ქართული მარაზმები

რატომ ვწერ ამას? იმიტომ რომ ბოლო თვეების მანძილზე ქართველები და საღი აზრი უფრო და უფრო შეუთავსებლები ხდებიან.. უმცირესობა ვინც მოუწოდებს ოპოზიციას შეწყდეს ბალაგანი რჩება როგორც ხმა მღაღადებლისა უდაბნოში. უმრავლესობა სირაქლემასავით აშორებს თავს პრობლემებს.. რადიკალური ოპოზიცია კი ბალაგანით ერთობა. ისეთი რეგულარული და სტაბილური როგორც გადატრიალებები და ომებია არაფერია ამ ქვეყანაში და ეს პირველ რიგში ჩვენივე ბრალია. არ მახსოვს რა ხდებოდა 90-ანების დასაწყისში, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი ასნალიზისთვის, მაგრამ რასაც ახლა ვხედავ, თუ რა მონდომებით ასრულებს ოპოზიცია რუსეთის მიერ დაწყებულ საქმეს, როგორ თავდავიწყებით ყვება ამ სისულელეებს ხალხი, ოპტიმიზმს არ მმარტებს. რა მნისვნელობა აქვს ვინ აფინანსებს ოპოზიციას და ვისი კრეატურაა, ისინი ქართველები არიან და ზრდასრული ხალხი, მათი ნაწილი უკვე იყო მთავრობაში და თუ მათ რაიმე წარმატებას მიაღწიეს ეს ჩვენი ბრალი იქნება პირველ რიგში და არა გარე დამფინანსებლის.
მარაზმია ისიც, რომ მოუხედავად რუსული საინფორმაციო არხების არქონის ოპოზიციის მომხრეები დაუფიქრებლად თუთიყუშებივით იმეორებენ რომ ომი დაიწყო სააკაშვილმა და იგია დამნაშავე. რუს ვანკებს როგორ უნდა მოთხოვო საღი აზროვნება, როდესაც აქაც იგივეს იმეორებენ? მეორე უკიდურესობა კიდევ ისევ გაღვივებული ნაციონალიზმია... 2 დღის წინ ვუსმინე ვუსმინე იმას თუ რა განსაკუთრებულები ვართ ქართველები და... მასიური სკლეროზის და ინფანტილიზმის ეპიდემია დაიწყო? თუ არც დამთავრებულა და მუდამ არის? საკმარისია ჭაობიდან თავი გამოვყოთ, როდესაც გამოჩნდება კეთილმოსურნე ხალხი ვინც დაუღალავად და ენთუზიაზმით ისევ ჭაობში გვიკრავს თავს ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად... რაშია საქმე? მასიური სუიციდისკენ მივდივართ?
კიდევ ერთი მარაზმია პრეზიდენტისადმი სიყვარული ან სიძულვილი. საერთოდ რატომ უნდა აღძრავდეს ქვეყნის მმართველი ძლიერ ემოციებს ვერ ვხვდები. სიმართლე რომ ვთქვათ ძლიერ ემოციებს დიქტატორები იწვევენ.. სტალინიც უყვარდა ხალხს, ლენინიც და ჰიტლერიც. ჩვენ კი მოთხოვნილება გვაქვს ან გვიყვარდეს და ვაღმერთებდეთ ან გვძულდეს და ყველაფერში მას მოვთხოვოთ პასუხი, ცუდ ამინდშიც კი... საიდან ასეთი ინფანტილიზმი? რატომ გვაქვს მოთხოვნილება ვიღაცამ გადაჭრას ყველა ჩვენი პრობლემა, ჩვენ კი ვისხდეთ და ვიქეიფოთ?
თუნდაც ის მარაზმი, თუ რა დაჟინებით ამბობდა ზოგზოგიერთი, დარეკავს ობამა და ეტყვის მიშას წადიო. ობამა არაა საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად ვერ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს. ამის გაკეთება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.
პოლიტიკოსები, მარაზმატიკებიც კი, ჩვენი საზოგადოების წევრები არიან, სწორედ ამ საზოგადოებიდან გამოდიან და რატომღაც ახერხებენ პოპულარობის მოპოვებას. ანუ არის საზოგადოების მოთხოვნა ამ მარაზმზე.
ისე უცნაურია, მაგრამ ქართული ხასიათის აღწერაში ინფანტილიზმი არსად არ შემხვედრია.... ახალი სენაძენი ხომ არ არის?
გასაგები მიზეზის გამო ვწერ ამას ქართულად.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия