პლაცკარტი - ანუ საერთო ვაგონი

რა ხდება ხოლმე საერთო ვაგონში?

საერთო ვაგონი ცალკე სამყაროსავითაა... საუბრები, დიალოგები, სიცილი, მობილურზე ხმამაღლა მუსიკის მოსმენა, ერთმანეთის მოურიდებლობა, თუმცა... უცნაური ერთიანობაც... ნებისმიერი ჩამსვლელი ყველას ემშვიდობება, თითქოს მთლად ბიძაშვილი თუ არა, ახლობელი მაინცაა...

ანდრო ცოტა მოშორებით მოკალათდა და აღსარებაც კი ჩაიბარა ლამის, ვიღაც მეზობელი ბიძია სათების განმავლობაში საკუთარ გულს უშლიდა, ქსოვრელი თავისთვის იყო მეზობელ თაროზე, ყურსასმენების სამყაროში ჩაძირული მატარებელს მხოლოდ სურნელით თუ იგრძნობდა, წივწივაც თავისთვის იწვა და სულ არ ადარდებდა, სად იყო და რა ხდებოდა, მეცხრე სიზმარში ტრიალებდა...

მე და ტრულის უფრო სხვა განგება დაგვტრიალებდა თავს, ერთმანეთთან ლაპარაკით რომ გული ვიჯერეთ, გვინდოდა თუ არ გვინდოდა სხვების დაკვირვებაზე გადავედით, ზოგი რამ ტრულიმაც მოყვა ზემოთ, საინტერესო მეზობლები გვყავდა და უფრო დიდი სიამოვნებითაც გავიხსენებდი მათ, რომ არა ის წყეული რუსული სიმღერები, მართალი გითხრათ, მთელი საუკუნეები რომ გვებრძოდნენ რუსები, არც მაგის გამო მომდომებია მათი დახოცვა, აგვისტოს მოვლენებმა რომ ძირი გამოგვთხარეს, მათი დახოცვა არც მაშინ მომდომებია, ბოლო პერიოდშიც რომ თითს გვიტრიალებდნენ ცხვირწინ, მაშინაც კი არ მომდომებია, მაგრამ... ეს რა იყო, რას გვასმენინებდნენ, ან საკუთარ თავს რას ერჩოდნენ ეს მგზავრები ან ჩვენ... არ ვიცი, იმ დროს რომ იარაღი მოეცათ და შესაძლებლობა მთელი რუსები გადამეხვრიტა, ნამდვილად არ დავზოგავდი არცერთს, იმ სიმღერების გადამკიდე...

ამ სიმღერ-სიმღერით მოვიარეთ მთელი ღამე... ხაშურში ჩასუნთქულ სუფთა ჰაერს გზაში ვზოგავდით, ქსოვრელს ალბათ სურნელის გამო მოჩვენებები დაემართა, ხან ავტომობილს ეძებდა, ხან თოვლს, ხანაც ავტომობილს თოვლით...

ახლა... წარმოიდგინეთ თქვენ, როგორ ვართ ხუთი ადამიანი მატარებლის კარის მინაზე ცხვირმიჭეჭყილები, როგორ ვეძებთ მანაქნას, თოვლს ან თოვლიან მანქანას წვიმიან ბორჯომში...

მოკლედ...

იმ ღამეს ჩვენ თივლი ვერ ვნახეთ...

ცოტა წავთვლიმეთ და ახალციხის გაჩერებაზე, უძინრები, მაგრამ მაინც გამოუფხიზლებლები ჩამოვედით... (c) archili

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия