თავი X
<<თავი IX
თავი X
საუკუნის მიწურულში ულმობელმა მტერმა დიდი უბედურება დაატეხა თავს საქართველოს, სამარეს კარამდე მიიყვანა. საქართველოსთან ერთად კათოლიკობაც დიდ განსაცდელსა და უკანასკნელ მდგომარეობაში ჩააყენა. ტფილისის აოხრებასთან ერთად ბარბაროსმა სპარსელებმა არა თუ მისიონერების ეკკლესია და მონასტერი მთლად გადასწვეს, არამედ ბევრი კათოლიკეც დახოცეს და ზოგიც ტყვედ წაიყვნეს. ამნაირ სამწუხარო მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, მწარედ შეჭირვებული, თითქმის სულ-მობრძავი, თავის გამოხსნას და კვალად სიცოცხლის დაბრუნებას მოელოდა. საერთო მოლოდინი ამაოდ არ დარჩა. XIX საუკუნეში, რა შემოვიდა საქართველოში რუსის მთავრობა, მტერს თავ-ზარი დასცა და დამყარდა მშვიდობიანობა. ამ მოვლენამ მისიონერებსაც ნუგეში სცა და დააიმედა, რომ ამიერიდგან ვეღარც მტრები ინავარდებდენ კათოლიკების წინააღმდეგ და ვეღარც პატრებს დაუშლიდა ვინმე თავიანთ სამსახურის თავისუფლად აღსრულებას. ამნაირის მოლოდინისაგან გატაცებულნი, საერთო სიხარულს მიეცნენ. მართლაც ამ საუკუნემ, როგორც საქართველოს, ისე კათოლიკობასაც ახალი ხანი დაუყენა. ამ დიდ განსხვავებას ცხადათ დავინახავთ ამ თავში მოსაყვანი საბუთებიდგან.
ჩვენგან ჩვენი გამოკვლევა XIX საუკუნის ნახევრამდინაც არ მივა, არც ყველა
საბუთი გვაქვს, ამიტომ აღარ გავაცალკევებთ პროვინციებს, არამედ ყველა
მისიონის შესახებ საბუთებს ამ თავში მოვაქცევთ ქრონოლოგიურის წესით.
სასიქადულოდ მიგვაჩნია ამ თავის დასაწყისშივე წარმოვადგინოთ სოლომონ
მეორის შესანიშნავი სიგელი, რომლითაც პატრებს აძლევს ეკკლესიის ახლო
მდებარე ადგილს, და რომელიც შემოწმებული და ცნობილია რუსის
მთავრობისაგანაც.
„ქ: ნებითა და შეწევნითა ღ ̃თისათა ესე წყალობის წიგნი აღგიწერეთ და
გიბოძეთ ჩვენ ღ ̃თივ ამაღლებულმან დავითიან სოლომონიან პანკრატიანმან
მეფემან მეფეთამან მეორე სოლომონ. თქვენ ჩვენს ერთგულს ჰაქიმთ პატრებსა.
პატრი მირიოზ და პატრი ჩელენირეს.
„ესე რომ თქვენი საყდრის გვერდზე რომ მოკლიაშვილი ნონია და როსტომა
რომ ესახლენ, რადგან ის ადგილი მოკლიაშვილებს უსამართლობით წართმეული
ჰქონდათ რომ ავთანდილა-შვილისა ყოფილიყო ის ადგილი, და მოკლია-შვილები
და ავთანდილა-შვილები გაიპჭვნენ ჩვენის ბძანებით. და აშორო მოკლია-შვილებს
დარჩათ. მაგრამ რადგან სიცრუით აშორო დაიკავეს ვერ შეიძლეს ფიცი, და
გამოტყდნენ მოკლია-შვილები ნონია და როსტომ. და ისევ დარჩათ სამართლით ის
ადგილი სუქიას შვილებს, ოსეფს სუქიას და პეტროსას, მაგრამ რადგან ეს ადგილი
პირველიდგანვე სამეფო იყო. ამისგამო ეს ადგილი თქვენ პატრებისათვის
გვიბოძებია და მოგვიცია სამუდამოთ ყოველი კაცის უცილებლათ, მოგცესთ ღ ̃თნ
და გიბედრიეროსთ თქვენ და თქვენს შემდგომთ პატრებს უკუნისამდე. ეს წყალობა
მოვიდეთ თქვენზედ თუ შემდგომ პატრებთა თქვენთა ზედა, ასე რომ არაოდეს არ
წაგერთვასთ თქვენ ეს ადგილი, არც ჩვენსგან, და არც ჩვენთა შემდგომთა
მეფეთაგან. და უკეთუ ვინმემ ინებოს და ჴელი ჰყოს ამ ჩვენ მიერისა წყალობასა
დახსნად დიდმან ანუ მცირემან, სამღუდელომან ანუ საერომან, და რამანც ძემან
კაცისამან, მასცა კაცსა რასხოს ღ ̃თნ რისხვითა საშინელითა, დამოუწყვიდნეს
გულისა საყვარელნი მისნი, და საუკუნოდ ჯოჯოხეთისა მემკვიდრედ გამოაჩინოს.
ხ ̃) დამამტკიცებელნი ამისანი აკურთხნეს სიბრძემან ღ ̃თისამან, განაძლიერნეს და
დაამტკიცნეს უკუნისამდე ამინ:. აღიწერა ქუთაისს წიგნი ესე თვესა ნოემბერს: იდ.
ქ ̃ტეს აქეთ: ჩ. ყ
წერეთელი სახლთ ხუ-Ⴋ Ⴏ Ⴔ. Ⴈ Ⴋ Ⴊ.
ცესი მოწამე ვარ ამႻ Ⴇ Ⴌ. Ⴌ. Ⴓ.დ ̃ფალიწულ ̃ეკი
წერილისა [ბეჭედი]Ⴊ Ⴓ Ⴋ Ⴓ. Ⴌ.მარიამძე რ
Сей документъ въ Имеретинскомъ временномъ правленіи отъ губернскаго
регистратора князя Михаила Туманова 15 марта 1823 года явленъ и въ книгу
подлинникомъ отъ слова до слова подъ №2847 записанъ; въ чемъ подписомъ
присутствующаго и приложеніемъ казенной печати свидҍтельствуется.
[მთავრობის ბეჭედი]მდივანბეგი თ ̃ი დავით ჩხეიძე [ბეჭედი დავით].
როგორც ჰგავს მეფეს ძრიელ მიღებული ჰყოლია პატრები.
გასულ საუკუნეში, 1787 წ., გარდაიცვალა უფროსად დანიშნული პატრი
ანდრია პალერმელი. მის სიკვდილს მოჰყვა ზოგიერთი კაფუცინების ერთმანერთ
შორის უსიამოვნებაც, რაიც ახალციხეში მყოფმა პატრმა ბონავენთურამ რომში
აცნობა და სთხოვა დროით კარგის უფროსის გამოგზანვა უწესობოს მოსასპობლად.
პროპაგანდამ უფროსად გამოგზავნა პატრი ფრაჩისკე ანტონ პადოელი, რომელსაც
უკვე 1782 წ. საქაოთველოში შეესრულებინა სამისიონოს სამსახური და
გაბრუნებულ იყო იტალიას. პატრების გამოგზავნის საჭიროებისა და საქართველოს
ახალის ჟამთა ვითარებისა რომს მისწერა ეს წიგნი:
„თქვენო უმაღლესობავ,
„აქამდე კიდევ არ ვიცი, ჩაგბარდა თუ არა ჩემი მოწერილი სამი წიგნი. მეოთხე
წერილით ხელახლა გთხოვთ გამოგზავნოთ ოთხი პატრი, რომლებიც მეტის მეტად
გვჭირვია აქ.
„გასულ წელს, შობის დღესასწაულის შემდგომ, ტფილისში გარდაიცვალა
გიორგი მეფე, რომელიც რუსეთს უკვე დაეგვირგვინებინა საქართველოს მეფედ,
მისმა სიკვდილმა აღმოაბრწყინა ახალი მზე ამ ცის ქვეშ, რისგამო მთელი
საქართველო მხიარულია. რუსეთმა ამ სამთავროს მემკვიდრედ გამოაცხადა
დავითი, გიორგი მეფის პირველი შვილი; ეგრეთვე ყველა ეკკლესიებში
გამოაცხადებინა ათის წლით საზოგადო გარდასახადის გარდა, ყველანაირი
ხარჯისგან განთავისუფლება ხალხისა, მასთანვე მოიწვია ეგრეთვე უცხოელნიც,
რომელნიც როგორც მემკვიდრენი ისარგებლებდენ ამ უმწვერვალესი სიკეთით და
რომელთაც თავისუფლება ექნებოდათ თავიანთ ქვეყანაში დაბრუნებისა, უკეთუ
ისურვებდენ. გარდა ამისა ბრძანება გამოსცა, რომ შეკეთებულიყვნენ აქაური ყველა
ციხე-სიმაგრენი, სადაც დააყენებდენ რუსის ჯარს, რომელიც უკვე აქ არის და სხვაც
კიდევ რუსეთიდგან მოდის ამ ბრძასების ძალით და განკარგულებით. მასთანვე
საზოგადოდ ხმა გავრცელდა, რომ რუსეთი შეიქმნა პატრონი ამ სამეფოსი. ჩვენც
სხვებსავით იმედი გვაქვს, ვიცხოვროთ უფრო ბედნიერად. თქვენო უმაღლესობავ,
როგორც წინეთაც მოგწერეთ, ეს კაი დროა, რომ სცადოთ, იქმნება რუსეთის
საშუალებით დავიბრუნოთ ჩვენი ეკკლესიები და სახლები ტფილისსა და გორში.
ამას თუ წმიდა კრება არ ეცადა, ჩვენ რისი ქმნა შეგვიძლია? თორემ იძულებული
ვართ გთხოვოთ, სხვა ჩვენს მოსაცემ შემწეობას მიუმატოთ წლიურად ასი პიასტრი,
რომელსაც ვიხდით ჩვენს სადგომ სახლსა და ეკკლესიაში.
„ამ სამთავროს ესეთი ცვლილების გამო, შეიძლება რუსეთიდგან ჩვენც
მოგვივიდეს რომელიმე ბრძანება, როგორც წინეთ ჩემი აქ ყოფნის დროს
მოდიოდა.44 თუ რამე მოგვივიდა, იმედი მაქვს ჩვენი მისიონის სასარგებლოდ
იქმნეს. გორი, 14 თებერვალს 1800 წ. უფროსი პატრი ფრანჩისკე პადოელი".
ამ წერილიდგან სჩანს რომ, 1795 წლის შემდგომ, კაფუცინებს თავიანთი
საკუთარი ეკკლესია და სახლი აღარ ჰქონიათ, არამედ ქირაობდენ.
44 მოგილოვის არქიეპისკოპოსი ხშირად სწერდა კაფუცინებს, რომ ის ეცნოთ თავიანთ უფროსად და მასთან
ჰქონოდათ დამოკიდებულება, რომის ბრძანების წინააღმდეგ
იგივე პატრი ერთი სხვა წერილით აუწყებს, რომ ტფილისის მოოხრების დროს,
სპარსელებს, მათის ეკკლესიისა და სახლის გადაწვის შემდგომ, კათოლიკები ზოგი
დაუხოციათ და ზოგიც ტყვეთ წაუყვანიათ. ხოლო ცოტა ხნის შემდგომ იგივე უფრო
ვრცლად აუწერს ამ გარემოებას შემდგომ წერილით:
„...უნდა მოგახსენო, რომ აქ ტფილისში მისიონერები, ვალით სავსენი,
სატირელ მდგომარეობაში ვიპოებით, რადგან ხუთი წლის წინეთ სპარსელები
მოულოდნელად შემოესივნენ ამ უბედურ ქალაქს და თითქმის მთლად გადასწვეს.
დაქირავებულ სახლში ვართ; ამაშივე მოვათავსეთ ეკკლესია, რომელიც მთლად
გაშიშვლებულია. უნდა მოგახსენო, რომ არც ნაწილი გვაქვს ტრაპეზზედ
დასასვენებლად, არც შარავანდედი ყოვლად წმიდა ზიარების გამოსასვენებლად,
წირვის შესამოსები, არამც თუ სადღესასწაულო, არამედ თვით უბრალო,
საზოგადოც, არა გვაქვს, ისე დღეობით ვწიროთ. ყველაფერი ჩვენს ეკკლესიასა და
სახლთან ერთად დაიწვა; იმდენი საშულებაც არა გვაქვს, ეკკლესიისათვის რამე
ვიშოვოთ. ჩვენი კათოლიკები, თითქმის ყველანი, უსახლოთ და უსარჩოთ დარჩნენ;
ვალითაც სავსე არიან და არ იციან, როგორ გადაიხადონ. ორი წელიწადია ჩვენს
ქვეყანასა და სხვა ადგილებში მათმა იმპერატორობამ აღმოსავლეთის
მისიონებისათვის წყალობა მოაკრეფინა. გარნა მგონია, ეს მისიონი სხვებზედ
ბევრად მომეტებულად გაჭირვებულ იყოს, ღმერთმა გადმოგვხედოს. ვემთხვევი
თქვენს წმიდა ბისონს და დავშთები თქვენი ყოვლად მდაბალი მონა, ფრანჩისკე
პადოელი. ტფილისი, 4 აგვისტოს, 1800”.
1801 წ. 3 ოქტომბერს, პროპაგანდამ ყოველი ეს ამბავი ვენაში რუფო ნუნციოს
მისწერა და სთხოვა მთავრობის წინაშე ეშუამდგომლნა და ამ პატრებისათვის
მოეპოვებინა შემწეობა; ეგრეთვე მისწერა რუსეთში ეკკლესიების დაბრუნების
შესახებ. ამ გზობის კი რუსის მთავრობამ მალე მიაქცია ყურადდება ამ სათხოვარს
და დაადგინა, რომ დაბრუნებოდათ კაფუცინებს თავიანთი ეკკლესიები და სახლები.
ეს გარემოება გვიჩვენებს, რომ ტფილისის ჩამორთმეული პატრების ეკკლესია
გადარჩენილა სპარსელებისგან აოხრებას. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას
აბბათე ბენვენუტი პეტერბურგიდგან რომში სწერს 17 დეკემბერს, 1801. ეგრეთვე
აუწყებს რომ, ეს გადაწყვეტილება უკვე გამოეცხადა საქართველოს გამგებელს,
გენერალ კნორინგს. იმავე საგნის შესახებ უფროსი პატრი ტფილისიდგან რომში
კარდინალს სწერს შემდეგს:
„თქვენო უმაღლესობავ,
„თქვენი უპატიოსნესი წერილი მივიღე გასულ იანვარში. პირველად ვღებულობ
თქვენს წერილს, რაც აქ მისიონში ვარ. დიდის სიამოვნებით ამოვიკითხე, რომ
იმედია ჩვენის ეკკლესიების დაბრუნებისა. ერთი თვეა, რაც ამ დაბრუნების შესახებ
აქ მოვიდა ბრძანება მათი ხელმწიფების სრულიად რუსეთის იმპერატორისა.
რუსეთში მყოფ ამ განყოფილების ინსპეკტორს საქართველოს მთავარ-
მართებლისთვის მოუწერია, რომ თებერვლის დამლევს მოვა და თვით ინებებს,
რაც კი ჩვენ გვეკუთვნის ჩაგვაბაროს. ხოლო ვეჭობ. ამბობენ, ქართველებს უკვე
ინსპექტორისათვის საჩუქრად გაუგზავნიათ ორი ათასი პიასტრი, რათა ეკკლესიები
არ დაგვიბრუნოსო. ამისთვის ზოგი შიშობს და ზოგსაც იმედი აქვს და მოელის.
გარნა მე მგონია, რომ ვერაფერს გახდენ...
„დასასრულ გთხოვ არ დაგვივიწყოთ. კარგი ხანია, რაც შესაწევნელი ფული
აღარ მიგვიღია. თუ ეკკლესიები და სახლები დავიბრუნეთ ეგოდნათ დაზიანებულია,
რომ დიდი ხარჯი უნდა მათს შეკეთებას, რათა მთლად არ დაინგრეს. ჩვენი
ტფილისის ეკკლესიის გუმბათი ლამის დაინგრეს; ამიტომ, შიშის გამო, ბევრი
ქართველები აღარ შედიან... ვემთხვევი თქვენს წმიდა მარჯვენას და დავშთები
თქვენი უმდაბლესი და უმორჩილესი მონა, პატრი ფრანჩისკე ანტონ პატოელი, 7
იანვარს, 1802, ტფილისი".
არც ის ინსპეკტორი მოვიდა და არც ეკკლესიები დაუბრუნდათ პატრებს;
ხოლო როგორც ქვემოდაც ვნახავთ, რუსის მთავრობამ, ეკკლესიების დაბრუნების
მაგიერად, პატრებს მისცა 6,000 მანეთი ახალი ეკკლესიის ასაშენებლად. რუსების
შემოსვლით ქართლის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ სამცხე კი დარჩა
უწინდელ მდგომარეობაში და მოეღო ბოლო იგოდენ უსამართლობას, რომელიც იქ
ხდებოდა. ამ სამწუხარო მდგომარეობას მოკლედ აუწერს კარდინალს ერთი იქაური
მღვდელი ესრეთ:
„თქვენო უმაღლესობავ, ფრიად პატივცემულო ბატონო.
„ჩემის მოვალეობის ასასრულებლად თქვენს უმაღლესობას უკვე ვაახლე ჩემი
ქვევრდომითი წერილები, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, არც ის პასუხი არ მიმიღია,
რომ მით თავი მენუგეშებინა. ამიტომ კვალად
გაახლებ ამ წერილსაც ნიშნად ჩემის სამარადისო რიდისა და მორჩილებისა,
მასთანვე მოგახსენებ ყოველ ჩემს ამბავს. ორი წელიწადი შესრულდა, რაც ამ
მძლავრთა უთანახმობის გამო, რომლების ქვეშევრდომნიც ვართ, ვიმყოფებით
ეგოდენს შეწუხებასა და უბედურებაში, რომ არც ერთი სიტყვით შემიძლია
გამოვაცხადო, რადგან ამათი უწყალობა ბევრად აღემატება უწინდელ
ბარბაროსების უწყალობას; ვინაიდგან ეს პროვინცია მთლად მოაოხრეს და
მკვიდრთ წაართვეს, რაც კი გააჩნდათ. ეგოდენ უბედურობას ადვილად
დავითმენდი, რომ, თავიანთ უღმრთოების შესასრულებლად, ერთიანად
ამოწყვეტას არ გვემუქრებოდენ ყოველ დღე. ამიტომ ძრიელ გვჭირია ღვთიური
შეწევნა, რომლის მოპოების იმედი გვაქვს თქვენის ლოცვის საშუალებით. თუმცა ამ
საერთო უბედურებას არც მღვდლები და არც ეკკლესიები გადარჩნენ, ყველა
განაშიშვლეს, მაინც კი, რაოდნათაც შემეძლო ჩემს მოვალეობას უკლებლივ
ვასრულებდი, ეგრეთვე შევეწიე მორწმუნებს, შევაგულიანე, რათა მოთმინებით
ეტვირთნათ ყოველი უბედურება და მინდობოდნენ ღვთის ნებას. ამიტომ,
ჭეშმარიტად, დიდს ნუგეშსა და სიამოვნებას ვგრძნობ, რომ მორწმუნეთაგანს
არავის დაუტოვებია ჭეშმარიტების გზა ეგოდენს შეწუხებასა და უბედურებაში.
ვევედრები უფალსა, რათა ღირს იჩინოს და აღგვიმატოს თავისი წმიდა მადლი,
რომ მტკიცედ და მხნედ განვაგრძოთ მისი მსახურება ამნაირ შეწუხებაში და
დასტკბეს მისი გული ჩვენზე, რომ აგვაცილოს მომსვრელი ხმალი, რომლისაც
ღირსი გავხდით ჩვენთა უბედურთა ცოდვათა გამო, დასასრულ, ვემთხვევი თქვენის
უმაღლესობის ბისონს და ვითხოვ ღვთისაგან თქვენთვის ყველა ბედნიერებას,
თქვენის უმაღლესობის უმდაბლესი და უმორჩილესი მონა, სტეფან გურჯიანთი,
მოწაფე პროპაგანდისა და თანაშემწე ახალციხის პროვიკარისა, სათლელი. 24
ივნისს, 1802".
ვგონებთ, ერთი უკანასკნელი დევნულებათაგანი იყოს, რომელიც მიაყენეს
სამცხეში დანაშთ ქრისტიანებს. ქართველ კათოლიკების და ქრისტიანების
წინააღმდეგ ოსმალთა მტარვალობის შესახებ ბ. ზაქარია ჭიჭინაძემ უკვე ბევრი
დასწერა.
უფროსი პატრი 5 ივლისს 1802 წ. რომში სწერს და სთხოვს ევროპაში
მოკრეფილი მოწყალებიდან საკმაო ფული გაეგზავნოს, რათა შეიძლოს ტფილისისა
და გორის ეკკლესიების აშენება, რადგან ეკკლესიების დაბრუნების იმედი აღარ
არისო.
ამავე დროებში რომში გაუგზავნიათ მოხსენება ველის კათოლიკების შესახებ,
ვერ ვიპოეთ და არც ვიცით მისი შინაარსი. ხოლო იქ მოყვანილი გარემოება ცოტა
მოხსენებულია ამ წერილში, რომელსაც პროპაგანდა იწერება:
„ახალციხის პროვიკარს, ბატონ პავლე დავით შაჰყულიანს, 14 ივლისს 1802.
„უკვე მოგვხსენდა, რომ ველის დროული წინამძღვარი მიცვლილა, ბერძნის
ტიბიკონის სხვა მღვდელიც არ მოიპოება, ერის მოვლა შეეძლოს; უმღვდლობა
მეტად მავნებელი შეიქმნება იქაურ ქართველ-კათოლიკებისათვის და
სქიზმატიკების მოქცევასაც დიდად ხელს შეუშლის. ამისგამო სულიერი
საჭიროებისათვის მტკიცედ საზრუნველად ახალციხის და ველის ბერძენ
ქართველებისათვის (ბერძნის ტიბიკონის მქონე), უკვე დადგენილი იყო,
მოგვეყვანინებინა რომში იმავე ტიბიკონის ორი ყმაწვილი და აღგვეზარდა ურბანოს
კოლეგიაში, რათა მღვდლად კურთხეულიყვნენ და მაგ მრევლთათვის მოევლოთ,
როდესაც წინამძღვარი აღარ ეყოლებოდათ. რომის სხვა და სხვა გარემოებამ
ხელი შეგვიშალა, სისრულეში მოგვეყანა ესეთი სასარგებლო დადგენილება. ეხლა,
თუმცა ჯერ არ გაღებულა ურბანოს კოლეგია, მაგრამ, წმინდა კრებამ, რადგან
კარგად უწყის ბერძენ-ქართველი მღვდლების საჭიროება, კვალად დაადგინა, რომ
დავიბაროთ მაგ ტომის ორი ყმაწვილი და გავრწთვნათ ბაღინანთ გრიგოლ
მღვდლის ხელმძღვანელობით. ამიტომ გთხოვ ამოარჩიოთ ორი ახალგაზდა, კარგი
ზნეობისა და მიდრეკილნი საეკკლესიო წოდებისადმი, ჯანმრთელნი, არც 12
წლისაზე პატარა და არც 15 წლისაზე ხნიერი და საზოგადოდ ისეთები, რომ იმედი
იყოს, ბოლოს სასარგებლონი შეიქმნენ. პირდაპირ რომში გამოგზავნით, სადაც
წმიდა კრება მათთვის ყველანაირად იზრუნებს. ეჭვი არა გვაქვს, კათოლიკე
სარწმუნოების ესრეთი სასარგებლო საქმისათვის ყველანაირად ეცადოთ".
აქ უნდა შევნიშნოთ, რომ მოხსენებულია ქართულ ტიბიკონის მქონე
კათოლიკების ყოფნა ახალციხეშიაც; წინა დროებმი ამის შესახებ არ
შევხვედრივართ საბუთებს.
როგორც ჰგავს, მღვდელი შაჰყულიანთი პროპაგანდის ესეთ ბრძანებას არ
დამორჩილებია და თავის გასამართლებლად სხვა მიზეზები მიუწერია. წერილი
ჩვენ არა გვაქვს. ხოლო პროპაგანდა ასეთს პასუხს უთვლის:
„ახალციხის პროვიქარს, ბატონ პავლე დავით შაჰყულიანს, 6 აგვისტოს, 1803.
„თუმცა ამბობთ, რომ საჭირო აღარ არის ქართველი მღვდლები ბერძნის
ტიბიკონისა აღარც მანდ ახალციხეში და აღარც ველში, სადაც ის ცოტა დარჩენილი
ქართველი კათოლიკები შეეჩვნიენ სომხურ ტიბიკონის მქონე მღვდლებისაგან
სულიერი სამსახურის მიღებასო, გარნა წმიდა კრებას ეგ დიდად სასარგებლოდ
მიაჩნია როგორც ერთისა ისე მეორე ადგილისათვის. შესახებ ველისა უფრო
შესაფერი იქმნება იქ მყოფ ქართველ კათოლიკებს, რაგინდ ცოტანი იყვნენ,
ჰყავდესთ მღვდელი, რომელმაც საიდუმლოები და საეკკლესიო წესები შეუსრულოს
მათ თაავიანთ საკუთარი ტიბიკონისამებრ, რისაც ძრიელ კმაყოფილი დარჩებიან,
თუმცა საჭიროებამ იძულებულ ჰყო მიემართათ სომხური ტიბიკონის
მღვდლებისათვის წმიდა საიდუმლოების მისაღებად, რადგან სხვა გზა არა
ჰქონიათ. ესრეთი აზრისა მარტო ამ საგნის შესახებ არ არის წმიდა კრება; იგი
მუდამ ზრუნავს მწვალებელთა მოქცევისათვის და უმზადებს ყოველ საშუალებას,
რათა ადვილად შეიძლონ შეუერთდენ ჭეშმარიტს ეკკლესიას, იმათი მოქცევის
საქმეს ერთი დიდი დამაბრკოლებელი მიზეზი ის გამოუჩნდება, რომ თავიანთ
შეცთომილებასან იძულებული გახდებიან ეგრეთვე თავიანთი საკუთარი ტიბიკონიც
დაუტეონ. ამისგამო კრება მეტად მოწადინებულია, ველსა და ახალციხეში
განწესებულ იქმნენ ქართველი მღვდლები ბერძნის ტიბიკონისა, რათა მათი
საშუალებით შეუერთდნენ იმავე ტიბიკონის სქიზმატიკები, რომლებიც მანდ
იპოებიან. წმიდა კრების უმთავრესი მიზანია და კიდეც თხოულობს ქართველის
ყმაწვილების ბერძნულ ტიბიკონზე აღზრდასა. თქვენც უეჭველად თანახმა უნდა
იყვნეთ და არ დაზოგოთ მთელი თქვენი თანამშრომელობა".
რაოდნათაც ვიცით, იმ მღვდელს შემდგომ პროპაგნდის ესეთი ბრძანებაც არ
შეუსრულებია. აი მეტად უსამართლო მოქმედება მღვ. შაჰყულიანისა, რომელსაც
საბრალო ქართველებისათვის მოუსპია თავიანთი ენით წირვა-ლოცვის
შესრულების ღონისძიება. ასეთი მოქმედება მეტად უფრო იმიტომ გასაკიცხია, რომ
თვით რომი დიდად მოწადინებული იყო, ქართველებს თავიანთი ტიბიკონის
მღვდლები ჰყოლოდათ და ამის სისრულეში მოყვანას თვითვე უბრძანებდა, მაგრიმ
ის მღვდელი კი წინააღმდეგ იქცეოდა და თავის ძალადობით მოქმედების
გასამართლებლად არა ერთ ცხრა მაზეზს უთვლიდა, ამნაირ მის შეუსაბამო
მოქმედებას ხალხზე ისეთი სამწუხარო შთაბეჭდილება მოუხდენია რომ, ბევრი
დროს გავლის შემდგომ, ახალციხელი მისი თანამედროე მოხუცი პირებისაგან
თვით ჩვენ გაგვიგონია მისი საყვედური და კიცხვა.
ზემოდ ვნახეთ, რომ საქართველოს მისიონის შესაწევნელად პროპაგანდამ
მიმართა ავსტრიის კეისარს, რომელმაც უარი არ უთხრა. მაშინვე გადასცა
საქართველოში გამოსაგზავნად 1282 პიასტრი.
ამ წერილში ჩვენ უკვე მოვიხსენიეთ რავდენიმე ქართველი თეათინელებთან
და კაფუცინებთან მონაზონებად შესული. უნდა მივუმატოთ ერთი სხვა ქართველიც,
რომელიც მონაზონად შემდგარა პოლონეთში დომინიკიანებთან. იგი თვითვე
აღწერს თავის ვინაობასა და გარემოებას ამ წერილში, რომელსაც უგზავნის
პროპაგანდას ლათინურად:
„წმიდა პროპაგანდის კრებას,
„მე ძმა ონოფრიო ოანჯანოვი, მღვდელი და მისიონერი სარატოვის
პრეფექტურისა რუსეთის იმპერიაში, უფროსი და დეკანოზი სარატოვის
პრეფექტურის კათოლიკე ეკკლესიებისა და მოწესე მოქადაგეთა ძმათა
(დომინიკიანეთა).
„მდაბლად გაუწყებ შემდეგს. მე, საქართველოს ქალაქ ტფილისში
დაბადებული, 17 წელიწადი დავყავი პატრი კაფუცინებთან. ოცდა ორი წელიწადია,
რაც ჩემს სამშობლოს გავშორდი და პოლონეთში მოქადაგე ძმებთან,
გამოსაცდელი დროს გატარების შემდგომ, მონაზონად შევდეგი. მათი
უსამღვდელოესობის მიტროპოლიტ არქიეპისკოპოსის, სტანისლავ სეთცევიჩის
თანხმობით და ეგრეთვე ჩვენის წესის პროვინციალის ნებით საქართველოში
მოვედი სანახავად და სანუგეშოდ დედაჩემისა და სხვა დანარჩენ ნათესავებისა.
მაგრამ რა მოვედი, ნუგეშის მაგიერ, შევსწუხდი. ჯერ იმის გამო, რომ იმერეთში
მყოფი კაფუცინი პატრი ნიკოლა რუთინიანელი დაბრკოლებას აძლევს, რისგამო
ჩვენს კათოლიკებს განსაცდელი მოელის კათოლიკე სარწმუნოების დატოებისა.
მეორედ იმის გამო, რომ უფროსმა პატრმა, ფრანჩისკე პატოელმა, თვინიერ
საჭიროებისა, ქორწინებისათვის ნება მისცა მესამე ხარისხის ნათესავებს...
„წმიდა კრების უმორჩილესი მონა, ძმა ონოფრიო ოანჯანოვი, გორი, 28
აპრილს 1803".
ამ წერილში კაფუცინების მიმართ სამდურავი უსაფუძვლო როდია.
სამწუხაროდ, თვით იმ დროებშიც ბევრნაირად შევნიშნეთ მათი შეუსაბამო მოქცევა.
ისინი მუდამ ისე არ იქცეოდნენ, როგორათაც მოითხოვდა მათი მოვალეობა.
ზოგჯერ ერთმანერთში უთანხმოება ჰქონდათ; ზოგჯერაც თავიანთი ცუდი
ყოფაქცევით ერს დაბრკოლებას აძლევდენ. გარდა ამისა, საკმაო მღვდლები
ჰყავდათ, მეტადრე გასულის საუკუნის პირველ წლებში. მათი რიცხვი იქამდე
შემცირდა, რომ თითო ქალაქში თითო მღვდელი ღა ძლივს მოიპოვებოდა;
ახალციხეში კი აღარც ერთი კაფუცინი იყო, რისგამო იქ მყოფი სომხების
ვართაპეტი თურმე დიდძალ ფულს აძლევდა ფაშას, რათა პატრების ეკკლესია და
მონასტერი ხელში ჩაეგდო და ამ საშუალებით, სამუდამოდ განეშორებინა
ახალციხიდგან. თავის მხრივ შაჰყულიანი მღვდელიც ცდილობდა ხელში ჩაეგდო ის
ეკკლესია, რადგან კაფუცინებს კაი თვალით არ უყურებდა და, მარტო თვით
უნდოდა გაბატონება.
უკვე ზემოდ გავიხსენიეთ, რომ კაფუცინები საქართველოს შვილებს ლათინის
ტიბიკონზედ იმიტომ არ აკურთხებდენ, რათა შემდგომ გვერდზე არ ამოსდგომოდენ
და როგორმე არ დაეჩრდილათ. ამისგამო ხსენებული ლათინის წესის მღვდლის
ტფილელის ონოფრიოს მოსვლა საქართველოში სასიამოვნოდ არ დაურჩათ. რა
დაყარა ხმა, საქართველოში დარჩენას ვაპირებო, კაფუცინები შეშფოთდენ და 5
ივნის 1803 წ. კიდეც რომში მისწერეს თავიანთი მწუხარება და დარდი:
„სამი თვე იქნება, რაც აქ მოვიდა პოლონეთიდგან ერთი პატრი დომინიკიანი,
აქ დაბადებული, თავის დედის სანახავად; მაგრამ ახლა ვეღარ გადუწყვეტია
წასვლა და აქ დარჩენას აპირებს”.
ის მღვდელი უქმად არ ატარებდა დროს, მათ ბევრს შველოდა სულთა
მოვლაში, მაგრამ მაინც კი მათი გული ვერ მოიგო.
როგორც სჩანს ზემო წერილში დასახელებული პატრი ნიკოლა ძრიელ ცუდათ
იქცეოდა, მრევლს ბოროტ მაგალითს აძლევდა და თავის უფროსის ბრძანებას
აღარაფრად აგდებდა, თუმცა სხვაფრივ, შესანიშნავი პირი, გამოჩენილი ექიმი და
მეტად მიჩნეული იყო ქართველებისაგან. მისი საქართველოდგან განშორება
უნდოდათ, მაგრამ ვერ გაისტუმრეს, რადგან იმათ ბრძანებას ყურადღებას აღარ
აქცევდა. ამით მისმა უფროსმა რომს მისწერა, პროპაგანდამაც პეტერბურგში
მინისტრს სთხოვა, მთავრობას შემწეობა აღმოეჩინა მისი საქართველოდგან
გასტუმრებისათვის; საქართველოს მთავარმართებელმაც ამის შესახებ ბრძანება
მიიღო. ბოლოს პატრი ნიკოლა დასთანხმდა იტალიაში წასვლას, კიდეც დაადგა
გზას და წასვლისას გაიარა ქუთაისში, სადაც დახვდენ ერეკლე მეფის შვილები,
რომელთაც იცნობდა. მისი გაშვება არ ინდომეს არც მეფე სოლომონს უნდოდა. იმ
დროს ახალციხის ფაშამ რა შეიტყო პატრი ექიმის ქუთაისში ყოფნა, სოლომონ
მეფეს მისწერა და სთხოვა, რომ პატრი ნიკოლა მისთვის გაეგზავნა, რადგან ძრიელ
სჭიროდა. სოლომონმა არ გაუგზავნა, თავისთან დაიჭირა და კაფუცინების უფროსს
სთხოვა, ფაშასთან სხვა პატრი გაეგზავნა და პატრი ნიკოლა იქ დაეტოვებინა.
უფროსმა უპასუხა, რომი იბარებს, მე არაფერი შემიძლია და საჭიროა იქ მიწერაო.
ამიტომ ბატონიშვილებმა მისწერეს ეს წერილი ქართულად:
„მათს მაღალ ყ ̃დ უსამღვდელობას, და მაღალთა ადგილთა მოსაყდრეს
დიდისა რომის კრებისა თანაწევრს უფალს კარდინალს.
„ჩვენს მოწყალე ხელმწიფეს.
„ადრითგანვე მეფენი საქართველოსანი ჟამ ყოველ პატივითა და
სიყვარულითა შესაბამითა ბძანებულან საქართველოსა შინა მყოფთა პატრთა
ზედა; და უმეტესად მათდა მამა პაპათა ჩვენთა და ჩვენ მამობრივი და
მეგობრობითი სიყვარული გვქონია ყოველთა შეძლებითა ჩვენითა ვიდრე
აქომამდე, და აწ დროსა ამას მივიღეთ უბდურობა... მოგვიხდა გადმოსვლა ამის
უმაღლესობის ჩვენს დისწულის იმერეთის მეფეს სოლომონთან, და კვალად
ვიმედონოებთ ღ ̃თით და მიზეზითა ამით რომელ წელიწადსვე ამას შინა მივიღოთ
სამკვიდრო და სამეფო ჩვენი საქართველო; ვინაითგან ძალითა ღ ̃თისათა ამის
თავის უფლებითი ნება ხელთა ჩვენთა, ყ ̃დ უსამღვდელოესო მეფეო. სამეფოსა
ჩვენსა ყოფნაში იყო საკუთრად აქიმი ჩვენი პატრი ნიკოლაოზ, და ოდესაც
მივიღეთ ლტოლვა... და გარდმოვედით იმერეთად ჟამსა ამას დაშთა პატრი
ნიკოლაოზ საქართველოსა შინა მყოფთ თავის მრევლში; და შემდგომად
რაოდენსამე ხანში თქვენი უმაღლესი ბრძანება მოსვლოდა წამოსვლისა
საფრანგეთად, და ვინაიდგან გზა საფრანგეთისა იმერეთი არის მოვიდა სამეფოსა
ქალაქსა ქუთაისსა და ამისმა უმაღლესობამ მეფემ სოლომონ არა მისცა ნება გზისა
და არცა თავისუფლება წამოსვლად. ვინაიდგან იხილა საჭიროდ საქმესა შინა
სააქიმოსა, და ჩვენც ფრიად მოხარულ ვიქმენით ამისათვის პირველი ესა რომ
საკუთრად და სანდოდ აქიმად მყოფობდა ჩვენთან და მეორეც ეს, რომ საუცხოვო
კაცი არის: ამ საქმეზედ თქვენს ყ ̃დ უსამღვდელოესობას წერილი მიართვა
ხვეწნისა ამისმა უმაღლესობამ მეფე სოლომონმა; და ჩვენც უმეტესად ვითხოვთ
ვედრებით რომელ მისცეთ უმაღლესი ბრძანება პატრი ნიკოლოზს ჩვენთანა
ყოფნისა: და როდესაც მოწყალებითა ღვთისათა მივიღებთ კვალად სამეფოსა და
სამკვიდროსა მამულსა ჩვენსა საქართველოსა, რაც უწინ პატივი და სიყვარული
ჰქონიათ თქვენგან გამოგზავნილთ მოსულთ პატრებს, ერთის წილ ათას იმდენს
მიიღებენ პატივსა და სიყვარულსა ჩვენგან; და კვალად ვითხოვთ რომელ
უმდაბლესათ ესე მოხსენება ჩვენი არა უგულობელს ჰყოთ, და ვედრებისა და
წადიერებისამებრ ჩვენისა აღსრულება ინებოთ; რომლისათვისაც ვეგებით
მდაბლითა და უღრმესითა ერთგულობითა თქვენდამი.
„თქვენის მაღალ ყ ̃დ უსამღვდელოესობის მოწყალის ჴელმწიფისა ჩვენისა
უმდაბლესად სამსახურისა მათისა მოწადინე ს ̃დ საქართველოს მეფის ძენი.
იულიონ [ბეჭედი ხუცური ასოთი] ფარნავაზ [ბეჭედი მხედრული ასოთი] ივნისის 20
წელთა 1803".
აქ ხსენებული წერილი სოლომონისა ბევრი ვეძებეთ, მაგრამ ვერ ვიპოვეთ.
ხოლო შეგვხვდა მარტო მისი თარგმანი იტალიანურად. რომლის თარგმანსაც
ტექსტით აქვე ვურთავთ:
„მათს მაღალს ყ ̃დ უსამღვდელობას, დიდი რომის კრების კარდინალ
ბორჯიას.
„ჩვენო მოწყალეო ხელმწიფევ, გავლილ დროებში თქვენის ბრძანებით
ევროპაში წასასვლელად პატრი ნიკოლამ აქ გამოიარა, და ჩვენ შევაჩერეთ,
რადგან აქიმი გვეჭირვებოდა, კაი სამსახური მოგვაგო.
ახლა მოუვიდა მას კვალად ბრძანება მანდ დაბრუნებისა; თუმცა ამას მტკიცედ
გადაწყვეტილი აქვს წამოსვლა და ჩვენი დატოება, მაგრამ ავუკრძალეთ წასვლა.
ვინაიდგან აქიმებად მუდამ თქვენი გამოგზავნილი პატრები გვყავდა, ამიტომ
ვნატრობთ, თქვენმა უმაღლესობამ კეთილ ინებოს და ჩვენის სიყვარულისათვის
პატრი ნიკოლას ნება მისცეთ ჩვენთან დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალით არ
დავიჭერთ, გამოგიგზავნით, მაგრამ შემდეგში კი აღარც ერთ პატრს დავაყენებთ აქ;
ყველანი იძულებულნი გახდებიან აქედგან წავიდენ, თუ ჩვენის პატივისათვის მისი
აქ დატოება არ ინებეთ; ესრედ ერი დარჩება უმწყემსოდ. მაგრამ იმედი გვაქვს, არ
ინებოთ. დავშთებით ყველანაირის პატივისცემით, სულით და ერთგულობით თქვენი
უმაღლესის მოწყალე ხელმწიფობისადმი - სოლომონ მეფე სრულიად იმერეთისა,
ოდიშისა და გურიისა. [ბეჭედი]”.
ამისთანა უმაღლეს პირთა თხოვნას პროპაგანდა არასოდეს უარს არ ეტყოდა.
სასიამოვნოთაც კი დაურჩა ასეთი თხოვნა. დათანხმდა და მოსწერა შემდეგი
წერილები სოლომონს და ბატონიშვილებს.
„მათს ხელმწიფებას სოლომონს, სრულიად იმერეთის, ოდიშის, და გურიის
მეფეს, ქუთაისს. 9 ივნის 1804.
„არც ერთი ამბავი შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენთვის ისე სათნო და
სასიამოვნო, როგორც ახლა მეძლევა რათა დავაკმაყოფილო სურვილი თქვენის
ხელმწიფებისა, რომელმაც მუდამ ეგოდენი სახიერებით მიიღეთ ჩვენი მისიონერები
და პატივი ეცით. თუმცა კაფუცინი პატრი ნიკოლა რუთილიანს შევუთვალეთ,
დაბრუნებულიყო იტალიას, მაგრამ ახლა თქვენის ხელმწიფების სურვილის
თანახმად, დიდის სიამოვნებით ნებას ვაძლევთ, შეეძლოს დარჩენა თქვენს
სამეფოში, როგორათაც წმიდა კრება თავის პატივად რაცხს დასთანხმდეს ყოველ
თქვენს სურვილსა, რაც კი შეუძლია, ეგრეთვე იმედი აქვს, თქვენმა ხელმწიფებამაც
კეთილ ინებოს და სახიერებით დაიფაროს ჩვენი მისიონერები და კათოლიკები,
რომლებიც სცხოვრებენ თქვენს სამეფოში და რომელთაც ვალად აქვსთ
დაემორჩილონ თავიანთ მთავარს და მისნი ერთგუ იყვნენ. უკეთუ შემთხვევამ
მოიტანა როდისმე, რომ ტფილისს, გორში და საქართველოს სხვა ადგილებში
მყოფი კაფუცინები, რაიმე მიზეზის გამო იძულებულნი გახდენ დაუტევონ ის
პროვინციები, ამნაირი შემთხვევისათვის, ვევედრები თქვენს ხელმწიფების გულ-
მოწყალებას, რათა კეთილ ინებოთ, და მიიღოთ იგინი სიმშვიდით თქვენს
სამეფოში და დაიფაროთ ყოველნაირი უსამართლოებისაგან. დარწმუნებულიც
ბრძანდებოდეთ, ღირსი გახდებიან თქვენის სიკეთისა, ერს უწესოდ არ მოექცევიან;
არამედ დიდს სარგებლობას მოუტანენ. დიდს მადლობას მოუძღვნით თქვენს
ხელმწიფებას, რომ უდიდესი პატივი მიეცით თქვენის წერილით და მასთანვე
დიდად მონატრე ვართ მარადის თქვენის მსახურებისა. ვევედრები უფალს,
მოგანიჭოსთ უხვად თავისი მადლის ნათელი და უმეტესად განამტკიცოს თქვენი
დიდებული სამეფო. დავშთები თქვენი უღრმესად პატივის მცემელი...".
ყურადსაღებია პროპაგანდის სიტყვები, რომლითაც მეფეს სთხოვს
კაფუცინების შეწყნარებას, როდესაც საქართველოს მისიონებს თავს დაანებებენ.
ასეთი თხოვნა გამოიწვია სხვა და სხვა გარემოებამ. პირველად იმან რომ, როგორც
უკვე დიდის ხნიდგან რუსეთში მკაცრად აკრძალული იყო მართმადიდებლების
გაკათოლიკება, ისეთივე კანონი ძალაში შეიტანეს რუსებმა, რა შემოვიდენ
საქართველოში. ამიტომ კაფუცინებს საქართველოში დიდი აღარაფერი იმედი
ჰქონდათ კათოლიკობის გავრცელებისა. მეორე ეს რომ მთავარმართებელმა
კნორინგმა აკრძალა ახალის მისიონის შემოსვლა ევროპიდგან; სხვათა შორის
1803 წლის პირველ თვეებში ევროპიდგან ტფილისს მოვიდა ექიმი ძმა ივანე
კარლო; როგორც უწინ საქართველოს მეფეებს გაეხარდებოდათ ხოლმე ახალი
ექიმი კაფუცინის მოსვლა, ისე იმნაირ სიხარულს მოელოდენ კაფუცინები რუსის
მთავრებისაგანაც; ამიტომ ხსენებული ექიმი კაფუცინის მოსვლა უფროსმა პატრმა
საჩქაროდ და ხლებით, ახარა კნორინგს, რომელმაც წყრომით უთხრა, რომ ამას
იქეთ აღარ შეიძლება ევროპიდგან მისიონერების შემოსვლაო. მესამედ,
კაფუცინების ტფილისსა და გორში დარჩენაც განსაცდელმი იყო. ამის შესახებ
უფროსი პატრი ფრანჩისკე, 23 ივლის, 1803, კარდინალს ამას სწერს:
„აწ თქვენი უმაღლესობა კარგად სცნობს მთავარმართებლის ჩემდამი
ნათქვამი სიტყვებიდგან, რომ აღარც აქ ტფილისში და აღარც გორში, რომლებიც აწ
რუსეთის უფლების ქვეშ არის, აღარ შეიძლება პროპაგანდისაგან გამოგზავნილი
ახალი მისიონერების დაყენება. იმერეთს, ქუთაისს კი შეიძლება. მაგრამ ვიდრე
პატრი ნიკოლა რუთილიანი იქ არის, არ გავგზავნი ახალ მისიონერებს, რათა მისი
ცუდი მაგალითი არ შეითვისონ, ამას ხშირად ვუმეორებ ჩემს ამხანაგებს. ამიტომ
ახალისა და თუ ძველ მისიონერების თავშესაფარი ადგილი უნდა იყოს ამას იქით
ახალციხე (ვამბობ ძველი მისიონერებისაც) , რადგან ამ დღეებში
მთავარმართებელთან ვიყავი და ლაპარაკში ესეც ვუთხარი, რომ საჭირო იყო
ცხინვალში იქაური 30 კათოლიკებისათვის აგვეშენებინა ერთი პატარა ეკკლესია.
მიპასუხა არა თავაზიანად: „თქვენ ფიქრობთ ეკკლესიის აშენებას, მაგრამ
შეიძლება კიდეც, რომ რომ აქიდგან ყველანი წახვიდეთო". არ ვიცი, თუ რა
საბუთით მივაჩნივართ ბატონ რუსებს აქ ევროპელ მთავრობათა ჯაშუშებათ? ნეტაი
შევიძლებდე აქიდგან წასვლას, სანამ გამდევნიდენ. ღვთის სიყვარულისათვის,
დამიბარეთ, რათა გავშორდე აქაურობას და კვალად შევიძლო თქვენი მოსალმება.
ნუღარც იზრუნავთ აქ ახალი უფროსის დანიშვნისათვის, რადგან, როგორც მესმის,
აქ ჩვენთვის ყველაფერი გათავდა".
ამას უნდა მივუმატოთ ისიც, რომ 1784 წლიდგან მოგილოვის ლათინის
ეპისკოპოსი, რომის ბრძანების წინააღმდეგ, ცდილობდა საქართველო თავის
უფლებისათვის დაექვემდებარებინა; ამაზე ბევრგზის კაფუცინებს მოსწერა და
უშლიდა პროპაგანდასთან მიმართვას; ხოლო საქართველო რა შეუერთდა რუსეთს,
მაშინ უფრო ძალა დაატანა კაფუცინებს, ხოლო რომი კი ჰკიცხავდა იმ ეპისკოპოსის
ასეთ მოქმედებას. ამ გარემოებამაც საკმაოდ გაამწვავა კაფუცინების
საქართველოში ყოფნა.
პროპაგანდამ მეფის შვილებსაც ეს პასუხი გამოუგზავნა:
„მათს უპრწყინვალესობას საქართველოს მიცვალებულ ერეკლე მეფის
შვილებს თავადთა იულიონს და ფარნავაზს. ქუთაისს, 9 ივნის 1804.
„რადგან წმიდა კრება დიდად მადრიელია დიდებული მეფის ერეკლესი,
რომელიც განსაკუთრებულის გულმოწყალებით მფარველობას უწევდა მუდამ ჩვენს
მისიონერებს, ამიტომ ვალად რაცხს თავის თავს მის უწარჩინებულეს შვილებსაც
ყოველგვარი პატივისცემა მიაგოს და აუსრულოს ყოველი მათი სათხოვარი. თუმცა
კაფუცინს პატრი ნიკოლა რუთილიანოს ებრძანა იტალიაში დაბრუნება, გარნა
მივიღებთ მხედველობაში თქვენს რეკომანდაციას, რომელთანაც იყო ეგრეთვე
მათი ხელმწიფების სოლომონ იმერეთის მეფისაც რეკომანდაცია, წმიდა კრება
ნებას აძლევს დარჩეს მაგ სამეფოში თავისუფლად თანახმად თქვენის თხოვნისა.
იმედი მაქვს, ჩვენი ნების დართვა არა მხოლოდ სათნო საყოფელი იქმნეს
თქვენთვის: არამედ კვალად უფრო მიზიდულს გყოფსთ მისიონერებსა და
კათოლიკეთადმი. ვნატრობ, მუდამ ახალი შემთხვევა მიბოძოთ, რათა შემეძლოს
თქვენი მსახურება. დავშთები უღრმესის პატივისცემით თქვენი უმორჩილესი მონა”.
იმ დროებში ქუთაისი კაფუცინებისათვის კაი საიმედო ადგილი ყოფილა,
რადგან, მეფეს გარდა, დედოფალიც სწყალობდა მათ და საწევარს აძლევდა, რაც
კი საჭირო იყო. ამას ცხადად გვიჩვენებს მისი სიგელი:
„ქ: წყალობითა ღ ̃თისათა ჩვენ ს ̃დ იმერთა ლეჩხუმთა ოდიშთა და გურიათა
დედოფალმან დადიანის ასულმან მარიამ. ესე უცვალებელი და მოუშლელი
წყალობის წიგნი გიბოძეთ თქვენ პატრებს: ასე რომ თქვენის ეკკლესიის
მახლობლად ჩვენის კაცის მარტიას მამული იყო და იმისი მიზეზით ვიწროებით
შემჭიდროებულნი იყავით. მოხვედით და იმ მამულს დაგვეაჯენით. ჩვენცა ვისმინეთ
მოხსენება თქვენი და გიბოძეთ მოკლეას შვილის მარტიას ნაქონი მამული თავისის
სამართლიანი გარემოებით; ორი გვერდი სამძღვრისა თქვენის საყდრის წინ და
უკან მოუძეს. მესამე გვერდი თავს შარის გზისკენ, და მეოთხე გვერდი ავთანდილა
შვილების მხრისკენ, ესენი ყოველივე თავისის გზით სამძღვრით და შესავალ-
გასავალით თქვენთვის გვიბოძებია, გქონდენთ და გიბედნიეროს ღ ̃თნ ჩვენსა
ერთგულად სამსახურსა შინა და არავისგან არ მოგეშალოს არცა ჩვენგან და არცა
შემდგომთა სხვათა დედოფალთა და მეპატრონეთაგან რამანც კაცმა მეფემან ანუ
დედოფალმან, ყ ̃დ სამღვდელობამან გინა მოხელემან და თავადმან დიდმან ანუ
მცირემან ამის დაშლად ხელ ჰყოს, მასამცა რისხავს ყ ̃დ ძლიერი ღ ̃თი, და იგიმც
ამოიხოცების წიგნისა მისგან ცხოველთასა, მასამცა მიეცემის ძრწოლა კაენისა,
კურთი გეზისა, შიშვთილი იუდისა, დანთქმა და თან და აბირონისა შეჩვენებულ
იყოს ქრისტეს მიერის ბრძანებით სულით და ხორცით აქაცა და მას საუკუნოესაცა.
ხოლო დამამტკიცებელნი ამისი აკურთხოს ღ ̃თან. უხუცესო და მოურაო და
მოხელენო ბრძანება ესე ჩვენი თქვენ ასე დაუმტკიცეთ და აღასრულეთ.
„აღიწერა თუესა მაისს გ წელთა ჩ. ყ. გ. [დედოფალი მარიამ]”.
ამ წერილს გვერდზე უწერია ეს შეადეგიც:
„ქ: წყალობითა ღ ̃თისათა ჩვენ იესიან დავითიან სოლომონიან პანნკრატიან
მეფე იმერთა სოლომონ ვამტკიცებ სიგელსა ამას ვინც ეს მოშალოს შეჩვენებულ
იყოს სულით და ხორცითႫ Ⴏ Ⴔ. Ⴏ Ⴋ Ⴊ
Ⴛ Ⴓ Ⴡ. Ⴌ Ⴓ
Ⴊ Ⴓ Ⴡ Ⴓ Ⴌ.

[მთავრობის ბეჭედი]მდივანბეგი თ ̃ი დავით ჩხეიძე
ეს დედოფლის წერილიც ცხადად გვიჩვენებს, თუ ქუთაისშიც პატრებს რა
ადგილი სჭერიათ და რაოდენი სიყვარული და პატივი დაუმსახურებიათ თვით
სამეფო სახლშიც.
ზემოთ ვნახეთ, რომ შაჰყულიანი მოწადინებული არ იყო, რათა ქართულის
ტიბიკონის კათოლიკებს თავიანთი წესის მღვდლები ჰყოლოდათ. პროპაგანდამ
ძალა დაატანა და მხოლოდ მაშინ, როგორც იყო, ორი ყმაწვილი ველელი
ქართველი, ბიძაშვილები იაკობა და ანდრია, ნათესავები მიცვალებულის სიმონ
ბატონისა. რა აცნობა რომში, პროპაგანდამ, 3 აგვისტოს 1805, მადლობა მოსწერა
და მათთვის გზის სახარჯოდ მისცა 140 სკუდი, რაიცა მათ უნდა გადასცემოდა
კოსტანტინეპოლში. ისინი ზღვით არ წასულან კოსტანტინეპოლს, რათა ჭანებს
(ლაზებს) ტყვეთ არ წაეყვანათ; ამიტომ იძულებული გამხდარან ხმელეთით
წასულიყვნენ. კოსტანტინეპოლშიც მათი რომში გაგზავნა შეჩერებულა ომიანობის
და სხვა მიზეზების გამო. ამიტომ პროპაგანდამ მოსწერა იქაურ ეპისკოპოსს, რომ ის
ყმაწვილები იქვე გაეწვრთნევინებინა და გაეგზავნა მათ ქვეყანაში.
ჩვენდა უცნობის მიზეზების გამო, გურჯიანთ სტეფანე მღვდლის მოხსენებისა
გამო კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსმა სათლელი და მის გარეშე გამორიცხა
ახალციხის უფროსის ხელქვეითობისაგან და პირდაპირ დამოკიდებულ ჰყო
კოსტანტინეპოლზე. შაჰყულიანმა იწყინა, რადგან თვით იყო იმ დროს ახალციხის
უფროს პროვიკარად, ამის გამო საჩივრები მისწერა პროპაგანდას, სადაც დიდი
სახელი ჰქონდა მოხვეჭილი და ბადინანთ გრიგოლ მღვდელიც მხარს უჭერდა.
პროპაგანდამ მოუსმინა და 5 ივლის 1806 ეპისკოპოსს მისწერა და დაავალა, რათა
უკან მოეწოდებინა თავისი გარდაწყვეტილება და სათლელი უწინდელებრ ისევ
ახალციხისათვის დაექვემდებარებინა. ეპისკოპოსმა ძალაუნებურად შეასრულა
ბრძანება, მაგრამ ამ გარემოებამ ბევრი უკმაყოფილება გამოიწვია სათლელში,
მეტადრე მღვდლებს შორის.
ტფილისში კაფუცინებმა დაიწყეს ახალი ეკკლესიის აშენება. ეს ამბავი რომში
მისწერეს 2 მარტს 1805 წ. უფროსი პატრი, 29 იანვარს 1806, კვალად სწერს და
აუწერს, რომ მთავრობის მიერ მიცემული 6,000 მანეთი (ეს ფული მოიპოვეს ძველი
ეკკლესიის მაგიერად მთავარ-მართებლის ციციშვილის შემწეობით) დაუხარჯავთ
და ეგრეთვე სხვა ფული, რაც კი ჰქონდათ: მაგრამ ეკკლესია ვერ დაუმთავრებიათ.
ამიტომ რომს სთხოვს მემწეობას. ეგრეთვე ჰთხოვს ნებას გაჰყიდონ თავიან ბაღი,
ერთი სახლი და ორიც ცარიელა ადგილი, რათა მისი ფულით აღაშენონ
მონასტერიც. პროპაგანდა შემდეგს პასუხს აძლევს.
„პატრი ფრანჩისკე ანტონ პატოელს საქართველოში მყოფს კაფუცინების
მისიონის უფროსს. ტფილის, 6 სექტემბერს, 1806.
„.... ხოლო წმიდა კრების ხაზინა თქვენც კარგად იცით, ეგოდნად
დაღარიბებული და დაცარიელებულია, რომ მისიონერებისათვის გასულის დროის
პენსიონები ჯერეთაც არ გადაუხდია. გარნა მიიღო რა მხედველობაში ეგრეთი
გაჭირვებული მდგომარეობა, რომელშიც იმყოფებით, ვითარცა იწერებით,
შეგიბრალა და გიგზავნის 200 სკუდს შესაწევარს. სამწუხაროდ დამირჩა ამბავი,
რომ, ფულის შემოკლების გამო, ეკკლესიის აშენება ვერ დაგიმთავრებიათ. სჩანს
თქვენ საჭირო ზომა არ მიგიღიათ და, ვინ იცის, ეგებ უდიდესი რისამე აშენებაც
განიზრახეთ... ნება ითხოვეთ, რომ გაჰყიდოთ მისიონის საკუთარი ერთი ბაღი,
ერთი სახლი და ორიც პატარა ადგილი, რათა ნავაჭრის ფულით აღაშენოთ
მისიონერების სადგომი სახლი. ჩვენმა ბატონმა პაპმა, რა გამოიძია გარემოება,
კეთილ ინება და ნება დაგრთოთ იმ პირობით, ის რომ ფული სახლის აშენებას კი
არ შეახარჯოთ, არამედ ეკკლესიის დასასრულებლად, რადგან ყოვლად საჭიროა".
ევროპიდგან მოწოდებული შემწეობით, მამულების ფულით და აქ
მოპოვებულის მოწყალების შემწეობით, კაფუცინებმა მალე დაასრულეს ტფილისის
ეკკლესიის აშენება. ამ ამბავს იგივე უფროსი პატრი 24 იანვარს, 1808 წ. სწერს
კარდინალს:
„თქვენო უმაღლესობავ, გასულ წელს მივიღე თქვრნი პატიოსანი წერილი.
ცნობილის არეულობის გამო გზა შეკრულია, მგზავრები ვერ მოდიან. ამიტომ მეც
ვერ შევიძელი აქამომდე პასუხის მოწერა და ამის გამო ვალი ვერ მოვიხადე.
თქვენინ პირველის წერილის მიღების ცოტა შემდგომ, მივიღე ოსმალური 720
პიასტრი, რომელიც წმიდა კრებამ გვიწყალობა, რისთვისაც სიმდაბლით მადლობას
მოვახსენებ. თქვენ სანუგეშოდ უნდა გაუწყოთ, რომ ვენის მთავრობისაგან
გამოგზავნილი შენაწევარის მომეტებული ნაწილი მივიღე, დანარჩენი იმედი მაქვს,
ამ დღეებში მივიღო. ჩვენის ახალის ეკკლესიის აშენებისას თქვენი უმაღლესობა
მწერს, ვინ იცის, ეგებ განიზრახეთ აშენება იმისთანა დიდი რისამე, რაიცა
აღემატება თქვენს შეძლებასო. ჩემი ბრალი არ არის, რადგან თვით თავად
ციციანოვმა, იმ დროის აქაურ მთავარმართებელმა დახატა გეგმა. ინუგეშეთ, რომ
ეკკლეესიის შენობა, თუ კედლები თუ დანარჩენი, დასრულდა. ჩვენმა
კათოლიკებმა რაც კი შეეძლოთ, იღონეს; მთავრობისგან 1,000 სარგებლით
ისესხეს და სხვა ვალიც დაიდვეს. ორი თვეა, რაც შევედით ეკლესიაში. ძველი
ეკკლესიიდგან ყოვლად წმიდა ზიარების საიდუმლო პროცესიით გადმოვასვენეთ
„პანჯელინგვინ" გალობით და მუსიკით. პროცესიას აქეთ იქით რუსის ჯარი ახლდა
და წინ მიუძღოდენ რუსის მთავრობის სამხედრო და სამოქალაქო აფიცრები,
ქართველები, სომხები, და მთელი ქალაქი უყურებდა. აქაური ქართველების
კათალიკოსმა და მათმა მიტროპოლიტმა ეკკლესიაში შემოსვლა ინებეს, ეგრეთვე
სომხების პირველი ეპისკოპოსიც მოვიდა. პატივი ვეცით და სკამზედ დავსვით...”.
ამ წერილიდგან სჩანს, რომ კაფუცინების მდგომარეობა ციციშვილის
გამგებლობის დროს კარგად გაუმჯობესებულა, და აღარც ჰქონიათ შიში
განდევნისა, რასაც კნორნიგი ემუქრებოდა. ეგრეთვე სჩანს, რომ ციციშვილს დიდი
სიკეთე მიუძღვის კაფუცინებისადმი, რადგან მთავრობას 6,000 მანეთი გამოართვა
და კაფუცინებს მისცა ჩამორთმეული ეკკლესიის მაგიერად; ახალი ეკკლესიის
გეგმაც თვითვე შეადგინა და თვითვე დააწყებინა მისი შენობა: ეგრეთვე თავის
შემწეობითვე დაასრულებინებდა, რომ მტრებს არ მოეკლათ. კაფუცინები
ეკკლესიის შენობის შეყენების მიზეზად ერთავად მის სიკვდილსაც რაცხმენ.
უფროსი პატრი 15 ივნის 1806, რომში სწერს ესე:
„ჩვენის ეკკლესიის შენება შედგა, რადგან ფული აღარა გვაქვს და ჩვენი
მფარველი რუსის მთავარმართებელი სპარსელებმა ღალატით მოჰკლეს, ახლა
ჩვენზე ამას იტყვიან: „კაცმან ამან იწყო შენობად და ვერ შეუძლო აღსრულებად".
ეგრეთვე მის დროს კაფუცინებს დაუბრკოლებლივ შეეძლოთ ახალი
მისიონერები მოეყვანათ.
კაფუცინების ტრაპიზონის არხივში ვპოვეთ ბევრი კერძო პირთა ქართულად
დაწერილი ნასყიდობის გუჯრები, რომელსაც არავითარი მიმართი აქვსთ
კაფუცინებთან, ან კათოლიკების ეკკლესიასთან. ამათმა ნახვამ დიაღ გაგვაკვირვა,
რადგან ესრეთი ქაღალდები მათ სრულებით არ შეეხება. ჩვენის აზრით, ეს იმითი
უნდა აიხსნას, რომ ხალხი ისეთ სამუდამოდ საჭირო ქაღალდებს მათ აბარებდენ
შესანახავათ, რადგან მათ უფრო ენდობოდენ და უფრო საიმედო კაცებად
რაცხავდენ. ხოლო როდესაც კაფუცინები საქართველოდგან წავიდენ, ისე ჰგავს,
წასვლისას საკმაო დრო აღარ ჰქონდათ, რომ ყველასათვის თავიანთი ქაღალდები
გადაეცათ და ამრიგად თან გაჰყოლიათ ის გუჯრებიც. ამათში შეგვხვდა ზოგიერთი
ისეთი ქაღალდიც, რომ მათ შეეხება, და თავის ადგილს შემოვიტანთ:
„ქ. ამ წიგნს ვსწერ ჩემის ნებით მე კრუხიჭამიანთ იოსეფის ძე ბატონჯანა, ამ
საქმეზედ, რომ ქუთაისს ქვარიანის გვერდით ხულა რომ მქონდა დაიწვა და
ცარიელი ადგილი დარჩა; იმ ადგილის ნახევარში ათი სული დავაწერინე ქუთაისს
იესო მარიამ და იოსების ძმობაში, რაც მეტად ღირდა ძმობას შევაწიე, მასუკან
აღვაშენეთ და რაც დაიხარჯა ნახევარი ძმობის თეთრიდამ და ნახევარი ჩემი
დაიხარჯა; და ახლა ის ხულა ნახევარი ძმობისა არის და ნახევარი ჩემი არის. -
ამისი მოწამე არის ბატონი პატრი ჩელერინე, და აკოფაშვილი გაბრიელა; და მე
თვითონ ბატონჯანას დამიწერია და ჩემი ყაბულიც არის; აღიწერა ქ ̃ტეს 1807,
მაისის პირველსა.
„ნახევარი ხარჯი აღშენებაზედ საძმო თეთრისაგან რომ დაიხარჯა არის
ოთხმოცდა ათი ყურუში.
„ამის მოწამე ვარ მე ძმობის უმფროსი პატრი ცელერინე.
„ამისი მოწამე ვარ მე აკოფაშვილი გაბრიელი".
ეს წერილი შემოწმებულია რუსის მთავრობისაგან 15 მარტს 1823, #2857, და
ხელი უწერია მდივანბეგი თ ̃ი დავით ჩხეიძეს თავისი ბეჭდით.
„წელსა ჩ ყ ი ა, აგვისტოს ლ.
„მოვიდნენ ჩვენს წინაშე ქუთაისის მცხოვრები გუნებაშვილი გრიგოლა, და მისი
მოყვარე ბახუტა ბაქრაძე, და ღ ̃თის ფიცით აღიარეს, ჩვენი სამოსახლო ადგილი
ერთობით კათოლიკებს მივყიდეთ სასაფლაოდ სომხებზე უწინ.
„ამ მოწმობის დამსწრე ვარ მე თავადი ჩიჩავაძე გიორგი.
„მე გრიგოლ წინამძღვარი ამ მოწმობის დამსწრე ვარ.
„მე ანანია დიაკანი ღ ̃თის წინაშე ამ მოწმობის დამსწრე და მოწამე ვარ
[ანანას ბეჭედი]”.
თუმცა საქართველოში ახალის მისიონერების მოყვანა თავისუფლად
შეეძლოთ კაფუცინებს, მაგრამ ასეთის თავისუფლებისაგან ისე არ ისარგებლეს,
როგორათაც მოითხოვდა საჭიროება. ხსენებული უფროსი პატრი ფრანჩისკე
გარდაიცვალა 1812 წელს. მის შემდგომ ყველანი უუფროსოდ დარჩნენ. ამ
გარემოებას საქართველოში კარგა ცნობილი პატრი ფილიპე ფორანელი რომს
აღუწერს ესე, 28 მაისს, 1813.:
„... აწ თქვენმა მეუფებამ უწყოდეს, რომ გასულ წელს ჩემი უფროსი ფ ̃დ
პატივცემული პატრი ფრანჩისკე ანტონ პადოელი მიიცვალა და მიიღო საუკუნო
განსვენება, როგორათაც იმედი მაქვს. იგი გარდაიცვალა ქუთაისს სექტემბერში.
მისის სიკვდილის შემდგომ დავრჩით მარტო ორი პატრი კაფუცინი, ესე იგი, მე და
პატრი მარიო კოლონიელი, ეგრეთვე აქ არის ტფილელი პატრი ონოფრიო
დომინიკანი, რომელიც თავის უფროსების ნება დართვით აქ არის, რათა თავის
დედას შეეწიოს. მისი დახმარებით ძლივა ვავსებთ სამ სამრევლო ადგილს
ტფილისს, გორსა და ქუთაისში. ახალციხის მონასტერში მორჩილი ძმა ივანა
კარლო ვიკაროელი არის.45 მაგრამ უფროსის მიცვალების შემდგომ მის და ჩვენ
შორის აღარ არსებობს უფროს-უმცროსობა... ამ მოხსენებიდგან სჩანს თუ რა დიდ
გაჭირვებაში ვართ და თუ რაოდნად საჭიროა ახალი შემწე მისიონერები; რადგან
ერთი ჩვენთაგანი ავად რომ გახდეს, საბრალო ერს მოაკლდება სულიერი
შემწეობა, ამიტომ ვევედრები თქვენს მეუფებას, გამოგვიგზავნოთ ოთხი, ან ხუთი
პატრი, ან არა და ნება დაგვრთოთ, ამ კათოლიკებმა რუსეთიდგან მაინც
დაიბარონ სულიერი მოძღვრები. თუმცა ესევე კათოლიკები სთხოვენ წმიდა
კრებას, რათა არ მოხდეს ასეთი ცვლილება რაოდნადაც კი შესაძლებელია, და არ
მოაკლოთ მათ პატრი კაფუცინები, რომლებთანაც მიჩვეულნი არიან, და
რომლებსაც მეტად სახელი განთქმული აქვსთ ამ ერში. ამასვე გთხოვსთ თვით
ქართველი მიტროპოლიტი, რომელიც ჩვენი დიდი მეგობარია”.
იმ დროებში ევროპის არეულ-დარეულობის გამო პროპაგანდამ ვერ მოაშველა
საჩქაროდ ვერც ახალი უფროსი და ვერც სხვა მისიონერები, არც პატრი ფილიპე
დანიშნა უფროსად, რადგან იმის და სხვა კაფუცინების შესახებ მღ. შაჰყულიანი
ბევრ წანააღმდეგ წიგნს სწერდა პროპაგანდას, რომელიც ადვილად უჯერებდა
ყველაფერს. რადგან ამ შემთხვევაში სხვა გზა აღარ იყო, პროპაგანდამ თვით
შაჰყულიანი დროებით დანიშნა კაფუცინების მისიონის უფროსად, 24 მაის, 1813 წ.
ასეთის გარემოებისაგან კარგად სარგებლობდა მღვდელი შაჰყულიანი, რათა
საქართველოს ყველა კათოლიკების სულიერი უფროსობა თვით ჩაეგდო ხელში და
თავისი თავიც ეპისკოპოსად დაენიშვნინებინა, რომ მხოლოდ თვით
გაბატონებულიყო საქართველოში. ამის შესახებ რომს არა ერთგზის მისწერა,
აუწერა თუ რამდენად საჭირო იყო საქართველოში ეპისკოპოსი. აგრეთვე
ჩამოუთვალა საეპისკოპოსო პირს ასეთი და ასეთი ღირსება უნდა ჰქონდესო. იმედი
ჰქონდა, პროპაგანდა ყოველ იმ ღირსებას იმას უპოებდა. რადგან თვით სომხის
ტიბიკონის იყო, სომხის ტიბიკონის ეპისკოპოსი სთხოვა. ამის შესახებ არავითარი
სიძნელე რომ არ აღმოჩენილიყო, იმ ბატონმა საქართველოს ყველა კათოლიკები
სომხებად წარუდგინა და ახალციხეც სომხეთის ნაწილად შერაცხა. როგორც სჩანს
სხვა და სხვა წერილებიდგან, მღ. შაჰყულიანს რომში ამისთანა საგნებზედ, სხვათა
შორის, მიუწერია 29 მაისს 1813; 3 თებერვალს 1813; 25 ივნის; 1813 წ. და
ოქტომბერს 1816. პროპაგანდა მას მეტად ენდობოდა და ყველა მის სიტყვებს
მტკიცედ იჯერებდა, იმ ზომამდე, რომ კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსმა,
რომლისგანაც დამოკიდებული იყო, მოინდომა სხვა და სხვა მიზეზების გამო
მისთვის უფროსობა ჩამოერთმია; მაგრამ ეს აუკრძალა პროპაგანდამ 16
სექტემბერს 1811 წელს. ამიტომ ადვილად ეწეოდა თავის სურვილს, პროპაგანდა
ადვილად დანიშნავდა მას ეპისკოპოსად სხვა გარემოებასაც რომ ხელი მოეწყო.
ვგონებთ, მეტი არ იქმნეს მოვიყვანოთ ის, რასაც როტიე პოლკოვნიკმა თავის
მოხსენებაში დასწერა შაჰყულიანის შესახებ, რომელსაც კარგად იცნობდა.
როდესაც ლაპარაკობს პატრების ახალციხის მონასტრის შესახებ, სხვათა შორის, აი
45 იმანაც თავის ქეიფად დასტოვა ახალიციხე და გურიაში წავიდა!
რას ამბობს:
„ამ მონასტრის მმართველად იყო რავდენისამე წელიწადს ნიკოლა
რუთილიანელი, რომელიც ჟამისგან გარდაიცვალა 1813. მერმე მიანდეს
ღირსეულს ძმას კარლო ვივნროელს. გარნა ახლა მთლად დატოებულია იქაური
მღვდლების შუღლის გამო. ასეთი შუღლი ძრიელ შორს წაიყვანს და ქრისტიანობას
სახელს გაუტეხს, თუ სასწრაფოთ არ განაშორეს იმ ქალაქ ახალციხეს ყველაფრის
ამრევ-დამრევი მღვდელი პავლე პროვიკარი, რომელიც გარეგნობით უზომოდ
ხიბლავს კაცს და თავის წერილებში თავის თავი სარწმუნოების ერთგულ კაცად
გამოჰყავს. ეშმაკი ამ მელია კაცს იარაღად ხმარობს, რათა საქართველოს მისიონს
ომი აუტეხოს. თავის სურვილის მისაწევნელად დიდი ხანია მისიონს ძირს უთხრის
და პატრებს და მათ შესანიშნავ მორჩილ ძმებს სახელს უტეხს. ამას
გაუფრთხილდნენ. რომს დაბეზღების წერილებსა სწერს, ისე რომ მისმა
ეპისკოპოსმა არაფერი იცის. განგებ წავიდა ქუთაისს, რომ რუსის გენერლებს
მიელაქუცოს, რათა მომავალისათვის მათი შემწეობის იმედი ჰქონდეს. მათ
სთხოვა, გაეცნოთ იგი პეტერბურგში მყოფის არქიეპისკოპოსისათვის. იძახის
საქართველოს კათოლიკებისათვის უფროსად ეპისკოპოსია საჭიროო; მაგრამ ეს
ღირსება არ შეშვენის უცხოეთიდგან მოსულ კაფუცინებს, ამ ეკკლესიის სამართავად
საჭიროა აქაური მღვდელიო. ამ კაცს თვით თავის საკუთარის სამსახურის
აღსრულებაში ბევრი დანაშაულობა აქვს ჩადენილი და ერს ძალიან სძულს. თქვენს
უმაღლესობას პირადათა მოვახსენე მისი გაუკითხველობის და ამაყობის ამბავი".
