ეკოლოგიური...

ზაფხულში, ომის დროს რა ამბავი ატყდა დამწვარი ტყეების შესახებ ბორჯომის ხეობაში გახსოვთ ალბათ, თან კურიერი რატომღაც ამ ყველაფერს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს უკავშირებდა.
ამ დროს კი ეროვნული პარკის მხოლოდ 10 ჰეკტარი დაზიანდა, ძირითადი ზარალი კი წაღვერის ტყეებს მიადგა. 1-2 თვის შემდეგ კი ჩემი თვალით ვნახე დაბა და წაღვერი. მართლაც კატასტროფა იყო, ოღონს ცოტა უფრო სხვანაერი. ერთ დამწვარ ხეზე 10 დამწვარი კუნძი მოდიოდა. ოღონდ ეგ იმიტომ კი არა რომ ხეები მთლიანად დაიწვა, არამედ იმიტომ რომ ეს ხეები უკვე გაჩეხილი იყო. უბრალოდ ხანძრამდე არ ჩანდა შორიდან თუ რას ჰგავს წაღწერის ტყე.
ახლა დაბაძველში ვიყავი, კახისის ტბაზე, იქაც ანალოგიური სიტუაციაა. აქ არავითარი ხანძარი არ ყოფილა, მაგრამ ტყეები განადგურებულია. შორიდან არ ჩანს, მაგრამ საკმარისია სევიდე ტყეში და დაინახავ წაქცეულ ხეებს, აქედან მხოლოდ მსხვილ მერქანს ზიდავენ, შედარებით წვრილი კი, რაც შეშაზე, ღობეებზე და სხვა რამეებზე გამოდგება ტოვებენ. ეს ხე ლპება, ჩნდება ჭია, და ეს ანადგურებს ცოცხალ ხეებს.
დაბაძველში მხოლოდ ახალგაზრდა ნაძვებია, კიდევ კარგი ბუნება საკუთარ თავს შველის მაშინ როდესაც მას ადამიანი სპობს. აქ ვერ ნახავთ 10 მეტრიან დიდრონ ფიჭვებს, ისინი დიდი ხანია გაჩეხილია.
ბორჯომის ხეობის ტყეები ჩვენი ეროვნული საგანძურია... ვითომ...
ბორჯომის ხეობის ტყეები აღარ არსებობს. მხოლოდ ეროვნულ პარკშია ტყე შენარჩუნებული.
ბორჯომის რაიონი ლიდერობს ხე-ტყის უკანონო მოპოვებაში.
ქართველები თავად ვსპობთ ჩვენს ტყეებს...
და ამის შესახე სხმას არავინ იღებს.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия