Posts

Showing posts from January, 2013

ალბასინისკენ გზა

Image
ცენტრი პატარაა, მალე მოვიარე. აღარც მშიოდა, აღარც მწყუროდა, და წავედი ალბასინის უბნის სანახავად. ჩვენთვისაც ლამაზია, თუმცა ვინც არაა მთაგორიან რელიეფს შეჩვეული მათზე ეს ადგილი უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა... ჩემთვის კი კარგად ნაცნობი ტერასული ძველი ქალაქი იყო.. ამ ღელეს მდინარე ჰქვია აქ...

გრანადის ქუჩებში

Image
გრანადის ცენტრალური მოედანი. იზაბელა ლა კატოლიკას და კოლუმბის ძეგლი. ასახულია თუ როგორ უხსნის კოლუმბი დედოფალს თავის გეგმებს. ისე უკანა ფონზე და მარჯვნივ უმახინჯესი შენობებია.. საბჭოთა კავშირი გამახსენა.. ასკარად დივერსიას ჰქონდა ადგილი. ესე იგი ორშაბათას გამთენიისას დავტოვე მადრიდი სამხრეთის ავტოსადგურიდან  და გავემგზავრე გრანადაში. მგზავრობას 5 საათი მოვუნდი თავისი გაჩერებით. გადავკვეთე მთელი კასტილია ლა მანჩა და ანდალუსიის ნაწილი. კასტილია სრულიად უინტერესო მხარეა. მაგიდასავით ბრტყელი, აქა იქ ბალახი ბიბინებდა, ეს დეკემბერში... რაც იმას მიუთითებს რომ ზაფხულში აქაურობა გადახრუკულ-გადაბუგურია. ერთფეროვანი მოწყენილობა ანდალუსიამდე. კასტილიის პეიზაჟებით დაღლილის გული ანდალუსიამ უმალვე დაიპყრო. მთაგორიანი მხარე. უამრავი ზეთის ხილის პლანტაცია. სადაც გავიხედავდი სულ ზეთის ხილის ხეები იყო. გორები გეგონება დავარცხნილი იყო... გზაზე აქაურ "რიკოთზე" გავჩერდით. როგორც ყველაფერი ესეც იგივეა რაც ჩვენთან, მაგრამ კულტურული და ცივილური. აი გორთან რომ გააკეთეს სოკარის და ვისოლის დასა

გრანადის მერია

Image
მარცხენა დროშა ანდალუსიისაა, შუა ესპანეთის, მარჯვენა პორტუგალიის. რა უნდა აქ პორტუგალიის დროშას ვერ მივხვდი.

Фотографии Тбилиси 1977 года

Image
Originally posted by at Фотографии Тбилиси 1977 года Фотографии Тбилиси 1977 года. Как все быстро и стремительно меняется. Вот старый Тбилиси. Сегодня он выглядит более ярким и красивым?! Кому как нравится, но и здесь много изменении.

გრანადას ღირსშესანიშნაობები

Image
ტრადიციისამებრ გთავაზობთ გრანადის ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალს. ალამბრა . კარლოს V-ს სასახლეების კომპლექსი, გოთურ და მავრიტანულ სტილში. ადრე აქ მავრი მმართველების სასახლეები იყო. კომპლექსი იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შედის.  http://www.alhambradegranada.org  ბილეთის ღირებულება 14 ევრო. ბილეთი წინასწარ იყიდეთ. თვითონ ალამბრაში რამდენიმე მუზეუმი ფუნქციონირებს. ყურადღება მიაქციეთ ბილეთზე  Nasrid Palaces -ს ვიზიტის დროს.  ხენერალიფე . ალჰამბრასთან ბაღების კომპლექსი. პრინციპში ხენერალიფეც ალამბრას კომპლექსში შედის. უზარმაზარი და ულამაზესი ბაღებია. დეკემბრის სუსხიან დილას არც ისე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ ნათლად წარმოვიდგინე ზაფხულის სიცხეში ედემის ბაღებზე უკეთეს ადგილად მოეჩვენება ადამიანს. ალაბრას ბილეთის ფასში შედის ხენერალიფეც. ალბასინის უბანი . გრანადას ისტორიული უბანი. აქედან კარგად ჩანს ალამბრა.ეს უბანიც შედის იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში. ძალიან სასიამოვნო სასეირნოა. ჩოულებრივი საცხოვრებელი უბანია, ასე რომ ისეირნეთ როდის და რამდენიც გსურთ. გრანადას საკათედრო ტაძა

დამოუკიდებლად მოგზაურობა ესპანეთში

Image
რა უნდა გაითვალისწინოთ თუ ესპანეთში დამოუკიდებლად მოგზაურობა გადაწყვიტეთ - სასარგებლო რჩევები. კარგია როდესაც უცხო ქვეყანაში მეგობრები გხვდებიან და ყველა პრობლემას გიგვარებენ, თუ მეგობრები არ გყავს და ფული გაქვს - მაშინ ტურისტული სააგენტო გეხმარება ყველაფერში. ხოლო თუ არც მეგობრები გყავს და არც ფული გაქვს ბევრი? მაშინ კეთილი ხალხის რჩევები. მოიმარაგეთ ესპანური ენის სასაუბრო. ელემენტარული ესპანური აუცილებელია! სასტუმროს გარეთ ინგლისური მხოლოდ განათლებულმა საზოგადოებამ იცის, ხოლო ბარმენებმა, ოფიციანტებმა, გამყიდველებმა არ იციან. ასე რომ ელემენტარული ესპანური სავალდებულოა!  კავშირგაბმულობა . მობილური ინტერნეტი და ადგილობრივი ტელეფონი სასარგებლოა. გირჩევთ  http://www.yoigo.com/  20 ევროდ ვიყიდე ნომერი რომელსაც ეს 20 ევრო სალაპარაკო მოყვა, 20 სმს და 500 მბ ინტერნეტი. ასე რომ ეს პრობლემა მოგვარდა.  ავტობუსი და მეტრო მადრიდში . მეტროში მგონი იყიდება სამგზავრო ბარათები მარა მე არ მიყიდია. ავტობუსი 1.5 ევრო ღირს, მეტრო გააჩნია მანძილს. მეტროში გარკვევა არც ისე მარტივია. რუქა მოიმარჯვ

ესპანეთის საზღვაო მუზეუმი

Image
ესპანეთის მდიდარ საზღვაო ისტორიას წარდგენა არ სჭირდება. თავის დროზე ესპანეთი იყო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, როდესაც კეთდებოდა აღმოჩენები. სწორედ ესპანეთიდან წავიდა კოლუმბი ამერიკის აღმოსაჩენად და ესპანელებმა აითვისეს ახალი კონტინენტის დიდი ნაწილი. თუმცა ესპანურმა ნაოსნობამ ინგლისთან კონკურენციას ვერ გაუძლო მთელი რიგი მიზეზების გამო და დაკნინდა. პირველობა ბრიტანეთმა გადაიბარა. მიუხედავად ამისა ყველას გირჩევთ მოინახულოტ მადრიდში საზღვაო მუზეუმი, მითუმეტეს მისი ნახვა უფასოა. მისი მისამართია Paseo del Prado, 5. დამატებითი ინფორმაცია ვებ გვერდზე:  http://www.gomadrid.com/museums/naval-museum.html . მუზეუმში იხილავთ საზღვაო ისტორიას ანტიკური პერიოდიდან დღემდე. მუზეუმი არაა ტურისტული, ამიტომ ინფორმაცია სულ ესპანურადაა. კოლუმბის სანტა მარიადან დაწყებული უამრავი გემის მაკეტია. თუმცა ცნობილი უძლეველი არმადის ხსენებაც კი ვერ ვნახე. არა და აქედან დაიწყო ესპანეთის ზღვაზე ბატონობის დაღმა სვლა. ამათაც უყვართ ისტორიის შელამაზება :)

...

Image
Гиа Нодиа: В Грузии происходит ползучее изменение политического курса Всю последнюю неделю общество будоражат слухи и суждения о том, что Грузия, возможно, постепенно сворачивает с прозападного курса развития. Еще более накалил ситуацию сам премьер-министр Бидзина Иванишвили,... Далее А еще и патриарх продемонстрировал ГБшную сущность...

San Antonio de los Alemanes

Image
კვირა დღე მადრიდში შეიძლება ითქვას სულიერად გადატვირთული გამომივიდა, რადგან შუა დღეს მესას კიდევ ერთ ეკლესიაში დავესწარი. წმ. ფრანცისკოს ეკლესიისგან განსხვავებით წმ. ანტონიოს ეკლესია პატარაა და ძნელად საპოვნელი. GPS-ით კარგა ხანს ვიბოდიალე მის გარშემო. ეს პატარა ეკლესიაც XVIII საუკუნისაა. შიგნიდან სივრცე ოვალურია, კვერცხისებრი, რაც ყველაზე მოულოდნელი აღმოჩნდა, ხოლო მოხატულობა თვალწარმტაცი. ჩემი მარტო პირველი ფოტოა. დანარჩენი ინტერნეტშია ნაპოვნი. მესა რომ დამთავრდა, 2 კაცი შემოვიდა ეკლესიაში და ვიღაც ქალს გამოესაუბრნენ. ქალმა ესპანურად უპასუხა, თუმცა თავისუფლად გავიგე ქალის სიტყვები " ეს ესპანური სიქსტის კაპელაა " და ძნელია არ დაეთანხმო ქალბატონს...  გავნაგრძოთ შესანისნავი ფრესკების ნახვა..

Gran via მადრიდი

Image
 XIX საუკუნის მიწურულს მადრიდი იმდენად გაიზარდა რომ ვიწრო და ზველი Calle Mayor ვეღარ აკმაყოფილებდა ქალაქს, თან ცენტრიდან ჩრდილოეთით მნიშვნელოვანი ახალი უბნები გაჩნდა. ამიტომ დააპროექტეს და ააშენეს ახალი ცენტრალური გამზირი - Gran Via - რომელიც სწორედ ასე ითარგმნება - დიდი გზა. ეს ფართო თანამედროვე გამზირია. შენობები აქ თარიღდება XX საუკუნის პირველი ნახევრით. ნაწილი ფრანკომდე იყო აშენებული, ნაწილი ფრანკოს დროს. სიმართლე გითხრათ და სტალინის ამპირის ასოციაცია გამიჩნდა... რაღაც დიქტატორებს ერთნაერი ხელწერა აქვთ არქიტექტურაში...  კიდევ ყურადღება მიაქციეთ პირველ ფოტოს, ასფალტზე.. ცალკე ზოლია ავტობუსებისთვის და ტაქსებისთვის. ანუ აქ მესამე ზოლში მოგონკავე ავტობუსები და მოსეირნე ტაქსები არ არიან..  სისხლიანი ხუან კარლოსის რეჟიმი ტაქსებს აიძულებს პირველ ხაზზე იარონ. ტაქსი ისე აქ ძვირია... სულ სამჯერ ვიმგზავრე ტაქსით და ჩემი მწირი ესპანურის გამო ვერ გავარკვიე რამდენი დიპლომი აქვს ტაქსის მძღოლს და სისხლიანი მთავრობა როგორ აწამებს მათ. თუმცა ტაქსისტებს აქვთ GPS და მთელ ქალაქს არ შემოგატა

კიდევ ცოტა მადრიდის ქუჩებზე

Image
ძალიან საყვარელი ქალაქია, მიუხედავად იმისა რომ დიდია... აი წმ. ფრანცისკოს მოედნის ტრაფარეტი... თავად წმინდანის გამოსახულებით. სწორედ მის ტაძარში მივდიოდი და გზად ეს მოედანი გავიარე. წმ. ფრანცისკოს ეკლესიაში მესის დამთავრების მერე საკათედრო ტაძრისკენ წავედი... ეს ის ვიადუკია, საიდანაც თავს იკლავდნენ :)

San Fransisco el grande - წმ. ფრანცისკოს ტაძარი

Image
La Real Basílica de San Francisco el Grande -  წმ. ფრანცისკო დიდის  სამეფო ბაზილიკა აშენდა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ნეოკლასიკურ სტილში. მისი არქიტექტორები იყვნენ: ფრანცისკო კაბესასი, ანტონიო პიო და ფრანჩესკო საბატინი, ხოლო ტაძარი მოხატეს ფრანცისკო გოიამ და ზურბარანმა. კიდევ მისი გუმბათი ყველაზე დიდია ესპანეთში, ხოლო ქრისტიანულ სამყაროში სიდიდით მესამეა. მხოლოდ ეს ფოტოა ჩემი გადაღებული. როგორც მითხრეს ტაძარი ტურისტული არაა, ამიტომ მხოლოდ მესის დროსაა ღია. ამიტომ კვირას დილით წავედი ტოლედოს კარიბჭემდე ავტობუსით, იქედან კი ფეხით მალევე მივედი წმ. ფრანცისკოს ტაძრამდე. რომ მივედი მესა დაწყებული იყო. დავჯექი სკამდე და დავიწყე ფრესკების დათვალიერება. სურათები გასაგები მიზეზის გამო ვერ გადავიღე, ამიტომ ინტერნეტში მოპოვებულ სურათებს გთავაზობთ.

Стыдно мне и меня тошнит

Серезно тошнит от этого вот... "... У меня была встреча с Владимиром Путиным и мы договорились, что так дальше продолжаться не может. Президент России сделает все для того, чтобы мы оставались братьями. В том, что произошло, не виновата ни Россия, ни Грузия. В этом вина отдельных личностей. Я благодарю всех находящихся здесь за то, что и вы любите Грузию и мы это чувствуем. Любовь между Грузией и Россией будет вечной..." Слова эти не кому нибудь принадлижат кого можно игнорировать, но к несчастью Католикосу Патриарху Илия II. Мне стыдно... Меня тошнит от этого... Во первых духовное лицо не должно вмешиватся в политику. Во вторых этот "духовный отец" Грузии глубже лизнуть никак не мог... лизнул так лизнул... Заказ очевиден - у патриарха самый высокий авторитет в стране. Он влияет на массовое мнение. И это подготовление масс к смене курса - возвращение на россиискую орбиту. Курс на Евро-атлантическую интеграцию никогда не нравился попам. И сейчас они наконец

მადრიდი, ტოლედოს კარიბჭე

Image
ამით დამთავრდა სეგოვიაში სეირნობა. მადრიდში დავბრუნდით, თუმცა სეგოვიაში ჩემს მიერ ნანახის გარდა კიდევ ბევრია სანახავი... კვირა დღეს მადრიდში დამოუკიდებლად სეირნობას შევუდექი. პირველი რაც ვნახე ტოლედოს კარიბჭე იყო. იგი ალკალას კარიბჭეზე პატარაა, მდებარეობს ტოლედოს ხიდის გასწვრივ. აქედან კი ფეხით გავუყევი და ერთ-ერთ ულამაზეს ეკლესიაში დავესწარი კვირის მესას.
Комментировать наши новости и умо-настроения народа цензурно нет ни возможности ни желания.... Мрак...

ვერა კრუზის ეკლესია და ტამპლიერები

Image
 XIV საუკუნის დასაწყისამდე ევროპაში ტამპლიერთა ორდენი დიდ ძალას წარმოადგენდა. სეგოვიაში მათი რეზიდენცია იყო ვერა კრუზის ტაძარში, რომელიც თუ არ ვცდები VIII საუკუნით თარიღდება. ეკლესიის არქიტექტურა ძალიან უჩვეულოა. იგი ძალიან სადაა და უბრალო. დარბაზი არის მრგვალი და შიგნითკიდევ თითქოს და პატარა ორსართულიანი ტაძარია ჩადგმული. სხვა ვერსიით ეკლესია მალტის ორდენს ეკუთვნოდა. ვერა კრუზის ეკლესია ქალაქის გალავნის გარეთ მდებარეობს. აქედან მშვენიერი ხედია ალკაზარზე .  ალტარი არაა პომპეზური...

სეგოვიის ალკაზარი - ნაწილი 4

Image
 უკვე ბინდდებოდა როდესაც მდინარის მეორე ნაპირს მივაღწიეთ და ალკაზარის შესანიშნავი ხედებიტ დავტკბით.... ესეც სეგოვია....

სეგოვია, ალკაზარი - ნაწილი 3

Image
 ექსტერიერის შემდეგ დროა ინტერიერზე გადავიდეთ. ალკაზარი ახლა მუზეუმადაა ქცეული, სადაც ბევრი საინტერესოს ნახვა შეიძლება. სამწუხაროდ აქაურობა ძალიან ჩქარა მოვირბინე, რადგან კიდევ გვქონდა სანახავი, დღე კი იწურებოდა.  შიდა ეზო.  რაინდების ჩაცმულობა...
Image
კარგად მოუსმინეთ, რა აქტუალურია... ჩვენ ვართ ყოფილი ერი... ყოფილი... არშემდგარი აწმყოში...

სეგოვიის ალკაზარი, ნაწილი 2

Image
 კოშკის დალაშქვრის შემდეგ ვცადე კარგი სურათები გადამეღო კოშკის ძირში "აივნიდან". აი ხუან მეორეს კოშკიც ...  აივანნი და კიდევ ერთი კოშკი...

BBC - ყველაზე საშიში გზები - საქართველო

Image
კარგი ფილმია არა მხოლოდ იმიტომ რომ ფილმია კარგი გზებზე, არამედ 44 წუთზე გმირები სტალინის მუზეუმს ნახულობენ და ძალიან სწორი დასკვნა გამოაქვთ. ავტორი ამბობს რომ ის იმედგაცრუებულია. "როგორ გინდოდათ რომ ყველა დაგხმარებოდათ რუსეთთან კონფრონტაციაში როდესაც თქვენ არ გაქვთ გამბედაობა აღიაროთ სტალინის დანაშაულებანი" აი ეს დაწერა მან ვიზიტორთა წიგნში. ამას ვდებ ბრალად არა მხოლოდ წინა მთავრობას - რომ არ გარდაქმნეს სტალინის მუზეუმი სტალინიზმის მუზეუმად, რომ საქართველოში არსად არაა რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი, არამედ მთელს საზოგადოებას, რომლის ვითომ პროტესტის გამო გორში ძეგლი ღამე ჩუმად მოხსნეს, რომლის გამო ხელი არ ახლეს მუზეუმს. ისიც სირცხვილია ეს ძეგლი რომ 2010 წელს მოაშორეს და არა უფრო ადრე. სანამ ასეთ კომპლექსებს არ მოვიშორებთ და დავძლევთ არაფერი არ უნდა გვეშველოს. სტალინიც გვინდა, ტრადიციული მუქთახორობაც, ევროპულუ ფასეულობებიც და ახლა რუსული ბაზარი და ნატაშები.

სეგოვიის ალკაზარი ნაწილი 1

Image
სეგოვიის ალკაზარი არის შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე, რომელიც მდებარეობს მდინარეების ერესმას და კლამორესის შესართავთან, მაღალ კლდოვან კონცხზე. ეს ციხე-სიმაგრეც ჯერ რომაელებმა ააშენეს, მერე არაბებმა დააშენეს და ბოლოს ესპანელებმა გადააშენეს :) პირველად იგი მოხსენიებულია 1120 წელს, როდესაც ქალაქი უკვე ესპანელების ხელში იყო. მეფე ალფონსო VIII-ს დროს ციხე მეფის რეზიდენციათ იქცა. მან მნიშვნელოვნად გადააკეთა ციხე, და სწორედ მაშინ შეიძინა ალკაზარმა ის იერსახე, რომელმაც მოაღწია ჩვენამდე. მოგვიანებით მეფე ხუან II-მ მიაშენა დიდი კოშკი, რომელიც მისი სახელითაა ცნობილი. 1474 წელს სწორედ სეგოვიის ალკაზარში მეფედ ეკურთხა იზაბელა, კასტილიის და ლეონის დედოფალი. მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ცვლილებები განიცადა ალკაზარმა ფილიპე II-ს მეფობის დროს. ფილიპემ ალკაზარს უფრო ცენტრალურ-ევროპული იერსახე შესძინა.  XVIII საუკუნეში ალკაზარში გაიხსნა სამეფო საარტილერიო სასწავლებელი. XIX საუკუნის ბოლოს შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და მეფე ალფონსო XIII ბრძანებით აქ განთავსდა სამეფო სამხედრო სასწავლებელი. დღეს

ტაძრიდან ალკაზარამდე

Image
სანამ მე საკათედრო ტაძარს ვათვალიერებდი, ჩემი მასპინძლები ნინო და რაული მოედანზე ღვინოს მიირთმევდნენ. ნინო თან იყინებოდა. სურათს ჰქვია "მერე რა რომ დეკემბერია" :) არც ისე თბილოდა მაგრამ კაფეს ტერასა როგორც ხედავთ არაა ცარიელი. აქვე ვისადილეთ. სეგოვიის საფირმო კერძი გოჭუნაა, ისე ქალაქში გოჭის და ღორის ბევრი გამოსახულება იყო, მაგრამ ნინომ უფრო მარტივი მაგრამ გემრიელი კერძი შეუკვეთა: შემწვარი კარტოფილი ხამონით და შემწვარი კვერცხით. ძალიან მარტივი და გემრიელი რამეა. ისე ჩვენ რატომ არ მოგვდის აზრად შემწვარი კარტოფილის და კვერცხის შეხამება? ორივე კი გვაქვს ცალცალკე... ბოლოდ მზე ტაძარს მიეფარა, ჩრდილში კი ტერასაზე ჯდომა და ღვინის წრუპვა უკვე არასასიამოვნო გახდა. წავედით ალკაზარისკენ. გზად პატარა ეკლესია ვნახეთ. ძველ სეგოვიაში უამრავი პატარა ეკლესიაა.

სეგოვიის საკათედრო ტაძარი - ნაწილი 4

Image
 გავედი პატიოში. პატიო ესპანურად არის შიდა ეზო. აი ასეთი სამრეკლო აქვს ტაძარს...  საპირისპირო მხრიდან...

В Банке вчера...

Image
К чему бы это...

სეგოვიის საკათედრო ტაძარი ნაწილი 3

Image
 სანამ პატიოში გავალთ ნახეთ ტაძარში დაცული ოთხთავი...  ნოტები...

სეგოვიის საკათედრო ტაძარი - ნაწილი 2

Image
 ჯობია გავაგრძელო მოყოლა სეგოვიის საკათედრო ტაძარზე. კათოლიკურ ხელოვნებაში ერთ-ერთი  ყველაზე მომხიბვლელი ქანდაკებაა.. ასეთი მრავლადაა აქაც... მაგალითარ მაცხოვარი ვირზე, ეს ალბათ იერუსალიმში შესვლას განასახიერებს.  ეს მაცხოვარი ჯვრიდან ჩამოხსნის შემდეგ. ნამდვილად ქმნის ილუზიას რომ მაყურებელი გარდაცვლილ იესოს უყურებს... ჩვენი აღქმა საკმაოდ განსხვავდება შუა საუკუნეების ადამიანის აღქმისგან. ჩვენ განებივრებული ვართ სანახაობით. ტელევიზიით თუ კინოში ვხედავთ ისტორიულ პერსონაჟებს და ფანტასტიურ ცხოველებს, გალაქტიკებსშორის ხომალდებსა და მორწმუნეებს შეუძლიათ ნახონ ფილმები იესოს ცხოვრების შესახებ. შუა საუკუნეებში ეს ყველაფერი არ არსებობდა. ადამიანმა იცოდა რაც ნახა ხოლო ნახა ძალიან ცოტა. ასე რომ ეს ქანდაკებები მას ცოცხლად წარმოადგენინებდა მაცხოვრის ცხოვრებასა და წამებას...

ახალი წლების შესახებ

საქართველოში 2 ახალი წელი გვაქვს - 1 და 14 იანვარს. 1 ახალი წელი გასაგებია ასე თუ ისე, მთელი დედამიწა ახალ წელს აღნიშნავს 1 იანვარს, ხოლო ე.წ. "ძველით ახალ წელზე" ათასგვარი ტყვუილმართალი მითები არსებობს... ზოგი იმიტომ ქეიფობს 14-ში რომ უბრალოდ ქეიფის კიდევ ერთი მიზეზია.. ზოგი ტრადიციისამებრ, განსაკუთრებით სოფლებში... გურიაში კალენდობას აღნიშნავენ.. ღმერთმა ყველას შეარგოს შეკრება და პურის ჭამა ნებისმიერი მიზეზით... მაგრამ... არის სრულიად გაუგებარი და მცდარი მოსაზრებები რომ თურმე 14 იანვარი მარლთმადიდებლური ან და სულაც ქართული ახალი წელია. ორივე არა მხოლოდ მცდარი არამედ სულელური მოსაზრებაა. 1. რატომ არაა 14 იანვარს მარლთმადიდებლური ახალი წელი? იმიტომ რომ ქრისტიანობაში ზოგადად არ არსებობს არავითარი ახალი წელი. კარგად წაიკითხეთ სახარება და იპოვეთ იქ ასეთი დღესასწაულის ხსენება. ვერ იპოვით. ებრაული ახალი წელი საერთოდ სექტემბერშია, და თან ცვლადი დღეა. ასე რომ იესო ქრისტე თუ აღნიშნავდა ახალ წელს - იგი აღნიშნავდა სექტემბერში.

სეგოვიის საკათედრო ტაძარი - ევანგელისტების ქანდაკებები

Image
 სეგოვიის საკათედრო ტაძარში გამოირჩევა ოთხი ევანგელისტის ქანდაკება. ზემოთ წმ. იოანეს ძეგლია..

სეგოვიის საკათედრო ტაძარი ნაწილი 1

Image
 ტოლედოს საკათედრო ტაძრის შემდეგ ძნელი იყო ჩემი შოკირება, მაგრამ უნდა ითქვას რომ სეგოვიის საკათედრო ტაძარიც ულამაზესია. ტაძარი აშენებულია XVI საუკუნის პირველ ნახევარში იმპერატორ კარლოს V-ს ბრძანებით. იგი, ისევე როგორც ტოლედოს ტაძარიც, გოთიკური სტილისაა. ბევრი ფოტოები ...