თუ რაოდნად საფუძვლიანია ამ მიწერილის წინდახედულობა, ამას შემდგომ
მოსაყვანი საბუთები ცხადად დაგვიმტკიცებს.
საბედნიეროდ, პროპაგანდა აღარ მოტყვილდა მისი ფარისევლურის
წერილებით, ფაქტებს ყურადღება მიაქცია, ეჭვი შეიტანა, მალე გაახილა თვალი და
საქმე უფრო ფრთხილად დაიჭირა, მალე შაჰყულიანს ჩამოართვა კაფუცინების
მისიონის უფროსობა და 1814 წ. დანიშნა უფროსად პატრი ფილიპე ფორანოელი,
რომელმაც პროპაგანდის მოთხოვნილებისამებრ ეს მოხსენება გაუგზავნა:
„უბრწყინვალესო და პატიოსანო ბატონო,
„გავლილ დღეებში მივიღე ერთი შეკვრა წერილი, რომელიც წ ̃ა კრებამ
გასულ წლის 30 ივლისს გამომიგზავნა. შიგ იყო პატენტი, რომლითაც მე მნიშნამს
საქართველოს მისიონის უფროსად და მასთანვე იყო უფლებანი, რომელნიც
კეთილ უნებებია და მოუპოვებია წმიდა მამისაგან; იმ შეკვრაში ეგრეთვე იყო
ცირკულიარი, რომელიც გვაუწყებდა წმიდა სარწმუნოების საკვირველ გამარჯვებას.
პეტერბურგის ფრანგულის გაზეთის საშუალებით მე შეტყობილი მქონდა ევროპის
და, კერძოდ რომის, მეტად სასიამოვნო ამბავი. ყოვლად წმიდა მარიამის მიძინების
ძალში სამადლობელო პარაკლისი გადავიხადეთ კიდეც წმიდა მამის რომში
დაბრუნებისათვის. მივუმატე მშვენიერი გაჩაღება და მოკლე სიტყვაც წარმოვსთქვი,
რაც მეტად სასიამოვნო შეიქმნა არა მარტო ამ კათოლიკებისათვის, არამედ სხვა
სარწმუნოების ერთათვისაც, რომელთაგანაც ბევრი მოვიდნენ და მომილოცეს
წმინდა მამის რომში დაბრუნება. ამავე წერილით წმიდა კრება მიბრძანებდა
მისიონის მდგომარეობის მოხსენებას, ამიტომ ვაუწყებ შემდეგს:
„1) აქ ტფილისში ვართ მე და ბატონი ბარლამო განდილი46 ღირსეული
მღვდელი და პროპაგანდის მოწაფე. მკვიდრი კათოლიკები არიან 40 მოსახლე,
იქნება კიდევ სხვა თხუთმეტი მოსახლე, რომლებიც, სხვა და სხვა დროს, მოვიდენ
ყარსიდგან და ახალციხის საფაშოდგან. იმათი რიცხვი ყოველ წლივ მატულობს. აქა
გვაქვს ახლად აშენებული ეკკლესია, როგორც წმიდა კრებამ უწყის, ახლა აკლია
მარტო გარეთა ნაწილის დასრულება. ღვთის შემწეობით, შიდა ნიწილი დავასრულე
და ისე დავამშვენე, რომ ამ ქვეყნის საუკეთესო ეკკლესიად ითვლება. ეკკლესიას
კარგად ამშვენებს გალავანი, რომელიც (აქაური ჩვეულებისამებრ) შემოვავლებინე
46 არზრუმელია, ტფილისში შემთხვევით და ცოტა დროს იყო
და გავათავებინე ორი თვეა. იმასა და ერთ მშვენიერ ოთახს, რომელიც სკოლად
უნდა იქმნეს, მოვანდომე 1,400 სკუდი (გარნა სკოლა ჯერ არ დასრულებულა).
ეკკლესიის შიგნით და გარეთა ნაწილისათვის იმდენი ფულის დახარჯვა
მაკვირვებს, რადგან მეც არ ვიცი თუ ღმერთმა საიდამ გამომიგზავნა. ახლა
მიხარის, რომ გვაქვს ისეთი მშვენიერი ეკკლესია, რომელსაც ყველანი აქებენ,
მეტადრე რუსები. ამას იმიტომ გაუწყებ, რათა თქვენც ინუგეშოთ. გვაქვს აგრეთვე
ერთი ბაღი, ანუ ვენახი, რომელიც უწინდელმა უფროსებმა იყიდეს ორას სკუდათ.
რადგან გაფუჭებულიყო მთლად, განვაახლე კარგად მოვაწყე; ამისთვისაც
დავხარჯე შვიდასი სკუდი. თავის დროზე იმდენს შემოიტანს, რომ ერთს პატრს
პატიოსნად ცხოვრება შეეძლება მასი შემოსავლით. (სახლს არ ვაკეთებ, რადგან
რომში ასი სახლი უფრო მეტი ღირს, ვიდრე აქ ათასი). ბაღი ახალია, ამიტომ ჯერ-
ჯერობით არაფერი შემოსავალი აქვს. კვალად გვაქს ერთი დუქანი, რომელსაც
თვეში სამი სკუდი შემოაქვს. ეგრეთვე გვაქვს ახ სახლი, სადაც ვდგავართ და
რომელიც აქაურ ერთ საუკეთესო სახლად ითვლება. აქვე არის იესოს, იოსების და
მარიამის წმიდა სახელის ძმობა მამაკაცების და დედაკაცებისათვის. ამის
წინამძღვარი აქ დროებით მყოფი უფროსი პატრია. ეს ძმობა ერთ დროს მდიდარი
იყო, მაგრამ როდესაც სპარსელები შემოვიდენ ტფილისში, ერთიან გააოხრეს; 9
დუქანი აქვს. შემოსავალითგან კვირაში ორი წირვა სრულდება ცოცხალთა და
მიცვალებულთ ძმობისათვის; ბავშვების მასწავლებელსაც იმ ფულიდგან ეძლევა
ჯამაგირი, ხოლო დანარჩენი შემოსავალი თავნს ემატება, რათა მისი სარგებელი
მოხმარდეს იმ კეთილ საქმეებს, რომლებიც აღნიშნულ არიან ამავე ძმობის
წესდებაში.
„2) გორში არიან პატრი მარიო კოლონიელი და დომინიკანი პატრი ონოფრიო
ტფილელი. იქ 30 მოსახლე კათოლიკეა. ეკკლესიის მაგიერ აქვსთ კარგად
მოწყობილი სახლი, რომელზედაც მიკრულია რავდენიმე ოთახი, სადაც
დღევანდლამდე პატრები სცხოვრებენ. ახლა პატრი მარიამ და პატრი ონოფრიომ
თითქმის დაასრულეს ახალი სახლი და ახალი ეკკლესიის კედლებიც მიწას
ამოაცილეს ერთი კაცის სიმაღლეზე. მე არ მინახავს მაგრამ ბევრი აქებს როგორც
სახლს ისე ეკკლესიის გარეგნობას. გორშიც არის ერთი და იგივე ძმობა, რომელიც
ბევრს შეეწია ეკკლესიის აშენებას, და ამ ძმობასავით რავდენიმე დუქანი აქვს.
„3) ქუთაისში დროებით გავგზავნე ერთი ახალციხელი მღვდელი, რომელიც
დამითმო პროვიკარმა.47 იქაური ეკკლესია ხისაა, მაგრამ სუფთა და ადამიანს
ღვთის სასოებას უნერგავს გულში. სახლის კედლები ზოგი ხისაა, და ზოგიც ქვისა;
იქვე საბაღო ადგილი აქვს. გარდა ამისა იმ მონასტერს აქვს ერთი პატარა სოფელი
შვიდი ანუ რვა მოსახლით, რომელიც სოლომონ მეფემ მიცვალებულ პატრი
ნიკოლას აჩუქა. რუსის მთავრობამ დღევანდლამდე შეგვარჩინა. იმ სოფლიდგან
მთელი წლის საყოფი ღვინო შემოდის და ეგრეთვე სხვა რამეებიც.
„4) ახალციხეში გვაქვს ერთი პატარა მონასტერი, რომელიც ევროპის
წესისამებრ მოწყობილია. აქაური მისიონისათვის ძალიან საჭიროა, რადგან
პატრები, უწინარეს ტფილისში მოსვლისა, იქ დგებიან. გვაქვს ეგრეთვე პატარა
ეკკლესია ყოვლად წმიდა მარიამის, რომელიც დიდი სასო-სავედრებელია იქაური
კათოლიკებისათვის. ეს კათოლიკები იქმნებიან 450 მოსახლემდე, ჰყავსთ თავიანთ
მღვდლები სომხის ტიბიკონისა და იმავე ტიბიკონით ასრულებენ მღვდელ-
მოქმედებას ორს ეკკლესიაში. იქ ჩვენის მონასტრის და ეკკლესიის ყურის
საგდებლად არის მორჩილი ძმა კარლო ვივაროელი. როდესაც იქ პატრი იმყოფება
წირვა ლათინურად სრულდება და მგალობლები (იქ დიაკვნებად წოდებულნი)
ხმოან წირვაზე გალობენ და პასუხს აძლევენ ქართულად; ეგრეთვე ამავე ნაირად
ამბობენ ჟამ-კანონს და სხვა ლოცვებს. ახლა რადგან იქ პატრი აღარ არის, ამიტომ
სომხის ტიბიკონის ერთი მღვდელი სწირავს. წმიდა კრების უკეთესად საუწყებლად,
მოგახსენებ (ჩემს აზრს), რომ ახალციხეში საჭიროა სამუდამოდ ერთი პატრი იყოს,
47 რადგან აქაური კაფუცინი გარდაიცვალა და სხვა პატრი ჯერ არ იყო მოსული
რათა ერთობა დაიცვას იქაურ მღვდლებში.
„ამას გარდა გორის ახლოს, ექვსი საათის მანძილზე, ერთი სოფელია, საცა
ოთხი მოსახლე კათოლიკეა. იქ არც ეკკლესია და არც სახლი გვაქვს, გარნა ერთი
ჩვენი პატრი იქ წელიწადში სამგზის მიდის, შესაფერ სახლში სწირავს და იმ
კათოლიკებს უსრულებს საიდუმლოებს.
„საქართველოს ერთ სხვა პროვინციაში, სოფელ ყარაქილიშაში, რომელიც
აქედგან ხუთი დღის მანძილზე იქმნება, არის 35 მოსახლემდე კათოლიკე და
ჰყავსთ თავიანთი მღვდელი სომხურის ტიბიკონისა. ის სოფელი ექვემდებარება
არზრუმის პროვიკარს. ის კათოლიკები თათრის სახელმწიფოდან გამოიქცნენ და
მოვიდნენ რუსის იმპერიაში.
„ვგონებ, წმიდა კრებამ უკვე უნდა იცოდეს, რომ რუსის კანონის ძალით,
ქართველს არავის შეუძლია გამოიცვალოს თავისი სარწმუნოება. ამიტომ იმათი
გაკათოლიკება აღარ იქმნება. ხოლო სომხების მოქცევა შეიძლება, მაგრამ უნდა
იყოს სრულიად ნებაყოფლობით და თავისუფალი, რადგან უდიდეს სასჯელს ქვეშ
აკრძალულია მათთვის ქადაგება. გარნა ეს აკრძალვა არ შეეხება წარმართების
მოქცევას. იმათ ხანდის-ხან ვნათლავთ, უფრო განსაკუთრებით ბავშვებს (როდესაც
ან ჩვენ და ან ჩვენს კათოლიკებს კავკასიის მთიული თავადები აჩუქებენ ან
მიჰყიდიან). ამას გარდა, ჯერჯერობით სხვა სარწმუნოების მქონეთ გაკათოლიკება
არ შეგვიძლია. უწყოდეს წმიდა კრებამ, რომ ამ ერში უზომო ღვთიური ნათელი
ბრწყინდება. თუმცა (სხვა და სხვა მიზეზების გამო) ვერ შევაგულიანებთ, თავიანთი
თავი კათოლიკედ გამოაცხადონ, მაგრამ თითქმის ყველას და, კერძოდ,
სამღვდელო პირთ დიდი პატივისცემა აქვსთ კათოლიკე სარწმუნოებისა; უფრო
ჩვენი წმიდა მამის გამოა, რომლის სათნოებანი ამ მხარეს კარგად ცნობილნი
არიან. მეც რაც შემიძლია, ვცდილობ, უფრო კარგად გავაცნო. პატრებსა და
ქართველ სამღვდელოების შუა მუდამ არსებობდა მეგობრობა და ახლა კი უფრო
გამტკიცდა ეს მეგობრობა. მაგრამ სომხების სამღვდელოება მუდამ ჟამს მტერი იყო
პატრებისა და მათსას არასფერს ისმენდა. გარნა, ღვთის მადლით, ისინი პირველი
ჩვენი მეგობრები გახდნენ; და ეს ამბავი აკვირვებს და ანუგეშებს არა მარტო
კათოლიკებს, არამედ თვით სომხებსაც; ასე რომ მათი არქიეპისკოპოსი ხშირად
მოდის ჩვენთან ჩვენც მასთან მივდივართ; ხანდისხანაც თავისთან სუფრაზე
გვიწვევს მე თავის ეპისკოპოსებზე უფრო პირველ ადგილს მაძლევს. ასეთი რამ
(როგორც ამბობენ) არადროს უნახავსთ.
„აწ რაიცა ჩვენ შეგვეხება, თქვენმა უმაღლესობამ უფრო კარგად უწყის, რომ
პატრებს ყოველთვის ეშოვებოდათ ღონისძიება წამლობის წყალობით, ვინაიდგან
წმიდა კრების მიერ მოცემული შემწეობა არ ყოფნიდათ აქაურობისათვის. ახლა კი
წამლობით ცოტა გამორჩენა გვაქვს, რადგან რუსეთიდგან ექიმები მოვიდენ. მაინც
ამ ერს, განსაკუთრებით გორს და იმერეთში, ჩვენი ნდობა აქვს და დიდის ნატვრით
მოელიან ახალ პატრებს. ამიტომ გთხოვ, პატრებთან ერთად გამოგვიგზავნო
ეგრეთვე ერთი მორჩილი ძმაც, რომელიც ნამსახური იყოს საავადმყოფოში, რათა,
მოვა თუ არა, მკურნალობის აღსრულება შეეძლოს სანუგეშოდ ქართველ
ბატონებისა, რომლებიც ბევრს მევედრებიან; ამ ნაირად ამათ არ დავკარგავთ.
„დასასრულ, მოვაგონებ წმიდა კრებას, რომ აქაურ უფროსებს მუდაამ
ჰქონდათ უფლება ერთგზის მირონცხებისა. ხოლო ამ ჩემ უფლებათა სიიდგან
გამორიცხულია. ამიტომ გთხოვთ კეთილ ინებოთ და მომოპოვოთ ეს უფლებაც,
უფრო იმის გამო, რომ აქ ორი კაცია, ერთ 40 წლისა და ერთი 60 წლისა,
რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მირონცხება. ვგონებ საჭირო იქმნეს, უფლება ცოტა
ვრცელი იყოს, რადგან ძნელია ამ ქვეყნის ყველა კათოლიკების ერთად შეკრება,
რათა ყველამ მიიღოს ეს საიდუმლო, ეგრეთვე გთხოვ მომიპოვოთ ნებართვა, ეს
ჩემი უფლებანი ერთიან, ანუ ნაწილად გადავსცე არა მარტო მანდედგან
გამოგზავნილ პატრებს, (როგორც უკვე მეუწყა), არამედ სხვებსაც, როცა საჭიროდ
დავინახავ.
„თქვენის უმაღლესობის უმორჩილესი მონა, უფროსი პატრი ფილიპე.
ტფილისი, 23 იანვარს, 1815".
ამ წერილიდგან კარგად სჩანს, თუ რაოდნად შესანიშნავი პირი ყოფილა
პატრი ფილიპე, რომელსაც ყველას პატივი და სიყვარული დაუმსახურაბია. მაგრამ
წინეთ პროპაგანდას ვერ გაებედნა მისი უფროსად დანიშვნა, რადგან ბატონის
შაჰყულიანისაგან ცუდად იყო ჩასმენილი.
მალე ორი მღვდელი და ერთი მორჩილი ძმა მოვიდენ ევროპიდგან.
გამოიარეს ქუთაისზე და იქიდგან უნდა ჩამოსულიყვნენ ტფილისს, რადგან
ბრძანება ესე ჰქონდათ. მაგრამ თურმე ქუთაისის კათოლიკებმა აღარ გამოუშვეს და
ტფილისში უფროსს მოსწერეს და სთხოვეს მათი დარჩენა. გარნა უფროსმა არ
შეიწყნარა მათი თხოვნა, რისგამო ქუთაისის კათოლიკებმა მიმართეს იქაურ
გუბერნატორს, უჩვენეს თავიანთი საჭიროება და სთხოვეს, ერთი პატრი მაინც
გაეჩერებინა იქ. გუბერნატორმაც თავისი წერილით სთხოვა უფროსს, რომელმაც
უარი ვეღარ უთხრა და დასტოვა იქ ერთი კაფუცინი. ხოლო მეორე კი დაიბარა
ტფილისში.
ერთი ახლად მოსული პატრი ჩელესტინე, რა აუწყებს რომს თავისს
მგზავრობას და საქართველოში მოსვლას, მასთანვე 8 აგვისტოს 1816,
ტფილისიდგან შემდეგს ამბავს სწერს:
„არ შემიძლია გავჩუმდე და არ აღვნიშნო, თუ როგორ სცემენ პატივს ჩვენს
წმიდა მამა პიო მეშვიდეს არა მარტო კათოლიკები, არამედ ქართველები და
სომხებიც. თან წამოვიღეთ მისი 1,000 სურათი, მაგრამ მსურველთ უმცირესობასაც
არ გასწვდა. გორში რავდენიმე დღე დავრჩი; აქ მოვიდენ მნახეს თითქმის ყველა
მღვდლებმა და თვით არქიეპისკოპოსმაც; ყველამ გამოაცხადა განსაკუთრებული
სიყვარული ჩვენის წმიდა მამისა; არქიეპისკოპოსმა მთხოვა მისი სურათი და
მოწიწებით ემთხვია. ეგრეთვე მკითხა ახლა როგორ ბძანდება და რაოდენი
შეწუხება გამოიარაო? რაც მკითხა, ყველას პასუხი მივეცი იქვე მყოფის ონოფრიო
პატრის საშუალებით. ლაპარაკის შემდგომ მითხრა, დიდად სასიამოვნოდ
დამირჩება, პაპის კურთხევას რომ ვეღირსებოდეო; სხვა აღარაფერი სთქვა. ხოლო
ხსენებულმა პატრი ონოფრიომ მაუწყა, რომ მღვდლებისა და ეპისკოპოსების
მომეტებულ ნაწილს შეუწყნარებია ჭეშმარიტი ეკკლესია და ნატრობს შეერთებასო".
უფროსი პატრი ფილიპე, გარდა იმისა, რომ თავისი მაღალი ნიჭით დიდი
სახელი გაითქვა და ყველას პატივი დაიმსახურა, დაუცხრომელად შრომობდა
მისიონის გასაუმჯობესებლად და ხშირადაც წიგნებს გზავნიდა რომს. მოვიყვანთ აქ
მის მიერ 1817 წ. 14 მაისს, ტფილისიდგან მიწერილი წერილის ნაწილს:
„... მეორე მხრით იძულებული ვართ ამ მისიონს თავისი შესაფერი პატივი
შევარჩინოთ მეტადრე აქ ტფილისში, ვინაიდგან რუს მთავრობა აქ ჩვენ გვიცხადებს
სიყვარულს, პატივისცემას და ჩვენის კლესიისადმი მიზიდულობა აქვს; მასთანვე
კმაყოფილია და გულში კარგი გრძნობა ენერგება, რომ ჩვენის შეძლების დაგვარ,
ეკკლესიებში შესაფერის ღირსებით ვასრულებთ ღვთის სამსახურს. მართლადაც აქ
ჩვნი ეკკლესია ყველას აკვირვებს და კარგს გრძნობას უნერგავს გულში. აკვირვებს
იმიტომ, რომ ჩვენი მრევლი (სხვებთან შედარებით) რიცხვით მცირეა და მისი
მომეტებული ნაწილი გლახაკია, მაინც კი ღმერთმა გადმოგვხედა და ეკკლესია
იმისთანა მდგომარეობაში ჩავაყენეთ, რომ თვით ევროპაშიც გააკვირვებს
ადამიანს. ეგრეთვე კაცს დიდ სასოებას აძლევს, რადგან ხშირად მორწმუნებით
სავსეა და სუფევს დიდი გკრძალვა და მხურვალება თვით პატარა ბავშვებშიაც კი,
ქართველებს და სომხებს ნაკლები გულმხურვალება აქვსთ და ძრიელ ცოტას
ზრუნავენ თავიანთი ეკკლესიისათვის. რუსებზე კი უფრო მეტი გავლენა აქვს ჩვენს
ეკკლესიას და ნადიმის დროს ჩვენ გვიხსენიებენ და სხვებს ჰკიცხვენ. უფრო
კარგად რომ სცნოთ, თუ რაოდნათ პატივსა სცემენ ჩვენს ეკკლესიას, შემდეგ
შემთხვევას მოგახსენებ. ჩვენი ეკკლესია გარედგან გაულესავი იყო და სამრეკლო
აკლდა. ღვთის შემწეობით, ხელი მივყავი ორსავე ნაკლის აშორებას. რადგან
ჩვეულებათ აქვსთ გუმბათიან ეკკლესიის აშენება, ხოლო ჩვენს ეკკლესიაზე მის
დადგმა არ შეიძლებოდა განსხვავებულის შენობის გამო, ამიტომ დავაწყებინე ორის
მშვენიერის სამრეკლოს გაკეთება გვერდებზე (რომლებისათვის უკვე
ჩამოვასხმევინე ერთი მშვენიერი ზარი მისამატებლად ორი ზარისა, რომელიც უკვე
გვქონდა); გუმბათის მაგივრობას იზამენ. რა გამართეს ფიცრები, დავაწყებინე
ეკკლესიის შელესვა ისე, როგორც შემეძლო, ესე იგი, ამოვსება აგურებს შუა
დარჩენილ ცარიელ ადგილისა, როგორათაც სხვა ეკკლესიებია გალესილი.
ამასობაში პოლიციელი მოვიდა და გამომიცხადა, რომ უკეთესად უნდა
გაალესვინოთ, კირით შეათეთროთ და შეაღებინოთ ხუროთ-მოძღვრის
ზედამხედველობითაო. ამის შემდგომ მოვიდა გუბერნატორიც და, სხვათა შორის,
მითხრა, ჩვენ გვინდა, რომ ტფილისში კათოლიკების ეკკლესია იყოს უმშვენიერესი
ყველა ეკკლესიებზედ, რომელიც კი მოიპოვება საქართველოში და მის გარეშე,
რათა სხვებისათვინ სამაგალითო შეიქმნესო”. შეიძლება ჩემს საამებლად მითხრეს
ესე, რადგან ჩემი მეგობრები იყვნენ. მეც იმავე შინაურულის კილოთი ვუპასუხე: მე
ისე ვაკეთებ, რაოდნათაც შემიძლია; თუ გნებავსთ, უკეთესი გავაკეთო, შემეწიეთ
თქვენვე, რადგან ჩვენი მრევლი გლახაკია და მათგან არაფერ შემწეობას მოველი
მეთქი. იმათაც მიპასუხეს, შეგეწევითო, მოკრიფეთ ფული და ეს მოკრეფა დაიწყეთ
თვით გუბერნატორისგანო. მეც ახლა ასე ვიქცევი, თან ვკრეფ ფულსა და თან
ვამუშავებ თანახმად იმ პლანისა, რომელიც მომცეს. იმედი მაქვს, მართლაც ჩვენი
ეკკლესია შეიქმნეს ყველაზე მშვენიერი. ეგრეთვე სკოლაც ავაშენებინე და
დავასრულებინე ბატონ რუსთა შორის მოკრეფილი ფულით. საჭიროდ დავინახე
მეცნობებინა წმიდა კრებისათვის მთავრობის ესეთი გულკეთილობა, რომელიც აქვს
ჩვენზე.
„დასასრულ, ესეც უნდა მოვახსენო თქვენს უმაღლესობას, რომ საქართველოს
მფარველი მოწამე წმიდა გიორგის ჟამ-კანონი და წირვა ჩვენთვის მარტო ნახევარ
ხარისხოანი დღესასწაულია. საჭიროდ ვრაცხ, რომ ეს შეიქმნას ჩვენთვის სრული,
უმაღლესი ხარისხის დღესასწაული. გთხოვ აღგვისრულოთ. სიმდაბლით ვემთხვევი
თქვენს წმიდა ბისონს და ვშთები თქვენი უმორჩილესი მონა, უფროსი პატრი
ფილიპე ფორანელი. ტფილისი, 14 მაისს, 1817”.
ესევე პატრი იმავე წლის 10 ოქტომბერს რომს აუწყებს, რომ გუბერნატორი
პაულუჩის შუამდგომლობით იმპერატორმა სამუდამო პენსია დაუნიშნა ტფილისისა,
გორისა და ქუთაისის ეკკლესიებს, თითოეულს 120 მანეთი წელიწადშიო. ეგრეთვე
ატყობინებს, რომ ქუთაისის კათოლიკებს მოუწადინებიათ ქვითკირის ეკკლესიის
აშენება და უფროსი პატრისათვის დახმარება უთხოვიათ. ისიც შეპირებია შემწეობის
მიცემას. ხოლო გორისათვის ამას სწერს:
„გორში 40 მოსახლემდეა კათოლიკე. უფროსად პატრი მარიო კოლონიელია.
რაც შემიძლია, ჩემის შემწეობის მიცემით იქაური კათოლიკების დახმარებით და
ეგრეთვე ქართველი ბატონების შემწეობით, რომლებიც ჩვენი კაი მოკეთენი არიან,
მშვენიერი ეკკლესია შენდება, კიდევაც ნახევრად დასრულდა, მონასტერიც აქაურ
ტფილისის სახლის პლანზედ არის; კიდეც დახურეს და ახლა პატრი მარიო სდგას
შიგ თავის ამხანაგით და მოსამსახურებით".
იმ ეკკლესიის მნახველი პოლკოვნიკი როტიე კარგად აქებს თავის
მოხსენებაში და ამბობს, ზოგჯერ მუშაობა ჩერდება უფულობის გამოვო. ეგრეთვე
პატრი ონოფრიოზედ, რომელსაც კარგად იცნობდა, ამას სწერს: „გარდა ამ
მისიონერებისა, საქართველოში არის ეგრეთვე, როგორც თანაშემწე, პატრი
ონოფრიო, წმიდა დომინიკეს წესისა. იმან გამიოწყო მონასტრისა და ეკკლესიის
შენება რომელიც ახლა სრულდება გორში. ქართველია ჩამომავლობით და
ეკუთვნის პოლონეთის ერთ მონასტერს. ის მონაზონი ძრიელ გამოადგა მისიონს”.
აქ მოვიყვანთ ორ პატარა წერილს კაფუცინების მამულების შესახებ.
1) „1817-ს წელსა ივლისის 5-ს დღესა, ესე წერილი მოგეცი მე ქვემო ამის
ხელის მომწერელმან, თქვენ უფალს პატრთ მთავარს უფროსს ფილიპეს; ასე რომ
სუქო ავთანდილა შვილის ნასახლარს ადგილზე, შეწირულზე მისგან ქუთაისის
კათოლიკე ეკკლესიისათვის მე დავდექი, და იმ ალაგის ქირა წელიწადში ოცი
ყურუში უნდა მოგართვათ სანამდინ ამ ადგილზე ვიდგე. ხელს ვაწერ მე სტეფან
დათიაშვილი. მე აკოფაშვილს გიორგის დამიწერია სტეფან დათიაშვილის თხოვნით
მოწამეცა ვარ".
2) Supplica data al Tribunale per la conferma dei beni della nostra Chiesa e casa
(თხოვნა სასამართლოსადმი მირთმეული ჩვენ ეკკლესიის და სახლის მამულების
დასამტკიცებლად).
ამ წერილს გვერდზე აწერია „(ჯვარი) საძმო დუქნები".
„ჩვენს ეკკლესიას აქვს სხვა და სხვა მამულები ტფილისში მდებარენი, ესე იგი:
შუაბაზარში სამი დუქანი ერთმანერთთან მიკვრით. იმავე შუა ბაზარში ერთი დუქანი
კიდევ იქვე, მდგომარე. ბეზირგანიანთ ქარვასლის წინ ერთი დუქანი. ნახევარ
დუქანი კიდევ შუა ბაზარში. ქურქში ხანში ერთი დუქანი. ორი დუქნის ალაგი
მდგომარე მზეჭაბუკ მდივანის სახლების. ზემო ბაზარში ოთხი დუქანი თავის სამის
სარდაფით ტერ-პეტროსას ქარვასლის პირდაპირ. სახლები რომელშიაც ვდგევართ
და ეკკლესიის იქით ალაგი, მდომარე პირველ ჩასტში მესამე კვარტალში. ერთი
ბაღი მდგომარე გარეთ უბანს. ერთი დუქანი მდგომარე სიონის სობოროს ზემოდ.
სასაფლაო მდგომარე გარეთ უბანს, რომელზედაც წარმოებს საქმე უეზდის სუდში.
ამაების წერილნი დაგვეკარგა დროსა ტფილისის წახდენისასა. ხოლო ვფლობთ
ამა მამულთა თვინიერ ყოვლისა ვისგანმე შეცილებასა, და რომე ეს ხსენებული
უძრავნი ქონებანი ჩვენ გვეკუთვნის, ამისათვის უმორჩილესად ვითხოვ ეკითხოს
მათ და საფუძველსა ზედა წინადადებისა უფლის მთავარმართებლისასა მოგცცეთ
ჯეროვანი მოწმობა. „კნიაზ აზნაურ იაგორ ჩიქიანოვი, აზ. გაბრიელ ბაშბუქოვი,
ივანე ყარაევი, ივანე ბეზირგანოვი, სტეფანე ზარაფოვი, გასპარ ნაცვალოვი,
შირმან ლიონოვი, აზნაურ ანდრეა ყარაევი, მელქონ ხითაროვი, ივანე ენიბეგოვი,
ზაქარია იეზოვი, ისაია ჩიგიანოვი.
„საფუძველსა ზედ წინადადებისა უფლისა მთავარმართებლისა წარმოვადგენ
ამასთან ერთსა სიგელსა დაწერილსა ქ ̃კს უ. პ. ზ. რომლითაც მიყიდნიათ ჩვენის
ეკკლესიის საძმოსათვის ტულუანთ შაქარას და ოსეფასაგან დუქანი, მდგომარე
პირველ ჩასტში მეორე კვარტალში. ვითხოვ უმდაბლესად დამიმოწმოთ და
დამიბრუნოთ მე.
„23 დეკემბერს, 1818”.
„1819-მა დეკემბრის პ ̃ლს. ავსწერე ესე წიგნი და ჩავდე ქუთაისის ეკკლესიის
ძმობის ყუთშიდ. მე ოცხელ ტერ-ანტონ თუმანოვმა, ამისთვის რომ რადგან ადრევე
ოცხელი ვართანასძემ პეტრემ შესწირა ერთი ხულა ქუთაისის და აბასტუმნის
ეკკლესიას თავის სულის კეთილ სახსენებლად, რომ ამ ხულის ქირა რაც მოვა
ნახევარი ზემო თქმული ძმობისა იქმნება და ნახევარი აბასტუმნის ეკკლესიისა,
რომლის სიმტკიცე იპოება ამავე ძმობის წიგნშიდ პატრი ჩელერინე მიცვალებულის
მიერ აღწერილი. რადგან ზემო ხსენებულმა პეტრემ მის დროს შესწირა; და მეც
ზემოხსენებული მღვდელი დამსწრე ვარ და მხილველი ამ შესაწირავისა; და ამ
ხულის თუ ადგილი და თუ თვით ხულა ცხადი არის იმავე ადგალის წიგნისაგან
(რომელიც ჩემთან იყო ამ ჟამად) და აწ ის წიგნი იმ წიგნთან ერთად ქუთაისის
ეკკლესიის ძმობის ყუთშიდ არის შენახული და რადგან წრეულ ავიღეთ ნახევარ
ქირა ამ ხულისა ჩვენ აბასტუმნის ეკკლესიისათვის და ნახევარი ქუთაისის ძმობაშიდ
ჩავყარეთ; კ ̃დ ამას იქითაც ასე იქმნება და ამ ჩემი წერილით ვამტკიცებ
ეკკლესიებისათვის შეწირულ ხულასა უფალი პატრი იოსების წინაშე ტერ-ანტონ
თუმანოვი.
„და სხვა ამის ქვემო ხელის მომწერნი მე პატრი იოსებ მუწმობ. პირი პირისა
ნამდვილისაგან გადმოწერილისა აქ ქვემო ხსენებულის აკოფოვის მიერ.
„შესწირა ყ ̃დ წ ̃ა სავარდის ძმობაში, ვართანა შვილმა პეტრემ ერთი დუქანი,
ნახევარი ქუთაისის ეკკლესიას, და ნახევარი აბასტუმნისას; ის დუქანი ზაქარა
შვილის დუქნის, და ბადურა მამასახლისის დუქნის შუა არის, და ბადურას დუქანს
და ამ დუქნის შუა, რომ პატარა ადგილი არის, ნახევარი იმ დუქნისა არინ ქ ̃ს ყ დ-ს,
ოქტომბრის ა-ს.
„ნამდვილისაგან უმეტნაკლებოდ გადმოვსწერე გრიგორ აკოფოვი”.
ამ წერილთან არის ეგრეთვე დუქნის პლანი რუსულად.
1806 წელს საქართველოში მოსული პიემონთელი კაფუცინი ავადმყოფობის
გამო გაბრუნებულა იტალიაში 1818 წ. და პროპაგანდის კარდინალებისათვის
წარუდგენია ეს მოხსენება:
„თუ ქვემო და თუ ზემო საქართველოს მისიონი მეტად ვრცელია, ვინაიდგან
ოცდაორ პროვინციას შეიცავს. ამათგანი ორი პროვინცია არის სვანეთი და
აფხაზეთი, სადაც თვით დღესაც მყოფებიან წარმართები, არსად არის ეგრეთი
სამეფო და ეგრეთი ტომი, რომ ასე ადვილად შეუერთდნენ კათოლიკე
სარწმუნოებას, როგორც ბერძნის ტიბიკონის მქონე ქართველები არიან. გარნა ის
რომისგან საკმაოდ არ არის, გაცნობილი მისიონერების სიცოტავის გამო. ზემო
ქართლს გორსა და ტფილისში 3,000 კათოლიკემდეა. იმერეთს, გინა ქუთაისს,
ქვემო ქართლის სამეფო ქალაქში, საცა მე ვიყავი, 800 კათოლიკეა; იმათგან
ორასმა კათოლიკობა მიიღო ჩემის ოფლით, შრომით და ქადაგებით. წინა
დროებში, ვიდრე რუსის მთავრობა სრულიად დაიპყრობდა ამ უვრცელეს სამეფოს,
ყველა კაცს, მკვიდრს, თუ უცხოს, თავისუფლად შეეძლო კათოლიკე სარწმუნოება
მიეღო. იქ პატრი მისიონერებს აქვსთ, ერთი უმშვენიერესი ეკკლესია, რომელიც
ააშენა თავის ხარჯით იქ მყოფმა პატრმა. მისიონერები ეკკლესიიდგან არავითარ
სასყიდელს ღებულობენ, იმიტომ, რომ არ მიებაძონ იქაურ მღვდლებს, რომელთაც
უყვარსთ ევროპელები და დიდ პატივს სცემენ. მისიონერებს საცხოვრებლად
მხოლოდ ექიმობის შემოსავალი აქვსთ. თუ ამ შემოსავლის წყალობით და თუ იმ
ფულით, რაც თავიანთის მომჭირნეობით შეუნახავსთ, მისიონერები იხსნიან
ტყვეებს. მახლობელი მცხოვრებნი და შორეულნი 50 ოჯახობა გამოვისყიდე,
მისიონერები სწვრთნიან, კატეხიზმოს ასწავლიან; როდესაც ყველაფერს კარგად
შეისწავლიან; მაშინ კათოლიკე ხდებიან, შემდგომ აძლევენ დუქანსა და ფულს,
საქმეს დაადგნენ და იცხოვრონ. იქ ღვთის მსახურებას ეკკლესიაში დიდის
დდესასწაულობით და სრულის თავისუფლებით ასრულებენ, თითქო თვით რომში
არიანო. ის მისიონი სადაც ვმსახურებდი, იმიტომ დავტოე, რომ ბევრმა შრომამ და
სნეულებამ დამაუძლურა და გამოუდეგარი შევიქმენ, როგორათაც ცხადათ სჩანს
ჩემი წერილებიდგან, ამიტომ იქ ბევრ ხანს კიდევ დარჩენა აღარ შემეძლო.
საქართველოში მყოფი მისიონერები, ნამდვილი მისიონერები არიან, რადგან
ბევრს შრომობენ და შეწუხებას ითმენენ, რასაც სხვები ვერ ხედვენ.
„ოსმალეთის საქართველოს მთავარი ქალაქი არის ახალციხე, საცა 5,000
კათოლიკეა. იმათი რიცხვი არ მატულობს. დანარჩენი მცხოვრებნი არიან
მაჰმადიანები, სომხები და სხვა. სამოციქულო ვიკარად არის მღვდელი პავლე,
რომელიც დიდი მტერია იტალიელ მისიონერებისა; და კიდეც თავისი მტრობა
საქმითაც გამოიჩინა. თუ საჭიროება მოითხოვს, შემიძლია ამის შესახებ ვრცელი
მოხსენება წარმოვადგინო და ფაქტებიც დავასახელო. ახლა კი ვიტყვი, რომ ორი
იტალიელი მისიონერი ძალაუნებურად განშორდნენ იქაურ მონასტერს ხსენებულის
მღვდლის მიერ ფიცხის დევნულობის გამო. იმ ქალაქშია სამი სხვა ეკკლესია,
რომელიც აღმოსავლეთის მღვდლებს უჭერიათ. არიან რვანი, მაგრამ
ზემოხსენებულ მღვდელსავით ავნი და ბოროტნი არ არიან. იქაური მონასტერიც
თავის თავს ირჩენს ექიმობის საშუალებით, თუმცა დიდი არაფერი შემოსავალია.
პატრი ამედე პიემონთელი კაფუცინი. საქართველო 1818”.
ამ წერილიდგანაც სჩანს და ზემოთაც უკვე მოვიხსენიეთ, რომ მღვდელი
შაჰყულიანი კაფუცინებს მტრობდა და რომში მათ ხშირად აბეზღებდა. ცრუ
დაბეზღების წერილები რომში გაუგზავნია ეგრეთვე შესახებ მორჩილი ძმის კარლო
კაფუცინისა, რომელსაც როცა გაბრუნებულა საქართველოდგან, თავისი თავის
გასამართლებლად, თან წაუღია ახალციხელების მოწმობაც. ამათგანი პირველი ეს
არის:
„მე მღვდელი სტეფანე მეფისანთი ღვთის წინაშე ვმოწმობ, რომ, ძმა კარლოს
თოთხმეტ წლის განმავლობაში ახალციხეში ყოფნის დროს, მისი ცუდი არც მინახავს
და არც გამიგონია; ეს მუდამ კეთილ მაგალითს იძლეოდა და ისე იქცეოდა
როგორც შესაფერი იყო. პირიქით, მან დიდი შრომა მიიღო და კარგი მზრუნველობა
გამოიჩინა ჩვენი წმიდა კათოლიკე სარწმუნოებისათვის და მთელი ერის
სასარგებლოდ. ხოლო მის წინააღმდეგ ის საჩივრები, რომ ვითომც ამას თათრის
მთავრის წინაშე ეჩივლოს პროვიკარის წინააღმდეგ, რაის გამო ვითომც ამ
პროვიკარს ბევრი ფული დაეხარჯოს და სიკვდილის განსაცდელში
ჩავანდნილიყოს, ყველა ეს სრულობით სიცრუეა. აგერ ესე ვმოწმობ წინაშე ღვთისა
და წმიდა ეკკლესიისა და ეგრეთვე შემეწიოს ანგელოზებრივი წმიდა მამა
ფრანჩისკე. ამინ. 12 დეკემბერს, 1817.
„მე უღირსი მღვდელი სტეფანე მეფისანთი.
„ეგრეთვე მე მღვდელი ანტონ თუმანანთი ვმოწმობ და ვამტკიცებ როგორც
ზემოდ".
ამ კაფუცინისათვის პატრების ეკკლესიის დიაკვნებსაც მიუციათ ამისთანა
მოწობის წერილი და მასზე ხელი მოუწერიათ ამ პირებს:
„მე მხატვარ ივანემ, პატრების ეკკლესიის დიაკვანმა, დავსწერე ჩემის სრულის
სურვილით და სიმართლით, 2 იანვარს 1818.
„მე ფილიპე პატრების დიაკვანი ჭეშმარიტებით ვამტკიცებ ყველას რაც
დაწერილია.
„მე სტეფანე ჩილაშვილი ვამტკიცებ რაც ზემოდ დაწერილია.
„მე მღვდლის შვილი ივანე ვამტკიცებ რაც ზემოდ დაწერილია.
„მე ანტონ ხანუმანთი ვამტკიცებ რაც ზემოდ დაწერილია".
ამისი მსგავსი მესამე მოწმობა ამ კაფუცინისათვის მიუციათ ახალციხის
კათოლიკებს და ხელი მოუწერიათ შემდეგ პირებს.
„მე ბატონჯანა კრუხიჭამიათ იოსების შვილი.
„პავლე ბერომელანთ შვილი.
„გრიგოლ გიგინათ გიორგის შვილი.
„ბაღდასარ მეფისაშვილი.
„ივანე არჩილის შვილი.
„სიმონ ნარიბეგა შვილი”.
ამ იტალიანურ მოწმობის ქაღალდზე ქართულათაც მოუწერიათ ხელი ამ
პირებს:
„მეფისანთ ტერ სტეფანე ამ ზემო ნაწერს ვამტკიცებ და ეს ჩემი ხელთ-
ნაწერითა და ბეჭდითა.
„ქ. მე მეფისანთ ბაღდასარა ამ წერილის თანახმა ვარ.
„მე პაატაშვილი დავითი ამ ზემო ნაწერს ვამტკიცებ და ეს ჩემი ხელია.
„მე პაატაშვილი კათოლიკე გაბრიელ, ამ ზემო ნაწერს ვამტკიცებ და ეს ჩემი
ხელია.
„მე აკოფაშვილი აკოფა ამ ზემო ნაწერს ვამტკიცებ.
„მე აკოფაშვილი ივანე აკოფის ძე კათოლიკე.
„მე კათოლიკე ტინტიკაშვილი მამაჯან ამ ზემო ნაწერს ვამტკიცებ”.
ამ წერილებთან არის ეგრეთვე ერთი პატარა წერილი; შაჰყულიანს მიუწერია
ერთის მღვდლისათვის ესე: „მონაზონების საქმეში ნუ გაერევი, ნუ უმოწმებ და
ხელს ნუ მოუწერ, თვარემ მახეში ჩავარდები, ბოლოს ყველა გამოცხადდება.
მაგრამ შენი შენანება კი უსარგებლო იქნება”.
1818 წ. ნოემბრის 22, კოსტანტინეპოლის საეპისკოპოსოდგან რომში სწერენ
შაჰყულიანის ცუდს ამბავს, ყველას ცუდათ ეპყრობა, თავის ამაყობის გამო ვერავინ
შეუფერებია და თავის უფროსად პაპის გარდა სხვა არავის სცნობსო.
1824 წ. დეკემბრის 18, უფროსი პატრი ფილიპე ტფილისიდგან რომში სწერს
პროპაგანდას, რომ მას კათოლიკების სასაფლაოზე უკვე დაუსრულებია პატარა
ეკკლესია, რის ამბავს დაწვრილებით აუწერს; ეგრეთვე აუწყებს, რომ იმავე
ეკკლესიისათვის ახატვინებს ერთ მშვენიერ ხატს, იესო ქრისტეს დასაფლავებისას;
მასთანვე სთხოვს, წმიდა მამისაგან მოუპოვოს შენდობა იმ ხატის წინაშე
მლოცველებს, განსაკუთრებით წმიდა ჯვრის პოვნისა და მისივე ამაღლების დღესა
და ეგრეთვე მიცვალებულთა მოხსენების დღეს.
პაპმა, 1825 წ. აპრილის 17, მიანიჭა სრული შენდობა ყველა იმ მორწმუნებს,
რომლებიც, აღნიშნულ დღეებში, მივიდოდენ სალოცავად ახალ ეკკლესიაში.
მღვდლის შაჰყულიანის სიბოროტე რა გამრავლდა, სულიერმა მთავრობამაც
ჯეროვანი ყურადღება მიაქცია. კოსტანტინეპოლის არქიეპისკოსმა ვინჩენციო
ქორეზამ, 1826 წ. აპრილის თერთმეტს, არა მარტო ჩამოართვა უფროსობა,
არამედ კიდეც აუკრძალა ყოვლის მღვდელმოქმედების შესრულებაც და დაიბარა
კოსტანტინეპოლს, რათა სამსჯავში პასუხი ეგო ყოველის საჩივარისათვის,
რომელიც მის წინააღმდეგ იყო გაგზავნილი. იმავე დროს ეპისკოპოსმა
შაჰყულიანის მაგიერად მღვდელი ივანე ლაზარიანი დანიშნა ახალციხის მრევლის
უფროსად და შემწედ მისცა მღვდელი სტეფანე მეფისანთი და მღვდელი სტეფანე
აპიანი.
გარნა მღვდელი შაჰყულიანი არ დაემორჩილა თავის უფროსს ეპისკოპოსს და
არ წავიდა კოსტანტინეპოლს. ამ ურჩობის გამო პროპაგანდამ განაშორა ახალციხეს
და გაგზავნა ტფილისს, საცა კაფუცინებმა პატივით მიიღეს და თავიანთთან შეინახეს
რავდენსამე წელს. კაფუცინები შაჰყულიანისათვის ბევრს ეცადნენ რომის წინაშე და
რავდენსამე წლის შემდგომ მას ისევ მოუპოვეს უწინდელი უფროსობა. ხოლო ცოტა
ქვემოდ ვნახავთ, რომ მღ. შაჰყულიანმა თავის სიბოროტეზე ხელი არ აიღო,
არამედ უფრო აღუმატა, და კაფუცინებს, კეთილის მაგიერ დიდი ბოროტი მიაგო.
პატრი ფილიპე, 19 აპრილს 1829, და ახლად მოსული პატრი თომა
თემპიელი, 6 ნოემბერს 1829 წ, სწერენ რომში ყოველს უბედურებას, რაც შეემთხვა
ახალციხეს, როდესაც რუსებმა აიღეს. ამასაც მოკლედ მოვიყვანთ უტექსტოთ.
ახალციხე ერთიან დაუნგრევიათ თათრებს და რუსებსაც; რავდენიმე სახლი
ძლივს გადარჩენილა. კაფუცინების მონასტერი მთლად დაუნგრევიათ და მათი
ეკკლესიისთვისაც ცეცხლი მიუციათ, რაის გამო ერთი კედელი დანგრეულა,
ეკკლესიის ნივთები კი მთლად დაუტაციათ. თათრებს 69 სული ქალი და ვაჟი
ტყვეთ წაუყვანიათ ოსმალეთის სხვა და სხვა ადგილებში. ომისა და ცეცხლისაგან
დახოცილა 73 კათოლიკე, ხოლო დანარჩენი კათოლიკები ზოგი ქართლსა და ზოგი
იმერეთს შეხიზვნიან. ომსა და ხალხის ჟლეტას ეგრეთვე მოჰყოლია ჟამიც.
ახალციხეზე ესრეთი დიდი უბედურების მოვლენას კიფუცინები აწერენ სიბოროტეს,
რომ უწინ საქართველოდგან აღურაცხველი ქრისტიანები მიჰყავდათ იქ და
ჰყიდდნენ როგორც პირუტყვებსო. ამ სიბოროტეს მიჰმატებია ეგრეთვე კათოლიკე
ურიგობა, მეტადრე სასულიერო პირებისა.
უფროსი პატრი ფილიპე, 1830 წ. 6 მარტს, ტფილისიდგან რომს ჰგზავნის ერთ
ვრცელ მოხსენებას საქართველოს მისიონის შესახებ. რადგან მაინც და მაინც
ყურადსაღები შიგ ბევრი არა არის რა, იმასა მოკლედ მოვიყვანთ უტექსტოთ.
„საქართველოს ეკკლესიებს შორის ტფილისის ეკკლესია მეტად მშვენიერი და
შემკულია, მაგრამ პატარაა, რადგან მრევლის რიცხვი განმრავლდა. ამ ეკკლესიას
ძრიელ ცოტა შემოსავალი აქვს. გარნა ერთგული კათოლიკები დღიურ-დღიურად
სწირვენ წმიდა სანთელს და სხვა რამ მსგავსსა, რაიცა ეკკლესიის ხარჯსა ჰფარავს.
როგორც ტფილისში ისე გორსა და ქუთაისში საეკკლესიო სამსახურის
შესრულებისათვის სრული თავისუფლება არის. წმიდა ზიარების პროცესია
ეკკლესიის გარეშემო დიდის დღესასწაულობით სრულდება და ყველა
სარწმუნოების დიდ ძალი ხალხი ესწრება. ეკკლესიას ჰყავს ერთი ძმობა წმიდა
სავარდისა და იესოს, იოსების და მარიამის სახელობაზე, უფროსი პატრი ძმობის
წინამძღვარია. ახლად შეკეთებული ათი დუქანი აქვს ძმობას. წლიური ქირა ექვსასი
მანეთი შემოდის. ძმობის წესდებულობისამებრ ამ შემოსავალი ფულიდგან 1)
კვირაში ორი ხმოანი წირვა სრულდება მიცვალებულ დათა და ძმათათვის; 2)
სკოლის მასწავლებელს ჯამაგირი ეძლევა; 3) ეკკლესიის სანთელში იხარჯება; 4)
მეორგანოეს ჯამაგირი ეძლევა და 5) დანარჩენი ფული ხმარდება გლახაკების
შესაწევნელად. ეკკლესიას ქალაქის ახლო ერთ გორაზე აქვს სასაფლავო
ვრცელის მიწით, რომლის ნახევარიც სათესავ-სათიბავია. შვიდი წლის წინეთ
შემოევლო ღობე და გადაიქცა მშვენიერ ბაღად, რომლის შემოსავალი ეძლევა
გლახაკთა. ამ მოწყალების განწესება იქვე ახლად აშენებულის ეკკლესიის კედლის
ქვაზეა დაწერილი, რაც სათნო საყოფელი შეიქმნა მთავრობისათვის, რაისგამო ამ
ბაღს მოსარწყავი წყალი დაეთმო უსასყიდლოდ. ტფილისის ეკკლესიას აქვს
ეგრეთვე თავის ეზოში ერთი პატარა სამკურნალო ოთხი ავადმყოფისათვის.
„ტფილისში პატრებს აქვსთ ერთი მშვენიერი მონასტერი. უწინ პატრები
წამლების შემოსავლით სცხოვრებდენ; ახლა კი რუსის მთავრობამ აუკრძალა მათ
ექიმობა. გარნა ხანდისხან კიდევ სწამლობენ სახლებში და ესე მით ცოტა
შემწეობასაც შოულობენ. პატრებს კიდევ აქვსთ სამი პატარა დუქანი, რომელსაც
წელიწადში ასი მანეთი ქირა შემოაქვს; ეგრეთვე ქალაქის ახლოს აქვსთ ერთი კაი
ბაღი; მთავრობაც აძლევს წელიწადში ასოც მანეთს, როგორც ტფილისის
ეკკლესიას, ისე გორის და ქუთაისის ეკკლესიებსაც. ეს შემოსავალი პატრებს
ჰყოფნის საცხოვრებლად.
„ტფილისის მკვიდრი კათოლიკები არიან 92 ოჯახი; ხოლო უცხო
კათოლიკები, სხვა და სხვა ტომის ვაჭრები, როგორც მაგალითად სომხები, ბევრნი
არიან; კვირა-უქმეობით ეკკლესია ორ-სამგზის ივსება და იცლება. ეგრეთვე
კათოლიკების რავდენიმე ოჯახი ამ გუბერნიის სხვა და სხვა ადგილებში გაფანტული
არიან სამსახურისა და ვაჭრობის გამო.
„გორის სამრევლო ეკკლესიაც ახლად აშენებულია, აქვს ერთი ბაღი და ორი
დუქანი, რომელსაც წელიწადში 20 მანეთი შემოაქვს.
„ქუთაისის ეკკლესია ხისაა. გარნა აგერ სამი წელიწადია, რაც დაიწყეს
იქაურმა კათოლიკებმა აშენება ქვითკირის ეკკლესიისა, რომელიც ტფილისის
ეკკლესიაზეა დიდია. გარნა ომისა და შიმშილის გამო შენობა შეჩერდა.
„ქუთაისის მონასტერიც ხისაა და აქვს ორი ბაღი, რომელიც ეკკლესიას და
მონასტრის მოშორებით არის. ეგრეთვე ქუთაისის ახლოს აქვს ერთი ხუთ-კომლიანი
სოფელი. ეს სოფელი სოლომონ უკანასკნელმა მეფემან აჩუქა მიცვალებულ პატრი
ნიკოლა რუთილიანელს. ის ხუთი მოსახლე ჭირნახულის ერთ ნაწილს პატრებს
აძლევს, რა შესავალიც დიდი არაფერია, რადგან იმერლებმა ხვნა-თესვისა
ხელობა არ იციან, მასთანვე საკმაო ზარმაცნიც არიან.
„ახალციხეში გვაქვს ერთი პატარა ღვთისმშობლის ეკკლესია, სადაც
კათოლიკები ხშირად და მხურვალებით დაიარებიან. ეხლა კი ეს ეკკლესია მეტად
დაზიანებული, ერთ გვერდზე ჩიმონგრეული და გაშიშვლებულია. იქაური
მონასტერი კი მთლად დაიწვა; დაიწვა ეგრეთვე ოთხი დუქანიც, რომელიც მას
ეკუთვნოდა. ეკკლესია, როგორც არის შეკეთდება, მაგრამ მონასტრის
ასაშენებლად საჭიროა ექვსასი სკუდი მაინც მისცეს წმიდა კრებამ.
„თუმცა კათოლიკე სარწმუნოების ქადაგება მთავრობის ბრძანებით
აკრძალულია, მაგრამ, ხანდისხან სხვა და სხვა ტომის პირნი, ღვთის მადლით
აღძრულნი, თავის თავად უერთდებიან ეკკლესიას. ხოლო საბრალო ქართველებს
კი სრულებით აეკრძალათ კათოლიკობის მიღბა. გარნა სარწმუნოების
დასაცველად საჭიროა, მაინც სამი ახალი მასიონერი გამოიგზავნოს. მხოლოდ
საჭიროა, ახალგაზდა იყვნენ, რათა ენების შესწავლა ადვილად შეიძლონ, რადგან,
უწინ თუ მარტო ქართულ ენას სწავლობდენ, ახლა, გარდა ქართულისა, საჭიროა
შეისწავლონ თათრული, ფრანგული, რუსული, სომხური და ლათინურიც.
„აქ ჩვენ ყველანი ხანში შესული ვართ და უფლებაც გვაქვს იტალიაში
დაბრუნების ნება მოვითხოვოთ".
1834 წ. 6, სექტემბერს, უფროს პატრს მოუვიდა მოწერილობა ორი ქართველი
ყმაწვილი გაეგზავნა რომის კოლეგიაში სასწავლებლად არ ვიცით კი, თუ ვინ
იყვნენ ის ახალგაზდა ქართველები, რომში გაგზავნილნი სასწავლებლად, რადგან
არც პროპაგანდასა და არც ვატიკანის არხივებში მიგვიშვეს, რომ იმ წერილების
მერმინდელი საბუთები შეგვეკრიბა, ამისგამო, ჩვენდა სამწუხაროდ, ბევრი
საინტერესო საგნები კიდევ უნდა დაგვრჩეს შეუტანელი ამ წიგნში. ხოლო
კაფუცინების არხივებიდგან კი გამოვკრიფეთ შემდეგი დროის საბუთებიც,
რომელსაც კიდევ აქ მოვიყვანთ რავდენსამეს. გარნა ისინი ისე შესანიშნავნი არ
არიან ჩვენთვის რიგორც ზემო ხსენებული არხივების საბუთები იქმნებოდა.
კაფუცინების საბუთებში შევხვდით ერთ წერილსა, რომელშიც აღწერილია რაც
კი შეეხება გორის ეკკლესიისა და ძმობის მამულებს და ასაღებ ფულებს. ამ
წერილში არც თარიღია და არც დამწერის სახელია გამოცხადებული. უტექსტოთ
მოგვყავს.
„უძრავი მამულები და ასაღები გორის ეკკლესიაში დაწესებული წმიდა
სავარდის ძმობისა.
„# 1. ჩემი აშენებული ოთხი ოთახი, რომელსაც შემოაქვს მანეთი წელიწადში.
ამ ფულით მთელი წლის განმავლობაში ორშაბათობით სრულდება ერთი ხმოანი
მიცვალებულ ძმათა და დათათვის.
„# 2. ერთი ნაჭერი სათესი მიწა ძმობის ფულით ნაყიდი 1788 წ. და-
ძმათათვის ეგოდენი წირვა უნდა ითქვას, რაოდენს სარგებლობასაც მოიტანს ეს
მიწა.
„# 3. ორას ოცდა ათი მანეთი ნაანდერძევი თავადი სილიბისტრე თუმანოვის
მიცვალებული ქვრივი მარიამისაგან 1834 წ. 5 იანვარს. თვით ამასვე მიუცია ეს
ფული 12-ს სარგებლით გორელ გიორგი გამბარანთათვის.
„# 4. შემოწირულია ასორმოცდა ათი მანეთი ანასტასია ზუბალოვისაგან. ეს
ფული სარგებლით არის. მისივე შვილთან დავითთან, რომელიც ამ სარგებელში 24
წირვას ათქმევინებს წელიწადში თავისი მიცვალებულის დედისათვის, და თითო
წირვას მოწყალებისათვის აძლევს ნახევარ მანეთს.
„ძმობის გასესხებული ფული, რომლის აღება ეხლა შეუძლებელია. პატრი
იოსებ დელლა ქოლლოს უფროსობის დროიდგან48 წელიწადში 12 წირვა
სრულდება ამ ფულის შემომწირველ მიცვალებულთათვის. ეს სხვა და სხვა
პირებისაგან შემოწირული ფული ძმობის უფროსს გაუსესხებია სარგებლით,
სარგებელთან თავნიც დაუკარგავს, ამის გამო არ ვიცთ თუ ამ წლიური 42 წირვის
ვალი რა საშუალებით გადავიხადოთ. რადგან ფულის ვალად ამღები პირნი,
მეტნაწილად უკვე მიიცვალნენ, და მათ მემკვიდრებს ან არ შეუძლიათ და ან არ
სურსთ ვალის გადახდა. ეგრეთვე აღარც ჩივილი შეიძლება, რადგან მთავრობის
კანონის მიერ განსაზღვრული დრო გასულია. აი ნუსხა ამ გასესხებული ფულისა,
რომლის აღებაც შეუძლებელია.
# 1. სტეფანე ბეჟანანთ პეტრეს შვილს ძმობისა მართებს 172 მანეთი
ვერცხლის ფული. ცხადია მისი ორი ბარათით, ერთი მიცემულია 1802 მარტის 1-ს
და მეორე 1813 თებერვლის 15-ს.
„# 2. ივან ზუბალოვის შვილს სტეფანეს მართებს 10 მანეთი, ვითარცა სჩანს,
1822, იანვრის 1-ს, თავისი მიცემული ბარათით.
# 3. ჯულაბანთ გიორგის მართებს 65 მანეთი ვერცხლის ფული, რომელიც
უსესხია 1811, იანვრის პირველს და 1818, თებერვლის პირველის ბარათით.
„# 4. ანანიას შვილს იოსებს 70 მანეთი ვერცხლის ფული უსესხია 1823 წ.
მარტის 19-ის ბარათით.
„# 5. ალაპაპანთ (Alapapanti) სტეფანეს მართებს 90 მანეთი ვერცხლის
ფული, ნასესხი 1805 წ. აგვისტოს პირველის ბარათით.
„# 6. ყანდინანთ ივანეს 80 მანეთი უსესხია 1798 წ. მარტის პირველის
ბარათით.
„# 7. მიცვალებულ ვალაშვილ სიმონას უსესხია 10 მანეთი 1830 წ. დეკვმბრის
ბარათით. ყველა ბარათები ინახება ამ არხივში.
„გორის მონასტრის უძრავი მამულები, გასესხებული ფული და მისივე ვალები.
„1) ამ მონასტერს 4 ოთახი პირველ სართულში და 4 ოთახი მეორე სართულში
აქვს და მასთანვე ერთი სარდაფი.
„2) მონასტრის გვერდზე არის ექვსი ოთახი, სადაც არის სკოლა, სამკურნალო
48 საქართველოში მოვიდა 1816 წელს
და ეგრეთვე აწყვია ეკკლესიის საჭირო რაიმები.
„3) ერთი ვენახის მოსავალი ნახევარი მისია; ეგრეთვე ღებულობს მეოთხედ
შემოსავალს ერთ სხვა ვენახიდგან, რომელიც ცხინვალის ახლოა, და რომელიც
უკვე ეკუთვნოდა ავეტიკანთ ივანეს, რომელმაც პატრი მარიო კოლონიელს
დაუტოვა საწინდარში. სამი წელიწადია, რაც მის შემოსავალს ვღებულობთ,
წელიწადში 35 ან 56 მანეთს. ესეც უფრო იმიტომ, რომ, როცა ხსენებული
ავეტიკანთ ოჯახი სრულიად ამოწყდა, დიდი ყურადღება მივაქციე ამ ვენახის
მოვლას, თუმცა ეხლა ავეტიკანთ სხვა დანარჩენი მოვალები გვედავებიან ამ
ვენახზე.
„4) ერთი დუქანი ბაზარში მდებარე, რომელსაც წლიური ქირა შემოაქვს 23
მანეთი.
„5) ხუთი ნაჭერი მიწა გორის მიდამოში, რაიცა პატრებს დაუტოვა დავრეშანთ
ზაქარიამ, იმ პირობით, რომ მისი შემოსავლიდგან თვეში ორი ხმოანი წირვა
უწირონ ხოლმე. ხოლო წრეულ ერთი ნაჭერი ვენახათ გადავაკეთებინე და შიგ
პატარა სახლი ავაშენებინე, რისგამო დამეხარჯა 350 მანეთი.
6) ერთი სართულიანი სახლი ქვითკირისა, რომლის სიგძე ათ საჟენ ნახევარია
და აქვს ორი ზალა და 4 ოთახი. ის სახლი ავაშენე მიწაზე, რომელიც ერეკლე
მეფეს პატრებისათვის ეჩუქებინა".
კაფუცინების ქაღალდებში ვპოვეთ ეგრეთვე ერთი პატარა წერილი ახალციხის
ეკკლესიის შესახებ:
„1836 წ. ენკენისთვის 2-ს რაიც წმიდა ივანეს ეკკლესიას აქვს ფული თუ ნივთი
აქ აღინიშვნის.
„1836 წ. იანვრის 11, უდელ ღებრიანთ იოსეს მართებს 25 მანეთი თავის
ანგარიშით.
„1835 წ. მარიობის 9 ონო ქურქჩიბაშოვს მართებს 25 მანეთი თავისი
ანგარიშით.
„1836 მაისის 7-სა ყაზარ ქერობა შვილს აღაჯანას მართებს ბარათით 40
მანეთი თავისი ანგარიშით.
„1836 აპრილის 20-სა კიდევ ასაღები არის ბარათით 30 მანათი თავის
ანგარიშით, რომ ჯამი გახდა 1020 მანეთი.
„ამის გარდა პატრი თომაზედ გუაქუს ასაღები 72 ოქრო, თვით შენც უწყი
ბარათიც გუაქვს”.
ამის შემდგომ ჩამოთვლილია ეკკლესიის სამკაული და ნივთები.
ახალციხეში მყოფი პატრი თომა თემპიელი ვგონებთ გარდაცვლილიყოს 1839
წ. რადგან პატრი იქ მარტო ყოფილა და მაშინვე არ მისულან და არ
დაჰპატრონებიან მის დატოებულს ეკკლესია-მამულებს, ახალციხის სასამართლოს
მთავრობისათვის უკუთნებია მისი უძრავი მამულები. ხოლო მოძრავი ქონება
პატრებისათვის დაუთმია. ასეთი უსამართლო გარდაწყვეტილება პატრებს
გაუსაჩივრებიათ უმაღლეს მთავრობის წინაშე. პატრებს დიდი იმედი კი ჰქონიათ
ყველა მამულების დაბრუნების, მაგრამ ჩვენ არ ვუწყით, თუ საქმე როგორ
დაბოლოებულა.
უფროსი პატრი ფრანჩისკე მესინელი, 1841 წ. 25 იანვარს ტფილისიდგან
სწერს ლიონში არსებულ სარწმუნოების გამავრცელებელ საზოგადოებას და
მადლობას უხდის იმის გამო რომ, მისიონის შესაწევნელად მიუღია მისგან 12,100
ფრანკი, ეგრეთვე აუწყებს, რომ ქუთაისის ეკკლესიის შენობა, უფულობის გამო უკვე
შეჩერებული, განვაგრძეო და მალე დავასრულებ კიდეცო; იმასთანვე სთხოვს,
მისიონს ბევრნაირი საჭიროება აქვს და შემწეობის მოწოდებას ნუ მოგვაკლებთო.
საქართველოში ნამყოფი კაფუცინი იოსებ-ანტონ ლივორნელი ინდოეთის
აგრა ქალაქის ეპისკოპოსად უკურთხებიათ რომში. ინდოეთში წასასვლელად
გამოიარა საქართველოში. გორის, ქუთაისის და ტფილისის კათოლიკებმა თავიანთ
შორის მოკრიფეს 509 მანეთი და წყალობად მისცეს. 1841 წ. 25 ივლის, ინდოეთის
აგრა ქალაქიდგან რომში სწერს წყალობის მიმცემ კათოლიკების სახელებს;
ეგრეთვე მოკლედ წერს აქაური მისიონის გარემოებას და სომხის კათოლიკების
შესახებ ას ეუბნება:
„სომხის კათოლიკების მღვდლებს უნდათ, არა მარტო იუფლონ ულათინებოდ,
არამედ ეგრეთვე უნდათ, რომ კაფუცინების ეკკლესიები მონასტრებიც თვით
დაიპყრან, მარტო იმიტომ რომ იქ დიდი სარგებლობა და კარგი შემოსავალია. იმ
მღვდლებში ურევია ორი, რომლებიც შფოთს სტეხენ მრევლში და არ სჯერდებიან
იმას, რაცა აქვსთ. ისინი არიან მღვდელი პავლე შაჰყულიანი, პროპაგანდის
მოწაფე და მღვდელი მეფისანთი".
ახლად არჩეული უფროსი პატრი ბენედიქტე აჩირუალელი, 1842 წ. აპრილის
29, რომში სწერს, რომ, კათოლიკებისათვის ლოცვის წიგნი დაუბეჭდვინებია და
ეგრეთვე მოუმზადებია კიდევ ქართულ ენაზე დასაბეჭდად წმიდანების ცხოვრებაც;
მასთანვე სთხოვს, რჩევას იმის შესახებ, რომ რომში ახლად ნაკურთხ მღვდელს,
ანტონ გლახოვს, მოუთხოვია მისთვის ჯამაგირი და თავის სამშობლო ქალაქის
ეკკლესიის წინამძღვრობა. ეგრეთვე განკარგულებას სთხოვს, თუ როგორ უნდა
მოიქცეს იმის შესახებ, რომ ხშირად ქართველი კათოლიკები და პოლონელები
სომხების და ლუტერანების ქალებს ირთვენ ცოლებად და თუ კათოლიკე
მღვდელმა მათ არ დასწერა ჯვარი, მაშინ ისინი წავლენ სომხების და
პროტესტანტების ეკკლესიებში ჯვარის დასაწერადო.
უკანასკნელი უფროსი პატრი დამიანე ვიარეჯიელი, 1843 წ. 2 მაისისა,
ტფილისიდგან რომში თავის უფროსს სწერს და ავედრებს იქ მიმავალს გიორგი
პოლკოვნიკის შვილს იოსებ ზუბალოვს; მასთანვე მის შესახებ ეუბნება, რომ
საქართველოს კათოლიკებში უპირველესი არის ეს იოსებიო; მისმა წინაპრებმა
ძველის დროდგანვე ჩვენს ორდენს დიდი პატივი და სიყვარული გამოუცხადეს და
ჩვენის წესის ძმობაშიაც წევრებად ჩაეწერნენო; გორის მშვენიერი ეკკლესია
უმეტესად მათის ხარჯით აშენებული და შემკულიაო; ამიტომ ღირსია, ამას ყველა
პატივისცემა და დახმარება აღმოუჩინოთ, რათა რომში ყველაფერი კარგად
ნახოსო.
მართლადაც აწ დიდად პატივცემული ზუბალაშვილების გვარი უწინაც მეტად
შესანიშნავი ყოფილა თავისი პატიოსნობით და ქველ-მოქმედებით, რადგან
კაფუცინების წერილებში ბევრს ადგილას შევნიშნეთ, რომ ყველა ნაირ კეთილ
საქმეში პირველი ყოფილან ამ გვარის ჩამომავალნი, როგორათაც ამას დღესაც
ვხედავთ ცხადად ამ გვარის ღირსეულ წარმომადგენელთა შორის.
როგორც სჩანს კაფუცინების წერილებიდგან, ლიონში არსებულის
სარწმუნოების გამავრცელებელის საზოგადოებისაგან მიღებულუ ფულით
კაფუცინებს დაუწყიათ აშენება ქუთაისის ეკკლესიის გარდა, ალექსანდროპოლის
ეკკლესიისაც, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა ქუთაისის ეკკლესიასავით.
ზემოთ ვნახეთ, რომ მღვდელი შაჰყულიანი თავისი ურიგობისათვის დაისაჯა
კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსისა და პროპაგანდის კრებისაგან და ახალციხიდგან
გაძევებულ იქმნა ტფილისის კაფუცინების მონასტერში, რათა იქ შეენანებინა
თავისი შეცოდებანი. კაფუცინებმა თავიანთ მონასტერში არა მარტო პატივით და
სიყვარულით მიიღეს იგი არამედ რომის წინაშეც უშუამდგომლეს, რათა მისთვის
დანაშაული ეპატივებინა, შეჩვენებისაგან აეხსნა და ისევ უწინდელი თანამდებობა
მიეცა. ათი წლის შემდგომ კაფუცინებმა ყოველივე ეს მოუპოვეს და ისევ ახალციხის
უფროსად დაანიშვნინეს. გარნა შაჰყულიანმა, ახალციხეში მობრუნების შემდგომ,
უწინდელ თავის სიბოროტეზე როდი აიღო ხელი; ეგრეთვე კაფუცინების სიკეთის
დახსოვნების მაგიერ უფრო მეტი მტრობა დაუწყო და ეცადა, რომ ყველა ეს
მისიონერები საქართველოდგან სრულიად გაეძევებინა.
რადგან შაჰყულიანი თავინ ჩვეულებრივ სიბოროტეზე ხელს არ იღებდა,
ამიტომ სასულიერო მთავრობამ, 1839 წ. მას კვალად ჩამოართვა უფროსობა. ამ
გარემოებამ უფრო განარისხა შაჰყულიანი და აღძრა იგი შურისძიებისათვის. ამის
გამო მიჰმართა ყველა უჯერო საშუალებას და ცდილობდა, მარტო თვით
დარჩენილიყო საქართველოში კათოლიკების უფროსად, რათა იქმნება მაშინ მაინც
ღირსებოდა ეპისკოპოსობას, რასაც დიდი ხნიდგან დაეძებდა. ამ გარემოებათა
კაფუცინები თავიანთ წერილებში ხშირად იხსენიებენ და მის შესახებ ძრიელ ბევრ
რასმე სწერენ რომს. შაჰყულიანის შესახებ რომში გაგზავნილი წერილები თითქმის
ერთ წიგნს შეადგენს. იმ სამწუხარო წერილებს აქ არც ერთს მოვიყვანთ. ხოლო
მოკლედ გავიხსენებთ, თუ რა მოხდა და როგორ დაბოლოვდა ეს საქმე.
1839 წლის შემდგომ, შაჰყულიანმა უფრო ხშირად დაიწყო, რომთან მიწერ-
მოწერის გარდა, რუსის უმაღლეს მთავრობასთან ცრუ დაბეზღების წერილების
გზავნა კაფუცინების წინააღმდეგ. სახელდობრ, შაჰყულიანს ერთი ამისთანა წიგნი
მიურთმევია რუსის სამხედრო მინისტრის ჩერნიხოვისათვის, როდესაც იგი 1842 წ.
ა ხ ალც ი ხ ე შ ი მოს ულა . ა მ ა ს არ და ს ჯ ერე ბ ი ა , არა მ ედ კ ა ვ კ ა ს ი ი ს
მთავარმართებლისათვისაც მიუწერია ცრუ დაბეზღების წერილი. თვით
შაჰყულიანის ქაღალდებშივე აღმოჩნდა ერთი ამისთანა გაგზავნილი წერილის
პირი, რომელიც ქართულად არის და აქვე მოვიყვანთ:
„ესე არს ჭ ̃ტი მაგალითი არზისა მის ჩვენისა, რ ̃ლ (ცალ-ცალკე) წარვუდგინეთ
მთავარმართებელსა, და გუბერნატორსა, მოწერილობითა ათხუტმეტთა
კათოლიკეთა მღვდელთა სომხის გვარისათა წელსა 1843. ივლის. ფოშტითა ##17
18.
„განცხადებით არზის წერილითა ამით გთხოვთ სმენად ჩვენდა
სულგრძელობითა, და აღსრულებითა თხოვნისა ამისა ჩ ̃ნისა. რამეთუ დასაბამითვე
მამა-პაპათა ჩ ̃ნთაგან გუაქუს სჯული და კანონი სომხის გუარი კათოლიკეთა, რომ
გვყავდეს ჩ ̃ნივე გუარისაგანვე უფროსად მღვდელი ვინმე, ვ ̃ა ეგრეთი წესი არს
ყ ̃ლთა გუართა შორის, მსგავსად კ ̃დ ეპისკოპოსი გუარისა თვისისა
სამფლობელისაგან: აჰა ესე რა კ ̃დ ჟამსა ამას შინა გუყავს უფროსად მკვიდრი
პოღოს ვ ̃პტი შაჰყულოვი; და ვ ̃ა მთავრობა გვიშლის უცხოისა სამფლებელოის
მღვდლისა ვისამე ცნობა. და შეწყნარება, ბრძანებისა ამის მარადის მორჩილ
ვყოფილვართ, და ვართ: არამედ კაპუჩინთ პატრები ტფილისს მყოფნი. და პატრი
ბონავენთურა, რომელიც აწ აქ ახალციხეს არის. რომელთა არა ჰყავთ ერი
გვარისაგან თვისისა არცა აქა, და არცა სხუაგან, ა ̃დ ვ ̃ა მწირნი და სტუმარნი არიან
რუსეთის საბძანებელსა შინა. ესენი არ გვასვენებენ ჩ ̃ნ მკვიდრთათა, ა ̃დ თანაჴმა
ქმნილ რავდენნიმე ჩ ̃ნი გვარისა ამრევ დამრევნი აქაურნი მღვდელნი ძველთა
მტერთა თანა შაჰყულოვისათა; კ ̃დ ვენეტიკის ბერი ვინმე აღმშფოთებელი ჰაირ
სიმონ ჯულარდოვი, რ ̃ლი მალვით შემოძრომილ არს ერსა ამასა შინა რუსის
საბრძანებლისასა, და არს კაფუჩინების მხარესა აღმღვრეველი მშვიდობისა,
ესენიც ძალას გვატანებენ რომ შევიწყნაროდ უმფროსად, ჩ ̃ნი დიდებული
ჴელემწიფის ბრძანების წინააღმდეგ, და უძველესისა წესისა ჩვენისა, ვითომც პ.
დამიანე, რ ̃ლი ტფილისს არის, და თუ ბრძანებითა, თვით მათ ჰკითხეთ: ვ ̃ა წელსა
1840-სა ამავე პატრი დამიანემ სტამბოლის წერილითა თუ ვითარ გამოუთქმელი
აღშფოთება ჩამოაგდო ახალციხესა შ ̃ა, და ცხადნი დამაბრკოლებელნი საქმენი
იმოქმედა წინაშე ყ ̃ლთა გუართა აქ ახალციხეს, ჩ ̃ნსა და ერსა შუა, ჩ ̃ნ თვით
თვალით ჩვენით მხილველი ვიქმენი და სხუათა უდიდესთა უღმრთოებათა
იმოქმედებდა იგი, უკეთუ ღთიულითა განგებულებათა, ტფილისით შეწევნაი არ
მოგმშველებოდა, რათა იგივე პ. დამიანემ აქედამ მსწრაფლ უკან დაბრუნებულიყო
ტფილისსა: ვინაით პატრი ესევე ამ ახლოს ჟამსა შინა აპირობს აქ მოსვლასა, ისევ
აღშფოთებისა მის ჩამოგდებად, ამისთვის ვსთხოვთ უაღრესობასა თქ ̃ნსა, რათა
დაუშალოთ აქ მოსვლა, ვ ̃ა წეღან მოგახსენეთ, ჩვენ პატრებს ვერ ვინდობთ, არ
გვნებავს, ვერც ძალ გვიძს ცნობა მათი, თუ მიზეზისათვის მაგათი აღმშფოთებლისა
ბუნებისა ვ ̃ა გამოცდით ვუწყით, თუ მზაკვრობისა მაგათისა, რ ̃ლი ჰყვეს შარშან
ჩ ̃ნის დიდებულის ჴელმწიფის ბრძანების პირდაპირ გაგზავნით ახალციხელი
პეტრესი ივანიჩ აღუშოვისა გრანიციის გარეთა, მღვდლად დასაკურთხავად. რ ̃ლი
ესე იყო შაგირდი მეფისოვ ტერ-გრიქორისა ამრევ-დამრევისა თათრების უფლების
ჟამითვე, და იმავე პეტრე აღუშოვის მხარისაგანთათა ხუთთა თავდებობის წერილი
მისცეს აქ პოლიციას, რომ იგი გრანიციის გარეთ არ უნდა წასულიყო
დასაკურთხავად, არამედ სტამბოლს წავიდა, და იქ დაეკურთხა მღვდლად, და ერის
კაცის ყლღით შემოიპარა რუსის მიწასა შინა, არს ტფილისს, ანუ სხუაგან: ხ ̃
შაჰყულოვმან ვერ შეიძლო დასტურის აღება მთავრობისგან, თუმცა მრავალგზის
სთხოვა გრანიცის გარედ გაგზავნა ხუთთა სამღვდელოთა გუამთა. ვინაით შარშან
იმ ჟამად გააგზავნა ხუთნი იგი პეტრებურგს, და მუნ დააკურთხვინა იქაურს
კათოლიკე ეპისკოპოსსა, და შაჰყულიანის უფროსობა იქიდამაც დამტკიცდა. რ ̃
მოვიდა წიგნები, რომ მოუტანეს იქიდამ ახლად დაკურთხვილთა მღვდელთა მათ
დასაწყისსა წელსა ამისასა პეტრებურგით; ამისთვის კაფუჩინთა პატრთა არა რაი
ჴელმწიფება აქვსთ ჩ ̃ნზედა, და ვერცა ძალ უცხოთა ქონვა, თუ ამისთვის რ ̃
სრულიად განრჩეულ არიან გუარისაგან ჩ ̃ნისა, რ ̃ აღმაშფოთებელ არიან, და
ძველნი მტერნი ჩვენნი, და თუ უთანხმოებისათვის ჩ ̃ნსა მათთანა ბუნების
შეზელილობათა აერისა, ენისა, და თუ ტიბიკონისა სრულიად განრჩეულისა
ურთიერთარს, დუ თუ მიზეზისათვის იმპერატორის ბრძანებისა, რათა მისი
საბრძანებლის გარედ მყოფი თუ ეპისკოპოსი; თუ მღვდელი არ იცნობებოდეს;
ვინაით და ჴელმეორებით გთხოვთ, რათა უგულებელს ჰყო თხოვნა ესე ჩვენი, და
ამის მაგიერ პასუხი გვიწყალობო, და დავშთებით
„უზესთაესისა უფლებისა თქ ̃ნისა.
„ახალციხეს, ივლის 1. 1843.”.
ამ წერილში თითქმის ეგოდენი უსამართლობა და სიცრუეა, რაოდენიც
სიტყვაა. ეპისკოპოსობის მოსაპოებლად, როგორც ამას წინეთ რომის წინაშე ყველა
სომეხად გამოიყვანა და თვით ახალციხეც სომხეთის ნაწილი გახადა, ისე ეხლა,
რუსის მთავრობის წინაშე ყველა სომხის ტომად გამოჰყავს.
იმ დროს მთავარმართებლად იყო გენერალ ნეინდჰარდი, რომელმაც რა
მიიღო კაფუცინების წინაადმდეგ ესეთი საჩივრები, საქმის ჯეროვან
გამოსაძიებლად ახალციხეში გამოგზავნა პოლკოვნიკი კოცებუ (Cozzebu),
ლუტერანი. ამან ყველა რა კარგად გამოიძია, სცნო სიცრუე ყველა გაგზავნილ
საჩივრებისა, მეტადრე სიყალბე საჩივარზე მოწერილისა. რადგან ზემოდ
დასახელებულ თხუთმეტის მღვდლის ხელ-მოწერილში ნამდვილად მარტო შემდეგს
ოთხს მღვდელს ხელი მოეწერათ: მღ. ანტონ ნიკოზიანს, მღ. გრიგორ ზარაფიანს,
მღ. ანტონ ხუციანთს და მღ. ივანე სერემიანს. ხოლო დანარჩენ მღვდლებს უარი
უთქვამსთ, ეგ ჩვენი ხელ-მოწერილი არ არისო, ჩვენ მაგ საჩივრებში არავითარი
მონაწილეობა გვაქვს და არაფერი ვიცითო. პოლკოვნიკმა ყველაფერი მოახსენა
მთავარმართებელს, რომელმაც, რა დარწმუნდა შაჰყულიანის დამნაშაობაზე,
დაადგინა, რომ ის მღვდელი იყო ყალბის მქნელი, შემაცთენელი და ერის
აღმაშფოთებელი: ამიტომ მიუსაჯა მას: 1) რომ სამუდამოდ გადევნილ ყოფილიყო
ახალციხიდან და გორს კაფუცინების მონასტერში გაეგზავნათ, რათა მოენანიებინა
ეგოდენი მძიმე დანაშაულობანი; 2) ყველა მისი მომხრენი სულიერის სასჯელით
დასჯილ იყვნენ კაფუცინების უფროსისაგან, ასე როგორათაც საჭიროდ დაინახავდა;
3) ამ საქმის საწარმოებელი ხარჯი ყველა გადაეხადა შაჰყულიანს და მის
მომხრეთა. მთავათმათთებელმა ეს დადგინება გამოაცხადა 1515 ნომრით, 1844 წ.
თებერვლის ოცდა ერთს.
მთავარმართებელმა, რა სცნო კაფუცინების უდანაშაულობა, უფრო მეტი
პატივისცემა დაუწყო, მათს მონასტერში მივიდა და 100 მანეთი საჩუქრად მისცა.
როდესაც შაჰყულიანისა და ახალციხის საქმე ესე არეულ-დარეული იყო,
კოსტანტინეპოლის ეპისკოპოსმა ალარიომ, ყველასაგან მოულოდნელად,
გადაყენებული მღვდელი შაჰყულიანი, რომელიც მას თავის უფროსად აღარ
სცნობდა, დანიშნა ისევ უწინდელ თანამდებობაზე უფროსად. ეპისკოპოსის ესეთმა
შეუსაბამო საქმემ არა თუ მთელი თემი განაკვირვა და კაფუცინები
სასოწარკვეთილებაში ჩააგდო, ათამედ თვით მთავარმართებელიც დიდად
განარისხა, რადგან ესოდნად დამნაშავე კაცს, იგი ასეთს ღირსებას აძლევდა! ამის
გამო ეს ნეინჰარდი ეპისკოპოსის ესეთ დადგენილებას არ დათანხმდა.
შაჰყულიანის საჩივრებმა თუ მთავარმართებლის წინაშე ვერ გაიმარჯვეს,
მინისტრსა და თვით იმპერატორზე სულ სხვანაირად იმოქმდეს, და გამოიღეს ასეთი
ნაყოფი, რომელსაც არავინ მოელოდა. კაფუცინები ჯერ ისევ თავიანთ გამარჯვების
სიხარულში იყვნ როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრმა, შაჰყულიანისაგან
მიღებული წერილების გამო, უმაღლესი განკარგულება გადმოსცა
მთავარმართებელ გურკოს. ამანაც თავისის მხრით, 1844 წ. 2 ივნისს, # 105,
კაფუცინებს გამოუცხადა უმაღლესი ბრძანება: 1) კავკასიაში მყოფი ლათინის
მღვდლებს სრულებით აეკრძალოსთ სომეხ-კათოლიკების საქმში გარევა; 2)
ლათინის მღვდლები დაექვევრდომონ მოგილევის კონსისტორიას და რუსეთის
ტახტის სამუდამო ქვეშევრდომობა აღიარონ, თუ უნდათ დარჩნენ თავიანთ
სამსახურში და განშორებულ ყოფილიყვნენ რუსეთის საზღვრიდგან ყველანი, ვინც
ამ პირობას არ აღასრულებდენ; 3) შესწყვიტონ ყველა გვარი მიმართობა საზღვარ
გარეთის სასულიერო პირებთან.
ამის გამოცხადების შემდგომ მთავარმართებელი ბევრი ეცადა სამინისტროს
წინაშე, რათა კაფუცინები იქაც გამართლებულიყვნენ, მაგრამ მისი ცდა ამაოდ
დარჩა. კვალად მიიღო ბრძანება, რომ დაუყოვნებლივ აესრულებინა
იმპერატორის უმაღლესი განაჩენი, რისგამო იძულებული შეიქმნა
კაფუცინებისათვის ძალა დაეტანებინა, რომ წასულიყვნენ, თუ იმ პირობათ არ
აღასრულებდენ.
კაფუცინებმა პაპის უნებურად ის პირობანი ვერ შეიწყნარეს. ამიტომ
იძულებულ ჰყვეს მთავრობა ძალით განეშორებინა იგინი საქართველოდგან. 1845
წ. იანვრის პირველს ტფილისიდგან მთავრობის კაცებმა წაიყვანეს გორში უფროსი
პატრი დამიანე, პატრი ფილიპე, პატრი ქერუბინე და პატრი ემიდიო, რომელთაც
კაი მანძილზედ გაჰყვა ტირილით ასიოდე კათოლიკე. გორში პატრები, მთავრობის
ნება დართვით, თავისთან დააყენა იაკობ ზუბალაშვილმა. 3 იანვარს გორში მყოფი
პატრი ემანუელი და პატრი ბერნარდე გამოიყვანეს ძალით ეკკლესიიდგან და
ყველა ერთად წაიყვანეს ქუთაისს. იანვრის 9-ს მიიყვანეს ქუთაისს, საცა სტეფანე
აკოფოვმა თავის სახლში დააყენა. ამათ ჩასვლამდე იქიდგან უკვე განეშორებინათ
პატრი ფლორენციო. ორი დღის შესვენების შემდგომ ისინიც წაიყვანეს
ქუთაისიდგან; ყველა ერთად გაიყვანეს საზღვარგარეთ და 17 იანვრისას მივიდნენ
ჩურუქსუში. იქიდგანაც, ცოტა შესვენების შემდგომ, წავიდენ და ტრაპიზონს ჩავიდენ
25 იანვარს. იქ დაბინავდან იმ იმედით, რომ კიდევ მალე შემოსულიყვნენ
საქართველოში, რისგამო რუსის მთავრობას ბევრგზის სთხოვეს, მაგრამ ნება ვერ
აიღეს და დღესაც ამ იმედით იქ არიან კაფუცანები.
აი ერთმა კაცმა, შაჰყულიანმა, თავისი სიბოროტით მთლად ბოლო მოუღო
ამდენის ხნის მისიონს, რომელმაც დიდი და ბევრნაირი სამსახური მიაგო
საქართველოს. გარნა ეს ბატონი ვერ ეწია ყველა თავის გულის თქმას, რადგან
ვერც ეპისკოპოსობა მიიღო და ვერც პატრების ეკკლესია-მონასტრები დაისაკუთრა.
თუმცა ეკკლესიების დასაკუთრებას ეცადა, მაგრამ ერმა სრულებით არ შეიწყნარა
სომხურის ტიბიკონის მღვდლები. იმ დროს ლათინის წესის მღვდელი დარჩა მარტო
ქუთათური დონ ანტონ გლახოვი, რომელმაც კაფუცინების წასვლის შემდგომ
დაიწყო ერის მოძღვრობა. ამიტომ იძულებული იყო, ხშირად მოსულიყო ტფილისს
და გორში მრევლის სამსახურებლად. მთავრობამ რა ნახა, რომ უმღვდლობის გამო
კათოლიკები დიდს გაჭირვებაში იყვნენ, მოგილევის არქიეპისკოპოსს სთხოვა
გამოეგზავნა საქართველოში ორი ახალგაზდა პოლონელი მღვდელი, რომელთაც
ქართული უნდა ესწავლათ და მოევლოთ მრევლისათვის. მალე მოვიდნენ ის
პოლონელი მღვდლები კაფუცინების ადგილას და დაიწყეს მრევლის მოვლა.
ესე სამწუხაროდ დასრულდა საქართველოში კაფუცინების მისიონიც,
რომელმაც დაიწყო თავისი მოქმედება ქართველთა ერის სასარგებლოდ 1662
წელსა.
აქ მოვიყვანთ რავდენსამე ქართულ წერილებსა, რომლებიც ერს და
მღვდლებს მიუწერიათ კაფუცინებისათვის, თუ მათის აქ ყოფნისა და თუ მათის
აქედგან წასვლის შემდგომ. ეს წერილები გამოვკრიფეთ ტრაპიზონსა და რომში
კაფუცინების არხივებიდგან.
„მათ მაღალს ბრწყინვალებას უ ̃ს უ ̃ს ბატონს პატრი იოსებს ჩვენს მოწყალე
უფროსს.
„მათ ღირსს და ნათელ მოსვილ მარჯვენას თავ დაკვრით ვეამბორებით და
მაღალსა კეთილად სუფევას მარადის ღმერთსა ვსთხოვ შ ̃დ ამისა საცნაურ ვყოფთ
მათი ღირსების წინაშე, რომ როდესაც უ ̃თ ბარონ როზინი მობრძანდა აქა (ვ ̃ა
თქვენთან აღმეთქვა), ერთი ვედრების არზა მივართვი რათა ჩემთვის მოეცა
კმაყოფილება რომ ჩემს სახლში წავსულვიყავი, მაგრამ ვერა რაჲ პასუხი ვერ
მივიღეთ, არცა მე და არცა სხვათა, თუ არ ესე რომ მანდედგან უნდა ეპასუხებინა
ყოველთათვის. მაგრამ ფ ̃დ შეაყოვნა არზების პასუხმან და ამისთვის დარჩენილი
ესრედ სხვის კარათ, და აგერ ზამთარმაც კარი აგვართვა, და ამისთვის ვთხოვ რომ
თქვენ იშრომოთ და ეს ჩემი საქმე აწარმოოთ. მართლად დიდათ ვკვირვობ
თქვენის პატიოსნებისაგან რომ აგერ ახლოს ერთი წლისა იქმნა რომ მე ასრე სხვის
კართა დავრჩი, და თქვენ სრულიათ არაფერი იზრუნეთ ჩემთვის, მე ეს საქმე
გარდამხდა სარწმუნოებისა, და ერთი სულის დახსნისათვის, და ესრედ
მოწყვეტილი ვიტანჯები. და თქვენ ამ ჩვენს წყლულს არაფერი წამალი არ მიეცით,
და თუ (ღ ̃მან ნუ ინებოს) ერთი უსჯულოებსათვის გარდამხედოდა. მაშინ სულაც რა
მიზემდით. ეს საქმე თქვენი ვალი არის, რომ მამა და უფროსი ბრძანდებით, და
ამისთვის ვითხოვ რომ ანუ თქვენით და ანუ სხვას საშუალით ეს ჩემი საქმე წინ-
წაიყვანოთ. ხომ მოგეხსენება რომ მე სხვაგან წასვლა აღარ შემიძლია, თუ ჭირისა
და თუ მოხუცებულობის გამო, თან რომ თექვსმეტი სული ხიზანი მე შემომცქერია,
და ასრე სახლი მიფუჭდება, და ამისთვის მორჩილობით გთხოვ რომ დაუყონებლად
ჩემი საქმე აწარმოვოთ, და თუ თქვენ არ ინებებთ, მე მიბრძანებთ, მე გეახლები, და
თქვენ თავს არ შეგაწენ. მანდ ჩვენი ხიზაბავრელები სოლოლაკზედ არიან და
მათთან გეახლები, და ჩემს საქმეს მე ვეცდები. მაინც რომ მანდ თონეთსაც საჭირო
საქმე მაქვს, და ამისათვის ვითხოვ რომ ნება მომცე, რათა მე თვით გეახლო, და არ
დამიშალო მანდ ჩემი ხლება, რომ სხვა საჭირო საქმეცა მაქვს, და ვითხოვ რომ ეს
ჩემი სათხოვარი შეისმინოთ და უგულებელს არა ჰყოთ, ღ ̃თის სადიდებლად
გაისარჯეთ, და კიდევაც დავაბოლოებ ამ ჩვენს სათხოვარსა, და თქვენი, თავის
წყენასა, დავედრებული თქვენს წ ̃ა ლოცვაზედ, ვითხოვ თქვენს შვიდობასა: და
ამასაც ვთხოვ რომ ამავე მომავალს ფოშტაში გვაცონიდოთ რაიმე:
„მათი ღირსების წინაშე რ ̃ლ დავშთები უღირსი ტერ-ანტონ გოდებაძე
ხუციანოვი მოგახსენებ:
„დაიწერა 1836. ნოემბრის 12-ს".
--
„ათას რვაას ოცსა წელსა სეპთემბრის ათსა დღესა მე ქვემო ხელის მომწერი
გაძლევ ამ წერილსა, ქუთაისის კათოლიკის ეკკლესიის მოძღვარს პატრი იოსებს,
ასე რომ ჩვენ საყდრის წინ ადგილი გვქონდა, რადგან მამის ჩვენისაგან ანდერძი
იყო რომ საყდრისათვის უნდა მიგვეცა და შ ̃დ ჩვენმა უფროსმა ძმამ გიორგიმაც
შესწირა. და ახლა ისევ თვითონ დაიკავა, და რადგან შეწირული იყო. მე ჩემი წილი
სრულიად ეკკლესიისათვის შემიწირავს, ეს ხსენებული ადგილი, რომელზედაც
ხელს ვაწერ გრიგორ აკოფაშვილი".
ეს წერილი რუსის მთავრობისაგან შემოწმებულია 15 მარტს, 1823, #2855, და
მდივანბეგ თავად დავით ჩხეიძეს ხელი უწერია თავის ბეჭდით.
--
„1839-სა წელსა იულისის 14-ნა დდესა ახალციხის ერის ვედრებისათვის
პატივდებულ მთავარ უფროსმან პატრი ფრანჩისკემ მიწერილობითა თვისითა,
სთხოვა წმიდა ფროფაქანდე კრების მიერ გრიგოლ მეთექვსმეტე წმიდა პაპისაგან,
ახსნა ყ ̃ლი შეჩვენებისაგან; რომელსა შინა იმყოფებოდნენ ახალციხის ქალაქის
მცხოვრებნი:
„კარდინალი წმიდა ფროფაქანდის კრების უფროსმა აცნობა პატიოსანი
მოწერილობითა თვისითა ოქტომბერს 31-სა 1839-სა წელსა, 1, ხსენებული მთავარ
უფროსი პატრი ფრანჩისკეს ყ ̃დ წმიდა პაპმან გრიგოლ მეთექვსმეტემ მიანიჭა
ახალციხის საზოგადო მღვდელთა თუ ერთა, არ მხ ̃დ ახსნა შეჩვენებისაგან 2,
არამედ თავისი წმიდა კურთხევა. - 3, შენდობა. - 4, ყ ̃დ წმიდა სავარდის ძმობის
განწესება (ამ პირობით რომ დღეის შ ̃დ ერის კაცნი თუ დედაკაცნი არ გაერიონ
მღვდლების სასულიერო საქმეში).
„ამისთვის ჩვენ სახელდობ ახალციხის მოქალაქე წინა კაცნი ხელს ვაწერთ,
რათა რომ ღირსი შევიქმნათ ზემო მოხსენებული საღმთო წყალობის მიღებისა. -
პირობას ვსდებთ ამის შ ̃დ არა დროს შევიძლოთ სასულიერო საქმესა შინა გარევა:
უკეთუ საჭიროებამ მოითხოოს, ვ ̃დ ერთ გვარს ვისმეს საჩივარი ჰქონდეს
მღვდელზედ პ ̃დ შეიძლება სულიერ უმფროსთან საჩივარი და უკეთუ ახალციხის
უმფროსმან ვერა რაჲ განაგოს იმ საჩივარზედ, შეიძლება საქართველოს
კათოლიკეთ მთავარს უმფროსთან ცნობა; და ამისთვი ჩვენს საკუთარ ხელს
ვაწერთ. და უკეთუ ეს მცნებაჲ გავტეხოთ მაშინ მოვალენი ვიქმნებით ღ ̃თის წინაშე
და საკანუნოს გადახდის ღირსი ვიქმნებით.
„14 ივლისის იოსებ ხოჯოვანოვი, 14 ივლისის გრიგოლ ნეფისოვი. - 14
ივლისის პოღოს ნეფისოვი. - პეტრე მეფისოვი. - პავლე ხეჩინოვი. - პეტრე
ხოჯოვანოვი. - ანტონ ბარალუსოვი. - სიმონ ნეფისოვი. - ლუკა ქურქჩიბაშოვი. -
სტეფან არლელოვი. - ანტონ ქაჩხონოვი. - კონო კითანოვი. - თომა ხანუმოვი. -
პეტრე ქაჩხოვი. - პეტრე აბინოვი. - სტეფან მექამოვი. - მელქონ ხოჯოვანოვი. -
სტეფან იზმიროვი. - მე სტეფან ჩახალოვი. - ბატია მურვანოვი. - პეტრე ბერიძის
მაგიერად ხელს ვაწერ რადგან იმან წერვა არ იცოდა ბატია მურვანოვი. - ჲოვანე
ვარძელოვი. - კონო გალუსტოვი”.
--
„მის მაღალ ღირსებას მოწყალე სულიერ მამას უ ̃ს პატრი უმფროსს.
„პ ̃დ ხელს ამბორს მოგიძღვნი და ღ ̃თის მიერ ვითხოვ თქვენს მშვიდობასა რ ̃
ბძანდებოდეთ უკლებლად. გარდა ამისა ახლა ცხონებული პატრი თომას. პ ̃დ
სახლი და მისი ნივთეულობა ასრე არის მოუვლელად, მეორედ მისი სოფლის
მოსავალსა ძველსა და ახალსა. ასე იქმნება რომ თქვენ არ პატრონობთ. რადგანაც
თქვენ არ პატრონობთ ანუ ვინმე ვექილი გახადეთ კანონიერი ვექილობითა, და მან
უპატრონოს, თვარა სულ გაოხრდა. ახლა ჩვენ ვაყენებდით რომ აგერ პატრი მოვა
და ის ჩაგაბრის ახლა რადგანაც შეიტყეს არ მოდისო, ძალას იტანებიან, რომ
ჩაგვაბარეო და ჩვენ იმისთანა საქმით შევაყენეთ რომ ვირამდისინ ერთი წერილი
წავიდეს და პასუხი მოგვივიდეს ამტენ ხანამდისინ მოვაცდევინეთ, და ახლა
დროზედ თუ არ უპატრონეთ იცოდეთ რომ წავა თქვენგნითა ჩვენ არაფერი
დაგვაბრალოთ, უ ̃ო.
„თქვენი მაღალი ღირსების პატივისმცემელი, სტეფან იზმირელი.
„მარტის 23 ღღესა, 1839. ახალციხით".
--
„ყ ̃დ უსამღვდელოესობავ იმერეთის და გურიის გამგეს ეპისკოპოს
სოფრონიოს.
„ქუთაისის კათოლიკე ეკკლესიის გამგის მღვდელ-მონაზონის მისიონერის
პატრი ქერუბინა სარავეცცელისაგან.
„ უ პ ატი ვ ც ე მ ულე ს მოწ ერილობ ა ს ა ზ ̃ ა თქ უ ჱ ნ ს ა მ აღალ ყ ̃დ
უსამღვდელოესებასა, 10-სა აპრილსა ნომერის ქუჱშე 413.
„მაქვს პასუხის გება, ხ ̃ ა) ა ̃დ, ახალი ეკკლესია დაწყებულ არს მაღლისა
ღირსის ხოლო აწ გარდაცვალებულისა პატრი მთავარ უმფროსისა ფილიპესგან
წელსა შინა ათას რვას ოცდა ექვსსა: - სიღრმე საძირკვლისა როგორათაც
დამარწმუნეს ზოგთა კათოლიკეთაგან ერთს საჟენს გარდასცილდება. - შიგნეული
სიგრძე კარიდგან მოკიდებული ხორნიანათ არის ოცდა თორმეტი არშინი, შუაშიდ
ტრაპეზიდგან მოკიდებული სამწირველოიანათ და სხვა აქვს სიგრძისა ოცდა
თექვსმეტი არშინი. - სიგრძე მრევლისათვის ცარიელი არის ოცდა ოთხი არშინი. -
სიგანე თანასწორეთ შიგნით არის ოცი არშინი. - წინა პირის კედლის სიგანე არის
ორი არშინი და ხუთი ვერშოკი - სიგანე გვერდის კედლისა არის ერთი არშინი და
ათი ვერშოკი - ზემოხსენებული ეკკლესიის შენობა დაყენდა მის მიზეზით რომელ
დაწყობა მისი იყო სურვილითა მრელთასა, რომელნი მზა იყვნენ შეწევნად თვისის
ქონებისაგან, გარნა რადგან შ ̃დ ჟამში მდგომარეობა მრავალთა მათგანთა
შეუარდა სიღარიბესა, ამისგამო მიერ არა შემძლებელ იქმნა რათა ეკკლესია იგი
მოეყვანათ სისრულეში. ხოლო თვით ეკლესიას არავითარი ღონისძიება არ აქვნდა
რათა სისრულე მიეცა: ბ-დ - ქუთაისსა შინა მოსახლედ მცხოვრებნი მდგომარენი
კათოლიკენი არიან ორმოცდა თუთხმეტი. გ-დ - სიგრძე მრთლივ შიგნეული -
ძველის ეკკლესიისა არის ცხრამეტი არშინი - სიგრძე ცარიელი მრევლისათვის
არის თოთხმეტი არშინი და ორი ვერშოკი - სიგანე ამისივე ათის თვრამეტი არშინი
და შვიდი ვერშოკი - დ-დ. ქუთაისის კათოლიკეთ ეკკლესიას ყვანან ყმანი
მოსახლენი ათი - ხის დუქანი ერთი - ყმებისაგან იღებს შემოსავალსა ბეგარისასა
ღვინისასა ოთხას ოთხმოც ჩაფსა - კაკალ პურისასა ასოც ბათმანსა - ქათმისასა
ოცსა - ხოლო თვითეულსა მოსახლესა მათგანს გლეხთასა მართებს მუშაობა
საღდრისათვის ოცდა თორმეტი დღე ყოველს წელიწადში - დუქნისაგან ახლა
იღებს წლიურს ქირასა ორმოცდა ათ მანეთს ვეცხლისასა. შემოსავალი ესე
განწესებული აქვსთ საზრდოდ ქუთაისის ეკლესიაზე მდგომარეთა პატრებთა: სხვა
შემოსავალი ეკლესიას არა აქვს რა. 13 ჭეშმარიტის პატივისცემით დავშთები
თქვენი მაღალს ყ ̃დ უსამღვდლეობისა.
„წელსა 1840. აპრილისა 30-სა. ქუთაისით".
„ჩყმა-ს წელსა იანვრის კზ-ს დღესა, ესე წერილი მოგეცი მე ქვემო ამისმა
ხელის მომწერელმა იაკოფმა ფარემუზის შვილმა შენ გორის კათოლიკე ეკლესსიის
უფროს პატრი დამიანეს ამისათვის, რომ რომელთაცა ეკლესიის ალაგზე სახლები
მქონდა აღშენებული და შიგ ვიდექი. მე იმ ჩემი სახლების შენობის მასალა, ჩემის
კეთილის ნებით შენ მოგყიდე სრულობით და ალაგი დაუტევე ისევ ეკლესიასა, და
მივიღე შენგან ფასი სრულობით ექვსი თუმანი ვერცხლის ფული რომ შენზე აღარ
არის რა დარჩენილი ამისთვის ჩემს საკუთარ ხელს ვაწერ მე იაკობ ფარემუზოვი.
ამ წერილის მოწმობას ვაწერ იაკოფა ფარემუზისშვილის თხოვნითა ანდრია
ზუბალოვი. ამ წერილის მოწამე ვარ იაკობ ფარემოზოვის თხოვნით მე იოსებ
სააკოვი".
„წელსა 1842 თებერვლის პირველსა დღესა, ჩვენ ქვემორე ამის ხელის
მომწერნი ქუთაისის მცხოვრებნი ანტონ კნიაზი, და მისი მეუღლე, თერეზინა
თოქმაჯიანთ ქალი ამ წერილს გაძლევთ თქვენ ქუთაისის კათოლიკეთ დეკანოზს
პატრი ბერნდარდეს, მას შინა რომელ, თქვენ ინებეთ რა მოწყალებით დადგმა
ჩვენი სახლისა ეკლესიის ადგილში იოსებ დავითოვის გვერდზე, ამისთვის ჩვენ
პირობას გაძლევთ რომ თქვენმა შემდეგმა დეკანოზმა პატრმა უკეთუ აღარ ინებოს
ჩვენი სახლის იმ ადგილში დგომა მაშინ ყოვლის უმიზეზოთ ავიღოთ ჩვენი სახლი
დავტოოთ ცარიელი ადგილი. და ამ პირობითა რომელ უკეთუ თქვენ ხელში ანუ
თქვენი შემდეგის ხელში აქ იდგეს სახლი, და მოვკვდებით მაშინ სახლიც საღდარს
დარჩეს რომ მოდავე და წინააღმდეგი არვინ გამოვა. რომელსა ზედაც ჩვენი
საკუთრითა ხელს ვაწერთ. ანტონ კნიაზი”.
„თქვენო მაღალო ღირსებავ გორის კათოლიკეთა შემვლელო,
„უ ̃ლო პატრი დამიანე.
„უ ̃ლის მიერ მოვიკითხამ მაღალ ღირსებასა თქვენსა. და უვნებლად
ბედნიერებასა, და კეთილს ცხოვრებასა შ ̃ა დაცუასა ღუთის მიერ ვითხომ. თუმცა
პასუხი წერილისა თქუენისა რ ̃ლიც ჩემთვის გებრძანათ ამა წიგნში ძევს რადგან
გიორგის დაავიწყდა. და შემდგომ მე მითხრა რომ ყოველივე პირათ მოვახსენეო.
ამისთვის არღარ თავი გაწყინეთ, ხ ̃ აწ მაქუს სხუა რაიმე მოსახსენებელი თქვენთან.
მე უ ̃ს პატრი ნავენთურას ვსთხოვე რათა ეთხოა მთავარმართებლისგან ნება რათა
ჩემი დიაკვანი გრანიცის გარეთ გასულიყო დასაკურთხავათ, და მანც სთხოვა, და
მიიღო ბრძანებაც რათა თხოვნა მისი აღსრულებულიყო სწრაფად. რა შეიტყო ეს აქ
შაჰყულიანმან სწრაფად დაიწყო ჩივილი და ბევრს ეცადა რათა ეს საქმე დაეშალა.
ხ ̃ ვერ შეაძლო. კ-დ მიერთმვინა არზა ამავე შაჰყულიანს მინისტრისათვის რომ
უკეთუ პატრები გაიდევნებიან საქართველოისაგან არაოდეს მშვიდობა არ იქმნება,
მარადის შფოთი იქმნებაო. და ეს საქმე თვით ნაჩალნიკს დაეძახა პატრი სიმონაი.
და მისთვის ეთქვა. და რადგან მე არ მაქუს იგოდენი ცნობა ახალი მობრძანებული
პატრთ-მთავარი უმფროსისა. თქვენ გაუწყეთ, კ ̃დ რომ ვსთხოვე მოწმობა ჩემი
დიაკვნისათვის, და მას ებრძანა, რომ მე არა ვარ უმფროსი ახალციხისაო. თქვენც
კარგად მოგეხსენებათ რომ ჩვენ მარადის დამოკიდებული ვყოფილვართ
ტფილისზედა. ეს როგორ შეიძლება, თქვენ მხოლოდ მიეცით მოწმობა, თვინიერ
მთავარი უმფროსის მოწმობისა მარტო ჩემი მოწმობით როგორ მიიღებენ მარადის
ჰქონიათ სხვა დიაკვნებს მთავარი უმფროსის მოწმობა კ ̃დ მე თუ ნება მომივა მაშინ
კი მივცემო თქვენც უწყით რომ ვინც ყოფილან ტფილისის მთავარი უმფროსნი
ყოველთ ჰქონიათ ეს შეძლება, და მაგასაც აქუს რადგან ეგ არის აწ მთავარი
უფროსი. ხ ̃ მე ვერა რაი შევატყობინე რადგან ენა არ ვიცი ამისთვის გთხოვ რათა
თქვენ მოიწადინოთ, და ჩაახვდინოთ იგი, და მერედ მეც გემსახურები.
„მომსურნე თქვენი მაღალი ღირსების ბედნიერებისა, მონა ქ ̃ტესი ტერ-
გრიგორ ნეფისოვი. მაისის 13-სა დღესა 1842-სა წელსა”.
--
„1842-ს აგვისტოს 2-ს მე ქვემორე ამის ხელის მომწერელი გარდაცვალებული
სტეფანე დათაშვილის ქვრივი მარიამ ვაძლევ წერილსა ამას ქუთაისის რომის
კათოლიკე ეკლესიას, მას შინა რომელ, პატრ მთავარ უმფროსის ნების მიცემით
გარდაცვალებული ქმარი ჩემი სტეფან დათაშვილი სცხოვრებდა რა ქუთაისის
სამოსახლო ადგილზედ რომელი ადგილიც ეკუთვნის ქუთაისის კათოლიკეთ
ეკკლესიას სუქა ავთანდილაშვილების შეწირულობით, რომელზედაც ქმარი ჩემი
დათაშვილი იყო შეკრული 1817-სა ივლისის 5-ს თვისის ხელის წერილით. პატრ
მთავარ უფროს ფილიპესთან რომ რაოდენს წელსაც იცხოვრებდა მის ადგილზედ
ყოველს თვითეულს წელიწადს უნდა მიეცა ქირად ოც ოცი ყურუში, და ამა
სამოსახლო ადგილზევე არის რა დატოვებული სიტყვიერი ანდერძი ჩემის ქმრის
სტეფანე დათაშვილისაგან თავისის მოძღვრის პატრი ჩელესტინესადმი, და თვით
მოძღვარი პატრი ჩელესტინე თავისი ხელის წერილით ამტკიცებს, რომელი
წერილი ესე არის დღეს ამა ეკლესიის მონასტერში, ესე იგი, ვინაიდგან მისი
სიღარიბის გამო თვისისა იმა დამტკთცებულს წერილში წარწერილი ქირად ოც ოცი
ყურუში არ შეეძლო რომ ქუთაისის ეკკლესიისათვის გადაეხადა, ამისათვის სახლი
მას ადგილში მდგომარე მისგან დატოვებული მისცა ეკკლესიას ადგილის ქირაში,
და დიდის ვედრებით შესთხოვა რომ მე მისი მეუღლეც ვიდრე ჩემს
გარდაცვალებამდე ვიცხოვრო მის ადგილზედ, და ოდესაც გარდავიცვლები მაშინ
ჩაბარდეს სახლი იგი ეკლესიას სრულ მფლობელობაში; ამისათვის კერმოთ ჩემსა
განვაცხადებ მეცა სრულს თანახმობას რათა გარდაცვალების მერმედ ჩემისა
დაშთეს სახლი იგი რომელსა შინაც დღეს მე ვცხოვრებ ამ ქუთაისის კათოლიკეთ
ეკკლესიასა ყოვლის პირის უცილებლად და უდაოთ, ვინაიდგან მე უმეტესის
მოვალე ვარ ეკლესიისადმი მიცემის ადგილის ქირისათვის, მაგ სიღარიბის ჩემისა
გამო ეკლესიამ მაპატივა, და ამისათვის სრულის გულის ტანჯვითა და სურვილითა
წრფელითა სვინიდისისა ჩემისათა ხელს ვაწერ ქვემოთ ხელის მომწერ მოწმობით,
სტეფან დათაშვილის ქვრივი მარიამ.
„სტეფან დათაშვილის ქვრივის მარიამის თხოვნით დავსწერე და ვმოწმობ
ალეკსანდრე ენდრონიკოვი. - მოწამე ვარ სიმონ ფირალოვი. - ზემო წერილის
მოწამე ვარ სტეფან ფეიქაროვი. - ზემო წერილის მოწამე ვარ იოსებ ქაჩხუოვი”.
--
„თქვენო მაღალო ღირსებავ,
„განცხრომებითა გულისა ჩემისა წარმოვაჩენ სიხარულს თქვენ მაღალის
ღირსებად და მოგილოცავ მთავარ უფროსობას საქართველოსასა, რ ̃ლიც მიგიღია
პროპაგანდისაგან, და გეტყვი ამ სიტყვებსა, რაიც თქვესა ქ ̃ტესა დაიქუხა, ანუ
ანგელოზი ელაპარაკა. თუ არ ესე რაი არს. ჩვენ ნეფისათობას ნაღველით
გვამწარებდნენ, თქვენი პატრი დამიანე მალე უნდა წავიდეს იტალიაშიდ, და აწ
სვიმონ ბერისაებრ იხილეს თვალთა ჩვენთა ცხოვრება თქვენის ამაღლებისა, მაშ
ამის გამო ვღაღადებ და ვამბობ უ ̃ლნ ღ ̃თნ უმეტეს ხარისხსა ზედა აღგამაღლოს
ბედნიერებით, გასაბრწყინებლად წ ̃ისა ეკლესიისა, და სიქადულად ჩვენდა; კ ̃დ
გთხოვ რომ ჩასწეროთ გორის ძმობაშიდ პეტრე მამიჯანიჩ თერომომოვი, რომელი
არის მიცვალებული, და მიბრძანოთ განწესებისაებრ მაგ ადგილისა რამდენი
მანეთიც ესაჭიროების, რომ გაახლო, რადგან აქაური ძმობამ ცუდად გაიარა, და არ
შეიწყნარა შავგულმა49, პატრები აქ ვერაფერშიდ გაერევიანო ძმობის წიგნმაც
გაიარა, და თქვენმა სასჯელმაც. ხოლო აწ აკურთხვინა ის ხუთი დიაკვანნი
თქვენგან ცნობილნი უღირსნი, და უკანუნონი, რომელი ერთი მათგანი ახლა არს 22
წლის უდასტუროთ პაპისა, რომელს სრულიად პირზეც ბალანი არა აქვს ესენი
მოვიდნენ აქ 21-ს უნვარისას, და რა ფორმით შემოიყვანა ქალაქში ვიდრე
ეკკლესიამდე, და ამავე თვის 31 შიდ იქადაგა, და დაამტკიცა ორი წმიდა ივანეს
ეკკლესიაშით ბაროხებად, და ერთი წმიდა ჯვრისა. და მისცა დასტური აღსარების
სმენისა, თავის სადიდებლად რათა მიიზიდონ ერი მისკენ, და აქადაგონ იგი, და
არა იესო ქრისტე, რადგან თავისი მხარე მღვდელნი აღარ ჰგიებენ. თუმცა
მივსწერე ილაროს ყოველი აქაური ვითარება, იგიც მწერს (მთავარ უმფროსის
მომაგიერე პ. ბონავენთურა, რომელი არის ტფილისშიდ მას ყოველი შეუძლიაო)
ესე წიგნი წარვუდგინე მას თვით განიხილა. ამის შემდგომად მოსვლის წიგნი, პ.
ბონავენთურას, შენ დაამშვიდე ახალციხე, რადგან მრავალი საჩივარი მივიღე
ახალციხიდამა და უკეთუ გენებოს შეგიძლია გამოცვლა შაჰყულიანისა
უმფროსობისაგან ესე გვიამბა, პ. ემედიომ თვით მე წაკითხე ილარის წიგნიო. მაშ
უკეთუ ძალგიცს რამე ჰყავ მეყსეულად.
„მოვიკითხამ. პ. მანველს საყვარელს შენსა და ჩემსას. იცხოვრე ჩვენ
სიქადულად. ყოვლად უხმარი ტერ-გრიგორ მეფისოვი. 4-ს ფებერვალს 1843-ს.
ახალციხეს".
--
„მათ მაღალ ღირსებას.
„საქართველოს კათოლიკეთ სათემო უმფროს, ღირს ვიქარს მამას,
სიმდაბლით მარჯვენას ამბორი, და სიყვარულით გიხაროდენი.
„შემდგომ ვითხოვ უფლისაგან თქვენს მრავალ ჟამიერ სიცოცხლესა ჩვენდა
სიქადულათ, და მშვიდობის ჩამოსაგდებად მრთელს საქართველოსა შინა.
რომელიც იმედიც მაქვს ღთისაგან და მერმედ თქვენგან, რომ სიბრძნით
იმოქმედებთ მშვიდობის ჩამოგდებასა ახილციხესა შინა. მშვიდობისა მის
49 შაჰყულიანს დაცინვით ხან შავგულიანს ეძახდნენ და ხან შავსულიანს
ზეციერისა.
„აწ მამავო მივიღე წერილი პატრი ბონავენთურასაგან, და მასთან თარგმანი
წერილისა მის მოვლინებულისა თქვენდა არქიეპისკოპოზისა ჩვენისაგან უფლისა
ულიანესი, მთავარ უფროსობისა ღირსებისა თქვენისა. წავიკითხე. ყურად ვიღე და
განვიხარე დიდათ, რადგან თქვენ უფრო შეგშვენით უმფროსობა. ვირემც თუ
სხვათა. რომელს ვთხოვ უფალსა მრავალ ჟამიერ ყოვლისათვის ჩვენდა
გასასწორებლად; და აჰა მოსასვლელ კვირა დღეს განვაცხადებ ეკლესიაში
შემოკრებულს ერში თქვენს მთავარ უფროსობას, და რათა ილოცონ თქვენი
დღეგრძელობისათვის;
„მამაო წმიდაო. ეს არის ვედრება ჩემი თქვენთან ვითარცა შვილისა მამასთან
რომ არ იქმნას კიდევ მაშინდელებ პატრი უმფროსი ფრანჩისკეს ნაირათ ერთი
შფოთი მოხდეს ახალციხესი. მაშ თქვენ თუ გნებავსთ რომ ახალციხე დამშვიდდეს,
ჯერ ისევ ის პოღოს ვართაპეტის შაჰყულოვის უმფროსობა დაამტკიცე ჟამიერათ,
რომ ყველამ სცნოს შენი მთავარ უმფროსობა. დავალებითა ყოველთა
განურჩევლად რომ მისი მორჩილნი იყვნენ, მღვდელნი თუ ერნი. რომ ამითი ერთი
გახდნენ, და მერმე როგორც თქვენი სიბრძნე გასჭრის იმ ფერად მოახდინე მამაო.
ეს ჩემი ვედრება უარი არა ჰყო თუ თქვენი მოსვენება გულისა ახალციხის მშვიდობა
გნებავს. ამიტომ რომ უფრო მეტი წილი ეკლესიერთა, და ერის კაცთა მისაკენ
მიზიდულნი არიან, და ამისთვის ხამს რომ მეცნიერნი უდიდეს წილს უნდა შეუდგნენ
და მერმედ ხმას აღარავინ ამოიდებს თუ სხვა ნაირად იქმნას საქმე; და რათა
არავინ თქვას თუ ძველათ დანაშთ ჯავრი ახლა ამოიყარაო: ამ ვედრებას გწირამ
ჯვრის წინაშე. მხოლოდ ამ ფიქრითა რომ უეჭოდ მშვიდობა ჩამოვარდება
ახალციხეში. რომელს თუ ამ ფერად ინებებთ იმედი მაქვს რომ უეჭოდ მშვიდობა
ჩამდვარდება ახალციხეში. და ესრედ კიდევ თქვენ უნდა იტვირთოთ ნაღვლი
მშვიდობისა. თვარამ ახალციხელებს არც ერთ კერძოს არა ჰნებავსთ მშვიდობა,
არამედ ერთმანერთის დაძლევა და დამცირება.
„ხოლო რადგან დღეს ჩვენი მთავარი უმფროსი ბრძანდებით, უნდა მოგახსენო
ჩემი გულის პასუხი. ასრე რომ მივიღე წერილი ჩვენი მთავარ ეპისკოპოსისაგან
უფალი ულიანესი. წელსა. 1843. უნისის 20-სა, აღწერილი სტამბოლსა წელსა
1843, მაისის 17-სა. იტალიანურის ენით მოწერილი ჩემთან, რომელიც
ვათარგმნინე პატრი ბონავენთურს. სადაც მწერს რომ შენი უმფროსი და მაგ
ახალციხის ეგ შაჰყილიანი არის. ვალი გაქვს რომ მაგას დაემორჩილო და
არაფერი ეჭვი გაქუნდეს მასზედ, რადგან მე დამიმტკიცებია მაგის უმფროსობა
წერილების მოწერითა პატრი ფრანჩისკესაგან დაყენების შემდგომ, და რაც უწინ
შეძლებანი ჰქონდა ახლაც აქვსო, და არაფერი ეჭვი ნუ გექნებაო, და ეს წერილი
მრავალთ შეიტყეს. ამ თიბათვის 5-სა და ერთ პირად თქვეს ახალციხეს თუ აჰა
ახლაც არ დაიჯერებთ რომ უფროსი არ არის შაჰყულიანიო, და მეც თქვენი
უმფროსობის წერილის ნახვის უწინარეს მივწერე მორჩილობის წერილი, რომ თუ
აქამომდე ეჭვით ვიყავი. ახლა ყოველივე ეჭვი გამოვიდა ჩემგან, და მრწამს რომ
უფროსი ბრძანდები ეპისკოპსის ბრძანებითა მეთქი (რომელზე აქომამდე ეჭვიანათ
ვიყავი) და ესეც ამისთვის მოგწერე რომ თქვენ უფრო კარგად განარჩევთ თუ
როგორ იქმნება მისი ბოლო. რომელ როგორც სული წმიდა გაგონებსთ იმფერათ
ჰყავით მამაო;
„და თუ სხვა უფროსის დადგინება ინებე ახალციხეზე, ისევ თქვენი
პატრებისგანნი დაადგინე უფროსად, და არა ჩვენი მღვდელთაგანი, რადგან არ
დასცხრება შფოთი;
„თქვენ უღირსი მღვდელი ტერ იოსებ ხუციანოვი უდის სოფლის ბაროხი. უდეს.
წელსა 1843, ულისის 8-სა".
--
„თქვენო ღირსებავ ტერ
„საუფლო გიხაროდენი და მშვიდობა.
„თუმცა ტერ იოსებ ხუციანოვმა მიიღო წიგნი ილარიოს ეპისკოპოსისაგან
სტამბოლისა, რომელში აცხადებდა ტერ პოღოს შაჰყულოვის უმფროსობას.
ჭეშმარიტი არის, ეგრეთვე მეც დასაბამით ჩემი მოსვლისა ვაცნობებდი ყოველთა
მღვდელთა რომ შაჰყულოვი სწორეთ უმფროსი ახალციხის პროვინციისა
დამტკიცებული არხიეპისკოპოზისაგან. გარნა ჩვენი პატრი ფრანჩისკე მთავარ
უმფროსის საქმის შესრულებამდინ, ვიქმენ აღნიშნული იმავე ეპისკოპოზისაგან
ზედამხედვლად მრთელი პროვინციისა. მისი სხვა და სხვა წიგნების ჩემდამო
მოწერითა, და უმეტეს იყვნენ შეძლებანი ჩემნი შეძლებათა ზ ̃ა ტერ პოღოს
შაჰყულოვისა. ვითარცა ცხადი არს წიგნებისაგან რომელი მიმიღიეს ზემო
ხსენებული არქიერისაგან, და შეძლებითა მით მე შევიწყნარე ტერ ივანე მამულოვი
მართალი და მძიმე მიზეზისათვის რომლის შეწყნარება ძალ მედვა ძალითა იმავე
სასულიერო სამართლისაგან დამტკიცებულისა. რომლისათვის იჩივლეს ჩემ ზედა
მთავარ უფროსთან და არქიერთან, და ჩივილი მათი იქმნა მათთვის უნაყოფო
რადგან ჩივოდნენ უკანუნოდ, და შემდგომად შეიტყო რა ეპისქოპოზმან რომ პ.
ფრანჩისკეს ყოველი საქმე არის შესრულებული. დამნიშნა მის ადგილს მთავარ
უმფროსად პ. დამიანე ამ პროვინციისა, არა თუ ასახოცავად თქვენი რიგისა
(როგორც ლაპარაკობენ მზაკვრობითა და მოტყულებითა ა ̃დ დასამტკიცებლად
თქვენ შორის მშვიდობისა და შერიგებისა რომ მოყრუებულნი ღვთის ხმისა მიმართ
და გულის ტანჯვათა თქვენთა განეშოროთ მისი უფროსობისაგან, რომელი
დამტკიცებული არის არა მხოლოდ ილარიოს ეპისკოპოსისაგან, არამედ
ქონჩისტორისაგანაც; და უ. ზემოხსენებულს პ. დამიანეს აწ გარდაუყენებია ტერ
პოღოს შაჰყულოვი უმფროსობისაგან მრავალი და მძიმე მიზეზების გამო, რომელს
უხმარია სამუდამო მტრობა, და ეკლესიის კანონის წინააღმდეგად უჩივლია
საქვეყნო სასამართლოსა შინა გუბერნიისა, და განხილვითა სულიერ ზიანისა,
რომელი მოტყუებით აძლევს მიზეზსა მღვდელთა და ერთა შეჩვენებასა შინა
შთავარდნისასა, მსგავსად 1826-სა როდის სთან შთავარდნენ შეჩვენებაში
მრავალნი მღვდელნი თუ ერნი, და ახლაც იმავე სახით იქცევა და არ წყნარულობს
პ. დამიანეს მთავარ უფროსობასა, რომელი არქიერმან დანიშნა მას ზედა. და
ნაცვლად მისი შეწყნარებისა მოატყუებს უმანკო გვამთა თქმითა თუ მე
დამტკიცებული ვარ წმიდა კრებისაგან უმფროსათაო. მაგრამ მერწმუნეთ მე რომ
ტყუილი არის, რადგან მე მინახამს ჩემის თვალებით იგი წიგნი რომელსა შინა
სწერია არა თუ დამტკიცება მისი უმფროსობისა, ა ̃დ შეიძლება თავისი
სამღვდლოების გასაგზავნებლად და საკურთხებლად მღვდლად იმ ლათინურ
ეპისკოზთან სადაც უნდა. ხოლო უ იმგვარი წიგნი დაამტკიცებს მის უფროსობას. აბა
ჩემი წიგნიც რომელი მომივიდა წმიდა მამისაგან 16 გრიგოლისაგან შარშანწინ
სახელითა მთავარ უმფროსის მოადგილისა, რომელში მაძლევდა შეძლებას
დასაგვირგვინებლად ერთი კათოლიკისა რუსის ქალთანა, მაშ აბა მეც შემიძლია
თქმა ჩემი მთავარ უმფროსობის მოადგილობა არის დამტკიცებული წმიდა
მამისაგან. ამისთვის წმიდა კრებას არა ჰქონდა შეძლება აღებად ჩემი
მოადგილობისა. მაგრამ მე გეტყვი თქვენ რომ ეს არის შეცთომილობა. არც ტერ
პოღოს და არც მე შეგვიძლია თქმა რომა ჩვენი უმფროსობა აუღებელი არიაო. მაშ
თუ ესრედ არის. ნუ იქმნებით სმენელნი მატყუვრობისა რომლის საშუალითს
ცდილობენ შაჰყულოვი შემდეგნი მისნი გაოხრებასა თქვენსა სულიერად და
ხორციელად. ადვილად უსმინეთ ჭეშმარიტების ხმასა და აცნობეთ წერილითა
თქვენითა პ. დამიანეს მთავარ უფროსსა თქვენი მორჩილი და წრფელი
ქვემდებარეობა, განსაშორებლად თავისა თქვენისა უბედურობისაგან ტერ პოღოს
შაჰყულოვის შემდეთა, რომელნიცა გამოძიებისამებრ შთავათდებიან მართალსა
შინა გუბერნიისასა; გარდა ამისა საუწყებელ იყოს ღირსებისა თქვენისა, რომ
ხსენებული პ. უმფროსი მიბრძანებს გამოცხადებათ ყოველს ეკლესიებსა შინა თუ
ახალციხის და სოფლებისა ტერ პოღოს შაჰყულოვის უმფროსობისაგან
გადაყენებისა, ამისათვის გაახელით წიგნი. რ ̃ა კვირა დღეს ტრაპეზიდგან
აღმოიკითხოთ წინაშე ერთა".
ამ ცირკულიარს არც თარიღი და არც დამწერი სახელი აქვს, მაგრამ ჩვენ
ვიცით სხვა წყაროებიდგან, რომ 1843 წ. პატრი ბონავანთურამ მისწერა ყველა
მდვდლებს სომხური ტიბიკონისას.
--
„სტამბოლიდამ 1843-სა, აპრილის 6 სა.
„უპატიოსნესო მამაო.
„ორი პატრები წინაპარნი თქვენი მამებრივი პატიოსნებისა უფლობასა ზედა
სამოციქულო მთავარ უმფროსის საქართველოს მისიონის ადგილისა, ჩემი
მაშინდელი ვედრებითა მომცეს ეს სიკეთე ყურის გდებად თავიანთის უმფროსობის
დროზედ ეკლესიებსა ზედა ახალციხის პროვინციისა. ამისთვის მე იმედი მაქვს
სიმხურვალისაგან თქვენი მამორივი ღირსებისა, რომ თქვენც ეგრეთვე ყურს
უგდებთ, და ეცდებით განსაშორებლად და გასასწორებლად ურიგობათა რომელნი
ახლა არიან, და დასამტკიცებლად მანდ წარმოებათა კათოლიკე სარწმუნოებისა,
ამისათვის გევედრმი თქვენ რათა მოიხმაროთ ისევ ის შეძლებანი რომლებსაც
თქვენ მოიხმართ სამოციქულო უმფროსობასა ზედა, უკეთუ ეჭირება, რომ თქვენ
დანიშნოთ ახალციხის პროვინციისა ზედა სხვა ვინმე უმფროსად ვინც უნდა იყოს,
მაშინ თვით ახალმან აღმორჩეულმან უნდა შეატყობინოს სამოციქულო ვიქარსა, გ ̃ა
ეპისკოპოზსა სტამბოლისასა მისაღებლად თავის უფროსობის დამტკიცებისა,
მაგრამ მაინც იმ აღმორჩეულს უმფროსსა ვაძლევ ნებას ყოველი შეძლების
სრულებისასა რაიც ეკუთვნის, რომელსაც მე ვაძლევ თქვენს ღირსებასა იმისთვის
მისაცემლად უწინარეს თავისი პასუხის მიღების მტკიცებისა სტამბოლიდამ:
„ყოველს დროსა შინა, რომ თუ მღვდელნი თუ ერნი იჩივლებენ ჩემთანა
(მაინც ესე მუდამ გამოდის თითქმის შურისაგან, ანუ თვინიერ მართალი მიზეზისა)
მე შევასრულებ თქვენი მამებრივი ღირსების მიერ, რადგან თქვენ დიდ ხანს
გიცხოვრიათ მანდ და კარგად სცნობთ ხასიათს მანდაურ მცხოვრებელთასა.
ამისთვის იე მაქვს დიდი იმედი; რამეთუ თქვენ შეგიძლიათ ყოველთა მშვიდობის
დანერგვა მტკიცე შერიგებისა და მშვიდობისა:
„ფრიად პატივცემულს მამისა პ. დამიანეს ვიარეჯიელსა მთავარ უფროს
საქართველოსა შინა.
„ყოველი პატივით დავშთები თქვენი მამებრივი ღირსებისა, უმდაბლესი მონა
იულიანე. მ. ილარიოს, პეტრას არქიეპასკოპოზი, და პატრიარქის მოადგილე
სტამბოლისა: [ბეჭედი].
„თქვენი ძმა ქრისტეს მიერ პ. ბონავენთურა.
--
„1843, ფებერვალს 23-სა ახალციხეს:
„თქვენო მაღალ ღირსებავო უფალო მამაო დამიანე უხვი გიხაროდენის
შემდგომ თქვენს წმიდა მარჯვენას ვეამბორები:
„პირველ მომილოცავს ბედნიერება თქვენი მთავარ უმფროსობისა, და
უფალსა ვსთხოვ თქვენს სიცოცხლესა ჩვენდა სიქადულად. ჭეშმარიტად ოდეს მესმა
ეს ამბავი მთავარ უმფროსობისა თქვენისა დიდი სიხარული მემიზეზა სულის
ცხონებისა გამო, და ვსასოებ ღვთისა რომე შეწევნითა მისითა კიდევაც
აღასრულებთ ვალსა თქვენსა:
„მეორედ ვუწყი თქვენს მამებრივს სიყვარულსა, რომე იძიებთ ჩვენს ამბავსა
მოწყალებითა ღვთისათა, და თქვენს წმიდა ლოცვითა ვარ ცოცხალი არამედ
უდიდესათ აღშფოთებული მიზეზით შაჰყულოვ ვართპეტისა და მისი ურიგო საქმების
მოქმედებისა. ხოლო ვითარ ძალმიძს აქა თვითო თვითოდ აღწერად რაიც
იმოქმედა ჩემზედ თავისი უკანუნო საქმენი თუ გავლილად და თუ ახლა, არამედ
რათა არა შეგაწუხო ახლანდელს მოქმედებულს შავგულისას აღვწერ თქვენდა
საუწყებლად:
„მესამედ რადგან ინება შავგულიანმა ძველი მღვდლების ქალაქში ჩამოყვანა,
და ახლებისა სოფლებში დარიგება, და არც ერთაგანმა ინება შთამოსვლა
ქალაქში: იფიქრა რათა ესე ნება თავისი აღასრულოს მზაკვრობითა, ასრე რომ
რადგან ჩემს სამწყსო არლის სოფელში (რომელშიც თქვენ ერთ გზის ამობძანდით
ჩემთან) აქვს თადეოზ ნაზაროვს მეცხრედი ნაწილი და რომ შაჰყულოვისა თათოი
არის ერთგული მეგობარი მისის შემწეობითა ამიბუნტა სოფელი, და შთამოაგდო
ერთა შორის განხეთქილობა რომელნიც განიყვნენ ორად, უმრავლეს კერძოთ
უნდათ ჩემი მუნ ყოფნა, და მცირეთა ცოლიანი მღვდელის წაყვანა, და თითქმის
ერთს კვირეს ომობდნენ ურთი ერთთანა, და რომელნიც იყვნენ ჩემი კერძონი
იძახდნენ ჩვენ არ ძალგვიძს ცოლიანი მღვდლის შენახვა, და საშიშარის ფიცით
ამბობდნენ, ჩვენ არ შევალთ მის წირვაზედ, არც ვიტყვით მასთან აღსარებასა,
რადგან კარგად ვიცნობთ იმასა, რომელიც შვილი არის ჩვენი სოფლისა და არის
პირუტყვთა შორის აღზრდილი. და სრულიად არ იპოება მასში მოქალაქობა, და
ვითარ ძალუძს მას ჩვენი შევლაო:
„ოდეს ვსცანი საქმენი რომ ამათ შემაგულიანებელნი არიან შავგულიანი და
თათო ვიფიქრე ჩემათ რომე არა რაი საყოფი გამოვალს გარდა ცოდვისა, მოუწოდე
ჩემს მდომელს ერსა და უთხარი უკეთუ ხართ ღთისა და ეკლესიის შვილნი
დასცხერით ამ გვარი საქმისაგან, თავი დაანებეთ, გასტეხეთ თქვენი ნება, და რაიც
ერჩიოსთ იგი ჰქმნან. ოღომც ჩამოვარდეს თქვენს შორის მშვიდობა და მე არა
მსურს აქ დგომა აწვე წავალ თქვა:
„მითხრეს ნუ თუ შენი წასვლით იქმნება მშვიდობა არა არა, არამედ უდიდესი
შფოთი და ომი, რადგან ჩვენ არ გვინდა იგიო და ბოლოს ძალნებრივ და ვედრებით
დავიმორჩილე, და გეახელი ქალაქში, არა მხოლოდ მე გარდამახდევინა ეს
საქმენი, არამედცა სხვა სოფლებთა შორისაც. აგდებს შფოთსა, და
განხეთქილებასა, ამიტომ რომ ნებითა თავისითა ვერ შეიძლო მათი ჩამოყვანა, და
ამ ნაირი საქმებით ცდილობს:
„აწ მამაო ესე ყოველი გაუწყე, და მოველი თქვენი მაღალი ღირსებისაგან
დარიგებასა და გზის ჩვენებასა, რაისაც მიბრძანებთ, მზათ ვარ ნებიერათ
აღსრულებისა ბრძანებისა თქვენისა. ესეც მოგეხსენებოდესთ რომე პატრი
ბენედიქტე წყნარულობდა ჩემს წიგნებსა მის მიმართ წერილსა, და არ
წყნარულობდა ჩვენზედ უფროსობასა და ვიყავით უთაურად. ხოლო აქ გვაქვს იმედი
თქვენგან პატრონობისა, რომელმან დააწყნარო ანღრეულობა, და გული ჩვენი,
რათა ვიპოებოდეთ მშვიდობასა შინა: კვალად, გთხოვ ვედრებითა დიდითა რომე
უკეთუ იყოს შესაძლებელ გარდამარჩინო აქაურობიდგან, და მითხოვო მანდ
თქვენთან მაინც იქამდინ, ვიდრე წამალი დაედვას ჩვენს სნეულებასა, და
ვპოებდეთ მართალ მწყემსსა, თვარა იცოდეთ ვიღუპვი და მრავალნი სხვანიც,
ამიტომ რომ არას გზის არ დავემორჩილები ბრძანებასა შაჰყულოვისასა, და არც
შევუდგები სხვათა საქმეთა ნებისა მისისა: აწ თქვენ უწყით მამაო.
„დავედრებული თქვენს წმიდა ლოცვასა ტერ ივანე მამულოვი”.
--
ეს შემდეგი წერილი წინათვე ნათარგმნია სომხურიდგან,
„პატრი დამიანეს მოწესეს და წინამძღვარს ტფილისის და ახალციხისა და
ყოველი მისი თემისა... ყოველი პატივით. ტფილისს.
„ფრიად პატივდებულს უფალს პ. დამიანეს, და წინამძღვარ ჩვენსას
გიხაროდენი პატივისცემისა, და მორჩილობისა მიერთვას უ ̃თს მიერ:
„მართლად შესაფერი და ჯერ იყო ჩემდა არა მხოლოდ მეგობრობასა, და
სიკეთის დასწავლისათვის დამორჩილებად, და ქვემდებარეთ ყოფნად თქვენი
სიწმიდის დიდებულობისა არამედ სიმართლისა, და სიმართლისათვისაც, და არა
რაიმე კერძოზედ მარჯვნივ და მარცხნივ დაბრუნება ბრძანებისაგან თქვენი
პატივცემული უმაღლესობისა რომელი მიეცა ღირსეულებასა თქვენსა უმწირვალეს
და უწმინდესი პაპისაგან, და ეპისკოპოზისაგან სტამბოლისა. რ ̃ა არა ლაქუცებითი
სხვათა სიტყვებმან, არამედ სულელობამან ჩემმან და ადვილად მოტყვილებულ
ბუნებამან ჩემმან შემარყიეს მე წრფელი გზისაგან, ვინაიცა იმ ყოველს საქმეში თუ
არეულს სასამართლოში ჩივილის, და თუ ჩემი ხელის მოწერისა იმ წერილზედ
მაქვს წილი, მაგრამ მრავალ გზისაცა ჯერეთ ჩემის თანხმობით ჩემს მაგიერ ხელი
მოუწერიათ. ამისათვის ვწუხვარ დიდის შეცილებისა ზედა ჩემსა გულის დაწვითა
ჩემითა, და ვნანობ მართალი სინანულით. რამეთუ დავაშავე და ვცოდე
პირდაპირად ეკკლესიის სჯულისა, და სჯულიერი უმაღლესობისა თქვენისა, და
უფროსი ერთად მიცოდებია სიკეთისა თქვენისა პირდაპირ თქმულობისამებრ
დავით წინასწარმეტყველისა. უკეთუ გაველახე მტერსა მართლად დავითმენდიო.
მაშ დიდი არის დანაშაულობა ჩემი. რომ ვიდრე არავარ ღირსი მოტევებისა,
არამედ შემოხიზნული თქვენს კეთილს მამობრივს მოწყალებასა ზედა რომლის
ჰაზრი არის მოტევება, ვითხოვ შეწყალებასა და მოტევებასა ყოვლის
შეცთომილებასა ჩემითასა, რათა შევიწყნარო ღირსეულება თქვენი ვითარცა
წინამძღვარი, და მხნე მწყემსი სულისა ჩვენისა, და ვიყო ქვემდებარე ყოველი
ბრძანებისა თქვენისა, და მისი, რომელი სიწმიდისა თქვენისაგან არს
დავალიანებული ჩვენზედა.
„უპატიოსნებასა თქვენსა მამობასა თქვენსა... ტერ ოანეს იერემიანი.
„1 ოკტომბრისა 1843-სა, სხვილისს”.
--
„თქვენო მაღალო ღირსებავ მამაო დამიანე,
„მდაბლადცთავის დაკვრით თქვენს წმიდა მარჯვენას ვეამბორები და თქვენს
სიცოცხლეს ვისურვებ.
„წერილი თქვენი მივიდე, და რაიც მოეწერა მაღალსა ღირსებასა თქვენსა
ყოველივე ვიუწყე, თუმცა გისმენიათ ვედრება ჩემი წარსასვლელად ოზურგეთში,
არამედ ვერ გავბედე ვინაიცა არ გინებებიათ გრძლად დაყოვნება ჩემი ქუთაისში
სიცხარისათვის ოზურგეთის ჰაერისა. ამისათვის დამინებებია თავი ამიტომ რომ
უკეთუ მზგავსად ტერ პეტროს აღუშოვისა შემემთხვევის იგი სნეულობა (რომელს
ჯერეთ კიდევაც მისდევს მისი პაღურები) უმჯობეს არს ჩემდა აქ სიკვდილი ვირემც
იქა: ხოლო უკეთუ ინებებს მაღალი ღირსება თქვენი, და არის ადგილი ლორში, მე
მნებამს წარსვლა, და თუ ლორში არ არის ადგილი, ინებეთ რათა წარვიდე იმ
სოფელში რომელი არის ახლოს ალექსანდროპოლისა, რომელს სახელად ეძახიან
შიშთაფა. რადგან მილაპარაკნია იმ სოფლის დიდროან კაცებთან, და იგინიც
მწყნარულობენ სიხარულითა და პატივითა დიდითა; ამისთვის ჭეშმარიტსა
მოგახსენებ რომ ვინც ამ საძაგელს ქალაქში დარჩების ძნელი არის მისი ცხონება
და უმფროსი ერთად ამ გვარს დროებაში. თუმცა ჩემი სამამულო ქვეყნისაგან
განშორებითა შეუძლებელი არის რომ არ გავსწიო საკანუნო, მაგრამ რადგან სული
უმჯობეს არს ხორცზედა, უნდა ვიტვირთო მცირე საკანუნოცა: მაშ, აბა იმედი მაქვს
თქვენი მამებრივი მოწყალებისაგან რომ იქმნებით მსმენელი ამა მეორე
ვედრებისაცა ჩემი, და მოლოდინებითა დიდითა მოუცდი თქვენს ნებასა: ტერ
პეტროს აღუშოვი და ბატია გინა პეტრე მეფისოვი მომიკითხე ბატონო ჩემო: -
დავშთები უმდაბლესი მონა ტერ ივანე მამულოვი.
„1844-სა მაისის 24-ს ახალციხეს"
--
„თქვენო უსამღვდლოებავ.
„ფრიად პატივცემულო მამაო და მეტად სასურველო,
„მოგიკითხავ სიყვარულით სავსე გიხაროდენითა და თქვენს უვნე ცხოვრებას
უმალ ხილვითურთ უფლისაგან ვითხოვ;
„ნეტარ თუ ზედ მიწევნით სცნობდეთ შეწუხებასა ჩვენსა და ეკკლესიის
მოსარჩლე ერთა, რაიც შემდგომ წასვლისა თქვენისა გავსწიეთ ვსწემთ, და უნდა
გავსწიოთ ამა მძლავრი ეკკლესიის პირდაპირი და წინააღმდეგი გვამისაგან
რომლისა დიაღ სცნობს უ ̃ლება თქვენი მამაო თუ რა სახით გამტანჯველი არის
ჩვენი თუ ერისა რუსთ ჴელემწიფესთან გაცემით და საქვეყნიერო უფლების ძალის
მოხმარებითა გვატარებს აქეთ იქითა თუ ნაჩალიკთან, თუ გამომძიებელთან, თუ
პოლიციაში რათა ნაირ ნაირის დაქადნებით ჴელი მოგვაწერინოს შეწყნარებად
თავისი უკანუნო, უსჯულო, და ეკკლესიის გარეთ მიღებული უმფროსობას და
როგორ შემიძლია სარწმუნოების პირდაპირი უმფროსობის შეწყნარება. ვითარცა
პასუხი მივეცი ნაჩალიკსა ჩემს კერძოდ რომ არ შემძლია მისი მორჩილობის ქვეშ
შესვლა რადგან უცხო კარიდ შემოსული არის; მოვიდა კვალად სხვა გამომძიებელი
ტფილისით და მიგვიხმო რა, რომელი იყო ქალაქის მცხოვრები დეკანოზის შვილი
ალექსოვი და ამისთვის დიდი მოსარჩლე მან მკითხა რატომ არ წყნარულობთ
შაჰყულიანს; ვუპასუხე არ შემიძლია რადგან მიშლის ჩემი სარწმუნოება, მითხრა,
დაწყევლილ არის ეს კაცი. ვუთხარი დაწყევლილიც არის შეჩვენებლიც და
კრულვილიცა. კვალად მითხრა აბა არ შეგიძლიათ შეწყნარება მისი თუ რომ თქვენ
ერზე ანუ თქვენზე რაიმე ბძანება გამოსცეს, ანუ იმის წირვა-ლოცვაში თანხმობა.
ვუპასუხე, არა თუ სასულიეროში თანახმობა არ შემიძლია და ანუ დამორჩილება,
არამედ არც სახორციელოში თანაზიარება ძალმიძს, და ასრე იცოდე არც
ლაპარაკი და არც ჴმის გაცემა შემიძლია, რადგან ჩემი სარწმუნოება მიშლის;
მკითხა რით იცი რომ შეჩვენებული არის. ვიცი წერილების ძალით, წმიდა
ეკკლესიის კანონით, და კვალად ახლად ეპისკოკოპოზთაგან მოწერილობითა
რომელი გარდაჭრილ განაჩენს სტამბოლის ეპისკოპოზთა გვიცხადებს ჩვენ აზრუმის
უმფროსი თავისი წერილითა, და ამ კითხვის გამოცდის დროს ჩემთან იპოებოდა
მხოლოდ ტერ იოვანე მამულოვი და მასაც უთხრა, თქვენც ამის თანახმა ხართო,
უპასუხა ჱე, ამ წამს ჩემი ყოველი ნათქვამი წერილით მიიღო თვით
გამომძიებელმან და წაგვიკითხა, თანვე ხელი მოგვაწერინა იმა გაწერისა ზედა ჩვენ
ორთა, იმავე საქმეზე მოუწოდა პატრი სიმონ ჭულარდოვი, ტერ გრიქორ ნეფისოვი
თავისიანებით და თითო ოროლა სხვა ერისგანნი ამათაც მისცეს პასუხი, მერმე
წავიდა ის გამომძიებელი ახალქალაქისკენ აზრუმელი იმ სამთზე ღვდელთაც
გამოსაძიებლად. იქიდამ მობრუნდა და წარვიდა ქალაქსა. მაგრამ ამის აქ ყოფნაში
მოხდა კვალად ეს რომ შავგულიანმან ამოგზავნა თავისი ღვდლებთაგანი
პირველნი პოლიციის კაცებითა რათა წაიკითხონ ის ქვა სომხურად დაწერილი
რომელიც ატანია აღმოსავლეთის კერძოთ კედელში თქვენს გ ̃ა პატრებანთ
ეკლესიისა ღთისმშობლის სახელზე აღშენებულისა, და ისე ორ სამ გზის
ამოსვლითა რათა დაამტკიცონ მათ რომ ჩვენი არის და არა პატრებისა. არ აკმავა
იმათი ამოგზავნა, მერმე თვითონ შაყულიანი ამოვიდა ხალხითა კიბე მიადგმევინა
იმ კედელზე ღთისმშობლის ეკლესიისა და აკუთხინა ის ქვა. ცდილობენ რათა ამ
სახით ხელში გაიტარონ ეკლესია და გააღონ; იმავე ეკლესიისათვის ჰქმნა
გამოძიება იმავე ალექსოვმან კათოლიკთაგან, სომეხთაგან, და თათრებისაგანაც
და ამათ გაქი კარგად დაემტკიცებინათ ვ ̃ც ალიბეგსა, და ალიბეგის შვილსა თქმითა
რომ ჩვენ მამაპაპით ვიცით რომ ეგ ეკლესია პატრებისა ყოფილა ძველადვე და
ჩვენც ასე გვინახამს მუდამ პატრების ხელში რომელთ კარგი მონასტერიც აქუნდათ
საყდრის გვერდით ცხრაოდიანი და იქ ცხოვრობდნენ და კიდეეც ექიმობდნენ. იმ
საღდარს ეტყოდნენ პატრების საყდარს. ზეით კოკოლა საღდარსა და ციხეზე
ახლოს ბაზრის პირზე მყოფ საყდარს ეტყოდნენ ფრანგების საყდარსა. ღელეში
ერთი პატარა საყდარი არის იმას სომხების საყდარს ეტყვიან ვ ̃ც ერმანი ქილისასი.
ხოლო გაღმა მაჰლაში ქართველების საყდარს ეტყოდნენ და ვეტყოდით თიქანლი
ქილისა. ვ ̃ც ეკლიან საყდარი თათრებმა ასე ლამაზათ განიცხადეს თითოულთა.
უთხრა ამათ ალექსოვმან, ეკლიან საყდარს რათ უძახით ჩვენს საყდარსაო.
უპასუხეს იმიტომ რომ იმას გარეშე ეკლის ღობე ჰქონდაო, და სომხებმანც
ქართველებმანც სწორეთ უთხრეს, და რა საკვირველი ჩვენებმანც. მაგრამ
შავგულიანის კერძომ მრუდეთ აჩვენა, და ამაზე უწინარეს მე მკითხა, ვისი არის
ეკკლესიაო. მე ვუთხარი, ეგ რა საკითხავი არის, ქვეყანამ იცის და ყველამ რჯულმა
რომ პატრებისა ყოფილა და არის. თქვენ მღვდლები არ სწირამდნენ მასშიდ, ჱე
სწირამდნენ პატრების ბრძანებითა, ვ ̃ა ქალაქს უიმათ ნებოთ არავის არ შეეძლო
ჩვენგანთ მასშიდ წირვა. ბოლოს მათი გამოძიებისა პრისთავი და დებუტატი
ამოვიდნენ თქვენს ეკლესიაზედ მე მიმიხმეს წასაკითხავად, რადგან ძალიან მაღლა
ჩატანებული არის ის ქვა კედელში სწორედ არ ირჩევა შორიდამ, მე ამოდნათ
გავარჩიე რომ ამოვიკითხე ეს ორი სიტყვა ძლივსა ლადინ შიგაც. ვ ̃ც ლატინმა
აღაშენა, რახამიც სომხური იყო რ ̃ლით ვსცანი ჩემი ამოკითხვისამებრ რომ ოთხას
ოთხმოცდა რვა წლის აღშენებული არის. ანუ თუ გაახლებული; მე იმდენი
შევიტყევი რადგან თავში ნაწერი გაფუჭებული იყო; პრისტავმა სთქვა მე ამას
დავსწერ რომ გვერდზე ქართული ნაწერი არის, და ერთ გვერდზე სომხური, და
წამოველ; ესე ყოველი მოხდა ნოემბერში, და ამავე თვეში მოვიდა ტფილისიდამ
გუბერნატორის ბრძანება ნაჩალნიკთან, ნაჩალნიკმანც წარსცა პოლიციაზე სად
დესეტნიკებით ჩვენი ერისაგანნი დიდი თუ პატარაი წარიყვანეს პოლიციაში
აზრუმელნიცა რომელნიც არ არიან შავგულიანის შემდეგნი სად გამოუცხადეს
მოწერილობა ჴელმწიფისა, უნდა დაემორჩილოთ შავგულიანს ყოველს კერძოდ,
თუ არა პატიჟს მიიღებთო. ამათ უთხრეს უპაპოდ ჩვენ არ შეგვიძლია მისი
მორჩილება, მაგრამ პოლიციამ რა ძალა დაატანა ჴელის მოწერაზე ჴელემწიფის
ბრძანება არის უნდა დაემორჩილოთ, ამათაც შიშით ხელი მოაწერეს არა თუ
მორჩილობასა, არამედ გამოგვეცხადაოო. დროს მე და ტერ იოვანე მამულოვიც იქ
წაყვანილ ვიქმენით დესეტნიკებითა, თუმც ვნახე მათი შეცთომილება რომ ხელი
უნდა მოეწერათ, იშარათით ვაცნობე ზოგთაც ხმითა, მაგრამ ვეღარ შეიმაგრეს
თავიან თავი და ყოველმან ეგრედ მოაწერეს. მერმე ჩვენ ორთა ცალკე
წაგვიკითხეს გუბერნატორის მოწერილობა, რომ თქვენ ხელემწიფის ბრძანების
პირდაპირ ერს უქადაგებთ რათი არ მივიდნენ შავგულიანთან, არ დაემორჩილნონ,
და არცა მისი წირვა ლოცვაზედ წავიდნენ, თანვე აცხადებთ რომ შეჩვენებული არის
და ერს აშფოთებთ ამისთანა სიტყვებითა, ამიერით აღარ გაბედოთ ამ გვარი საქმე
და მორჩილება უჩვენოთ შაჰყულიანსა, რამეთუ დიდებული ხელემწიფე
იმპერატორისაგან მიენიჭება მთავარ უმფროსობა და ესე არის თქვენთვის ბოლო
შეტყობა, თუ არ დაემორჩილეთ აწცა ცუდათ მოვა თქვენი საქმე, ვუპასუხეთ ჩვენ
ხელემწიფეს ვცნობთ ხორციელ უფლად და მორჩილნიც ვართ და ვიქნებით, ხოლო
ჩვენი სულის მფლობელი ჰრომის წმიდა პაპი არის, და სხვა არ ვიცით, და არცა
იმის გარეთ შევიწყნარებთ ვისმესა სულიერ უფლად. რადგან გვიშლის ჩვენი წმიდა
კათოლიკე სარწმუნოება. ამ სიტყვებზედ პოლიციის მთავარმან მითხრა,
ჴელემწიფის ხატის წინაშე თითის მისკენ გაშვერითა აბა ამ ჴელმწიფეზე რომელი
არის ყოვლად ძლიერ კვალად აქვს სულიერი უფლებაცა და თქვენ არ
შეიწყნარებთ მაშინღა ვუპასუხე, როგორ შემიძლია შეწყნარება და როდის ჰქონია
რომ ახლაც ჰქონდეს: მითხრა არ შეიძლება უნდა შეიწყნარო და ეს უნდა იცნა
სულიერ უფლადცა, და გრანიცის გარეთ არსად და არც ერთ სასულიერო
მფლობელთან საქმე არ უნდა გქონდეს და არც მიწერ მოწერა. მაშ მაგის თქმას
ცხადად სთქვა უფრო არ გიჯობს და გვითხრა რომ შენი რჯული დააგდე და ეს
შეიწყნარე. თქვენი ლაპარაკი ამას აჩვენებს, და თათრის დროს ჩვენ მაგ გვარი
შეწუხება მათგან არა გვქონია, ასე კარგად იცოდეთ არც შენ და არც ნაჩალნიკს,
არცა მთავარმართებელსა და უდიდესაცა არა აქვსთ ჩვენზე და ჩვენს სულზე
უფლება, ჩვენი სულიერი უჩინო უფალი და ჴელმწიფე ქრისტე არის, და მისი
მაგიერი ამ ქვეყანაში ჩინებული უფალი არის წმიდა პაპი, და ჩვენ ვართ მისი
ქვემდებარენი, სხვას ვერ ვიცნობთ, და არცა შევიწყნარებთ, და არც ხელს
მოვაწერთ, თუმცა პოლიციამ ბევრი დაქადნება, და მერმე ვედრება გვიყო, მაინც არ
მოვაწერეთ ხელი და გამოველით, კვალად უკან გამოგვიდგნენ ვედრებითა მაინც
ასე მოაწერეთ რომ გამოგვეცხადა. ვუთხარით რა რისხვაც რომ ჩვენზე მოიღოს
იმას კი თავზე ავიღებთ, და მაგის შეწყნარება კი არ შეგვიძლია, და წამოველით.
მერმე ჰაირ სიმონი წაიყვანეს, ის ამითი მორჩა რომ მე არზა მიმიცია როდის მისი
პასუხი მომივა, მაშინ მაგის პასუხსაც მოგცემ; ნეფისოვ ტერ გრიქორ მან იმ დღეს
თავი მოიავანთყოფა, რომ იყო ნოემბრის 23; მაგრამ დღეს რომ არის 29,
წარიყვანეს ნეფისოვიცა პოლიციაში, მაგრამ კი ვერ დადგა ჴელი მოუწერია და
ამათი ორპირობა ძალიან გულს უტეხს ერსა. და მოელიან წმიდა მამისაგან
დახსნასა; ამას გარდა გუშინ მოუვიდა შავგულიანსა კაზმირის ეპისკოპოზისაგან
ერთი წიგნი რომელი არის რუსეთში და ქვეყანაზე ხმა დაჰყარეს რომ პაპისაგან
მოვიდა და იმასაც მიუცია უმფროსობაო მაგრამ სიცრუე იყო თავის
ჩვეულობისამებრ თემის მოტყვილება. ის წიგნი კაზმირის ეპისკოპოზისა
ქართულად ეთარგმნათ და ბაზარში დაჰქონდათ, რომელიც ერთმა ჩვენგანმა
წაიკითხა, სად უწერდა რომ გამოგვეცხადა ჩვენი თქვენი უმფროსობა ყოვლად
მოწყალე რუსეთის იმპერატორს მთავარ უმფროსობა მოუნიჭებია თქვენთვის
რომელიც მომილოცამს, და მეტრიკები მაგ ადგილის თემთა გამომიგზავნეო.
შავგულიანმა ჴმა დაჰყარა, რომ პაპს იმ ეპისკოზისათვის ჩაუბრივართ, და ისიც მე
მაბრის, და ამაზედ აპირობს რათა კვალად პოლიციაში გააყვანინოს ყოველნი
იგინი რომელიც არ წყნარულობენ. ამისთვის შეშინებული თქვენი მთავარ დიაკვანი
მისულა შაჰყულიანთან ჴელზე უკოცნია და შეუწყნარებია, და ვინ იცის რამდენი
უნდა ამისგან დაბრკოლდნენ, რაც აღიოშამ დააბრკოლა ერი და გადარია, იმის
დანაკლისსა ახლა ეს შეუთავებს, ასრე რომ აღოშა ტერ სტეფანმან ერთ კვირასაც
ვერ გასძლო რომ ის ჩვენ დაგვიშალა შაჰყულიანმან ეკკლესიაში შესვლა და
ერისაც შევლა აღგვიკრძალა, და გამონწყვდევით ჩვენს სახლებში ვასრულებთ ჩვენ
სამღვდელო სამსახურს. ჰაირ სიმონიც თავის ხუცში რომლის ძალით ეკკლესიის
გასაღები გამოართვა პოლიციის ძალითა, და ჩვენც ჩვენი ეკკლესიისა წარგვტაცა
გამოსევით თავისი ახალი ღვდლებისა და მოღამებულზე ჩვენს ჟამკოჩს წაართვეს
გასაღები ზემო საყდრისა და ამ დღიდამ ვინემც აგვისტოს ცხრიდამ ვიდრე
აქამომდე ეკლესიაში ვეღარ შევსულვართ და ვერცა ერისთვის შველას
ვძლებულობთ თუ არ მალვით სახლებში, და დღითი დღე რაც არ გვემატება
შეწუხება და ტანჯვა სხვა არა რაი ჩანს. აღოშაი იმ დროს რა მოვიდა მასთან და
მისცა წერილი შეწყნარებისა მორჩილებისა. ხუთი დღე დააყენა საკანუნო გასწიე და
მერე შედი ეკლესიაში, ესეც თავზე აიღო და მას მოღმა შევიდა ეკლესიაში და ერში
დაიწყო ჩაჩული და ლაპარაკი ხან წაღმა და ხან უკუღმა, ვის ეუბნევა შეჩვენებული
არის შაჰყულიანი, ვის ეუბნევა არ არის შეჩვენებული მე გამოვიძიე და მრავალს
ასე აჯერებს, თუმცა ეპისკოპოზისაგანაც გაცხადებული შეჩვენება აზრუმის
უმფროსმანც მოიწერა და სხვა მრავალთაგანაც მოვიდა წერილები მისი შეჩვენების
განცხადებისა თუ სტაბოლს თუ აზრუმში, მაგრამ არად შეიწყნარა, და ამ ნაირად
არის აღოშოვი გარდადგომილი ჩვენგან, და ჩვენც ყოვლითურთ განვეშორეთ
მისგან; ბოლოს რა თავი გაწყინო მამაო გთხოვ რომ ეს ყოველი და წმიდა მამას
განცხადებით წარუდგინო რომ ვართ დიდ საცდურში რომელიც ცხადათ ჩანს
სულიერი თუ ჴორციელი უბედურობა მოსაწევნელი და ახლისაც არის ქრისტეს
დაუფასებელი სისხლის პატივისცემისათვის იხსნას ესოდენი ერი ამ საშინელი
წარწყმედისაგან, და მალე ერთი ჩვენი არზების პასუხი, და ილოცევდით ჩვენთვის,
ღთის მშობელმან თქვენი ხილვაც გვაღირსოს: ამინ:
1844-სა; ნოემბრის 29.ტ. იაკ" მუ":".
„თქვენო მაღალო ღირსებავ უფალო მამაო დამიანე,
„უხვი გიხაროდნის შემდგომ თქვენს სიცოცხლეს ვისურვებთ,
„დიდს განკვირვებასა ვართ მიცემული მიზეზით დადუმებისა თქვენისა, რომ
არა რაისა გვწერ მაინც მცირეოდენ სანუგეშოდ. რადგან ვიპოებით დიდს
განსაცდელში, ასრე რომ რა გამოაცხადეს უმფროსობა შაჰყულოვასა შუა ბაზარში
პუპლიკანციითა. ჩვენ მეორე დღეს ძალდატანებულნი მიგვიყვანა შაჰყულიანმან,
და შემდგომად ხელემწიფის წიგნის წაკითხვისა მოვახსენეთ რომ ჩვენ თუმცა არ
ძალგვიძს პირდაპირობა ხელემწიფის ბრძანებისა, და მორჩილნი ვართ. არამედ
უნდა გაქუნდეს სასულიეროდგანაც, ეგრეთვე ეუბნეოდა ტერ გრიგორ მეფისოვიცა
თუ ბატონო ჩვენ გვისწავლია თქვენგან მორალი, და ამისათვის მორალისამებრ
შესაწყნარებელი არ არის თქვენი უმფროსობა თვინიერ სულიერი შეძლების
ქონვისა; ხოლო იგი გაწყრომილი ეტყოდა: არ არის საჭირო ბჭობა, გინა ბაჰასობა
ჩემთანაო. თქვენ უყურეთ მხოლოდ ამ ბრძანებასო. მაშინ ვუთხარი რომ ჩვენი თავი
არის წმიდა პაპი, და როგორ შეგვიძლია მის უნებურად შენი შეწყნარებაო. ხოლო
იგი გვეტყოდა. პაპის მაგიერი არის კოლეგი რომელი არის პეტერბურხს, და აბარია
ექვსი მილიონი სულები. ნუ თუ იგინი წარწყმდებიანო: მაშინ ჩვენ ვუპასუხეთ რომ
თუმცა იგინი ეგრეთ იყვნენ, მაინც ჯერეთ ჩვენ არავართ პაპისაგან ჩაბრილნი, და
რადგან გვაქვს წიგნი მიწერილი მასთანა, მოვითმინოთ ვიდრე მივიღებდეთ
პასუხსა, არამედ იგი განრისხებული გვეტყოდა; მე არ ვიცი არავინ, ეს წიგნი არის
თუ გინდათ, თუ არ გინდათ მიბრძანდით და მე მინდა მივსწეროო. შემდგომად
საღამოს ლოცვისა მოგვივიდა ბრძანება დაყენებისა, და დილაზედ მძლავრობით
მიმღებელმან ეკლესიათა კლიტებისამან დაახშო კარები და არ გვიტევა შესვლად.
რომლისათვის ვიპოებით ულოცავ-უწირავად. და ამ მიზეზების გამო ორ გზის
მივედით გუბერნატორ დესიმონთან. სად მრავალი ლაპარაკის შემგომ გვითხრა
რომ თქვენ აცოდინეთ მთავარს უმფროსს პ. დამიანეს ყოველივეო და როდის თვის
ტფილისში წავალ, მოვილაპარაკებ მასთან და რაიც შემიძლია ვეცთებიო და აქ არა
რაის შეწევნა შემიძლია თუ არ მივალ შაჰყულიანთან და ველაპარაკები
სიტკბოებით რათა მშვიდობიანად მოიქცეს თქვენთანაო. და ახლა არ ვიცით თუ
რომელი გზა დავიჭიროთ უკეთუ შევიწყნაროთ, შესვრილი არის და ბოლოს რაიც
შეუდგების შეტყობილი გვაქვს და თუ არ უმიზეზოთ, უნდა მივეცეთ პოსუდში და
დავიკარგოთ სიბირს, მაშ აბა გევედრებით რათა ერთი რამ დარიგების მოცემით
სასწრაფოთ გვიჩვენო გზა რომ იმ სახით მოვიქცეთ რადგან დიაღ ცუდათ არის
ჩვენი საქმე: ეგრეთვე თქვენს ეკლესიაშიც სწირავენ მათგანნი; და გვითხრა
დესიმონ გუბერნატორმა რომ იქმნება მე დამიგვიანდეს აქა, ჩემს ჩასვლამდინ
მთავარ უმფროსმა ეცადოს იქა რადგან იცის მრავალი გზები და იქ უფრო
გარიგდება თქვენი საქმეო ამიტომ რომ სასულიერო უფროსი კიდევ იგი არისო. და
გრიგოლ მიზანდაროვმანც ეგრე გვასწავლა, და ჰაირ სიმონსაც რომ ამ საქმეზედ
საკუთრად მოუწერია წიგნი თქვენთან.
„მონა უმდაბლესი ტერ იაკობ მურადოვი; მონა ტერ გრიგორ ნეფისოვ; ტერ
სტეფან აღოშანი; მონა ტერ ივანე მამულოვი. 1844. აგვისტოს 12-სა ახალციხეს".
--
„თქვენო მაღალო ღირსებავ მამაო დამიანე, 1845, მარტის 4-სა.
„უხვი გიხაროდენის შემდგომ თქვენს სიცოცხლეს უფალს ვსთხოვ თუმცა
თქვენის აქედგან გასვლითა დიდი სიმწუხრე მივიღეთ გარნა ღთის ნება კურთხეული
იყოს. ჩვენ დავრჩით საწყლათა თვარა თქვენ თქვენს ადგილებში მიბძანდებით:
„უკეთუ იკითხამთ აქაურს ამბავსა თქვენს ეკკლესიაში შეჩვენებულნი სწირვენ
ხან ფუშიანი და ხან ვირის ჭირი. გვესმა ერთი ამბავი ტფილისით და ქუთაისით რომ
ხელმწიფე დიდათ გასწყრომოდეს შავგულიანსა და ეთხოვოს თავისთან. ამისთვის
შავგულიანი ავათ არის და არღარა დაიარება ეკლესიაში. ამბობენ რომ გუშინ
სისხლი გამოუშვაო და მე ერთი ვინმე მწვალებლისაგან შევიტყე რომ ბეჯითად
უთხოვნია მთავარ-მართებელსა, და ვინ იცის ეგებას მატყუარობითაცა
მოიავათმყოფა თავი რადგან ამ გვარი ეშმაკობა მრავალი იცის. ეგრეთვე ამბობენ
მოსვლასა ორი წიგნისას ერთი წმიდა კრებისა და მეორე წმიდა მამისას, რომელნი
დებულან კაზმირ ეპისკოპოზის წიგნსა შინა, და რა შეუტყვია თავისი თავის
შეჩვენება არცა ერთი არ გაუხსნია ეს ამბავი გამოვიდა იმავე თავისი ახალი
ნაკურთხი მღვდლებისაგან და ბაზარში იძახდნ იმათგანნი რომ უკეთუ პაპი
შეაჩვენებს, ხელმწიფის შუამავლობით და მისივე ხათრისათვის იგივე ახსნისო:
ესრედ მამაო ვნახოთ ბოლოს რაზედ დაბოლოვდების ჩვენი საქმე. პ. სიმონ იქ
არის არ მოსულა, მომიკითხე სიყვარულით პ. ფლორენცია, პ. ქერუფინე და სხვანი
დანაშთნი პატრებიცა რომელ ცნობა არა მაქვს, და ნუ დაგვივიწყამთ ლოცვისაგან.
„უმდაბლესი მონა ტერ ივანე მამულოვი. ახალციხით".
--
„თქვენო უსამღვდლესობაო, მამაო წამებულო ძმებითა და ფრიად
პატივდებულო. 1845-სა მარტის ოთხსა.
„უმდაბლესად მოგიკითხავ სავსე სიყვარულითა... ვსთხოვ ღუთისმშობელს
ხილვასა თქვენისა ღირსებასა, და ხელმეორ განათლებასა საქართველოსა ამის.
„შემდგომ ვუწყით რამეთუ მსურველი ხართ, ცნობად ვითარებათა ჩვენთა, და
ქვეყნისა ამის, ამად მოვიწადინე წერილისა ამის მორთმევა ჭიდროსა ჟამსა
ღამისას აღწერვითა, რომლის მიერ შემოკლებით განვახადებთ შემთხვევათა
შემდგომ თქვენი წაბძანებისა, წინაშე უფლებისა თქვენისა: უპირველესად ჰოი თუ
რა სამწუხრო და შემაწუხებელ მქმნა გარდამეტად ხმა იგი სასწრაფოდ თქვენი ამ
საქართველოისაგან გაყვანისა და ესოდენი ერის უმწყემსოდ დატოებისა მეტადრე
თქვენებ მოღვაწე მამათა, რომელმან გვამიზეზა სიმწუხრე დიდი და ჰყო
რომელნიმეც სასოწარკვეთილ; მეორედ თქვენი ეკლესია მდგომარე ახალციხესა
შინა ღვთის მშობლისა რომელსა ზედაცა კრძალვა იყო მძლავრი ესე შურის
მძიებელ რომლითა აეხოცა სახელი თქვენი მისგან და გაესაკუთრებინა. არამედ
ყოველმან უსჯულო სარჯელმან მისმან გაიარა ამაოდა და დიდი გამოძიების
შემდგომ მთავრობისაგან დამტკიცებულ იქმნა გამოცხადებით აქ ნაჩალნიკთან და
ნაჩალიკის ბრძანებითვე პოლიციისაგან ყოველთადმი ესრედ მოწერილობა
ტფილისით, რომ ეკლესია ღვთისმშობლისა რომელი ახალციხესა ძველსა,
დამტკიცდა რომ ორასი წლის აქეთ კაფუცინის პატრებისა ყოფილა და იმათი არის
არავის უფლება არა აქვს მასზედა, და ეკლესია იგი; და მისი სამკაულნი რიმცკის
კათოლიკეთაგან თორმეტი კაცის მოწმობით და მათ შორის სამი კაცის
აღმორჩევით ჩაჰბარდეს იმ სამთა პოლიციის დასწრებითა რომელიცვე ამგვარად
აღსრულებულ იქმნა, და მხოლოდ იმ განცხადების წერილში ეს იყო რომ, თუ
ისურვეს შაჰყულიანმან მუნ წირვა არ დაეშალოს. მაგრამ ამ გვარ ბრძანებაზედ
გაგოროზებული დიდათ განრისხდა. და კვალად არ დასცხრა ცდასა
გატარებისათვის თავის ხელში თუ სამკაულისა მისისა, და თუ კლიტენისა, მაგრამ
არა გაუხდა რა. და რომელნიც ჩაიბარეს პოღოს ნეფისოვმან, სტეფან იზმირლიმ,
დატია მურვანოვმან. აწი ჩამოუდგა რათა წაართვას კლიტენი ამ ეკლესიისა, და
მოუწოდა სამნივე ესენი თავისთან, გადმოუდვა ერთი რაცაღა რუსული წერილი
მატყუარობითა და უთხრა რომ აჰა მე მაქვს ბრძანება რათა კლიტენი ეკლესიისა
მის მე ჩამაბაროთ, თანვე საყვედურიცა თუ უჩემს დაუსწრებლად ვითარ ჩაგაბარეს
თქვენა, ხოლო ამათ უპასუხეს რომ ჩვენ ეგ წერილი არ ვიცით, რას ვეძებთ ჩვენ,
პოლიციამ ჩაგვაბარა როგორც მოწერილობა იყო, აჰა შენა, აჰა პოლიცია შენ და
იმან იცით, და სხვა ამისთანა პასუხნი, მაინც კიდევ გლისპობით გააგზავნინა თავისი
მღვდელი პოლიციაში იზმირლიც კვალად. ხოლო ამითაც ვერა გაათეთრა. ბოლოს
თავისი ამპარტავნულის ნების წინ წაყვანისათვის და ქვეყანაში გამოჩენად თავის
მაგიერად ინება ამოგზავნა სარწმუნოების უარის მყოფელი ღვდელი ხიზაბავრელი
საწირავად, და იზმირლიმაც გაუღო კარი გასაღები კიარ მისცა და იმიერით სწირვენ
და ლოცულობენ საღმრთო ტაძარში... სახელზედა, და ამ ეკლესიის გამღები და
დამყრელი დილა საღამ არის იზმირლი. თუმცა მე ძალიან მეწყინა მათთვის კარის
გაღება რომელთაც ხელმეორ შეჰბილწეს გაწმენდილი ეკკლესია. რადგან
შეეძლოთ ამით რომ თუ თქვენ ამოხვალთ თქვენ გაგიღებთ ბრძანებით
მთავრობისა, მაგრამ შენს გარდა სხვის შემოსვლა არ სწერია ამისთვის სხვა
ღუდელს ვერ გავუღებთ ხოლო აქამდინ ვეღარ აატანეს. და რას იქმოდა თუ არ
ამას რომ კიდევ მიეწერა იქ მთავრისათვის და ესე ერთხანს ისე დარჩებოდა და
ღთით გაუფუჭდებოდა, ვგონებ რომ არც იმაზე მეტს მთავრობა ინებებდა
წინააღმდეგად. თავისი განსაზღვრისა: გარნა იზმირლიმ იმ მისვლის შაჰყულიანთან
ძალიან მაგარი ილაპარაკა პირდაპირ შაჰყულიანსა, რადგან მას ეთქვა შესვლა იმ
ეკკლესიაში, და იმას ეპასუხნა ცხადათ რომ მე არ შემიძლია შემოსვლა და არც
მნებავს სრულიად, ესრედ სხვათა ჩვენთაგანთა, და სხვაც ამის შესაფერნი რომლის
ბოლო მიგება ეს იყო რომ ბატონო ეს რა საქმე არის ამდენი სულები წყმდებიან
თქვენის მიზეზით. ჩვენ კერძოდ არიან მხოლოდ სამნი მღვდელნი, თქვენ ესრეთ
სიმრავლით. მაშ მე დავამზადებ ერთს ოთახს რათა თუ ინებებთ შეიკრიბოთ მუნ
ყველანი და ჩვენ სამ ღვდელთან იბააჰასოთ. გაირკჩეს რომელი არის ბრალიერი,
და შეუდგეთ ჭეშმარიტსა. რა უნდა იყოს ამდენი განხეთქილება, რომელსა ზედაცა
უნაღვდელად იპოებით ამას დაფიქრება უნდა, და ამა ყოველს სიტყვათა ზედა
იზმირლსა რომელიც ამ ჯერად ძალიან გაბედა ერთი ხმა აღარ ამოუღია
შაჰყულიანს. ამის შემდგომ კვალად ხარისჭიროვთან მოუხდა ლაპარაკი იზმირლის
ერთს ადგილს და რამდენიმე იმათ კერძო კაცებთან ეს პირობა შეჰკრა იმ
ღვდელთან რომ შაჰყულიანს ერთი წერილი გამოართვა ამ ნაირი რომ მე თქვენ
არა რაი წინაღმდეგი კათოლიკე სარწმუნოებისა არ შემოგიკვეთო, არცა გიბრძანო,
და თუ ამნაირ მაგარ წერილს მოგვცემს, ჩვენ დავემორჩილებით მასა. რომელიც
მაგრად შეჰპირდა რომ ხვალ დილაზევე აღგისრულებო. და რა ეთქვა
შაჰყულიანისათვის, მას არ შეეწყნარებინა. და სირცხვილით ის მღვდელი ვეღარც
აღმოჩნდა იზმირლისთან პასუხის მოსატანათ. მერე კაციც გაგზავნა მაგრამ მაინც
არ იქმნა და დარჩა შეკრული თავის სიტყვასთან. ჰაჲ თუ ამნაირ ჭეშმარიტი
ლაპარაკით მოქცეულ იყვნენ სამთავრო ადგილებში სადაც იმ საქმეზე წაყვანილ
იქმნენ, ჭეშმარიტად დიდი ნაყოფი გამოვიდოდა. ვერც ესოდნად შეგვაწუხებდნენ.
ვითარცა მასაც მოვახსენე. აი შვილო ეგრე პირდაუფერულად უნდოდა მუდამ
პასუხის გება: რომელიც ამ საქმის უწინარეს შიშისაგან ვეღარ დამაგრდნენ ეს ჩვენი
იშხანები გარდა გრიგოლ ნეფისოვისა და სიმონისა, რომლებმანც მოიწადინეს
შეწყნარება მისი ტყუილი უმფროსობისა, და ინებეს თაღლით მარგალიტის მიღება
იმ გვარად როგორც ჭეშმარიტი მარგალიტისა რომლისათვის ვევედრეთ
ღთისმშობელსა, რათა ერთი რაიმე მიზეზით დაეშალა ამათთვის ეს დიდი
დასაბრკოლებელი საქმე, და კიდევაც იქმნა ეს რომ შაჰყულიანმა გააკეთა ერთი
უღმრთო წერილი რათა მასზედ ხელი მოეწერათ, შეეწყნარებინა, რომელშიდაც
ესრედ აცხადებდა „ჩვენ ქვემორედ ხელის მომწერნი წინააღმდეგნი ღვთისა და
ხელმწიფის ურჩნი და ყოვლითურთ ბრალიერნი, სხვაც, გაძლევთ ამ წერილსა რომ
ამიერით ყოვლითურთ მორჩილნი ვიყოთ თქვენი ბრძანებისა, და კვალად სხვაც.
რა მაშუალმა ნახა ეს წერილი რომელი იყო მიმსვლელ-მომსვლელი იზმირლივე.
მაშინ დაფიქრდა და ამასთანავე იყო იმათ კერძო ტალიკაშვილი, ამ დროს უთხრა
იზმირლიმ ეგ არ შეიძლება ჩვენ რის დამნაშავე ვართ რომ ეგ წერილი მოგცეთ, და
ამით უკან დადგნენ იმ საქმისაგან. რომლით უფრო კარგად სცნეს მისი უსჯულო
დაწყობილება, მადლობა უფალსა, ახლა უფრო მაგრად არიან... სხვებრ დავშთები:
უ. მ. ტერ იაკობ მურადოვი".
--
„მათს მაღალს ღირსებას, პატრთ მთავარ უმფროს მას დამიანეს, უუმოწყალეს
მამას,
„წმინდას მარჯვენასა ამბორს მოვახსენებ და ყოვლად მოწყალე ღმერთსა
ვსთხოვ, რომ მშვიდობით იმყოფოდი და ჩვენც ღირსი გვყო თქვენი ხილვისა. თუ
ჩვენს ვითარებას მოიხსენიებ გახლავართ ვითარცა ცხვარი დაბნეული და
გაფანტული რომ არც მანდეთ მხრიდამ არც აქედამ ჩვენთვის არა ჩანსა რა თუმცა
აქნობამდინ. იმედნეულ ვიყავით ახლა თქვენმა მოწერილმა წიგნმა იმედიც
დაგვიკარგა თქვენი წიგნი მოვიდა აქა ამ თვის გარდა ჩემი ივანე ქალაქს გახლდათ
ჩვენ ხომ იტალიანურ ვერ წავიკითხამდით და გაუგზავნეთ ქალაქს და ეხლა ეს ორი
დღეა რომ გეახლა ქალაქიდამ ვკითხეთ და გვითხრა თქვენი მანდ ბრძანება და
პატრი ემანუელის და ქერუბინეს წასვლა რომ პატრი მანველი თავის მონასტერში
წავაო და აი ამან თუ იმედი იყოს პატრი მანველი მონასტერში არ წავიდოდა და
რადგან იმედი არ არის ამისთვის წასულა ამან ჩვენ დაგვაღონა და არ ვიცით ჩვენ
რა უნდა ვქნათ რომ არც რომიდგან ფიქრობენ ჩვენთვის და სხვა ვინ იფიქრებს თუ
არ ისინი. აღდგომის უკან დონ ანტონი მოვიდა, და ყოველთ აღსარება გვათქმევინა
წავიდა და ვართ ასე უმწყემსოთ. შემთხვევაა თუ სიკვდილი მოვიდეს ვისმე ინე
უნდა წავიდეს რომ არც აღსარება არც საიდუმლოები ვერა მიიღოს რა და აი რა
უბედურებაში ვართ და ამისთვის თქვენ გევედრებით რომ თქვენ იფიქროთ და
მისწეროთ რომსა რომ როგორც შეიძლებოდეს უმწყესოთ ნუ დაგვტოებს სხვა ფრივ
მშვიდობით გახლავარ, და ეს ჩემი ივანე ხომ მანდეთ წამოვიდა და გთხოვ
აღსარება ათქმევინო და აკურთხო რომ მშვიდობით მოვიდეს, და ჩვენ კიდევ
ღმერთს ვევედრებით რომ თქვენი ხილვა გვაღირსოს, და ჯერ კიდევ უიმედოთ არა
ვართ.
„ელისაბედმა თეკლემ და ჩემმა გრიგოლმა თაყვანისცემით მარჯვენას ამბორი
მოგახსენეს. რომელიც პატრები თქვენთან იმყოფებიან, უმდაბლესად მოვიკითხამთ
და მარჯვენას ვეამბორებით.
„თქვენი მაღალი ღირსების უმდაბლესი მონა ანდრია ზუბალოვი.
„ივლისის 24, 1845-ს, გორსა”.
--
„მოწყალე საყვარელო მამაო პატრი დამიანე.
„პირველად ნათლით მოსვილს მარჯვენას გეამბორებით, და შემდგომ დიდის
სიყვარულითა და პატივის ცემითა მრავალს მოკითხვასა მოგიძღვნით მე და ჩემი
სახლობა და მასთანვე ჩვენის ცოდვილის პირით ღმერთსა ვთხოვ რათა ჩვენდა
სასიხარულოთ და იმედათ სულიერად და ხორციელად უკანვე დაგვიბრუნოს თქვენი
სულიერი მამობა.
„აწ მოწყალეო ვიცით თქვენი მოწყალე გულისაგან და ესოდენი წლის
ამაგისაგან რომ ჩვენს ამბავს იუწყებთ ღვთის მადლითა და თქვენის კურთხევით
თუმცა ცოცხალნი ვართ არამედ ძრიელ მწუხარენი და თვალ ცრემლიანი
გახლავართ ყოველს ჟამსა თქვენს გამო. ასე მოიხსენიეთ რომ ყოველი ნაღველი
დავიწყებული გვაქვს და ღმერთსა ვწირავთ ოღომც ღმერთმა თქვენი ნახვა და
მობძანება გვაღირსოს.
„მოწყალე სულიერო მამაო ამ რავდენიმე დღის წინეთ ივანე ზუბალოვი
წამოვიდა და იმის ხელით წიგნი გახლეთ იმედი მაქვს მიიღებდით.
„ჩვენ დღე და ღამე ვევედრებით ღმერთსა რომ თქვენი მობძანების ხმა
გაგვაგონოს როგორათაც გაზეთებში გვესმის ნემენცისა; რომ წმინდა მამისაგან
საკუთრივ თქვენი საქმეების გამო კურიელ გამოუგზავნია პეტერბურგში ჩვენს
ხელემწიფესთან და მის შემდგომათ კი ეს ერთი თვე ჯერ გაზეთი არ წაგვიკითხავს
ზუბალოვი ზაქარიას რომ შეგვეტყო რაიმე ახალი ამბავი და სხვა.
„ჩვენი კათოლიკობის ამბავი თუ მოიხსენიებთ მოკლედ მოგახსენებთ რომ თუ
არ ეცადეთ უკანმობრუნებისათვის ძრიელ გაგრილდების ჩვენი სარწმუნოება ამ
საქართველოში უთქვენოთ და ახლა თქვენ იცით და სხვა.
„მოწყალე სულიერო მამაო არ ვიცი თუ რა მიზეზისათვის დააგვიანეთ პასუხი
გრაფ ვარანცოვის მოწერილობაზედ რომელიც თქვენს გამო ქაღალდი გამოგზავნეს
ჩვენი მანდაურ კონსოლთან...
„მადლობა ღმერთსა ჩვენ კათოლიკობაში მშვიდობა არის კარგა-ხანია არავინ
მომკვდარა მიზანდარათ მაია იძახის მინამ პატრები არ მოვლენო მე აღსარებას არ
ვიტყვი და იმედი მაქვს ღვთისაგან რომ უიმითოთ არ მოვკვდეო.
„პალკავნიკი ზოციკიმ და სხვათა მოგიკითხეს, პეტრუზამ ზაქარია ზუბალოვმან,
გიორგი ზუბალოვმან და სვათაც.
„მარიამ ცრემლოვანის თვალით ამბორება მოგახსენათ, და მართლად
გაგიკვირდებათ რაისაც საკანუნოსა ესა სწევს თქვენი მობრუნებისთვის.
„სხვებ დავშთების თქვენი მაღალი ღირსების მოსამსახურე და
„სულიერი შვილი. ივანე ამირაღოვი.
„18(7/28) წელსა, ტფილისით".
--
„ყოვლად პატივ უსაცემლესო, მარადის საგონებელო და სანატრელო,
ტკბილო სულიერო უ ̃ო უ ̃ო პატრი უმფროსო,
„პირველ ნათლით შემოსვილს მარჯვენას გეამბორები დიდის სიყვარულითა,
და შემდგომ უმორჩილესად მრავალს მოკითხვას მოგიძღვნი.
„მოწყალეო სასურველო მამავ, თუმცა გვესმა წერილითა თქვენითა, ჩვენ
უბედურთა სიხარული ეგე რომ ისევ მანდ ტრაპიზონში ბრძანდებით მშვიდობითა
რომელზედაც განვიხარეთ რომ ეგ იმედი კვალად ანუგეშებს ნახვასა თქვენსა:
არამედ ასე უნდა მოიხსენოთ უფრო მრავალნი მწუხარებანი გვეძლევიან ესრედ
რომ ესოდენი წლის მოამაგენი და საყვარელნი სულიერნი მამანი ჩვენნი, ეგოდენ
ახლორესა ბძანდებით და არა ძალ გვიძს ხილვა თქვენი გასახარებლად როგორაც
ხორციელად, უმეთეს სულიერად.
„გამბედნიერებელნო ჩვენნო თუმცა რაც ღონის ძიება გვქონდა მოვიხმარეთ
მობძანებისა ჟამსა უ ̃ი გრაფ ვარანცოვისა, და ცრემლიანით თვალით ვევედრეთ
როგორათაც ჩვენა, ეგრეთვე დედა კაცნი: და წერილითაც მოვახსენეთ ესრეთი
მწუხარება ჩვენი ა ̃დ მხოლოდ იმ იმედით გვანუგეშა რომელიც დონ ანტონმა
გაახლოთ წერილით მთავრობის შუამავლობითა და მოგწერათ ყოველი გარემოება
რომელსაცა უკვე სცნობდით. არამედ ჯერეთაც თქვენგნით სასიხარულო პასუხი არა
გვესმა რა და ვართ ესრეთ დატოვებულნი დიდს მწუხარებასა შინა შთაღუპულნი:
ერთი სიტყვით მოწყალეო სულიერო მამავ ჩემი მოხსენება ეს არის თქვენთანა
როგორათაც მე ვხედამ ამ ჩვენს კათოლიკეთა შორის უბედურობასა და ღვთის
შიშისაგან მოშორებასა უთუოდ ღვთის სიყვარულისათვის უნდა ეცადოთ ყოვლის
ღონის ძიებითა როგორც არის შებრალებითა ნება მოატავინოთ უკან
მობრძანებისათვის...
„მე ჩემს კერძოდ გეღაღადებით ცრემლიანი თვალითა რადგანაც დიდ
საჭიროთა ვრაცხამ: ღვთის სიყვარულისათვის იზრუნვოთ და იტვითთოთ კვალად
უკან მობრძანებისათვის; და ამასთანვე ამასაც მოგახსენებთ რომ იცოდეთ, ეს
უფალი გრაფ ვარანცოვი ასეთი კეთილი გვამი ბძანდება, და ღვთის მოყვარული
რომ, თუ ღმერთმან გვაღირსა თქვენი მობრძანება დიდი ბედნიერი შევიქმნებით
თქვენცა და ჩვენცა, და დიდათაც გაბრწყინვალდება ჩვენი ეკლესიანი თუ ამის
დროში თქვენი მოსვლა მოხვდების. უნდა იცოდეთ ძრიელათაც შეგიყვარებსთ და
დიდ პატივსაც მოგცემსთ თქვენი კეთილის მაგალითის დაგვარ, რადგან ბრძენი
არის და კეთილი: და თუ ღმერთს ენება იქნობამდისინ თქვენ აქ ბრძანებულ
იყავით, უთუოდ ეცდებოდა პირდაპირ იმპერატორთან, რომ აღარ წაბრძანებულ
იყავით, არამედ სულ ჩვენი ცოდვისაგან მოხვდა თორემ ღმერთი იმ ფიქრს
მოგცემდათ როგორც იყო იმ ზამთრობით დაკეტილს სასახლეში დაჰყობდით
როგორც ნეგარდმა ბრძანა.
„აწ არაბ ოღლი რომ მოვიდა იმან მიამბო თქვენი შვიდობის ამბავი, და
დიდათაც განვიხარეთ მას ზედა რომ ვითამც მანდაურ ქონსოლებისაგან დიდი
პატივისცემა გაქვსთ და მითხრა რომ ორასი ოქროც სახარჯოთ მიეცათო მათვისაო:
თუმცა მე სარწმუნოთ გახლავარ რომ ღვთის ბრძანებით სადაც ქვეყანაზედ ორი
პური იპოვებისთ ერთი თქვენი არის ყოველივე მოუკლებელი გექმნებისთ ღვთის
მადლითა; მეორეთაც ამაზედ დიდათ განვიხარე რომ პატრი ბონავენთურა
საყვარელი სულიერი მამა მანდ თქვენთან ენახა და ვმადლე ღმერთსა.
„ოჰ მოწყალე სულიერნო მამანო, ჭეშმარიტად მე ჩემს კერძოდ მოგახსენებთ
ნაკლებ სიხარულად და ბედნიერად არა ვრაცხამ თავსა ჩემსა თუ ჩემს სიცოცხლეში
კვალად მეღირსება ნახვა თქვენი ვგონებ მიემსგავსოს სიხარული ჩემი და სხვათაცა
ოდესაც ერთი ჩემებ ცოდვილი მოიქცევის ცხონდების, და განიხარებენ დიდათ
ანგელოზნი ცათა შინა, რომ ღმერთმან გვაღირსოს თქვენი ხილვა და ისიცა.
„ვიცი სარწმუნოთ რომ დიდი დანაშაულობა მომიძღვის წინა თქვენსა წიგნის
მოუწერლობისათვის რაც წაბრძანებულხართ არც ერთი წიგნი არ მომიწერია,
არამედ მერწმუნედ რამდენ გზის ავიღე ყალამი და ვიწყე წერა: არამედ ცრემლმან
და გულმან არ გამიშვა, და ეხლაც თუმცა ვწერ დიდის ცდითა და სიფრთხილითა
მაგრამ მე თვით არ ვიცი სწოედ და აღარ მახსობდების, რასაც გწერთ. გთხოვ
უმორჩილესად რათა მომიტეოთ, უნდა მოიხსენოთ როგორათაც მგლოვარე
ჯერეთაც ისე არს ჩვენი ეკლესია და მრევლი, მეტადრე ჩემი სახლობა და მართა,
თუმცა მართალია ყოველთვის განუშორებელი პოლიაქის პატრი არის, და ყოველ
დღე სწირავს, და აგრეთვე ტერ სიმონა, და ტერ აკოფა. არამედ ჩვენი ფიქრი და
გონება სულ თქვენთან არის. ფრა ანტონი კარგის პატივით დავმარხეთ პლოსიოთ
და ბაბთებით მოვრთეთ კუბო, და ზემო სახში ქელეხი გვქონდა კარგი.
„მოამაგევ და ფ ̃დ მოწყალეო მამავ პატრი უმფროსო, იმედი მაქვს ღვთისაგან
რომ ჯერეთ უკან მობრძანდეთ, და თუ ვინიცობა რომ ღვთის ნება ეგრეთ იყოს და
წაბრძანდეთ, გთხოვთ დიდის ვედრებითა აღმისრულოთ აღთქმა იგი და ეცადოთ
ანუ თვით თქვენ და ანუ სხვის შუამავლობითა რომ ამ ზუბალოვი ივანეს ხელით მეც
მეღირსოს თქვენს წყალობითა წმიდა მამის კურთხევის პატენტი, რომელი იოსებ
ზუბალოვს აქვს მიღებული როგორათაც თქვენ მიბრძანეთ; გევედრები დიდათ რომ
ამაზედ უთუოდ იფიქროთ და ღონისძიება მოიხმაროდ რადგანაც დიდათ მომსურნე
გახლავარ ღირსი გამხადო ამ დაუფასებელი ბედნიერებისა თქვენს
სადღეგრძელოთ და სახსოვრად.
„ამისთვის გთხოვ რათა დაუვიწყარ გვყოთ უღირსნი მარადის ლოცვასა და
წირვასა შინა, და აგრეთვე ჩვენც ცოდვილნი ვასრულებთ დღე წმინდა წირვასა
ზედა ვალსა თქვენის ხილვისათვის და მშვიდობისათვის, სამი მამაო ჩვენოს
თქმითა, სამს გიხაროდნის და სამი დიდება მამისა თქმითა წმინდა სამების
სახელითა, რომ მან გვაღირსოს განუზომელი მოწყალება ესე იგი ხილვა თქვენი,
რომ მით მივეცემით დიდსა ბედნიერებასა ახსარებითა და წმინდა საიდუმლოებითა,
რომ ღმერთმან გვაღირსოს.
„მე ამისათვის ახალსა და გავლილთა ამბავთა აღარას გწერ რადგანაც ველი
გარემოება და ამბავი რაც მე ვიცი, თვით ივანე ზუბალოვმანც იცის და პირის პირს
მოგახსენებსთ. მშვიდობისთ ჩემნო საყვარელნო სულიერნო მამანო და მოამაგენო
ამით მეორეთ გესალმები ცრემლოვანის თვალითა, და ღმერთსა ვთხოვ რომ ამ
წიგნის მიღების შემდეგ თქვენი წიგნით განვიხაროთ, როგორც ანგელოზთა
განიხარეს და ჩვენც მათთან ვხარობთ შობასა ზედა უფლისა ჩვენისა იესო
ქრისტესა. ეგრეთვე თითქმის მივამზგავსებთ თქვენს ხილვას სიხარულად,
რადგანაც უთქვენოდ ჩვენ და შვილნი ჩვენნი არა რაი ვართ სულიერის
ანგარიშითა. ამისთვის ვახსენებთ თუ მრავალი სულის დაკარგვა არ გინდათ ჩვენის
სარწმუნოების შვილთა უთუოდ ყოვლის ღონის ძიებით ეცადეთ და
მოგვეპატრონეთ.
„პეტრე მესათემა, ზაქარია ზუბალოვმან, ოჰანჯანამ, და სხვა ნათლით
შემოსვილს მარჯვენას გეამბორეს სიყვარულითა. ჩემა სახლობამ არამც თუ
მხოლოდ ნათლით შემოსვილს მარჯვენას გეამბორეს არამედ თვით ფეხის
ზურგზედა დიდის ცრემლითა.
„მაშინაც რომ მოგწერათ პატრი სიმონმა რომელიც წერილები იყო ფრა
ანტონასთან თავის ადგილს ჩავაბარე მაშინვე რომ მივედი და კვიტანციები მე მაქვს
შენახული ასე მოიხსენიეთ. ჩემს უხვს მოწყალეთა
მამათა ფრიად სანახავად სანატრელთა. პ. ბონავენთურას, პ. ფილიპეს. და პ.
ბერნარდესა ნათლით შემოსვის მარჯვენეს ვეამბორებით. და ყოვლად მოწყალეს
ღმერთსა ვთხოვ მათ ხილვასა ჩვენსა სასიხარულოდ: ახ. პატრი ბონავენთურამ, ახ
პ. ფილიპევ. და ახ. პ. ბერნარდევ. უთქვენოთ მკვდარნი ვართ. ახ. თქვენ
დამკარგავს.
„სხვებრ დავშთებით თქვენი მაღალი ღირსების ყოვლად პატივისმცემელი
მოსამსახურე და სულიერი შვილი. ივანე პეტრეს ძე ამირაღოვი.
„1845 წელსა კათათვის 18-სა ტფილისით”.
--
„მოწყალე ღირსო მამაო ბატონო პატრი დამიანე.
„დიდის სიმდაბლით ხელთ გემბორები, და გთხოვ ლოცვა კურთხევას.
„ჩემს ვითარებას მოიხსენიებთ მაკარიიდამ ღვთით და თქვენის ლოცვით
მშვიდობით გეახელ ყულევს. მაისში მაკარიისაკენ რომ მივემგზავრებოდი იმ დროს
აკოფა ბაჟოღლოვი მოვიდა ჩემთან და თქვენ მაგიერ მიამბო თქვენი შვიდობა
მასთანვე საერთოდ სხვა აქ ნამყოფი პატრებისა, ეგრეთვე თქვენთვის თოკების
მოქსოვაც გეამბნათ გავაკეთებინე 12 ი. თოკია სულ და ყველასთვის საკმაო
იქმნება, და ამ არუთენას ყასაბოვის ხელით მიახლებია და მიიღებთ. უმორჩილესად
გთხოვთ არ დამივიწყოთ თქვენის ლოცვით გთხოვ ჩემ მაგიერ მოკითხვა
განუცხადოთ პ. ფილიპეს, პ. ბონავენთურას, პ. ქერუბინეს, პ. ემიდიოს. პ. ემანუელს
და პ. ბერნარდეს.
„მოწყალების დედა ყოვლად წმინდა ღთის მშობელსა ვევედრებით არ
მოგვაკლოს და გვაღირსოს კიდევ თქვენი ნახვა, თავის სადიდებლად მეც ხვალ
ქუთაისისაკენ მივემგზავრები. თუ თქვენის წიგნით მომიგონებთ მოხარული
ვიქმნები.
„თქვენი მარად მორჩილი მონა გაბრიელ ენდრონიკავი.
„ოქტომბერის 26. 1845. ყულევს".
--
„კოსტანტინეპოლი ოქტომბრის 9. 1845.
„ფრიად პატივცემულო მამაო.
„მანდედგან წამისული მესამე დღეს აქ გიახელი. ის საძაგელი ქარი რომელიც
ამოვარდა ჰსწორედ ჩვენი წამოსვლის დროს, ჰქროდა მეორე დღეს შუაღამემდინ,
და რასაკურველია საკმაოდ არყევდა გემსა. მაგრამ ღვთით სულ მშვიდობით
გეახელით. თქვენ მგონია ძალიან შესწუხდებოდით, მანამ მიბრძანდებოდით
მიწაზედ.
„აქ პატრი უმფროსმა დამიჭირა თავის სახლში მე ძალიან ძნელად ვჰბედამდი
ამ პატივის მიღებასა, რადგან არ ვიცნობდი, პატრი მანველას გარდა, არც ერთს
პატრსა, და უმეტესად ამისათვის, რომ მე დაბინავებულიც გახლდი ცალკე ოთახში.
მე ეჭვი არა მაქვს, რომ ეს ჩემი პატივისცემა არ სწარმოვებდეს თქვენი
სიყვარულისაგან, რომლისათვისაც დიდს მადლობას მოგახსენებ.
„ამ ათ დღეზედ გეახლები მარსელს, მომავალს ცეცხლის გემითა. მე
ვჰსდილობდი რომ აქ მოვრჩენილვიყავი ჩემს საქმესა მაგრამ არ მოხდა ამისთვის
აქამდინ დამიგვიანდა.
„პ. ბონავენთურასა, პ. ფილიპეს და პ. ბერნარდეს ხელთ ვემთხვევი. ღმერთსა
ვსთხოვ რომ ჩემის დაბრუნების შემდგომ სულ ერთათ გნახოთ ჩვენს საწყალს
საქართველოში.
„მშვიდობით ბატონო! თქუჱენი ლოცვა და კურთხევა იყოს ჩემზედა.
„თქვენი სულიერი შვილი ივანე ზუბალოვი".
--
„თქვენო უმაღლესობავ, მოწყალე მამაო ფრიად პატივდებულო და
სანატრელო დიდის სიმდაბლით მოგიკითხავ, და თქვენს უვნე ცხოვრებას უფლისა
მხსნელისაგან ვითხოვ.
„შემდგომ თქვენი უსამღვდელოების წერილი რა მივიღე, დიდათ ნუგეშცემულ
ვიქმენ, თანვე თხოვნილი ჩვენი უღირსობისა. რომელმანც მოაწია აქ ახალციხით,
რომელიცვე გაეხსნა ტერ გრიგორ ნეფისოვსა, და იმა სარჯელისა თქვენისათვის
დიდათ მადლობელი ვარ. დიაღ სწორე იყო და მადლიანი, როდის იქმნება რომ
მობრძანებულიყოთ და თქვენის ხილვით გვეხაროს სიხარულითა დიდითა, თვალნი
და ფიქრი გზისაკენ გვაქვს. წინა თვებში ამბავი ამბავზედ გაიშალა მობრძნებისა
თქვენისა და სიხარული სიხარულზედ გვემატებოდა, ესრედ ერსაც რადგან
ტფილისიდამ მოეწერათ რომ პრიბილს ფრანსიის გაზეთა მოუვიდა და მასშიდ
ეწერა რომ, ტფილისიდამ გადევნილი პატრები ისე უნდა შებრუნდნენ თავიანც
ადგილსა, ამ პირობით რომ ოც წლამდი იყვნენ იმავე ადგილთ ყმაწვილები
გაზარდონ პატრად, გაგზავნონ საფრანგეთში გასწურთნონ გამოიცადნონ პატრად
ეკურთხონ და მოვიდნენ; კვალად გორით გვაუწყეს რომ მუხრან ბატონის შვილი
რომელი რუსეთში ყოფილა, თავისი მამისათვის მოუწერია, რომ იმპერატორმა
უბრძანა მინისტრსა, მისწერე საქართველოს მფლობელსა აცნობე რომ პატრები
შემოსასვლელი არიან, და მიიღონ პატივითაო. ხოლო რუსეთის გაზეთა არა რაის
აცხადებს თქვენს შემოსვლაზედ, თუ არ ხელმწიფის რომში შებძანებასა, ორ გზის
პაპთან ყოფნასა, წმიდა პეტრეს ეკკლესიის დავლასა და ნახვასა და მუნცა პატივის
მიღებისა, და მეხუთე დღეს გამოსვლასა, რომელი მე კიდევაცა ვთარგმნე
ქართულად და ის წინა ხმა და სასიხარულო ამბავი სულ მიწყდა არსიდ აღარ
ისმინება რა, თქვენს კერძოთაც ვერა რაი მტკიცე ცნობა მივიღეთ შემობძანებისა
თქვენის რომელთ სულ და სულ მოგელით ამ დღეებში, და ღირსი ვერ გავხდით.
ამა ფრიად ცოდვილისა და უბადრუკისა ლოცვა და საკანუნო ღთის წინაშე ვგონებ
რომ არ იწყნარება. ჭეშმარიტს მოგახსენებ რომ ამ კერძოდ ჩემი ფიქრი და ნატრა
ეს არის, რათა შერცხვნენ და დამდაბლდნენ წმიდა ეკკლესიის მტერნი, და
დაიხშოს პირნი კათოლიკე წმიდა სარწმუნოების დამამცირებელთა მაგრამ აწ ის
წინა სიხარულმა აღგვიცარცვა საქმის შეუსრულებამან, და ვართ ასე დაღონებული
და მოლოდინე თქვენ მიერ სწორე ბეჯითი ამბავისა, თუ ვითარ უნდა იქმნას. მე ჩემს
კერძოდ იმედი არც გადმიწყვეტია და არც გადვიწყვეტ მაცხოვრისა ჩვენისაგან
რომელი უტყუარი არის და თავის წმიდა ეკლესიას არავის დააქელინებს, უმეტესად
გააბრწვინებს და ადიდებს რომელსა ზედა ესეთი ნუგეშით ერსაც სასოებაზე
ვამტკიცებ რაოდნათაც ძალმიძს, შეწევნითა ღვთისმშობლისა. რომლისათვისაც
ვიპოები ტანჯვასა შინა და დიდს შეწუხებაში თუ შინაურ მტრისაგან, და თუ ცრუ
მატყუარ მეგობრისაგან, ასე რომე არ გვაკლებს დევნულობასა ის შინაური მტერი
სარწმუნოებისა, წმიდა ეკლესიისა. და ჩვენი სულისა, რომელიც მოუშვია უფალსა
ჩვენზედა ჩვენს გასატანჯავათ, და გამოსაცდელად. იმ საწყალს კიდევ ეჩივლა
ჩვენზედ მთავარ-მართებელთან, და ტფილისიდამ მისი შემწე დირეხტორი გ ̃ინა
პირი მთავარმართებლისა იწერებოდა ნაჩალნიკთან ქუთაისის უეზდისა, რომელმან
გამოგვიცხადა და წერილი იგი კითხვითა, თუ წმიდა საიდუმლოთ ხმარებათა ზედა,
თუ სახლთა შორის ასრულებათა ზედა, თუ იმ შავგულიანის უთანხმოებათა ზედა, თუ
გვირგვინის კურთხევის საიდუმლოთა შესრულებათა ზედა, რუსის ზაკონებით
გამოძიებანი ამა და ამ ტომის კანონებისა მათისა, რომელთა ზედა გვთხოვდა
თვითეულად პასუხსა, და მივეცი მოკლედ ერთი პასუხი რომ ჩვენ ვართ რომის
აღიარებისანი. მისი სჯულიერი და კანონიერი უმფროსისაგან გ ̃ა მთავრისაგან
მიმიღიეს შეძლება საიდუმლოთ ხმარებიბითა, ვალდებულებითა, და ჩვენი წმიდა
სარწმუნოების დარიგებისამებრ აღმისრულებიეს და აღვასრულებ იმათზედ
რომელნიც ჩემდა ერთ მაღვიარებელნი მომმართვენ მე, და არა ძალმიძს
დაცხრომა ჩემი ვალდებულებეთი სამსახურისაგან სასულიეროისა, და არც
შემიძლია მოწყვეტა წმიდა საიდუმლოთაგან ერისა მის; რა საქმე აქვს მას
შაჰყულოვს სახორციელო მთავრობასთან, ანუ რა სასულიეროს სახორციელოსთან
აქვს რაიმე კანონიერი საჩივარი, ჩვენ გვაქვს სასულიერო მთავრობა, მას
მიმართოს და მან გვკითხოს ჩვენ და ჩვენ ვიქმნებით მისდა პასუხისმგებელი. ამ
გვარი წერილი ჩვენი გაუგზავნა ნაჩალნიკმა დირეხტორსა პასუხად მთავარ-
მართებლის კითხვათა. მესამე მოვიდა აქ ტფილისიდამ ერთი წერილი, რომელიც
პოლიციაში გამოგვიცხადეს ჩვენ ორთა, მაგრამ ფარულად, ეს რომ ვითომც
მთავარ-მართებლის მიერ თქვენ რაისაც სასულიერო სამსახურს ასრულებთ,
თანახმობით გინა მორჩილობით იყოს შაჰყულიანისაო, არც გვკითხეს რაიმე, არც
არა პასუხი გვთხოვეს. მხოლოდ ხელი მოგვაწერინეს რომ გამოგვიცხადა:
ახალციხეს რაც მოიქმედა იმ სულიერმან ტერ გრიქორ ნეფისოვთან. ყოველივე
ვიცი რომ მან მოგწერათ, ნახე იმისი მზაკვრობა. აწ მივიღე ცნობა რომ მთავარ-
მართებელი და ნერსესი ახალციხეს უნდა მოვიდნენ, მოელიან მარტის 22-საო: იმ
თქმულობისამებრ დღეს იქ უნდა იყვნენ. არ ვიცი თუ რა საქმე არის. ეგები მას უნდა
აკურთხებინოს შავსულიანი ეპისკოპოზად. ანუ თუ იმასთან შეერთდეს, თავისი
ერითა, რადგან სომხის გვარია, და ამითი უფრო მოტყვილდნენ უბედურნი ერნი
მისი შემდგომნი. და მერმე ერთად რუსის რჯულთან, ღმერთმა კი დაიფაროს, თუ
სხვა რაიმე არის ვინ იცის. ვნახოთ რა ხმა გამოვა, რა ვქმნა რომ მორწმუნე
წამსვლელი მომსვლელი თქვენკენ არავინ ჩნდება, თვარა სულ მალე
შეგატყობინებ, ესეც თრთოლით მიმიცია ამ გიჟისათვის, და როდეს ეს წერილი
მოგბარდესთ გთხოვ რომ ერთი მცირე ზაპისკა მისცეთ რომ მომბარდა გაუხსნავი...
„ილოცევდით ჩემთვის, რომელი დავრჩები უ. ღ. ტერ იაკობ მურადოვი.
„23 მარტისა, 1846. ქუთაისსა”.
სიმოკლის გამო სხვა ბევრ ამისთანა წერილს ვსტოვებთ და აქ აღარ მოგვყავს,
და არც რომ შემეცნებას უწერთ აქ მოყვანილს წერილებს, რადგან წიგნი ძრიელ
გავრცელდებოდა უკეთუ ყველასთვის შესაფერი შემეცნება მიგვეძღვნა.
ამ წერილებით ვაბოლოვებთ ამ ჩვენს წიგნს. ვგონებთ, ამან იკმაროს
ქართველი კათოლიკების შესახებ აღძრულის კითხვის პასუხად. რადგან აქ
მოყვანილი საბუთები შეეხება თითქმის ყველა დროს და საქართველოს უმეტეს
პროვინციებს, ამ საბუთების წარმოდგენის დროს ჩვენ, სიმოკლისათვის, ყველას
განმარტებას არ გამოუდექით. მომეტებული ნაწილი შეუნიშვნელად დავტოვეთ,
ამიტომ, უადგილო არ იქმნება, რავდენისმე სიტყვით საზოგადოდ ჩვენი აზრი
გამოვსთქვათ.
XIIl საუკუნიდგან ვიდრე XVI საუკუნემდე საქართველოს კათოლიკობის შესახებ
ყოველი გარემოება ვერ გამოვიკვლიეთ, რადგან იმ დროებისა ბევრი სხვა და სხვა
საგნის საბუთები დაკარგულია. გარნა რაც კი აღმოვაჩინეთ და წარმოვადგინეთ,
ნათლად გვიჩვენებს, რომ კათოლიკობა საკმაოდ გავრცელებულა, ვინაიდგან
კათოლიკე სარწმუნოების საეკკლესიო იერარქია დაწესებულა და ეგოდენნი
ლათინთ ეპისკოპოსნი და მოძღვარნი ყოფილან. ეს გარემოება იმასაც გვიჩვენებს,
რომ იმ დროს საქართველოში კათოლიკობისათვის არავითარი წინააღმდეგობა
გაუწევიათ არც ქართველთ მეფეებსა და არც თვით ერსა, ის კი არა, თუ მთავრებს
და თუ ერს დიდი თანაგრძნობა და შემწეობაც უნდა აღმოეჩინათ, რადგან უამისოთ
აქ საეკკლესიო იერარქია ვერ მოიკიდებდებდა ფეხს, როგორათაც ეს დავინახეთ
შემდეგს საუკუნოებში. უწინდელ ხშირ ომებს და მეტადრე ოსმალების გაძლიერებას
და მათ საქართველოსთან მოახლოებას ამ ლათინის მოძღვრებისათვინ ხელი რომ
არ შეეშალა და საქართველოში შემოსვლის გზა მათთვის არ მოესპო საქართველო
იმ დროშივე მიაწევდა განათლების უმაღლეს წერტილსა, რადგან ლათინის
მოძღვრები წმიდა დომინიკეს და წმიდა ფრანჩისკეს წესისა, რომლებიც ხშირად და
გუნდ გუნდათ მოდიოდენ საქართველოში ყოველის მხრით მეტად განვითარებული
პირები იყვნენ, მსოფლიო ისტორიიდან ვიცით, რომ ევროპაში შუა საუკუნეში,
სწორედ ამ ორდენების მონაზონებმა დაიცვეს და განავრცელეს ყოველგვარი
განათლება, იმისთანა ბედნიერი დღე მოელოდა საქართველოსაც, ამ მონაზონებს
რომ შესძლებოდათ მუდამ გავრცელება ჩვენში თავიანთი სწავლა-მოძღვრებისა.
მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისს საქართველოში მოსულნი თეათინელი
მონაზონები არა ნაკლებ განათლებულნი პირნი იყვნენ. იმათაც შეეძლოთ
საქართველოსათვის დიდი სარგებლობა მოეტანათ. მაგრამ ეს ვერ მოახერხეს,
ამისი პირველი მიზეზი იყო სპარსელების ხშირი შემოსევა საქართველოში; მეორე
მიზეზი -სომხების მტრობა. ამის გარდა, უნდა დავასახელოთ ისიც, რომ
თეათინელებმა ვერ გაუძლეს გაჭირვებას, მეტად შეუშინდენ საქართველოს ესეთ
გარემოებას და სამეგრელოში გადაიხვეწნენ. მეორე უფრო მეტი შეცდომა მათი ის
იყო, რომ ერთბაშად მოინდომეს გაკათოლიკება სხვა და სხვა ტომებისა და
წინდაწინვე არ გაზომეს თავიანთი ძალა. საქართველოში მოღვაწეობას არ
დასჯერდენ და ინდოეთშიაც გახსნეს ახალი მისიონი, თვით იმ დროს, როდესაც
საქართველოში მათი რიცხვი საკმაოდ არ იყო და ვერ გასწდომოდენ ამ ქვეყნის
ყველა საჭიროებას. ამ ნაირი საქმის დაჭერამ დიდად ავნო. ვეღარ იშოვეს საკმაო
მისიონერები, რომ თუ ინდოეთსა და თუ საქართველოში გამოეგზავნათ. თავიანთის
სიცოტავის გამო იძულებულნი გახდენ არა მარტო საქართველოსი, არამედ თვით
ინდოეთის მისიონიც მიეტოვებინათ. მაინც იმათმა მოკლე დროს შრომამ
საქართველოში უქმად არ ჩაიარა. როგორც უკვე ვნახეთ, ერს დიდი სამსახური
გაუწიეს და ბევრნაირი სიკეთე უყვეს. გარდა ამისა საქართველო მთელს ევროპას
გააცნეს თავიანთის წერილებით, რაც სხვა ორდენის მისიონერებს არ უქმნიათ.
ხოლო საქართველოში უკანასკნელად მოსულის კაფუცინებისაგან დიდი არაფერი
არ იყო მოსალოდნელი ისე, როგორათაც მოითხოვდა საქართველოს საჭიროება,
რადგან განათლების მხრივ, კაფუცინების ორდენს სხვა ორდენთა შორის
უკანასკნელი ადგილი უჭირავს. მიუხედავათ ამისა, კაფუცინებს შეეძლოთ საკმაო
ნაყოფი გამოეღოთ, უკეთუ საქართველოში მოსული ყველა მისიონერები
შესაფერად მომზადებული ყოფილიყვენ თავიანთი მისიონისათვის. სამწუხაროდ,
რის ქმნაც კი შეეძლოთ კაფუცინებს, ისიც ვერ აღასრულეს სომხების გამო,
რომელთაც იმდენჯერ სდევნეს და ყოველი ღონისძიება იხმარეს, მათი შრომა
ყოველი მხრით უნაყოფო ექმნათ. ამნაირის უსამართლო და ბარბაროსულის
დევნით სომხებმა მარტო კათოლიკე სარწმუნოებას კი არ ავნეს, არამედ სრულიად
საქართველოსაც დიდი ზარალი მიაყენეს, რადგან უმეტეს შემთხვევაში კაფუცინებს
ხელი შეუშალეს და არ მიუშვეს ექმნათ ის სიკეთე საქართველოსათვის, რის ქმნაც
კი შეეძლოთ. ეს რომ არ ყოფილიყო, 1661 წლიდგან დაწყებული 1842 წლამდე
საქართველოში 178 კაფუცინი, ერთი მეორის შემდგომ მოსული, რაგინდ დიდი
უმეცარი ყოფილიყვნენ, იმაზედ უმეტეს ნაყოფს გამოიღებდნენ, რაც კი იმოქმედეს
ეგოდენი დევნულობის დროს.
ქართველმა ერმა კი დიდათ დააფასა მისიონერების შრომა და ყოველგვარი
თანაგრძნობა აღმოუჩინა; გარდა ორი სამი შემთხვევისა, მუდამ დაიფარა ისინი
მათის მტერის წინააღმდეგ, არც ქართველთ მეფენი იყვნენ ნაკლები მათნი
მფარველნი. თუ მეფეს თეიმურაზ მეორეს არ ჩავაგდებთ ანგარიშში, თითქმის
ყველა მეფენი მათ თანაუგრძნობდენ და ბევრნაირათაც ეწეოდენ; ეგრეთვე
რავდენმამე მეფემაც მიიღო კათოლიკე სარწმუნოება. თუ ქართველების
მომეტებულმა ნაწილმა არ მიიღო კათოლიკობა, ამის მიზეზი ის კი არ იყო, რომ
ქართველი ერი ვითომც მტერი ყოფილიყოს კათოლიკე სარწმუნოებისა, ან მისდამი
მიდრეკილება არა ჰქონოდეს, არა, ამ აზრის წინააღმდეგი საბუთები უკვე ბევრი
წარმოვადგინეთ. ეს უნდა მივაწეროთ საქართველოს სხვა და სხვა გარემოებას,
რომელიც ხელს არ უწყობდა, ეგრეთვე უნდა დავაბრალოთ მისიონერების
უხეირობასაც, რადგან ისინი არ ეცადნენ ანუ ვერ შეიძლეს, აღმოეფხვრათ
ქართველების გულში, რაც კი ბერძნებმა შურით ჩაუნერგეს მათ კათოლიკე
სარწმუნოების წინააღმდეგ ეგრეთვე ვერც ჩაახვდინეს, რაოდნათაც საჭირო იყო,
კათოლიკობისადმი უკვე მიდრეკილი ქართველი ერი, რომ კათოლიკე
სარწმუნოება და მართ-მადიდებელი სარწმუნოებას შუა არაფერი არსებითი
დოგმატიკური განსხვავება იყო; ვერც მოახერხეს ემოქმედათ მათზე წმიდა გიორგი
მთაწმინდელის მაგალითით, რომელიც კათოლიკე სარწმუნოებას ისე შეუცვლელად
აღიარებდა, როგორათაც დაუცავს საქართველოს ეკკლესიას. კაფუცინებს საკმაო
ნიჭი რომ ჰქონოდათ, უეჭველად, თუ ერთიან საქართველოს არა, მის უმეტეს
ნაწილს მაინც მიაღებინებდენ კათოლიკობას.
მაინც კი მათი უმადური არ უნდა ვიყოთ, რადგან, თავიანთის შეძლების
დაგვარ, ეგოდენ სხვა და სხვა, ხშირათ დაუძლეველ დაბრკოლებათა შორის,
განავრცელეს და დაიცვეს ქართველებში განათლებასთან კათოლიკობაც,
რომელიც საქართვილოს სხვა და სხვა კუთხეში დღევანდლამდე არსებობს.
თავი X
ქართველი კათოლიკენი XIX საუკუნეში
საუკუნის მიწურულში ულმობელმა მტერმა დიდი უბედურება დაატეხა თავს საქართველოს, სამარეს კარამდე მიიყვანა. საქართველოსთან ერთად კათოლიკობაც დიდ განსაცდელსა და უკანასკნელ მდგომარეობაში ჩააყენა. ტფილისის აოხრებასთან ერთად ბარბაროსმა სპარსელებმა არა თუ მისიონერების ეკკლესია და მონასტერი მთლად გადასწვეს, არამედ ბევრი კათოლიკეც დახოცეს და ზოგიც ტყვედ წაიყვნეს. ამნაირ სამწუხარო მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა, მწარედ შეჭირვებული, თითქმის სულ-მობრძავი, თავის გამოხსნას და კვალად სიცოცხლის დაბრუნებას მოელოდა. საერთო მოლოდინი ამაოდ არ დარჩა. XIX საუკუნეში, რა შემოვიდა საქართველოში რუსის მთავრობა, მტერს თავ-ზარი დასცა და დამყარდა მშვიდობიანობა. ამ მოვლენამ მისიონერებსაც ნუგეში სცა და დააიმედა, რომ ამიერიდგან ვეღარც მტრები ინავარდებდენ კათოლიკების წინააღმდეგ და ვეღარც პატრებს დაუშლიდა ვინმე თავიანთ სამსახურის თავისუფლად აღსრულებას. ამნაირის მოლოდინისაგან გატაცებულნი, საერთო სიხარულს მიეცნენ. მართლაც ამ საუკუნემ, როგორც საქართველოს, ისე კათოლიკობასაც ახალი ხანი დაუყენა. ამ დიდ განსხვავებას ცხადათ დავინახავთ ამ თავში მოსაყვანი საბუთებიდგან.ჩვენგან ჩვენი გამოკვლევა XIX საუკუნის ნახევრამდინაც არ მივა, არც ყველა

Comments
Post a Comment