Posts

Showing posts with the label Madrid

ატოჩა - ცენტრალური რკინიგზა

Image
 ეს ცენტრალური რკინიგზის დარბაზია და არა დახურული ბოტანიკური ბაღი. სწორედ აქ მოხდა 2004 წლის 11 მარტის ტერაქტი რომელსაც 191 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და კიდევ 2050 დაიჭრა. ვაგზალთან ახლოს არის მემორიალი - დაღუპულთა ტყე. მას მერე 8 წელი გავიდა და სადგურზე მემორიალის გარდა არაფერი მოგაგონებთ ამ საშინელ ტერაქტს.  ბარგის ძეგლი :)

მადრიდი, კასტილიის გამზირი

Image
ეს ქალაქის ახალი ნაწილია, მადრიდული "სითი" სადაც საქმიანი ცხოვრება არის. აქვეა ახალი სამინისტროებიც, აქვეა რეალ მადრიდის სტადიონიც.

Goya

Image
ესპანელი მხატვარი გოია დაკრძალულია ამ ეკლესიაში, რომელიც მის მიერაა მოხატული. შიგნით ფოტოების გადაღება არ შეიძლება, მაგრამ ულამაზესია და აუცილებლად სანახავი

მადრიდი - მეფის სასახლის პარკი

Image
 მადრიდიდან საღამოთი მოვფრინავდი. დილიდან ნინომ და რაულმა ქალაქში ავტო ექსკურსია მომიწყვეს. ჯერ მეფის სასახლის ბაღში გავიარ-გამოვიარეთ. თუმცა სუსხიანი დეკემბრის დილა იყო და დიდხანს არ გვესიამოვნა იქ ყოფნა.
Image
ინგლისურის კურსების რეკლამა მადრიდში

კორიდის არენა მადრიდში - Las Ventas

Image
  ფოტო არაა ჩემი მიუხედავად იმისა რომ, სევილიაში უკვე ვნახე კორიდის არენა და ექსკურსიაზეც ვიყავი, მადრიდის არენაზე გვიან მივედით. უკვე ბინდდებოდა. არენაზე რემონტი იყო, გადახურვას აპირებდნენ. მადრიდის არენა - ლას ვენტას აშენდა XX საუკუნის 20-ან წლებში ნეო-მავრიტანულ სტილში.  არენის გარეთ დაღუპული მატადორების ძეგლებია

წმ. ხინესის საშოკოლადე Chocolateria de san Gines

Image
ვინ იყო წმინდა ხინესი აზრზე არ ვარ, თუმცა ამ საშოკოლადეს გამო მზად ვარ იგი ჩემს მფარველ წმინდანად ვაღიარო. შოკოლადი, უფრო სწორად კაკაო ამერიკული მცენარეა და პირველად იგი ევროპაში ესპანელემა შემოიტანეს. სანამ ჰოლანდიელებმა არ წაართვეს მონოპოლია, მანამდე შოკოლადი ესპანური სამეფოს ერთ-ერთი განძი იყო, და სხვათა შორის, ყოველგვარი ინფორმაცია კაკაოს შესახებ სახელმწიფო საიდუმლო იყო, რომლის გაცემისთვის არაერთი ადამიანი გამოესალმა სიცოცხლეს. ეს სანამ ჰოლანდიელებმა არ წაართვეს ესპანეთს მონოპოლია. ამიტომ ესპანეთისთვის შოკოლადი განსაკუთრებული რამ არის. მიუხედავად იმისა რომ სამწუხაროდ ესპანეთში შოკოლადის წარმოება არაა ისეთი პოპულარული როგორც ბელგიასა თუ შვეიცარიაში (არ ეკადრებად ესპანელებს.. ბოლო ბოლო შოკოლადი ხომ მათ შემოიტანეს), ესპანური ტრადიციაა ცხელი შოკოლადის სმა ჩუროსებით. ჩურო არის ზეთში შემწვარი ცომი. თუმცა სევილიაში კარგი ცხელი შოკოლადი ვერ ვიპოვე. მადრიდში კი ყველაზე ლეგენდარული და ცნობილი საშოკოლადეა სან ხინესის. სწორედ აქ წამოვედით მე და ნინო სადილის მერე. აქ სურათები კი...

მეტრო მადრიდში

Image
 მადრიდის მეტრო დიდია და რთული. მრავალი სქემა და ესპანური ენის ცოდნაა აუცილებელი ამ ლაბირინტში გასარკვევად. მე გავერკვიე.. ამ დღეს ისე იმდენჯერ მომიწია მეტროთი მგზავრობა რომ... ისე კი დიდი არაფერი. მეტრო აქ ფუნქციური რამეა, ყოველგვარი მორთულობის გარეშე.

მადრიდი, ამერიკის მუზეუმი, დასასრული

Image
 მაინც ვაგრძელებ შეწყვეტილ რეპორტაჟს :)

მადრიდი. ამერიკის მუზეუმი. გაგრძელება

Image
   ლათინური ამერიკის რუქები...  ეს ეტყობა ადრეული კოლონიზატორები იყვნენ

მადრიდი, ამერიკის მუზეუმი. ნაწილი 1

Image
 თუ მოხვდით მადრიდში, და არ იცით მოგიწევთ თუ არა ოდესმე მერიკაში მოგზაურობა, გირჩევთ ნახოთ ეს მუზეუმი. ბევრი საინტერესო ექსპონატია ლათინური ამერიკიდან. სამწუხაროდ მუზეუმი ძალიან შიდა მოხმარებისაა და საინფორმაციო ბუკლეტები მხოლოდ ესპანურად იყო.

მადრიდი, ბოლო დღეები..

Image
ფლამენკოს მერე ღამის ავტობუსით დავბრუნდი მადრიდში. ღამე ავტობუსში ნომინალურად მეძინა. მადრიდში დილის 5 საათზე ჩამოვედი, ტაქსით მოვედი სახლში და დავიძინე. ავდექი უკვე 12 საათი ხდებოდა. უჟმური და ცივი დღე იყო, საოცარი კონტრასტი მზიან და თბილ სევილიასთან. წავედი ამერიკის მუზეუმში. ვერ გავთვალე ტრანსპორტის ამბები და ფეხით ხანგძლივი და დამღლელი გასეირნება მომიწია ესპანეთის მოედნიდან მონკლოამდე.

ესპანეთის საზღვაო მუზეუმი

Image
ესპანეთის მდიდარ საზღვაო ისტორიას წარდგენა არ სჭირდება. თავის დროზე ესპანეთი იყო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა, როდესაც კეთდებოდა აღმოჩენები. სწორედ ესპანეთიდან წავიდა კოლუმბი ამერიკის აღმოსაჩენად და ესპანელებმა აითვისეს ახალი კონტინენტის დიდი ნაწილი. თუმცა ესპანურმა ნაოსნობამ ინგლისთან კონკურენციას ვერ გაუძლო მთელი რიგი მიზეზების გამო და დაკნინდა. პირველობა ბრიტანეთმა გადაიბარა. მიუხედავად ამისა ყველას გირჩევთ მოინახულოტ მადრიდში საზღვაო მუზეუმი, მითუმეტეს მისი ნახვა უფასოა. მისი მისამართია Paseo del Prado, 5. დამატებითი ინფორმაცია ვებ გვერდზე:  http://www.gomadrid.com/museums/naval-museum.html . მუზეუმში იხილავთ საზღვაო ისტორიას ანტიკური პერიოდიდან დღემდე. მუზეუმი არაა ტურისტული, ამიტომ ინფორმაცია სულ ესპანურადაა. კოლუმბის სანტა მარიადან დაწყებული უამრავი გემის მაკეტია. თუმცა ცნობილი უძლეველი არმადის ხსენებაც კი ვერ ვნახე. არა და აქედან დაიწყო ესპანეთის ზღვაზე ბატონობის დაღმა სვლა. ამათაც უყვართ ისტორიის შელამაზება :)

San Antonio de los Alemanes

Image
კვირა დღე მადრიდში შეიძლება ითქვას სულიერად გადატვირთული გამომივიდა, რადგან შუა დღეს მესას კიდევ ერთ ეკლესიაში დავესწარი. წმ. ფრანცისკოს ეკლესიისგან განსხვავებით წმ. ანტონიოს ეკლესია პატარაა და ძნელად საპოვნელი. GPS-ით კარგა ხანს ვიბოდიალე მის გარშემო. ეს პატარა ეკლესიაც XVIII საუკუნისაა. შიგნიდან სივრცე ოვალურია, კვერცხისებრი, რაც ყველაზე მოულოდნელი აღმოჩნდა, ხოლო მოხატულობა თვალწარმტაცი. ჩემი მარტო პირველი ფოტოა. დანარჩენი ინტერნეტშია ნაპოვნი. მესა რომ დამთავრდა, 2 კაცი შემოვიდა ეკლესიაში და ვიღაც ქალს გამოესაუბრნენ. ქალმა ესპანურად უპასუხა, თუმცა თავისუფლად გავიგე ქალის სიტყვები " ეს ესპანური სიქსტის კაპელაა " და ძნელია არ დაეთანხმო ქალბატონს...  გავნაგრძოთ შესანისნავი ფრესკების ნახვა..

Gran via მადრიდი

Image
 XIX საუკუნის მიწურულს მადრიდი იმდენად გაიზარდა რომ ვიწრო და ზველი Calle Mayor ვეღარ აკმაყოფილებდა ქალაქს, თან ცენტრიდან ჩრდილოეთით მნიშვნელოვანი ახალი უბნები გაჩნდა. ამიტომ დააპროექტეს და ააშენეს ახალი ცენტრალური გამზირი - Gran Via - რომელიც სწორედ ასე ითარგმნება - დიდი გზა. ეს ფართო თანამედროვე გამზირია. შენობები აქ თარიღდება XX საუკუნის პირველი ნახევრით. ნაწილი ფრანკომდე იყო აშენებული, ნაწილი ფრანკოს დროს. სიმართლე გითხრათ და სტალინის ამპირის ასოციაცია გამიჩნდა... რაღაც დიქტატორებს ერთნაერი ხელწერა აქვთ არქიტექტურაში...  კიდევ ყურადღება მიაქციეთ პირველ ფოტოს, ასფალტზე.. ცალკე ზოლია ავტობუსებისთვის და ტაქსებისთვის. ანუ აქ მესამე ზოლში მოგონკავე ავტობუსები და მოსეირნე ტაქსები არ არიან..  სისხლიანი ხუან კარლოსის რეჟიმი ტაქსებს აიძულებს პირველ ხაზზე იარონ. ტაქსი ისე აქ ძვირია... სულ სამჯერ ვიმგზავრე ტაქსით და ჩემი მწირი ესპანურის გამო ვერ გავარკვიე რამდენი დიპლომი აქვს ტაქსის მძღოლს და სისხლიანი მთავრობა როგორ აწამებს მათ. თუმცა ტაქსისტებს აქვთ GPS და მთელ ქალა...

კიდევ ცოტა მადრიდის ქუჩებზე

Image
ძალიან საყვარელი ქალაქია, მიუხედავად იმისა რომ დიდია... აი წმ. ფრანცისკოს მოედნის ტრაფარეტი... თავად წმინდანის გამოსახულებით. სწორედ მის ტაძარში მივდიოდი და გზად ეს მოედანი გავიარე. წმ. ფრანცისკოს ეკლესიაში მესის დამთავრების მერე საკათედრო ტაძრისკენ წავედი... ეს ის ვიადუკია, საიდანაც თავს იკლავდნენ :)

San Fransisco el grande - წმ. ფრანცისკოს ტაძარი

Image
La Real Basílica de San Francisco el Grande -  წმ. ფრანცისკო დიდის  სამეფო ბაზილიკა აშენდა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ნეოკლასიკურ სტილში. მისი არქიტექტორები იყვნენ: ფრანცისკო კაბესასი, ანტონიო პიო და ფრანჩესკო საბატინი, ხოლო ტაძარი მოხატეს ფრანცისკო გოიამ და ზურბარანმა. კიდევ მისი გუმბათი ყველაზე დიდია ესპანეთში, ხოლო ქრისტიანულ სამყაროში სიდიდით მესამეა. მხოლოდ ეს ფოტოა ჩემი გადაღებული. როგორც მითხრეს ტაძარი ტურისტული არაა, ამიტომ მხოლოდ მესის დროსაა ღია. ამიტომ კვირას დილით წავედი ტოლედოს კარიბჭემდე ავტობუსით, იქედან კი ფეხით მალევე მივედი წმ. ფრანცისკოს ტაძრამდე. რომ მივედი მესა დაწყებული იყო. დავჯექი სკამდე და დავიწყე ფრესკების დათვალიერება. სურათები გასაგები მიზეზის გამო ვერ გადავიღე, ამიტომ ინტერნეტში მოპოვებულ სურათებს გთავაზობთ.

მადრიდი, ტოლედოს კარიბჭე

Image
ამით დამთავრდა სეგოვიაში სეირნობა. მადრიდში დავბრუნდით, თუმცა სეგოვიაში ჩემს მიერ ნანახის გარდა კიდევ ბევრია სანახავი... კვირა დღეს მადრიდში დამოუკიდებლად სეირნობას შევუდექი. პირველი რაც ვნახე ტოლედოს კარიბჭე იყო. იგი ალკალას კარიბჭეზე პატარაა, მდებარეობს ტოლედოს ხიდის გასწვრივ. აქედან კი ფეხით გავუყევი და ერთ-ერთ ულამაზეს ეკლესიაში დავესწარი კვირის მესას.

Ночной Мадрид - Ла Латина

Image
 Ночная жизнь в Мадриде активна! В центре Мадрида есть Квартал Ла Латина и как раз там сосредоточен центр ночной жизни города, где тусуется молодеж. На равне с дорогими ночными клубами и барами в Мадриде много дешевых баров, где могут проводить время студенты и не богатые слой населения. Такие бары сосредоточены на одной улице и люди часто переходят из одного во второй и так всю ночь по всей улице. Недорогие бары конечно же не отличаются комфортом. Вот к примеру бар где мы провели весер 7 декабря.  В Испании кушают и пют стоя. Тут главное хорошая компания а удобствами можно пренебречь. В этом кафе подают Пинчос - небольшие разнообразные бутерброды, и напитки - пиво, тинто де верано, вино... Тинто де верано это вино разбавленое газировкой и чем то фруктовым. Преятный напиток. В баре всего 2 столика, но народа очень много, потому что все знают какие тут вкусные Пинчос. В теснате да не в обиде, подходит Испанцам. Толкаются локтями, стоят прижавшись друг к другу, жара, то и...

самоубиство по Испанский

Image
Этот виадук находится в центре Мадрида. Одно время виадук полубили самоубицы. Но каково было проежающим под виадуком, когда на них то и дело падали трупы? Вот и что бы защитить не в чем не повиных водителей от самоубиц власти оградили перила виадука высокими стеклами, так что падать сверху стало очень трудно.