აბასთუმანი ნაახალწლევს...
როგორც იცით წაღვერიდან 2 იანვარს მინიბუსის ხალხს გამოვყევი ბორჯომის სადგურამდე. აქ შევხვდი გუგულით მგზავრობის მსურველებს, ყველა დავკოცნე და გზას გავუდექი. გადავედი ხიდზე და დავინახე აბრა:
ვალე <-----> ხაშური.
მე აშკარად ვალე უფრო მაინტერესებდ ვიდრე ხაშური და გზას სამხრეთისკენ გავუდექი, თან უკან ვიყურებოდი, მინიბუსი რომ დამეჭირა.... ბევრი ვიარე თუ ცოტა უკნიდან წამომეწია თეთრი მერსედესის მინიბუსი წარწერით "ახალციხე" მეც ხელი დავუქნიე და ჩემი ზურგჩანთით ავეკვეტე სავსე მინიბუსში.
ბორჯომი უკან დავტოვეთ. ბევრი იკლაკნა თუ ცოტა იკლაკნა გზამ, შევედით ახალციხეშიც...
მიყვარს ეს ქალაქი რატომღაც, თუმცა საყვარელი მასში ცოტაა... უშნო შენობები... ხრუშჩოვკები... ბინძური ავტოსადგური.... უაზრო ავტოსადგურის შენობა... კომუნისტების ეპოქიდან შემორჩენილი უნივერმაღი... გული მტკივა ამას რომ ვუყურებ... რა კოპეიად შეიძლება ამ ქალააქის მოწყობა, სამცხე-ჯავახეთის გულის გაკეთილშობილება... რამდენი სასტუმროს აშენება შეიძლება, აქედან ხომ ამდენ ულამაზეს ადგილას შეიძლება წავლა... ტურისტული საქართველოს მექად ქცევა ამ უბადრუკი ქალაქის.. (მომიტევონ ახალციხელებმა)
მივიხედ მოვიხედე და დავინახე მინიბუსი წარწერით აბასთუმანი და მისკენ წავედი. შევაგდე ზურგჩანთა და დავჯექი ფანჯარასთან. ცოტა ხანში მინიბუსიც წავიდა...
გავცდით ახალციხეს და აბასთუმნისკენ დავიძერით... იქვე გავიკითხეც სად შეიძლება დარჩენა მეთქი... ადგილობრივებმა იბჭეს და თინა ნათელაშვილის სასტუმრო აბასთუმანი მირჩიეს.
ნუ მე დიდი პრეტენზიულობით არ გამოვირჩევი, და ჩამოვედი "აბასთუმანთან" რომელიც ძალიან ლამაზი შენობა იყო, და პირდაპირ შევედი. იქ ულაშებიანი კაცი დამხვდა კეკით და არც ისე კეთილი თვალებით შემომხედა. მეთქი ნომერი რა ფასია თქო. 6 ლარიო. მინდა მეთქი. მან გვერდზე ოთახში გამიყვანა, სადაც 3 რკინის საწოლი, მაგიდა, 3 სკამი და რკინის ღუმელი იყო. აქვე იყო პირსაბვანიც და თურქული ტვალეტიც.
გადავიხადე 2 დღის 12 ლარი და დავეუფლე ოთახს. ძალიან მშიერი ვიყავი... ამოვალაგე "ვიოლა" ბორჯომში ნაყიდი პური, შედედებული რძიანი ყავა და შაშხი... წავიხემსე და წავედი სასეირნოთ.
აბასთუმანი როგორც მოგეხსენებათ პოპულარული გახდა 19 საუკუნის მიწურულს, როდესაც მგონი ნიკოლოზ მეორეს ძმის შვილს ჭლექი ჰქონდა და იგი გადმოსახლდა სამკურნალოდ სოფ. აბასთუმანთან, სადაც დაარსდა კურორტი. შემდეგ კი ყანობილის მთაზე აშენდა ოფსერვატორია. აბასთუმანი შესანიშნავი მიკროკლიმატით და წიწვოვანი ტყითაა ცნობილი, ასევე აქ ძალიან ბევრი მზიანი დღეა.
დღეს აბასთუმანში შეგიძლიათ იხილოთ დაძველებული ხის ულამაზესი სახლები, უმახინჯესი ხრუშჩოვკები (კიდევ კარგი სულ რამოდენიმე), და მინგრეულ მონგრეული რომანოვების სასახლე. ასევე აქ არის არანაკლედ დაძველებული და შესაკეთებელი აბანო თერმული წყლებით. ამაზეც გული დამწყდა... ეს სილამაზე ინგრევა და ფუჭდება... იმ შენობაში, სადაც მე ოთახი 6 ლარად ვიქირავე, ფანტასტიური სასტუმროს მოწყობაა შესაძლებელი, და მთელი კურორტის ქართულ შვეიცარიად საქცევად არც ისე ბევრი სახსრებია საჭირო... სახლების ფასადების შერემონტება, სასახლის და აბანოს რესტავრაცია... სასახლეში დედათა მონასტერი იყო და ნახევრად დაიწვა. მონასტრისთვის სხვა შენობის აშენება შეიძლება, სასახლის კი მუზეუმად ქცევა... თან აქედან ახლოა ოქტოს ციხე, ახალციხე რაბათით, საფარა, ზარზმა, ჭულე, აქვეა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის 5 ტურისტული ბილიკი, ულამაზესი ხეობები და ტყე, ობსერვატორია... მოკლედ.... მშვენიერი ადგილია და უმაგრეს კურორტად შეიძლება მისი გადაქცევა საკმაოდ ცოტა დანახარჯებით...
ყანობილის გზას ავუყევი და ჩამომაღამდა ამ ფიქრებში... წავედი სასტუმროში. ამჯერად თავად ქალბატონ თინას გადავაწყდი.
თინა დეიდა აღმოჩნდა ხანდაზმული დარბაისელი ქალბატონი. მოვიდა, ოთახი დამიგავა, ფეჩი დამინთო, შეშა მომიტანა.. (6 ლარის მგონი მარტო შეშა დავწვი), მომიყვა რომ მისი მამამთილი ბაზალეთიდან ჩამოვიდა, აბასთუმნელი ქალი აიცნო და საბოლოოდ აქ შერჩა. თეთრეულიც შემომთავაზა, მაგრამ მე ვუთხარი უარი, მაშინ თბილი ადიალები მომიტანა და რამე თუ დაგჭირდესო აქ ვარო.
მე მოვიდუღე ყავა, წამოვწექი და კითხვა დავიწყე... გათბობის შემდეგ ოთახი ბევრად უფრო მესიმპატიურა, ღამე კი ისე მცხელოდა, საძილეში ძლივს შევძვერი...
დილით 10 საათზე გავიღვიძე.. ციოდა... გამოვყავი საძილიდან ჯერ ცხვირი, მერე ხელები, ბოლოს დანარჩენი სხეული. ამ დროს თინა დეიდაც მომადგა შეშით და უმალვე დამინთო ფეჩი. მერე ცხელი წყალი შემომთავაზა ყავისთვის და ნამცხვრით გამიმასპინძლდა. ვისაუზმე, პირი დავიბანე და მასთან გავედი, იქ მისი შვილი სიმონიჩი და მისი ძმაკაცები ქეიფობდნენ. სტუმარი ღვთისააო და კონიაკი ჩამომისხეს. მე დავლოცე აბასთუმნელი ნათელაშვილები და ბევრი ტურისტი ვუსურვე Smile
გაირკვა რომ სიმონიჩი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის თანამშრომელია. მეთქი გიორგი სულამანიძის (კავკასიკა) მეგობარი ვარ თქო და მაინტერესებს ეროვნული პარკი. ნუ ჩემს ინტერესს სკეპტიკურად შეხედეს, თოვლიაო.. მარა გიორგის ხსენებაზე შენცო ჩვენიანი ხარო... გადაურეკეს სხვა თანამშრომლებს და ბოლოს ავღმოვჩნდით გიორგი ზეკარელის ოჯახში სუფრაზე. თურმე კავკასიკას მასთან დაურეკავს და ჩემი ჩამოსვლის შესახებ უთქვია.
ცოტახანს აქაც ვიყავით და გადავინაცვლეთ საგუშაგოზე. გიორგი ნივით მოვიდა და ტყეში წამიყვანა...
გზა ზემოთ, ზეკარისკენ მიიკლაკნებოდა, თეთრი დათოვლილი, ჩვენი ნივა გზა და გზა იჭედებოდა... მაგრამ მაინც ზემოთ ავდიოდით.. დათოვლილი ნაძვები... მერე გადმოვედით და ფეხით გავუდექით გზას..ულამაზესი ხედები იშლებოდა... დათოვლილი მთები და ხეობები...
ბარდნიდა...
გიორგი მასწავლიდა ძაღლის და მგლის კვალის გარჩევას, კურდღლის კვალიც მანახა... დაბნელებამდე ვიბოდიალეთ და ისევ მანქანისკნ წავედით, საიდანაც ფრედი მერკურის "we are the champions" გაისმოდა.. უკანა გზაზე გიორგი მიყვებოდა თუ რა ლამაზია აქაურობა გაზაფხულის დამდეგს, როგორ ყვავის სიცოცხლე... ვისაუბრეთ აბასთუმანის ტურისტულ პერსპექტივებზე და საგუშაგოზე დავბრუნდით. მოკლედ ქართული სტუმართმოყვარეობის მსხვერპლად ვიქეცი და ტყეში ხეტიალის ნაცვლად რეინჯერების სუფრიდან სიფრაზე ვიხეტიალე.
ვისხედით, ვსვავდით... რეინჯერების გარდა მათი მეგობრებიც იყვნენ, ვსაუბრობდით, ყვებოდნენ თავის ცხოვრებაზე ტყეში.. მეგობრებზე, ნათესავებზე, წინაპრებზე... ერთერთი რეინჯერი ისე მიმტკიცებდა თუ რა კარგად იცავს ტყეს ბრაკონიერებისგან, რომ ეჭვი დამებადა, ამათ მოგზავნილი რევიზორი ხმ არ ვგონივარ თქო...
მოკლედ ბევრი რამე შევიტყვე... საინტერესო კეთილი ხალხი გავიცანი... უკვე გვიან საღამო იყო, როდესაც ავდექი და მივდივარ თქო. მორიგემ თავი მოიკლა, მარტო სად წახვალო, მგლებმა რომ შეგჭამონო რა ნამუსით უნდა ვიაროო. მოკლედ "წავედი" "არა შენი ჭირიმე, დარჩი" ვაჭრობის შემდეგ ერთერთმა რეინჯერმაბ გამიყვანა მანქანით სასტუმროში..
სიმონიჩმა ფეჩი დამინთო და ღამე მშვიდობისა მისურვა...
მეც ნელნელა ჩავიძინე....
დღეს დილით 11ზე ავდექი... თავი დამოვყავი... ისევ თინა დეიდა მომადგა შეშით და ცხელი წყლით... მოკლედ სუპერ დიასახლისია ეს ქალი.
ვისაუზმე. ჩემი ხელუხლებელი შაშხი ვაჩუქე და სასეირნოდ წავედი...ოცხეს ხეობაში ისევ გიორგი შემხვდა, რამე ხომ არ გჭირდეაბაო. მასპინძლობისთვის დიდი მადლობა გადავუხადე და გზა გავნაგრძე.
მდინარე ყინულით იყო დაფარული, მხოლოდ ალაგ ალაგ ჩანდა წყალი. ბარდნიდა ისე რომ ნახევარი საათის წინანდელი კვალიც აღარ ჩანდა...ჩამოვჯექი წყლის პირას.... ნაძვებს ვუყურებდი... წყლის ხმას ვუსმენდი და ამ იდილიაში პირველად გავიგე თოვლის ხმა...
ერთი ფერი იყო - თეთრი და სამი ხმა იყო, წყლის, თოვლის და ჩემი სუნთქვის... მეგონა რომ ისე ხმამაღლა ვსუნთქავ, რომ ყველაფრის ხმას ფარავდა... რა ბედნიერება.. რა სილამაზეა ამ თოვლში.... შიშველი ხელით ავიღე თოვლი და სახეზე შევიზილე... თმები მოყინული მქონდა... ავუყევი ხეობას, უკან ჩამოვუყევი და თბილისის სამარშრუტო დავინახე. მძღოლ მამუკას უკვე ვიცნობდი.. მეთქი ის კოჭლი გოგო ვარ აღდგომაზე ყანობილზე რომ ავედი თქო და მასაც გავახსენდი Smile
სასტუმროში შევბრუნდი, ავიღე ბარგი.. თინა დეიდა არ დამხვდა, მის ნაცვლად ისევ ულაშებიანი კაცი დამხვდა. დავემშვიდობე და წავედი... მინიბუსთან ისევ გუშინდელი რეინჯერების ძმაკაცი შემხვდა. ერთმანეთს თბილად, ძველი ნაცობებივით დავემშვიდობეთ და მალე მინიბუსი დაიძრა... უკან დამრჩა თოვლიანი სამოთხე... სადაც გაზაფხულზე ნამდვილად მსურს დაბრუნება და რომელიც უკვე ძალიან მენატრება....

Comments
Post a Comment