აბასთუმნური დღიური
სიცოცხლე განსაცდელია. ასე გვასწავლიდა ბუდა. ზოგ რელიგიებში განსაცდელი ღმერთების მიერ მოვლენილი სასჯელია. განსაცდელი არის ეგო და სუპერ ეგო. ჩვენ ვამონებთ საკუთარ თავს, ვუმორჩილებთ მას საზოგადოების მოთხოვნებს, ვქმნით სუპერეგოს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს კანში შეზრდილი ნიღაბია, რომელსაც ადამიანი ბატონობის უფლებას აძლევს. ეგოც ნიღაბია, მაგრამ ეს უკვე საკუთარი თავისთვის. სიცოცხლე განსაცდელია. ეგოს სურს თავის დამკვიდრება, საკუთარი მეობის შეძენა, მნიშვნელოვნების დამტკიცება. ზოგი მიისწრაფის საზოგადოებისთვის მისაღები გახდეს, ზოგი კი პირიქით, ყველაფრის საზომად კი სუპერ ეგოს სტანდარტი რჩება. საზოგადოებრივი, კოლექტიური სუპერ ეგო. აქედან იწყება ათვლა, მანძილის გაზომვა. რა შორსაც არ უნდა მიდიოდეს ადამიანი, მანძილი მაინც სტანდარტიდან იზომება, მოძრაობაც ეგოს მოთხოვნილებითაა გამოწვეული, მოთხოვნილებით იპოვოს საკუთარი ადგილი, გახდეს დამოუკიდებელი, თვითმყოფადი მე.
სწორედ ესაა განსაცდელის მიზეზი, მოძრაობა ნებისმიერი მიმართულებით რთულია, ეგო რამდენსაც არ ცდილობს თავი დაიმკვიდროს, იგი მაინც არაა ბოლომდე საკუთარ თავში დარწმუნებული. იგი ნიღაბია და ეს შესაძლოა სხვებმა, პირველ რიგში კი თვით მატარებელმა შენიშნოს. ეგო და მის მიერ დამკვიდრებული ადგილი მოჩვენებითია და ცარიელი.
არსებობს სწავლება სიცარიელეზე. ბრძენები ამბობენ, თუ კი ადამიანი ჩაწვდა სწავლებას სიცარიელეზე, შეიგრძნო იგი, მაშინ მას წმინდანობისკენ გზა ხსნილი აქვს.
ისაა სიცარიელე, რომ თავის დამკვიდრებ არ არსებობს? რომ ბრძოლა იმისთვის, რომ ვიყოთ რაღაც, გავხდეთ ვინმე ან დავრჩეთ ის ვინც ვართ, დავუმტკიცოთ სხვებსაც და საკუთარ თავსაც ჩვენი მეობა, თავიდანვე წაგებულია, რადგან არ არსებობს ”მე”, არ არსებობს სხვაც. მაშინ რა არსებობს?
ახალგაზრდა ცდილობს არ დაემორჩილოს სუპერ ეგოს და დარჩეს ის რაც არის, იდ, მაგრამ ესეც ამაოა. იდი ღრმად ზის და მას არ სურს იყოს ვინმე ან წავიდეს სადმე, არც საზოგადოებაში არსებობის უფლების დამტკიცება სჭირდება. ის უნდა განათდეს, გასხივოსნდეს, დაიხვეწოს, მოიშოროს ცარიელი ეგო და სუპერ ეგო, დაიმორჩილოს სიცარიელე.
იდი არ არის მე. არ არსებობს მე. ყოველი ცოცხალის განსაცდელი არის ერთის განსაცდელი, რადგან მე არაა, ილუზიურია. სიყვარული და თანაგრძნობა სხვის მიმართ არის სიყვარული და თანაგრძნობა საკუთარი თავის მიმართ, რადგან არ არსებობს არც საკუთარი მე.
განსაცდელის ფესვები ეგოდან იწყება და ეგო არის განსაცდელი.

Comments
Post a Comment