Posts

Showing posts with the label Sevilla

ფლამენკოს ცეკვა

Image
  მუზეუმის დათვალიერებას მოვრჩი და შოუს დროც მოვიდა. პატარა დარბაზში ვისხედით, შეგვეძლო სასმელების ძეკვეთაც, მე სანგრია ავიღე და სოუც დაიწყო. ფლამენკო მართლაც ულამაზესია და სამხრეთელი ხალხის ტემპერამენტის გამომხატველი ცეკვა და სიმღერა...

ფლამენკო! სევილია

Image
ფოლკლორი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბუნებრივია მეც მომინდა ესპანურ განთქმულ ფოლკლორულ ცეკვას - ფლამენკოს გავცნობოდი. სევილიაში ბევრი ადგილია, სადაც შეიძლება ფლამენკოს ნახვა. ავირჩიე ფლამენკოს მუზეუმი, რომელიც ძველ ქალაქში მდებარეობს, რათა მასქსიმალურად გავცნობოდი ფლამენკოს და არა უბრალოდ შემეთავსებინა ვახშამი და ფლამენკო. ვახშამი ჩემს საყვარელ ბარშიც მშვენიერი იყო, თან ბარმენისთვის ჩემი დამტვრეული ესპანურით იმის ახსნა თუ საიდან ვარ :) ფლამენკოს მუზეუმში მივედი საღამოთი, შოუმდე ნახევარი საათით ადრე. მუზეუმიც და შოუც 24 ევრო დამიჯდა. პრინციპსი ფლამენკოს შოუზე ფასები ძირითადად მასეთია. რომ მივედი შოუს დარბაზში მოსწავლეები ვარჯიშობდნენ.

Casa de Pilatos - დასასრული

Image

სევილია - Casa de Pilatos

Image
 სასტუმროსთან ახლოს კიდევ ერთი, ნაკლებად მნიშვნელოვანი სასახლე იყო სანახავი - ე.წ. პილატეს სახლი. თითქოს და იგი აშენდა როგორც პილატეს სასახლის ასლი. სასახლე XV საუკუნისაა და წარმოადგენს მავტიტანული არქიტექტურის და რენესანსის შერწყმას.  ადრე აქ დიდგვაროვნები - ალკალები ცხოვრობდნენ. მათ ჰქონდათ რომაული სკულპტურების დიდი კოლექცია სასახლეში.

სევილია - თემის გარეშე

Image
 ეს საცხოვრებელი სახლის პატიოა.. ძველ სევილიაში უამრავია ასეთი... ამბობენ კორდოვაში უფრო მეტიაო... შავი, თეთრი და ამ კერამიკის ფერების შურით მშურს აქ მცხოვრებების.... რა სილამაზეა... აქ მინდა ცხოვრება :)

სევილიის ცენტრი

Image
 ცენტრალური მოედანი...  ვამბობ არა ულამაზესი ქალაქია

მარია ლუიზას პარკიდან ისევ ცენტრში

Image
 გავედი მდინარისკენ, სადაც გეგმის თანახმად "ნეტარების ალეაა" ნეტარებაზე რა მოგახსენოთ აბა...

მარია ლუიზას პარკი - გაგრძელება

Image
 ეს ეთნოგრაფიის მუზეუმია... უკვე დრო არ მქონდა მისი ნახვის...

მარია-ლუიზას პარკი

Image
 უკვე ავღნიშნე თუ რა დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს მონარქი ესპანეთში. ახლა კი ესპანეთის მოედნიდან გავედი მარია-ლუიზას სახელობის პარკში. ეს სევილიის ცენტრში მთავარი რეკრიაციული ზონაა, მადრიდული რეტიროს ანალოგი. თუმცა რეტიროზე ნაკლებადაა მოვლილი, მარა მე უფრო მომეწონა...  ალეები ფორთოხლის ხეებით...

ესპანეთის მოედანი - ბოლო ნაწილი

Image
 ბოლო ფოტოები, სევილიის თანამედროვე არქიტექტურის მარგალიტიდან

ესპანეთის მოედანი - სევილია. ნაწილი 2

Image
  წინა პოსტში უკვე ავღწერე  ესპანეთის მოედნის უნიკალური არქიტექტურა. გარშემო კი გასდევს კანტად ყოველი პროვინციის უნიკალური ორნამენტები და მხატვრობა. ესპანეთი დიდი ქვეყანაა და გადავიღე ეს სადაც ვიყავი ამ მოგზაურობის დროს.  აი ასე

