხრო. ამ პატრიარქს უნდა ჯერ თვითონ შეისწავლოს
კათოლიკობა და შემდგომ რომის ეკკლესიას შეუერთოს ყველა ეს ქვეყნები. ისინი
ამბობენ, რომ საქართველოს მეფე ვახტანგ ძრიელ ნატრობს მიიღოს კათოლიკობა
და ამ ნაირად თვითვე მისცეს მაგალითი ყველა იმ თავის ქვეშევრდომებს,
რომლებიც კიდევ დარჩენია. გარდა ამისა ეს მეფე თავის მეუღლის საშუალებით
დაკავშირებულია მთავართან, რომლებიც განაგებენ ჩერქეზეთს და რომლებიც
ძმები არიან: ამის გამო შემდეგში ადვილი იქმნება მოქცევა ამათი
ქვეშევრდომებისა, რომლებსაც ვრცელი და მიუდგომელი ადგილი უკავიათ
კავკასიონის მთების იქითა მხარეს. ღრმად დასაჯერი და მოსალოდნელია ამ ერთა
შეძენა. მით უფრო ადვილი შეიქნეს, რომ პატიოსანნი, მშვიდნი, ზრდილნი,
უცხოების ძრიელ პატივის მცემელნი შემწყნარებელნი არიან; სწორედ არც ერთ
სარწმუნოებას არ ადგანან: ზოგნი ქრისტიანედ უწოდებენ თავიანთ თავს და ზოგნიც
მაჰმადიანად. ხოლო არც ერთმა და არც მეორემ იცის, თუ რა არის ის
სარწმუნოება, რომელსაც ვითომ თვითონ აღიარებს. შეიძლება ითქვას, რომ
ნელნელა, იგოდენი ერი მოაქციოს კაცმა, რაოდენიც საფრანგეთშია. ეს საქმე
ძრიელ ადვილია, ამიტომ ყურადუღებელი არ უნდა დარჩეს. ამის დასაწყობად და
სისრულეში მოსაყვანად საჭიროა მხოლოდ რიცხვი კარგად გამორჩეულის
მისიონერებისა, რომელთაც სხვა არაფერი უნდა ეძიონ, თუ არ თავიანთი მისიონის
კარგად აღსრულება. თქმა არ უნდა, რომ მარტო ეს მიზანი ჭეშმარიტად ღირსია
მეფის დიდებისა, მისის გულმოდგინებისა და მხურვალებისა...".
ეს მოხსენებაც კარგ ცნობებს გვაძლევს. ამ წერილის მოწმობით საბას
კათოლიკობა უნდა მიედო 1692 წ. ხოლო ჩვენ ზემოდ ვნახეთ, რომ იგი
გაკათოლიკებულა 1687 წ. გიორგი მეფესთან ერთად. ზემოდ ვახტანგის მიერ
გაგზავნილ იტალიანურ წიგნში ვნახეთ, რომ საბა მონაზონად აღკვეცის შემდგომ,
წმიდა ივანე ნათლის მცემელის მონასტრის წინამძღვარი გამხდარა. ეს საბუთი
საკმაოდ გვიმტკიცებს, იმ დროს ხსენებულის მონასტრის მონაზონებიც კათოლიკენი
უნდა ყოფილიყვნენ, რადგან წარმოუდგენელია, ერთ და იმავე ალაგს უფროსი
კათოლიკე იყოს და მისნი ქვეშევრდომნი კი არა. ეს უფრო ადვილად
დასარწმუნებელი იქმნება, თუ მხედველობაში ვიქონიებთ საბას დიდ გავლენას
მთელს ს ა ქ ართვ ელოზ ე და მ ი ს დიდ მოწ ადი ნ ე ბ ა ს კ ათოლი კობ ი ს
გასავრცელებლად, როგორათაც საბუთები გვიჩვენებს. ამ საბუთების ძალით ისიც
შეგვიძლია ვსთქვათ, რომ იმ დროებში ქართველ კათოლიკენი ბევრნი უნდა
ყოფილიყვნენ.
სამეგრელოს კათალიკოსისას ზედ მიწევნით ვერაფერს ვიტყვით, რადგან ამ
საბუთებს გარდა მის შესახებს ხვა ცნობები არა გვაქვს. ხოლო აქ მოყვანილი
ქაღალდებიდან საკმაოდ სჩანს მისი დიდი სურვილი კათოლიკობის მიღებისა და
გავრცელებისა. აგრეთვე შეგვიძლია დავსძინოთ, რომ მისი ასეთი სურვილი
კათოლიკობისათვის სამეგრელოში უნაყოფოდ არ უნდა დარჩენილიყო.
ჩვენ აღარ გამოვუდგებით შემოტანას სხვა მოხსენებისას, რომელიც შეეხება
ამავე საგნებს და რომელიც ეკუთვნის საბას და ეგრეთვე სხვა პირებსაც. ხოლო
მოვიხსენიებთ, რომ მისიონერები იმ დროს სპარსეთიდან ვახტანგის შესახებ
სწერენ და იტყობინებიან, რომ ვახტანგს საფრანგეთიდან წერილების მიღების
შემდგომ, სპარსელები უფრ მკაცრად ეპყრობიან, და ძალას ატანენ
გამაჰმადიანდესო, მაგრამ ის მტკიცედ არის სარწმუნოებაზეო; ეგრეთვე აუწყებენ
საქართველოს დიდ არეულობას.
საბამ რა მიიღო პაპის წერილი, მეორედ ენახულა საფრანგეთის მეფეს მაისის
თვეში და ეს წერილი გადასცა. ამ შემთხვევაში საბას შესხმა უთქვამს მეფისათვის.
ეს მარტო ფრანგულად არის. სჩანს მეფის წინაშე პატრი რიშარდს საბას
გამოთქმული სიტყვა ფრანგულ გადაუცია. რადგან ეს ვრცელი არ არის, სრულიად
მოვიყვანთ აქ.
„პატივი გვაქვს მოვართვათ თქვენს ხელმწიფებას წერილი, რომელიც ჩვენმა
წმიდა პაპმა კეთილ ინება და გამოგზავნა საქართველოს მეფის ვახტანგის
სასარგებლოდ. მათი უწმიდესობა ამითი ჩვენ ძვირფას შემთხვევას გვაძლევს, რათა
მეორე გზის წარვსდგეთ თქვენის მეფობის ტახტის წინაშე, რაის ნებაც კეთილ
ინებეთ და გვიბოძეთ. ამ თქვენის მოწყალების განმეორება საკმაოა ჩვენს
დასავალებლად, რათა მარადის გამოუთქმელის სიამოვნებით მოვიგონოთ ეს ჩვენი
მგზავრობა, კიდეც რომ ღვთის ნებით სხვა აღარც ერთი სასარგებლო ნაყოფი
მოჰყვეს.
„რა დიდი ბედნიერებაა აწ ჩვენთვის განვაცხადოთ, რომ ღირსი გავხდით
დავსწრებოდით და გვეხილა ყოველივე ის, რაც სხვებს შორიდან აკვირვებს და
აოცებს, ვინაიდგან ჩვენის თვალით ვიხილეთ თქვენს უავგუსტოეს ხელმწიფებაში
არა მარტო სოლომონის სიბრძნე და დიდება, არამედ დავითის სარწმუნოება და
სასოებაც.
„დიდებულო მეფეო, სწორედ ამ სასოებით არის, რომ თქვენი ხელმწიფება
შეიქმნა მეფეთა შემწე და სარწმუნოების მფარველი თვით ამ დაშორებულ
ადგილებშიაც, როგორც არის ჩვენი ქვეყანა".
მეფის მეორეჯერ ნახვის შემდგომ, საბა დიდ ხანს აღარ დარჩენილა
საფრანგეთში, ივნისის პირველ რიცხვებში წავიდა რომს. მინისტრმა პონშანტრმა
კარდინალთან გაატანა ერთი წერილი, რომელიც დაწერილია 1714 წ. მაისის 30.
ამ წიგნში მინისტრი იხსენიებს საბას საფრანგეთში მისვლას და მეფის წინაშე
წარდგომას. ეგრეთვე აუწყებს მეფის გარდაწყვეტილებას, რომ მზად არის
აღასრულოს ყველა, რასაც პაპი დაადგენს საქართველოში მისიონერების
გაგზავნის შესახებო. მასთანვე ავედრებს კარდინალს, რათა საბა
განსაკუთრებულის პატივით მიიღოს. როდესაც საბა რომს მოვიდა, პაპმა,
კარდინალებმა და ეგრეთვე რომაელმა თავადობამ დიდის პატივით მიიღეს. ამას
თვითონაც იხსენიებს ამ წერილში, რომელიც მისწერა მინისტრს:
„ქ. დიდისა და მადლის მეფის საყვარელო და გულითადო მისანდობელო, და
ხუაშადის შემნახაო, უფროს ვეზირო, ბატონო მუსუ პანშანტრან, სულხან საბა
ორბელიან. გიხანოდენ:
„ღვთის მადლითა და მაღლის მეფის ბედნიერებითა, მეფის კატარღით ცხრა
ივლისს30, მშვიდობით მოვედით რომს თქვენი პატიოსანი წიგნები კარდნელს31
მისინიორ ლატრიმულს, და კარდნელს მისინორ საკრიპანტის მივართვით:
რომელიც თქვენი ვედრება ეწერა. ნამეტნავად გაისარჯნენ, და სიკეთე მოიჭირვეს,
და კარგად დაგვხდნენ. ერთს ადგილს დაგვაყენეს.
30 ერთ სხვა საბუთში ივლისის ათია მოხსენებული
31 უნდა იყოს კარდინალს
„რადგან მტკიცე ქრისტიანის მეფის გამოგზავნილი ვიყავით წმიდა პაპმა
მამაშვილურის თუალით და გულით შეგვიტკბო: მუსუ რიშარს რაც დააბარა თავის
შვილ მეფესთან ჩვენის საქმისა ეს მოგახსენებს. მუსუ რიშარიც მეფის ბრძანებითა
და წმიდა პაპის ბრძანებით მანდეთ წამოვიდა. ჩვენც ამის მოიმედნე ვართ,
როგორათაც თქუენის მართლის პირისაგან ჩუენის საქმის გარიგების პირობა
გვიბრძანეთ, ისიები ისე გაგვითაოთ: ჩვენც დღე და ღამე თქუენი მლოცავი ვართ.
და თქუენის შვილისა რომ ღმერთმან დიდი დღე მოგცეს. კვ: ივლის დაიწერა:
სულხან საბა. (1714)".
პატრი რიშარდი, რომელმაც რომს ჩაიყვანა საბა, მეფემ მალე დაიბარა
საფრანგეთში, რადგან ამ დროს სპარსეთიდგან პარიზს მიდიოდა ელჩი, რომელსაც
პატრი რიშარდი კარგად იცნობდა, პაპმა ამავე თარიღით რიშარდს გაატანა მეორე
წიგნი ლუდოვიკე მეფესთან ვახტანგის დასახსნელად. ამ წერილში პაპი დიდათ
ევედრება, რომ გაბედული და სწრაფი შემწეობა აღმოუჩინოს ვახტანგის
დასახსნელად. ამის სისრულეში მალე მოსაყვანად უჩვენებს ვახტანგის სიმტკიცეს
სარწმუნოებაში, რადგან გამაჰმადიანებაზე არ თანხმდებაო; ეგრეთვე
უთვალისწინებს ყოველ იმ სიკეთეს, რომელიც მოელის კათოლიკე სარწმუნოებას
ვახტანგის დაბრუნებით. სამწუხაროდ დაწვრილებით ცნობები ვერ ვიპოვეთ საბას
დარჩენისა რომში, სადაც ორი თვე გაატარა. არც ის ვიცით, თუ რავდენ გზის
ინახულა პაპმა. რომიდან წასვლის დროს პაპმა მეფე ვახტანგთან ეს წერილი
გაატანა:
„ბრწყინვალე და უძლიერეს ვახტანგს, აზიელ ივერიის მეფეს.
„კლემენტე XI. ბრწყნვალე და უძლეველო მეფევ, მშვიდობა და ღვთის
მადლის ნათელი, არ შეგვიძლია სიტყვით გამოვაცხადოთ თუ რაოდნად გაგვახარა
ამ წარჩინებულ ქალაქში მოსვლით ჩვენმა საყვარელმა შვილმა, საბა სულხან
წმიდა ბასილის მონაზონმა და თქვენმა ნათესავმა. ბევრი რამ გვიამბო ისეთი, რაც
მაგ მხარეში კათოლიკე სარწმუნოების წარმატებას ხელს შეუწყობს. რა ვსცანით
თქვენი დატყვევება სპარსეთის მთავრობისაგან, ძრიელ შევსწუხდით, ვინაიდგან
თქვენი, ძლიერი და განუწყვეტელი დახმარება კათოლიკე სარწმუნოებას დიდად
შეეწევა. ამიტომ ჩვენც არაფერი დავზოგეთ, ყოველი ღონე ვიღონეთ, რათა თქვენ
გეღირსოსთ მალე განთავისუფლება და თქვენს სამთავროში მობრუნება, ვითარცა
ამას ვრცლად მოგახსენებს ეს ხსენებული მონაზონი. აწ უფლისა მიერ მამობრივის
სიყვარულით შეგაგულიანებთ, რათა ყოველი შეწუხება და სატანჯველი, რომელიც
ხშირად შეგვემთხვევა ამ ცრემლის ხევში, მოთმინებითა და მხნედ იტვირთოთ და
ამნაირად მაგ შეწუხებისგან გამოიღებთ ნაყოფს. თუმცა კარგად ვუწყით, რომ თქვენ
არ გჭირიათ გამხნევება. რათა, მსგავსად თქვენ წინაპართა, კათოლიკე
სარწმუნოება, მისი აღმსარებელნი და მისი მოძღვარნი დაიფაროთ და შეეწიოთ
მათ. გარნა, რადგან ეს ჩვენის მწყემსებრივის ვალდებულობის უმთავრესი
საზრუნველია, ამიტომ სულ არ დავდუმდებით, არამედ დიდად დაგავედრებთ და
გთხოვთ, რაც თქვენის ნებით ჰყოფთ მათ სასარგებლოდ, ინებეთ მისი ქმნა
ჩვენგამო, რათა უფრო გულმოდგინებით იყოს. ვინაიდგან ვსცანით, რომ თქვენი
ხელმწიფება დიდათ მოწადინებული ყოფილა კათოლიკე ეკკლესიასთან
შეერთებას და აღთქმაც დაუდვია, ამის გამო ჩვენც გირჩევთ რათა დაუყონებლად
აღასრულოთ ეგ თქვენი სასარგებლო და საჭირო სურვილი, რომ მით მიაგოთ
დმერთს რაც აღუთქვით. უკეთუ ეს აღასრულოთ, თქვენის სულის საუკუნო
ცხოვრება უზრუნველ ჰყოთ; ეგრეთვე ჩვენც თქვენდამი მამობრივის სიყვარულის
გამოცხადება არ შევსწყვიტოთ და რითაც კი შეგვიძლია, ყოველთვის შეგეწიოთ. აწ
სიმდაბლით ვევედრებით ღმერთსა, რომლის ხელთ არიან გულნი მეფეთანი, რათა
სრულ ჰყოს თქვენში ის საქმე, რომელიც დაიწყო, განამტკიცოს და დიდხანს
უვნებლად გაცოცხლოსთ და მოგანიჭოსთ ცხოვრების ყოველგვარი ბედნიერება.
რომით, 17 აგვისტოს 1714”.
სანამ საბა რომიდგან წავიდოდა, პროპაგანდამ 1714, ივლისს 25, მინისტრს
პონშანტრანს დიდის მადლობის წერილი მისწერა საბას მფარელობისათვის და
თანაც აუწყა, რომ პაპმა საბა დიდის პატივით მიიღო და უჩვენა მას უზომო
მამობრივი სიყვარული და გულუხვობაო. ეგრეთვე დაჰპირდა, როდესაც
გადაწყდება მისიონერების გაგზავნის საქმე სამეგრელოში, მაშინვე გაცნობებთო.
ამავე წერილში მოხსენებულ იყო საფრანგეთში, რომ საბა კვალად უნდა
მიბრუნებულიყო საფრანგეთში, მეფისათვის განეახლებინა ვახტანგის
გამოხსნისათვის თხოვნა. მაგრამ წერილიდან ვიცით, რომ საბა აღარ მიბრუნებულა
საფრანგეთში. ამის რომში ყოფნის დროს ჯერ გადაწყვეტილი არ იყო, თუ რომელი
მისიონერები უნდა გაეგზავნათ სამეგრელოში; მაგრამ შეჰპირდენ კი უეჭველად
გამოვგზავნითო, ტფილისის მისიონისათვის კი პროპაგანდამ მაშინ იშოვნა 12
კაფუცინი. სიფრთხილისათვის ისინი სამგზავროდ ორად განიყვნენ. ექვსი
გაემგზავრა ვენეციიდან 14 დეკემბერს, 1714, ხოლო ექვსი წავიდა ლივორნიდგან
4 თებერვალს, 1715.
სამწუხაროდ რომში ვერაფერი ვპოვეთ საბას იქ ყოფნისა, ხოლო
ფლორენციის არხივებში კი ცოტა რასმე შევხვდით მის იმ ქალაქში მისვლის
შესასებ. გრანდუკა კოზიმო მესამეს დროის არხივებში მოხსენებულია: „ხუთშაფათ
დილით 13 სექტემბერს, 1714, წინაღამით, რომიდან ფლორენციაში მოვიდა
ბასილიანი მონაზონი სულხან საბა ორბელიანი, საქართველოს ერთი
თავადთაგანი. დააყენეს იგი წმიდა სამების მონასტერში, სადაც გრანდუკა დიდის
პატივით მოეპყრო. ეს უკვე გაკათოლიკებული იყო; ამას ჰყავდა ორი მეუღლე;
უკანასკნელი გარდაიცვალა კათოლიკედ.32 თვითონაც ამ დროს 62 წლისა იყო, ამ
ქართველი თავადის თხოვნით ახადეს ფარდა 18 სექტემბერს, ხარების
ღვთისმშობლის ხატს, რასაც დიდი ხალხი დაესწრო. 20 სექტემბერს 1714,
ხუთშაფათ დილით ხსენებული საბა ორბელი ბასილიანი მონაზონი თავისი
მისიონერებით აზიაში დასაბრუნებლად წავიდა მეტად კმაყოფილი გრანდუკასა და
ფლორენციის ქალაქისგან”. საბას გრანდუკასთვის ერთი მოხსენება წარუდგენია. ეს
ჩვენ ვერ ვიპოეთ.
ხოლო თოსკანის მისიონერების არხივის მოხსენებაში უფრო დაწვრილებით
ცნობას ვპოებთ ამის შესახებ: „1714 წ. ივლისის 10, ზღვით მოვიდა რომს
საქართველოს მეფის ბიძა, რომელიც პაპმა, კარდინალებმა და თავადებმა დიდის
პატივით მიიღეს; კარდინალებმა და თავადებმა მას ძრიელ ბევრი საჩუქრები
მიართვეს; ეგრეთვე პაპისაგანაც მიიღო ერთი დიდი ოქროს მედალი, სხვა და სხვა
საჩუქარი და მასთანვე საკმაო ფულიც საქართველოში დაბრუნების გზის ხარჯად,
რადგან ეხლა გაღარიბებულია იმისგამო, რომ ხსენებულ საქართველოს მეფეს, მის
დისწულს, სულთანმა (Gran Turco) სამთავრო ჩამოართვა და ახლა დატყვევებულია.
რომს იმიტომ მოვიდა, რათა პაპისაგან და სხვა მთავრებისაგან შემწეობა
მოიპოვოს თავის დისწულის დასახსნელად. 28 აგვისტოს მიწვეულ იქმნა
უცხოელთათვის გამართულ ნადიმზედ, საცა თვით პაპი ემსახურებოდა, რისგამო ამ
მთავარმა მეტად კეთილი მაგალითი მიიღო. - 11 სექტემბერს მოვიდა
ფლორენციაში, ჩამოხდა წმიდა ლუიჯის სასტუმროში, მაგრამ, გრანდუკას
ბრძანებით, ორი ეტლით წაიყვანეს წმიდა სამების სასახლეში, სადაც მშვენიერად
მოწყობილია ყველაფერი ამისთანა სტუმრებისათვის. ეს 60 წლისა არის მაღალი
ტანისა, მხნე და ძრიელის აგებულობისა, მშვენიერი სახე აქვს და თეთრ-მოწითლო
ფერი; ერთ მტკაველზე მეტი გრძელი წვერი აქვს, რომელიც დიდად უხდება.
ბერძნების სარწმუნოებისა იყო, მაგრამ 20 წელიწადზე მეტია, რაც კათოლიკობა
მიიღო საქართველოში მყოფ ჩვენი პატრების საშუალებით, განსაკუთრებით პატრი
სილიბისტრე და პატრი ანჯელოს შემწეობით. ქართულის და თათრულის მეტი სხვა
ენა არ იცის. ამიტომ მოითხოვა და რომში გაუგზავნეს ხსენებული პატრი
სილიბისტრე (რომელიც კარგა ხანია საქართველოდან დაბრუნებულიყო),
რომელმაც ქართული ძრიელ კარგად იცის. იგი თან ახლდა მოენედ სხვა
32 ეს უნდა მომხდარიყო 1709-1712 წლებში
საჭიროების დროს (რადგან რიშარდი მას განშორდა 25 ივლისს) ამისგამო ის
პატრი თან მოჰყვა ფლორენციაში. - აქ გრანდუკა მიჰყვა პაპის მაგალითს და,
რაოდნადაც შეეძლო, კარგად მოეპყრო და დიდი პატივი სცა, რადგან არა მარტო
თავის ეტლს აძლევდა ქალაქში სასიარულოდ და შესანიშნავს სუფრას უშლიდა,
არამედ ძრიელ შვენიერი საჩუქრებიც უთავაზა. - კაფუცინმა პატრებმაც მიჰბაძეს და
გამოუცხადეს თავიანთი სიყვარული და პატივი, რაოდნათაც კი თავიანთი
სიგლახაკე ნებას აძლევდათ, რადგან რომის პროვინციალს თავი გაუცნობებია
ამიტომ მონთუგის მონასტრის უფროსმა 17 სექტემბერს მონასტერში სადილად
მიიწვია მისის მხლებელი პირებითურთ, ვინც კი იყო, ერთი მღვდელი, ერთი თავისი
ბაზილიანი მონაზონი და ერთიც თავისი მოსამსახურე. მოიყვანეს ექვს ცხენიანი
ეტლით. დილით აღსარება სთქვა და წირვაზედ ეზიარა დიდის სასოებით; ამ დროს
დიდი კეთილი მაგალითი მისცა იქ დამსწრეთ. რაოდნათაც კი შესაძლებელი იყო
კაი სუფრა გაუწყვეს; რისაც დიდი კმაყოფილი დარჩა. საღამოზე გრანდუკამ ექვს
ცხენიანი ეტლი გამოგზავნა და წააყვანინა სადგომში. მეორე დღეს აქ მოვიდა
პატრი ანჯელო, რომელიც მას იცნობდა საქართველოში. მაშინვე ერთ სხვა
მისიონერთან ერთად მივიდა მის სანახავად რაც ძრიელ გაეხარდა საბას, რადგან
ამ პატრმაც ქართული იცოდა; ეს ორივე თავისთან დაიჭირა სადილად და ძრიელ
შინაურად შეექცნენ. 21 სექტემბერს, თავის მხლებლებით წავიდა ფლორენციიდან
მათის ხელმწიფობის საგანგებო ნავით. პატრი ანჯელო ლივორნამდე გაჰყვა.
ხოლო მეორე მისიონერი თან წაიყვანა სიჩილიამდე".
საბას სიჩიილიაში მოგზაურობისა არაფერი ვიცით. მხოლოდ მოგვეპოვება ეს
წერილი, რომელიც მინისტრს მისწერა საბამ პარიზში:
„დიდათ ბრძენო და პატიოსანო, უფროსო ვეზირო ფრანციის მეფისაო. მუსუ
პონშანტრან. ქ. ვიცი რომ დავაკელი. თქვენ რომ მიბრძანეთ. „სადაც მიხვიდე შენი
ამბავი მომწერეო”: რომიდგან მოგწერე რომელიც წმიდა პაპმა ჩვენზედ წყალობა
ქნა; რომელიც დიდმა მეფემ მისწერა ჩვენის გულისათვის, კიდევ ნამეტნავი
წყალობა გვიყო.
„რომიდამ წამოსვლის უკან, წმიდის პაპის ხარჯით ის ქვეყნები გავიარეთ, და
ფლორენციაში მოვედით: რა კრანდუკამ ჩვენი პიტივი დიდის მეფისგან, და წმიდა
რომის პაპისგან შეიტყო, მაშინვე კარგად დაგვაყენა, კაი პატივითა, კარგა
დაგვხვდა. იქ ყოფაშიაც, და გზაზე მამულშიაც სრულობით მისი ხარჯი იყო. კაის
ჴელის შეწყობით მოგვეპყრა.
„ალიკორნას თქვენი კუნძული (კონსოლი) მუსუ დემალია დაგვხვდა იმან
მოინდომა რომ სახლში დამდგარვიყავით. მაგრამ კრანდუკასაგან ბრძანება იყო
ჩვენ რომ მონასტერში უნდა დაადგარვიყავით. და მისთვის ვერ დავდექით:
კუნძული მალ-მალ მოვიდის. გვიალერსის: და აჯამის ქუეყნის ამბები ჩამოვარდა.
ასე იცოდა სპარსეთის საქმე, იქ გაზრდილი მეგონა. დიაღ მიამა მისი ასეთი ცოდნა.
იმ ქუეყანას კაი გასაგზავნია. პირველად ეს კუნძულო და იმ ქუეყნის საკადრისი.
„მე მაგას არ მოგახსენებ რომ თქვენს დიდ ჭკუას დავეცილო საქმესა. მაგრამ
მე, რაც მოხსენება მართებს, მოგახსენებ, რომ ფრანცისები ჩემთვის დიდად
საყვარელნი არიან.
„ალიკორნიდამ წამოსული, პილერმოს მოვედით: იქ თქვენი კუნძულო
მრავალს გაისაჯა. სხვა არავინ გვინახამს: იქიდამ მისიონას მივედით: აქაური
კუნძულო თუ არ დაგვხდომოდა, არ ვიცით სად უნდა დამდგარვიყავით: იმან
თვითონ წამიყვანა წმიდის ბასილის ჩუენის მონასტერში დამაყენა. ყოველ დღეს
თავის ეტლს გამოგზივნიდის: ყოველ დღე მოვიდის, გვიალერსის: ეს ბატონები
ყველა, თქუენის გულისათვის, კარგა გვეპყრობოდნენ. ამისათვის მოგწერ რომ
ამათ წყალობა უყოთ.
„გეხვეწები რომ მოციქულები მალე გამოგზავნოთ. რომ კოსტანტინეპოლს
მოვიყვანო. ამ ზამთარ აქ მოვასვენო: ვიცი ჩუენის საქმისათვის დიდად მომჭირნე
ბრძანდებით. და ამას მოველი უფრო თავს გამოიდვოთ, რომ ჩემი მეფე და ჩუენი
ქუეყანა შენი მოვალე შეიქმნენ: და მე ნიადაგ შენი მლოცველი ვიყო:
„დაიწერა ოკდომბერს: 26: (1714) სულხან საბა ორბელიანი მოგახსენებ".
ისე ჰგავს, საბას დიდ ხანს არ დაუყვია სიჩილიაში, მალე წასულა
კოსტანტინეპოლს. იქ რა მივიდა, ეს წერილი გამოუგზავნა მინისტრს:
„მუსუ პონშარტრან: ქ. მაღალის მეფის გულითადო ვეზირო და საყვარელო
მოსანდობელო.
„მერმე ღთის მადლითა. და თქუენის ბძანების შეწევნითა: ით: იანვარს
კოსტანტინეპოლს მშვიდობით მივედით. მალთოდამე: ბატონმა ელჩმა ერთს
სახლში დაგვაყენა კაის პატივით, ჴელის შეწყობით, როგორც უწინ ვიყავით. ისრე
ეხლა გაგვირიგა. აქ ვახტანგ მეფის, და ჩემი ძმების წიგნები დამხვდა მონაწერი:
ვახტანგს ივნისის თვეში მოეწერა და აჯამთ ქრისტეს სარწმუნოებისათვის. დიაღ
შეუწუხებიათ. მაგრამ მიხარიან რომ მაგრა დგარა, და რამდენიც შეაწუხონ. უფრო
გამაგრდება:
„ჩემთან ეს მოუწერია „ჩემი იმედი, ღთის გარდა, არა არი რაო და შენ იცი
ჩემს საქმეზე რასაც გაირჯებიო. და დიდი მეფის შეწევნას. და შველის მაყურებელი
ვარო". თქუენ ხომ მრავალს გაისაჯენით. მაგრამ ამას გეხვეწები კიდევ უფრო
გაისაჯოთ. რაც დიდმა მეფემ თავის უტყუარი პირით წყალობა მიბძანა. ვისი
მომლოდინე ვარ:.
,,თქუენ მიბძანეთ „წადი, კოსტანტინეპოლს დაჯდეგო. ჩვენც ელჩს მივსწერთო.
რომ, იქ რაც ვახტანგს ერგებოდეს ის ქნათო: „და აქ ამა ელჩს ბრძანება არა
მოსვლიარა:
„ჩემს ძმებს ხვეწნა მოუწერია ჩემი მისვლისა, ჩემი ქუეყანა აშლილა, ყულას
უნდა მალე მივიდე. მაგრამ თუ მეფის წყალობა. და ან ეგ მოციქულები არ მოვლენ,
მე ვერ წავალ: ჩემი საქმე და ჩემის ქუეყნისა გამიშვია. და უწინ უნდა მაგ
მოციქულების საქმე ვინაღვლო, მერმე ჩემს თემს წავიდე: ჩემის ქუეყნის აშლას,
თქუენ ნურას დაიხედავთ, მაგ მოციქულების საქმე არას დამარცხნებს: თუ ამ
თათრებსა და შავ ზღვას მოვრჩით, იქით ღთით, მოციქულების საქმე არა
დაშავდება რა: ჩემი აქ ყოფნა გრძლად არ ვარგა მისთვის რომ ვინ იცის თუ ჩემი
რამ თქუა, და საჯაროდ გამოვიდა. მრავალი საქმე წახდება:
„ჩემი საქმე, და ჩემის ქვეყნისა ყველა თქუენს საფარველს შემოიგდია, და შენ
იცი.
„ერთს ამას გეხვეწები, მალთიდამ, რომ წამოგვიყვანა თქუენის ბრძანებითა,
ან ეს ელჩი რასაც ჩუენზე ირჯება. მე მმართებს ამისათვის ღთის წინაშე ვილოცო,
სხვა არა შემიძლიარა. ეგება თქუენს წყალობას გარეთ არ დარჩნენ. თქუენი
მოსამსახურე სულხან საბა, 18 თებერვალს 1715".
შემდგომ აპრილის შვიდს, ერთი ამისი მსგავსი წერილი კიდევ მისწერა. ამ
წერილში აუწყებს, რომ კოსტანტინეპოლში მყოფს ელჩს მისთვის ხომალდში ნავი
მიუგებებია; ოსმალებს მისთვის მტრობა დაუწყვიათ, მაგრამ ელჩის მფარველობით
ვერაფერი უქმნიათ: ეგრეთვე აუწყებს ვახტანგის უმცროსი ძმის, გამაჰმადიანებულ
იესეს, საქართველოში მოსვლას და ბაქარის და მისი მომხრეების შეხიზვნას
კავკასიის მთებში; მასთანვე ეუბნება, რომ ამ ახალი ბატონის მოსვლა
საქართველოში კათოლიკებისათვის კარგი არ არისო და სთხოვს საჩქარო
შემწეობის. ამ წიგნთან არის კვალად ერთი ფრანგული წერილი საქართველოს
ამბების შესახებ, რაც კოსტანტინეპოლში საქართველოდამ მიღებული საბას სხვა
და სხვა წიგნებიდან გამოუკრეფიათ და მინისტრისათვის გაუგზავნიათ.
დომინიკე დელლა როქა კოსტანტინეპოლიდან პარიზში სწერს პატრი
რიშარდს 2 აპრილს 1715, და სთხოვს, რომ ეცადოს მალე დააბლოებინოს
საბასათვის შეპირებული საქმე, რადგან ძმები და საქართველოს მოწინავე პირნი,
დიდი საჭიროების გამო, საჩქაროთ იბარებენ რათა საჭირო რჩევა-დარიგება
მისცესო.
რომმა მალე დანიშნა სამეგრელოში გასაგზავნი პატრები. ეს ახალი მისიონი
მიანდო პარიზში მყოფ სამისიონო კონგრეგაციას, რომელსაც უნდა გაეგზავნა
სამეგრელოში და მის გარეშე პროვინციებში იმდენი მღვდელი, რავდენიც კი
საჭირო იქნებოდა. საფრანგეთის მეფემაც, თავისი შეპირების თანახმად, თავს იდო
იქ მისიონერების შენახვის ყველა ხარჯი. პირველ ხანად ამისათვის გადასდო
წელიწადში ათასი სკუდი. პაპმაც საბას და სამეგრელოს კათალიკოსს აცნობა
მისიონერების დანიშვნა და დიდად დააავედრა მათ, რათა ყველანაირი შემწეობა
აღმოეჩინათ კათოლიკე სარწმუნოების გასავრცელებლად. საბას ეს წიგნი
გაუგზავნა:
„ჩვენს საყვარელს შვილს, წმიდა ბასილის წესის მონაზონს უფროსს,
საქართველოს თავადს სულხან საბას, პაპი კლემენტე XI.
საყვარელო შვილო მონაზონო, მშვიდობა და მოციქულებრივი კურთხევა,
თანახმად შენის ნატვრისა და თხოვნისა, გადავსწყვიტეთ გამოვგზავნოთ ამ მოკლე
ხანში მოციქულებრივი მისიონერები მაგ მხარეს. თუმცა დიდად დარწმუნებული
ვართ შენს მხურვალებაზე, რომლისაც მრავალნაირი და წარჩინებული ნიშნები
გვიჩვენე ამ ბრწყინვალე ქალაქში ყოფნის დროს და მზათ ხარ შეეწიო; მაინც კი
კვალად და კვალად დიდის თხოვნით დაგავედრებთ მათ, რათა შენი
გულკეთილობის ნაყოფი უჩვენო და შენი ძრიელი მფარველობა არ მოაკლო.
უწყოდე, რომ ჩვენთვის მეტად სათნო საყოფელი იქმნება და ბევრს გვასიამოვნებ
ყველა იმ სამსახურით, რასაც შენის გულკეთილობით და პატიოსნებით მიაგებ მათ,
რომ შეიძლონ ყველა თავიანთი მოციქულებრივი სამსახურის აღსრულება.
როდესაც შემთხვევა მოგვეცემა, კიდეც გამოგიცხადებთ ჩვენს მადლობას. აწ
დაუცხრომელად ვევედრები მოწყალე ღმერთსა, რათა ნაყოფიერ ჰყოს ამ
მისიონის წმიდა მოღვაწეობა და შენც წარგიმატოს ზეციერი მადლი და მასთანვე
მოგანიჭოს ყოველი ბედნიერება. ჩვენი მამობრივის სიყვარულის ნიშნად განიჭებთ
მოციქულებრივ კურთხევას. რომით, მაისისა, 1715".
ამასთან ერთად პაპს კათოლიკოსისათვის ეს მოუწერია:
„პატივცემულს ჩვენს ძმასა სამეგრელოს პატრიარქს, პაპი კლემენტე XI.
„პატივცემულო ძმაო, მშვიდობა და ღვთის მადლის ნათელი.
„ვინაიდგან ჩვენის მწყემსებრივის ვალდებულობის გამო, მოვალე ვართ
მამობრივი მზრუნველობა ვიქონიოთ მთელის ქვეყნის ყველა ქრისტიანებისათვის,
ამიტომ სხვას არას ვნატრობთ, მის უმეტეს, რომ ყველა თვითეული მათგანი
შეუდგეს ჭეშმარიტს საუკუნო ცხოვრების გზას. აწ აქედან შეგიძლიათ იგულისხმოთ.
თუ როგორ გულმოდგინედ გევედრებით, რათა მოციქულებრივი მისიონერები,
რომლებიც ამ მოკლე დროში მანდეთ უნდა გამოვგზავნოთ, გულკეთილად
დაიფაროთ და თქვენის მფარველობით შეეწიოთ მათ კეთილისთვის შრომას.
ვითარცა დაგვარწმუნეს, თქვენს პატიოსნებასა და სიმართლის მოყვარეობაზედ,
რომ მზად ხართ ყველა უხვად მიანიჭოთ, ამიტომ დიდად ვიმედოვნებთ, როდესაც
მათ აღმოუჩენთ თქვენს უხვს შემწეობას, მაშინ ამითი ჰყოფთ თქვენის
ვალდებულობის ღირსეულ საქმეს, ჩვენთვისაც მეტად სასიამოვნო და სათნო
საყოფელი იქმნება ეგა და ეგრეთვე თქვენდამი მონდობილის ერისათვისაც
შეიქმნება ფრიად სასარგებლო. აწ მხურვალედ ვევედრებით ყოვლის სიკეთის
მომნიჭებელ უფალსა, რათა თქვენს ძმობას მიჰმადლოს ყოველი ბედნიერება და
ჰყოს თვისის მოწყალებით, რომ სანთელი ფერხთა შენთა იყოს სიტყვა შენი და
ნათელი ადგილთა შენთა. რომით. 7 მაისისა, 1715”.
საბამ კოსტანტინეპოლიდან, როგორც მინისტრს სწერდა საქართველოს
ამბავს, ისე რომშიც აცნობებდა ყველაფერსა; გარნა მისი იქიდან მიწერილი
წერილები ვერ ვიპოვეთ. პროპაგანდა კოსტანტინეპოლში მას პასუხად სწერს:
„ბატონ სულხან საბას, 30 ივლისი, 1715.
„ამ წმიდა კრებას ძრიელ ესიამოვნა თქვენი მშვიდობით მისვლა მაგ ქალაქში,
ეგრეთვე რა სცნო თქვენი ეგრედ კარგად მიღება და მოპყრობა უქრისტიანესის
მეფის ელჩის მიერ. კარდინალებმა და მეც თქვენთან ერთად განვიხარეთ მაგ
ამბითა. თქვენი მშვიდობის ამბავი ვაუწყე პაპსაც; მანაც განიხარა და გამოაცხადა
განსაკუთრებული მამობრივი სიყვარული და პატივი, რომელიც აქვს თქვენდამი.
ეგრეთვე პაპი და კარდინალები ძრიელ შესწუხდენ, როცა გაიგეს, რომ,
საქართველოს მეფის ვახტანგის ძმას მთავრობა ხელში ჩაუგდია და ამით
ვახტანგის საქმე აურ-დაურევია; გარნა იმედია, რომ სპარსეთის მეფის წინაშე
უქრისტიანესი ხელმწიფის გავლენიანი შუამდგომლობით, გარემოება შეიცვალოს
და ეგ ქვეყანა ჩაჰბარდეს თავის კანონიერს მთავარს.
„ხოლო მისი, რომ კაფუცინების უფროსმა საქართველოში გაგზავნა ესეთ
უხერხო დროს ეგრედ მრავალი მისიონერი ერთად, იგი ღირსია შებრალებისა,
რადგან მოიქცა ამნაირად იმ აზრით, რომ სასწრაფოდ და გულმოდგინეთ
აღესრულებინა თავისი მოვალეობა მისიონერების საჩქაროდ გაგზავნისა. თქვენი
წასვლა ეგრეთ მოულოდნელი შემთხვევის გამო, რომ არ შეგულიანებულიყო, მაშინ
ავნაირი მოქცევისათვის ღირსი იქნებოდა ქებისა. აწ მისიონერებს დიდად
დავავედრებ თქვენს მფარველობას, რათა თქვენის შემწეობით შეიძლონ მოტანა იმ
უდიდესი ნაყოფისა, რომელსაც მოველით მათის შრომისაგან. დავშთები თქვენი
სამსახურის მონატრე".
საბა კოსტანტინეპოლში დიდის მოლოდინებით უცდიდა სამეგრელოში
წასაყვან მისიონერებს, რომელთა გაგზავნის და შენახვის ხარჯი საფრანგეთის
მთავრობამ იკისრა. ეგრეთვე ხსენებული პატრი ივანე რიშარდი დაინიშნა
საფრანგეთის საგანგებო ელჩად სპარსეთის მთავრობის წინაშე ვახტანგის
გასანთავისუფლებლად და აგრეთვე სხვა საქმეების გამო. მაგრამ სანამ სპარსეთში
წავიდოდა და მისიონერებიც სამეგრელოში გაიგზავნებოდენ, საფრანგეთის მეფე,
ლუდოვიკე მეთოთხმეტე გარდაიცვალა. ამ დროს საფრანგეთის საქმეებიც აირ-
დაირია და მისი მდგომარეობა შესანიშნავად შეიცვალა. რადგან სპარსეთში ელჩის
და სამეგრელოში მისიონის გაგზავნის საქმე მარტო გადაწყვეტილი იყო და
დაწყებული კი არ იყო მეფე ლუდოვიკეს სიცოცხლის დროს, საფრანგეთის
მთავრობამ, სხვა და სხვა გარემოების გამო, სრულებით ყურადღება აღარ მიაქცია
და ყოველივე დაპირებად დარჩა. საბამაც რა ნახა, იქ მოცდით აღარაფერს
გახდებოდა, დაღონებული წამოვიდა საქართველოს. არა სჩანს, შემდგომ
საქართველოში საფრანგეთიდან გაიგზავნენ მისიონერები თუ არა. ვიდრე საბა
მობრუნდებოდა საქართველოში, აქ კათოლიკობის საქმე კარგად მიდიოდა,
სპარსეთში მყოფი საფრანგეთის კონსული გარდანე, რა აუწყებს მინისტრს
სპარსეთისა და საქართველოს გარემოებას ვაჭრობის შესახებ, 8 ივლისს 1715 წ.,
კათოლიკობისათვის სწერს: „ტფილისში ექვსი იტალიანელი კაფუცინია. საკმაოდ
ჰყავთ კათოლიკები ქართველ ბატონთაგანი. იქაური ეპისკოპოსები და მონაზონები
განგებ სწავლობენ, რათა შეიძლონ მათთან ბჭობა დოგმატიკურ საგნებში. ესე ნელ-
ნელა ეცნობებიან ჭეშმარიტებას. გორში მარტო ოთხი კაფუცინია, რომელნიც
გართულნი არიან გაწვრთნან და ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დაიცვან რავდენიმე
თავადი, ანუ საქართველოს პატარა მთავრები და მათი მრავალი ყმა".
რა მობრუნდა საბა სულხან ორბელიანი, ახლად მოყვანილ 12 კაფუცინთან
ერთად დაიწყო გულმოდგინედ ქადაგება და კათოლიკობის გავრცელება
საქართველოში, რადგან მეტად გავლენიანი პირი იყო, მისმა ქადაგებამ დიდი
გავლენა იქონია ხალხზე და იმდროს ბევრმაც მიიღო კათოლიკობა. ამის
შემწეობით კათოლიკობა მალე გაძლიერდა. რა ნახეს კათოლიკების მტრებმა
სომხებმა, ძრიელ განრისხდენ. ამათ ცოტა თუ ბევრად მხარი დაუჭირეს ზოგიერთმა
იმ ქართველმაც, რომლებიც საბას მოწინააღმდეგე იყვნენ და მისი ასეთი საქციელი
სრულებით არ მოსწონდათ. ასეთის გარემოებით განმხნევებულმა სომხებმა
დაუაწყეს საშინელი დევნა კათოლიკებსა და კაფუცინებს, ისე რომ მიაყენეს
ყველანაირი უბედურობა, რომლისა მსგავსი მანამდე სრულიად არ გაგონილიყო. იმ
დევნულობაში ქართველებს მონაწილეობა არ მიუღიათ საჯაროდ; მაგრამ
წინააღმდეგ თავიანთი ჩვეულებისა, დათანხმებულან და, როგორც უწინ, არ
დაუშლიათ. ამის შესახებ გვაქვს ერთი წერილი, რომელიც იტალიაში თავიანთ
უფროსისათვის მიუწერია თავრიზიდამ ერთს საქართველოდან წასულს კაფუცინს.
ეს წერილი მთლად მოგვყავს.
„ამ ქვეყნის ამბავი საკმაოდ სატირალია. გავლილის წლის სექტემბერში, ჩვენი
ტფილისის მისიონი, ეგოდნად შვენიერი და დიდებული ღვთისა და კაცის წინაშე,
სომხების სიბრაზით, თუ სულ არ გაოხრდა, უკანასკნელ მდგომარეობაში
ჩაყენებულა. ღვთისა და რომის საყდრისაგან გამდგარნი არ დაკმაყოფილდენ
ჩვენის მონასტრის საფუძვლიანათ დაქცევას, იმ მონასტრისა, რომელსაც ჰყავდა
13 მონაზონი, არამედ მისცვივდენ ეკკლესიასაც. რაკი ის დღე ვერ დააყენეს,
როგორიც სახლსა და შენობა მაგარი იყო, ბევრს ადგილს ცეცხლი წაუკიდეს და
გამოსწვეს; მერმე გაუჭირვებლად შევიდენ შიგ; რადგან ამ დროს ორი პატრის მეტი
არ იყო; შიგ შესულთა ტრაპეზი ერთიან დაარგრიეს, ყვველა ხატები ნაკუწ-ნაკუწად
დასჭრეს, ჯვრები და ჯვარცმები დაამტვრიეს; ერთმა უბოროტესმა ამოიძრო ხმალი
და შემოუქნია ერთს შვენიერს და დიდად ძლიერს ღვთის მშობლის ხატსა, მაგრამ
(დახე სასწაულს) სანამ ხატს მოხვდებოდა, ხმალი შუაზე გადატყდა. რა ნახა ეს
ბოროტმა და გაშმაგებულმა სომეხმა, ნაცვლად შენანებისა, უფრო გაკერპდა, აიღო
ერთი დიდი დანა და მით ბევრს ადგილს დასჭრა წმიდა ღვთის მშობლის ხატი.
ამითი არ დასრულდა მათი ურიული სიბრაზე. სომხების შეიძლება ვსთქვათ, რომ
ურიებზედ უარესნი არიან. შემდგომ ღვთის დედის შეურაცხყოფისა, მიესივნენ მის
ძესა, ხანჯლით გამოგლიჯეს ტაკუკის კარები, გამოიღეს წმიდა ზიარების კოლოფი,
რომელიც ხანჯლით ორად გაჩეხეს და წმიდა ზიარება მიწაზედ მოაპნიეს და
დაიწყეს ზედ ხტუნვა და მღერა; ზოგმაც წირვის შესამოსი ჩაიცვა ისე დაიწყო
თამაში, მათი ფეხქეშ ქელა და დაფხრეწა და ამნაირად იქცეოდნენ ვიდრე კარგად
დაიღალებოდენ. შემდგომ რა უღმრთოებაც უყვეს ცოცხლებს, ის მიაყენეს
მკვდრებს; შევიდენ აკლდამაში, სადაც თუთხმეტი დღის დასაფლავებული იყო
ერთი ჩვენი პატრი, უფროსად ნამყოფი. უღმრთოდ და უწყალოდ გაუპატიურება
მრავალი მიაყენეს და გამოსვლის შემდგომ, შიგ გამოანწყვდიეს ერთი ძაღლი,
რათა დამშეულს შეეჭამა ეს მკვდარი პატრი. მეტს აღარ გავაგრძელებ ამის წერას,
რათა უმეტესი ზიზღი არ მოგგვაროთ. ახლა ჩვენი საბრალო პატრები დარჩნენ
უმონასტროდ და უეკკლესიოდ, დგანან ერთ პატარა სახლში. მანდეთ და რომში
ნამყოფ ბატონ საბაზე განრისხებულ ქართველებს, თუმცა ასეთი მკრეხელობა და
უღრთო დევნულება არ ჩაუდენიათ, მაგრამ კი წააქეზეს სომხები და ჩაადენინეს.
„ეს ბატონები (სომხები) თაყვანს სცემენ წმიდა ზიარებას და შემდგომ მას კი
ფეხით ქელენ, პატივს სცემენ წმიდა ხატებს და შემდგომ მათ ფხრეწენ; პატივს
სცემენ ეკკლესიას და შიგ კი მკრეხელობას ჰყოფენ და ანგრევენ. ასეთია
სარწმუნოება ამ სქიზმატიკის-მწვალებელის სომხებისა. ასეთი უწყალობის ქმნა არ
შეეძლოთ, ქართველებს რომ ნება არ მიეცათ. აწ ნახეთ, თუ მართალი არ არის,
რომ საბრალო მისიონერები დასჯილი არიან მხეცებში. თუმცა კაცი ღვთის
მტრებისაგან ამაზედ მეტს არაფერს უნდა მოელოდეს, მაგრამ დიდად სამწუხაროა
საბრალო მონოზნისათვის როცა ხედავს წმიდა ზიარების ფეხით თელვას, წმიდა
ხატების აოხრებას მათგან, რომლებსაც თავიანთი თავი ქრისტიანად მოაქვსთ და
ურწმუნო უღმრთოები კი არიან. თავიანთ თავს კათოლიკედ აჩვენებენ, ხოლო
როცა აქ ბრუნდებიან, იკვეხიან, რომ იტალიაში ეგოდენი ზიარება ვსჭამეთო. არ
ვიცი ეს სასჯელი ღმერთმა მოგვივლინა ჩემი უღირსობის გამო, თუ იმიტომ, რომ
მწუხარებისაგან მომკვდარვიყავი, იქ რომ ვყოფილიყავი და მენახა ასეთი
მკრეხელობის მოქმედება წინაღმდეგ წმიდა ზიარებისა და ღვთისმშობლის; განა მე
უკვე ტფილისიდგან წამოსული ვიყავი ერთი თვის წინედ, რადგან თავრიზს
დამიბარეს ერთის ჩვენი ფრანგის პატრის გამო, რომელსაც ამხანაგი მოჰკდომოდა
და, თითონაც, რადგან სნეული იყო, შიშობდა საიდუმლოების მიუღებლად არ
მომკვდარიყო. ამიტომ არ დავსწრებივარ იმ სატირალ ტრაგედიას, რომელიც უყვეს
ღმერთსა და რომის ეკკლესიას სქიზმატიკის მწვალებელმა სომხებმა. ამ
უღმერთოების მოსაქმედებლად იგინი აღძრეს მათმა უბედურმა პატრიარქმა და
ერთმა სომხის ეპისკოპოსმა, რომელმაც სწავლა რომში მიიღო. აქაური სხვა ამბავი
არ არის რა მის მეტი, რომ ჰგონია წრეულაც ჟამი ისევ გაჩნდეს, როგორც ამ ხუთი
წლის წინეთ იყო. თავრიზი 8 აპრილს, 1718, მორჩილი მონა პატრი ანჯელო
პოპიელი".
ამ მეტად გასაოცარსა და ყველასაგან გასაკიცხს ფაქტს არ წარმოვადგენდით,
უკეთუ ამ დროისა სხვა საბუთი არ გვქონოდა. საკვირველია, ბაქარ მეფემ ასეთი
ბარბაროსული მოქმედება როგორ მიუშვა, ვინაიდგან დიდი პატივისცემა ჰქონდა
საბა ორბელიანისა. გარნა პროპაგანდის ერთი წერილიდგან სჩანს, რომ მეფე
წინააღმდეგი ყოფილა ამ დევნულობის ატეხისა, ხოლო ვერ მოუხერხებია და ვერ
შეუჩერებია გაცოფებული მდევნელები.
ეს სამწუხარო ამბავი რომში საჩქაროდ მისწერეს მისიონერებმა. ცოტა ხნის
შემდგომ იქ წავიდა კაფუცინი პატრი ანტონი რომაელი, ერთი საბასთან მოსული
თორმეტთაგანი. იმანაც წარადგინა ვრცელი მოხსენება საქართველოს მისიონისა
და დევნულობისათვის. რომში წარდგენილი ქაღალდები, ხსენებულ დევნულების
შესახებ სრულიად ეთანხმება აქ მოყვანილ წერილს. ყველანი ერთპირად მოწმობენ
სომხების მიერ ჩადენილს უღმრთოებას, და ქართველებს იმაში სდებენ ბრალს,
რომ, როგორც სხვა დროებში, ისე ახლა, პატრებს შემწეობა არ აღმოუჩინეს და
მიუშვეს სომხები ასეთი უსამართლობის საქმნელად. ამ წერილებში მოხსენებულია
ისიც, რომ პატრები გალახეს და ყველაფერი ჩამოართვესო. ამ უწყალო
დევნულების ამტეხად ასახელებენ ეჩმიაწინის პატრიარქსა და მის ვიკარიოსს მინას
ვართაფეტს.
ამ დევნულობის ამბავი ვგონებ, თვით საბას კონსტანტინეპოლს საფრანგეთის
საელჩოშიაც მიუწერია, რადგან პროპაგანდა საბას მიერ გაცნობილ პირს სწერს
პასუხად ამ წიგნს:
„ბატონ დომინიკე დელლ როკას, 15 ოქტომბერს, 1718.
„აქ უკვე შეტყობილი იყო ამბავი, თქვენ რომ მოიწერეთ 23 მაისს, და გავლილ
ივლისში, იმ უწყალო დევნულებისა, რომელიც ატეხეს სომხების პატრიარქმა და
მისმა ვიკარიმ წინააღმდეგ ტფილისის მისიონერებისა და კათოლიკებისა
საქართველოში. ამ ამბავმა მეტად შეაწუხა წმიდა კრება და პაპიც. ახლავე
მივმართავთ იმ ყველა საშუალებათა, რომლებიც უფრო შესაფერი იქმნებიან ამ
საჭიროებისათვის და ვეცდებით, რომ დავასჯევინოთ დამნაშავენი და
გადავახდევინოთ ყველა ზარალი, რაც კი უყვეს მისიონს.
„პირიქით მეტის მეტად სასიამოვნოდ დაურჩა ამ წმიდა კრებას თქვენი
მიწერილი ამბავი მისი, რომ ბატონ სულხან საბას, ბევრი შეწუხებისა და
შეურაცხყოფის შემდგომ, იქაური მეფის შემწეობით დაუწყნარებია შფოთი,
რომელიც აუტეხეს კათოლიკე სარწმუნოების მტკიცედ აღსრულების გამო".
რომიდან მაშინვე მისწერეს ევროპის ყველა მთავრებს, რათა სპარსეთის
ყეინისათვის წიგნი მიეწერათ სომხების დასასჯელად და კათოლიკების
დასაფარავად. მალე მოიპოვეს ის წერილები. პროპაგანდამ ისპაჰანში მყოფ
ლათინის ეპისკოპოსს, ბარნაბას, 28 იანვარს, 1719, გაუგზავნა ვენეციის
რესპუბლიკისა, თოსკანის გრანდუკასი და პაპის წერიები, რათა გარდაეცა
სპარსეთის ყეინისათვის და მოეთხოვა მისგან სამართალი ამ დევნულების
წინაადმდეგ. პაპი ამ წერილში უთვლის, რომ გამოუთქმელი მწუხარება ვიგრძენი
ისეთი უწყალო დევნულობის შეტყობაზეო. სთხოვს სამაგალითოდ დასაჯოს
პატრიარქი, მინას ვართაპეტი და სხვა მოთავენი დევნულებისა, გადაახდევინოს
მათ ყოველი ზარალი, რაც მიაყენეს და აღმოუჩინოს მფარველობა კათოლიკობას.
ამავე საქმისთვის მოიპოვეს ეგრეთვე ავსტრიის იმპერატორისა და საფრანგეთის
მეფის წერილებიც. ამ წერილებთან პაპმა სპარსეთის ყეინს, 18 თებერვალს 1719,
კვალად მეორე წერილიც მისწერა და გაუმეორა ერთი და იგივე სათხოვარი და
სთხოვა მალე ექმნა სამართალი.
ხსენებული ისპაჰანს მყოფი ეპისკოპოსისაგან და საქართველოს
მისიონერებისგან, რომს მისულა ამბავი, რომ ვახტანგ დაბრუნებულა სპარსეთიდან
თუ არა, მაშინვე შემწეობა აღმოუჩენია პატრებისათვის სომხების წინააღდეგ,
ძრიელ განრისხებულა დევნისა გამო, რომელიც აუტეხიათ და გამოუცხადებია დიდი
მიდრეკილება და ერთგულება კათოლიკე სარწმუნოებისადმი. პროპაგანდამ
ჰსთხოვა პარიზის ნუნციოს ტერმოილეს, რათა საფრანგეთის მთავრობას მიეწერა
სპარსეთსა, და საქართველოში მყოფ კონსულებთან, რომ დიდი მადლობა
მოეხსენებინათ ვახტანგ მეფისათვის კათოლიკებისადმი აღმოჩენილის
მფარველობის და ეგრეთვე კათოლიკობაზე მიდრეკილების გამო. ეგრეთვე
მოხსენებულია პაპისაგანაც ვახტანგასადმი სამადლობელი წიგნის გაგზავნა.
პროპაგანდა, 6 ოქტომბერს 1719, აცნობებს პარიზის ნუნციოს, ბარნაბას
ისპაჰანში მყოფის ეპისკოპოსის მოწერილ ამბავს, რომ იქ მყოფის საფრანგეთის
კონსულის გორდანეს თხოვნით სპარსეთის მთავრობას კარგად დაუტუქსავს
სომხების პატრიარქი, რავდენიმე მისი ეპისკოპოსი და სხვა მათი ამხანაგები
დევნულების გამო და კიდეც ტფილისში დაუწყვიათ პატრების ეკკლესიისა და
მონასტრის აშენება. ამავე წელიწადს პროპაგანდა ჰსწერს ტფილისის პატრების
უფროსსა, რათა ქართველი ახალგაზდები გაგზავნოს რომში სასწავლებლად.
პროპაგანდა, 27 იანვარს 1720 პაპის სეკრეტარს აცნობებს საქართველოდან
მიღებულ ამბავს, რომ საფრანგეთის მთავრობას ერევნის ხანისათვის მიუნდვია
სომხების პატრიარქისა და მისი ამხანაგების დასჯა. ხოლო ამ პატრიარქს ხანისა და
სხვა თავი კაცებისათვის ბლომად მიუცია ფული და თავიდან აუცილებია სასჯელი.
ამიტომ პაპის სეკრეტარს ჰსთხოვს, რომ ევროპის მთავრებს ხელმეორედ
მიაწერინონ სპარსეთის ყეინთან, ეგრეთვე პაპის მესამე წერილიც გაგზავნოს
შაჰთან. მალე სპარსეთის ყეინმა პასუხი მისწერა პაპსა და ევროპის მთავრებსაც და
დაარწმუნა, რომ ჯეროვან ყურადდებას მივაქცევ თქვენს თხოვნას და ყველა ნაირ
მფარველობას აღმოუჩენ მისიონერებსო.
დაწყობილი 1709 წლიდან ვიდრე 1718 წ. ეს ჩვენი წერილი მთლად საბა
ორბელიანის მგზავრობას მოვანდომეთ და ტფილისის მისიონისა ვერაფერი ვსთქვი
ამის მიზეზი ისაა, რომ, როგორც უკვე მოვიხსენიეთ, ამ დროის შესახები საბუთები
ხელში არავითარი გვაქვს, ხოლო ერთი მცირე შენიშვნა შეგვხვდა თოსკანის
მისიონერების აღწერაში, აი როგორი: 9 ნოემბერს 1713 წ. საქართველოში მოვიდა
სამი ახალი მისიონერი. ქალაქის მომეტებული ცხოვრებნი ტფილისის ახლო ჟამის
გამო, გახიზნული დახვედრიან. ჟამი ძრიელ მოდებული ყოფილა და ბევრი ხალხი
გაუწყვეტია. ახალი მოსული პატრები კაი დროს შესწრებიან, რადგან იქ მყოფ
პატრებთან ერთად დიდი შემწეობა აღმოუჩენიათ სულიერად და ხორციელად
დასნეულებულის ხალხისათვის; თავიანთი თავი სრულებით არ დაუზოგავთ; საცა
საჭიროებას მოუთხოვია, ყველაგან მიშველებიან და ამნაირ გაჭირვებულ
მდგომარეობაში ხალხისათვის დიდი და უზომო დახმარება აღმოუჩენიათ.
აქ საჭიროა გავიხსენიოთ კერძოდ ვახტანგ მეფეც, რაოდნათაც შეეხება ჩვენს
საგანს. ჩინებულის მამულიშვილის და ბრძენის საბა ორბელიანისაგან აღზრდილს
და ლათინის მოძღვართაგან გაწვრთნილს ვახტანგს უეჭველად დიდი სარგებლობა
უნდა მოეტანა საქართველოსთვის და დაეტოვებინა სამუდამო დაუვიწყარი
სახსოვარი. იგი ადრითვე დაუახლოვდა პატრებს, რომლებმაც საკმაოდ გააცნეს
ევროპა, და მეტადრე დაუახლოვ-დაუმეგობრეს საფრანგეთის უდიდეს მეფეს
ლუდოვიკე მეთოთხმეტეს, რომელთანაც იქონია მეგობრული მიწერ-მოწერა, სხვა
საბუთებთან, სამწუხაროდ, ამისი ცნობებიც დაკარგულა, ხოლო მცირე
რამ კი მოგვეპოება.
ტფილისიდან რომში 15 აგვისტოს 1709 წ. გაგზაენილ, პატრი რეჯინალდოს
ერთ მოხსენებაში ვახტანგის შესახებ ვკითხულობთ შემდეგს: „ეს ბატონი მთავარი
საკმაოდ მაღალ ნიჭიერია და სწავლის მოყვარე, ეგრეთვე კარგად მიდრეკილია
კათოლიკე სარწმუნოებაზე: ერთხელ ერთ ჩვენს მისიონერს თავის ხმალზე
შეჰფიცა, გულით კათოლიკე ვარ და მრწამს ყველა, რასაც აღიარებს რომის
ეკკლესიაო. მეც მრავალ გზის გამომიცხადა. და მრავალ გზის შევიტყვე, რომ ის
საზოგადოებაში ბჭობდა ჩვენს სასარგებლოდ და ჰკიცხავდა ბერძნების განყრას.
თუმცა ვითონ, როგორც ქართველი, მათ ტიბიკონს მისდევს. ხშირად მისიონერებს
ბოდიშსა სთხოვს, მართლა ბერძნის ტიბიკონის წესს ვიცვამ, მაგრამ მაინც ვკიცხავ,
და თუ ჩემს კათოლიკობას საჯაროდ არ ვაცხადებ, ამის მიზეზი ის არის, რომ
მეშინიან, რომ რაიმე ვნება არ მოგაყენონ თქვენო. გარდა ამისა, ამ უკანასკნელ
დროებში იგი ძრიელ დაგვიახლოვდა და დაგვიმეგობრდა. იმისგამო, რომ პატრი
უფროსი ასტრონომიის გაკვეთილებს აძლევს, ისიც კარგად ითვისებს და ძალიან
კმაყოფილიცაა".
პროპაგანდის ერთის წერილისაგან სჩანს, რომ ვახტანგს, უწინარეს
გამაჰმადიანებისა, დაუწყვია კათოლიკე სარწმუნოების ცხადად აღსარება.
ჩვენი ისტორია ვრცლად მოგვითხრობს იმ ბევრნაირ არეულ-დარეულობას,
რაიცა ხდებოდა ვახტანგის მეფობის უკანასკნელ წლებში. ამიტომ ვახტანგი
იძულებული გახდა ევროპაში პაპისა და იმპერატორისათვის მიემართა, რათა
საჭირო შემწეობა აღმოეჩინათ. პაპს ინოჩენციო მე-XII-ს შემდეგი წიგნი მისწერა:
„უნეტარესო მამაო, ვინაიდგან დავითის მიერ დადგენილი ხართ ყველა
ქრისტიანების წინამძღვრად და თავად. თქვენს მამობრივის სიყვარულით აღვსილ
გულს მეტად სამწუხაროდ დაურჩება მოსმენა ეგოდენი შეწუხებისა და ტანჯვისა,
რისგამო თქვენი შვილები კვნესიან. ოსმალების მთავარი აწ ამზადებს ჯარს ჩვენის
საზღვრების ახლოს, რათა ჩვენი სამთავრო ერთიან მოაოხრონ და ეგრეთვე
აქაურობაში ერთიან მოსპონ ქრისტიანობის სახელიც. ასეთი მწუხარებაში მყოფთ
ჩვენ სხვა გზა აღარა გვაქვს, მის მეტი რომ მოვმართოთ თქვენს მამობრივს წიაღს
და მზრუნველობას. მხოლოდ მას შეუძლია ქრისტიანე მთავრების ძალით, ან მათის
შუამდგომლობით ოსმალეთის მთავრობას თავის მუქარა არ აასრულებინოს და
ჩვენი ქვეყანა არ ააოხრებინოს. თუმცა ეს ერი უღირსია თქვენის უწმიდესობის
მფარველობისა, რადგან მათგანი მომეტებული არ ემორჩილებიან თქვენს წმიდა
საყდარსა. გარნა მე გპირდები ვცხოვრებდე თქვენს მორჩილების ქვეშ წმიდა
კათოლიკე სარწმუნოების აღმასრულებელი. როგორც ჩემი წინაპარნი:
სამწუხაროდ, აქაური უბედურება და ხალხის ღალატი ნებას არ მაძლევს ცხადად
აღვიარო კათოლიკობა. ვინაიდგან მამის სიკეთე დიდად შეეწევა ჭეშმარიტების
ერთობაში განყრილ შვილთ შემოყვანასა, კვალად ჰყავთ იმ კათოლიკეთათვისაც,
რომლებიც ბლომად არიან ამ ჩვენს სამთავროში. ჩემ მოვალეობად ჩავრაცხე, რომ
გაცნობოთ ეს გარემოება და ამნაირი გაჭირვებაში ვედრებით ვითხოვო თქვენი
მფარველობა და კურთხევა.
„ამ მხარეს მაჰმადიანებისაგან გზები შეკრულია, ამისგამო ვერ შევიძელი, რომ
თქვენთვის გვეახლებინა ხარისხოვანი ვინმე პირი.
თქვენი უწმიდესობის ყოვლად მდაბალი და უმორჩილესი მონა ვახტანგ,
საქართველოს მეფე, ტფილისი, 29 ნოემბერს, 1722".
თუმცა ამისაგან ბევრად არ განსხვავდება ავსტრიის იმპერატორთან მიწერილი
წიგნი, მაინც კი ამასაც მოვიყვანთ აქ.
„მირონცხებულ ხელემწიფე კეისარს.
„ჰოი! კეისარო! ღვთისაგან ამაღლებულო საიმპერატორო ტახტზე, რათა,
ვითარც მთავარი, წინამძღვრობა უყოთ ყველა ქრისტიანე ერთა. ვიცი თქვენი
მოწყალე გული აღიძრება ეგოდენ გაჭირვებასა და შეწუხებაზე, რასაც განიცდის
ქრისტეს სახელისათვის აქაური ერი. ამ ჟამად მაჰმადიანების მთავარი ჯარს
აგროვებს ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, რათა აიკლოს ერთიანად ჩვენი სამთავრო და
ამ მხარეში მთლად მოსპოს ქრისტიანობა, როგორათაც დაგვემუქრა. ამნაირ
გაჭირვებაში მხოლოდ ის გზა დაგვრჩა, რომ მივმართო თქვენს გულმოწყალეობას,
რათა, ან ძალით და ან თქვენი ელჩის შუამდგომლობით პორტას წინაშე შეაჩეროთ
ეს მაჰმადიანები, არ მოვიდენ, თავის მუქარა არ შეასრულონ და არ ამოგვწყვიტონ.
თუმცა თქვენი საკეისრო მფარველობის უღირსნი არიან ეს ერნი, რადგან
განყრილნი არიან ჭეშმარიტის რომის ეკკლესიისაგან, გარნა ამ ჩვენს სამთავროში
ძრიელ ბევრი კათოლიკები არიან და მეც ამათ რიცხვში ვითვლები. ხოლო ამ
ქვეყნის არეულობა ნებას არ მაძლევს ჩემი კათოლიკობა გამოვაცხადო. ჩემს
ვალდებულებად ვსცანი ეს ვაუწყო თქვენს ხელმწიფობას, რადგან თუ თქვენის
გულმოწყალებით აქეთ მყოფთ კათოლიკე ეკკლესიის ერთგულ შვილებს
მფარველობა აღმოუჩინეთ, მაშინ ვინც გაყრილნი არიან, წახალისდებიან და
კათოლიკე ჭეშმარიტებას აღიარებენ. ამიტომ დიდად გევედრები და ვითხოვ
თქვენს მფარველობას. მაჰმადიანებისაგან გზები შეკრულია, ამიტომ ჩვენი
ხარისხოვან პირთაგანი გამოვგზავნეთ.
„დავშთები თქვენი საკეისრო ხელმწიფების ყოვლად ერთგული მონა ვახტანგ,
საქართველოს მეფე. ტფილისი, 29 ნოემბერი 1722".
ეს წერილი ვახტანგმა იმპერატორისთვის გადასაცემად გაუგზავნა
კონსტანტინეპოლში ავსტრიის ელჩს, დირლინგს, და თან ერთი ამისი მსგავსი
წერილიც მისწერა და სთხოვა, რომ იმპერატორთან და ოსმალეთის წინაშე
ეშუამდგომლა, რომ საქართველოს ასცილებოდა ის უბედურება, რომელიც
მოელოდა. რა შედეგი მოჰყვა ვახტანგის ამ სამ წერილს, სრულებით არაფერი
ვუწყით. ის კი ვიცით, რომ 1723 წ. ოსმალეთის ომის გამო საქართველოს გზები
შეკრული იყო და მისიონერები იმ დროს აქ ვეღარ მოდიოდენ. ეგრეთვე ვუწყით
ისიც, რომ ვახტანგმა კათოლიკე სარწმუნოება მტკიცედ დაიცვა და რუსეთს წასული
კათოლიკედ მიიცვალა. როგორათაც მოწმობს კაფუცინების ერთი წერილი, მას
სიკვდილის დროს დაესწრენ ლათინის მოძღვრები.
აქ უნდა შევნიშნოთ ისიც, რომ სრულიად უსაფუძვლოდ მიგვაჩნია საბა
ორბელიანის შესახებ ის აზრი, ვითომ მას რუსეთში კათოლიკობა არ უარ ეყოს.
საბამ თითქმის 40 წელიწადი აღიარა კათოლიკობა და მისთვის ბევრი შეწუხებაც
დაითმინა; ეგრეთვე თავისი მეცადინეობით ბევრი გააკათოლიკა და რომთან
უკანასკნელ დრომდე ერთგული განწყობილება იქონია. სრულებით არ არის
შესაწყნარებელი, რომ თავისი ცხოვრების უკანასკნელ წელს, ვახტანგთან წასულს
რუსეთში, უარეყოს ეს სარწმუნოება, როდესაც მის სიკვდილს შემდგომ, თვით
ვახტანგმა მტკიცეთ დაიცვა კათოლიკობა.
ა მ დროებ შ ი ერთი გაკათოლიკ ე ბული ქართვ ელი მონაზონი
კონსტანტინეპოლში ჩამოსულა, რომს წასასვლელად. იქაურ ლათინის
არხიეპისკოპოსს მისთვის შემწეობა აღმოუჩენია და პროპაგანდისათვის შემდეგი
თხოვნის წერილი გაუტანებია:
„თქვენო პატიოსნებავ და მაღალო ღირსებავ.
„ამ წერილს გარდმოგცემსთ ტფილელი ქართველი მონაზონი ბეჟანა,
მორჩილი ძმა წმიდა რახილის წესისა, ბერძნულის ტიბიკონის მცოდნე. იმან რა
სცნო კათოლიკე სარწმუნოების ჭეშმარიტება, მიიღო იგი. ამისგამო ბევრი სდევნეს,
გალახეს, დაამწყვდიეს და სხვა ბევრი შეწუხება მიაყენეს, ისე რომ იძულებული
გახდა გამოქცეულიყო, რათა აქედან მანდეთ საქრისტიანეთში წამოსულიყო. ასე
დამარწმუნეს იმ სანდო მოწმებმა, რომლებიც ტფილისში იყვნენ სწორეთ იმ დროს,
როდესაც ამას თავისი მონაზონები სდევნიდენ, რათა უარ ეყო კათოლიკე
სარწმუნოება, მაგრამ სულ ამაო იყო მათი ცდა. ამიტომ ვავედრებ ამას თქვენის
უმაღლესობის გულმოწყალეობას და ვსთხოვ, რომ მანდ ბასილიანების რომელსამე
მონასტერში დააყენოთ, რათა შეიძლოს კათოლიკედ ცხოვრება და ღვთის
მსახურება, რადგან მეტად ხელმოკლეა, მის სამგზავროდ იძულებული გავხდი აქ
წყალობა მომეკრიფა. ამას მოველი თქვენი უმაღლესობის გულმოწყალეობისაგან.
დავშთები მონდობილი და თქვენი ღრმად პატივისმცემელი. პერა-
კოსტანტინეპოლი, 18 დეკემბერს, 1722. პიერი ნათლისმცემელი მავრო,
კარტაგინის არქიეპისკოპოსი და პატრიარქის ვიკარია”.
ზემოდ ხსენებულის ბეჟან მონაზონის შესახებ სხვა ცნობები არა გვაქვს.
პროპაგანდა, 1723 წ. 10 ივლისს, პაპის სეკრეტარ კარდინალს უგზავნის ერთ
წერილს პაპისათვის გადასაცემად და სწერს: „ეს წერილი არის ერთი ქართველი
კათოლიკე თავადისაო; ვგონებ ეს ის თავადია, რომელიც ამ ცხრა წლის წინეთ აქ
მოვიდა და პაპმა კარგად მიიღოვო და რომელიც ძრიელ მტკიცე კათოლიკე
არისო". ყოველ ეჭვს გარეა, ეს ხსენებული ქართველი თავადი საბა ორბელიანია.
მაგრამ, სამწუხაროდ, აქ დასახელებული წერილი ვერ ვიპოვეთ. ჩვენის აზრით, ეს
წერილი კაი შესანიშნავი უნდა ყოფილიყო, რადგან მასში უეჭველად მოხსენებული
იქმნებოდა ეგრეთვე საქართველოს იმ დროის ამბავიც.
რომში მყოფი კაფუცინების პროკურატორისაგან 1728 წ. პროპაგანდისადმი
წარდგენილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ 1723 წ. საქართველოდან რომს
წამოსულან ორი ახალგაზდა ქართველი სასწავლებლად: ერთ იმათგანს აღარ
უსურვებია სწავლა და ქალაქ ლივორნოში ვაჭრობას დასდგომია, ხოლო მეორე კი
შესულა პროპაგანდის კოლეგიაში და დაუწყია სწავლა. არ ვიცით კი ვინ რომელი
ქალაქიდან ყოოფილა ეს ქართველი.
ხსენებული პროკურატორის ეს მოხსენება გამოიწვია ერთი სხვა ახალგაზდა
ქართველის მოსვლამ რომში. ამ ახალგაზდის სახელი და გვარი არა სჩანს. ეს
ქართველი იძულებული ყოფილა თავისი ხარჯით წასულიყო რომს. ამისგამო ცხენი
გაუყიდია და დანარჩენი გზის ხარჯი დედა მისს მიუცია. როდესა მისულა რომს,
კოლეგიაში მიღების უარი უთქვამსთ მისთვის, რისგამო ძრიელ შეწუხებულა და
გაჭირვებაშიაც ჩავარდნილა. თუმცა სახარჯო ფული აღარ ჰქონია გზისთვის, მაგრამ
მაინც დაუპირებია უკან გამობრუნება. ამ მიზეზის გამო პროკურატორს წარუდგენია
1728 წ. პროპაგანდაში ხსენებული მოხსენება, რომლითაც უჩვენებს, რომ ამ
ქართველის უსწავლელად დაბრუნება საქართველოში მისიონისათვის კარგი არ
იქმნება და შეიძლება ზარალიც მოუტანოსო; ეგრეთვე უჩვენებს, რომ
პროპაგანდაში საგანგებო ადგილია ქართველი გვარისათვის, ამიტომ მუდამ ორი
ახალგაზდა ქართველი უნდა იყოსო. ამ წერილის შემდგომ პროპაგანდას უარი
აღარ უთქვამს და მიუღია ის ახალგაზდა კოლეგიაში.
ამ ხანებს ეკუთვნის გორელ ტულუკანთ დავითას მისვლაც რომში.
პროპაგანდის კოლეგიის მოწაფების სია მის ცნობას გვაძლევს ესრეთ. „23 წლის
გორელი ტულუკანთ დავითა, რომელიც ბასილიანთ უფროსმა საბამ ქართველ
კათოლიკე თავადმა გამოგზავნა, პროპაგანდამ მიიღო 30 ივლისს, 1725 წ.
კოლეგიაში შევიდა 4 აპრილს; 10 ნოემბერს 1726 მისცა ფიცი; 1732, 22 მარტსა,
დაიცვა ფილოსოფიის საჯარო დისერტაცია პრეფექტო კარდინალის წინაშე; 21
მარტს 1733 წ. ეკურთხა მღვდლად ლათინურ ტიბიკონზედ, და კაფუცინებთან
მონაზნად შევიდა; 1734 წ. ნოემბრის 28-ს გარდაიცვალა ექვსი თვის ავადყოფობის
შემდგომ".
ცხადად სჩანს, რომ ეს დავითა საბა ორბელიანს გაუგზავნია რომში, ვიდრე
ვახტანგთან ერთად რუსეთში წავიდოდა. მონაზონად შესულა კაფუცინებთან, და
მღვდლად კურთხევის შემდგომ საქართველოში აღარ დაბრუნებულა. ამან დასწერა
ქართული კათეხიზმო 1733 წ., როდესაც ისევ კოლეგიაში სწავლობდა. მის
სიცოცხლეში არ დაბეჭდილა ეს კათეხიზმო, არამედ რამდენიმე ხელთნაწერი
ეგზემპლიარი გამოუგზავნიათ საქართველოში. ეს წიგნი პირველად დაიბეჭდა
მღვდელის ივანე ჯიგანანთის თაობით რომში 1741 წ., ხოლო მეორედ 1797 წ.
ბაღინანთ გრიგოლი მღვდლის თაოსნობით. მაგრამ ამან დაამახინჯა ეს მეორე
გამოცემა და მიაწერა ავტორს ის, რაც თვითონ ჩაუმატა. რადგან ტულუკანი
დავითას თავის წიგნში არსად უწოდებია თავისითავისთვის სომეხი, გარნა ამ
ბატონმა მიუმატა მის წინასიტყვაობაში ლექსი „სომეხი" ესრედ: „საქრისტიანო
მოძღვრება გინა წურთნა შვიდთა საიდუმლოთაზედ, გადმოთარგმნილი იტალიანის
ენისაგან ქართველის მხედრულის ენასა ზედა საქართველოს გორელი ტულუკაანთ
სომეხთ დავითასაგან". ამიტომ ჩვენ საჭიროდ ვრაცხავთ, აქ მოვიყვანოთ პირველ
გამოცემის ქართული და ლათინური წინასიტყვაობა.
ამ წიგნის სათაური ასე იწყება: „საქრისტიანო მოძღვრება საქართველოს
მისიონებში სახმარებლად, გადმოთარგმნილი იტალიანურიდან ქართულს
მხედრულს ენაზე ქართველი ტლუკანთ დავითისაგან ამავე გვარის კათოლიკების
საყოველთაო და სასულიერო სარგებლობისათვის. რომში, 1741 წ.” შემოწმება
პირველი:
„მე ძმა კლაუდიო რეჯიელი, წმინდა ფრანჩისკეს კაფუცინების წესისა,
მოქადაგე და ეგრეთვე სამოციქულო პროტონოტარი, სპარსეთის სამეფოს,
უმეტესად, აღმოსავლეთის ივერიის ანუ საქართველოს მისიონში თერთმეტი წლის
ყოფნის შემდგომ, პროფესორი სომხური და ქართული ენისა, ჩემს იქ ყოფნის
დროს, დიდის სიამოვნებით და ჩემზე მონდობილ სულთა სასარგებლოდ, ხშირად
ვხმარობდი ამ წიგნს, რომელსაც ჰქვიან „საქრისტიანო მოძღვრება საქართველოს
მისიონერებისათვის სახმარებლად, დიდად პატივცემული გორელი ქართველი
დავით ტლუკაანთ, პროპაგანდა ფიდეს ურბანოს კოლეგიის მოწაფის მიერ
შედგენილი და მისგანვე მშვენიერ ქართულ ენაზე გამოყვანილი. იმ დროიდან
დიდად ვნატრობდი, რომ ეს წიგნი დასტამბულ იყო მისიონერების და იმავე ერის
სასარგებლოდ, რადგან თუ პირველნი და თუ მეორენი სრულად მოკლებულნი
არიან ამისთანა ქართთულად დაბეჭდილი წიგნსა. ხოლო ამ რომში ესევე წიგნი რა
ვნახე, პატივცემულ ბ. ივანე ჯიგანანთი ტფილელი ქართველ ამავე წმინდა
პროპაგანდის კრების მოწაფესთან, საჭიროდ შევრაცხე და მას ვურჩიე მისი
დაბეჭდინება და საქართველოში გაგზავნა ბლომად რაოდნათაც კი შესაძლებელი
იყო, რადგან ყველასათვის სასარგებლო იქნებოდა. აწ ვაცხადებ, რომ ამ ხსენებულ
წიგნში არაფერი იპოვება რაიმე წინაადმდეგი წმიდა დოგმატებისა და კათოლიკე
ზნეობისა; ეს დიდად შეეწევა კათოლიკე სარწმუნოების გავრცელებას და
ქრისტიანობრივი გულ-მხურვალების გაძლიერებას. ამიტომ ყოვლად პატავცემულს
სამოციქულო პალატის მოძღვარს და მათ ვისაც-კი შეეხება, მოვახსენებ, რომ არა
მარტო საჭიროდ ვრაცხ, არამედ დიდათაც ვევედრები, რათა უბრძანონ და ეს
დააბეჭდინონ, რა ისგამო მიიღებენ დიდს სასყიდელს მისგან, რომელმაც სთქვა:
„წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარება ესე ყოველსა
დაბადებულსა". ამის დასამტკიცებლად და შესამოწმებლად ჩემს საკუთარ ხელს
ვაწერ და ვუსვამ ბეჭედს, რომელსაც მე ვხმარობ. რომის კაფუცინების
მონასტერში, 22 აპრილსა 1740 წ., ძმა კლაუდიო რეჯიელი კაფუცინი”.
მეორე შემოწმება:
„მე ქვემორე ამისა ხელის მომწერი, პროპაგანდა ფიდეს, ურბანოს კოლეგიის
მოწაფე, ვმოწმობ და ვაცხადებ, რომ დიდის სიამოვნებით წავიკითხე წიგნი
„სახელად საქრისტიანო მოძღვრება საქართველოს მისიონების სახმარებლად" ,
რომელიც შემოჰკრიბა, შეადგინა და შვენიერად სთარგმნა ამავე კოლეგიის
მოწაფემ პატივცემულმა ტლუკაანთ დავით გორელ ქართველმა. ეგრეთვე
ვაცხადებ, რომ ამ წიგნში არა რაი იპოვნების წინააღმდეგი კათოლიკე
სარწმუნოებისა, ან კეთილი ზნეობისა. ამიტომ არა თუ რაიმე ცენზურის ღირსია ესა,
არამედ დიდად სასიკეთო იქმნება, რომ გამოიცემოდეს იმ ერის სულიერის დიდი
საჭიროებისათვის, რადგან სრულად მოკლებულია თავის ენაზე საჭირო წიგნებს.
რომის იმავე კოლლეგიაში 19 მარტსა 1741 წ. ივანე ჯიგანანთი, ტფილისელი
ქართველი". ხოლო წიგნის ქართული სათაური ასეა: „საქრისტიანო მოძღვრება,
გინა წურთნა შვიდთა საიდუმლოთა ზედა. გადმოთარგმნული იტალიანის ენისგან
ქართულის მხედრულის ენასა ზედა. საქართველოს გორელი ტლუკაანთ
დავითისაგან, მთავრობასა კლემენტოს მეთორმეტე ჰრომის პაპისასა, სასწავლოთა
შინა უცხოთასა, რომელსაც ეწოდების პროპაგანდა ფიდე. სადიდებლად დედა
ღთისის მარიამ ქალწულის უმანკო ჩასახებისათუის და სასარგებლოდ ძმათა და
დათა სულიერთა სულთათვის. ქრონიკონი ქრისტეს ჩღლგ, ესე იგი არს, ათას
შვიდას ოცდაცამეტი. ბრძანებითა უფროსთა".
ზემოდ ხსენებული კაფუცინი კლაუდიო რეჯიელი მოვიდა საქართველოს 1724
წ. ვითარცა აღნიშნულია მისიონერების სიაში. ამას, ცხადია, კარგად უნდა
სცოდნოდა ტლუკაანთ დავითას ვინაობა, რომლის წიგნსაც ხმარობდა მისიონში.
ესა და თვით დავითის თანამედროვე ართველი მოწაფე ივანე ჯიგანანთი მას
ადიარებენ ქართველად. ამიტომ, 64 წლის შემდგომ მისი გარდაცვალებისა, მას რა
საბუთით თვლის სომეხად მღ. გრიგოლ ბაღინანთი, რომელმაც ეს მისი წიგნი
მეორედ გამოსცა და ვის სახელს მიუმატა ლექსი „სომეხი"?
აქ დასახელებული მეორე ქართველი ტფილელი ივანე ჯიგანიანთი 6 წლისა
მიუღიათ რომის კოლეგიაში 18 ივნისს 1729 წ. მტკიცედ რა სჩანს, მაგრამ
შეიძლება ვსთქვათ, რომ ეს ის ქართველი ახალგაზდაა, რომელსაც პროპაგანდა
არ ღებულობდა და რომლისათვისაც კაუცინების პროკურატორმა 1728 წ. მის
მისაღებად თხოვნა წარადგინა, როგორც ზემოთ ვნახეთ. ამ ივანემ 2 თებერვალს
1731 წ. პროპანდის კოლეგიაში ფიცი მისცა. ორს ივნისს 1740 წ. მღვდლად
ეკურთხა სომხურ ტიბიკონზე; 29 აპრილს 1741 წ. მიიღო სამეცნიერო
დოქტორობის ხარისხი ფილოსოფიისა და ღვთის მეტყველებისა და ამავე წელ 31
აგვისტოს წამოვიდა საქართველოში. მოვიდა რა საქართველოში, ახალციხეს
გაამწესეს ერის მოძღვრად. მიზეზი იმისი, თუ ტფილელმა ქართველმა რათ მიიღო
სომხის ტიბიკონი, ის არის, რომ კაფუცინებს ამ პირობით გაეგზავნათ. შემდეგშიაც
ვნახავთ, რომ თითქმის საქართველოს ყველა ახალგაზდებს კაფუცინები რომში ამ
პირობით აგზავნიდენ, რომ სომხურ ტიბიკონზე კურთხეულიყვნენ, რათა შემდგო
ახალციხის და მის გარეშე სოფლების კათოლიკებისათვის მოევლოთ კაფუცინების
პატრებს ამ საქმეში ვამჩნევთ მიკერძებას და პირად ინტერესს, რადგან
საქართველოს შვილებს ადვილად არ აკურთხებდენ ლათინურს ტიბიკონზე,
ვგონებთ იმიტომ რომ მათთან ერთად ლათინის წესის ეკკლესიებში არ
ყოფილიყვნენ. არამედ ცალკე და დაშორებით, რათა როგორმე არ დაეჩრდილათ.
ორბელიანის გვარში მარტო საბა სულხანს არ მიუღია კათოლიკობა, არამედ
ბევრი სხვა მისი ნათესავიც შეუდგა მის მაგალითს, ვინაიდგან საბამ დაიწყო
კათოლიკობის გავრცელება ჯერ თავის ოჯახობასა და ნათესავებში. როგორც სხვა
საგნების, ისე ორბელიანის შესახებ საბუთები გვაკლია. საქართველოს ერთს
აღწერაში, რომელიც წარედგინა პროპაგანდას 1773 წ., მოხსენებულია, რომ საბამ
გააკათოლიკა თავისი მეტად მრავალ რიცხოვანი ოჯახობა, რომლის წევრებიც
თავიანთ მხრივ სხვებში ავრცელებდენ კათოლიკობას. ეგრეთვე ორბელიანების
კათოლიკობისა გვაქვს ერთი წერილი, რომელსაც პროპაგანდა სწერს პირდაპირ
ოჯახობას და ულოცავს მათ კათოლიკობის მიღებას. აი ეს წერილიცა:
„წარჩინებულ ორბელიანთ ოჯახის კეთილშობილ კათოლიკებს. ტფილისსა, 20
თებერვალს 1734 წ.
„მეტის მეტად ანუგეშა და ასიამოვნა წმიდა კრება მანდ მყოფის მისიონერი
კაფუცინი პატრის ანჯელო პოპილის წერილმა, რომლითაც მას აუწყა თქვენს
შესახებ, თუ როგორ მხურვალე გულსმოდგინებით მიგიღიათ კათოლიკე
სარწმუნოება, რომელიც საბედნიეროდ გიცნიათ ღთის შემწეობით და კიდეც დიდის
გრძნობით აღიარებთ მას. ეს ჩვენი ბატონი კარდინალები დიდად გევედრებიან,
დაიცვათ ეგ თქვენი გულ-მხურვალება და კეთილი მაგალითი, რომელსაც ეგრეთ
ცხადად და მხნედ აძლევთ თქვენს საკუთარს გვარს, რათა ეგენიც დაადგნენ მაგ
თქვენს კვალს და ჭეშმარიტი სარწმუნოება იცნონ. მასთანვე ესენი ევედრებიან
ღმერთსა, რათა აღგავსოსთ თქვენ მარადის ზეციერის უხვის მადლითა, რომ
შეიძლოთ გაიმრავლოთ თქვენი სასყიდელი და სხვებიც შემოუერთოთ ამ წმიდა
ეკკლესიას, რომლის გარედ ცხონების იმედი ამაოა. წმიდა კრებამ ასეთი
საბედნიერო ამბავი სიმდაბლით მოახსენა პაპსა, რომელმაც დიდის და უზომო
სიამოვნებით მოისმინა; ამიტომ ამ სიხარულის გამო მოგანიჭათ თავისი
მწყემსებრივი კურთხევა და ნატრობს, რომ ეს კურთხევა შეიქმნას თქვენთვის
შემაგულიანებელი, რათა მარადის მტკიცედ დაიცვათ ეგ თქვენი კეთილი
გარდაწყვეტილება, რომელსაც დაადექით თქვენდა სასარგებლოდ და პაპის და ამ
კრების სანუგეშოდ. ამ წერილით გაუწყებ ყოველსავე ამას, ეგრეთვე ვსთხოვ
ღმერთსა, რომ აღგისრულოსთ ყოველი თქვენი კეთილი ნატვრა და მოგანიჭოსთ
ყოველი ბედნიერება".
აქ დასახელებული პატრი ანჯელოს წერილი, რომელიც შესანიშნავი უნდა
ყოფილიყო, ვერ ვიპოვეთ და არც სხვა გზით ვიცით მისი სრული შინაარსი.
ვახტანგ მეფის ერთ სიგელში, რომელიც ორბელიშვილებს მისცა 1730 წ.,
მოხსენებულია მათი ბიძაშვილი ბენედიქტე. სახელი „ბენედიქტე" (Benedictus
კურთხეული) ლათინურია. ჩვენის აზრით, ესეც ერთ საბუთად უნდა შეირაცხოს
კათოლიკობის გავრცელებისა ორბელიანებში, რადგან ამნაირ სახელს,
საზოგადოთ ისინი ხმარობენ, ვინც კათოლიკები არიან. ქვემოთაც ვნახამთ, რომ ეს
ორბელიშვილები არა თუ მარტო თვითონ უერთდებოდნენ კათოლიკე ეკკლესიას,
არამედ სხვებსაც აკათოლიკებდენ.
ქართველ კათოლიკების გამრავლება მარტო საქართველოში არ ხდებოდა,
არამედ საზღვარ გარეთაც, საცა კი მოიპოვებოდენ. კაფუცინი ანდრია ბუთელი, რა
გაბრუნდა საქართველოდან და გაიარა კოსტანტინეპოლში, იქ მყოფ ქართველებს
ბევრი შეეწია სულიერად. ამ გარემოებას თავიანთ პროკურატორს რომში, მარტის
პირველს 1735 წ. თვითვე სწერს ესე: „გავლილი წლის აგვისტოს
კოსტანტინეპოლში მივიღე თქვენის მაღალ ღირსების წერილი, რომლითაც ინებეთ
და აკურთხეთ ჩემი შრომა აქაურ მისიონში, მართლაც ვიგრძენი ამ თქვენის
კურთხევის ძალა, ეგრეთ, რომ ბევრი საბრალო ქართველი, იმ ქალაქში მყოფი
სრულებით მოკლებულია სულიერ შემწეობას, მოვიზიდე და მივაღებინე კათოლიკე
სარწმუნოება; ამ ქართველებთაგანი ზოგი ისეთიც მოვნათლე, ორმოცდა ათ წელს
გადასული იყო და მოკლებული ეკკლესიის ამ საიდუმლოებსა, რადგან იქ მყოფ
მისიონერებში არავინ იცოდა მათი ენა. კოსტანტინეპოლში დავრჩი თოთხმეტი თვე.
შემდგომ სმირნის უფროსმა საფრანგეთის ელჩსა და პერაში მყოფ მონასტრის
უფროსსა არა ერთ გზის სთხოვა ჩემი თავი, რისგამო წაველი სმირნაში. იქაც უფრო
მომეტებული სამუშევარი დამხვდა, არა მარტო ქართველებს ვეწეოდი სულიერად,
არამედ სომხებსაც, რომლებიც ტირილით მევედრენ, რომ იქ დავრჩენილვიყავი
რავდენსამე ხანს". ესეთი გარემოება პირველი შემთხვევა არ არის; საქართველოში
მომსვლელ-წამსვლელ მისიონერებს, თუ ამის წინეთ და თუ ამის შემდგომ,
ბევრგზის აღმოუჩენიათ ამის მზგავსი შემწეობა და დახმარება კოსტანტინეპოლში
მყოფ ქართველი კათოლიკებისათვის.
როგორც ძველ დროებში ქართველებს ჩვეულებად ჰქონდათ, რომ
წასულიყვნენ რომში წმიდა ადგილების მოსალოცავად. ისე შემდეგშიაც იცავდენ ამ
ამნაირ ჩვეულებას. ამ გარემოების ერთმა საბუთმა მოაწია ჩვენამდე. რომს მისულა
ერთი ქართველი კათოლიკე მღვდელი და 1738 წ. 30 სექტემბერს წარუდგენია
შემდეგი თხოვნა:
„ფრიად მაღალნო და პატივცემულნო ბატონებო, მღვდელი პეტრე ბაღდასარ
ჯანო (ჯანიძე) ქართველი გურის (გორის) ქალაქიდან, თქვენი უმაღლესობის
მდაბალი მონა, რომელიც აქ რომში მოვიდა წმიდა ადგილების მოსალოცავად,
სიმდაბლით გევედრება, რათა კარდინალ ვიქარისაგან მოუპოვოთ საჭირო ნება
წმადა წირვის ასრულებისათვის”. ამ მღვდლის სხვა არაფერი ცნობა გვაქვს. გარნა
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მარტო არ უნდა ყოფილიყო, არამედ რომში უნდა
მიეყვანა ერთი ახალგაზდა ქართველიც, რადგან ამავე წლის 19 დეკემბერს
პროპაგანდას მიუღია თავის კოლეგიაში სასწავლებლად ერთი ტფილელი
ახალგაზდა ქართველი ანტონ გოდაკაანთი (Godokaanti, მოწაფების სიაში სწერია
Kodacanti, თავის წერილებში კი Lodakanti).
ზემოთ ვნახეთ, რომ 1729 წ. ტფილელი ქართველი ივანე ჯიგანანთი მივიდა
რომში სასწავლებლად 1740 წ. აკურთხეს სომხურს ტიბიკონზე (კაფუცინების
თხოვნისამებრ) და 1741 წ. გამოისტუმრეს რომიდან. გარნა იმ დროების
არეულობის გამო, ამან წამოსვლა ვერ გაბედა საქართველოში, ამიტომ დარჩა
სმირნაში რავდენსამე ხანს. აქ უნდა შევნიშნოთ, რომ, თუ კაფუცინების წერილებში
და თუ პროპაგანდის საბუთებში ეს ივანე მუდამ დასახელებული იყო ქართველად;
ხოლო, როდესაც მღვდლად ეკურთხა სომხურ ტიბიკონზე, მაშინ მას მეტსახელად
მიუმატეს „სომეხი" და უწოდეს მღვდელი სომეხ-ქართველი (armeno-georgiano).
საქმე ამითი არ გათავებულა. შემდეგ ზოგიერთ წერილში ამას ქართველის
სახელიც მოუსპეს და მარტო სომეხად იწოდებოდა, ამავე ნაირად მოექცნენ
თითქმის ყველა იმ ქართველებს, რომლებიც სომხურ ტიბიკონზე მღვდლად
ეკურთხნენ რომში. ესე საერო სახელი ტიბიკონის სახელად შეუცვალეს.
თამაზ ყული-ხანს, სპარსეთის მეფეს, მთელი საქართველოსათვის დიდი ხარკი
შეუწერია, და კაფუცინების სამს ეკკლესიასა და მონასტრებზედაც დაუდვია წლიური
ხარჯი 800 სკუდამდე. ამიტომ 30 ივლისს 1742 წ., პაპი სპარსეთის მეფეს სწერს და
სთხოვს, რომ კაფუცინები განათავისუფლოს ისეთის ხარჯისაგან, რომლის გადახდა
მათ არ შეეძლოთ. შაჰსაც შეუწყნარებია ეს თხოვნა და მათთვის ხარჯი აღარ
გამოურთმევია.
ზემოთ ვნახეთ, რომ პროპაგანდამ 1734 წ. ახლად გაკათოლიკებულ
ორბელიანის ოჯახობას მისწერა სამადლობელი წერილი. ამ ოჯახის უმთავრესმა
პირებმა ივანემ და ვახტანგმა 15 სეკტემბერს 1741 წ. პაპსა და კარდინალს
წერილები მისწერეს. აი პაპთან ქართულად მიწერილი წიგნი:
„ნეტარელო მამაო. ქ: მაღალსა: მის. და. ზენა აღმატებულისა. და უზენაესსა.
ყოველთასა ჭეშმარიტსა. მონაცვალესა მეუფისა. ქრისტესა: და მისსავე. პირველ
მოსაყდრესა: ზესკნელთა, და ღმერთისა. სფერისა იმის. სოფლისა. და
ქვესკნელთაცა. მოურნესა. რომლისაგან. დიან. წყარონი. უხვად, მომდინარენი:
მოტევებისა. და შენდობისანი: გარემომცველნი. სამგვრგვლიანოსა ჴმელთანი:
კლიტეთა მპყრობელსა. სასუფევლისასა: რომლისა ჴელემწიბებითა: განეხრან:
ბჭენი საუკუნოი. საცხოვრებისანი: მორწმუნეთა, მართალ. მოწმენეთათვის. და
დაიჴშვიანვე: არ. მეარველთა მისთათვის. კლდესა. შეურყევლად დაფუძნებულსა.
რომელსა. ვერა. ვერად. შეარყევენ. ბჭენი ჯოჯოხეთისანი: რომლისა უფლებ.
მწყემსობ. განმგეობითა. აღმართებულ არს. ჯვარი. ცხოველი. ზედა. ყოველსა
ქვეყანასა. და. რომლისა ქადაგებითა. მოედრკების. მუჴლი. მჴურვალედ.
ყოველთა. ტომთა. და, ენათანი. უფლისა. იესოს: და აღუარებენ: მჯდომარესა.
ცათა. უმაღლეს. უვრცელესსა: ერთსა. წმიდასა. და კათოლიკე სამოციქულო.
ეკკლესიასა; დედისა. მის და. დედოფლისა. აღმოსავალ. სამხარ. დასავლისათა:
მამისა. ყოველთა. ადამიერთა. დაშენებულთა. ჴმელთა. ეპიფანისათა: და
მჴურვალედ. მომძიებელისა. და. მზრუნველსა. მათსა: უფალსა უფალთასა: მათის.
ქრისტეს. მსგავსი. სიმდაბლით. შვილად. კადნიერი. ქმნილნი. მცირე მონანი. და
მჴურვალედ მორწმუნენი: დიდისა. შიშითა. და ძრწოლით. წმიდასა. და მშვიდობასა.
მახარებელთა. ფერხთა. მდუღარისა. ცრემლითა. განწმედნისა. მომლოდინენი.
გონებისა. განზრახვითა. მრავლისა. სავედრისა. სიტყვითა. თაყვანებით.
სათხეველსა. ჩვენსა. სულისა. და ხორცთასა: და მდიდარ ვიქნებით. უტყუელისა
სასოებითა: ჱე. მაღალო. და ნეტარო. მამო: ვითარცა. სულნი. სახსნადნი.
ქვესკნელიანი. შენგან. ელიან. გამოხსნასა. და შენ ხარ. გამომსჴნელი. ეგრეთვე.
შეგვიწყალენ. დიდითა. ამათა. ჭირთა. და. განსაცთელთა. შინა. მყოფნი. და
კეთილად, შეიწყნარენ. ვედრებანი. ჩვენი. შორიელთა. და. განწირულთა.
მონათანი: და მოიხსენენ. სიტყვანი. ჩვენნი. აჰა. წარმოგვივლინებიეს. ეპისკოპოსი.
ქვეყანისა. ჩვენისა. წინაშე. დიდებულებისა. შენისა. და ჩვენნი. საქმენი. ყოველანი.
პირითა. ამისითა. ბრწყინვალებამან. მეუფებისა. თქვენისამან. შეისმინენ. და
ვითარცა. ჯერ იჩინოს. უცთომელმან. შვილმან. შვილ-მოყვარეობამან. სახიერისა.
მამისამან. ეგრეთ იყავნ.
„მდაბალი. მონანი. ორბელიანნი იოვანე. და ვახტანგ:
(ბეჭედი ივანესი და ვახტანგისა").
ამ წერილისთანავე არის ერთი იტალიანური წიგნიც ივანეს და ვახტანგის
სახელით, მაგრამ ამ წერილის თარგმანად არ მიგვაჩნია, რადგან ბევრით
განსხვავდება ქართულისაგან. ამისგამო აქ მოვიყვანთ იმ ნაწილს, რომელიც
განსხვავდება. „თორმეტი წელიწადია ოსმალების ტყვედ ვიყავით და ახლაც ვართ
სპარსელების ხელთ. ამათ ჩვენი ქონება სულერთიან წაგვართვეს და ამისგამო აწ
სამწუხრო მდგომარეობაში ვართ. ეგრეთვე გვაწუხებენ მწვალებელნიც. თქვენ რომ
ინებებდეთ და ერთ რომელსამე ადგილს გვიბოძებდეთ საცხოვრებლად, ჩვენ
ყველა ჩვენის ქვეშევრდომებით მზათვართ დავუტევოთ ჩვინი სამშობლო. ოღონდ
ჩვენი სულის ცხონება შეგვეძლოს. ხოლო ამას თუ არ ინებებთ, მაშინ
გვიშვამდგომლეთ ყული-ხანთან, რათა ასე არ დაგვჩაგროს, და ეგრეთვე სთხოვეთ
მას, რომ შეაჩეროს ეს განუწყვეტელი დევნულება, რომელსაც ჩვენ გვიყოფენ
მწვალებლები, ვანაიდგან ამ ბოლო დროებში ძრიელ უკანასკნელ მდგომარეობაში
ჩავვარდით, რაის გამო იძულებული გავხდით ჩვენი არხიმანდრიტი გამოგვეგზავნა,
რათა თქვენს უწმიდესობის აცნობოს ჩვენი სატირელი მდგომარეობა”.
ამათ პაპის წიგნთან ერთად პროპაგანდის კარდინალსაც გამოუგზავნეს
შემდეგი წერილი:
„კარდინალი პეტრა ჶრეჶექტო.
„ქ: წმინდასა და დიდებულსა. ყოვლად. ნეტარებით აღვსილსა. ჩვენ
მდაბალთათვის მწედ. და მეოხედ. სასოსა. სულიერსა მამასა და უფალსა: ჩვენ
წმიდისა რომანელთა ეკკლესიისა. სარწმუნოებისა მორწმუნენი. თაყვანისცემით.
ამბორს უყოფთ. ბრწყინვალესა. მარჯვენასა თქვენსა: თქვენი ყოვლად. პატიოსანი.
წიგნი: 1734 წ. მოვიდა. რომელმან. სცა ნუგეში. უძლურებასა. ჩვენსა. რომელსა.
შინა. ეწერნეს. სიხარულნი. სარწმუნოებისა ჩვენისანი. და ჩვენ ჟამთა. ქცეულებამა.
მრავალ-გვარათ. განსაცთელი შვგვამთხვია. ურუმთაგან. და. ყიზილბაშთა. და
ლეკთაგან: და ავ ჟამამდე არღარა დრო გვეცა. რომელ გვეუწყებინა. ცხოვრებანი
ჩვენი. აწე ესე სულიერი. მამა ეპისკოპოსი ქვეყნისა ჩვენისა ქრისტეფორე
წარმოგვზავნეთ ყოვლისა სოფლის მაკურთხეველისა. წმინდასა, მეუფესა. წინაშე
რომლის მიერ დიან. მოწყალების. წყარონი და რწყვენ. ყოველსა ქვეყანასა.
შენდობის. მდინარენი. და გვაქვს სასოება. სიწმინდისა. თქვენისა. მინდობილთა
რათა შეწივნეთ უცხოობით შეუწევნელობასა. მისსა და რომელიცა: ვედრებანი ჩვენ
მიერ მოგახსენოთ. კეთილმან კეთილად შეისმინოთ და გვიმეოხოთ. მეოხსა
ყოვლისა სოფლისათანა: თქვენი. სიწმინდის მსასოებელნი ორბელიანნი იოვანე და
ვახტანგ". [იოანეს და ვახტანგის ბეჭედი]”. ამის იტალიანურ თარგმანში
მოხსენებულია მათი 12 წლის ტყვეობა, მწვალებელთა მიერ დევნულება,
სამწუხარო მდგომარეობაში ჩავარდნა. დაწერილია თფილისში 26 აგვისტოს 1741
წ. აქ ხსენებული ვახტანგ ორბელიანი კათოლიკეთ გარდაიცვალა ნოემბრის
დამლევს 1752 წ.
ამ წერილებს პაპის მიერაც კარდინალმა უპასუხა შემდეგის წერილით:
„დიდათ ბრწყინვალე ბატონებო. საქართველოს ბატონებს ს. ს. (ივანე და
ვახტანგს).
„ჩვენმა ბატონმა პაპმა, ბენედიქტე XIV, ღვთისაგან დღეგრძელებულმა მიიღო
ტფილისიდან გამოგზავნილი 15 სეკტემბერს 1741 წ. თქვენი წერილი, რომელიც
მოიტანა მათმა უსამღვდელოესობამ ქართველ-კათოლიკე ეპისკოპოსმა, როდესაც
აქ მოვიდა წმიდა ადგილების მოსალოცავად და პაპისადმი თავისი მორჩილების
გამოსაცხადებლად. პაპმა თავისის ჩვეულებრივის მამობრივის სიყვარულით მიიღო
ხსენებული ეპისკოპოსი და მიანიჭა ბევრი წყალობა და სულიერი ძალა, ეგრეთვე
წმინდა ჯვრის ნაწილი, და ნაკურთხი კრავები33 , შეუძლია თქვენც გადმოგცემსთ
მისი რავდენიმე ნაწილი. მასთანვე ვეცადეთ, რომ ეს აქ პროპაგანდის კრების
ხარჯით ყოფილიყო და მივეცით გზის ხარჯიც, თუმცა ხსენებულ კრებას არ შეეძლო
ადვილად ამ ხარჯის გაწევა რადგან თვითონაც გაჭირვებულ მდგომარეობაშია.
პაპმა კეთილინება და მე, პრფეკტოს, მიბრძანა, თქვენთვის მომეწერა, რომ
33 ესეთი კრავები შეზავებულია სანთლითა და წამებულთა ნაშთითა
ხსენებულ კრებას დაავალა, ზომა მიიღონ, რათა შეგისრულოსთ ნათხოვარი,
რომელიც თქვენს წერილში გამოაცხადეთ, და აღმოგიჩინოსთ ყოველ ნაირი
მფარველობა, როგორათაც მოხსენდა ხსენებულ ეპისკოპოსს საშუალებით ერთის
მოენისა, რომელმაც მანდაური ენა და გარემოება კარგად იცის და რომელიც არის
ამ პროპაგანდის კოლეგიის მოწაფე** (**ეს არის ზემოდხსენებული ტფილელი
გოდაკანთ ანტონი). მომავალშიაც პაპი მუდამ მზრუნველი იქმნება მანდაური
კათოლიკებისათვის და ყველა ღონისძიებით ეცდება ანუგეშოს ეს ტომი და
დაუკმაყოფილოს ყველა თხოვნა რაც აქამდე ჰყო და ან რასაც შემდგომში
წარმოადგენს. ამ წიგნის თქვენდამი მოწერით ვასრულებ პაპის პატიოსან
ბრძანებას და გაუწყებ, რომ იგი თქვენ და ყველა თქვენის ტომის კათოლიკებს
განიჭებს მამობრივის სიყვარულით სავსე კურთხევას. ეგრეთვე გაუწყებ თქვენის
წერილის მიღებას და მასთანვე პაპთან ერთად გიცხადებ ჩემს პატივისცემას,
რომელიც მაქვს თქვენს გვარსა და კათოლიკებზედ, როგორათაც სხვა დროებშიც
მოგწერე".
აქ დასახელებული ქართველი კათოლიკე ეპასკოპოსი ტფილელი
ქრისტეფორეა. იმისი გვაქვს მრავალი ცნობა, საიდგანაც სჩანს, რომ შესანიშნავი
პირი ყოფილა, თუმცა ჩვენ ისტორიაში კარგად ცნობილი არ არის. ტფილისიდამ
ევროპაში წასულა პირველ ოქტომბერს 1741 წ. რა მისულა სმირნაში, იქაური
ეპისკოპოსი რომში ისტუმრებს და თავის გასაცნობელ წერილს აძლევს
პროპაგანდის კარდინალთან:
„პატივი მაქვს თქვენის მეუფების უმაღლესობას ვაუწყო, რომ სმირნაში
მოვიდა მათი ბრწყინვალება ტფილისის არხიეპისკოპოსი ქრისტოფორე
ყაფლანიანი34. როცა გამომჟღავნებულა, რომ იგი კათოლიკე იყო, სქიზმატიკ
სომეხთა პატრიარქს დაუწყვია მისთვის სატიკი დევნა, ჩამოურთმევინებია ყველა
მისი ქონება და გაუძევინებია საქართველოდგან; ეგრეთვე ამავე მიზეზის გამო
გაუღარიბებიათ კეთილშობილნი ორნი ძმანი კათოლიკენი ივანე და ვახტანგ,
ორბელიანთ წარჩინებულის გვარისა, რომელსაც პროპაგანდა კარგად იცნობს.
სანუგეშებლად და შესაწევნელად იმ სამწუხარო მდგომარეობაში, რომელშიც
ყოველ შემწეობას მოკლებული იმყოფებოდა ეს ღირსეული ეპისკოპოსი, აქაურ
ვაჭრებში ჩამოუკრიფე მოწყალება და ეგრეთვე მოუხერხე, რომ უსასყიდლოდ
ემგზავრა ვიდრე ლივორნამდინ, საიდანაც მოვა თქვენ ფერხთა წინაშე... სმირნა, 1
ივნისს, 1742. თქვენი მდაბალი მონა ირონიმე ლანცა, სმირნის სამოციქულო
ვიკარია".
როდესაც ლივორნაში მისულა, იქ მყოფ კაფუცინებს, რომში თავიანთ
კაფუცინებისათვის უცნობებიათ მისი მოსვლა. იქ ამ დროს საქართველოდან
დაბრუნებული ყოფილა კაფუცინი ანჯელო ვოლთეზანელი, რომელიც ამ
ეპისკოპოსს იცნობდა საქართველოში. ამიტომ 3 სექტემბერს 1742. პროპაგანდას
თხოვნა წარუდგინა, რათა კარგად მიეღო, ეს და მისი ყველა სათხოვარი მოესმინა.
ამ წერილში სხვათა შორის, ქრისტოფორესათვის ნათქვამია: „... მართლაც დიდად
ღირსია ეს ეპისკოპოსი თავისი კარგის თვისებისათვის, რაის გამო მეტად უყვარსთ
პატივსცემენ არა მარტო ქართველი პატრიარქი, რომელსაც თვალის ჩინსავით
მიაჩნია, არამედ, უფრო მეტად ყველა ქართველები და ბატონები, ესეც არა მარტო
ქართლში, არამედ საქართველოს ორსავე პროვინციაში - იმერეთსა და კახეთში.
როდესაც ზემოდ ხსენებული პატრიარქი კოსტანტინეპოლში დაჭერილი იყო
ოსმალების პოლიტიკის გამო, როცა საქართველო მათ ხელში იყო, მაშინ ამ
პატრიარქმა ხსენებული ეპისკოპოსი, თავის ვიკარია დანიშნა თავის მონაცვლეთ
და წერილიც გაუგზავნა, მოევლო მისის სამწყსოსათვის...”
აქ ხსენებული პატრიარქი არის დომენტი, რომელიც ტყვედ იყო
კოსტანტინეპოლში 1739 წელსა. ხოლო ამ დროს კი იგი მიცვალებული იყო, რაიც,
ჰგავს, ამ მიმწერ კაფუცინს ჯერ შეტყობილი არა ჰქონია. ეს კაფუცინი ამ
34 ორბელიანთ ხშირად ყაფლანიანთაც ეძახდნენ
ეპისკოპოსს უწოდებს ქრისტოფორე თუმანანთს. თუ ეს მართლა მასი სახელია და
არ ყოფილა ორბელიანთი, მაშინ ეს ეპისკოპოსი უნდა იყოს ის თბილელი
მიტროპოლიტი, რომელიც 1762 წ. გუჯრებში მოხსენებულია ქრასტოფორე
თუმანაშვილად.
ქრისტეფორე რომში დიდის პატივით მიიღეს და ბევრი რამე ჰკითხეს
საქართველოისა. ენის უცოდინარობისა გამო დიდად გამოადგა იქ მყოფი
ტფილელი მისივე ნაცნობი ანტონ ქოდაკანთი, რომელმაც მის მაგიერად
პროპაგანდას წარუდგინა ეს წერილი.
„მე ტფილელი ანტონ ქადაკანთი, პროპაგანდის კოლეგიის მოწაფე, ვიცნობ
წმიდა ბასილის მოწესეს მათ უსამღვდელოესობას ქართველ ქრისტოფორე
ტფილისის ეპისკოპოსს. ჯერ ისევ მღვდელი იყო, როდესაც მიიღო კათოლიკობა
პატრი ანჯელო პაპილის საშუალებით; ყველა ჩვენის კათოლიკების თხოვნით
ანტიოქის პატრიარქმა კირილემ დანიშნა იგი ეპისკოპოსად, მას შემდეგ ხუთი
წელიწადია. აწ აქეთ იმიტომ წამოვიდა, რომ დიდად ნატრობდა რომში მოსვლას,
პაპის ფერხთა მთხვევას, წმიდა ადგილების მოლოცვას და მოხსენებას ეგრეთვე იმ
უბედურებისას, რომელშიაც ყველა მისი საბრალო ხელქვეითი კათოლიკები
ჩავარდენ. ამის გამო უძველესის ორბელიანთ გვარის ორ თავადთა, მისავე
კათოლიკე ნათესავთა, რომლებსაც, ათი წელიწადია, რაც კარდინალმა
პრეფექტომ მისწერა და მიულოცა, კათოლიკობის მიღება, თავიანთი
ხელქვეითებთან ერთად, გამოატანეს წერილი კარდინალ პრეფექტოსთან; ამის
შესამოწმებლად ეპისკოპოსს გამოატანეს ეგრეთვე კარდინალის იგივე მიწერილი
წიგნიც. სხვა თავის გასაცნობელ წიგნებთან ერთად იმ თავადებმა პაპთანაც
გამოატანეს წერილი.
„ეს ხსენებული ეპისკოპოსი ნატრობს მოახსენოს წმიდა კრებას, ქართველთა
ტომს რაკი ორი ადგილი აქვს კოლეგიაში, გაუჭირვებლად მიიღებოდენ ხოლმე,
როდესაც კათოლიკე ეპისკოპოსი და სამეგრელოს კაფუცინები გამოგზავნიან
ახალგაზდებსა, თუმცა იქაური უდიდესი საჭიროება მოითხოვს უფრო ბევრის
შეწყნარებას.
„ეგრეთვე ჰსურს მოახსენოს წმიდა კრებას და თვით პაპსაც ქართველთა ერის
საჭიროება, რათა რომში თავისი საკუთარი სახლი ჰქონდეს, როგორათაც აქვსთ
სხვა ტომთა, ვითარცა ამას შეჰპირდა ნეტარხსენებული პაპი კლემენტე
მეთერთმეტე: ეს სახლი დიდად შეეწევა აქაურ მისიონს.
„ეს ეპისკოპოსი საჩქაროდ წავა, რა ნახავს წმიდა კრებას და პაპსა, რადგან
ძრიელ ეჩქარება დაბრუნდეს თავის ეპარქიაში, რათა ანუგეშოს თავისი
დაღონებული კათოლიკები.
„საქართველოდამ წამოვიდა პირველ ოქტომბერს 1741 წ. შავი ზღვით,
მივიდა კონსტანტინეპოლში, იქიდან სმირნაში და შემდგომ ლივორნაში.
„ტფილისი არის დედა-ქალაქი მთელი საქართველოსი. აწ მრთლად
ექვევრდომება სპარსელებს. საქართველოს მთავრები არიან შვიდნი: პირველს
ჰქვიან ვახტანგ, რომელიც ამ ბოლო დროს საქართველოს მეფე იყო, ამჟამად მისი
სახლობა მოსკოვში იმყოფება, რადგან ოსმალების გამო, რომელთაც იმ დროს
დაიპყრეს მისი ქვეყანა, იძულებული გახდა ლტოლვილიყო. 1738 წ. გარდაიცვალა
მოსკოვში თანდასწრებით ერთის კაფუცინისა, რომელმაც შეუსრულა უკანასკნელი
სულიერი სამსახური, მისი შვილები და მეუღლე ცოცხალნი არიან.
„ხოლო ექვსნი დანარჩენნი მთავარნი არიან თავ-თავისს სამთავროში.
იმათგანი ოთხი გაყრილია და ორი კათოლიკე, რომლებიც არიან ხსენებული
ორბელიანები. ერთ ამათგანს თამაზ ყულიხანმა ძალით წაართვა ქალი და
დააქორწინა თავის შვილზე.
„ხარკი, სპარსელებისაგან ძალადატანებულნი არიან გარდაიხადონ სულზე
ათი ოქროს სკუდი, თუ დიდმა და თუ პატარამ, თუ კაფუცინმა და თუ მღვდელმა.
ეგრეთვე ყველა ეკკლესია ვალდებულია გარდაიხადოს ოცი სკუდი. გარდა ამისა,
მცხოვრებნი, როგორც კათოლიკენი, ისე მწვალებელნი, იძულებულნი არიან
საომრადა გავიდენ.
„ის ორი კათოლიკე მთავარი ძრიელ დაჩაგრულია, ვინაიდგან მათ
წინააღმდეგ არიან არა მარტო სპარსელები, არამედ ყველა მწვალებელი, ამიტომ
მათ უფრო მეტს ხარკს ართმევენ. გარდა ამისა, ისინი ვალდებული არიან ყული
ხანს ყოველწლივ მისცენ ხუთი ათასი ჯარისკაცი. სპარსელებისათვის სულ ერთია,
ჯარისკაცები კათოლიკები იქმნებიან თუ განყრილები, რადგან ყველას ერთნაირად
ეპყრობიან. ხოლო საბრალო კათოლიკები მეტად დევნულნი არიან
მწყვალებელთაგან. როგორათაც შევიტყეთ, ამ ბოლო დროებში მწვალებელ
სომეხთა პატრიარქს ძალათ დაუკეტინებია ეკკლესია და გაუდევნია პატრი
კაფუცინები და სხვაც დიდი ვნება მიუყენებია მათთვის. ამბობენ ყული ხანს არა
სცოდნია ეს უკანასკნელი დევნულებაო, არამედ მარტო გუბერნატორის
მოთავეობით ყოფილა; მწვალებელ სომეხთა პატრიარქის მეგობარი და მისი
ფულით მოყიდულიაო.
„მათი უსამღვდელოესობა ტფილისის ეპისკოპოსი ქრისტეფორე ორბელანთი,
რომელიც 30 სექტემბრის აქეთ რომშია, წმიდა კრებას აუწყებს იმ უდიდეს
სამწუხარო მდგომარეობას, რომელშიაც იმყოფებიან ყველა კათოლიკები, ვითარცა
სავსებით ეუწყა ბატონს კარდინალ პრეფექტოსაც. ეს ამბავი ეგრეთვე მოსწერეს
ორბელიანთ იმ ორ კათოლიკე მთავარსა, რომელთაც ერთი წერილი პაპსაც
გამოუგზავნეს.
„ხსენებული ეპისკოპოსი ნატრობს, წმიდა კრებამ როგორმე უშველოს და
გამოიყვანოს იმ სამწუხარო მდგომარეობისაგან, რომელშიც არიან ყველა იქაური
სპარსელების ქვეშევრდომი კათოლიკები; ვინაიდგან ძრიელ ფიცხად სდევნიან მათ
მწვალებელნი...
ყველაფერი ეს მოხსენებულია თვით ქართველ ქრისტეფორე ეპისკოპოსისგან,
რომელმაც, ენის უცოდინრობის გამო, იტალიანურად დააწერინებია. ეს საბუთი
იმით უფრო შესანიშნავია, რომ ქართველ კათოლიკების მრავალს საჭირო ცნობას
შეიცავს. ამ ქრისტეფორეს კარგა ხნით ადრე უნდა მიეღო კათოლიკობა, რადგან ის
კაფუცინი ანჯელო პოპელი, რომლის მეცადინეობით მიუღია კათოლიკობა, საბას
მოყვანილია 1715 წელსა. ხოლო კაფუცინები საზოგადოდ ათ წელიწადზე მეტს არ
რჩებოდენ საქართველოში. ამიტომ ჩვენის აზრით, მისი გაკათოლიკება უნდა
მომხდარიყო 1725 წინა წლებში. ხოლო კათოლიკობის მიღების შემდგომ, მიუღია
ეპისკოპოსის ხარისხი 1734 წ. და დომენტი კათოლიკოსის ვიკარიად ყოფილა
1739 წ. და მინდობილება მიუღია (როდესაც კათოლიკე იყო). მის ნაცვლად ემწყსო
მთელი საქართველოს ერი, ვიდრე ტყვეობიდან დაბრუნდებოდა. არ დავივიწყოთ,
რომ დომენტი კათალიკოსსაც უკვე, 1709 წ. პაპისათვის მიეწერა შეერთების წიგნი,
როგორც ზემოდ ვნახეთ. რა საკვირველია ქრისტეფორე ეპისკოპოსი
კათოლიკობის მიღების შემდგომ, დარჩენილა თავის ქართულ ტიბიკონზევე.
რადგან მდიდარის და უძველესი ორბელიანების სახლიშვილი იყო, ყმებიც ბლომად
ჰყოლია, მათთვისაც კათოლიკობა მიუღებინებია. ეგრეთვე ქრისტეფორე ყოფილა
საეპარქიო ეპისკოპოსი და ერად ჰყოლია ქართულის ტიბიკონის მქონე
კათოლიკები, რომელთა შორის ირიცხებიან ივანე და ვახტანგ ორბელიანებიც. ამ
თავადსაც მარტო თვით არ მიუღიათ კათოლიკობა, არამედ მთელი თავიანთი
ყმებით შეერთებიან რომის ეკკლესიასა თუ რაოდნად ბევრი ხელქვეითი ჰყოლიათ,
იქიდან სჩანს, რომ წელიწადში 5000 მეომარი უძლევიათ სპარსეთის მეფისათვის.
ისე ჰგავს, ამ ქრისტეფორე ეპისკოპოსს უწინ მიწერ-მოწერა ჰქონია პაპთან,
რადგან კლემენტე მეთერთმეტე, რომელიც მიიცვალა 1721 წ. შეპირებია რომში
ქართველებისათვის ცალკე სახლის დაარსებას.
ქრისტოფორე რომში ორი თვე ძლივს უნდა დარჩენილიყოს. მალე
გამობრუნებულა საქართველოში, რადგან ზემო წერილთან ერთად მოიპოვება ეს
წერილი, რომელშიც მოხსენებულია მისი რომში ყოფნის დრო ასე:
„პროპაგანდის პრეფექტო ბატონი კარდინალის პეტრას ბრძანებით მე
სუქიასმა შევიწყნარე ჩემს სახლში მათი უსამღვდელოესობა ორბელიანი
ქრისტოფორე, ტფილისის ეპისკოპოსი და 38 დღის განმავლობაში მას და მის
მოსამსახურეს, რაც კი საჭირო იყო, ყოველი სამსახური მივაგე. ამიტომ
ოთახისათვის ორი თვის ქირა მერგება. გარდა ამისა, პროპაგანდის კოლეგიის
მოწაფე ბატონი ქოდაკანთ ანტონას თხოვნით, მას ვასესხე 24 სკუდი, რათა
ხსენებულ ეპისკოპოსს ტანისამოსი შეეკერა და შეეკეთებინა, რაც კი სჭიროდა.
იმედი მაქვს, ჩემი დანახარჯისა კმაყოფილი იქნება თქვენი უმაღლესობა. ნოემბრის
21 1742 წ.”
შემდგომ ერთი მოკლე წერილით ორბელიანთ ეპისკოპოსი ქრისტოფორე
კარდინალს დიდ მადლობას უხდის ყოველის სიკეთისათვის, რაც მისგან მიიღო
რომში ყოფნის დროს, ჰპირდება რომ არაოდეს დაივიწყებს მას და მუდამ ღმერთს
ევედრება მის დღეგრძელობას; ეგრეთვე სთხოვს კარდინალმა მფარველობა არ
მოაკლოს.
აქედან სჩანს, რომ ნოემბრის დამლევს 1742 წ. გამობრუნებულა
საქართველოში. იმ აუარებელ დაღუპულ საბუთებთან ქრისტოფორე ეპისკოპოსის
შესახებაც ბევრი რამეა დაკარგული, ამიტომ სრულად არაფერი ვიცით, რა
გააკეთა, როდესაც საქართველოში დაბრუნდა.
როგორც ივანე და ვახტანგის წერილებში, ისე ქრისტეფორე ეპისკოპოსის
მიერ წარდგენილ მოხსენებაში დასახელებული იყო სომხების მიერ დევნულება,
მაგრამ აქ რომელსამე საცალკეო დევნულების შესხებ კი არ არის ლაპარაკი,
არამედ საზოგადო მტრობისათვის, რომელიც სომხებს მუდამ ჰქონდათ
კათოლიკების წინააღმდეგ. გარნა შემდგომ სომხებმა, თავიანთისა
ჩვეულებისამებრ, დაუწყეს კვალად ძრიელ დევნა კაფუცინებს 1742 წელს, და
როგორც იყო, მიაწიეს თავიანთ გულის წადილს, ესე იგი მათ ჩამოართვეს
ეკკლესია და ცემა-ტყეპით განდევნეს ტფისისიდან. განდევნილი კაფუცინები
ახალციხეს მივიდნენ და იქიდან მაისში პატრი ნიკოლა ბორგოელი გაგზავნეს
რომს, რათა ყოველი თავიანთი უბედურება ეუწყებინა და რაიმე შემწეობა ეშოვნა
შეურიგებელის მტერის ასალაგმავად. პატრმა ნიკოლამ, ავადმყოფობის გამო,
როგორც იყო ძლივს მიაწია კონსტანტინეპოლს და იქიდამ 17 აგვისტოს 1742 წ.
წერილი მისწერა რომში და ამ დევნულობის ამბავი ასე აცნობა: „... აწ მიზეზი იმ
ქვეყნიდან ჩემი წამოსვლისა ისაა, რომ საუბედუროდ, დავკარგეთ ტფილისის
მისიონი, ამ 1742 წლის მარტის დამლევს და აპრილის დამდეგს მწვალებელმა
სომხებმა დაგვიწყეს მკაცრი დევნა. ჩვენი მონასტერი და ეკკლესია სპარსეთის
თათრებს ერთიან ააკლებინეს, ტფილისში მყოფი მონაზონები დაგვამწყვდიეს,
გაგვლახეს და ათასნაირი ტანჯვა მოგვაყენეს, ისე, რომ აღარავის გვეგონა, თუ
კიდევ ვიცოცხლებდით; გარდა ამისა, შეუბრალებლად და უწყალოდ გალახეს
ყველა სომხის კათოლიკები, რომელიც მოინდომეს მტკიცედ დარჩენა წმიდა
კათოლიკე სარწმუნოებაში; ბაროსულად წაართვეს ყველაფერი, რაც-კი გააჩნდათ;
ეს არ აკმარეს, არამედ ბევრის ცემის შემდეგ აღვიარებინეს ევტიქეს შემცდარი
სარწმუნოება და აწყევლინეს პაპი წმიდა ლეონ დიდი. ამას არ დასჯერდნენ და
ბოლოს ჩვენც ძალით გაგვდევნეს ტფილისიდამ... ტფილისში დარჩენ მარტო
ქართველი კათოლიკები, რომლების წინააღმდეგ სომხების მუხანათობრივმა
სიცოფემ ვერაფერი გააწყო..."
ამ ბარბაროსულის დევნულების ამბავს, 2 ივნისს 1742 წ. ჰსწერენ ეგრეთვე
ახალციხის მღვდლები კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსს და ეუბნებიან,
ტფილისიდან გამოდევნილი კაფუცინები ყველა აქ მოვიდენო, სომხის კათოლიკე
აქ ერთიც აღარ დარჩა, ყველა გადაიყვანეს ევტიქეს სარწმუნოებაზე და აქაც
გვიპირობენ დევნასაო.
ამ დევნულების დროს ქართველები მეტად დაჩაგრული იყვნენ
სპარსელებისაგან, რომლებსაც მთავრობა და სამსახურის ყველა მაღალი
ადგილები ეჭირათ. ხოლო სომხები-კი ამ დროს მეტად გათამამებული იყვნენ და
სპარსელებიც მათ მხარს უჭერდენ. ამისგამო ქართველებმა იმ ხანად,
ჩვეულებისამებრ, ვეღარ უპატრონეს კაფუცინებს და ვეღარ დაიცვეს სომეხთა მიერ
დევნულობის წინააღმდეგ. გარნა რა ნახეს კაფუცინები ესე უწყალოდ გალახულნი
და ტფილისიდან მთლად გადევნილი, შეეშინდათ, რომ სამუდამოდ არ
გაშორებოდნენ საქართველოს. ამიტომ საჩქაროდ რომს წიგნები მისწერეს
საქართველოს საუკეთესო პირებმა, ესე იგი ახალმა კათოლიკოსმა, ნიკოლაოზ
ხერხეულიძემ, ამილახვარმა და ორბელიანებმა. ამ წერილებში აუწერეს
სომხებისაგან მიყენებული უსამართლობა და მასთანავე დიდის ვედრებით
ჰსთხოვეს პაპს, რათა სომხების მტრობისგამო, საქართველოდან არ
განეშორებინათ კაფუცინები და ეგოდენი ქართველი კათოლიკები არ
დაეტოვებინათ უმწყემსოდ. მესამე თავში უკვე მოვიყვანეთ ნიკოლაოზ
კათალიკოსის მეტად შესანიშნავი წერილი, რომელიც საკმაოდ უჩვენებს მის
ერთგულობას რომისადმი და ეგრეთვე კათოლიკობას. აწ მოვიყვანთ თარგმანს
ორი დანარჩენის წერილისაც, რომელიც არა ნაკლებ შესანიშნავია. ამილახვარი
პაპს ბენედიკტე XIV ასე ჰსწერს:
„უბრწყინვალესო, უძლიერესო უმეტეს ყოვლისა ქებისა, ვინაიდგან ქვეყნიერ
მფლობელთა და მთავართა შორის არავინ არს უმაღლესი თქვენზედ, რომელმაც
სასუფევლის კლიტესთან ერთად ზეცით მიიღეთ უმაღლესი ძალა შეკვრისა და
გახსნისა და ეგრეთვე მოგენდოთ მთელის სოფლისათვის ზრუნვა, და რომლისაგან
ძრიელნი ქვეყნისანი ძრწიან და ცოდვილნი ითხოვენ მოწყალებას და შენდობას. ამ
თქვენს ესრედ მაღალს ღირსებას ჩვენ მორჩილნი და მდაბალნი, თუმცა სხეულით
დაშორებულნი, გარნა გულით ახლოს მყოფნი და თქვენთან შეერთებულნი
მოკრძალვით და სიყვარულით ვეთაყვანებით. კდემით ვემთხვევით თქვენს წმინდა
ფერხთა და ვითხოვთ თქვენგან ჩვენის ცოდვების შენდობას.
„დიდი ხანია, რაც ჩვენს ქვეყანაში, კათოლიკების საჭიროებისათვის, თქვენი
ეკკლესია აშენდა და თქვენი პატრი-კაფუცინები სცხოვრობენ. ჭეშმარიტად ამათ
დიდი შრომა მიიღეს, ბევრი შემცდარნი ცხოვარნი უფლის სამწყსოს შეუერთეს და
ესრედ დიდ-სულოვნობით და პატივით მოუპოვეს კათოლიკე წმიდა სარწმუნოებას.
გარნა ამ საქართველოს პროვინციაში სომხებმა გაიმარჯვეს; კათოლიკე
სარწმუნოების გამო თქვენი პატრები დაატყვევეს, გალახეს და ეგოდნად
უსამართლოდ სდევნეს, რომ უარესის ქმნა თითქმის აღარ შეიძლებოდა; ეკკლესია,
წმიდა ჯვრები და წმიდა ხატები შეაგინეს და ფეხ-ქვეშ გათელეს; როდესაც
მთავრობამ ეკკლესია და სახლი ჩამოართვა, სომხებმა აქ თქვენი პატრები ბევრ
ხანს აღარ დააყენეს, არამედ აქედან განდევნეს. ყველა კათოლიკები, თუ მამა-
კაცები, თუ დედა-კაცები დაატყვევეს, სცემეს, და ეგოდნად აწვალეს, რომ უარესის
თქმა აღარ შეიძლება: ყველა მათი ქონება აიკლეს და სარწმუნოებაც
უარაყოფინეს. აწ ჩვენ35 დიდად გევედრებით ამ ქვეყნისაგან ნუ განაშორებთ
თქვენის მოწყალებას ხელსა, იმდენის მოქცეული კათოლიკებითურთ ნუ დაუთმობთ
მწვალებლებს და ჩვენც ნუ მოგვაშორებთ კაფუცინებსა. ვევედრებით თქვენს
ხელმწიფებას, შეგვეწიოთ და ჩვენი ცრემლით შერეული ვედრება შეიწყნაროთ.
ჩვენი შეწევნა და ნუგეშისცემა თქვენთვის ძნელი არ არის, ამიტომ ნუ აიღებთ ხელს
ნურც ჩვენზე და ნურც ჩვენ უბედურ ქვეყანაზე. ეგრეთვე შეეწიეთ ამ ხსენებულ
პატრებსაც და ნუ ინებებთ, რომ წმიდა ეკკლესიის მტრების გამო სამუდამოდ
გაშორდნენ აქაურობას და ესრედ დაიღუპნენ ერთიანად იმდენი კათოლიკები.
დანარჩენს ამბავს თქვენივე პატრები მოგახსენებენ".
ამ ამილახვარისა სხვა არაფერი ცნობა გვაქვს. ეს წერილი, ვგონებთ
საქართველოშივე უნდა იყოს ნათარგმნი ლათინურად: ამის ქართულ დედანს ვერ
შევხვდით. ამ წერილთანავე იყო ეგრეთვე ორბელიანების ეს მეორე წერილი
პროპაგანდის კარდინალთან:
35 ხოლო კათოლიკოსის წერილში თქმულია: ყველა ქართველები
„ყოვლად წარჩინებულო, ფრიად პატივცემულო და უმაღლესო, ღვთისაგან
რჩეულო, წმიდა კრების უფროსო, ჩვენო ბატონო და ჩვენო მფარველო. თქვენი
სულიერი შვილები, ყველა ერთად, თქვენს მარჯვენას ვეამბორებით და თქვენს
უმაღლესობას ვაუწყებთ მას, რაც უკვე წმიდა კათოლიკე ეკკლესიის კრებამ იცის,
ესე იგი თუ რა დიდი ხანია, რაც ყველა ჩვენის ნათესავებით და ოჯახობით
საბედნიეროდ თქვენი მორჩილნი ვართ და ჩვენთან ერთად ჩვენი საქართველოს
ბევრი მამა-კაცები და დედა-კაცები. გავლილს წელს (1741) მანდ წარმოგივლინეთ
ჩვენი ეპისკოპოსი ქრისტოფორე, რომლის საშუალებითაც გაუწყეთ ყოველი ჩვენი
საჭიროება და მასთანავე ყველა ის შეწუხება, რომელიც გამოვიარეთ
მწვალებელთა და ურწმუნოთაგან. დარწმუნებული ვართ, რომ აქამდე ის
ყველაფერს მოგახსენებდათ, გარნა მისი შვიდობით მანდ მოსვლისა არავითარი
ამბავი შეგვიტყვია. აწ გაუწყებთ, რომ 1742 წ. სომხებმა ჩვენს საქართველოში
მარჯვე დრო ჰპოეს და შეისრულეს ბოროტი წადილი: ჩვენი პატრი-კაფუცინები
დაიჭირეს და ბევრნაირად აწვალეს და დასჭრეს! მართალია, არ დაუხოციათ,
მაგრამ ყველანაირად კი სტანჯეს; ეკკლესია, წმიდა ჯვარი და წმიდა ხატები
შეაგინეს, ეკკლესია ჩამოათვეს და კაფუცინებს ჩვენს პროვინციაში ცხოვრების ნება
აღარ მისცეს, არამედ აქედან განდევნეს. გარდა ამისა, აქ რავდენი კათოლიკეც
ჰპოვეს ორისავე სქესისა, დაიჭირეს, უწყალოდ გალახეს, მათა ქონება აიკლეს და
ძალით თავიანთ სარწმუნოებაზე გადაიყვანეს. აწ ტირილით ვედრებით და
გაფიცებთ ღვთის სიყვარულისათვის, რომ ეს ყოველი ჩვენი ამბავი წმინდა მამას
მოახნენოთ და ნუ ინებებთ ეგოდენი სულთა დაკარგვას. უკაფუცინებოდ დარჩენა
არ შეგვიძლია. კარგა ხანია ეგოდენი კათოლიკები დავრჩით გაუნდობელ-
უზიარებელნი; ბევრი კაცი მოკვდა თვინიერ სულიერის შემწეობისა და ბევრი ბოვში
მოუნათლავი. აღისწრაფეთ ჩვენს შესაწევნელად და გვიშუამავლეთ წინაშე
უწმიდესის პაპისა: იმდენ ქრისტიანე კათოლიკეთ ნუ ჩააგდებთ ეშმაკის ხელში. ჩვენ
მივიღეთ კითოლიკე სარწმუნოება პატრი-კაფუცინების ქადაგებით, ახლა თუ
დავრჩით უკაფუცინებოდ და უეკკლესიოდ, არ ვიცით როგორი ქრასტიანე
შევიქნებით? ინებოს ღმერთმა, რომ ეს არას დროს მოხდეს. ეს დევნულება მარტო
სომხებმა ასტეხეს. აწ უწყოდეთ, რომ ჩვენი მწუხარება და ტირილი უფრო უმეტესია
ამაზე, რაც აქ მოგახსენეთ. ამისას დანარჩენს გაუწყებენ ხსენებული პატრები.
თქვენი უმდაბლესი მონანი ორბელიანთი ყველა ნათესავებით".
ეს შესანიშნავი საბუთი ცხადად გვიჩვენებს, რომ, გარდა ორბელიანთ გვარისა,
იმ ჟამად კიდევ სხვა ბევრი ქართველი ყოფილა კათოლიკედ, როდესაც სომხებს
ეგრედ უწყალოდ უდევნიათ და გაუძევებიათ კაფუცინები და ყველა სომხის
კათოლიკები გადაუყვანიათ თავიანთ სარწმუნოებაზე. არც ამ წერილს და არც ზემო
წერილს აწერიათ თარიღი. გარნა ცხადად სჩანს, რომ დაწერილია 1742 წ. უნდა
იყოს მაისის თვეში გაგზავნილი, როდესაც ხსენებული პატრი ნიკოლა გაიგზავნა
რომს და თან წაიღო ესენი.
საქართველოს ამ სამ უპირველეს პირთა წერილმა დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა რომში და ააღელვა იქაურობა ასეთი უსამართლო დევნულების
მოსმენამ. ამისგამო რომმა საჩქაროდ მიმართა იქ, სადაც საჭირო იყო. არა სჩანს-
კი ამ პირებმა რაიმე პასუხი მიიღეს რომიდგან თუ არა. ხოლო კაფუცინების
სანუგეშოდ პროპაგანდამ მისწერა ეს წიგნი მათ უფროსს:
„საქართველოს მისიონების უფროსს, პატრი ქლაუდიო რეჯიელს.
„21 სეკტემბერს, 1743 წ. წმიდა კრებამ პატრი ნიკოლა ბორგიელისაგან
დიდის მწუხარებით მოისმინა ყოველი უბედურება, რომელიც შემთხვევია თქვენს
გამგეობაზე მინდობილს ტფილისის მისიონს. რადგან დიდად ებრალება
მისიონერების ეგრეთი მდგომარეობა და მეტად სწუხს, რომ იმდენ პირთ
დაუტოვებიათ სარწმუნოება და კვალად მიქცეულან თავიანთ სქიზმატიკობაზე,
ამიტომ დიდის მზრუნველობით მიმართა ყველა იმ საშვალებას, რომლის
ხმარებასაც აწინდელ გარემოება ნებას აძლევს, რათა როგორმე გამოაკეთოს
ეგრეთ დიდად გაფუჭებული საქმე ჩვენის წმიდა სარწმუნოებისა".
კაფუცინებმა დევნულების შემდგომ, გაგზავნეს ეგრეთვე პატრი ლეონ ბავაელი
ისპაჰან ფრანგის კაფუცინ დამიანე ლიონელთან. პატრი შაჰის მკურნალი იყო,
ამისგამო დიდი გავლენა ჰქონდა მის წინაშე. ბევრს ეცადა და კარგი ბრძანება
გამოიტანა შაჰისაგან სასარგებლოდ ტფილისის კაფუცინებისა, რომლითაც
შეეძლოთ თავისუფლად დარჩენილიყვნენ ტფილისში. ამისგამო პატრი დამიანეს
21 სექტემბერს 1743 წ. პროპაგანდამ მისწერა შესაფერი წერილი; ამავე დროს
თვით პაპმაც მისწერა მას. კაფუცინები, პატრი დამიანეს მიერ მოპოებულის
ბრძანების შემწეობით, მალე დაბრუნდენ ტფილისს, ეკკლესია და სახლი ისევ
ჩაიბარეს, მაგრამ ნივთები-კი ყველა დაიკარგა და ვეღარაფერი დაიბრუნეს უკან.
რადგან ესე ყველაფრისაგან ცარიელი დარჩნენ და აღარაფერი გააჩნდათ,
პროპაგანდამ საჩქაროდ გამოუგზავნა 500 სკუდი კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსის
საშუალებით.
რავდენისამე ხნის შედგომ იტალიაში გაბრუნდა ხსენებული პატრი ლეონ
ბოვაელი. პროპაგანდას წარუდგინა საქართველოს შესხებ ვრცელი მოხსენება,
რომელშიაც აქ ხსენებულ დევნულებაზეც სიტყვა ჩამოაგდო და სხვათა შორის, ესეც
მოახსენა: „როდესაც კაფუცინები განდევნეს, ტფილისში მიწის ძვრა დაწყებულა და
მთელ ხუთ თვეს გაუწევია, ვიდრე კაფუცინები დაბრუნებულან. თვით ურწმუნოებს
აღუარებიათ, რომ ეს მიწის ძვრა სომხების დასასჯელად მოვლენილა, რადგან მათ
კათოლიკები განდევნესო. ამ დევნულების ყველა მოთავენი, ცოტა დროს
განმავლობაში, ერთიან დახოცილან, გარდა სომხების მმართველისა; მაგრამ არც
ამას დაჰკლებია სასჯელი: ორჯელ კინაღამ დაუთჩვიათ, ცოლი და ძმა დახოცია.
ამის მხილველ მაჰმადიანებს კაფუცინებისათვის უთქვამსთ, რომ თქვენი ჯვარი მათ
ხოცავსო. კაფუცინების შემდგომ სომხებსაც მოუპოვებიათ შაჰის ერთი ბრძანება,
რომლის ძალით კაფუცინები უნდა განდევნილ იყვნენ, ვითარცა ქვეყნის
აღმაშფოთებელნი; მათ მიმდევავ კათოლიკებსაც უნდა გარდაეხადათ დიდი
ჯარიმა, და მის შემდგომ ისევ უნდა შეერთებოდენ თავიანთ უწინდელ
სარწმუნოებას. გარნა ტფილისის ახლად მოსულ ხანს კაფუცინების მიერ
მოპოებული ბრძანება უფრო სასიკეთესოდ უცვნია, უფრო იმის იმედით, რომ
კაფუცინებისაგან დიდი საჩუქარი მიეღო. შემდგომ ამ ახალმოსულ ხანს
მოუნდომებია კაფუცინებისათვის დიდი ხარჯის გადახდევინება. გარნა ერთი მათი
მეგობარი ქართველი შეხვეწნია ხანსა, რომელსაც აღარ გამოურთმევია მათთვის
ხარჯი".
კონსტანტინეპოლს ლათინის ეპისკოპოს, რადგან ხშირი მისვლა-მოსვლა
ჰქონია ქართველებთან, უთხოვნია რომისათვის სამეგრელოში მისიონერების
გაგზავნა და იმ ქალაქში ტყვედ მიყვანილი ბავშვების გამოსყიდვა. პროპაგანდაც 27
მარტს 1745 წ., მას ნებას აძლევს, რომ გაყიდოს ბავშვები, იქვე მათ ასწავლოს
იტალიანური, ლათინური და პირველ დაწყებითი გრამატიკა და შემდგომ რომს
გაგზავნოს, რათა იქ პროპაგანდის კოლეგიაში ისწავლონ თავიანთი ერობის
სასარგებლოდ.
ალეპოდგან კარმელიტანების უფროსს, პატრი ადალბერთოს, 14 სექტემბერს
1746 წ. პროპაგანდისათვის უთხოვია სამი ახალგაზდა ქართველის მიღება
კოლეგიაში. ხოლო პროპაგანდა 1746 წ. 14 იანვარს პასუხს უთვლის, დიდ
სიამოვნებას უცხადებს და უწინარეს მათი მიღებისა, თხოულობს შემდეგ ცნობებს:
1) ეს სამი ქართველი რომელი ტიბიკონისა არიან, სომხურისა თუ ბერძნულისა; 2)
თუ დასდებენ ფიცს, შემდგომ თავიანთი სამშობლოში დაბრუნდენ და იშრომონ
სულთა სასარგებლოდ; 3) თუ შეუძლიათ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდენ ისე, რომ
მტრებს ტყვედ არ ჩაუვარდენ. იქ მყოფი ერთი ვაჭარი მზად ყოფილა იმათთვის
გზის ხარჯი მიეცა. ვერ შევიძელით გამოკვლევა, ის ბავშები ალეპოში
საქართველოდან, ან სპარსეთიდან მიუყვანიათ, თუ ტყვეობისაგან დაუხსნიათ.
ზემოდ დასახელებული ტფილელი ქართველი ქოდაკანთ ანუ ლოდაკანთ
ანტონა პროპაგანდის მოწაფე, რომში კურთხეულა მღვდლად ლათინურ
ტიბიკონზედ და საქართველოში წასულა 1747 წ. მაგრამ, სამწუხაროდ, ტფილისში
რომ ჩამოსულა, რავდენისამე თვის შემდგომ, 1748, 21 სექტემბერს
გარდაცვლილა. ამ დროს ტფილისში ომი ყოფილა სპარსელების წინააღმდეგ. ამ
ამბავს სწერს რომს უფროსი პატრი ქლაუდიო, 1749 წ. 7 აპრილს.
ისე ჰგავს, ამ დროებში პროპაგანდა ძრიელ მოწადინებული ყოფილა, რომ
ქართველი მოწაფები ბევრი ჰყოლოდა თავის კოლეგიაში, რადგან ქართველი
ბავშვების გაგზავნის შესახებ ტფილისის უფროსს სწერს:
„ტფილისში კაფუცინების მისიონის უფროსს, პატრი ქლაუდიოს რეჯიელს, 6
ივლისს, 1748 წ.
„წმიდა კრებამ ურბანოს კოლეგიაში ადგილი დანიშნა მანდაური ქართველთა
სამი ახალგაზდისათვის და რადგან თქვენს უკეთესს ვერავის იშოვიდა, ამიტომ
თქვენს სიბრძნეს და გამოცდილებას მიანდო, აარჩიოთ ეს ახალგაზდები და
გამოგზავნოთ. ამ არჩევის დროს უნდა ეცადოთ, რომ ახალგაზდები ორი სომხის
ტიბიკონისა იყოს და ერთი ბერძნის ტიბიკონისა. უნდა იყვნენ კათოლიკეთა
შვილები და შეძლებულის ოჯახებისა, რომ არა მარტო შეიძლონ რომს თავიანთი
ხარჯით წამოსვლა, არამედ, როდესაც მანდ დაბრუნდებიან, შეეძლოსთ პატიოსნად
ცხოვრება, რათა წმიდა კრების შემწეობა არ დასჭირდესთ. არც თხუთმეტი წლისაზე
ნაკლები და არც თვრამეტ წლისაზედ მეტი უნდა იყვნენ, მასთანვე მორჩილნი,
კარგი ზნეობისა და ნიჭიერნი, რათა შეიძლონ მეცნიერების შესწავლა. საჭიროა
შეატყობინოთ, რომ ეგენი უნდა დაადგნენ საეკკლესიო წოდებას და თავს უნდა
იდონ სულთა სასარგებლოდ შრომა მღვდელმოქმედების სამსახურის
აღსრულებით. ამიტომ კარგი იქმნება გამოიძიოთ მათი კეთილი მომზადება ამ
წმიდა სამსახურისათვის. როდესაც გამოარჩევთ, გამოუგზავნით აქ წმიდა კრებას,
გამოატანთ თქვენს წერილს და ეგრეთვე მათი ნათლიღების და მირონცხების
მოწმობას. ეჭვი არა გვაქვს, ასეთი მინდობილება შეასრულოთ ყოვლადის
გულმოდგინებით და სახეში გექმნესთ ღვთის დიადი დიდება და მანდაური მისიონის
სარგებლობა და არც ერთის ოჯახის ან პირისადმი მიმკერძველობას არ გამოიჩენთ.
თავის დროზე მოველით ამის პასუხს. დავედრებული თქვენს ლოცვაზე”.
არა მარტო პროპაგანდის კოლეგია მრავლდებოდა ქართველი კათოლიკე
ახალგაზდებით, არამედ თვით კაფუცინების მონასტერიც რომში, რადგან
ქართველები მათთან მონაზონებათაც შედიოდენ. ასეთ მონაზონ ქართველ
კაფუცინს ვხედავთ იმ დროებში ტფილელ ქართველ პატრი ფრანჩისკე ანტონს,
რომელიც მღვდლად კურთხეულა და სხვა მისიონერებთან ერთად გამოუგზავნიათ
საქართველოში 1747 წ. სამწუხაროდ, ამისი გვარი არა სჩანს, რადგან კაფუცინები
დღესაც, გვარის მაგიერად, ყველას საკუთარი ქალაქის სახელით უწოდებენ.
რადგან საქართველოს კათოლიკების ეპისკოპოსად ირიცხებოდა ისპაჰანში მყოფი
ლათინის ეპისკოპოსი კარმელიტანების წესისა, ამიტომ ხანდახან ეს ეპისკოპოსი
მოდიოდა საქართველოში. მის მოსვლის დაწერილებითი ცნობები არა გვაქვს;
გარნა ვიცით კი სხვა და სხვა საბუთებიდან, რომ ისპაჰანანის ეპისკოპოსი,
ფილიპედ წოდებული, ტფილისში იყო 1746 წ. ამან რა ნახა, რომ ტფილისში
საჭირო იყო ლათინის ეპისკოპოსის ყოფნა და თვითონაც ვერ შეეძლო აქ დარჩენა,
თავის ვიკარიად დანიშნა ქართული ენის კარგად მცოდნე კაფუცინი პატრი ნიკოლა
ჯირჯენთელი, საბა ორბელიანის მოყვანილი. ეს პატრი მაშინვე შეუდგა ტფილისში
სხვა ახალ ეკკლესიის აშენებას, რადგან წინანდელი პატარა იყო და ვეღარ იტევდა
კათოლიკებს, რომლების რიცხვიც დღითი-დღე მრავლდებოდა. ეკკლესია
დაასრულა 1749 წ. როგორც ბევრ წერილიდან სჩანს, საქართველოში ეს ეკკლესია
ერთ საუკეთესო ეკკლესიად ითვლებოდა თურმე, რადგან ძრიელ შვენიერი
ყოფილა და მის აშნებაზე დიდი ფული დახარჯულა (ოთხი ათას თუმანზე მეტი). ამ
ეკკლესიის დასასრულებლად პატრი ნიკოლას ფულები შემოკლებია და ამიტომ,
პროპაგანდის დაუკითხავად, ძველი ეკკლესიის მამულები გაუყიდია. ამის გამო 17
აგვისტოს 1748 წ., პროპაგანდა ისპაჰანის ეპისკოპოსს სამდურავს სწერს. - ეს ის
ეკკლესიაა, რომელიც თეიმურაზ მეფემ ჩამოართვა, როგორც ქვემოდ ვნახავთ.
საქართველოში ლათინის ეპისკოპოსის ყოფნის საჭიროებას ყველა
გრძნობდა. ამისგამო კათოლიკებს რომს თხოვნა გაუგზავნიათ, მაგრამ მათი
თხოვნა არ შეუწყნარებიათ. ხოლო 1750 წ. საქართველოდან გაბრუნებულა პატრი
პიერ მარია ბორგიელი, წარუდგენია პროპაგანდისათვის საქართველოს მისიონის
შესახებ მოხსენება, რომელშიც, სხვათა შორის, ეპისკოპოსისთვის ესეა
მოხსენებული: „ასეთ მისიონში მოუცილებლად ერთი წარჩინებული ეპისკოპოსი
მეტად და ძრიელ საჭიროა, უკეთუ გნებავსთ კათოლიკე სარწმუნოებას იქ თავის
შესაფერი პატივი და წარმატება ჰქონდეს. გარნა საჭიროა, ლათინი იყოს
ეპისკოპოსი, რადგან როდესაც ლათინი იქნება, მაშინ შიში აღარ იქმნება
მწვალებელთაგან, ვინაიდგან მისიონში იქმნება ოსმალეთის და სპარსეთის
მთავრობის თანახმობით და არც მათსავით ქვეშევრდომი იქმნება ამ ორი
მთავრობისა... კვალად მოგახსენებ, რომ ამ ხსენებულ მისიონში საჭიროა
განსწავლული, ბრძენი და გულმოდგინე მისიონერები... დასასრულ, მოგახსენებთ,
რომ უკეთუ ჯეროვან ყურადღებას მიაქცევთ ამ ნაირ მისიონებს, მეტად დიდ ნაყოფს
მოიტანს, არა მარტო იმ ადგილებში, სადაც მისიონერები არიან ამ ჟამად, არამედ
კვალად შეიძლება, მისიონი გავრცელდეს იმერეთის ვრცელ პროვინციაშიც, სადაც
მრავალ გზის დაიბარეს მისიონერები, მაგრამ სიცოტავის გამო ვერ შეიძლეს
წასვლა. ადგილის სივრცის დაგვარ ცოტა მისიონერები არიან. იქ მყოფნი ცოტანიც
არ არიან ეგრეთი კეთილ მოშურნენი, როგორათაც ვალდებულია ერთი
გულმხურვალე მისიონერი. ამიტომ ზოგიერთის მათგანისთვის შეიძლება ითქვას.
„რასა ჰსდეგით თქუჱნ აქა დღე ყოველ უქმად". ვევედრები წმიდა კრების
კარდინალებს, რომ ასეთ მისიონერებს მოუპოვონ კარგი უფროსი, რათა
გულმოდგინეთ ჰმართოს, და იქ გაგზავნონ გულმხურვალე და კეთილ მოშურნე
მისიონერები, რომელთაც არ დაზოგონ თავიანთი შრომა, არამედ ჰქონდესთ
ყოველნაირი მოწადინება, რათა აღმოფხრან ცუდი და დანერგონ სათნოება
გულმხურვალე და კეთილ მოშურნე კათოლიკეთა გამრავლებით".
ნამდვილი მიზეზი ვერ შევიტყეთ იმისა, პროპაგანდა რისთვის არ აქცევდა
ყურადღებას ერისა და მისიონერების თხოვნას შესახებ ლათინის ეპისკოპოსის
დანიშვნისა ტფილისში, სადაც შუა საუკუნეებში იმდენი ლათინის ეპისკოპოსი
ინიშნებოდა. ჩვენის აზრით, ერთ მიზეზთაგანი ის უნდა იყოს, რომ პროპაგანდა
ცდილობდა სხვა ახალი ხარჯი არ მისცემოდა ეპისკოპოსის დანიშვნით. - ეგრეთვე
არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ვითომც სრულებით არ ყოფილიყვნენ იმერეთში
კაფუცინის მისიონერები, არამედ ისა, რომ მათ იმ დრომდე იქ სამუდამო ბინა არა
ჰქონდათ. ვინაიდგან ბევრი წერილიდან ვიცით, რომ იქ ხშირად ყოფილან
კაფუცინები და ზოგჯერაც დიდ ხნობითაც დარჩენილან.
აქ მოყვანილ წერილში ჩივილიცაა გაწვრთნილის და კეთილ-მოშურნე
მისიონერების სიცოტავის შესახებ. სამწუხაროდ, ჩვენც შევნიშნეთ ეს გარემოება
სხვა და სხვა წერილებიდან. თვით ეს მოჩივარი პატრიც რომ იმ უსარგებლო
მისიონერთაგანია, ამას მისივე წერილი გვიჩვენებს. 1749 წ. იგი ყოფილა
ახალციხის ახლოს მყოფ დაბა ივლიტას და უქადაგია იქაურ ეკკლესიაში, რაც
ძრიელ მოსწონებია ერსა და მღვდლებს; ამისგამო უთხოვნიათ მისთვის იქ
დარჩენა, მასთანვე შეუძლევიათ სახლი და ეგრეთვე საჭირო სახარჯოც. მაგრამ ამ
ბატონს არ უნებებია, რადგან თავის სამშობლოში დაბრუნებას აჩქარებულიყო.
ბოლოს, უთხოვიათ მანამდე მაინც დარჩენილიყო, რომ ამ გარემოებას რომში
მისწერდენ და იქიდან პასუხს მიიღებდენ. მაგრამ არც ეს შეუწყნარებია. ესრეთი
გულგრილნი და მასთანვე უსწავლელნი პირნი ხშირად მოდიოდენ საქართველოში
და თავიანთის მოუმზადებლობით მისიონის წარმატების საქმეს ზოგჯერ ხელს
უშლიდენ. მართალია, იმათში მოიპოებოდენ მეტად შესანიშნავნი პირნი, როგორც
იყო პატრი ბერნარდე ნეაპოლელი და დიდად განვითარებულნი და უზომოდ
თავგანწირული იყვნენ, მაგრამ, სამწუხაროდ ასეთი პირები ძრიელ ცოტანი იყვნენ.
საქართველოს მისიონისათვის, ნაცვლად კაფუცინებისა, სხვა წესის მონაზონები
რომ დანიშნულიყვნენ, მაშინ უეჭველად საქართველოს ბედი სულ სხვანაირად
შეიცვლებოდა და თავის კულტურით ევროპის ერებს არ ჩამორჩებოდა, რადგან
საქართველომ დიდი თანაგრძნობა აღმოუჩინა ამ ევროპელ მოძღვრებს, სული და
გული გადაუშალა და მათ სწავლა-მოძღვრებას მტრულის თვალით არ შეხედა და
განზე არ გაუდგა სხვა ტომსავით, არამედ დიდის სიხარულით მიეგება და ბევრი რამ
მისგან შეითვისა. თუ საქართველოში ამ მისიონერებმა ვერ გამოიღეს ყველა ის
სასურველი ნაყოფი, როგორათაც რომი და სხვა უწინდელი შეგნებული
მისიონერები მოელოდენ, გარდა ზემოდ დასახელებულის მიზეზებისა, ერთ
მიზეზადაც ვრაცხთ კაფუცინების მოუმზადებლობას და მათ უნიჭობას. ამის საბუთად
შეგვიძლია ესეც დავასახელოთ, რომ კაფუცინები ორასიოდე წელიწადი
საქართველოში იყვნენ, მაგრამ არც ერთ მათგანს არ დაუტოვებია საქართველოს
შესახებ რაიმე შესანიშნავი წერილი, რათა მით თავი ეჩინათ. ხოლო მათ უწინარეს
ყოფილმა თეათინელმა მონაზონებმა, რომელთაც 50 წელიწადიც არ გაუტარებიათ
საქართველოში, მთელ ევროპას გააცნეს საქართველო თავიანთის წერილებით. ამ
სამდურავს ჩვენ ვეუბნებით არა მარტო კაფუცინების დაბალ პირებს, არამედ თვით
უფროსებსაც, რადგან საქართველოში ზოგჯერ ისეთი პირები ინიშნებოდენ
უფროსებად, რომ საკმაოდ მომზადებული არ იყვნენ მისიონის მართვისა და
წარმატებისათვის. ამის დასასაბუთებლად აქ მოვიყვანთ კაფუცინ რიდოლფო
ბორმოლის წერილს, რომელიც ტფილისიდან რომს გაგზავნა, თებერვლის დღესა
1751 წ. განჯის მისიონის შესახებ: „...განჯაში მისულმა პატრებმა არ იცოდნენ
იქაური ენა სომხური ან თათრული, მხოლოდ იცოდენ მარტო ქართული, რომელიც
იქ არ გამოადგებოდათ... იქ პატრი უფროსმა ქლაუდიო რეჯიელმი ტფილისიდან
გაგზავნა ეს ორი პატრი, რომელთაც ქართული ენა იცოდენ, ტფილისის მისიონში
აღარც ერთი პატრი დარჩა ქართული ენის მცოდნე. როდესაც ტფილისიდან
წავიდენ ეს ორი პატრი, იქ დიდი მითქმა-მოთქმა ასტყდა, ქართველ კათოლიკებმა
ჩივილი დაიწყეს, პატრებმა მარტო უნდა დაგვტოვონო. სწორედ იმ დროს,
როდესაც ტფილისში აღარავინ იყო ქართულის მცოდნე, მძიმედ ავად გახდა ორი
ქართველი თავადი და კიდეც გარდაიცვალნენ: აღუარებელ-გაუნდობელნი
მოკვდებოდენ, ტფილისში იმ დროს შემთხვევით რომ არ ყოფილიყო ერთი უცხო
კათოლიკე მღვდელი, რომელმაც ერთ მათგანს აღსარება ათქმევინა. ხოლო
მეორე ქართველი ავად გახდა იმ დროს, როდესაც ეს მღვდელი წასული იყო,
ამიტომ საჭირო შეიქნა თვით პატრი ნიკოლა წასულიყო და იმ ავადმყოფისათვის
აღსარება ეთქმევინებინა. ამ პატრს დიდი ხანია სიარული აღარ შეუძლია, ასე რომ
ოთხმა კაცმა წაიყვანა სნეულთან. ახლა განჯის მისიონი მთლად დატოებულია".
ამ წერილისაგან საკმაოდ სჩანს, თუ რა უხეირო მართველი ჰყოლია მისიონს.
ასეთ მაგალითს ბევრს მოვიყვანთ, რომ გამოუდგეთ.
ამ წერილში დასახელებული უცხო მღვდელი, რომელსაც ავად მყოფის
ქართველისათვის აღსარება უთქმევინებია, არა გვგონია, მთლად უცხო, ესე იგი,
ევროპელი ან სხვა გვარისა იყოს, შეიძლება ახალციხელი მღვდელი ყოფილიყო.
მიუხედავად კაფუცინების მიერ მისიონის ასე ურიგოდ მართვისა კათოლიკობა
გვარიანად ვრცელდებოდა და საქართველოს საუკეთესო პირები უერთდებოდენ
რომის ეკკლესიას თვით ხსენებულ ხანშიაც. ეს გაკათოლიკებული წარჩინებულნი
პირნი არიან იმერეთის მეფე ალექსადრე, როსტომი რაჭის ერისთავი, ამისივე ძმა
ბესარიონ იმერეთ-აფხაზეთის კათალიკოსი და ეგრეთვე წმიდა ბასილის მონაზონი
სტეფანე წინამძღვარი. პროპაგანდის არხივში მოიპოვება ლათინურიდგან
ნათარგმნი ქართულად სარწმუნოების აღსარების რვეული, რომელიც აღუარებიათ
ბესარიონს და როსტომს. კათალიკოსს ზედ ბოლოში თავისი ბეჭედი დაუსვამს და
ხელი მოუწერია ესრედ: ქ. ჭეშმარიტად მრწმუნებელი სარწმუნოებისა ამის
ბესარიონ კათალიკოსი [ბეჭედი]. ეგრეთვე ამისთანა როსტომის ბეჭედიც არის და
ასე აწერია: ქ: მე. ერისთავი როსტომ სარწმუნოებისა ამის დამრწმუნებელი. მესამე
პირის ხელი არის ესრედ: „ბატონმა ჩვენმა ერისთავმა როსტომ, წიგნი არ იცოდა
და მე სტეფანე კათოლიკე, წინამძღვარს იმისის ბრძანებით დამიწერია".
ამავე რვეულზედ ბოლოში აწერია კაფუცინების ეს მოწმობა: „სახელითა
უფლისათა. ამინ. მე, ქვემორე ხელის მომწერი, წმიდა ფრანჩისკეს წესის
კაფუცინებისა წმიდა კრების ბრძანებით კავკასიის მთებში გამოგზავნილი
მისიონერი, ვმოწმობ და რაოდნადაც საჭიროა, გულზე ხელის დადებით, ვამტკიცებ,
რომ მათმა ყოვლად უსამღვდელოესობამ, რაჭის, კოლხიდის, ოდიშის და
აფხაზეთის ქვეყნების ბატონმა კათალიკოსმა და ეგრეთვე მათმა ბრწყინვალებამ
როსტომ რაჭის მთავარმა გულ-მხურვალებით და მართებულად აღიარეს ეს
განსაზღვრული სარწმუნოების სიმვოლო, რომელიც ჩემს წინაშე წაიკითხა ყოვლად
პატივცემულმა ზემოდ ხსენებულ ბესარიონმა. ჩემთან დამსწრე იყვნენ ახალი
კათოლიკე ფრიად პატივცემული სტეფანე წმიდა ბასილის წესის მონაზონი და ჩემი
ამხანაგი ძმა ლავრენტი პლაჩინელი. რადგან ეს ყოველი მოხსენებული
ჭეშმარიტია, ამისთვის ეს წერილი დავწერე და ჩემი საკუთარი ხელი მოვაწერე
ონის ჩვენს ახალს მონასტერში, 29 მაისისა, 1751 წ. - მე ძმა იერონიმე მარია
ნურსიაელი კაფუცინი მისიონერი. ვითარც ზემოთ საკუთარი ხელით.
„მე, ქვემორედ ხელის მომწერი, ქართულ ენაში გამოცდილი, ვმოწმობ, რომ
აქ მოყვანილი ქართულად ნათარგმნი სარწმუნოების აღსარება, სრულიად
ეთანხმება ამ დაბეჭდილ დედანს, რომელიც რომში ნეტარ ხსენებულ ურბანო
მერვის ბრძანებით გამოიცა პროპაგანდის სტამბით. გორი 4 აგვისტოს, 1751 წ. მე
ძმა სერაფინე მალთელი, უფროსის მოადგილე, საკუთარის ხელით".
აქ დასახელებული ახალი კათოლიკე წინამძღვარის სტეფანესი სხვა ცნობები
არა გვაქვს. ხოლო ზემოდ წარწერიდან სჩანს, რომ ერთ-ერთი მონასტრის უფროსი
ყოფილა. ეგრეთვე კაფუცინების ონის ახალ მონასტრისა ბევრი არაფერი ვიცით.
აქ დასახელებულ გორში მყოფ პატრი სტეფანეს, 4 აგვისტოს 1752 წ.
ბესარიონის ხსენებული სარწმუნოების აღსარება გაუგზავნია რომს, უცნობებია ამ
პირების გაკათოლიკება და უთხოვნია, რომ პაპმა დაამტკიცოს კათალიკოსი
ბესარიონი მის ღირსებასა და სამწყსოში. მისი წერილი დაკარგულია. პროპაგანდა
ამ პირველ მოკლე მიწერილზედ არ დათანხმებულა, არამედ 15 სექტემბერს 1753
წ. მიუწერია და მოუთხოვია ამ ახლად გაკათოლიკებული პირების შესახებ უფრო
ვრცლათ მოხსენება. ამავე საგანზე იმავე დროს ეგრეთვე მიუწერია ახალციხეს
მღვდლის ივანე ჯიგანანთისათვის. რა საკვირველია, ამ დროს უფრო
დაწვრილებით მოხსენება გაიგზავნებოდა რომს, მაგრამ, სამწუხაროდ, არაფერი
ვიპოვეთ. ხოლო პატრი იერონიმე ნორჩაელის 1763 წ. მარტში, მიწერილი
წიგნიდგან სჩანს, რომ დაწყებული 25 მარტს, 1751, ვიდრე 14 ივნისისა 1753 წ.
ონში ვინც ყოფილან, ყველა გაკათოლიკებულან, ესე იგი 35 სული, ამ პირთა
ამბავი კი არ არის მოხსენებული. ამ შესანიშნავ პირთა გაკათოლიკებაში
კაფუცინებს კი არ მიუძღვით დიდი ღვაწლი, არამედ კათოლიკე ორბელიანებს.
ხსენებულის ბესარიონისა და როსტომის მოქალაქობრივის მიმართულებისა
მოგვეპოვება ბევრი ცნობა, რომლებსაც შემდეგში ცალკე გამოვცემთ. ეს ცნობები
1773 წ. პროპაგანდას წარუდგინა ახალციხელმა პავლე ეპისკოპოსმა. ამ
ეპისკოპოსისთვისაც გვექნება სიტყვა შემდეგ თავში. წარდგენილ ცნობებში
დასახელებულ გაკათოლიკებულ პირთათვის მოხსენებულია: „საბა (ორბელიანი)
ეცადა და კათოლიკობაზე მოაქცია ყველა თავისი სახლობა და თავისი
უკეთილშობილესი და უმრავლესი გვარეულობა, მათგანი ერთი დღესაც ცოცხალია,
80 წლისა, და სახელად ივანე ჰქვიან. ეს ნოტარი და უმთავრესი მსაჯულია ბატონის
ერეკლე მეფისა და ქართულად ეწოდება ივანე დივან ბეგი. ერთი იმათ
ბიძაშვილთაგანი, სახელად ვახტანგ, გადვიდა იმერეთს და მის საშუალებით
გაკათოლიკდენ: იმერეთის მეფე ალექსანდრე, როსტომ ერისთავი და მისი ძმა
ბესარიონ, პატრიარქი მთელის იმერეთისა. რა გახდენ კათოლიკენი, ყველამ
დიდად შეიძულა ყმების გაყიდვა".
თუმცა სომხები მისიონერებს არას დროს ასვენებდენ და მათ მტრობაზე ხელს
არ იღებდენ, მაგრამ ისეთი დევნა, რომელიც 1742 წ. აუტეხეს, რავდენისამე წლის
განმავლობაში აღარ უქმნიათ. ამისგამო კაფუცინებმა ცოტა სული მოიბრუნეს,
საქმე გამოაკეთეს და მეტად შვენიერი ეკკლესიაც აღაშენეს.გარნა მათმა ესრედ
დამშვიდებულმა მდგომარეობამ ბევრ ხანს არ გასტანა. მათ შეურიგებელს და
დაუძინებელ მტრებს გული აემღვრათ, როცა დაინახეს მათის მისიონის
აღორძინება და წარმატება: მალე მიმართეს თავიანთ ჩვეულებრივს უსამართლო
ხელობას და დაუწყეს კვალად დევნა, რაოდნათაც კი შეეძლოთ. ამის შესახებ
საკმაო ცნობებს გვაძლევს კაფუცინი პატრი იოსებ მოდენაელი, რომელიც
საქართველოდან გაბრუნდა ევროპაში 1754 წ. და პროპაგანდას 3 იანვარს 1756 წ.
წარუდგინა ვრცელი მოხსენება: „1753 წ. სომხებმა დაუწყეს პატრებს
წინააღმდეგობა, მათი მთავარი აღა მელიქი მოვიდა ტფილისის ქართველ
პატრიარქთან და წარუდგინა ერთი ქისა სამსე 500 თუმნით, რომელიც ჩვენებურს
52,000 სკუდს უდრის და სთხოვა, რომ პატრებს თუ არ განდევნით, ეკკლესია მაინც
ჩამოართვითო, მაგრამ პატრიარქმა უპასუხა: არაფერი მაქვს პატრების წინააღმდეგ
და ასეთ უსამართლობას ვერ ვუზამ და ამიტომ ეს ფული ისევ თქვენთვის
შეინახეთო. ესრე შერცხვენილი გაისტუმრა.
„ამავე 1753 წელს ეჩმიაწინიდან ტფილისს ჩამოვიდა ერთი სომხის
ვართაპეტი. მისი მოსვლის რავდენსამე დღის შემდგომ, სომხებმა დაიწყეს
მისიონერების წინაამდეგ ცუდი ლაპარაკი, სადაც კი შეხვდებოდათ, ასე
ემუქრებოდენ: დაიცადეთ ორი თვე კიდევ და მერე ნახავ რასაც გიზამთო!
მისიონერები ვერ მიმხვდარიყვნენ, თუ იმათთან რა უნდოდათ; ბოლოს კი დაინახეს
მათი მახე. ჩვენსას მოვიდა ქართველი პატრიარქი და სთქვა, რომ ახალ მოსულმა
ვართაპეტმა თხოვნა მომცა, რომ სარწმუნოების საქმისათვის გესაუბროთ: ამიტომ
სადილთ უკან ჩემთან მოდით, სადაც თავადების თანადასწრებით კრება იქნებაო.
ამის მოსმენა პატრებს გაეხარდათ, რადგან ესვიდენ შეუცდომელ ჭეშმარიტებას,
რომელიც დაჰპირდა: „როდესაც წარსდგეთ წინაშე მეფეთა და სხვ.". თუმცა
მომზადებულნი არ იყვნენ, მაგრამ ღვთის წყალობასა და შემწეობაზე მინდობილთ
ადვილად გამოუცხადეს თანახმობა. ხოლო წყალობა ღვთისა უკვე გამოცხადდა,
ვინაიდგან ბჭობის დროს სომხის ვართაპეტი ისე დამდამბლდა და დაიძლია, რომ
ვეღარაფერი პასუხის მიცემა შეიძლო და ესე შერცხვენილი წავიდა.
„ხმა გაავრცელეს, ვითომ სომხების ვართაპეტი პატრების აზრისა
გამხდარიყოს, რაისგამო ხალხი ისე გამხეცდა ჩვენ წინააღმდეგ, რომ მთავარი
იძულებული გახდა ჩვენთვის თავისი კაცები გამოეყოლებინა, რათა მათ
წინააღმდეგ დავეფარეთ და სახლამდინ მივეცილებინეთ; მაინც კი გზაში
დაგვიშინეს ქვა, ტალახი და სხვა მსგავსი შეურაცხება მოგვაყენეს. ასეთის
უპატიურების მოყენება დიდ ხანს არ დაიშალეს, მაგრამ სირცხვილი ისევ მათვე
დარჩათ. თქვენ უმაღლესობას აქიდან შეუძლია სცნოს, თუ რაოდნად საჭიროა იმ
მხარეში იგზავნებოდეს კარგად გასწავლილი მონაზონები, რადგან იქ ყოველთვინ
საჭიროა ბჭობა.
„თუმცა ცოტად თუ ბევრად დაწყნარდენ სომხები, მაგრამ გულიდან არ
ამოიხოცეს ჩვენი მტრობა და მუდამ ნატრობდენ ჩვენს იქიდან განდევნას. რადგან
ვერ შეისრულეს თავიანთი ბოროტი წადილი, ვერც ფულით და ვერც ბჭობით,
ამიტომ მიჰმართეს სხვა მანქანებას, რომელიც, მართლაც, ყველაზედ უფრო
ძრიელი შეიქმნა.
„1754 წელს გორისა და ტფილისის სომხები ერთად შეერთდენ და მივიდენ
მეფესთან, დაიწყეს ჩივილი წინაადმდეგ პატრებისა და სთხოვეს, აქედან
განდევნეთ, რადგან ყველას აფრანგებენო. მაგრამ ერეკლე მეფე წინაადმდეგი
გაუხდა. მაშინ მივიდენ დედოფალთან და საჩუქრები მიუტანეს. დედოფლის
საშუალებით თუმც ვერ მოიპოვეს, რაც უნდოდათ მეფისაგან, მაგრამ მოიპოვეს
მისი ერთი წერილი, რომელშიც მეფე უბრძანებდა, რომ ამას იქით აღარავინ
გაკათოლიკდეს, ვინც გაკათოლიკდეს, თავის საკუთარ სახლიდან განძევებულ
იქმნას და ჩამოერთვას ყველაფერიო. შეუძლებელია გამოთქმა, თუ რაოდნად
განიხარეს სომხებმა ამ წიგნის მოპოებით. საკმაოა, ვსთქვათ, რომ თავიანთ
ეკკლესიებში ყველაგან წაიკითხეს ეს წიგნი იმნაირის განმარტებით, როგორც თვით
უნდოდათ, და ხალხს ეგოდენი შიში ჩაუგდეს გულში თითქმის ვეღარავინ გაჰბედა
ჩვენთან ლაპარაკი.
„ერთი სიტყვით ყოველ დღე ჩვენს წინააღმდეგ ლაპარაკობენ და ყოველ წამს
ეძებენ შემთხვევას, რათა შეასრულონ თავიანთი წადილი. გარნა ღმერთმა
ყოველთვის დაამხო მათი მანქანება, რადგან არ ჰნებავს იმ მისიონის დაკარგვა.
ამიტომ ეგოდენ მტერთა შორის კათოლიკე სარწმუნოება მუდამ წარმატებაშია".
ქართველებსაც რომ შეეწყოთ ხელი სომხებისათვის კაფუცინების წინააღმდეგ,
მაშინ მალე ბოლოს მოუღებდენ კათოლიკობას. მაგრამ ქართველები არ გაუდგნენ
თავიანთ ძველ ჩვეულებას და არ უღალატეს თავიანთ ძველ მეგობრობას,
რომელიც შეუწყვეტლივ ჰქონდათ ლათინის მოძღვრებთან. ქართველთაგანი,
რომლებიც კათოლიკები იყვნენ, მათ ერთგულად ემორჩილებოდენ; ხოლო
რომლებიც არ იყვნენ მათთან სარწმუნოებით შეერთებულნი, ისინიც არ აკლებდნენ
მათ თავიანთ პატივისცემას, რაოდნათაც კი შეეძლოთ. ზემოდ დასახელებული
პატრი იოსების მოხსენება აი რას გვეუბნება ამის შესახებ: „ამ ჟამად გორში მყოფი
კათოლიკები არიან 100, გარნა სხვა კიდევ რავდენიმე გაფანტული არიან აქა-იქ
სოფლებში. როდესაც გზაში უშიშრობაა და რომელსამე ქარავანს გავლა შეუძლია,
მისიონერები მიდიან მათ სანახავად, სწვრთნიან და საიდუმლოებს უსრულებენ.
თითქმის ყველა ეს კათოლიკები, გორში, თუ მის გარე მყოფნი, არიან ქართული
ტიბიკონის და მის თანახმად სცხოვრობენ. თუმცა ცოტანი არიან, მაგრამ უნდა
ვსთქვა, რომ კაი კათოლიკები არიან და ყველაფერში ემორჩილებიან თავიანთ
სულიერს მართველს".
მალე აღმოუჩნდა ძრიელი მტერი კაფუცინებს, რომელმაც დიდად ავნო მათ.
იგი იყო კონსტანტინეპოლის პატრიარქი. რა ნახა საქართველოში კარგად
ვრცელდებოდა კათოლიკობა, შეეშინდა, რათა სამუდამოდ არ მოსპობოდათ
ბერძნებს ის უხვი წყალობა, რომელიც ყოველ წლივ გაჰქონდათ საქართველოდან.
ამიტომ 1754 წ. თავის წერილით აღჭურვა და გამოუსია ბერძნის მღვდლები და
მოასპობინა რაჭის მისიონი. ამ დევნულებას კარგა ხელი შეუწყო იმ დროის
ქუთაისის სამეფოს საქმეების არევ-დარევამ და აგრეთვე გაკათოლიკებული
ალექსანდრე მეფის გარდაცვალებამაც. ამ დევნულების ამბავს ზემოდ სახელებული
პატრი იოსები თავის მოხსენებაში ესე აღგვიწერს: „პატივი მაქვს მოგახსენოთ, რომ
წამოსვლისა დროს მწუხარენი და შეშინებულნი დავსტოე მისიონერები და
კათოლივები კონსტანტინეპოლელის ბერძნების პარტრიარქის გამო, რომელიც
გახდა მიზეზი კავკასიის მთების ძირს რაჭაში მყოფი მისიონის მოსპობისა; ამის
გამო დიდ შიშსა და განსაცდელში არიან სხვა დანარჩენი მისიონებიც. ამიტომ ჩემმა
უფროსმა გამგზავნა კოსტანტინეპოლს, საიდანაც მოვედი ამ სამთავროში.
დევნულება მინიონერებს და კათოლიკებს დაუწყო კოსტანტინეპოლის ბერძნის
პატრიარქმა თავის დაწყევლილი წერილებით და მოსპო რაჭის მისიონი; იქ მყოფი
პატრებიც ბერძნის მღვდლებმა დიდის შეურაცყოფით განდევნეს და მთლად
დაუნგრიეს მათ სახლი და ეკკლესია. უმეტესად საზიზღარი ის იყო, რომ იმავე
მღვდლებმა ტრაპეზის ჯვარცმის ხატი მთლად დაფრიწეს. მისიონის დაკარგვამ
ძრიელ შეაწუხა ყველა მისიონერები, რადგან იქიდან დიდ ნაყოფის გამოღებას
მოელოდენ. რადგან ეშმაკი მეტად მოშურნეა კაცთა საუკუნო ცხონებისა, აღაგზნო
დიდი ცეცხლი, რომლის ჩაქრობა ადვილი არ არის. ვინაიდან თქმულია: ბჭენი
ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მასო. ამიტომ საქართველოს დანარჩენმა მისიონმა
იგრძნო ნაყოფი ასეთის დაპირებისა. თუმცა კოსტანტინეპოლის ბერძნის
პატრიარქის გამოგზავნილმა სამმა მღვდელმა რაჭიდან განდევნეს ყველა
მისიონერები, იმერეთიდან ტფილისს წავიდენ, რათა იქაც ევნოთ კათოლივე
სარწმუნოებისათვის ისე როგორც ჰყვეს რაჭაში, მაგრამ დამცირდენ და
შერცხვენილნი იძულებულ გახდენ იქიდან წასულიყვენ, რადგან ვერც
მისიონერებისა და ვერც კათოლიკობის წინაადმდეგ ვერაფერი ჰქმნეს. მას
ეწინააღმდეგენ იქაური პატრიარქი და მთავრები, და ჩვენის გადევნის ნაცვლად,
თვითონვე შეიქმნენ განდევნილნი, რადგან დიდს სიყვარულს აცხადებენ ჩვენდამი
და მრავალ გზის დაგვიფარეს რომის კათოლიკე ეკკლესიის მტერთაგან, რაიცა
ცხადადა ჩანს ამ წერილიდან. ამიტომ მე ამის დამწერი, დამდაბლებული თქვენს
წინაშე, ვბედავ და გთხოვთ მომიპოვოთ წყალობა, რომელიც ორი წელიწადია
უფროსმა პატრმა მოგთხოვათ, ესე იგი მოუპოვოთ ან პაპის, ან წმიდა კრების
კურთხევა წერილით ჩვენი მოკეთე ბატონებისათვის, რომელთაც არა ერთ გზის
ინატრეს ასეთი წერილი. პატრიარქმა და ერეკლე მეფემ სამ გზის მეც მთხოვეს.
იქაური საბრალო მისიონის სულიერ წარმატებას კარგა ხელს შეუწყობს ასეთი
წიგნი".
აქედან და სხვა წერილებიდგანაც სჩანს, რომ ერეკლეც სხვა მეფეებივით
მიდრეკილი ყოფილა კათოლიკობაზედ და მისი მფარველი. ზემოდ დასახელებული
ახალციხელი პავლე ეპისკოპოსი, 1773 წ. თავის წარგენილ მოხსენებაში ერეკლეს
შესახებ სხვათა შორის, ამბობს: „ბატონი ერეკლე მეფე თუმცა აღიარებს ბერძნების
სარწმუნოებას, გარნა ჰსცნობს რომის კათოლიკე სარწმუნოების სიჭეშმარიტეს,
ძრიელ მიდრეკილია კათოლიკებისაკენ, ყოველთვის პატივსცემს და იცავს მათ
ყველა გასაჭირში." თუ შემდეგში ერეკლე ყოველთვის ასე არ იქცეოდა, უნდა
მივაწეროთ სხვა და სხვა განსაკუთრებულს გარემოებას.
კოსტანტინეპოლის პატრიარქის მიერ დევნულებამ, ზემოთ რომ ვახსენეთ,
თუმცა ონში კაფუცინების მისიონი მოსპო, მაგრამ იქაურ კათოლიკებს ვერაფერი
დააკლო. ამიტომ ბესარიონ კათალიკოსი, როსტომ ერისთავი და სხვები დარჩნენ
ისევ კათოლიკედ სიკვდილამდე. ბესარიონიც გაკათოლიკების შემდგომ, ისევ
კათალიკოსად დარჩა რავდენსამე წელიწადს, ვიდრე სოლომონ მეფე,
პოლიტიკური მიზეზების გამო ჩამოართმევდა კათოლიკოსობას და მისცემდა თავის
ძმას იოსებს.
ძალაუნებურად მივუახლოვდით იმ დროს, როცა უნდა წარმოვადგინოთ ჩვენს
ისტორიაში კარგად ცნობილი ფაქტი, რომლითაც, დაწყებული 1240 წლიდგან
ვიდრე 1755 წლამდე, ქართველ მეფეთა შორის მარტო თეიმურაზმა განითქვა
სამწუხარო სახელი, რადგან მხოლოდ მან ჩაიდინა ისეთი საქმე, რომლის მსგავსი
არც ერთ მის უწინარეს გვირგვინოსანს ექმნა. ის ფაქტია დევნულება, რომელიც მან
აუტეხა დიდათ განვითარებულ ანტონ კათალიკოსს და კათოლიკეთა მოძღვრებს.
ამ ნაირმა მისმა მოქმედებამ მისი მეფობა კარგათ დაამცირა, არა მარტო
საქართველოს ერის წინაშე, არამედ მთელ ევროპაშიაც, სადაც დიდად გაკიცხეს
მისი ასეთი საქციელი. თუმცა ჩვენთვის საქებური არ არის ასეთი ფაქტის
წარმოდგენა, მაგრამ, რადგან ისტორია მიუკერძველი მსაჯულია, ჩვენც არ
ვითაკილებთ ამ სამწუხარო ფაქტის შემოტანას. ჯერ მოვიყვანთ ერთ მოკლე
მოხსენებას, რომელიც 1757 წ. რომს გაუგზავნია კაფუცინს იერონიმე ნორჩელს.
„აქ ღმერთმა ინება და გაანათლა მათი უსამღვდელოესობა ანტონ
დავითიანთი, საქართველოს არხიეპისკოპოსი, რომელიც ამ უკანასკნელის
დევნულების დროს განდევნეს რუსეთს, ვითარცა მწვალებელი. რავდენისამე თვის
განმავლობაში წმიდა ეკკლესიას შეუერთდენ ასზედ მეტი ქართველი, რომელთა
შორის სახელდობრ 60 თავადს უჩივლეს განყრილებისათვის, ხოლო სინოდმა მათი
გასამართლება ვერ გაბედა შიშის გამო, რათა საერთო აღშფოთება არ
მომხდარიყო. უმაღლესო ბატონებო, ეს თავადები დამოუკიდებელი პატრონები
არიან კაი მოზდილი საბატონოებისა: ამათ სხვებმა უწოდეს პატარა მეფენი.
დანარჩენი ახლად გაკათოლიკებულნი იყვნენ მონაზონები, მღვდლები და ეგრეთვე
აზნაურები, რომლებიც, სულ ცოტა მაინც თითო სოფლის პატრონები არიან. ამათი
გაკათოლიკება, ღვთის შემწეობით, მთელის საქართველს შემოერთების იმედს
იძლეოდა, მაგრამ, ჩემი ცოდვების გამო, უფალმა სხვა ნაირად ინება. ამიტომ
მოგახსენებ, რომ ქართლში ხსენებული პირებიანად ათას ორასი კათოლიკე ძლივს
იქნება, კოლხიდაში სამას კათოლიკემდე იქმნება, რომელთა შორის არიან ბატონი
არხიეპისკოპოსი (კათალიკოსი) ბესარიონ თავისი სამი მონაზონით, ბატონი რაჭის
ერისთავი როსტომ და ერთი სომხის მღვდელი. კახეთში უფრო ცოტან არიან და
ისიც აქეთ-იქეთ გაფანტულნი; მათთანვე არის არხიმანდრიტი თავისი სამი
მონაზონით წმიდა ივანე ნათლისმცემლის მონასტერში36 და ერთი ბერძნის
მღვდელი ქალაქ თელავში".
ერთი სხვა წერილიდგან სჩანს, რომ დევნულების უწინარეს ანტონ
კათალიკოსის დეიდა ანუ მამიდა (zia) კათოლიკედ მიცვლილა.
ეს საბუთი ცხადად გვიჩვენებს იმ თქმულობის სიცრუესა, ვითომც თეიმურაზს
ყველა გაკათოლიკებულ ქართველებისათვის უარი ეთქმევინებინოს
კათოლიკობისა და დევნულების შემდეგ, მან რომ ასტეხა, აღარავინ
დარჩენილიყოს ქართველ კათოლიკეთაგანი.
აწ მოვიყვანთ ამაზე ვრცელს მოხსენებას, რომელიც 1757 წ. რომს წარუდგინა
კარდინალს განგებ გაგზავნილმა პატრი ჯულიო ბონავენთურა ტრენტოელმა.
მოხსენება იწყება ასე:
„მოხსენება იმ დევნულებისა, რომელიც, 12 დეკემბერს 1755 წ.
საქართველოს დედა ქალაქ ტფილისში დაუწყეს იმავე სამეფოს მისიონერებს და
კათოლიკებს.
„აწინდელის კირილე მონაზონი პატრიარქის წინამოსაყდრე ავიდა თუ არა
კოსტანტინეპოლის საპატრიარქო საყდარსა, ვერ მოისვენა და ყველანაირი
საშუალება იხმარა, რათა კაფუცინები საქართველოს ყველა ადგილებიდგან
გავედევნეთ. ამიტომ ყოველ წლივ კოსტანტინეპოლიდგან გზავნიდა ორ მონაზონს,
რომელნიც მოწყალების მოკრეფის მიზეზით, ყველგან ჩვენ წინააღმდეგ არიგებდენ
თვით პატრიარქის ხელმოწერილ ცირკულიარ წერილებს. 1753 წ. კი კარგად
გაიმარჯვა და გაადევნინა ჩვენი თავი რაჭის ჩვენი ახალი მონასტრიდგან,
რომელიც კავკასთა მთებშია. ამითი გაამაყდა, რადგან არ დახვდა იქ ძრიელი
წირააღმდეგობა, თუმცა უარს ჰყოფდა იქ ჩვენ წინააღმდეგ კაცების გამოგზავნას.
ამიტომ მოუხშირა კაცებისა და წერილების გამოგზავნას, ისე რომ თავის საწადელს
ეწია.
„დევნულობის დრომდე ჩვენ გვიცავდა კათალიკოსი ანუ ქართველთა
პატრიარქი, რომელიც თავის თავს ყველასაგან დამოუკიდებლად რაცხავდა.
რადგან კაის თვალით გვიყურებდა, მისდამი გამოგზავნილს წერილებს ჰფარავდა
და კოსტანტინეპოლელ მონაზონებს საქართველოდგან ტკბილის სიტყვებით
ისტუმრებდა. ამ კათალიკოსმა, ღვთის მადლით აღძრულმა, ბოლოს მიიღო რომის
წმიდა სარწმუნოება და ჩვენის მისიონერის გორის უფროსი პატრი იერონიმე
ნორჩელის წინაშე აღიარა კათოლიკე სარწმუნოება. რადგან თვითონ სცნო
ჭეშმარიტება, ძალიან ცდილობდა, სხვებისათვისაც ეცნობებინა. ამ ნაირად ერთი
თავადის ქალს, რომელიც ერთხელ მისი სულიერი შვილი იყო, ჩააგონა და
შეუერთა კიდეც წმიდა ეკკლესიასა. რა დასნეულდა ის დედაკაცი, მივიდენ მის
სანახავად ნათესავები, მეგობრები და სხ. მათ შორის იყო ეგრეთვე ასული
თეიმურაზ მეფისა, რომელსაც უპყრია საქართველოს უდიდესი ნაწილი. არ ვიცი რა
აზრით აღძრულმა ავათმყოფმა წამოიძახა ამის მსგავსი სიტყვები: „ჰოი! რომის
წმიდა პაპავ, ილოცეთ ჩემთვის, რომ ეგოდენ ხანს ცრუ მორწმუნების სიბნელეში
ვიყავი". მეტიც არ უნდოდა მეფის ასულს, შეეტყო, რომ ეს ქალბატონი კათოლიკე
იყო. მაშინვე მიუბრუნდა და უთხრა იქ დამსწრეთ: ოჰ! ნახეთ, ესეც ფრანგი
ყოფილა, მაშ კარგი მობრუნდება მამა ჩემი ომიდგან ლეკების წინააღმდეგ და მაშინ
ვნახავთ. მართლაც მობრუნდა თუ არა ტფილისს მეფე მამა მისი, შეატყობინა რაც
მომხდარიყო. იფიქრა თუ ვისი წყალობით უნდა წარმომდგარიყო ესა და ეჭვი
შეიტანა პატრიარქზედ, რადგან იცოდა, რომ ის ქალი იმისი სულიერი შვილი იყო.
ვერც კაფუცინები მივიდოდენ მის სახლში, საქართველოს განაპირზე იყო. ეჭვი
უფრო იმიტომ შეიტანა, რომ წინათვე შეეტყო პატრიარქის ნამდვილად
გაკათოლიკება.
„ამ ამბის კარგად გამოსარკვევად მეფემ და მისმა მოძღვარმა რაბეთიმ
36 საბა ორბელიანიც ამ მონასტრის წინამძღვარი იყო
მოიმიზეზეს და მიაგზავნეს ერთი მონაზონი, რომელმაც ბევრი ეჭვი მოიგონა
სარწმუნოების შესახებ და მივიდა პატრიარქთან ასახსნელად. პატრიარქს თავი ისე
მოაჩვენა, ვითომც დიდად კმაყოფილი ყოფილიყოს მისის სიტყვა-პასუხისა და
აზრებისა; მერმე მობრუნდა და ყოველივე აცნობა მეფეს და მის მოძღვარს.
„მეფემ რა მოისმინა ყველაფერი ცრუ მონაზონისაგან, განრისხდა, მაშინვე
შეკრიბა არქიეპისკოპოსები, ეპისკოპოსები და მონაზონების უფროსები ტფილისში.
რა შეიკრიბნენ, მეფისა და კრების სახელით, მიუგზავნეს ორი ეპისკოპოსი
პატრიარქს საკითხავათ, თუ რომელ სარწმუნოებას მისდევდა. პასუხის ნაცვლად
შემოუთვალა, რომ თვით კრებაზე მივიდოდა, ვითარცა მათი უფროსი. გარნა მეფემ
და კრებამ ნებ არ მისცეს შიშის გამო, რომ თავის თანადასწრებით არ შეერცხვინა
მოწინააღმდეგენი და ესრე გამარჯვებული არ გასულიყო შესაკრებელიდან, სადაც
მისი დასჯა უნდოდათ. ამიტომ კვალად მიგზავნეს ორი ეპიკოპოსი და ჰკითხეს, თუ
რომელ სარწმუნოებას აღიარებდა. მეორე ჯერ დიდის სიმხნით უპასუხა, რომის
კათოლიკე ვარ და ვისაც ცხონება უნდა უეჭველად უნდა მიიღოს და დაიცვას ეს
სარწმუნოებაო. ასეთმა პასუხმა უმეტესად განარისხა მეფე და პატრიარქის მტერნი,
რომელთაც მაშინათვ ახადეს ღირსება. ბევრს რასმე შეჰპირდენ, დაემუქრენ
კიდევაც, რათა მიეზიდათ თავიანთკენ, მაგრამ მისი სიმტკიცე ვერ შეარყიეს,
ამიტომ ერთ სოფელში გაგზავნეს, გარნა პირადად კი არავითარი უპატიურობა
მიაყენეს, იმ მოსაზრებით, რომ ამით არ განერისხებინათ მისი სახლობა და
ნათესავები, რომლებისაც თვით მეფესაც ერიდებოდა. ხოლო ქართველებმა
თავიანთი ჯავრი ამოიყარეს სამ კათოლიკე სასულიერო პირზე, რომელნიც
პატრიარქს ახლდნენ. სამი დღე ქალაქის მთელ ქუჩებსა და მეიდნებში ატარეს
ყოველნაირი შეურაცყოფით და გაუპატიურებულნი; ეგრეთვე სიბრაზით ეგოდნათ
გალახეს ორი კათოლიკე დედა-კაცი, რომ მეტი სიმწარისაგან ორივე სამი დდის
შემდგომ მიიცვალა.
„ამ ამბავზე საქართველოს ყველა ადგილებიდგან შემოიკრიბნენ მეფის
ნაცვლები (vicari) და მსაჯულები, რომელნიც უმეტესად სქიზმატიკი სომხები არიან.
იმათ უფრო შეაგულიანეს მეფე ჩვენს წინააღმდეგ: ბევრი ელაპარაკნენ, ბევრს
ეცადნენ და დიდი ფულიც მისცეს მეფეს ჩვენს გასადევნელად. ბოლოს მოგვივიდა
ბრძანება ჩვენის განძევებისა მის სამფლობელოდან, და აღარც მიგვიღო თავისთან.
„კოსტანტინეპოლელი ბერძნის მონაზონები, რომელთაგანი ერთი ეპისკოპოსი
იყო, თურმე ტფილისის ახლოს იყვნენ ფარულად. რა წამსაც გამოვედით ერთი
მხრიდან, იმ წამსვე შევიდენ ქალაქში მეორე მხრით, ეკკლესიაში საჯაროდ
წაიკითხეს თავიანთი პატრიარქის წერილები, დაანგრიეს მთავარი ტრაპეზი,
თავიანთებურად ეკკლესია აკურთხეს და ჩააბარეს ერთ ქართველ მღვდელს, რათა
მოევლო. ხოლო ჩვენი მეორე ეკკლესია გორისა მეფემ მისცა იქაურ
არხიეპისკოპოსს, რაჭიდგანაც ხომ ორი წლის წინეთ გამოგვდევნეს. ეხლა
ქართლში აღარაფერი დაგვრჩა...”
ეს კაფუცინი თავის მოხსენების დანარჩენ ნაწილში მოგვითხრობს თავის
მოგზავრობას, რომ კოსტანტინეპოლში ამ საქმის შესახებ ვერაფერს გამხდარა.
ვენაში გამოუვლია და იქაც, ოსმალეთთან ომის იმპერატრიცას ყურადღება არ
მიუქცევია. ბოლოს კარდინალს ეხვეწება, რომ ნუნციების საშუალებით სხვა-და-სხვა
მთავრობათა მისწერონ, ეგრეთვე რუსის იმპერატრიცას, რათა მეფეს მისწეროს
რამე კაფუცინების სასარგებლოდ და მათ დასაბრუნებლად, რადგან მეფეს
იმპერატრიცის წყალობა ძრიელ სჭირია, მაშინ უარს ვერ იტყვისო და ხათრს
დასდებსო.
ამ საბეთებიდან ნათლად სჩანს, თუ ამ მისიონერთა დევნის საქმეში რაოდენი
მონაწილეობა ჰქონიათ ბერძნებსა და მეტადრე სომხებს, რომლებიც ამისთანა
შემთხვევას მუდამ ეძებდენ. თუმცა არც თეიმურაზია უბრალო ძმათა სრვისა და
კათოლიკეთა დევნის საქმეში.
მაშინვე, ესე იგი 21 სეკტემბერს 1757 წ., რომმა მისწერა პატრიარქსა, ვენასა
და კოსტანტინეპოლში, მაგრამ დიდი ვერაფერი შემწეობა აღმოუჩინეს. რომმა
პარიზიდან მიიღო ეს პასუხი: „ბატონმა კავალიერ ვერჟერმა მიიღო ბრძანება,
რათა დიდი ყურადღება მიაქციოს საქართველოში მყოფ რაჭის, განჯის, ტფილისის
და გორის კაფუცინ მისიონერებს, რომელთა სასარგებლოდ ბატონმა ნუნციომ
ოქტომბერში წარმოადგინა მოხსენება. ეს ელჩი იუწყება, რომ საქართველოს ის
ნაწილი, საიდგანაც განიდევნენ კაფუცინები, სულთანს არ ექვემდებარებაო. გარდა
ამისა პორტა სრულებით არ არის მოწადინებული მისიონერებს ხელი შეუწყოსო.
ვინაიდან ოსმალეთის მთავრობა იმასაც გაჭირებით თანხმდება, რომ კათოლიკე
სარწმუნოება დაცულ იქმნას მარტო იმ ადგილს, საცა ოსმალეთის მიერ
დაპყრობამდე არსებობდ ესეთი სარწმუნოება, და აგრეთვე ზღვის ნაპირებზე, საცა
ფრანგები სცხოვრობენ. ოსმალეთის მთავრობა წინააღმდეგია, რომ მისი
ქვეშევრდომნი ბერძნის ტიბიკონისანი გადაიყვანონ ლათინის ტიბიკონზე. ამის
ასაკრძალავად გამოსცა სასტიკი ბრძანებანი.
„ახალციხეში შეხიზნულის კაფუცინებისათვის ბატონმა ვერჟელმა ძლივს
შეიძლო განახლება იმ ბრძანებისა, რომელიც მათ უშიშარ ჰყოფს გავლენისაგან
კერძო მოხელეთა, რომლებსაც უნდოდათ გადეხდევინებინათ ის ხარჯი, რაც
ერთმევათ ოსმალეთის არა მაჰმადიან ქვეშევრდომებს. ეგრეთვე მოუპოვა მათ
კარგი რეკომენდაცია აქაურ ფაშასთან, რათა მათ კაი სამსახური გაუწიოს. ელჩი
ამის მეტს ვერას იზამს ამ მონაზონებისათვის. სხვა ყოველი ცდა, რომ მათ
დაუბრუნდესთ ყველა ადგილები, საიდანაც განიდევნენ, სრულებით ამაოა, და
შეიძლება მავნებელიც იყოს. პარიზი, 20 მარტს 1758".
ეს საბუთი ნათლად გვიჩვენებს ერთ უმთავრესს მიზეზსა, თუ საქართველოს
ზოგიერთ მხარეში, რათ არიან ქართველთ ერობის კათალიკები სომხურ
ტიბიკონზედ.
პროპაგანდა 17 სექტემბერს 1757 წ. ახალციხეში სწერს კაფუცინების უფროს
პატრი სტეფანე მალტელს და აუწყებს, რომ გაგზავნოს რომს ორი ახალგაზდა
ქართველი ბერძნის ტიბიკონისა, რადგან პროპაგანდის კოლეგიაში უკვე
დაუნიშნავს მათთვის ადგილი.
