რწმენა იძულებით...

- ბავშვი უნდა გადავიყვანო სხვა სკოლაში, არა და როგორ მაწყობდა ეს სკოლა, სახლთან ახლოსაა - მითხრა ახლობელმა. მიზეზი კი უფრო საინტერესო იყო - წარმოგიდგენია, მეორე კლასელ ბავშვებს, მშობელთა მოთხოვნის საფუძველზე, დაუნიშნეს რელიგიის გაკვეთილი და მის ჩასატარებლად მოიწვიეს მღვდელი! 
- კი მაგრამ ეს ხომ უკანონოა, განცხადება დაწერე, სამინისტროს მიმართე! - ვურჩიე მე...
- არა, არ მინდა, ბავშვისთვის ცუდია ასეთი გამოყოფა.. არ მინდა, ეს ავნებს ბავშვს, ჯობია სკოლა შევიცვალო... სახლში მე გავანეიტრალო ამ მამაოს მოქმედება...

არა, ჩემი ახლობლის ბავშვი არ სწავლობს არც სამრევლო სკოლაში, არც საპატრიარქოსთან არ აქვს სკოლას არავითარი შეხება, ეს უბრალო საჯარო სკოლაა, ერთ-ერთი მრავალთაგანი... გაკითხვა-გამოკითხვის შედეგად კი გაირკვა რომ თურმე ეს პრობლემა არ ყოფილა ასეთი იშვიათი და განსაკუთრებული. კიდევ რამდენიმე ნაცნობისგან გავიგე, რომ სკოლის შეცვლის მიზეზი ხდება პროზელიტიზმი.

თუ მშობელს ძალიან უნდა რომ მისი შვილი ბავშვობიდან ეზიაროს მართლმადიდებლობას, არავინ არ უშლის ხელს მიიყვანოს იგი საპატრიარქოს სკოლებში, რამდენადაც ვიცი ასეთები საკმაოდაა, ან უბრალოდ ატაროს ეკლესიაში. ზოგადად რელიგიის გაკვეთილშიც ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, თუმცა არ მესმის რატომ უნდა ასწავლიდეს რელიგიას მრვდელი და არა პედაგოგი, მითუმეტეს გაუგებარია ასეთი საგნის მიზანშეწონილობა დაწყებით კლასებში.

საქართველო მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური ქვეყანაა. ჩოულებრივ საჯარო სკოლებში შეუძლიათ სწავლა როგორც ქარტველ მართლმადიდებლებს, ასევე სხვა კონფესიების წარმომადგენლებს, და კონსტიტუცია მათ უფლებებს იცავს ერთნაერად. უნდა იცავდეს ყოველ შემთხვევაში. როგორ გრძნობს ასეთ სიტუაციაში თავს ათეისტი ქართველი? რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ქართველი? არაქართველი? იძულებულები ხდებიან ეძებონ სხვა სკოლები....

წინააღმდეგი მშობელი გასაგები მიზეზების გამო როგორც წესი ხმას არ იღებს და ჩუმად გადაყავს ბავშვი სხვა სკოლაში, ან ითმენს შექმნილ ვითარებას, რომ ბავშვი არ გამოარჩიონ, არ დაჩაგრონ. წინა კვირაში სასკოლო პროზელიტიზმის ნიადაგზე უკვე აგორდა ერთი სკანდალი, როდესაც მასწავლებლების დაჟინებით ბავშვი ჯერ მონათლეს, ხოლო შემდეგ განკიცხვით თვითმკვლელობის მცდელობამდე მიიყვანეს. მოუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეების გამო არავიტარი სიმპატიები არ გამაჩნია (რაც მათი მხრიდან აქტიური პროზელიტიზმის ბრალია უმეტეს წილად), ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ შეიძლება არ უთანაგრძნო. აგრესიული პროზელიტიზმი კინაღამ ტრაგიკულად დასრულდა, თან ეს ოდესღაც მრავალრელიგიურ ონში.

პროზელიტიზმის თემას რაც შეეხება, როდესაც ვცდილობდი პარალელი გამევლო საპატრიარქოს პოლიტიკასა და სახარებისეულ პრინციპებს შორის, გამომრჩა მნიშვნელოვანი ფაქტი:
3  სამრევლო სკოლები: 4  ვალეში 5  სოფ. უდეში 6 სოფ. არალი 7  სოფ. ივლიტი 8  სოფ. ბენარი 
ეს ციტატა არის სწორედ იმ საპატრიარქოს ავბედითი  მიმართვიდან.
ანუ რაღაც თანხა, (სულ 400 000 ლარს ინაწილებენ ეს სამრევლო სკოლები + საფარის სემინარია) ხმარდება სამრევლო სკოლებს ზემოთ ხსენებულ სოფლებში. თითქოს რა არის აქ გასაკვირი... მაგრამ ყველა ჩამოთვლილი სოფელი არის კათოლიკური(!), ანალოგიური სამრევლო სკოლები კიდევ მხოლოდ ასპინძასა და მოხში ფუნქციონირებს, იმავე მიმარტვიდან გამომდინარე. რატომ არ არის ანალოგიური "სამრევლო სკოლები" სომხურ ან მუსულმანურ სოფლებში? ხოლო აქ კი იხარჯება ბიუჯეტის ფული (რომლისთვისაც გადასახადებს კათოლიკეებიც იხდიან) იმისთვის რომ ებრძოლონ კონფესიას, რომელიც არავითარ საფრთხეს არავისთვის საქართველოში არ წარმოადგენს, და პრინციპში აგრესიულიც არაა, ამიტომ სამრევლო სკოლები ყოველგვარი რისკის გარეშე მოქმედებენ.

დასასრულისთვის კი იმედს ვიტოვებ რომ ჩვენ ჯერ კიდევ სეკულარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც კონსტიტუციით ერთნაერად არის დაცული ნებისმიერი რელიგიური ჯგუფის უფლებები, თუ კი ისინი არ ცდილობენ აქტიურ პროზელიტიზმს. ვთხოვ განათლების სამინისტროს დაკავდნენ საქმით და მიხედონ სკოლებში კანონდარღვევის ასეთ ფაქტებს - საჯარო სკოლებში ბავშვებს საგნებს უნდა ასწავლიდნენ პედაგოგები და არა მღვდლები, რებეები, მულები თუ გინდათ ბოდხისავატები, და არ ეწეოდნენ პროზელიტიზმს! გთხოვთ დაიცვათ კანონი და ადამიანის უფლებები!

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия