გულიდან ამოძახილი


პასუხი წინა პოსტზე
ის კი არაა საშინელება, ქვეყნის 20% რომ ოკუპირებულია, და ხალხს ბაღ-ბოსტნებზე მავთულხლართები გადაუჭიმეს.
საშინელებაა მონური ფსიქოლოგია. მონა ერი, რომელსაც სამშობლო უყვარს და არა სახელმწიფო, ისიც მარტო სადღეგრძელოთი. საშინელებაა, ვითომ და დედა ეკლესიის ამბიონებიდან ბრბოს რომ უქადაგებენ - რუსეთი ერთმორწმუნეა, და მაშასადამე უფრო ახლობელი ვიდრე ევროპა, ამერიკა და ა.შ.
საშინელებაა როცესაც 54%-ის 29% რუსეთს მრტად არ აღითქვავს. საშინელებაა, როდესაც ღორ გრუზინებს ტერიტორიები კი არა, რუსებთან სუფრაზე ჩახუტება სწყურიათ და რუსი ნატაშების გაჟიმვა. ღორები როგორი ნოსტალგიური ტონით ამბობენ "რა დრო იყო თავისუფლად დავდიოდით ერთმანეთთან" ეს გულაჩუყებულ-თვალცრემლიანი ბრბო რომ ესიყვარულება სტუმრებს "დიდი რუსეთიდან", რადგან მათთვის, ისევე როგორც ჭორვილელისთვის რუსეთი - "დიდი რუსეთია"
საშინელებაა, რომ "ღირსების დაბრუნება" აღმოჩნდა პრორუსული ძალუკების გამოაშკარავება, სანამ ღირსება შელახულები იყვნენ, მაშინ ვერ ბედავდნენ... "ღირსება აღდგენილებმა" კი მოსკოვში კრემლში იტაშფანდურეს... ჭეშმარიტად ეს ყოფილა გრუზინის "ღირსება" საშინელებაა, როდესაც ე.წ. ელიტა და ინწელიგენცია ერთმანეთის დასწრებაზეა "დიდ რუსეთს" დაუჩოქოს და ერთგულება დაუმტკიცოს. გამოდის რომ ჩვენ კულტურა საერთოდ არ გვაქვს, რადგან კულტურის მუშაკთა 70% ოკუპანტს ეფერება და კნავის "ხელოვნებას და პოლიტიკას ნუ ურევთ". საშინელებაა სიტყვა ოკუპანტზე რეაქცია რომ "ოკუპანტი არა ისა კიდე" მოსდევს საზოგადოების იმ ნაწილისგან, რომელსაც ჭკუა მოეკითხება.
საშინელებაა, როდესაც ერის სულიერი ლიდერი გვარად შიოლაშვილია და არა ხელაია. როდესაც იგი კავკასიელთა ჯალათს ბრძენ პოლიტიკოსს და თბილ ადამიანს უწოდებს, დადის მოსკოვში როგორც ქვეშერდომი სიუზერენთან. სასინელებაა, როდესაც პატრიარქი ამ მავთულხლართებს "ძმურ სიყვარულს" უწოდებს. უცნაური, სადო-მაზოხისტური სიყვარული სცოდნია მას.
საშინელებაა, როდესაც ხალხი ამას არ აპროტესტებს.. საერტოდ არ რეაგირებს. თბილისში, გორში, ქუთაისში თავს ეტყობა ან სხვა ქვეყანაში ან სხვა პლანეტაზე გრძნობენ.
საშინელებაა როდესაც არსებული ხელისუფლება სრულიად აიგნორებს ამ სიტუაციას და განაგრძობს "დიალოგს" და "სუფრაზე ჩახუტების და ტაშფანდურის" პოლიტიკას, რომელიც ღორ გრუზინებს ასე მოსწონთ.
ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, არ აქვს მნიშვნელობა წითლების ყვითლების თუ ლურჯების მომხრე არის ვინმე თუ არა... ეს ბევრად უფრო მაღლა მდგომი საკითხია.
თუ კი ქართველები პატრიოტიზმს სუფრაზე, ყანწებით განვაგრძობთ, არ ვცდით ვიაზროვნოთ და მხოლოდ მამაოების ქადაგებებს დავუჯერებთ, იგნორირებას გავუკეთებთ იმას რაც ხდება და განვაგრძობთ ღორულ გრუზინულ ცხოვრებას - მაშინ არც ვიმსახურებთ გვქონდეს სახელმწიფო.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия