ქართული მარაზმები - გაგრძელება

ახლა სამსახურში კამათი მოგვივიდა.
ოპოზიციით დაიწყო და რუსეთით დამთავრდა. რამდენიმე ჩემი თანამშრომელი, ყველა დაახლოვებით ჩემი ასაკის, მაქსიმუმ 2-3 წლით უფროსები.
საუბარი დაიწყო გუშინდელი ბალაგანით პოლიციელები რომ დაიჭრნენ. ერთერთმა ჭკვიანმა განაცხადა, ნეტავ რატომ არ ჰქონდათ ოპოზიციონერებს ავტომატები რომ მიეცხრილათო ამოსული პოლიციელები.
ვუპასუხე რომ თუ 91-93 წლებში დაბრუნება სურს წაეთრიოს ზიმბაბვეში ან სადმე იქეთ.
მათი აზრით - საქართველო სულ არაა ტურისტული ქვეყანა და არ ადარდებთ ის რომ ტურისტების ნაკადი შემცირდა. არც ის ადარდებთ რომ ინვესტიციებზეც დაგვერხა. ყველაფერი დასაშვებად მიაჩნიათ თუ კი ”გიჟს პრეზიდენტს” გადააგდებდნენ.
უპირველეს ყოვლისა მიშას აგვისტოს ომს აბრალებდნენ. იმის მოსმენა კი, რომ რუსები ამზადებდნენ რკინიგზას, სეპარატისტები ცოცხალი თავით არ მოდიოდნენ მოლაპარაკებებზე და ა.შ. არ უნდათ.
ბოლო საუკუნის ფრაზა იყო, რუსებიც რომ მოსულიყვნენო რას გვიზამდნენო? მეომარი ერი ჩვენ არ ვართო და მთავრობას შეგვიცვლიდნენო, ხო და საბჭოთა კავშირშიო ქართველი რომ გულაობდაო ეგრე არავინ არ გულაობდაო, მშვენივრად ვიყენებდითო.
მოკლედ ასეთი ტექსტები.
როდესაც საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილი ასე ფიქრობს, ვინ და რატომ უნდა დაგვიჭიროს მხარი? ღირსები ვართ რაც მოგვდის და რაც მოგვივა. საზოგადოების დიდი სურვილით და გულისხმევით აირევა ქვეყანა, საბოლოოდ დედა ეტირება ეკონომიკას, მოვა რუსეთის მიერ დანიშნული მთავრობა, ჩამოვლენ რუსი ნაშები, და ამ მამრებს სხვა რაღა უნდათ? მიტინგობანის უფლება აღარ ექნებათ და ყოველგვარ ევროპელობაზე ფიქრის დავიწყებაც შეიძლება. აი ასეთი საზოგადოება გვყავს... რომლის გვერდზეც მე მცხვენია ვიყო იგივე მოდგმის, მცხვენია ვიყო იგივე ეროვნების წარმომადგენელი, იგივე კულტურის და ტრადიციების მატარებელი...
ნუ თუ ჩემნაერები უმცირესობაში ვართ და უმრავლესობას ძალიან უნდათ უკან საბჭოთა კავშირში დაბრუნება?
კიდევ იყო გენიალური ფრაზა - თუ რუსეთი აგვიღებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შეგვაერთებო და ვიქნებით ერთად ოღონდ ნომინალურად დამოუკიდებლები.
ამათ რომ გაიმარჯვონ საქართველოს ბოლო მოეღება... კიდევ 100 წლით ალბათ.
როგორც ჩანს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი სულ არაა მზად დამოუკიდებლობისთვის და საკმარისი იყო ქვეყნის დასუსტება და როგორც დასუსტებულ ორგანიზმში ისეთი ინფექცია იჩენს თავს, რომელიც ჯამნრთელს ვერ მოერეოდა, ისე არის ეს ხალხი.
რატომ უნდა გვქონდეს საერთაშორისო მხარდაჭერა, რატომ უნდა მოვთხოვოთ რამე მთავრობას, რატომ უნდა იყოს ჩვენი თუნდაც ელჩი გაეროში, როდესაც საზოგადოება გვყავს ასეთი დეგრადირებული.
ახლა უარესია ვიდრე აგვისტოში, მაშინ მჯეროდა ჩემი ქვეყნის ახლა კი აღარ...

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия