შაბათ 2
რუსთაველის მეტროსთან შეხვედრა დასრულდა მთაწმინდაზე ლოთაობით და გაყინული ბილიკებით დაბრუნებით. კიდევ კარგი მშვიდობით.. ყინულს რომ ვადგავ ფეხს უკვე ძვლების ხრაშუნი მესმის.... ვერ ვიტან...
საცაა ერთი წელი შესრულდება რაც მოვიტეხე ფეხი...
ასვლისას ქვემოთ განათებული ქალაქი ჩანდა, ზემოთ კი ანძა.. განათებული, აკაშკაშებული... ბოლოს ასე როდის ვუყურებდი მას?
მგონი 9 აგვისტო იყო... კურიერში თქვეს გორი, ფოთი, ქობულეთი და ბათუმი დაბნელებულიაო... კორესპონდენტი ბნელი გორის ფონზე იდგა.. დათო ჯაფარიძე წერდა რომ ბათუმში ბნელ სასტუმროშია. დილით სანთლები ვიყიდე, ალბათ თბილისსაც დააბნელებენ ვიფიქრე..
მაგრამ ღამეა, ქალაქი აჩახჩახებულია.. ხალხი ქუჩებშია, ზოგი რუსეთის საელჩოსთან ზოგიც რუსთაველზე... მეც გავედი.... მთელი დღე ნინოსთან ერთად გავატარე.. ახლა ღამე სახლის კედლები მძიმედ მაწვება, წავედი... რიგის ქუჩაზე ლიკაკო შემხვდა ამხანაგთან ერთად და მათთან ერთად რუსთაველზე ჩავედი... ვისხედით მერიოტის წინ, ვუყურებდი ამ ანძას... არ ჰქონდა მნიშვნელობა ნაცნობი თუ უცნობი... ყველა ერთმანეთს ეკითხებოდა, რა ისმის ფრონტიდან? სადაა ბრძოლები? ჯავაში? როკის გვირაბი? იქ რა ხდება? ხიდი ააფეთქეს? ჭორები... ვუყურებ აბდღვიალებულ ანძას.. ვიხსენებ თვითმფრინავიდან რა კარგად ჩანს... ნეტავ რატომ არ აქტობენ? ჭორი - მთაწმინდა, ოლოლაკი ვაკის ევაკუაცია ინება ამაღამ... გავრბივარ სახლში - დედა.. სად წავიყვანო დედა???
იმ ღამეს რომ ვიხსენებ თვალწინ ანძა მიდგება...
ახლა ავდივართ ისევ ისე აბდღვიალებული ანძისკენ..
ცივა.. ვერთობით.. ვსვავთ, ცეცხლთან ვთბებით.. 11 საათისთვის ვიშლებით. სახლში არ მინდა... გიორგისთან მივდივარ.. იქ ძალიან გამიხარდა გიორგი ფარცხალაძის ნახვა.. ყოველთვის მიყვარდა ამ ადამიანთან საუბარი.

Comments
Post a Comment