სრული საგიჟეთი

ვუყურე კურიერს... სრულ საგიჟეთში კი ვცხოვრობთ, ამით უკვე ვიღას გააკვირვებ.
ცემატყეპა პოლიციასთან, მგონი პოლიციამ გადააჭარბა ამ ამბავში, ბალაგანი ინგოროყვაზე საკნებთან. კუკავა პირდაპირ ეთერში იგინება, სხვები კი ყვირიან რომ 60-ს გადაცილებული სარაფნიანი ქალბატონი ვანოს აგენტია... სასაცილოდ ჟღერს სატირალი რომ არ იყოს.
გაეროს ოფისთან აქციაზე ლექსუსი შეიჭრა და დაეჯახა ასაკოვან ქალებს... რამ გაგვაცხოველა ხალხო??? ყველაზე სამარცხვინო კი ისაა რომ ამ ყველაფრის შეფასებას დიპლომატებს სთხოვენ, უკაცრავად მაგრამ ისინი ან რა შუაში არიან ან რა მათი საქმეა? რატომ იქცევიან ”პოლიტიკოსები” როგორც საბავშვო ბაღის ურჩი ბავშვები და საქმის გასარჩევად უფროსთა ჩარევას ითხოვენ...
ამასობაში კი გაურკვევლობაა მამისონის უღელტეხილზე... შსს აცხადებს რომ სრული წესრიგია, ჭორბიურო ფორუმზე კი ფრიად არასასიამოვნო ჭორებია. http://forum.ge/?f=29&showtopic=33979197&st=150
ბოლო ბოლო რა ხდება იმ 20 კმ-ზე? საიდან წამოვიდა ეს ჭორები, თუ ჭორია... თუ არა და... ამ დებილების ხროვიდან ოპოზიციას რომ უწოდებენ თავს, ხელისუფლებით დამთავრებული, რატომ არის დუმილი?? თუმცა არა, შსს-მ უარყო... მაგრამ... საიდან წამოვიდა ჭორი??
და ნუ თუ ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის უფრო მნიშვნელოვანი პირადი გამორჩენა და პოლიტიკური ცირკია და არა ტერიტორია? ისე კი ეგრეა...
მოკლედ რაც მოგვდის ვიმსახურებთ როგორც ჩანს. რუსები კი ახალ წვრთნებს იწყებენ... შარშანდელი რითი დამთავრდა იმედია ყველას გვახსოვს. წელს მორალურად მზად ვართ... ვითომ.. აბა რამდენი იხსენებს საბჭოთა ჰიმნს და სკივრიდან იღებს დამტვერილ წითელ დროშას? რამდენს უნდა რესტორანში მიუჯდეს რუსებს და ჩახუტებულმა დალიოს მათთან არაყი?
რამდენი მისცემს ხმას მომავალ კადიროვ-კოკოითის რომელსაც მოსკოვი დაგვინიშნავს და გაუსწორდება სხვა აზრის მქონეებს, როგორც ეს იმ კარგად თუ ავად სახსენებელ საბჭოთა დროს იყო, როდესაც 37 მანეთად დაფრინავდნენ მოსკოვში და იგორებდნენ რუსის ნაშებს?
მასიურ ინფანტილიზმს სწორად იქეთ მივყავართ, რომ მალე ჩვენი ბედი ჩვენი გადასაწყვეტი აღარ იქნება, აგვიფრიალებენ წითელ დროშას, ვიმღერებთ ჰიმნს, გავიხსენებთ გეორგიევსკის ტრაქტატს, მოვიგონებთ მოძმე ერთმორწმუნე რუსებს, ნუგეშად ჩვენს კაცებს ერთ-ორ უს ნაშას გადაუგდებენ და ასე დამთავრდება ყველაფერი, კიდევ რამდენიმე ათეული წლით... ყველა კმაყოფილი იქნება.
ახლა კი უკუ ათვლა დაიწყო ბოლო წუთებამდე?
ღმერთო რატომ მშობე ამ მიწაზე?

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия