Posts

Showing posts with the label hiking

მარფა, ნეპალი, სოფლის შესასვლელი

Image
იმას რომ ჰიმალაებში დიდი სოფლის შესასვლელთან ვარ სალოცავი ბორბლების რიგით მივხვდი. ასე წითლად შეღებილი ბორბლები პრინციპში მხოლოდ ჰიმალაებში ვნახე. ასე გამოიყურება შესასვლელი. უკვე გვარიანად მომწყურდა და ცხელი ჩაისთვის სამშობლოს გავყიდდი. აურა გავაუმჯობესე ბორბლების დატრიალებით და შემდეგ ეს სტუპები შემხვდა.

გზა მარფასკენ, ნეპალი

Image
დილით ბიჭები მიფრინავდნენ პოჰარაში. საუზმის შემდეგ გავაცილე აეროპორტში და შემდეგ თავისუფალი და კვლავ მარტო ვიყავი. მარფამდე 6 კილომეტრია. მარფა სოფელია კალი-განდაკის ხეობაში, ცნობილია უნიკალური გემრიელი ვაშლებით, მდებარეობს 2600 მეტრის სიმაღლეზე. წაკითხული მქონდა რომ სოფელი ძალიან ლამაზია, და თურმე ბრიტანეთის სამეფო კარი სწორედ აქედან მარაგდება ვაშლებით. უკანასკნელი რამდენად მართალია არ ვიცი, მაგრამ ვაშლი აქ მართლაც კარგი იყო. მოკლედ წავედი ნეპალის გორში. ჯომსომიდან გავედი და ჩავუყევი მტვრიან გზას.

დაბრუნება ჯომსომში. ნეპალი.

Image
გათენდა. გამოვძვერი ოთახიდან დატენილი ფოტოაპარატით, სახურავზე ავედი და ამომავალი მზის სხივებში მთების და სოფლის გადაღება დავიწყე.... სახურავიდან თავი კიდევ უფრო მეტად მეგონა შატილში. ახლოს ახლოს სახურავები და ხის ვიწრო კიბეები ზუსტად როგორც შატილშია. ცოტა ხანში ჩემი ახალი ამხანაგებიც ამოძვრნენ სახურავზე და დაიწყო დილის ფოტოსესია. ბუდისტური შატილი. არ გაგონებთ?

მუკტინაჰი, ნეპალი, 3800 მეტრის სიმაღლეზე

Image
 მუკტინაჰი, ტაძარი 3800 მეტრის სიმაღლეზე, ტორონგ ლა უღელტეხილის ძირში. ინდუისტებისთვისაც და ბუდისტებისთვისაც აქ წმინდა ადგილია. ანაპურნას მყინვარებიდან 108 წყარო ჩამოედინება აქ. კარმის განსაწმენდათ მორწმუნეები ამ წყაროებში განიბანებიან. ინდუისტები და ბუდისტები მშვიდად თანაცხოვრობენ და სალოცავებსაც მშვიდად იყოფებ. აქაც რამდენიმე ინდუისტური და ბუდისტიური ტაძარია გვერდი-გვერდ. ამ საფეხურებს ავუყევი, ავუყევი, ყოველი ნაბიჯი ძალიან დამღლელი იყო, ჰაერი არ იყო საკმარისი და ამ სიმაღლეზე ეგ უკვე იგრძნობოდა.

მუკტინაჰისკენ ბოლო აღმართები. ნეპალი

Image
ხეობას შევუყევით, საბოლოო მიზანი კი არ ჩანდა. ალბათ სადღაც იქ, ამ აღმართს ზემოთ არის მუკტინაჰი, ბუდისტებისთვის და ინდუისტებისთვის წმინდა ადგილი... ჯერ კი ჩვენს სოფელს გადმოვხედეთ... გაღმა ჯჰონგი ჩანდა ბაღებში ჩაფლული კიდევ ერთი შატილი ჰიმალაებში.

ჯჰარკოტი, ნეპალი - ჰიმალაებში შატილი

Image
 ჯჰარკოტის შესასვლელს როგორც იქნა მივაღწიეთ. ტურისტულობა სოფელს მხოლოდ ამ დაფით ეტყობა, რომელიც მის შესასვლელშია გამოჭიმული და მასზე გესთჰაუსებია დატანილი. სასტუმროს არჩევანი ჩემს ახალ ნეპალელ ამხანაგს მივანდე ასე რომ ამ თემაზე არც მიფიქრია... პატარა აღმართი იყო ასავლელი რაც ბოლო ძალებს მაცლიდა....

გზა ჯჰარკოტისკენ გაგრძელება. ნეპალი

Image
სერპანტინებიც ამოვიარე და ამ ხედით დასატკბობად მიწაზე დავჯექი, ზურგჩანთა მოვიხსენი და მოვდუნდი. ამასობაში კაგბენიში გაცნობილი ბიჭებიც წამომეწივნენ და ისინიც დასასვენებლად ჩამოსხდნენ. დასვენების შემდეგ, როგორც ზღაპრებშია, დავძმობილდით და გზას ერთად გავუდექით. გზა ასე გამოიყურებოდა, შედიოდა ამ ხეობაში, სადაც მუკტინაჰის ტაძარია სადღაც იქ შორს, რამდენიმე სოფელი და ბოლოდ ტორონგ ლას უღელტეხილი.

დილის კაგბენი. გზა ჯჰარკოტისკენ. ნეპალი

Image
 გამთენიისას გავიღვიძე და ცოტა ხანში ფოტოაპარატ მომარჯვებული საუზმის მოლოდინში სახურავზე ავძვერი. როგორც ყველა პატიოსან ბუდისტურ სახლს, ჩვენსასაც დროშემი ამშვენებდა. მზე ჯერ არ იყო ამოსული, ჰაერი სუსხიანი იყო, კუჭი ცარიელი, დილის ფოტოსესიისთვის იდეალური დრო და განწყობა. სასტუმროს სხვა ბინადრები ჯერ არ ჩანდნენ.  აივანზე ჯიხვის თუ იაკის თავისქალა დამხვდა.

გზა კაგბენისკენ. ნეპალი. ჯომსომი - კაგბენი

Image
სოფელი კაგბენი კალი-განდაკის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს. ქვემო მუსტანგის უკანასკნელი სოფელია, მის მერე უკვე ზემო მუსტანგის ტერიტორია იწყება. Google Maps-ის თანახმად ჯომსომი-კაგბენი 11 კილომეტრია და სიმაღლის უმნიშვნელო ცვლილება. კაგბენი 2800 მეტრის სიმაღლეზეა. ნეპალში წასვლამდე ვნახე ნეპალური ფილმი კაგბენი  სადაც გმირები ამ გზას გადიან და გზაში ფათერაკეები ემთხვევათ. თუმცა ჩემთვის გზა უფათერაკო და არც ისე სათავგადასავლო გამოდგა.

Один из сложнеиших маршрутов в Грузии

В сети появился поход Украинской группы из Рачи в Сванети. У меня они просили консультации, но так как по этому маршруту многие годы никто не ходил, то ценных указании дать не смогла, только по Сванети. И организовала им трансфер до Геби. На пути Геби их полиция остановила, просила не идти, т.к. места совершенно дикие, но ребята пошли. Вот их история: http://georgia.abondar.info/ Молодцы однако!

Пещеры Джолда

Image
Очередной пещерный монастырь, на левом берегу Куры, примерно 3 км севернее Тмогви. По размерам Джолда сильно уступает ранее описаным пещерым монастырям. Печеры немного своеобразные, в них есть ниши не совсем понятного назначения, всего 5-6 комнат. Больше ничего примечательного нет. А на против серные источники и какой то завод. Под катом фото:

Дабадзвели и Грузино-Немецкая дружба

Image
Одна из причин моего попадания в Борджоми было появление моего немецкого друга Маринуса . На другой день после приезда он со свойми друзями соберался в Дабадзвели и прегласил меня. Около полудня же заехал за мной и снаряжением в администрацию парка на своем УАЗике. С Маринусом были его подркга ботаник Кати, новый немец волонтер Марсель, гид Дито, у которого и жил Маринус, его подруга Тэко и друг Леван. Все включая водителя пили пиво. Я быстро запригнула в УАЗ с рюкзаком и меня тут же снабдили бутилкой пива. Тут я обнаружила еще одного пасажира - барашку. Не успела возмутиться как мы уже тронулись в путь. Скоро Борджоми окозался позади нас и мы вехали в Чобисхеви, окуда и начался трудный для Маринуса и УАЗика подем в Дабадзвели. Общими усилиями бездорожие было преодалено и покозались деревяные построики. Я тут уже была зимой , тогда Дабадзвели был абсолютно пустым и безжизненым, теперь же по дорогам лениво шел скот погоняемый пастушками, а перед домами сидели старики и обедали. Мы вышл...