სევილია, ესპანეთის მოედანი, ნაწილი 1

Image
 თანამედროვე სევილიის ერთ-ერთი უმთავრესი და ულამაზესი ღირსეშანიშნაობაა ესპანეთის მოედანი -  Plaza de España .   ესპანეთის მოედანი მდებარეობს ზველი ქალაქიდან სამხრეთით . იგი ააშენეს 1929 წელს, ნეო-მავრიტანულ სტილში, იმავე პერიოდში სამხრეთ სევილიაში მოეწყო მარია-ლუიზას პარკიც. მოედანი დააპროექტა არქიტექტორმა ანიბალ გონსალესმა. მას ნახევარწრის ფორმა აქვს, კონტურზე ხელოვნური არხი გასდევს, რომელზეც ორი ფიგურული ხიდია მოწყობილი. მოედნის ცენტრში შადრევანია, ხოლო გარს მას ერტყმის შენობათა ანსამბლი, იმ დროს გავრცელებულ სტილსი - არტ-დეკო. წრეზე, შენობების გასწვრივ კი ესპანეთის პროვინციების ორნამენტებია. ჩრდილოეთის კოშკი...

კოლუმბის მემორიალი, პარკი, ველოსიპედები, ელ სიდი და კარმენი. სევილია - დღე 2

Image
 გათენდა დილა და დაიწყო ახალი დღე. დღევანდელ დღეს უნდა მენახა ცნობილი ესპანეთის მოედანი. მისკენ გზა კი გრძელი პარკის გავლით მიდიოდა, რომელიც ძველი ქალაქიდან სამხრეთით იწყებოდა. გზად კიდევ უნდა მენახა სევილიის უნივერსიტეტი, სადაც ადრე თამბაქოს ქარხანა იყო, და ამ ქარხანაში მუშაობდაო კარმენიო :) ტრადიციულ ბარში ტრადიციული ესპანური საუზმის შემდეგ გავუდექი გზას. მივედი პარკამდე, პარკში კი რა თქმა უნდა კოლუმბის მემორიალი ვნახე. განათების გამო ცუდი ფოტოა. დაბლა როგორც ხედავთ კოლუმბის პროფილია. გემს ცალ მხარეს იზაბელა აწერია, მეორე მხარეს ფერდინანდი. ზემოთ ცალ მხარეს წერია CRISTOBAL COLON მეორე მხარეს 1492.

საღამო სევილიაში

Image
ღვთისშობლის ქუჩა... სერიიდან მხოლოდ ესპანეთში? :)

კორიდის შესახებ - Plazza del toros სევილიაში

Image
 ესპანეთის შესახებ თხრობა არ იქნებოდა სრული, რომ არ მომეყოლა ეროვნული გასართობის - კორიდის შესახებ. კორიდა, ანუ ხარების ბრძოლა, ძირძველი და ტრადიციული ესპანური გასართობია, რომელსაც ხანგძლივი ისტორია აქვს. ძველად მატადორები ცხენებზე ისხდნენ და ისე ებრძოდნენ ხარებს, ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა კი მადრიდში - პლაცა მაიორზე იმართებოდა. მაგრამ როდესაც ჰაბსბურგების დინასტია ბურბონებმა შეცვალეს, შეიცვალა მოდაც, არისტოკრატია ფრანგულ ყაიდაზე გადაეწყო და ეს ტიპიური ესპანური გასართობიც უბრალო ხალხის ხელში დარჩა. პლაცა მაიორი კი მოგეხსენებათ კვადრატულია, ხარები სარგებლობდნენ და კუთხეებში იმალებოდნენ, ამიტომ შემდგომში არენები ოვალური გაკეთდა, ისევე როგორც, რომაული საცირკო წარმოდგენებისთვის. მატადორმა კი დათმო ცხენი, რადგან უბრალო ხალხისთვის სიცოცხლეზე ძვირფასი ცხენი იყო.  ესპანეთის ყველა დიდ ქალაქში აუცილებლად არის პლაცა დე ტოროს - ხარების არენა. ესპანეთის საზღვრებს გარეთ უმეღლესი კატეგორიის არენა მხოლოდ მექსიკის დედაქალაქშია. სევილიის არენაზე კი ვიყიდე ბილეთი 6 ევროდ და ამ ფასად არა...

სევილია - ოქროს კოშკი

Image
 ოქროს კოშკი მდინარე გვადალკვივირის ნაპირზეა. უწინ, როდესაც სევილიაში შემოდიოდნენ ამერიკული ოქროთი დატვირთული გემები, ოქროს სწორედ ამ კოშკში ინახავდნენ. დღეს აქ საზღვაო მუზეუმია, მარა შიგნით აღარ შევსულვარ, გარედან ვიკმარე მისი ნახვა...

სევილია, მდინარე გვადალკვივირი

Image
სევილიაში მოედინება ანდალუსიის ერთ-ერთი მთავარი მდინარე - გვადალკვივირი. ადრე იგი უფრო წყალუხვი იყო, და ამერიკიდან მოსული გემები პირდაპირ მდინარით მოდიოდნენ სევილიამდე, მერე მდინარის დონემ რატომღაც იკლო, და სევილიამ საპორტო ქალაქის მნიშვნელობა დაკარგა, გემები კადისში ჩერდებოდნენ. ასეთია გვადალკვივირი დღეს... უფრო სწორედ დეკემბერში

გზა სანაპიროსკენ

Image
 სადილის მერე დღის პირველი ნახევარი, რომელიც ისედაც ზეგადატვირთული იყო - საკათედრო ტაძარი, ალკაზარი, ინდოეთის არქივები... მეორე ნახევარში გადავწყვიტე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ადგილი მენახა - კორიდის არენა. ამის გარეშე ანდალუსიის კულტურის გაცნობა არ იქნებოდა სრულყოფილი.გზად კი რამდენიმე საინტერესო შენობა ვნახე...

სადილი სევილიაში

Image
როგორც მოგახსენეთ სადილის შეკვეთა პრობლემურია ესპანურის ცოდნის გარეშე. სევილიის ცენტრში კაფეების და რესტორნების ფართო არჩევანია. ზოგი ტიპიური ტურისტული ადგილია, სადაც 2 კინკილა ადამიანი იჯდა, თან საეჭვოდ ჩრდილო-ევროპული გარეგნობის. ასეთ ადგილას არ მინდოდა. როგორც ყველა პატიოსან ტურისტს, ასეთი დაძაბული დილის შემდეგ კარგი ტიპიურ ანდალუსიური სადილი მინდოდა. შევედი იქ სადაც მეტი ხალხი იყო, სულ ადგილობრივები, გარეგნობით ჰგავდნენ გარშემო ოფისების თანამშრომლებს, რომლებიმაც სადილის შესვენებაზე გამოაღწიეს. კაფეში არ იყო მენიუები, ყველაფერი შავ დაფებზე ცარცით ეწერა. ბარმენებმა რა თქმა უნდა ინგლისურად სიტყვა არ იციან. შევუკვეთე სალმორეხო - გემრიელი ცივი სუპი, და ყველების ასორტი... მეტზე ვერ გავქაჩე ესპანურად, თან სალმორეხოს გრანადაში უშედეგოდ ვეძებდი, აქ კი ვიპოვე. ამ ყველაფერს ღვინოც მივაყოლე. ერთადერთი რაც არ მომეწონა სევილიაში - ტაპასი არ მომიტანეს... ისე კი ენის და სამზარეულოს ცოდნის გარეშე ძალიან ძნელია საჭმლის შეკვეთა. კაფე მომეწონა ისე რომ მეორე დღესაც აქ ვისადილე.

ინდოეთის არქივები - Archivo General de Indias

Image
დასახელების მიუხედავად მას ინდოეთთან საერთო არაფერი აქვს. ამ არქივში ინახება ინფორმაცია ამერიკაში ჩატარებულ ექპედიციებზე. შენობა აშენდა 1572 წელს, როგორც "ბიზნესცენტრი". ვინაიდან სევილიაში აქტიური საქმიანი ცხოვრება იყო, აუცილებელი იყო ადგილი, სადაც ვაჭრები შეძლებდნენ გარიგებების დადებას. შენობა წარმოადგენს აღორძინების ხანის არქიტექტურის შესანიშნავ ნიმუშს. არქივი დაარსდა 1785 წელს კარლოს მესამის ბრძანებით, რათა მთელი დოკუმენტაცია ამერიკის შესახებ, რაც კი მიმოფანტული იყო ესპანეთის ქალაქებში, შეკრებილიყო ერთ ადგილას. ახლა არქივი შეიცავს 43 000 დოკუმენტს, 80 მილიონ გვერდს, რასაც სჭირდება 8 კილომეტრი თარო. არქივის კოლექცია უმნიშვნელოვანესია ამერიკის და ფილიპინების ისტორიის შესასწავლად. არქივი წარმოადგენს იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლს და მდებარეობს ზუსტად საკათედრო ტაძრის უკან. შესვლა უფასოა. ძალიან გირჩევთ ნახოთ. ძალიან საინტერესო ექსპოზიციაა, რუქები, სურათები, უნიკალური დოკუმენტები... ოფიციალური ვებგვერდი