თეიმურაზ მეფის საკვირველ საქციელს უნდა მივაწეროთ შემდეგი ამბავიც,
რომელიც მართლადაც გასაკვირველია. ასეთ ამბავს აზრათაც არ
წარმოვიდგენდით, უკეთუ არ შეგვხვედროდა ნამდვილი მისი ხელნაწერი საბუთი,
რომლის პოვნამ დიდად გაგვაოცა. ეს საკვირველი ამბავი ისაა, რომ თავის მიერ
წინეთ დევნულის კათოლიკებისათვის ისევ თავს იდო შემწეობის აღმოჩენა. როცა
დაინახა კათოლიკების სულიერად გაჭირვება, თვითონვე მიმართა თვისაგან
გაძევებულ კაფუცინებს და სთხოვა, მათთვის შემწეობა აღმოეჩინათ. აი ამის
შესახებ რა წერილი ინახება ამ მეფისა პროპაგანდის არხივში:
ქ. მეფის. თეიმურაზის. და მეფის. ირაკლის. კეთილად. სახსენებელო. და
არასოდეს არ. დასავიწყარო. ახალციხის. ხუცების. უფროსო. პატრი. ლეონარდო.
მერმე. რაც. ამ. ჩვენს. ქვეყანაში. თქვენის. სარწმუნოებისა. არიან. ვინმე. და.
რადგანაც. იმათ. ღვდელი. ეჭირებოდათ. მოვიდნენ. და. შემოგვეხვეწნენ. და. ჩვენც
თქვენთვის. მოგვიწერია. რომ. ერთი. ახალციხელი. ხუცესი. გამოგზავნო. ამათ.
უმღვდელოს. ახალციხელი ტერ სტეფანა. რო. არის. თუ. ის. სიბერკაცით. არ.
დაზარდება. და. წამოვა. კარგი. იქმნება. თუ არა. და. რომელიც. შენ. მუნასიბი
ნახო. ის. გამოგზავნე, მაგრამ. ახალციხელი ხუცესი კი იყოს. მოვიდეს. აქ. იმათ.
უღვდლოს. მანამდინ. ან თქვენი. და. ან. ამ. ხუცის. ნება. იყოს. და. როცა.
წამოსვლა უნდოდეს. ეს. წამოვიდეს. და. მანდედამ. მაგიერს. სხვას.
გამოგზავნიდეთ. ნუ რა. ეფიქრება რა. კაცებს. გამოვატანთ. ღვთის შეწევნით.
შვიდობით. გამოვატარებინებთ. და. მანდედამაც. მშვიდობით. წამოვაყვანინებთ.
თქვენს ამბავს მოგვწერდეთ. იანვრისა კგ. ქეს. უმჱ. [ბეჭედი თეიმურაზასა] [ბეჭედი
ერეკლესი]”.
ცხადათ სჩანს, რომ ეს წერილი არ არის მტრისა, არამედ მეგობრისა. თუ
ახალციხელ მღვდელს თხოულობს და არა პატრსა, ეს უნდა მივაწეროთ იმ დროის
საჭიროებას. პატრი ლეონარდი რომში წიგნთან უგზავნის ეგრეთვე იმის
თარგმანსაც იტალიანურად; მასთანვე აუწყებს წერილის დაწერის გარემოებას.
მეფე ერეკლეს თავისი პირველი შვილი ვახტანგ ავად გახდომია ყვავილით.
ტფილისის კათოლიკე დედა-კაცები მისულან ერეკლესთან და უხვეწნიათ ბევრი,
რათა მათთვის მიეცა ერთი კათოლიკე მღვდელი. მეფემაც შეუსმინა. ამ
გარემოების გამო მიუწერიათ ახალციხეს. წამოსულ მღვდელს ჯერ გამოუვლია
გორსა და ხელთუბანში (Cheltuban), საცა კათოლიკებისათვის საიდუმლოები
მიუღებინებია და შემდგომ ჩასულა ტფილისს, საცა შეუსრულებია
კათოლიკებისათვის ყოველი სულიერი სამსახური. რადგან ეს მღვდელი დროებით
ყოფილა წამოსული, მალე გაბრუნებულა ახალციხეს. წასვლის დროს მეფეს
საჩუქრებიც მიუცია და ისე გაუსტუმრებია. შემდგომ ერეკლეს განჯიდამ
მოუყვანინებია კაფუცინი პატრი ლორენცო. იგივე პატრი ლეონარდი სწერს რომში
1759 წ.: თეიმურაზ მიდის რუსეთს და ვგონებ იქიდგან აღარ დაბრუნდესო, რადგან
საკმაოდ დროულიაო. მასთაანვე აუწყებს ერეკლეს გამეფებას. დიდად აქებს და
იმედს აცხადებს, ჩვენზე მიდრეკილია და ჩვენთვის კეთილი უნდაო. პატრს იმედი
არ გაუცრუვდა, რადგან ერეკლემ მალე დაიბარა ტფილისში. თავის დაბრუნების
ამბავს თვით პატრი ლეონარდო სწერს რომს ესრეთ.: „ფრიად პატივცემულო და
ღირსო მამაო. ტფილისი 18 აგვისტოს 1760 წ. იმედი მაქვს, რომ ჩემს წერილს
მიიღებდით. ამ წერილით გაუწყებდი, რომ ერეკლე საქართველოს მეფემ ორგზის
მეტად ალერსიანი წერილით მიმიწვია. შემდგომ ერთი თავისი ნათესავი თავადი 60
ჯარის-კაცით გამოგზავნა ჩემს წასაყვანათ. ამ თვის 14-ს რა მივუახლოვდით
ტფილისს, მისივე ბრძანებით, მოგვეგება ჯარი. როგორც წინეთ გაცნობე, აქ
მომიწვიეს ვითარცა ექიმი, რადგან საქართველოს მეფის თეიმურაზის ასული,
ერეკლეს დაჲ, ავად არის. ეს მგზავრობა ჩემთვის სასარგებლო იმ მხრივ არის, რომ
თავისუფლად ვემსახურები სულიერად ამ კათოლიკე ერს. თვით მეფემაც
სიყვარული გამომიცხადა, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, იძულებული გახდა
წასულიყო იქიდგან იმერეთის მეფის მისაგებებლად, რადგან დადიანთან და
ერისთავთან ერთად მოდის თუთხმეტი ათასი ჯარის-კაცითა. უნდა წავიდენ განჯის
ასაღებად. მაინც-კი ერეკლე მეფემ ჯარიდან ერთი ცხენოსნის პირით შემოთვალა
ბრძანება, რომ არავის შეეძლოს ჩემთვის დაშლა წირვის თქმისა და სხვა სულიერი
სამსახურის შესრულება. ამიტომ აქაური კათოლიკე ერი გამოუთქმელ ნუგეშის
ცემაშია”.
როდესაც ერეკლეს დაუბარებია ეს პატრი, სამი წიგნი მიუწერია ერთი
ახალციხის ფაშისათვის, მეორე იენიჩრების სარდლისათვის და მესამე პროვინციის
ბეგისათვის და უთხოვნია, რომ პატრი ტფილისში დაუბრკოლებლად გამოეშვათ.
ერთი კაფუცინი საქართველოში წამოსასვლელად მომზადებული ვენეციიდან
1760 წ. რომს სწერს იქვე მყოფი ერთი ქართველის ამბავს და მისთვის შემწეობას
სთხოვს. ის ქართველი ყოფილა თბილელი გიორგი, რომელიც ორმოცი წლის
წინეთ გაშორებია საქართველოს, შაჰ-ყული-ხანის სამსახურში შესულა და მისგან
უშოვნია მთავრობა მაშათისა და ფერდისა. დიდ გავლენიანი პირი ყოფილა მთელს
სპარსეთში და ყველას მისი შიში და რიდი ჰქონია. კაფუცინების პირველი
მეგობარი, შემწე და მფარველი ყოფილა. კაფუცინები სპარსეთის მთავრობისგან
თურმე მისი გავლენით და საშუალებით შოულობდენ ბრძანებას და მფარველობას
სომეხთა მიერ დევნულების წინაღმდეგ. მისი მოწინააღმდეგების გაძლიერებისა და
სპარსეთის არეულობის გამო გაბედუკუღმართებულა და ყველაფრისაგან ცარელა
დარჩენილა. ცოლ-შვილი ჰყოლია ყიზლარში, სადაც მოუნდომებია დაბრუნება,
რისგამო შემწეობა მოუთხოვია გზის სახარჯოთ, ხოლო არა სჩანს, თუ რისთვის და
რა დროს მოსულა ვენეციაში. მისი კათოლიკობისა წერილში კერძოდ არაფერია
მოხსენებული. გარნა ჩვენ მიგვაჩნია კათოლიკედ, რადგან, როგორც სწერს
კაფუცინი, ვენეციის ეკკლესიებში ხშირად დაიარებოდა და ყველას დიდ კეთილ
მაგალითს აძლევდაო.
ერეკლესაგან ტფილისში დაბარებული პატრი ლეონარდო რავდენსამე თვის
შემდგომ გაბრუნებულა ახალციხეს ჰაერის გამოსაცვლელად, რადგან
დასნეულებული იყო და აგრეთვე ახალციხის საქმეების გამო. იმ დროს ერეკლეს
მეუღლე ავად გამხდარა; უთქვამს, თუ არ პატრი ლეონარდოს, სხვის წამალს არ
დავლევო, ამიტომ ერეკლე იძულებული გამხდარა მეორედ დაებარებინა
ახალციხიდგან: გაუგზავნია სახლთ უხუცესი და თან გაუტანებია ცხენოსანი
წამოსაყოლად; ეგრეთვე წიგნიც მიუწერია წამოსულიყო. ეს წიგნი ვერ ვიპოვეთ,
მარტო მისი იტალიანურად თარგმანი გვაქვს. ვსთარგმნით ამას და იტალიანურიც
მოგვყავს.
„ლეონარდო!
„ღირსსა და შესაფერ მოკითხვას უძღვნით ბრძენს, პატიოსანს და მონაცვლეს
პატრი ლეონარდოს. სიამოვნებით მოისმინეთ ჩვენი ვედრება.
„იმ ხანად მივიღეთ თქვენი წიგნი, რომელმაც დიდად გვასიამოვნა და
მოვისმინეთ ყოველი, რაც მოგვწერეთ. როდესაც ჩვენ ვბრუნდებოდით კახეთით
ჩვენი მამულიდგან, თქვენ კიდეც წასულიყავით. აწ ამას გევედრებით. დიდი ხანი არ
არის, რაც ჩვენი სახლობა უქეიფოდ არის, არ ვიცით ხველებაა, თუ სხვა რამ
სატკივარი. ჩვენი მდივანი, რევაზ, გამოვგზავნეთ მანდეთ. იმედი გვაქვს თქვენი
კეთილის გულისა და ღვთის სახიერებისა, რომ არ გეწყინოსთ და წამოჰყვეთ ამ
ჩვენ პირველ მინისტრსა. კარგად ვიცით, რომ მანდ ბევრი საქმე გაქვსთ, მაგრამ
ჩვენის სიყვარულისათვის დროებით თქვენს ადგილას დანიშნეთ ერთი ვართაპეტი,
ან რომელიმე სხვა მღვდელი და თქვვნ აქ მოდით. რადგან ქრისტიანების მოყვარე
ხართ, ვიცით კარგა, რომ ქრისტეს სიყვარულისათვის არ გეწყინებათ მგზავრობა და
სხვა ამის მსგავსი შეწუხება; უსასყიდლოდ არ დავსტოვებ თქვენს შრომას. თუ
გინდათ რაიმე ჩვენგან და ნატრობთ ჩვენს პატივს და სიყვარულს, წამოდით, აქ
მოგელით. ღვთის წყალობით სნეულება არ არის მძიმე, გარნა მაინც საჭიროდ
შევრაცხეთ თქვენი მოწვევა. აწ ღვთის შეწევნით გზაში მშვიდობა არის. უშიშრად
ჩამოხვალთ, და როდესაც ინებებთ დიბრუნებას, უფლის შემწეობით, კარგათ
გაგისტუმრებთ. მანდ გამოგზავნილი ჩვენი მდივანი რევაზ ისე ჩათვალეთ, თითქო
ჩვენ თვითონ მოვსულიყოთ, რადგან სულ ერთია. იმედი გვაქვს, რომ ღვთის
სიყვარულისათვის არ გეწყინოსთ, არ დაიგვიანოთ და წამოჰყვეთ. აქამდე აქ არ
ვიყავით, და შევიტყეთ, რომ თქვენთვის აქედან წასასვლელად მოუციათ ერთი
გლახა ჯორი. ახლა მის ჯავრზე გიგზავნით ერთს კარგს ჯორს და ცხენს, რათა
მანდედან წამოხვიდეთ ამ ცხენით. გარდა ამისა გიგზავნი ერთ ჯორსაც თქვენი
ბარგის წამოსაღებად; ამასთანავე გიძღვნით სამოცს ძექინს ფულსა, რათა ამითი
იყიდოთ წამლები და სხვა მოწყობილება. გაფრთხილდით. ნუ დაიგვიანებთ. სხვა
თქვენ იფიქრეთ. 21 აპრილს 449, ქართულის ინდიკტონისა”.
ტფილისს რომ ჩამოსულა ლეონარდო, მალე გაუკურნებია დედოფალი,
რისგამო უფრო დიდი სიყვარული გამოუცხადებია მისთვის ერეკლეს.
დაუმსახურებია ეგრეთვე პატივისცემა მთელი ქართველი ბატონებისა და ზოგიერთ
გავლენიანი სომხებისაც; კათოლიკების ერთი მოზდილი სახლი გადაუქცევია
ეკკლესიად: საჯაროდ დაუწყია ქადაგება, წირვა და სხვა ყოველის სამსახურის
ასრულება. კათოლიკების გარდა, წამლობის მიზეზით, ბევრი სხვებიც მიდიოდენ
მასთან და ისმენდენ მის ქადაგებას. რავდენიმე კაცი გაუკათოლიკებია: სხვათა
შორის გორიდგან მოსულან ბერძნის ტიბიკონის მქონე ორი ქართველი მღვდელი
და მიუღიათ კათოლიკობა. ანტონ კათოლიკოსის გაკათოლიკებას ბევრი
დაუფიქრებია და ბევრიც მოუმზადებია კათოლიკობის მისაღებად, მაგრამ დროთა
ვითარების გამო, ცხადად გადასვლა კათოლიკობაზე ვერ გაუბედიათ, რადგან
ბევრს ერიდებოდა თურმე მღვდლისა გაბანთ (Gabanti) ზაქარიასი, რომლის
ხელშიც ყოფილა მთელი სინოდი და ყველას მისი რიდი ჰქონია. ძრიელი მტერი
ყოფილა კათოლიკებისა და მათ წინააღმდეგ ხალხისათვის ბევრი სიბოროტე
ჩაუგონებია, უთქვამს კიდევაც, რომ ფრანგების დახოცვა და მათი ლუკმა-ლუკმა
დაკეპა ცოდვა არ არისო. იგივე მღვდელი წინააღმდეგი ყოფილა
კაფუცინებისათვის ეკკლესიის დაბრუნებისა, ამიტომ თვით ერეკლეს უთხოვია
კაფუცინებისათვის რუსის ან საფრანგეთის მთავრობისაგან სარეკომენდაციო
წერილი ეშოვნათ, რათა ამით მას შესძლებოდა ზაქარია მღვდლისა და
კათოლიკების სხვა მოწინაადმდეგეთათვის პირი დაეხშო. ერიდებოდა, უამისოდ
შეიძლება ამ მღვდელმა რამე უწესოება მოახდინოსო.
პატრი იერონიმე ნორჩაელი მარტში 1763 წ. ჰგზავნის რომში საქართველოს
შესახებ მოხსენებას სხვა-და-სხვა საქმეთათვის თავიანთ ეკკლესიების და
მონასტრებისას ამასა სწერს: „ტფილისის ადგილი ერთი ნაწილი პატრებს აჩუქა
შაჰნავაზმა 1662 წ., ხოლო უფრო მომეტებული ნაწილი სხვა-და-სხვა დროს
პატრებმა შეისყიდეს გარეშე მეზობლებისაგან. ნასყიდობის ქაღალდები მისიონის
სხვა წერილებთან ერთად დაიკარგა 1717 წლის დევნულების დროს. გორის
ადგილი აწინდელის მეფის ერეკლეს პაპამ თეიმურაზ მეფემ აჩუქა თეათინელ
პატრებსა. შემდგომ, 1666 წ., მათი ადგილი დაიჭირეს კაფუცინებმა.
„ონის ადგილი აჩუქა ქართველ კათოლიკე ბატონმა ერისთავმა 1751 წ. ამავე
ბატონმა სრულიად თავის ხარჯით ააშენებინა მონასტერი და ეკკლესია.
„არა სჩანს, თუ პატრებმა ვისგან მიიღეს ქუთაისის ადგილი. ხოლო ეს-კი
ცხადია, რომ ეს ადგილი ჩაიბარეს 1672 წელს.
„ახალციხის ადგილი მისცეს ბატონ ნავროზანთ კათოლიკებმა 1733 წ., ხოლო
ეკკლესია მისცა იქაურმა კათოლიკე ერმა 1730 წ.”.
კაფუცინები ბევრს ცდილობდენ თავიანთი ეკკლესიის დაბრუნებას, ამისგამო
გაგზავნეს ორი პატრი სპარსეთის მთავრობასთან, რათა გამოერთმიათ ბრძანება
ეკკლესის დაბრუნებისა. იმათ წაჰყოლია ეგრეთვე თავიანთი კათოლიკე
მდივანბეგი, რომელსაც საჭირო ბრძანება მოუტანია ერეკლესთან. ბრძანების
სისრულეში მოსაყვანათ თან წამოყოლია იმან-ვერდი ბეგი სპარსელი. ამ ბრძანების
მოტანა რა შეუტყვიათ ზოგიერთ კაფუცინების მტრებს, ქართველებს და სომხებს,
წინააღმდეგობა დაუწყვიათ. შემდგომ გაუკეთებიათ იმათაც არზა და წაუღიათ
სპარსეთის მთავარ ყარიმ ხანისათვის მისართმევლად. ხოლო ერეკლეს
კაფუცინებისათვის უპასუხნია: თუმცა თქვენი დიდი პატივისცემა მაქვს და გულითაც
მინდა თქვენი დაკმაყოფილება, მაგრამ ამ ნაირ არეულ-დარეულობის დროს,
მეტადრე სარწმუნოების შესახებ, არ შემიძლია თქვენ დაგაკმაყოფილოთ და ხალხს
ავუკრძალო არზის მიწერაო; ნებას კი გაძლევთ ტფილისში დარჩეთ და ერს
მოუაროთო.
ახალციხიდან პატრი ჯერილამო 2 მარტს 1763 წ. სწერს რომში, რომ იქ
ბერძნის ტიბიკონის მქონე სამ ქართველს მიუღიათ კათოლიკობა. ერთი იმათგანი,
რომელიც მღვდელი ყოფილა, ევროპაში წასულა, ხოლო ვერ შევიტყეთ, ევროპის
რომელ ქალაქს წასულა.
ზემოდ ვსთქვით, რომ რადგან კაფუცინებს სჭიროდათ სომხის ტიბიკონის
მღვდლები თუ ახალციხესა და თუ მის გარეშე სოფლებში, ამიტომ საქართველოს
შვილებს თითქმის ყოველთვის მარტო ამ ტიბიკონზედ აკურთხებდენ რომში. ამას
როდი კმარობდენ კაფუცინები, არამედ იმათ, ვისაც რომს გზავნიდენ
სამღვდელოდ, უკვე წინდაწინ ცხავდენ სომხის ტიბიკონის მქონედ და სომეხად.
თუმცა სხვა მათი წერილები ცხადად მოწმობს, რომ ის პირები ნამდვილად
ქართველები იყვნენ და სომხის ტიბიკონისა ჯერ მათ არაფერი ჰქონდათ, ვიდრე
ეკურთხებოდენ. ასეთის სავკირველი საქციელის მაგალითად მოვიყვანთ
პროპაგანდის წერილს:
„კაფუცინების წესის პატრი ივანე ბაპტისტას სარელოელსა, 2 ივნისს, 1759.
„რომს მოვიდა ერთი ახალგაზდა ტფილელი ქართველი სომხის ტიბიკონისა
სახელად პეტრე ყორღნაანთი და ითხოვა ურბანოს კოლეგიაში მიეღოთ, რისგამო,
როგორც თვით ამბობს, დაუტოვებია სამშობლო და მოსულა იტალიაში, თუმცა
წმიდა კრება მუდამ მონატრულია აღზარდოს ქართველი ახალგაზდები, რადგან იმ
პროვინციებში დიდად საჭიროა კარგი მისიონერები, გარნა კანონიერი წესდება
მოითხოვს, ამისთანა პირები არ მიიღებოდენ ხსენებულ კოლეგიაში, ვიდრე მათ
შესახებ საჭირო ცნობები არ იქნება შეკრეფილი. ამისგამო იყო, რომ თქვენ
დაგეკითხეთ. თუ ვინ არიან მისი მშობლები, ნათლისღება მიუღია თუ არა და ვისგან
და ეგრეთვე ვინ ყოფილა მგზავრობის დროს მისი ამხანაგი. თქვენც უპასუხეთ, რომ
მის მიცვალებულ მამას ჰრქმევია ივანე ყორღანანთი, მის დედას, რომელიც
ცოცხალია, ჰქვიან მარიამ თემურანთი; ხოლო თქვენი პასუხი მის მონათვლისა და
ამხანაგის შესახებ, ორჭოფია, რადგან ხან ამბობთ, რომ მოუნათლავს პატრი
კლაუდიოს და ხან ამბობთ პატრი ლეონსაო; ხოლო მის ამხანაგად
კოსტანტინეპოლამდე ხან ასახელებთ ძმა ლავრენტის და ხან პატრი ივანე
ბაპტისტას"... აქედან ცხადათ სჩანს, რომ ის ქართველი ყოფილა და პროპაგანდას
იმის მიღებით ქართველის მიღების აზრი ჰქონია; ეგრეთვე მონათლული ყოფილა
კაფუცინი პატრებისაგან. მაშ ყოველ ეჭვს გარეშეა, რომ იგი ლათინის ტიბიკონისა
ყოფილა. დალოცვილ კაფუცინებს კი რომში წარუდგენიათ სომხის ტიბიკონის
მქონედ. ეგრეთვე 1758 წ. რომს გაუგზავნიათ 28 წლის ტფილელი ქართველი
ფრანჩისკე შაროვანთი; ისიც სომხის ტიბიკონის მქონედ ჩაუწერინებიათ.
პროპაგანდა 5 მარტს 1763 წ. კოლეგიაში იღებს კვალად ორ ახალგაზდა
ქართველს, რომლებიც უკვე მისულან კოსტანტინეპოლს და უგზავნის მათ 200
სკუდს ფულს გზის სახარჯოდ. არ არის გამოცხადებული მათი სახელი და გვარი და
არც მათი სამშობლო ქალაქი.
რომს კარგა ხნიდან უნდოდა კავკასიის მთებში მცხოვრებთათვისაც გაეგზავნა
მისიონერები, მაგრამ კაფუცინებს საკმაო მღვდლები არა ჰყავდათ, თვით
საქართველოს მისიონსაც ვერ ჰყოფნიდენ. ამიტომ მისიონი მიანდო წმიდა ივანე
ნათლისმცემლის მონაზონებს და 1763 წ. პატრი სტეფანე განდოლფოს
წინამძღვრობით წამოვიდა რავდენიმე მისიონერი, ჯერ მოვიდენ ახალციხეს,
შემდგომ იქიდან წავიდენ კავკასიის მთებისკენ. გზაში უფროსი მოუკვდათ, ბევრი
გაჭირვებაც გამოიარეს, მეტადრე ენის უცოდინარობის გამო. ამიტომ ვერსად
დაბინავდენ და ისევ დაბრუნდენ ახალციხეს, სადაც დარჩნენ რავდენსამე თვეს და
შემდგომ ისევ გაბრუნდენ ევროპაში.
რადგან კაფუცინები ვერ დაბრუნდენ ტფილისისა და გორის მონასტრებში ისე,
როგორც უწინ იყვნენ, ვიდრე გაიდევნებოდენ, პაპმა ეს წიგნი მისწერა ერეკლე
მეფეს:
„ბრწყინვალეს და უძლიერესს ერეკლეს, საქართველოს მეფეს და კახეთის
მთავარს.
„პაპი კლემენტე XIII. ბრწყინვალე და უძლიერესო მთავარო, მშვიდობა და
ღვთის მადლის ნათელი. დიდად შევსწუხდით, რა ვსცანით, რომ, სქიზმატიკი
ბერძნების შეგულიანებით, თქვენ დაგიფიციათ აღარ შეუშვათ თქვენს სამეფოში
მისიონერი კაფუცინები, რომლებიც დიდის ხნიდანვე მთელ საქართველოსგან
მიღებულნი და პატივცემულნი არიან. ხოლო ჩვენ, რა კარგად ვსცნობთ თქვენს
კაცთ-მოყვარეობას და ეგრეთვე თქვენს მიდრეკილებას კაფუცინებისადმი,
რომლებიც აღიარებენ და ერს ასწავლიან ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ვინებეთ
გამოგზავნა ამ წერილისა, რომლითაც დიდათ შეგაგულიანებთ და გთხოვთ, რათა
მოწყალების თვალით მიხედოთ და შეიბრალოთ ის კათოლიკები, რომელთაც
დააკლდათ მოძღვრები და ღმერთს ისე ვეღარ ემსახურებიან, როგორათაც
ავალებს მათი სარწმუნოება. თქვენს ფიცს ყურს ნუ უგდებთ. რადგან ფიცი კეთილის
აღსასრულებლად იქმნება და არა რამე ბოროტისათვის. არც ვალდებული ხართ
დაიცვათ, თუ დაგიფიციათ, როდესაც მისი საგანი წინააღმდეგია ჭეშმარიტებისა,
რადგან თქვენი ფიცის საგნის სიბოროტე ყოველ ძალას უსპობს ფიცსა, რომელიც
დაგიდვიათ. აწ გთხოვთ ინებოთ და დააბრუნოთ თქვენს სამეფოში ეგ მონაზონები,
რომლებიც უწინ თავიანთის ღირსებით თქვენნი საყვარელნი იყვნენ და კიდეც
იფარავდით მათ. აწ რასაც ვსთხოვთ თქვენს ხელმწიფებას, დიდ სიკეთედ
შევრაცხავთ და თქვენგან მარადის დავალებული ვიქნებით. სიკეთის მომნიჭებელს
ღმერთს ვსთხოვთ, რათა დაგიცვასთ უვნებლად და აღაორძინოს ყოველი თქვენი
საქმე. რომით, 16 აპრილს 1763 წ."
ვგონებთ აქ შეცდომა უნდა იყოს ფიცის შესახებ. არც ერთი წერილიდან სჩანს,
რომ ფიცი ერეკლეს დაედოს, ჩვენ ვგონებთ, ისევ თეიმურაზის საქმე უნდა იყოს.
ზემოდ ვნახეთ, რომ ერეკლემ მრავალგზის მიიწვია კაფუცინები ტფილისში და
ერის მოვლის ნება მისცა. ამას არ იქმოდა, დაფიცებული რომ ყოფილიყო. ზემოდ
უკვე ვთქვით, რომ კაფუცინები საზოგადოდ რომში სასწავლებლად ყმაწვილებს არ
გზავნიდენ თუ არ იმ პირობით, რომ სომხის ტიბიკონი მიეღოთ და შემდგომ
დაბრუნებულთ ემღვდლოთ სოფლებისათვის. ამის კვლავ დასამტკიცებლად
მაგალითსაც მოვიყვანთ. კაფუცინებს სამი ახალგაზდა გაუგზავნიათ ამ პირობით და
პროპაგანდისათვის კი მათ გაგზავნისა წინდაწინ არაფერი უცნობებიათ.
ყმაწვილები რა მისულან კოსტანტინეპოლს, იქ დახვედრიათ ახალციხელი პავლე
ეპისკოპოსი. იმას უთქვამს, რომს მანამდე არ გაგიშვებთ, სანამ პროპაგანდის
ნებართვა არ მოვაო. ამისგამო ივლისს 1767 წ. კოსტანტინეპოლელი
არქიეპისკოპოსი სწერს რომში შემდეგს: „თქვენო უმადლესობავ, აქ მოვიდა
საქართველოდგან სამი ახალგაზდა კაცი; იქ მყოფი კაფუცინების უფროსისაგან
გამოგზავნილი უფროსი პავლე ეპისკოპოსს წერილითა სთხოვს, ესენი გაგზავნოს
რომის კოლეგიაში მისაცემად თუ იმიტომ რომ გაწვრთნან საგნებში, თუ იმიტომ,
რომ იქ დიდად საჭიროა მისიონერები სოფლებისათვის, როგორც თვითვე იუწყება,
რადგან იმ ადგილებში მღვდლები ძრიელ ნაკლებად ყოფილან. ამისგამო
ხსენებულ ახალგაზდებში ორს, თუმცა ორივე ქალაქელები არიან, ერთი ტფილელი
და ერთი ახალციხელი და ეკუთვნიან საუკეთესო ოჯახებს, მაინც კი უკისრიათ და
წერილითაც პირობა დაუდვიათ იმსახურონ სოფლებში, სადაც კი მათ დანიშვნენ
უფროსები”... ამასათანავე უგზავნის კაფუცინთა უფროსის წიგნს, რომლითაც
აუწყებს ამათგან წერილებითი ფიცის მიღებას და იმ გარემოებას, რომ სოფლებში
მეტად საჭიროა მღვდლებიო. პროპაგანდა იმ ორს შეიწყნარებს და ეპისკოპოსს
წერს:
„ეპისკოპოსს, კოსტანტინეპოლის საპატრიარქოს მონაცვლეს, 19 სექტემბერს,
1767 წ.,
„წმიდა კრებამ საქართველოს მისიონის უფროსს ბრძანება გაუგზავნა, რათა
მის ნება დაურთველად აქ არ გამოგზავნონ ყმაწვილები; ახლა მეტად უკვირს, რომ
მის დაუკითხავათ მისიონი გზავნის სამ ყმაწვილს კოსტანტინეპოლამდე, მათ
მშობლებს ზარალში აგდებს და კოლეგიასაც იძულებულ ხდის მიიღოს
განსაზღვრულ რიცხვზე მეტი მოსწავლე, რათა ერთიან არ უარყოს მაგ
ქართველების ვედრება და წადილი, წმიდა კრება დათანხმდა მათგან მიიღოს ორი,
რომლებსაც უფრო ნიჭიერებად სცნობთ, რადგან თავიანთი ხარჯითვე უნდა
მოვიდენ რომამდე და პირობაც მიუციათ, იმსახურონ სოფლებში, სადაც კი
დაინიშნებიან. მაშ გამოგზავნეთ ორი, ვინც უფრო საიმედო იყოს, ხოლო ეცადეთ,
მესამემ მარჯვე დრო შეირჩიოს და დაბრუნდეს ისევ უკან თავის სამშობლოში. აწ
სხვა არაფერია საჭირო. ღმერთსა ვსთხოვ თქვენს სიცოცხლეს და ბედნიერებას”.
ეს ახალი ქართველი მოწაფები არიან ბატონჯანაშვილი გრიგოლ
კროხიჭამიანთი ახალციხელი და მეორე პეტრე გიორგის შვილი. ხოლო გვარი არა
სჩანს.როგორც ტფილისიდგან გადევნილი პატრები ნელ-ნელა მობრუნდენ, ისე
რაჭასაც წავიდენ და ჩაიბარეს ყოველივე, რაც დევნულებას გადარჩენოდა. ბევრი
წერილი გვაკლია ამის შესახებ. ხოლო გვაქვს ერთი საბუთი, რომელიც საკმაოდ
გვიხატავს იმ დროს. ეს წიგნი ახალციხიდგან რომში მისწერა უფროსმა პატრმა
ალიოზიმ 18 მარტს, 1767 წ..
„უაღრესი პატივისცემით ვისურვებ თქვენს უვნებელს სიცოცხლეს და გაუწყებ,
რომ აქამდე ხუთი წიგნი მოგწერე რომში და არც ერთის პასუხი არ მიმიღია.
შეიძლება ვინმე ბოროტებმა დაიჭირეს გზაში. აწ გახსენებ, თუ ღმერთმა როგორ
თვით უიმედო მდგომარეობაში არ დაგვტოვა, რადგან კაფუცინების მდგომარეობა
ყოველ მხრივ გაჭირვებული იყო, არამედ მოგვიხსენია კაფუცინები და
გაჭირვებული მორწმუნენი. ამიტომ გაუწყებთ სანუგეშოდ, როგორც იმედი მაქვს,
რომ ორ-ორი წიგნით სამ გზის იმერეთის ერისთავმან კითალიკოსთან ერთად
მომწერეს და მომთხოვეს ძმა დიონიზიო და ერთი პატრი თავიანთ ქვეყანაში
სამუდამოდ დასანარჩუნებლად. მართალია, ჩემს უწინარეს ყოფილმა უფროსმა,
პატრი იერონიმემ მირჩია ადვილად არ ვნდობოდი იქაურ მთავრებს, თუ
წინანდელის ომებისა და თუ მონაზონ აკადებულის გამო (Akadebuli), რომელსაც
შეეძლო ახალი დევნულების დაწყება და პატრების გადევნა. მაგრამ მე უსმინე
ხსენებულს მთავარს და ბატონს კათალიკოსს, როდესაც მესამედ მომწერეს, რაიცა
ვყავ პატრი იერონიმეს და სხვების რჩევით. ამიტომ იმერეთს გავგზავნე ძმა
დიონიზიო ფაშის ბრძანებით და თავის გასაცნობელი წერილით. გავატანე ეგრეთვე
დარიგება (ინსტრუქცია) ჩემი ბეჭედ დაკრული, იტალიანურად და ქართულად
დაწერილი, რომელსაც ხსენებულმა ბატონებმა ფიცის ქვეშ ხელი უნდა მოაწერონ,
რომ იქ პატრსა და მორჩილ ძმას არაფერდი გაუჭირდეს. ძმა დიონიზიომ კიდეც
ორი სანუგეშო წიგნი მომწერა და მაუწყა, რომ წერილით თანხმობა მიუციათ ყველა
მთავრებს და ბატონ კათალიკოსს (ეგრეთვე თვით იმ მონაზონ აკადებულსაც,
რომელიც ღვთის განგებულობით დასნეულებულა და ძმას გაუკურნებია, ახლა
თანახმაა და ჩვენთვის ლოცულობს), რათა ონისა, ანუ რაჭის ადგილი ერთიან
ჩააბარონ მას. კიდეც აუშენებია იქა სამი ოთახი, ეკკლესიაც უნდა დაეწყო, ხოლო
ამის ნება არ მივეცი, სანამ არ გამომიგზავნის დადიანის და ახალი მეფის*
(*სოლომონ მეფის ბიძაშვილი თეიმურაზია) წერილებითს თანახმობას. ეს ძმა
აქამდე ვერ მივიდა იმათთან, რადგან ოსმალებისა და თავიანთის ჯარით
განშორდენ თავიანთ ადგილ-მამულს, რადგან სოლომონის შეპყრობა უნდათ.
თუმცა ზამთარი სუსხიანია, რა მივიღებ ამ წერილსა თქვენც გაუწყებთ და იქ
გავგზავნი ერთ პატრსა.
„მსგავსადვე ერეკლე მეფემაც წიგნი მომწერა და მომთხოვა პატრი გიორგი
გორის პატარა საზოგადოებისათვის, საცა, როგორც ტფილისში მისცა სახლი. შიგ
ტრაპეზი აღმართეს და კათოლიკებს დაუბრკოლებლივ უსრულებენ საიდუმლოებს
და სხვა საეკკლესიო სამსახურსა. ღმერთმა განუმტკიცოს მეფეს ამნაირი კეთილი
წადიერება. ასეთი წყალობა მიანიჭა პატრი ლავრენტის, რომელსაც ეხლა
აუხირებია თავის ქვეყანაში დაბრუნება, რისგამო ძრიელ ვწუხვარ. ამიტომ მე
გავგზავნე საგანგებო კაცი და ის პატრი გიორგი დავიბარე ართვინიდან, საცა აგერ
ექვსი თვეა, რაც მისიონერის მოვალეობას დიდის გულმოდგინებით ასრულებს,
რადგან ბავშვების სასწავლებლად იქ სკოლა აღაშენა და დიდის შეტკბობით
უსწორებდა იქაურ მღვდლებს მათ შეცდომილებას და ნაკლსა. ამ ორი კვირის
წინეთ კიდეც გავგზავნე იგი გორსა, საიდგანაც ჯერ მისი მისვლის ამბავი არ
მიმიღია. პატრი დომინიკემ და პატრი ლავრენტიმ კი მომწერეს, რომ პატრი
გიორგი აღდგომის უკან ტფილისში უნდა დაიბაროს მთავარმა, ანუ მეფემო,
როგორათაც ქართველები უწოდებენ, რისგამო იძულებული ვარ მის ადგილს სხვა
გავგზავნო. ამიტომ მე უთხარი პატრი ანდრიას, რათა წასასვლელად მოემზადოს.
ეხლა ამის მეტი სხვა არავინ მყავს ისეთი, საკმაოდ იცოდეს ქართული ენა და
ექიმობა"...
ერეკლეს იმ დროსვე გორში მიუწერია ორი წიგნი ერთი ჯარის უფროსისა და
მეორე ქალაქის თავისათვის და მათთვის დაუვალებია, ყური უგდეთ პატრებს,
რათა არავინ შეაწუხოსო.
აქ დასახელებული ერისთავი და კათალიკოსი არიან ზემოდ ხსენებული
როსტომი და ბესარიონი, რომელთაც 1751 წ. მიიღეს კათოლიკობა და დარჩნენ
მორწმუნედ.
ამავე პატრი ალიოზს პროპაგანდა 6 თებერვალს 1768 წ. დიდი
კმაყოფილების წიგნსა სწერს, რომ ერეკლეს გორში დაუბრუნებია მისიონერები და
ერისთავთან და კათალიკოსთან დიდი გავლენა ჰქონია. ჰპირდება ყოველ
დახმარებას, ოღონდ კი თვით ეცადოს კათოლიკე სარწმუნოების გავრცელებას.
იგივე პროპაგანდა აპრილს 1769 წ. კოსტანტინეპოლის არხიეპისკოპოსს
სწერს და უცხადებს თავის დიდს მწუხარებას მღვდლის ფირალანთ ანტონას
სიკვდილის გამო, რადგან მეტად სასარგებლო ყოფილა საქართველოს
მისიონისათვის. მასთანვე უარს ეუბნება სხვა ქართველი ყმაწვილების მიღებისას
რადგან მაშინ კოლეგიაში ადგილი აღარ ყოფილა.
იმავე დროებში კაფუცინებთან მონაზონად შესული მორჩილი ქართველი
ანტონა გორელი დაბრუნდა რომიდან საქართველოში სხვა კაფუცინებთან ერთად
საშრომელად. არ ვიცით კი, თუ როდის გზავნეს რომს კაფუცინებმა.
რადგან ერეკლე კაფუცინებს გულკეთილად ეპყრობოდა, ამ ამბავმა რომში
ყველა დიდად გაახარა. ამიტომ პაპმა ეს შესანიშნავი წერილი მოსწერა.
„ბრწყინვალეს და უძლიერესს საქართველოს მეფეს ერეკლეს.
„პაპი კლემენტე XIV. ბრწყინვალე და უძლიერესო მეფევ, მშვიდობა და ღვთის
მადლის ნათელი. ძრიელ მოხარული ვართ, რომ ჩვენის მღვდელთ მთავრობის
დასაწყისშივე გვეძლევა შემთხვევა მოვსწეროთ თქვენს ხელმწიფებას, რომლის
გულუხვობისა და უზომო მხნეობის ქებანი მოგვდის ჩვენთა მოძღვართა წერილებით
და რომლის სახელ განთქმულობა და ამბავი განუწყვეტლივ გვეუწყება. პირველად
უგულითადეს მადლობას მოგახსენებთ, რომ თქვენის მეტად განთქმულის
გულკეთილობით ეწევით და იფარავთ ყველას, ვინც ჩვენთან სარწმუნოებით
შეერთებულნი, ჩვენი ქვეშევრდომნი და მორჩილნი არიან. შემდგომ, გამხნევებული
იმავე თქვენის გულკეთილობით და დაიმედებულნი, გთხოვთ და გევედრებით, რომ
მომავალშიაც ყველა თქვენის ღონისძიებით დაიცვათ და დაიფაროთ მტრის
წინააღმდეგ თქვენს სამეფოში მყოფი ყველა კათოლიკები და მეტადრე პატრი
კაფუცინები, რომლებიც სარწმუნოების გამო მანდეთ არიან წამოსულნი. ესენი
სიბოროტეს არავის უყოფენ, არამედ სათნოებას იცვენ და ავრცელებენ ღვთის
ბრძანებათა და სჯულსა; ყველას სიყვარულით ეპყრობიან და საზოგადოების
მშვიდობისა და სიწყნარისათვის შრომობენ. გარნა მტრები არ სცხრებიან, მათ
წინააღმდეგ ძალასა და მზაკვრობასა ხმარობენ და ხშირად მათ ჰსცემენ კიდეცა.
ვერას დროს ვეღარ შეიძლებდენ მანდ მობრუნებას, უკეთუ კაცთმოყვარეობით და
მფარველობით არ შესწეოდით. ამ კაფუცინებს იმედი აქვსთ, თქვენის ძლიერის
მფარველობით უშიშრად და უვნებლად შეიძლონ მანდ ყოფნა და არც სცდებიან.
