Posts

Showing posts with the label spain

ატოჩა - ცენტრალური რკინიგზა

Image
 ეს ცენტრალური რკინიგზის დარბაზია და არა დახურული ბოტანიკური ბაღი. სწორედ აქ მოხდა 2004 წლის 11 მარტის ტერაქტი რომელსაც 191 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და კიდევ 2050 დაიჭრა. ვაგზალთან ახლოს არის მემორიალი - დაღუპულთა ტყე. მას მერე 8 წელი გავიდა და სადგურზე მემორიალის გარდა არაფერი მოგაგონებთ ამ საშინელ ტერაქტს.  ბარგის ძეგლი :)

მადრიდი, კასტილიის გამზირი

Image
ეს ქალაქის ახალი ნაწილია, მადრიდული "სითი" სადაც საქმიანი ცხოვრება არის. აქვეა ახალი სამინისტროებიც, აქვეა რეალ მადრიდის სტადიონიც.

Goya

Image
ესპანელი მხატვარი გოია დაკრძალულია ამ ეკლესიაში, რომელიც მის მიერაა მოხატული. შიგნით ფოტოების გადაღება არ შეიძლება, მაგრამ ულამაზესია და აუცილებლად სანახავი

მადრიდი - მეფის სასახლის პარკი

Image
 მადრიდიდან საღამოთი მოვფრინავდი. დილიდან ნინომ და რაულმა ქალაქში ავტო ექსკურსია მომიწყვეს. ჯერ მეფის სასახლის ბაღში გავიარ-გამოვიარეთ. თუმცა სუსხიანი დეკემბრის დილა იყო და დიდხანს არ გვესიამოვნა იქ ყოფნა.
Image
ინგლისურის კურსების რეკლამა მადრიდში

კორიდის არენა მადრიდში - Las Ventas

Image
  ფოტო არაა ჩემი მიუხედავად იმისა რომ, სევილიაში უკვე ვნახე კორიდის არენა და ექსკურსიაზეც ვიყავი, მადრიდის არენაზე გვიან მივედით. უკვე ბინდდებოდა. არენაზე რემონტი იყო, გადახურვას აპირებდნენ. მადრიდის არენა - ლას ვენტას აშენდა XX საუკუნის 20-ან წლებში ნეო-მავრიტანულ სტილში.  არენის გარეთ დაღუპული მატადორების ძეგლებია

წმ. ხინესის საშოკოლადე Chocolateria de san Gines

Image
ვინ იყო წმინდა ხინესი აზრზე არ ვარ, თუმცა ამ საშოკოლადეს გამო მზად ვარ იგი ჩემს მფარველ წმინდანად ვაღიარო. შოკოლადი, უფრო სწორად კაკაო ამერიკული მცენარეა და პირველად იგი ევროპაში ესპანელემა შემოიტანეს. სანამ ჰოლანდიელებმა არ წაართვეს მონოპოლია, მანამდე შოკოლადი ესპანური სამეფოს ერთ-ერთი განძი იყო, და სხვათა შორის, ყოველგვარი ინფორმაცია კაკაოს შესახებ სახელმწიფო საიდუმლო იყო, რომლის გაცემისთვის არაერთი ადამიანი გამოესალმა სიცოცხლეს. ეს სანამ ჰოლანდიელებმა არ წაართვეს ესპანეთს მონოპოლია. ამიტომ ესპანეთისთვის შოკოლადი განსაკუთრებული რამ არის. მიუხედავად იმისა რომ სამწუხაროდ ესპანეთში შოკოლადის წარმოება არაა ისეთი პოპულარული როგორც ბელგიასა თუ შვეიცარიაში (არ ეკადრებად ესპანელებს.. ბოლო ბოლო შოკოლადი ხომ მათ შემოიტანეს), ესპანური ტრადიციაა ცხელი შოკოლადის სმა ჩუროსებით. ჩურო არის ზეთში შემწვარი ცომი. თუმცა სევილიაში კარგი ცხელი შოკოლადი ვერ ვიპოვე. მადრიდში კი ყველაზე ლეგენდარული და ცნობილი საშოკოლადეა სან ხინესის. სწორედ აქ წამოვედით მე და ნინო სადილის მერე. აქ სურათები კი...

მეტრო მადრიდში

Image
 მადრიდის მეტრო დიდია და რთული. მრავალი სქემა და ესპანური ენის ცოდნაა აუცილებელი ამ ლაბირინტში გასარკვევად. მე გავერკვიე.. ამ დღეს ისე იმდენჯერ მომიწია მეტროთი მგზავრობა რომ... ისე კი დიდი არაფერი. მეტრო აქ ფუნქციური რამეა, ყოველგვარი მორთულობის გარეშე.

მადრიდი, ამერიკის მუზეუმი, დასასრული

Image
 მაინც ვაგრძელებ შეწყვეტილ რეპორტაჟს :)

მადრიდი. ამერიკის მუზეუმი. გაგრძელება

Image
   ლათინური ამერიკის რუქები...  ეს ეტყობა ადრეული კოლონიზატორები იყვნენ

მადრიდი, ამერიკის მუზეუმი. ნაწილი 1

Image
 თუ მოხვდით მადრიდში, და არ იცით მოგიწევთ თუ არა ოდესმე მერიკაში მოგზაურობა, გირჩევთ ნახოთ ეს მუზეუმი. ბევრი საინტერესო ექსპონატია ლათინური ამერიკიდან. სამწუხაროდ მუზეუმი ძალიან შიდა მოხმარებისაა და საინფორმაციო ბუკლეტები მხოლოდ ესპანურად იყო.

მადრიდი, ბოლო დღეები..

Image
ფლამენკოს მერე ღამის ავტობუსით დავბრუნდი მადრიდში. ღამე ავტობუსში ნომინალურად მეძინა. მადრიდში დილის 5 საათზე ჩამოვედი, ტაქსით მოვედი სახლში და დავიძინე. ავდექი უკვე 12 საათი ხდებოდა. უჟმური და ცივი დღე იყო, საოცარი კონტრასტი მზიან და თბილ სევილიასთან. წავედი ამერიკის მუზეუმში. ვერ გავთვალე ტრანსპორტის ამბები და ფეხით ხანგძლივი და დამღლელი გასეირნება მომიწია ესპანეთის მოედნიდან მონკლოამდე.

ფლამენკოს ცეკვა

Image
  მუზეუმის დათვალიერებას მოვრჩი და შოუს დროც მოვიდა. პატარა დარბაზში ვისხედით, შეგვეძლო სასმელების ძეკვეთაც, მე სანგრია ავიღე და სოუც დაიწყო. ფლამენკო მართლაც ულამაზესია და სამხრეთელი ხალხის ტემპერამენტის გამომხატველი ცეკვა და სიმღერა...

ფლამენკო! სევილია

Image
ფოლკლორი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბუნებრივია მეც მომინდა ესპანურ განთქმულ ფოლკლორულ ცეკვას - ფლამენკოს გავცნობოდი. სევილიაში ბევრი ადგილია, სადაც შეიძლება ფლამენკოს ნახვა. ავირჩიე ფლამენკოს მუზეუმი, რომელიც ძველ ქალაქში მდებარეობს, რათა მასქსიმალურად გავცნობოდი ფლამენკოს და არა უბრალოდ შემეთავსებინა ვახშამი და ფლამენკო. ვახშამი ჩემს საყვარელ ბარშიც მშვენიერი იყო, თან ბარმენისთვის ჩემი დამტვრეული ესპანურით იმის ახსნა თუ საიდან ვარ :) ფლამენკოს მუზეუმში მივედი საღამოთი, შოუმდე ნახევარი საათით ადრე. მუზეუმიც და შოუც 24 ევრო დამიჯდა. პრინციპსი ფლამენკოს შოუზე ფასები ძირითადად მასეთია. რომ მივედი შოუს დარბაზში მოსწავლეები ვარჯიშობდნენ.

Casa de Pilatos - დასასრული

Image

სევილია - Casa de Pilatos

Image
 სასტუმროსთან ახლოს კიდევ ერთი, ნაკლებად მნიშვნელოვანი სასახლე იყო სანახავი - ე.წ. პილატეს სახლი. თითქოს და იგი აშენდა როგორც პილატეს სასახლის ასლი. სასახლე XV საუკუნისაა და წარმოადგენს მავტიტანული არქიტექტურის და რენესანსის შერწყმას.  ადრე აქ დიდგვაროვნები - ალკალები ცხოვრობდნენ. მათ ჰქონდათ რომაული სკულპტურების დიდი კოლექცია სასახლეში.

სევილია - თემის გარეშე

Image
 ეს საცხოვრებელი სახლის პატიოა.. ძველ სევილიაში უამრავია ასეთი... ამბობენ კორდოვაში უფრო მეტიაო... შავი, თეთრი და ამ კერამიკის ფერების შურით მშურს აქ მცხოვრებების.... რა სილამაზეა... აქ მინდა ცხოვრება :)

სევილიის ცენტრი

Image
 ცენტრალური მოედანი...  ვამბობ არა ულამაზესი ქალაქია

მარია ლუიზას პარკიდან ისევ ცენტრში

Image
 გავედი მდინარისკენ, სადაც გეგმის თანახმად "ნეტარების ალეაა" ნეტარებაზე რა მოგახსენოთ აბა...

მარია ლუიზას პარკი - გაგრძელება

Image
 ეს ეთნოგრაფიის მუზეუმია... უკვე დრო არ მქონდა მისი ნახვის...