Posts

Showing posts with the label education

Почем опиум для народа?

Image
ინფო 9-მ გაავრცელა შემაშფოთებელი სიუჟეტი. გთხოვთ თავად იხილოთ იგი...  ჩემთვის სრულიად შემაშფოთებელია ის რაც ვნახე... ტენდენცია... შვილი კი არ მყავს, მაგრამ ჩემი ახლობლების შვილები არ მინდა ასეთ გარემოცვაში აღმოჩდნენ და ასეთი მასწავლებლები ასწავლიდნენ ფიზიკას და ბიოლოგიას.  საგანგაშო კი ისაა რომ სიუჟეტში არ იგულისხმება მხოლოდ ერთი დაბა... ასეთი სიტუაციაა მთელს საქართველოში. მე მოსწავლე 15-20 წლის წინ ვიყავი, იმ დროს კომუნისტური იდეალები რომ დაემხო და ახალი ჯერ ვერ იკიდებდა ფეხს. კი გვყავდა ქართულის მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილის დასაწყისში ლოცვებს გვაკითხებდა.. კი იყო ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელიც ანატომიის ყველაზე "ინტრიგულ" გაკვეთილზე "გამრავლება და განვითარება" 45 წუთი მხოლოდ მორალს გვიკითხავდა, გამსახურდიას აქებდა და დასავლეთს ლანძღავდა გარყვნილებისთვის... მაგრამ ხალხო, მე 90-ანებში დანგრეულ ქვეყანაში დანგრეული განათლების სისტემის მსხვერპლი ვიყავი და ახლა... მიუხედავად ამდენი განათლების რეფორმებისა, მასწავლებელთა გადამზადებისა და სკოლების კომპი...