რისგამო უმეტესად ვევედრებით თქვენს ხელმწიფებას, რათა კვლავაც დაიფაროთ
და შემწეობა არ მოაკლოთ. ესეთი თქვენი მოქმედება თქვენთვის არას დროს
შეიქმნება სანანელი. დარწმუნებული ბძანდებოდეთ, რასაც-კი მაგათ მიაგებთ, ისე
ჩავსთვალოთ, ვითომც ჩვენთვის გექნასთ. რაისგამო თქვენი მადრიელი და
მომხსენებელი ვიქნებით და მას კედეც გამოგიცხადებთ, როდესაც შემთხვევა
მოგვეცემა შემდგომში. ეგრეთვე გარწმუნებთ, რომ თქვენს წარჩინებულს თვისებას
აღვიარებთ და დიდათაც ვაფასებთ; მასთანავე ყოვლის მპყრობელ ღმერთსაც
ვევედრებით, დაგიცვასთ უვნებლად, ყოველი სიკეთე მოგანიჭოსთ და ჭეშმარიტი
საუკუნო ბედნიერებაც მოგმადლოსთ. რომი. 23 აგვისტოს 1769, მღვდელ-
მთავრობის პირველ წელს”.
ერეკლემ ძრიელ კარგა დაიწყო, მაგრამ ბოლომდე ვერ გაატანა როგორც
ბოლოს ვნახავთ, პაპის მოლოდინი ყოველთვის ვერ გაამართლა.
იმავე წელს სომხებმა დაუწყეს საშინელი დევნულება ახალციხეში კაფუცინებს
და სხვა კათოლიკე ერსა და მღვდლებს. ესენი პატრებთან ერთად ტყვედ წაასხეს.
შემდეგ თავში ვრცლად გვექნება საუბარი ამისთვის.
როგორც სჩანს, ტფილისის მისიონს დაუწყვია უწინდელივით აღყვავება და
წარმატება. საჭირო მოხსენებანიც გაუგზავნიათ კაფუცინებს რომს. გარნა ვერ
შეხვდით წერილებს. ამის შესახებ გვაქვს მხოლოდ ერთი წიგნი, რომელიც 1773 წ.
13 თებერვალს, პატრი დომინიკეს, კაფუცინების უფროსს, უცხადებს კარდინლების
კმაყოფილებას, რომ ტფილისიდან კაი ამბავები მიდიოდა სარწმუნოების შესახებ.
1773 წ. რომის კოლეგიაში მივიდა სასწავლებლად ახალციხელი ანტონ
ხუციანთი. პროპაგანდა 29 სეკტემბერს 1773 წ. მარსელში კაფუცინ პატრი
სებასტიანეს სწერს მადლობის წიგნს იმის გამო, რომ ქართველი წამოუყვანია
კოსტანტინეპოლიდან მარსელამდე და იქიდგანაც რომს გამოუგზავნია.
რომისა და მისიონერების სიხარულმა ბევრ ხანს არ გასტანა. საქართველოში
კათოლიკების თავისუფლებას და წარმატებას მალე შეეკვეცა ფრთები, რადგან
მეფემ უმტყუნა თავისს სიტყვას. მალე დაადგა მას ის უწინდელი შავი დღე ძმათ
სრვისა და მტარვალობისა. აქ იძულებული ვართ წარმოვადგინოთ ის სამწუხარო
სურათიც, რომელიც დიდად აჩრდილებს ერეკლეს მეფობას, მის დიდსულოვნებას
და მიუბაძავ სიმხნესაც. როგორც თავის შესანიშნავის სარდლობით სახელი,
მოიხვეჭა ევროპაში, ისე თავის ანგარებით და შემცდარი მოქმედებით დაიმცირა
თავი ყველას წინაშე, რადგან ინტერესის გამო მტრის ჩაგონებით დააჩაგვრინა
თავისი ერთგული მეგობრები, ლათინის მოძღვრები და მკაცრად დასაჯა ისინი,
ვისაც არაფერი ბრალი ჰქონდა. ამის შესახებ ერთი ვრცელი მოხსენება გვაქვს
თვით უფროსი პატეი დომინიკესი, გაგზავნილი რომს 24 ნოემბერს 1775 წ.,
რომლის უმეტეს ნაწილს მოვიყვანთ აქ.
„რადგან ჩვენი მისიონი მეტად დაცემულია ახლად გამოღვიძებულის და
მფარველობით გაძრიელებულის დევნულებისაგან, რომელიც ბევრი ფულის
მიცემით აგვიტეხა გველად გადაქცეულმა ეჩმიაწინის სომეხთ პატრიარქმა, სიმონმა,
ვალდებული ვარ თქვენს უმაღლესობას ვაახლო ერთი მოკლე და სარწმუნო
მოხსენება ამ უსამართლო დევნულების შესახებ, რათა თქვენც კეთილ ინებოთ და
ყოველივე აუწყოთ პროპაგანდის კარდინალებს, რომლებისგანაც მოველით
შეწევნასა, განკარგულებასა და ბრძანებასა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და რა
შველა უნდა მივიღოთ აწინდელ სამწუხარო მდგომარეობაში.
„გავლილის მაისის თვეში მეფე ერეკლემ დააქორწინა თავისი მეორე შვილი
ლევან. ქორწილში დაჰპატიჟა არა მარტო ამ ქვეყნის ყველა მთავარნი, არამედ
ბევრი უცხონიც, რომელთა შორის მოწვეულ იქმნა აგრეთვე ზემოხსენებული
პატრიარქიც. თუმცა ქორწილში არ მოვიდა, მაგრამ თავის მაგიერ გამოგზავნა ორი
ვართაპეტი ეპისკოპოსები (ამათგანი ერთი ის ვართაპეტი იყო, რომელმაც ამ რვა
წლის წინეთ დაუწყო დევნულება ახალციხის კათოლიკებს) და სამას თუმნის, ანუ
ჩვენებურად 3000 სკუდის საღირალი საჩუქრები გამოატანა. ქორწილის შემდგომ ამ
ორ სომხის ვართაპეტმა აქაურ მღვდლებთან და ერის მოწინავე პირებთან
მოილაპარაკეს, ვისარგებლოთ ამ მეგობრობით, რომელიც ერეკლემ ჩვენის
საჩუქრების წყალობით გვიჩვენაო. კარგად უწყოდენ, რომ მეფე ფულისათვის
ყველასფერს დათანხმდებოდა, თვით უსამართლობასაც-კი. ამიტომ ამ საჩუქრების
გარდა კვალად უთავაზეს მეფეს ნაღდი ფული 700 თუმანი, ანუ 7,000 სკუდი, და
სთხოვეს ნება მოგვეცი, ძალა დავატანოთ და სომხის სარწმუნოებაზედ
გადმოვიყვანოთ არა მარტო ამ 20 წლამდე გაკათოლიკებულნი, არამედ მათი
შვილებიც სომხებისგან მონათლულნი მაშინ, როდესაც კაფუცინები განდევნილნი
იყვნენ ამ ქალაქიდგან, ან მონათლულნი სომხის მღვდლებისაგან უფრო უწინ,
ვიდრე მათი მშობლები გაკათოლიკდებოდენო. სომხები ეფიცებოდენ ერეკლეს,
არც ჩვენ ფულს და არც სიცოცხლეს დავზოგავთ, ოღონდ დაგიფაროთ თქვენის
მტერებისაგან, რომლებიც ცდილობენ ტახტი წაგართვანო. მაგრამ მათმა
დაპირებამ იმდენად ვერ გასჭრა, რამდენადაც მათმა ფულმა. 700 თუმნის მიღებამ
ერეკლე დააბრმავა, მათ თხოვნაზე თანხმობა განაცხადა და დაჰპირდა, ნებას
გაძლევთ კათოლიკებს როგორც გინდათ ისე მოეპყარითო, ამის გამო 3 ივნისს
ზარების რეკით სომხის ეპისკოპოსებმა შეჰკრიბეს თავიანთი ერი, ვაჭრებს და
ხელოსნებს დააკეტინეს დუქნები, რათა ყველა წასულიყვნენ და ენახათ, თუ რა
შეურაცყოფით და მკაცრად მოეპყრობოდნენ კათოლიკებს. ასე ამიტომ მოიქცნენ,
რომ თუ ვინმე ჩვენს წმიდა სარწმუნოებაზე მიდრეკილი იყო, იმის ნახვით
შეშინებულიყო და გაგვშორებოდა, და ვინც მტერი იყო უფრო გაძრიელებუყო ჩვენს
მტრობაში. რა შეიკრიბა სომხის ერი, ყველანი წავიდნენ მეფის სასახლეში, სადაც
ერთ ფართო ადგილას მეფე ზოგიერთი თავის უსამართლო მსაჯულებითურთ იჯდა.
აქედან ჰგზავნიდენ მოხელებს და მოჰყავდათ ხან ერთი და ხან მეორე
კათოლიკები, ვითომც დამნაშავენი; არ დაზოგეს თვით დაორსულებული
დედაკაცები, რომელთაგან ორს მაშინავე მუცელი წაუხდათ შიშისა და ცუდად
მოპყრობის გამო. არ შემიძლია აღვწერო ის ყველა უსამართლობა, შეურაცხყოფა
და გაუპატიურება, რაც ამ უსჯულო სამსჯავრომ მიაყენა საბრალო კათოლიკებს.
მათ წინაშე თუ ვინმე ერთ-ორ სიტყვას იტყოდა თავის თავის დასაცველად, მაშინ
მთელი ხალხი დაუწყებდა ათას ნაირ წყევლა-გინებას, თუ ვინმე მხნედ და უშიშრად
გამოაცხადებდა, რომ მას სურდა ცხოვრება და სიკვდილი კათოლიკე
სარწმუნოებაში, უწყალოდ სცემდენ კარგა ხნის განმავლობაში, შემდგომ
ჩააგდებდენ სატყვეოში, საიდანაც ვერ გამოვიდოდა თუ ბლომად ფულს არ
გადაიხდიდა. რისგამო ჩვენი კათოლიკები ზოგნი მთლად დაღარიბდენ და ზოგმაც
დიდი ვალი დაიდო. რადგან ბევრ კათოლიკებს დაუწყეს ჩივილი, ამისგამო ასეთმა
სასამართლომ და დევნულებამ ოთხი თვე გასტანა, რომლის განმავლობაში,
საშინელის მუქარით და უწქალო მოპყრობით, რვა სული ორივე სქესისა შეაცთინეს,
დაატოვებინეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და მიაღებინეს სომხის მწვალებლობა. ჩემ
შესარცხვენად სამ ჯერ დამიბარეს იმ უღმრთო სასამართლოში, მკითხეს მხოლოდ
ისეთი საგნები, რომელიც მარტო ჩემსა და ჩვენი წმიდა სარწმუნოების გაკიცხვას
შეეხებოდა: ამ დროს მეფე ერეკლე არ დაესწრო სასამართლოში, რადგან,
როგორც თვითონვე აღუარებია ერთი თავისი მეგობრისათვის, ჩემი რცხვენოდა,
თორმეტი წლის განმავლობაში ჩემის ერთგულობისა და მიგებული სამსახურის
გამო. რადგან ერეკლე მეფის ესეთი უსამართლობა ყველასთვის ცხადი იყო,
ამიტომ ქართველების მომეტებული და საუკეთესო ნაწილი ბერძნის
სარწმუნოებისა, განსაკუთრებით, მონაზონები, ეპისკოპოსები და მათი
კათოლიკოსი ცხადად ჰკიცხავდენ მეფის ასეთ უსამართლო მოქცევას; არა მარტო
ბერძნის მონაზონები (ქართველები), არამიდ თვით პატრიარქიც და ეგეეთვე მეფის
უფროსი შვილიც, მოდიოდნენ ჩვენ სანახავად და გვანუგეშებდენ, რადგან
გვხედავდენ, თუ რა უსამართლოდ ვიყავით დევნულნი; ვერც გაეგოთ, თუ ფულმა
ისე როგორ დააბრმავა და შესცვალა ერეკლე, რომ თვით თავის საუკეთესო
ქვეშევრდომებსაც კი აღარ უსმენდა, როდესაც რასმეს ეტყოდენ ჩვენს,
სასარგებლოდ. თვით იმავე დროს, როდესაც ესე ძრიელ დევნული ვიყავით, პირის
შემშლელმა ერეკლემ ერთი თავისი სასახლის კაცი გამოგზავნა და შემომითვალა:
„მოუფერებლად აღვიარებ, რომ დიდად დავალებული ვარ უფროსი პატრისაგან
მისი ერთგულობის გამო, რომლითაც ბევრ შემთხვევაში მემსახურა. ვიცი, რომ
შეწუხებული იქმნება ამ შფოთისა და ჩხუბის გამო, რომელიც გამართულა
კათოლიკებსა და სომხებს შუა, მაგრამ უნდა მოითმინოს, რადგან ქვეყნის საქმეები
ასე თხოულობსო; გარნა შედეგი კარგი იქნება, თუ პატრებისა და თუ მათის
ერისათვისო". ამის შემდგომ, პირველად უფრო დიდის უსამართლობით და
სიფიცხით დაუწყო დევნულება საწყალ კათოლიკებს, რაის გამო დაემსგავსა
ტირანსა.
„ამით არ დასრულდა ერეკლეს უსამართლობა. სომხების სხვა კაი დაპირების
გამო დაჰყვა მათ და კათოლიკების წინააღმდეგ გამოსცა რამდენიმე უბოროტესი
ბრძანება ჯოჯოხეთისაგან ჩაგონებული. ამ ბრძანების ქაღალდებში ჯერ
ჩამოთვლილი იყო მოჭორილი ამბები ჩვენის კათოლიკე სარწმუნოების
წინააღმდეგ, ათას გვარ სიბოროტეს ამბობდა, და ბოლოს უღმრთო ბრძანებას
იძლეოდა, თუ მომავალში რომელიმე სომეხმა კათოლიკობა მიიღო, ორი თვით
სატყვეოში იქმნება ჩაგდებული, სადაც მარტო წყალი და პური ექმნება, შემდგომ
ორი თვისა გაიწკეპლება 300 კაცის მიერ, ჩამოერთმევა მთელი თავისი ოჯახობა
და ბოლოს განიდევნება სიკვდილამდე ერთ დაბაში, საიდამაც ვერ შეიძლებს
გაქცევასო. ხოლო იმ პატრმა, რომელიც ვისმე გადაიყვანს სარწმუნოებაზე უნდა
გადაიხადოს 50 თუმანი, ანუ 500 სკუდი ჯარიმად და შემდგომ, გაკიცხული, უნდა
გაიდევნოს მეფის ქვეყნისაგანო. აი მოკლედ ეს ბრძანებული ბრძანება, რომელიც
ერეკლემ სარფისა და ფულის გულისათვის გამოსცა...”
იგივე პატრი განაგრძობს, რომ ერეკლე შემდგომ თავის მხლებლებით რაღაცა
საქმეების გამო, გორს წასულა, მოუსაქმებია, დაუწყვია იქაური
კათოლიკებისათვისაც ისეთივე დევნულება, როგორიც იყო ტფილისში. ამის
შემდგომ გარეგნად ცოტათი დამცხრალა დევნულება, მაგრამ ეჩმიაწინის სომეხთ
პატრიარქი ეკკლესიებში წასაკითხავად უწყვეტლივ კონდაკებს იწერებოდა, რათა
ხალხი უფრო აეღელვებია კათოლიკების წინააღმდეგ, და უკრძალავდა მათ
კათოლიკებთან დაახლოვებას და თვით მათთვის სალამის მიცემასაც; ეგრეთვე
ეძებდა ყველა საშვალებას, რათა მისიონერები გაედევნებინა იქიდგან. თვით
ახალციხის კათოლიკებიც დიდ შიშში იყვნენ, რომ მათთვისაც არ დაეწყოთ
ხელახლავ დევნულება, რადგან პატრიარქი ამისათვის დიდ ფულს ხარჯავდა. იმავე
დროს ქართველთ კათოლიკოსმა ურჩია პატრს მისიონის სასარგებლოდ, რომ
კოსტანტინეპოლში მყოფ საფრანგეთისა და ავსტრიის ელჩებმა მოსწერონ
ერეკლესა და ეჩმიაწინის პატრიარქს და საყვედური გამოუცხადონ კათოლიკების
ასეთის დევნულებისა გამო. წერილებს დიდი გავლენა ექმნებათ და დიდათაც
სომხებს დაამდაბლებს; ეგრეთვე იმ ორის მთავრების დიდი შიში აქვს
ერეკლესაცო.
ამნაირი სამწუხარო ამბავისას ჩვენის მხრით, ჩვენ არას ვიტყვით. აზრის
დასკვნა მკითხველისათვის მიგვინდია.
ამ მოულოდნელმა და სამწუხარო ამბავმა რომი მეტად დააღონა.
პროპაგანდამ 31 აგვისტოს 1776 წ. კაფუცინებს მოსწერა ნუგეშის წერილი და
შეჰპირდა, თქვენს შესაწევნად ყოველ გვარს ღონეს ვიღონებთო.
თუმცა ისეთის ოსტატობით დაწყებული დევნულება პირველში ცოტა
შეჩერებულა, მაგრამ ერთიან არ დამცხრალა. ცოტა შემდგომ კვალად
გაძრიელებულა და განუგრძვია უწინდელი მტარვალობა. ხსენებული პატრი
დომინიკე, 24 იანვარს 1777 წ., ამ დევნულების ამბავს მოკლედ სწერს ესრედ
რომს: „ამ უპატრონო კათოლიკების დევნულება დღესაც ისე გაცხარებულია,
როგორც იყო გავლილს წელს წყალობითა ეჩმიაწინის მწვალებლის პატრიარქისა,
რომელმაც მრავალის საჩუქრის ძლევით ისე დაიმონავა მეფე ერეკლეს ნება, რომ
რაც უნდა და რასაც ჩააგონებს თავისი გაბრაზებული გული, იმას აქმნევინებს.
ესეთის გაამაყებული უფროსის დასამდაბლებლად სხვა საშვალება არ არის მის
მეტი, რომ ერთ-ერთი კათოლიკე ელჩის შუაკაცობით მიეწეროს ოსმალეთის
მთავრობას და ეთხოვოს ძალა დაატანოს კოსტანტინეპოლელ პატრიარქს, რათა
თავისი ერით მიჰმართოს ეჩმიაწინის პატრიარქს, რომელზედაც დამოკიდებულია,
კათოლიკების დევნულება შეაჩეროს საქართველოში და ოსმალეთმაც არ სდევნოს
მათი ქვეშევრდომები კოსტანტინეპოლში" .
1777 წ. 8 ოქტომბერს, ერთი, ჩვენთვის უცნობი პირი, ლავრენტი ბარლეთი
ლიონიდან რომს წერილთან ერთად ჰგზავნის ერთს ქართველს ყმაწვილს,
რომელიც ლივორნამდე ერთ კაფუცინს მიუყვანია. იმ ახალგაზდა ქართველის
სახელი და სამშობლო ქალაქი არა სჩანს.
ზემოთ მოყვანილის სურათის შემდეგ უნდა წარმოვიდგინოთ ერთი სხვა არა
ნაკლებად გასაკვირველი, მაგრამ მისი წინააღმდეგი, ამბავი. უნდა მოგახსენოთ ის
ამბავი, რომ ერეკლემ კათოლიკების სასარგებლოდ უფროსი პატრი თავისთან
დაიჭირა და ევროპაში არ გაუშვა. ამ გარემოებას თვით იგივე პატრი დომინიკე
რომსა სწერს 10 აპრილს 1779 წ.: „სისწრაფით მოვემზადე წასასვლელად
კოსტანტინეპოლს, სადაც იმედი მქონდა მიმესწრო ჩვენის მისიონერებისათვის,
იქვე მიმეღო ჩემი მორჩილების ქაღალდი, რათა იქიდგანვე გავმგზავრებულვიყავი
ევროპას. მაგრამ რის წასვლა? წასვლისათვის დანიშნულ დროს ერთის დღის
წინეთ ერეკლე წინააღმდეგი გაუხდა ჩემს გარდაწყვეტილებას, ორი თავისი
ოფიკალი გამომიგზავნა და მაუწყა მიზეზი, თუ რისთვის არ მიშვებდა, შემდგომ
თვითონვე კერძოდ რა მიმიღო, მითხრა მიზეზი, უნდოდა ჩემი დარჩენა და არ
მიშვებდა. აი თვით მეფე ერეკლეს სიტყვები: „1) არ შემიძლია წასვლის ნება
მოქცეთ, რადგან ჩემთვის საჭირო ხართო; 2) ჩვენს ქართველ ერს, მღვდლებს და
მონაზონებს თქვენი აქ დარჩენა უნდათო; 3) თუმცა სომხები დიდი მტრები არიან
კათოლიკებისა, მაგრამ მაინც კი თქვენი პატივისცემა და დიდი სიყვარული აქვსთო;
4) თქვენმა კათოლიკე ერმა თხოვნა მომცა, არ გაგიშვათ, რადგან წინათვე
ჰსცნობენ იმ სულიერ ვნებას, რომელიც მიადგებათ თქვენის წასვლითო; და ესე
დააბოლოვა: ძალას ვერ დაგატანთ, თუ თქვენის სიყვარულის გამო და თუ
იმიტომ, რომ ჩემი ქვეშევრდომი ხართ, გარნა თუ ჩემი ნების წინააღმდეგ წახვალთ,
წინათვე ვხედავ, რომ ხელახლავ ბევრი უსიამოვნება დაიბადება სომხებსა,
რომლებიც მეტად ბევრნი და ძლიერნი არიან ამ ქალაქში და კათოლიკებს შორის,
რომლებიც ცოტანი არიანო, ამისათვის ამ თქვენ კათოლიკე ერს რა ზარალიც
შეემთხვევა თუ ხორციელი და სულიერი ყველას მიზეზი თქვენ იქმნებით, თუ
წასვლაზე ხელი არ აიღეთო”. ვერ წარმოიდგენთ, თუ რაოდენი ვეხვეწე ხსენებულ
მეფეს, რომ დამეყოლებინა და ჩემთვის ნება მიეცა, აღმესრულებინა ჩემი
გარდაწყვეტილი მგზავრობა. მაგრამ ის სულ იმეორებდა ზემოდ ხსენებულ
მიზეზებს, და დასკვნას, და დამპირდა, მერე კი გაგისტუმრებო".
კაფუცინის ისეთი მოქცევა აქ დარჩენაზე, რომს დიდად ესიამოვნა, რადგან
ცხადი იყო, მეფე და ერი იმიტომ ეხვეწებოდენ დარჩენას, რომ კარგ გამგედ
სცნობდნენ. ამიტომ პროპაგანდა ამავე წელს თავის კმაყოფილების წერილს
ჰსწერს ამ პატრსა.
საწუხაროდ, სრული სია გვაქვს ყველა იმ ქართველებისა, რომლებიც
პროპაგანდის კოლეგიაში წასულან და გაწვრთვნილან. გარნა რაც კი ვიშოვეთ მათ
შესახებ, ცხადად გვიჩვენებს, რომ ბევრ ქართველობას განუცხადებია სურვილი
ევროპაში გაწვრთნისა და სამღვდელო წოდების მიღებისა, რაიცა მოწმობს ჩვენის
ერის სწავლისა და სარწმუნოების ნამეტნავ საყვარულს, ხშირად პროპაგანდა
უშლიდა მისიონერებს, მის დაუკითხავად რომს არ გაეგზავნათ ქართველი
ყმაწვილები. გარნა კაფუცინები, მსურველთა სიმრავლის გამო, ხშირად
ყურადღებას არ აქცევდენ ნაბძანებს და რომის დაუკითხავად პირდაპირ გზავნიდენ:
თუმცა რომიც ზოგჯერ ან უკან აბრუნებდა, ან კარგა ხანს აცდევინებდა და მხოლოდ
შემდგომ ღებულობდა. ერთი შესანიშნავი რამ ისიც არის, რომ კოსტანტინეპოლის
ლათინის ეპისკოპოსიც საკმაოდ ხელს უწყობდა ქართველებს რომს წასასვლელად
სწავლისათვის. მაგალითად მოვიყვანთ კოსტანტინეპოლის არქიეპისკოპოსის წიგნს
რომს ქართველთა გაგზავნის შესახებ:
„ფრიად პატივცემულო მამაო, ვინაიდან მაგ კრებამ მიიღო მოწაფედ
ახალგაზდა ქართველი პეტრე ხუციანთი, ამიტომ ეს ამბავი ვაუწყე მშობელს, იმანაც
მაშინვე მოუმზადა ხარჯი, ტანსაცმელი და რაც საჭირო იყო მგზავრობისათვის.
ხვალ, ამ თვის უკანასკნელ რიცხვს, აპირობს სმირნას წასვლას, სადაც იშოვის გემს
ევროპაში წასასვლელად, რადგან აქ არ იშოვება. ეს ყმაწვილი, როგორათაც
ნახავს თქვენი უმაღლესობა, ჯანმრთელია და ეგრეთვე კაი ზნეობისა. ამიტომ
იმედი მაქვს, მისიონის სასარგებლოდ კარგად დაწინაურდეს. ამ შემთხვევისაგან
ვსარგებლობ და გულ-წრფელად აღვიარებ თქვენს მონად ჩემს თავს და ღრმად
თავს დაგიკრავ. კოსტანტინეპოლი, 30 დეკემბერს, 1799. ანტონ ფრაკია,
არქიეპისკოპოსი და პატრიარქის მონაცვლე".
ზემოთ ვნახეთ, რომ იმერეთსაც მიიწვიეს კვალად კაფუცინები და დაუბრუნეს
ადგილები იმ დროს, როდესაც კათოლიკოსად იყო გაკათოლიკებული ბესარიონ.
კაფუცინებმა ფეხი მოიკიდეს იქ, მაგრამ გამუდმებულის ომების გამო, მისიონის
საქმე ისე კარგად ვეღარ წავიდა, როგორც ქართლში. სოლომონ მეფემ,
მოქალაქობრივ საქმეთა გამო, თუმცა დასაჯა გაკათოლიკებული როსტომ
ერისთავი და ბესარიონის მაგიერ დასვა კათოლიკოსად თავისი ძმა იოსები,
როდესაც ხელახლავ დაიპყრო თავისი სამეფო, გარნა კათოლიკობას არა რაი
ავნო. თუმცა თვით ბევრს არაფერს ეწეოდა მისიონერებს, როგორც სხვა ქართველი
მეფეები, მაგრამ თავისუფლებას კი აძლევდა კათოლიკობის გასავრცელებლად.
ხოლო მისი ძმა, ახალი კათალიკოსი, კაის თვალით არ უყურებდა კათოლიკობას,
მაგრამ კი არცა დევნიდა. როგორც სჩანს კაფუცინებს, ონის გარდა, სხვაგანაც
დაუარსებიათ მისიონი, ქუთაისი რომ არ ვახსენოთ. იმერეთის კათოლიკეთა
შესახებ ეს შემდეგი წერილი გვაქვს, რომელიც რომს 1779 წ. პატრი ანდრიას
მიუწერია.
„ერთ პატარა სოფელში იმერეთს, რომლის მეფე სოლომანმა ეხლა პაპს
გაუგზავნა წიგნი, სამხრეთ კავკასიის მთების ძირში, გონიას37 ერთი სუსტი მისიონია.
ამ ჟამად იქ მკვიდრი კათოლიკები არ არიან; ხოლო კათოლიკე ვაჭარი სომხები
მიდი-მოდიან, მის ახლოს არიან განყრილნი ბერძნის ტიბიკონის რავდენიმე
ბატონები, რომელთა შორის რავდენიმე კათოლიკეც მოიპოება. იმათ სულიერ
შემწეობას აძლევენ ახალციხეში მყოფი მისიონერი კაფუცინები, რომელნიც
წამლობის მიზეზით მიდი-მოდიან, როგორათაც მოითხოვს გარემოება. ეს
კათოლიკები ახალციხიდგან სამდღენახევრის სავალზე არიან. იმერეთის მთავარ
ქალაქს ქუთაისს, რომლის გარეშე (ახლო-მახლო) ხშირად იმყოფება ხსენებული
სოლომონ მეფე, არის ერთი კათოლიკე ეკკლესია თუთხმეტი მოსახლე
კათოლიკეთი, ეგრეთვე არიან წამსვლელ-მომსვლელი ვაჭრებიც. ამათ სულიერ
საჭიროებას უსრულებენ ხან ერთი კათოლიკე მღვდელი, ხან ახალციხეში მყოფი
კაფუცინები, რომლებიც დღე-ნახევარის გზით შორს არიან. აქ კაფუცინები თუ
სამუდამოდ ვერ დამყარდენ, მისი მიზეზია ცვალებადობა იმერთა, რომელთაც
განყრილ ბერძენთა ტიბიკონი აქვსთ და რომლებიც ხან ეხვეწებიან, რომ მათთან
მივიდნენ, და ხან კი ისტუმრებენ, მაგრამ პატივითა. ორჯელ ვიყავი იქ და
ყველაფერი ვსცანით. ჩემის აზრით, კარგი იქნება კაფუცინები ხანდახან წავიდოდენ
ხსენებულ მეფესთან საწამლებლად, რადგან მისი მომადლიერება დიდათ
გამოადგებათ. სოლომონმა ვგონებ, ახლა გონიაში დააყენოს ორი პატრი, გარნა
ჩვეულების დაგვარ, ბევრ ხანს არ გასტანოს მისმა სიკეთემ; მაინც არა უშავს რა,
ისევ დაბრუნდებიან ახალციხეს; ხოლო შემდგომ, როდესაც დასჭირდებათ ექიმები,
კვალად მოუწოდებენ, როგორათაც აქამდე მუდამ შვრებოდენ".
იგივე პატრი ცოტა ხანს უკან კვალად, აუწყებს რომს, რომ კაფუცინები
იმერეთში დამყარდენ და იმედია დიდი ნაყოფი გამოიღონო. თანაც შემწეობასა და
ახალი მისიონერების გამოგზავნას სთხოვს.
აწ მოვიყვანთ სოლომონ მეფის წერილს, პაპი პიო VI-სადმი მიწერილს. თუმცა
შიგ ბევრი არაფერია, მაგრამ ინტერესი მაინც არ აკლია, რადგან შიგ საკმაოდ
იხატება ის რიდი და პატივი, როგორსაც საქართველოს სხვა მეფენი უცხადებდენ
რომის პაპს.
„მათს უწმიდესობას პაპს პიო მეექვსეს.
„უწმიდესსა და უნეტარესსა. წმიდათა. მოციქულთა. ყოვლისა. ქრისტიანობისა.
განმანათლებელთა. პეტრესა და პავლესა. დიდსა. საყდართა. და პატიოსანსა
ეკკლესიასა. ზედ მჯდომარესა დიდისა. ქალაქისა. რომისა. მპყრობელ. განმგესა.
ყოვლისა. დიდებითა: აღსავსეს. უფალს. ბატონს. ჩვენ. მაგათი ჟამ მარად
სამსახურისა. და. კარგად ბძანების. წადიერი. სრულიად. იმერეთის: მეფე.
სოლომონ. წმინდას. მარჯვენას. ჴელს, მთხოვენას. მოვახსენეხთ. ვიკითხამთ.
მაგათის: უწმიდესობის. მშვიდობის. ამბავს: ვითხოვთ. უფლისა: ჩვენისა იესოს.
ქრისტესაგან. გვეუწყოს: ამას მოვახსენებთ მათს უწმინდესობას: ჩვენდა: ჩვენი.
ქვეყანა: ყოველთვის. ბრძოლით. უსჯულოთაგან: დიაღ შეიწროებულია. რათა.
მოხედოთ. სხვას. ამას: მოგახსენებთ: ვედრებას ვყოფთ. წინაშე. მათსა: ორი. აქიმი.
ასრეთი გვიწყალობოთ. ყოვლის სნეულობის. თიაქარის: ჩამოსულის. თუ
ჩამოუსვლელის. კარგად იცოდეს: თქვენეულად. თქვენ რომ. გეკადრებათ. ერთი.
სათიც. კარგი. გვიბოძოთ: ბატონო: აღიწერა: თვესა აგვისტოს. კე: ქ ̃კს: უ. ჲ. ხ.".
(1779).
ამ წერილს რომის არხივებში ვეძებდით, მაგრამ პარიზის ბიბლიოთწკაში
შევხვდით იტალიანურ თარგმანითურთ. ვერ გამოვიკვლიეთ ის, რა შემთხვევისა და
მიზეზების გამო წაუღიათ ეს წერილი რომიდან პარიზს. აგერ ესეც ერთი ცხადი
37 ბათომის ოლქში
საბუთი იმისი, რაც წინეთ გამოსთქვით, ესე იგი დაღუპისაგან საქართველოს
შესახებ საბუთები რაც გადარჩენილა, ყველა თავის ადგილზე არ არიან, არამედ
აქეთ იქით გაფანტულა. რაისგამო დიდი დრო და განწირული შრომა უნდა, რომ
კაცმა შემოჰკრიფოს ყველა, რაც კი დღეს სხვა-და-სხვა ადგილს არსებობს მეთქი.
პაპმა საჩქაროდ უპასუხა მეფეს შემდეგის წერილით:
„ბრწყინვალეს და უძრიელეს სოლომონ იმერეთის მეფეს.
„პაპი პიო მეექვსე.
„ბრწყინვალე და უძლიერესო მეფევ, მშვიდობა და ღვთის მადლის ნათელი,
დიდად განვიხარეთ თქვენის წერილით, ბრწყინვალე და უძლიერესო მეფევ,
რადგან ამ წერილით გვიცხადებთ ჩვენს შესახებ რა აზრისაც ხართ და თანაც
გვაუწყებთ თქვენის მდგომარეობის ამბავს: ეგრეთვე ზრუნვით და მეგობრულად
გვთხოვთ შეგატყობინოთ ჩვენი ამბავი. ხოლო ჩვენთვის დიდ სამწუხროდ შეიქმნა
ისა, რომ თქვენ და თქვენი სამთავრო ურწმუნოებისაგან დიდად შეწუხებულია.
ესეთი მგომარეობა ცხადია მოითხოვს თქვენგან დიდ ზრუნვას და გამუდმებულ
სიფხიზლეს. ვევედრებით ღმერთს, რათა მოგანიჭოსთ ჭეშმარიტი და მკვიდრი
მშვიდობა, რომლის მოპოება მხოლოდ შეიძლება მისივე ზეციერის მფარველობითა
და მადლით. ხოლო იმის შესახებ, რომ ჩვენის ამბის შეტყობას ნატრობთ, ღვთის
შემწეობით ჯანის სიმრთელით კარგათ ვართ, გარნა გონებით მუდამ ვწუხვართ და
მუდამ ზრუნვაში ვარათ მართვისათვის ამ მსოფლიო ეკკლესიისა, რომლის
მთავრად ღმერთმა დაგვადგინა. უფროსი ერთად ეს გვნებავს გამოგიცხადოთ და
დაგარწმუნოთ, რომ მეტად მოხარული ვართ, რომ სიკეთე გნებავსთ ჩვენის
საყდრისა და ჩვენთვის, ეწევით და იფარავთ ყველა კათოლიკებს და მეტადრე
მისიონერებს. რასაც თქვენ თავად ჰყოფთ გევედრებით, რათა, ჩვენის გულისათვის,
უფრო გულმოდგინედ განავრცოთ შემდეგშიაც მისი ქმნა; რაის გამო ჩვენც
უმეტესად ვნატრობთ ღმერთმა აღგავსოთ ყოველ ნაირის ბედნიერებით. ამ ჩვენი
გრძნობის თქვენდამი გამოცხადებისათვის, დიდის სიამოვნებით ვისმენთ თქვენს
სათხოვარს ერთის ექიმის გამოგზავნის შესახებ. თქვენის წადილის კმა საყოფლად,
რაოდნათაც შეგვიძლია, ვეცდებით. ეხლა ვბრძანეთ, წარმოგივლინონ საჩუქრად
საათი. გვნებავს ეს საათი შეინახოთ იმის სახსოვრად, რომ თქვენთვის ვზრუნავთ.
კვალად ვევედრებით ყოვლის მპყრობელს ღმერთს, დიდ ხანს გაცოცხლოსთ
უვნებელის სიცოცხლით, და უდიდესად წარუმართო ყველა თქვენს საქმესა და არ
მოგაკლოსთ თვისი მადლი. რომით. 27 იანვარს 1781 წ. მღვდელ მთავრობის
მეექვსე წელს”
შევნიშნოთ, რომ პაპი პიო VI გარდაიცვალა 1779 წ. მაშ ეს წერილი
დაწერილია იმ დროს, ხოლო პაპის სიკვდილის გამო, წერილს ბოლოს აღნიშნულ
დრომდე დაუგვიანებიათ მისი გაგზავნა. ან არა და უნდა ვსთქვათ, რომ, რადგან
სოლომონმა პიო მეექვსეს გაუგზავნ ამიტომ პასუხზე სახელი იმ პაპისვე დააწერეს
და არა პიო მეშვიდესი, რომელიც იმ დროს იყო არჩეული.
პაპის დაპირების თანახმად პროპაგანდა შეუდგა ექიმების ძებნას, მაგრამ,
როგორც თეიმურაზ პირველის დროს, ისე ახლაც გაძნელდა მათი შოვნა. რა კი
ფულის საქმე იყო, წასვლას ადვილად თავზე არავინ ღებულობდა, რადგან არ
იცოდენ, თუ რა ჯამაგირს მიიღებდენ მეფისგან. ბევრი ძებნის შემდგომ აღმოჩნდა
ერთი ფრანგი და იქ წასვლის სურვილი გამოაცხადა. იგი იყო ავინიონის
უნივერსიტეტის პირველი ექიმი პენიერ დელონგშან. იმისა და პროპაგანდის შორის
მიწერ-მოწერა გაიმართა. პროპაგანდა მზათ იყო ყველაფრით დახმარებოდა და
მალე გაესტუმრებინა. სხვა ცნობები არა გვაქვს, ამიტომ არ ვიცით, თუ ეს ექიმი
როდის მოვიდა იმერეთს. ხოლო მეფის წიგნი და მის საჩუქრად საათი
საქართველოში მიიტანა ქართველმა კაფუცინმა გორელმა ანტონამ, რომელიც
ტფილისიდგან კაფუცინებმა რომს გაგზავნეს 1779 წ. რაღაცა საჭირო საქმის გამო.
კაფუცინების წერილებში მოხსენებულია, რომ ტფილელ ანტონას 1781 წ.
რომის მონასტერში კაფუცინების სამოსელი შეუმოსია. არა სჩანს-კი, თუ როდის
დაბრუნებულა საქართველოში. ეს მეოთხე ქართველია, რომელიც კაფუცინთ
ორდენში შესულა. შეიძლება კიდევ სხვანიც ბევრნი იყვნენ მათ მონასტერში
შესულნი, მაგრამ არავითარი ცნობა გვაქვს მათი.
სომხების მტრობამ და დევნულებამ მაინც ერთიანად ხელი ვერ შეუშალა
კაფუცინებს, რომლებსაც არა მარტო ჰყავდათ მორწმუნე კათოლიკები ყველა
წოდების წრეში, არამედ ჰყავდათ ეგრეთვე ყმებიცა. მის შესახებ წარმოვადგენთ
თვით ერეკლე მეფის სიგელს, რომლითაც ათავისუფლებს ხარჯისაგან მათ ყმებს:
„ქ: ჩვენ საქართველოს. მპყრობელ-მქონელმან. იესიან დავითიან
სოლომონიან პანგრატოვანმან. მეფემან და თვით ჴელმწიფემან მეორემან
ირაკლიმ. ესე წყალობის წიგნი და სიგელი გიბოძეთ თქვენ პატრი უმფროსს
ანდრიასა და ერთობილ პატრებსა. ასე, რომ ვინცავინ თქვენი ყმანი ან აქ ქალაქში
და ან გორში იმყოფებიან. ამ თქვენს ყმებს არა ხარჯი და არა გამოსაღები არა
სათხოვარი და ბეგარა არა ეთხოვებოდეს რა. და არცა რა გამოერთვასთ.
სალეკოსა და მორიგის მეტი. რაც შეიძლება ჰქონდესთ თავიანთის შეძლებით
სალეკო გამოიღონ და მორიგეთ გამოვიდნენ. ამას გარდა არაფერი არა
ეთხოვებოდესთ რა ვერცარავინ რამ გამოართვასთ და ვერც არავინ შეაწუხოს. და
რომელნიც აქ ქალაქში ან გორში მებაჟები იმყოფებოდეთ თქვენთვისაც ასე
გვიბძანებია. რაც ბაჟი ეჩმიაწინის ყმებსა და თუ სხვა ეკკლესიების ყმებს
ერთმეოდესთ, ამათს ყმებსაც ის ბაჟი უნდა გამოართვათ. თუ მეტი გამოართვით
რაიმე ჩვენგან დიაღ საწყენო იქნება და კიდევაც გარდაგახდევინებთ. ქალაქისა და
გორის მოურავნო და მელიქო და ან ვინცა ვინ ჩვენი მოხელენი და ჩვენგან
გამოგზავნილნი იასაულნი იქნებოდეთ. თქვენც ასე იცოდეთ. ამ პატრების ყმებს
არაფერი არა ეთხოვებათ რა და ვერცა რას გამოართმევთ და ვერცა რას
შეაწუხებთ. თუ ან ჩვენმა მოხელემა და ან ჩვენმა იასაულმა ამათი ყმები შეაწუხეთ
და ან გამოართვით რამე და ან შესცოდევით ვინმე, ჩვენი დიდი საწყენო იქნება და
არც მოგიტევებთ ასე იცოდეთ. აღიწერა წელს. ჩ. ღ. პ. ა. თვესა ნოემბერსა ა ̃კ:
ქ’კს. უჲთ: [ბეჭედი ერეკლესი]”. ხოლო გვერდზე აწერია ესეც: „ქ. ჩვენ
საქართველოისა. და. კახეთის დედოფალთ. დედოფალი ბატონის დადიანის
ასული. პატრონი. დარეჯან. ამ ბატონისაგან ბოძებულს წყალობის წიგნს.
ვამტკიცებთ. ნოემბერს კე. ქ’ კს უჲთ”.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ პატრების ყმები ბლომად უნდა ყოფილიყვნენ, რადგან
მეფეს ისინი სხვა ეკკლესიების ყმებთან გაუთანასწორებია. ეგრეთვე არც ეჭვი
გვაქვს იმისი, რომ იმათგანი ყველა თუ არა, მომეტებული ნაწილი მაინც კათოლიკე
უნდა ყოფილიყო. რადგან ხშირად, როგორც ზემოთაც მოვიხსენიეთ, ყმები
ბატონებს სარწმუნოებითაც უერთდებოდენ.
ზემოთ ვნახეთ, რომ კაფუცინი პატრი დომინიკე ერეკლემ არ გაუშვა მის
სამშობლოში. ახლა თვითონ ჰგზავნის ევროპაში თავის საჭირო საქმებისათვის.
ამის შესახებ გვაქვს პატრი მავრის წერილი, რომელიც კარდინალს მისწერა 14
მარტს 1781 წ. და რომელიც საკმაო ცნობებს გვაძლევს. რადგან უმნიშვნელო და
უინტერესო არ იქმნება, მთლად ტექსტითვე მოგვყავს.
„თქვენო უაღმატებულესებავ, აქაურის დამოუკიდებულის პატრონის ერეკლე
მეფის პატიოსანმა ბრძანებამ მომცა შემთხვევა წერილით მივმართო თქვენს
უმაღლესობას.
„მათ იმპერატორებრივ ხელმწიფებასთან მეფეს ჰქონდა საჭირო საქმეები.
ნაუფროსალი პატრი დომინიკე თრიესტელი რა ბრუნდებოდა თავის პროვინციაში,
საჭიროდ სცნო და იმას მიანდო მათ გარიგება, რადგან მისი ძრიელ ერთგული
მეგობარია, გარდა ამისა ბრძენი, მეტად მარჯვე და მტკიცე ასეთ ძნელ და საჭირო
საქმების გარიგებაში. ამიტომ მას უბრძანა, რათა პირველად მოვიდეს რომს და
მოგართვას ეს ჩემი წერილი, რადგან მეც მიბრძანა თქვენთვის მეთხოვა, რათა ეს
პატრი, მიუხედავად მისი პირადის ღირსებისა, რომელიც აქ დიდი ხნის
მისიონერობით შეიძინა, მიიღოთ ვითარცა მისგან წარმოვლენილი პირი თქვენდამი
თავისი ერთგულობისა და პატივის გამოსაცხადებლად და ამავე ნაირად
წარადგინოთ იგი მათის იმპერატორობის წინაშე, რათა შეიძლოს მის სხვა და სხვა
საჭირო საქმეთათვის მოლაპარავება.
„ამ მხრით მეფე კვალად ევედრება თქვენს უმაღლესობას, რომ გაატანოთ ამ
პატრს იმპერატორისადმი თავის გასაცნობელი წერილი, რომელმაც იმპერატორს
გული აღუძრას მაგაზე და ჩააგონოს ის პატივი და ნდობა, რაც კი მოითხოების
იმისთანა ღირსების პირთან საჭირო საქმეთა გასარიგებლად.
„ეს მთავარი მადლობის და სიკეთის გამოსაცხადებლად პირობას იძლევა
მტკიცედ და მართალის გულით მუდამ დაიფაროს აქ კათოლიკობა უკეთესად და
მიაგოს ყოველგვარი სამსახური, რაოდნადაც-კი შეიძლებს. ეგრეთვე მეფე ამბობს
და კიდევაც ფიცსა სდებს, თქვენს უმაღლესობას არას დროს დანანდეს ყოველი
სამსახური, რასაც იმას გაუწევთ იმპერატორის წინაშე; მალეც ნახავთ, რომ
საქმითაც გადაგიხადოსთ თქვენის სამსახურისათვის.
„რაც დავსწერე ყოველივე თავისი პირით მითხრა თვით ერეკლე მეფემ. მაშ
მისი ნათქვამია. ამიტომ ვევედრები თქვენს უმაღლესობას, მიიღოთ წერილი,
როგორც ჩემი დაწერილი, მაგრამ აზრი კი მეფისაა, რომლისაგან დიდათ ვართ
დავალებული”.
პატრი დომინიკე მისულა კოსტანტინეპოლს 20 ივნისს 1781 წ. და იქვე
გარდაცვლილა 3 ივლისსა. თან ჰქონია ერთი წერილი ერეკლესი ავსტრიის
იმპერატორთან. არა სჩანს, თუ რა იყო იმ წერილის შინაარსი. ხოლო
მიცვალებულის პატრის კოსტანტინეპოლში ნალაპარაკევისაგან სჩანს, რომ
ეკკლესიის დაბრუნებაც უნდა ყოფილიყო სალაპარაკო. პატრს იქ უთქვამს
კაფუცინი ძმა ფორთუნათოსათვის, რომ ერეკლეს უნდა მოიშოვოს ერთი წერილი
რომელისამე ხელმწიფისა ტფილისის ეკკლესიის დასაბრუნებლად, რათა
მოწინააღმდეგენი ჩააჩუმოს აიცილოს თავიდან არეულობა, რომელიც შეიძლება
მოხდეს თვინიერ ისეთის წიგნისა. ეგრეთვე ულაპარაკია, თუ 19 წლის
განმავლობაში როგორ დიდად დამეგობრებია ერეკლე მეფეს, რომელთანაც
ძმასავით ყოფილა იმ ზომამდე, რომ ერეკლე ერთ დღეს არ დადგებოდა უნახავად
და მასთან ულაპარაკოდო. ხსენებული ძმა ფორთუნათო, სიკვდილის შემდგომ,
უგზავნის კარდინალს აქ მოყვანილ წერილს იმპერატორის წიგნს და სთხოვს, წიგნი
იმპერატორს მიაწვდინოს. ერეკლეს გაგზავნილი წიგნი ვერ ვიპოვეთ.
ხსენებულივე ძმა ფორთუნათო 10 იანვარს 1782 წ. ჰსწერს რომში
საქართველოდან მიღებულ ამბავს, რომ ეჩმიაწინის სომხის პატრიარქს
ერეკლესათვის წინადადება მიუცია, საქართველოდან კაფუცინები განდევნე და
სამაგიეროდ ჩემი ხარჯით მოვიყვან ევროპიდან კარგს ექიმსო. ამ პატრიარქს კიდე
მიუწერია წერილი კოსტანტინეპოლში ექიმის გამოსაგზავნად. რა შეუტყვია იმ
კაფუცინს, შესდგომია ექიმ კაფუცინების შოვნას და გაგზავნას, რაის გამო
პროპაგანდა 6 ივლისს 1782 წ. მადლობას უხდის.
სომხები მაინც არ სცხრებოდენ და აწუხებდენ კათოლიკებს. უფროსი პატრი
ანდრია 25 აგვისტოს 1782 წ. გორიდან ჰსწერს რომში, რომ იანვარში სომხებს
გორის კათოლიკებისათვის დაუწყიათ დევნულება, ჩხუბი და სისხლის ღვრაც
მომხდარა. კაფუცინების ეკკლესიისათვისაც ქვები დაუშენიათ, რაის გამო
კათოლიკეთა მოწინავე პირები აქეთ-იქით გაქცეულან, ზოგნიც ჩასულან ტფილისში
და უჩივლიათ მეფესთან, რომელსაც შემდგომად გამოუცია ბძანება კათოლიკების
სასარგებლოდ.
რა საკვირველია, ერეკლეს დიდად ეწყინა თავისი ერთგული მეგობრის პატრი
დომინიკეს გარდაცვალება, რაის გამო მისი მინდობილი საქმეც გაუკეთებელი
დარჩა. ამიტომ გარდასწყიტა, პატრი მავროს გაგზავნა ევროპაში, რათა
დაახლოვებოდა ევროპის მთავრებსა. ამ გარემოებას უფროსი პატრი ანდრია 14
ნოემბერს 1782 წ. ესე აუწერს კარდინალს: „მეფე ერეკლე გაჯავრებულია ჩემს
გორში ყოფნაზე, გამოგზავნა 30 კაცი, ჩამომიყვანა ტფილისში და დამავალა, ორი
დღის განმავლობაში ვენას გამესტუმრებია პატრი მავრო ვერონელი მისკოვის
გზით. ეგრეთვე მომანდო, რომ მეთარგმნა წერილები, რომლებსაც უგზავნის ჩვენს
წმიდა მამას, საფრანგეთის მეფეს, სარდინიის მეფეს, ნეაპოლის მეფეს და ვენეციის
რესპუბლიკას. პატრი მავროს აბარებს, რომ, თუ იმპერატორთან გამირიგე საქმე,
მაშინ შეგიძლია თვითვე მიხვიდე სხვებთან და პირადად გადასცე ეს წერილები, ან
შეგიძლია გაუგზავნოო. როგორათაც გაუწყეთ აგვისტოში მათთან თხოულობს
დაკავშირებას და შემწეობას ურწმუნოთა წინააღმდეგ და ჰპირდება ჩვენი
ეკკლესიები დააბრუნოს. დიდის სიფრთხილით ვსთხოვე დღეს ეკკლესიები მოგვცეს
და კიდეც მომცა წერილი, რომელიც თავის ხელითვე დასწერა, რადგან ამისთანა
დიდად სადავიდარაბო საქმეში არ მიენდო თავის მდივანს; ეგრეთვე პირობას
იძლევა, აღმოგვიჩინოს მფარველობა წინააღმდეგ მწვალებელ სომეხთა მიერ
დევნულებისა.
„ხსენებულ პატრი მავროს მეც გავატანე წერილი იმპერატორთან რათა
მიიღოს იგი. ეგრეთვე პროპაგანდასაც ვთხოვე მისთვის დახმარება. თუმცა
ვალდებული ვიყავი თქვენთვის მეახლებინა თითო პირი ნათარგმნი იმ
წერილებისა, რომლებსაც მეფე ჰგზავნის, და მეტადრე ერთი პირი თავისი
მოცემული წერილისა ეკკლესიის დაბრუნების შესხებ, მაგრამ ვერ შევიძელი,
რადგან დრო არა მქონდა. გარნა თქვენს საუწყებლად მოკლედ მოგახსენებ, რასაც
სწერს და სთხოვს.
„მეფე ერეკლე მოხარკეა სპარსეთისა, რომელიც დღეს დაყოფილია უძლურ
სამთავროებად; ამის გამო დამოუკიდებულია, მაგრამ დასუსტებულია სკვითთგან
განუწყვეტელის რბევით; უნდა ვთქვათ, რომ დაიწყო ომი ოსმალეთთან, ამიტომ
თხოულობს ორ ჯარის გუნდს იმპერატორისაგან და ორ ჯარის გუნდს
საფრანგეთისაგან, ხოლო თითო გუნდს სარდინიისა, ნეაპოლისა და ვენეციისაგან,
თუ არა და ჯარის მაგიერად ფულის გამოგზავნას, რაც უფრო უჯობსთ.
შუამდგომლობას სთხოვს პაპსა მთავართა წინაშე; თვითონაც მზათ არის
შეუსრულოს იმ მთავრების ყოველი პირობა თუ სპარსეთის დასაპყრობლად და თუ
ოსმალეთის წინააღმდეგ დასახმარებლად მთელის თავისის ძალითა, დახმარებას
იმიტომ თხოულობს, რათა დააუძლუროს სკვითები, რომლებიც ძლიერ თავს
გავიდენ.
„ხოლო ეკკლესიის მოცემის წერილში გვპირდება, მომიხერხეთ ევროპის
მთავრობათ დავუახლოვდე და დაგიბრუნებთ ეკკლესიებს, ჩამორთმეულ სახლებს,
პატრებს და კათოლიკებს მფარველობას აღმოუჩენო. გვპირდება ეგრეთვე
ტფილისში მუდამ თავისი ხარჯით შეინახოს ექვსი პატრი და ამბობს ესე: თუ ეს
პირობა სავსებით არ აღგისრულეთ, მაშინ მე მტყუანი და ქრისტიანე მეფეთა
შებრალების უღირსი ვიქმნებიო. მე დარწმუნებული ვარ, რომ, თუ ყველას არ
აასრულებს, ეკკლესიებს მაინც მოგვცემს, ოღონდ კი თავისი წერილებით
მოიპოვოს რამ შემწეობა თუნდაც მცირედი.
„აწ იესო ქრისტეს სიყვარულისათვის ვევედრები მათ უწმიდესობას ჩვენს პაპს,
მოიქმედოს წინაშე ხსენებულის მთავრებისა, რასაც-კი ჩააგონებს თავისი ყოვლად
კეთილი გული.
„შემდგომ, ერეკლე მეფის წერილის პასუხად პაპს შეუძლია სთხოვოს 18
ეკკლესიის დაბრუნება. ეკკლესიების დაბრუნებას თუობით იმიტომ შეგვპირდა რომ,
როგორც თვითონ კერძოდ გამოგვიცხადა, მერე თავის სამღვდელოების წინაშე
თავი იმართლოს.
„მეორედ მოსთხოვოს მოსპობა ბრძანებისა, რომელიც მეფემ 1775 გამოსცა
პატრებისა და კათოლიკების წინააღმდეგ მწვალებლის სომხების სასარგებლოდ,
რადგან თავის დაპირების წერილში ეს არ არის ხსენებული. გარნა მისი მოსპობა
დიდად საჭიროა, ვინაიდგან, გარდა რიგი შეცდომილებისა, რომელსაც შეიცავს
სარწმუნოების წინააღმდეგ და გარდა მძიმე სასჯელისა, რომელსაც თვითეული
მიიღებს, ვინც კათოლიკე გახდება, კვალად ავალებს სასჯელად გადაიხადოს 350
რომაული სკუდი და განიდევნოს მისიონერი, რომელიც კათოლიკე სარწმუნოებას
შეუერთებს რომელსამე სომეხ მწვალებელს.
„აი ეს არის ჩემი აზრი, რომელსაც დავუმქვემდებარებ თქვენს უმაღლესს და
წმიდა მამის მსჯელობას, და მის წინაშე მდაბლად პირქვე დავრდომილი, ვითხოვ
მის წმიდა კურთხევას”.
ერეკლეს მიერ ევროპის მთავრებთან მიწერილები, გარდა ორისა, ხელთ არა
გვაქვს. ეს ორი წერილი ვენეციის რესპუბლიკისათვის გაუგზავნია. აი ისინიც:
„განათლებულთა მაგათ დიდსა ვენეციის ქალაქსა შორის შემძლებელთა
შეკრებულთა.
„მრავლის ჟამიდგან დაგვჭირდა, რათამცა ევროპიის თვითმპყრობელთა ყ ̃დ
მაღალთა კეისართა, და ყ ̃დ დიდებულთა ხელმწიფეთა, და მეფეთა, და
უგანათლებულესთა მაღალთა შეკრებულებათა ვაწყინოთ თავი და დამჭირნეცა
ჩვენი მოვახსენოთ, და რათამცა ჰყონ წყალობა. მაგრამ აქამომდე მძლავრთა
მტერთაგან ისმაიტელთა, და სხვათაცა წინაღმდგომთაგან ვერ მივიღეთ ჟამი.
„და არა დროსა შინა ვეწიენით მოწყალესათა ღვთისათა და მივიღეთ ესდენი
ბედნიერება, და, აწ დროსა ამას გაწყინეთ და განათლებული გონება თქვენი ნუ უმე
შევაწუხეთ, და გთხოვთ თქვენის განათლებულებისაგან რათა ახლა ღვთის
წყალობა აღიაროთ. და რომელიც ამ პატრი მავროსაგან დაბარებული აქვნდეს
წერილით თუ ზეპირად უნაკლულოთ მოიხსენოთ ჩვენად და რა გვარიც ჩვენის
სათხოვარის აღსრულება მოგახსენოთ, ის აღგვისრულოთ.
ჩვეჱნ თქუჱენს განათლებულებასთან სიშორით არაფერი სამსახური არ
მიგვიძღვის რა, მაგრამ ქრისტიანობისათვის და ერთა შეწუხებულთათვის იღვაწეთ
და ივახსეთ, ღვთისა თხოვილ ჩუჱნი აღგისრულეთ, და ესდენ უმრავლესთა
შეწუხებულთა ქრისტიანეთა გული თქუჱნთვის მოიგევით განათლებულებისა
მრავალნი თქუჱნნიც საქმენი წარგმართოსთ ღმერთმან ყოვლისა შინა, რადგანაც
აზიის ერთის კერძოდამ ევროპაში ვსახეთ შეწევნად, თქუჱნც რომ წყალობა
შეგიძლინთ ჩუჱნდა ჩვენს ერზედ თქვენიცა საკადრისი გვგონია, რომ ჩუჱნი
თქვენიან მოხსენებული თხოვილი აღგვისრულოთ. აღვასრულებთ თქუჱნს
განათლებულების იმდენ თავის წყენას.
„ვითხოვთ, რომ ეს მოხსენება თქუჱნს განათლებულს გონებას არ შესწყინდეს.
„განათლებისა თქვენისა უერთგულესი მეფე ქართლ-კახეთისა და სხვათა.
ერეკლე. ქ. თფილისს, ოქტომბრის 18 დღესა 1782 წ.”.
მისი მეორე წერილი იმავე მთავრობასთან:
„მათ განათლებულთა დიდსა ვენეციის შეკრებულთა.
„ქ. თუმცა ამ მოხსენებისათვის დიდად ვრცხობთ და ვეკრძალვით, მაგრამ
რომელიც ჩვენის ქვეყნის მწუხარება და შეჭირვება სხვას არ მოგვიხსენებია ის
მაკადნიერებს: ჩვენის სათხოვრის ჰაზრი ეს არის, ერთის პოლკის ჯარის ჯამაგირი
გვებოძოს, რომ კაცი ჩვენ ვიშოვოთ და იმ ჯამაგირით ის ჯარი გავაწყოთ ევროპის
რიგზე, რომ მტერი ამ ჯარის რიგის საბოლოოთ რომ სცნობს, ვერას დროს ჩვენს
მტრობას ვეღარ გაბედავს.
„მეფე ქართლ-კახეთისა და სხვათა ერეკლე. ოქტომბრის 18 წ. 1782".
ეს პატრი მავრო ტფილისიდან წასულა ამავე წლის 14 ნოემბერს. ერეკლეს
მისთვის პასპორტი 28 ოქტომბერს მიუცია, ეს პასპორტი დაწერილი ყოფილა
ქართულად, თათრულად და ლათინურად. სამწუხაროდ, როგორც წინეთ
გაგზავნილი პატრი დომინიკე, ისე ეს პატრი მავროც გარდაცვლილა გზაში მაისის
თვეს პოლონეთის ქალაქს ბერდიკცოვიაში (Berdiczovia). ამ ქალაქიდგან ორ
პოლონელ კაფუცინს წაუღიათ ყველა მისი ქაღალდები ვენას პაპის ნუნციოსთან და
უთქვამსთ მისთვის, რომ მიცვალებულ პატრი მავროს საქართველოს მეფისაგან
ბევრი რამ ჰქონია პირად დაბარებულიო. ეს ნუნციო 19 იანვარს 1783 წ. რომში
უგზავნის წერილს, რომელიც კარდინალის შესახები ყოფილა და რომელიც
მოვიყვანეთ ზემოთ; ხოლო დანარჩენი წერილები მარტო ქართულად ყოფილა.
ყველა გადაუცია ვენის მთავრობისათვის. მაგრამ ქართული არავის სცოდნია და
ამიტომ ვერ უთარგმნიათ წერილები. შემდგომ აღარაფერი სჩანს, თუ რა უყვეს
წერილები და რა შედეგი მოჰყვა მათ.
ეს ამბავი, ცხადია, ძრიელ საწყენად დაურჩა მეფე ერეკლეს, მერე იმისგამო,
რომ პატრი მავროს გამოგზავნას უფრო სჩქარობდა ერეკლე და დიდის
აღსწრაფებით მოელოდა რაიმე შემწეობას ევროპიდან ოსმალეთის წინაადმდეგ.
უფროსმა პატრმა მაინც კი მისწერა რომს, თუ ერეკლე მეფის წერილებმა მანდ
მოაღწია, სათანადო განკარგულება მოახდინეთო. ამასთანავე 19 ნოემბერს 1783
წ. რომში აუწყებს ტფილისის ამბავს:
„გავლილ წელს მეფეს მივართვი ერთი არზა, რომელშიც მოვახსენე, რომ,
რადგან ჩვენი ნადგომი სახლი ინგრევა, ჩვენს დასადგომად ერთი ადგილი ან
სახლი გვიბოძეთ მეთქი. მან საზოგადოებაში მითხრა, აღგისრულებ ყველას, რასაც
კი მთხოვო. ხოლო ცალკე საიდუმლოდ მითხრა, რომ მზათა ვარ ეკკლესიები
დაგიბრუნოთ, მხოლოდ დიდებულთა და სამღვდელოთა წინაშე თავის
გასამართლებლად მინდა, რომ ამის შესახებ ვინმე სახელ განთქმულმა მთავარმა
მომწეროს და მთხოვოსო.
„ვიდრე ეს მამა (ერეკლე) ცოცხალია, ეკლესიების დაბრუნება ადვილი საქმეა,
მერე კი გაძნელდება, რადგან მის უფროს შვილს ურჩია მისმა მოძღვარმა
ეკკლესიები არ დაგვიბრუნოს. მისი შვილის მოძღვარი არქიმანდრიტი
წინამძღვარია ჩვენგან ჩამორთმეულ ეკკლესიაში, საიდანაც თავის სარჩოს
შოულობს. მაშ კარგი შემთხვევა არის, რომ ზემო ხსენებულის საშუალებით
მოიპოვოთ ეს წყალობა. ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, წმიდა კრების
ნებართვით, მეორე გზის წარვუდგენ თხოვნას, სადგომი სახლი მოგვცეს; ამითი რა
თქმა უნდა, უარს არ ვყოფთ იმ სიმართლეს, რომელიც გვაქვს ჩვენის ეკკლესიების
მიმართ”.
რუსეთიდგან საქართველოში მოსულ ჯართან ყოფილა თავადის ერნესტო
რეინფელის (Reinfelis) უმცროსი ძმა კარლო ემანუელ ლანგრავო როტენბურგისა.
კავკასიის მთებზე ომში მოუკლავთ 1784 წ. ლეკებს. რადგან კათოლიკე ყოფილა,
ამიტომ ჯარის გენერალს უთხოვნია ერეკლესთვის, ნება უბოძეთ პატრებს ჩემი
მიცვალებული მათგან ჩამორთმეულ ეკკლესიაში დაასაფლავონო. ერეკლეს უარი
არ უთქვამს, ნება მიუცია იმ პირობით, რომ დასაფლავების დროს ეკკლესიაში
ლოცვები ჩუმათ სთქვან და არ იგალობონო.
ერეკლესვე რჩევით, პატრებს რუსეთში მისულის პოლონეთის ნუნციოსთვის
მიუწერიათ და უთხოვიათ, ეცადეთ, მთავრობას ერეკლესთან წერილი მოაწერინეთ
ეკკლესიების დაბრუნების შესახებ. იმასაც თხოვნა მიუნდვია თავადის
პოტემკინისავის, რომელიც შეჰპირებია. მაგრამ მალე მოსკოვში გადაუყვანიათ და
მისგიმო საქმე შეჩერებულა. მაშინ ერეკლეს უთქვამს პატრისათვის, თუ ეკკლესია
არ დაგიბრუნდათ, მისი ფასი მოგეცემათო. ამავე ნაირად უთქვამს მრავალ გზის მის
შვილს გიორგსაც. უფროსი პატრი რომში წიგნსა სწერს და რჩევას სთხთვს როგორ
მოვიქცეო. ეგრეთვე აუწყებს, რომ სრული ფასის გადახდას ვერ შესძლებენ, რადგან
მარტო ტფილისის ეკკლესია ოთხი ათას თუმნად ეღირებაო. ამის გამო პატრი იმ
აზრისა არის, რომ ფასი არ მიიღოს, არამედ ეკკლესიის დაბრუნება ითხოვოს.
1784 წ. ნოემბრის 20-ს პროპაგანდა სპარსეთს, ჯულფაში, სწერს
საეპისკოპოსოს იქ მყოფ ქართველ კათოლიკეთა ცოლებისათვის, რომლებიც
მაჰმადიანები ყოფილან. იმათ ზოგს მოუნდომებიათ მონათვლა და ზოგს არა.
ეგრეთვე ავედრებს იქ ახლად მოსულ ქართველ კათოკებს, ცუდი ყოფაქცევა
ამხილეთ და გაუსწორეთო.
1786 წ. 16 დეკემბერს, პროპაგანდა ეგრეთვე სწერს ტფილისში პატრი
ანდრიას და დიდ კმაყოფილებას უცხადებს სამეგრელოში ორის მისიონერის
გაგზავნის თაობაზე. იქ დადიანს თავისი ხარჯით აუშენებია მათთვის ეკკლესია,
ამიტომ დიდი ნაყოფის გამოღების იმედი ყოფილა. ამავე წლის 15 ნოემბერს ისვე
პატრი რომში სწერს, რომ ნიკოლოზ დადიანის ძმის მიცვალების შემდგომ
სამეგრელოს მისიონის აღარაფერი ამბავი მოდისო. ეგრეთვე აუწყებს, რომ ამავე
წლის 23 აპრილს იმერეთის მეფე სოლომონი. ერეკლემ აიღო ხელი
უსამართლობაზე და კაფუცინებს ძველებური მეგობრობით ეპყრობოდა და
მფარველობდა. მაგრამ სომხების სიბოროტეს და მტრობას არაფერი ეშველა და
დროს განმავლობამ ვერავითარი ზედმოქმედება იქონია მათზედ, არა სცხრებოდენ
და ყოველგვარ საშუალებას ეძებდენ მათ სავნებლად. მრავალ გზის
დასახელებული უფროსი პატრი ანდრია თავის ერთ-ერთ წერილში 31 მარტს 1786,
რომში სხვათა შორის, სწერს: „აქ ომების დევნულებას ემატება ეგრეთვე სომხების
დევნულებაც. ჩემს აქ არ ყოფნაში სომხებმა იყიდეს ჩვენს სახლზე მოკრული ერთი
სახლი იმ აზრით, რომ გააღონ სემინარია ყმაწვილების აღსაზრდელად; ნამდვილი
მათი აზრი კი ის არის, რომ განუწყეტელი ჩხუბი იყოს კათოლიკე ბავშვებსა და
მწვალებელ ბავშვებს შუა ადგილის სიახლოვის გამო. რადგან ისე ახლოა, რომ
მათ ჩვენი ლოცვა ესმისთ და ჩვენ მათი გაკვეთილები. ამის გამო მივმართე მეფეს,
რომელმაც, რა სცნო სომხების ეშმაკობა და მათი ბოროტი აზრი, ჩვენს
სასარგებლოდ გადასწყვიტა საქმე და ახლა იძულებული ვარ შევისყიდო ის
ადგილი. მე მათს ხელმწიფებას მოვახსენე, რომ ესე დგომა შეუძლებელი იყო, რომ
დამჭირნე ვიყავი სახლი მიმეტოვებინა და იქიდამ გამოვსულიყავი, რათა
კათოლიკებსა და სომხებ შუა შფოთის მიზეზი არ ყოფილიყო. დღევანდლამდე კი
ისევ იმ სახლში არიან დაუძინებელი ჩვენი მტერი მღვდლები, არ გამოდიან
სახლიდან".
სამი თვის ჩხუბის და დავის შემდგომ, როგორც იყო იმ პატრმა იყიდა ის სახლი
600 რომაულ სკუდათ; ნასყიდობის წერილი დაუმტკიცა თვით ერეკლემ. ხოლო
იქიდან გამოდევნილმა სომხის მღვდლებმა მთელის სომხის ერის სახელით თხოვნა
მისცეს ეჩმიაწინის პატრიარქს, თა ამისგამო ეშუამავლა მეფის წინაშე. პატრმა კი
ნაყიდი სახლით ეკკლესია გაადიდა და დანარჩენი შეჰმატა მონასტერს.
იმავე დროს პატრი დიდ მადლიერობას სწერს რომში ერეკლეს მეუღლის
მიმართ, რადგან მათი დიდი კეთილის მყოფელი ყოფილა თურმე ბევრნაირად
ეწეოდა, მაგალითად, გორში უჩუქებია ერთი ადგილი, სადაც პატრებს აუშენებიათ
სახლები გლახაკების თავშესაფარად.
1787 წ. 3 აგვისტოს ხსენებული პატრი ანდრია რომში აუწყებს ქართველის
კაფუცინის გორელი ძმა ანტონის გარდაცვალებას. ძრიელ სწუხს იგი, რადგან ძმა
ანტონი ძრიელ სათნოიანი ვინმე ყოფილა. ამის ქებას რომს წინეთ სხვა
კაფუცინებიც სწერდენ. გარდა ამისა ძმა ანტონი მეტად დახელოვნებული ყოფილა
ექიმობაში, რისგამო თითქმის მუდამ ერეკლესთან ყოფილა და მის დიდკაცობის
თურმე სულ იგი სწამლობდა. ამასთანავე პატრი ანდრია სთხოვს, რათა რომში
მყოფი თბილელი ანტონა, რომელიც კაფუცინებში მონაზონად შედგა 1781 წ.,
განასწავლონ კარგად ექიმობაში და გამოგზავნონ საქართველოში მიცვალებულის
ძმა ანტონის ადგილს. ქართველ წარჩინებულ პირთა შორის თითქმის მუდამ იყო
რომელიმე კათოლიკე. მათ რიცხვში უნდა შეირაცხოს ეგრეთვე მეფე ერეკლის
დაჲც, რომლის შესახებ უფროსი პატრი 20 იანვარს 1789 წ. რომში კარდინალს ესე
სწერს:
„გასულის დეკემბრის პირველ დღეებში გარდაიცვალა მეფის ერთად ერთი
დაჲ. თავის სიკვდილის წინა დღეს, როდესაც მასთან ვიყავი საექიმოდ და ეგრეთვე
მრავლად იყვნენ ქალბატონები და სამეფო ოჯახის პირები, საჯაროდ შემდეგი
აღიარა: „მე აღვიარებ წმიდა პეტრესა და ყველა მის მოსაყდრებსა და მათ შორის
დდევანდელ მფლობელს წმიდა პაპს მინიჭებული აქვსთ ხელემწიფება ცოდვათა
მიტევებისა და შეკვრისა. ესევე შეძლება გეზიაროთ თქვენც პატრი მისიონერებს ამ
სიტყვებით. წარვედით და იქადაგეთ. ამისათვის უწინარეს სიკვდილისა მიბოძეთ
თქვენ კურთხევა. მე ხელის მიცემა შემერიდა. მაგრამ თუ სნეულის დაძალების გამო
და დამსწრეთა ძალა დამატანეს დავთანხმებოდი, ქართველების ჩვეულებისამებრ
ჯერ მხურვალედ პირჯვარი გამოისახა, შემდგომ მემთხვია ხელზე და შუბლზე
დაიდვა. ჩურჩული გაიმართა იქ დამსწრეთა შორის, მაგრამ შიშის გამო,
ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა".
ამ გარემოებას კვალად იხსენიებს პატრი თავის 20 იანვრის 1790 წ. წერილში,
მასთან დასძენს სომხების შესახებ: „სომხების ეპისკოპოსები, სანამ მღვდლად
აკურთხებდენ, ავალებენ თავიანთ სამღვდელოებს: ფიცით შეპირდენ, რომ
ლათინის ეკკლესიის მტრები იქმნებიან, ახალი მღვდლებიც თავიანთ ეკკლესიებში
პირს გააღებენ თუ არა, მაშინვე დაიწყებენ ჩვენს წინააღმდეგ ქადაგებას, მაგრამ
ღვთის შემწეობით ჩვენი ექიმობა მათ ცოტათი აშინაურებს და გვიმეგობრებს. ეს
რომ არ იყოს, მცირე რამეც კმარა, რომ დაგვიწყონ ჩვენ და ჩვენს კათოლიკებს
დევნულება".
1792 წ. რომიდან გამოგზავნეს, სხვა სამ კაფუცინებთან ერთად მეტად
შესანიშნავი პატრი ნიკოლა რუთილიანელი. რომელიც კარგად ცნობილია ჩვენს
მწერლობაში და რომელსაც 1896 წ. ბ. ზ. ჭიჭინაძემ მიუძღვნა წერილი „პატრი
ნიკოლა".
იმ დროებში კაფუცინების მისიონის საქმე კარგად მიდიოდა და ვრცელდებოდა
იმ ზომამდე, რომ ოსებშიაც აპირებდნენ ახალის მისიონის დამყარებას. გარნა ამ
გარემოებისას ვერაფერს ვიტყვით, რადგან ტფილისის მისიონის შესახებ მთლად
გვაკლია საბუთები იმ წლებისა. ჩვენის აზრით ის დაკარგული საბუთები მეტად
შესანიშნავი უნდა ყოფილიყო, რადგან იმ დროებში საქართველომ ბევრი შავი დღე
გამოიარა, პატრების მისიონიც ვერ ასცდებოდა საყოველთაო უბედურებას.
გაბრაზებულმა შემოსეულმა სპარსელებმა, 1795 წ. მთლად გადაუწვეს ეკკლესია,
მონასტერი და სხვა ყოველივე, რაც კი გააჩნდათ, რაის გამო თავიანთი მრევლით
პატრები დიდ შეწუხებაში ჩაცვივდენ და არ იცოდნენ თუ როგორ გაძღომოდენ
ერისა და თავიანთ ეგოდენ სხვა და სხვა საჭიროებას. მათ გაჭირვებას ბოლო აღარ
ეღებოდა მტრის განუწყვეტელის შემოსევის გამო. ამ გარემოებისათვის
პროპაგანდის მხოლოდ შემდეგი წერილი გვაქვს:
„საქართველოში კაფუცინების მისიონის უფროს, პატრი ანდრია პალერმელს.
13 იანვარს, 1798.
„წმიდა კრება მეტად დაღონებულია, რომ თქვენ და თქვენი მისიონერები
გამუდმებით დიდს შეწუხებაში იმყოფებით ბარბაროსების დაუცხრომელის
შესოსევისა, შიმშილისა და საშინელის მოოხრების გამო, რომლის მსხვერპლი
მანდაური პროვინციები შექმნილა. ვინაიდგან ყოველსავე ამას ღვთის
დიდებისათვის ტვირთულობთ, ამიტომ ინუგეშეთ, რადგან არ მოგაკლდებათ
სასყიდელი. იმედი მაქვს, უფალმა მოგანიჭოსთ მადლი, რათა სიმხნით დაითმინოთ
ყოველი ეგ უბედურება, ვიდრე თვით ინებებდეს და მანდაურ მისიონს მოანიჭებდეს
უწინდელს სიმშვიდეს.
„ეს წმიდა კრებაც თავისი მხრით, რაოდენათაც კი შეიძლებს არ მოგაკლებსთ
და აღმოგიჩენსთ ყოველნაირ შემწეობას, როგორათაც ჰყო ამ ორი წლის წინეთ
განსაკუთრებული შემწეობის მოცემით და ორი წლის ჯამაგირის წინდაწინ
გამოგზავნით. ახლაც გიგზავნისთ 400 სკუდს. ეს ფული გარდაეცა თქვენი წესის
საზოგადო ვექილს, რათა თქვენ გადმოგცესთ.
„ესევე ვექილი შევაგულიანე, რომ მოამზადოს ახალი და კარგი მისიონერები
საქართველოში გამოსაგზავნად, რათა შეავსონ ის ცარიელი ადგილები, რომელიც
დაცარიელდა ჩინგოლელი პატრი კარლოს და ორი სხვა პატრის სიკვდილით,
როგორათაც მსგავსად მაუწყებს პატრი სილიბისტრე ავოლელი. ეს კიდეც
გამოიგზავნა; ამასთანავე ერთად მოვლენ მალთელი პატრი ივანე მახარებელი და
ძმა ბერნარდო ჩივითა-კასტელანელი. შევიტყე, რომ ისინი კიდეც ჩამოსულან
კოსტანტინეპოლს. მალე სხვებსაც გამოვაგზავნინებ, რათა ყველა საჭირო ადგილი
შეივსოთ და ეგრეთვე მანდედან განაშოროთ ის პირები, რომლებიც ცუდად
ასრულებენ თავიიანთ ვალდებულებას.
„აწ გამხნევდით და გმირულად განაგრძეთ თქვენი მოღვაწეობა და სრულებით
გულს ნუ გაიტეხთ მაგ ქვეყნიერი უბედურებით. ეგრეთვე უწყოდეთ, რომ ეს წმიდა
კრება დიდად კმაყოფილია თქვენი. ვთხოვ უფალს თქვენთვის ყოველს
ბედნიერებას".
ამ წერილიდგანაც საკმაოდ სჩანს თუ რა დიდი უბედურება დატრიალებულა
საქართველოში. უეჭველად, ეს ყოველი გარემოება აღწერილი და გაგზავნილი
უნდა იყოს თავის დროზე რომს, მაგრამ, სამწუხაროთ ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ.
სხვა საბუთების უქონლობის გამო იძულებული ვართ ამით დავაბოლოვოთ ეს
თავიც.
თუმცა ამ საუკუნეში კათოლიკობამ ბევრი დევნულება და შეწუხება გამოიარა,
მაგრამ თავისი ძველებური ხასიათი არ დაჰკარგა, რის გამოც უკლებლივ ახალი
მისიონერები მოდიოდენ. არც მოითხოებოდა მისგან უმეტესი აღორძინება, რადგან
მუდამ და ყველა მხრივ სხვა და სხვა სიძნელე ეღობებოდა, ამიტომ ამ საუკუნესაც
შესანიშნავ ეპოქად ვრაცხავთ კათოლიკობისათვის საქართველოში.
ამ თავის დასასრულ უნდა ჩავურთოთ სოლომონ მეფის ერთი წერილიც. თუმცა
დიდის სიფრთხილით გადმოვსწერეთ, მაგრამ მისი თარიღის გარჩევა ვერ
შევიძელით, რათა თავის შესაფერს ალაგს მოგვეყვანა. ამისათვის აქ მოგვყავს.
„ქ. მე იმერთა მეფე, ძე არჩილის, სოლომონ დავითიანი. წყალობის წიგნს
გიწერ ქუთაისს მდგომს პატრებს აქ მყოფს და მომავალს. მათი უმაღლესობის
ბატონის ბიძის ჩემისაგან ბრძანება გქონებოდათ საყდარი გედგათ და შემდგომად
მისსა მეც წყალობა გიყავი და გიბოძეთ ახლა რომ საყდარი გიდგია ის ადგილი
საყდრიანათ შენი სადგომი რომ გიდგია, იმის აქეთ ჩემმა მამასახლისმა ბერმა
მესხმა ქუთაისის ხელთუფლისშვილმა ბერიკამ რომ სარებით დააკავა იმის იქით
შენ პატრებს გიბოძეთ აკოფას შვილისკენ რომ მინდორი არის, ის აკოფაშვილისა
არის. იმასთან კაცს ხელი არა აქვს. იმ მიდორსა და მოსახლეს შუა თქვენ პატრებს
საურმე გზა სრული უნდა გექმნეს. ამისი დამშლელი არც აკოფაშვილი, არც
ქუთაისის მემკვიდრე, არც სხვა ადგილიდამ მოსული არ იქმნება, თუმცა პატრები
ვინც ქუთაის მოვა, იმ პატრის საყდარზე იმის ადგილზე დასდგება, თუმცა ჩემის
ბრძანების მოსამსახურე იქმნება, კაცს სიტყვა არა აქვს. აღიწერი წელთა
უფლისათა (ჩ ̃ ლ წ. სექტემბერს). იმ შენს ზეით რომ მეზობელი არის იმას აქეთ
რიონამდის თქვენთვის მიბოძებია იმ ზეითა მეზობლის სახლკარს აქეთ შენთვის
მიბოძებია".
ესა თუ სხვა სიგელები კაფუცინებისა რუსის მთავრობას დაუმტკიცებია და
ზედვე დაუწერია საჭირო ბეჭვდით შემდეგი შემოწმება:
„Сей документь въ Имеретинскомъ временномъ правленiи оть губернскаго
регистратора князя Михаила Туманова 15 марта 1823 года, явленъ и въ книгу
подлнникомъ отъ слова до слова под №2845-мъ записанъ. Въ чемъ симъ
п одп и с омъ п р и с у с т в ующа г о и п р и л оже н i емъ к а з е н н о й п е ч а т и
свидътельствуется”.
[მთავრობის ბეჭედი]. მდივანბეგ თ ̃ი დავით ჩხეიძე."

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия