დილა

მძიმე დღეები...
მინდოდა დამეწერა ქართულ მარაზმებზე, მაგრამ დღესაც ვერ მოვიცლი.. 128 მეგაბაიტიან ტრეისში მოსაძებნი მაქვს სულ ორადორი სტრიქონი, რომელიც პრობლემის დიაგნოსტიკის საშუალებას მომცემს, ხოლო თუ მიზეზი ცნობილია მაშინ აღმოფხვრის ხერხიც თავისით მოიძებნება. ჩვენს საქმეში სწორედ მიზეზის დადგენაა ყველაზე რთული და ყველაზე საინტერესოც... სხვა ყველაფერი ადვილია.. უაზრო ბიუროკრატიის გარდა... რომელიც შავი ჭირივით მძულს. იდიოტიზმია როდესაცვ ტექნიკური პერსონალი დროის და ენერგიის დიდ ნაწილს ბიუროკრატიაზე ვხარჯავთ და საქმისთვის რის გამოც ვმუშაობთ გაცილებით ნაკლები დრო და ენერგია გვჩება... ამის მერე კიდევ იკითხავენ რატომ არის მოტივაციის პრობლემა... რომელ ინჟინერს ექნება მოტივაცია ბიუროკრატიულ დეტალებზე იზრუნოს? ჩემი აზრით ადამიანი როდესაც ტექნიკასთან მუშაობას ირჩევს, ეს უკვე იმას ნიშნავს რომ მას არ აქვს არანაერი უნარი და სურვილი შეხება ჰქონდეს იდიოტურ დოკუმენტებთან. 128 მეგაბაიტიან ტექსტურ ფაილში საჭირო ტრეისის მოძებნა უფრო ადვილია...

Comments

Popular posts from this blog

Внизу Сванетия

До свидания