საგა სამცხეში ავტოსტოპით ჩასულებისგან - 1

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ტოხამ კარავზე ავრტოსტოპის თემა აწია.. და მე რა ტრული ვიქნებოდი თუ გზას დავინახავდი და არ წავიდოდი..
ყველაფერი გაგრძელდა ლუდის განადგურებით, რუქების თვალიერებით და გზების შესწავლით. შევთანხმდით, ვიყიდეთ საჭმელი და აი, შაბათს, 17 იანვარს მე და ტოხა შევხვდით ერთმანეთს 73-ის ბოლო გაჩერებასთან.
გეგმა მარტივი იყო. უნდა გავსულიყავით დიღმის გზატკეცილზე, დიდი დიღმის გადასახვევის შემდეგ და იქ უკვე ბედს მივნდობოდით.
ითქვა და გაკეთდა... 10 საათზე ჩვენ უკვე გზის პირას ვიდექით და ხელს ვუქნევდით მიმავალ მანქანებს...

მანქანა 1 - სამხედრო
ცოტა ხანში გაგვიჩერა ოპელმა.. ჟინვალისკენ მივდივარო... ჩვენ ვთხოვეთ გადასახვევამდე გაყოლა და წავედით. ჩვენი მძღოლი სამხედრო აღმოჩნდა, თუმცა ჩოულებრივი ტანსაცმელი ეცვა. ტოხამ ომზე დაიწყო საუბარი, მოყვა რომ მისი ძმა რეზერვისტია, გაიწვიეს ომის დროს, გორში ფეხში დაიჭრა და ა.შ. ჩვენი მძღოლი ბევრს არ საუბრობდა.. მალე უკვე სტეფანწმინდის გადასახვევთან მივედით და ჩამოვსხედით. ჩვენს მანქანაში კი 100 მეტრშივე გლეხები ჩასხდნენ..
ჩვენ ვიდექით ავტობანზე, ვიშვერდით ხელს და ვუყურებდით გიჟებივით მიმავალ მანქანებს. უკან გზა მოჭრილია, ჩვენ სულ წინ უნდა ვიაროთ!
მანქანა 2 - "ბიზნესმენი"
ბოლოს ტოიოტა ლენდ კრუიზერმა გაგვიჩერა. მანქანაში ქალი და კაცი ისხდნენ.. საკმაოდ უცნაურ კლიპებს უყურებდნენ, ხან თურქულად, ხან სომხურად, ხან დაუდგენელ სლავურ ენაზე. მიუხედავად ტოხას მცდელობისა საუბარი არ აეწყო. ამ მანქანამ საჩხერეს გადასახვევამდე მიგვიყვანა და გზა საჩხერესკენ განაგრძეს. ჩვენ კი გომში ავღმოვჩნდით. ავტობანიუკან დაგვჩა და მანქანების გაჩერებაც უფრო ადვილი ჩანდა...
მანქანა 3 - ტრეილერი
არც ისე დიდხანს ვიდექით და გაგვიჩერა თურქულმა ტრეილერმა. პირველი ტოხა აძვრა, შემდეგ ბარგი ავაწოდე და მეც ავღოღდი კაბინაში. ტრეილერის სიმაღლიდან გზა სულ სხვანაერი ჩანდა. სანამ ჩვენ საქართვედლოს ტრეილერის კაბინიდან ვუყურებდით, მძღოლმა საუბარი დაიწყო. ჩემი და ტოხას თურქული ისეთ პრიმიტიულ დონეზეა რომ ბევრი არაფერი გამოვიდა...თუმცა ძალიან ემოციური იყო
ჩვენ ავუხსენით რომ ახალციხისკენ მივდივართ.
-აკალსიკე, ვალე! გამოამჟღავნა საქართვედლოს გეოგრაფიის ცოდნა კეთილმა თურქმა.
-ეეე სარფი? - ვკითხე მე და თანხმობა მივიღე. მძღოლი დაინტერესდა სადაურები ვართ. ტოხამ დაზუთხული თურქულით უპასუხა
- რუსჩა, გურჩა
ამ პასუხმა ძალიან დიდი ემოციები გამოიწვია.
ხაშურშიც შევედით. აქ გზაზე ვიღაც ცხენოსანი მოდიოდა, რომელმაც კეთილ თურქში ასევე დიდი ემოციები აღძრა. ჩვენ მაერო ბოლო ფრაზა "პეტროლ იოკ" გავიგეთ და ხარხარი აგვიტყდა. ხაშურის ცენტრში დიდი მადლობებით დავემშვიდობეთ სარფისაკენ მიმავალ თურქს და გზა მაღაზიისკენ განვაგრძეთ. ვიყიდეთ რაც გვინდოდა და ბორჯომის გზას გავუდექით.
სახლებს გავცდით და გზის პირას ცოტა წავიხემსეთ და ლუდიც დავაყოლეთ.
მანქანა 4 - თეთრი ტოიოტა
გზაზე ცოტა ხანს ვიქნიეთ ხელი, როცა თეთრმა ტოიოტამ ჯერ ჩაგვიქროლა, მერე უკან მოტრიალდა და ჩაგვისვა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და პატარა ბავშვი ბაკურიანში მიდიოდნენ. ჩვენც ჩავსხედით. ტოხა ისევ უკრაინის ქალაქებზე და განსაკუთრებით ლვოვზე ყვებოდა, ერთად ლანძღეს რუსები, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს... გზად მძღოლმა ზვიადიმ ხაჭაპური იყიდა და გაგვიმასპინძლდა. ასე ჩავედით მორჯომში, სადაც ბაკურიანის გადასახვევთან დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ტოხამ მადლობის ნიშნად ზვიადის შოკოლადიც აჩუქა...
გზაგასაყარი ვალე <---> ხაშური...
მეთქი აქ დამებედა გზის დაწყება და წავედით ვალეს მიმართულებით... ვიარეთ 2 კილომეტრი, და დავიწყეთ მანქანების გაჩერება..
მანქანა 5 - შავი პაჯერო
უკვე იმედი გადაგვეწურა და გვინდოდა ქალაგარეთ წასვლა, როცა დიდმა შავმა პაჯერომ გაგვიჩერა. მძღოლი ასაკოვანი კაცი იყო, მას ახალგაზრდა ქალი ახლდა. ახალციხეში მიდიოდნენ, იქაურები იყვნენ. ტოხამ ისევ უკრაინაზე, პოლიტიკაზე, კრიზისზე და ომზე საუბარი დაიწყო.. გაირკვა რომ პაჯეროს მძღოლი ჯარში პოლონეთში მსახურობდა და ცოტა პოლონეთზეც ისაუბრეს. დიალოგი ძალიან ჰგავდა წინას. ახალციხელს მიაჩნდა რომ სამცხეში ისეთი მდიდარი მიწაა, რომ ვინც მუშაობს გასაჭირში არ იქნება, კრიზისი სულაც არ ვაღელვედბდა.. ტოხამ მოუყვა თუ როგორ განიცდის კრიზისს უკრაინა და ევროპა. ახალციხელის აზეით, კრიზისი ხელოვნურია და რუსეთის დასაქცევადაა მოწყობილი, უკრაინა ცოდოაო, ხოლო ევროპა ღირსიაო, გაზში რომ გაგვცვალესო. რუსეთზე კი "მაგათი დედაცო". გზაზე გაჩერდა მეგობრებთან სასაუბროთ და ნახევარი საათი ჩვენც ველოდებოდით. განვაგრძეღთ გზა და ასპინძის გადასახვევთან დავემშვიდობეთ შრომისმოყვარე ახალციხელს.
ახალციხე... ასპინძის გადასახვევი, წრე, ხიდი.. უკვე დავწერე რომ მიყვარს ეს მხარე მთელი გულით და სულით, პატივს ვცემ ახალციხელებს, და ამიტომ ამ ქალაქის ასეთ შავ დღეში ყოფნა ორმაგად მტკენს გულს...
მოედანი გადავკვეთეთ, ტოხამ მოასწრო ორი იქაური სომეხის გაცნობა, რომლებსაც მანქანაში სომხეთის დროშა ჰქონდათ გამოკიდული...
გავცდით დასახლებას და ასპინძის გზაზე დავდექით მანქანების ლოდინში.
- აქ უკვე მეეჭვება ისეთი მაგარი ჯიპი დავიჭიროთ, მანამდე რომ ვმგზავრობდით.. ოღონდ რამე იყოს 4 ბორბალზე მავალი და... - ვთქვი მე და ტოხაც დამეთანხმა.
მანქანა 6 - უაზიკი
ცოტა ვიდექით თუ ბევრი, გავაჩერეთ ვილისი. უკანა სავარძლების მაგივრად ხის გრძელი სკამი იყო, რომელზეც ჩვენ ჩვენი ბარგით უცბათ ავსკუპდით.
მძღოლი ქართველი იყო, მისი მეგობარი კი სომეხი. ისინი რომელიღაც სოფელში მიდიოდნენ აქვე, და 2-3 კილომეტრს დაგვაფარინებდნენ.
ტოხა მათ ტურისტი ეგონათ და მითხრეს ამ სიცივეში ეს სტუმარი კაცი სად მიგყავსო
ტოხამ უკვე მეექვსეჯერ მოყვა თავისი ბიოგრაფია, უკრაინული წარმომავლობისა და თბილისში გატარებული წლების შესახებ და რომ მას განსაკუთრებით უნდოდა ვარძიის ნახვა.
- გაჩვენებ მე შენ ვარძიას - თქვა მძღოლმა და მისი ჩეხი სტუმრის მიერ გადაღებული სურათები გაუწოდა.
- მე ქართველი ვარ, ეს სომეხი, შენ უკრაინელი, ესეც ქართველი. კარგია მეგობრობა! - ასეთი რეზიუმე გაუკეთა მძღოლმა ჩვენს ეკიპაჟს და დაგვემშვიდობა ურაველის შესართავთან.
ჩვენ ისევ გზაზე ვართ, მარტო.. არავინ არ არის.. ტოხამ ლუდი ამოიღო და ვსვავთ... ლამაზია სამცხე... ისეთი ლამაზი, რომ თვალს ცრემლი მადგება... სალი კლდეები გახუნებული მცენარეული საფარით მოულოდნელ და საოცარ ორნამენტებს ქმნიდნენ. გამახსენდა როგორი იყო ეს პეიზაჟი შემოდგომაზე, ხასხასა ფერებით შეღებული... არა ზამთარი არ აფუჭებდა მას, მიუხედავად გაერთფეროვნებისა.. ტოხასაც მოვუყევი აქაური ფერების სილამაზეზე და ჩემი სისხლის ყივილზე... ის აქეთ ნამყოფი არ იყო და დამშეული თვალებით ტკბებოდა აქაურობის დიდებით და სილამაზით.
მანქანა 7 - სამხედროები
უკვე ბანაკის ადგილის შერჩევაზე ფიქრი დავიწყეთ, როცა თეთრმა ტოიოტამ ჩამოიარა და გაგვიჩერა. მანქანაში 2 სამხედრო იჯდა, ერთი ასაკოვანი, მეორე ახალგაზრდა. ტოხამ ისევ მოყვა თავისი მოკლე ბიოგრაფია. საუბარი ომზე დაიწყო. ასაკოვანმა სამხედრომ თავისი აზრი გამოთქვა რუსეთის ჯარის მომზადებაზე.
- საჰაერო დაცვა რომ არ გვქონდა საკმარისი მაგით გვძლიეს და რაოდენობით. - დაასკვნა მან.. ვისაუბრეთ დანაკარგებზეც... უკრაინაზეც და ასპინძაში ავღმოვჩნდით. სამხედროები ვიღაცის სამძიმარზე მიდიოდნენ. დავემშვიდობეთ გზას გავუდექით. 500 მეტრი არ მქონდა გავლილი, რომ დაგვეწია იგივე მანქანა ახალგაზრდა სამხედროთი და მანქანაში რუქა დაგჩაო მითხრა. რუქის დაბრუნებისთვის მადლობა გადავუხადე და განვაგრძეთ გზა.
ასპინძა საკმაოდ გრძელი დასახლებაა. უნდა გაგვევლო მთლიანად და შემდეგ გაგვეჩერებინა მანქანა. დიდიან პატარიანათ ყველა ჩვენ გვიყურებდა. ტაქსისტების შეტევის მოგერიებაც დაგვჭირდა და დავტოვეთ ასპინძა. მანქანები თითქმის არ იყო. ზოგი ეკლესიაში მიდიოდა, ზოგი ეკლესიიდან, ზოგს ნახირი სახლში მიყავდა.. ჩვენც ჩვენი გზით მივდიოდით..
ქვიშისფერი კლდეები, ჩალისფერი მცენარეული, მტკვარი მიჩუხჩუხებდა...
ბორჯომში თუ ციოდა და თოვლი იდო, ახალციხეში უბრალოდ ციოდა, ასპინძაში კი გაზაფხულის ამინდი იყო, თბილი სიო უბერავდა და გვეფერებოდა ნაზად.. ჩვენც ხარბად ვუშვერდით ნაზ სიოს სახეებს..
- აქ სახლს ვიყიდდი... დიდი აივნით და ახლა გამოვიდოდი აივანზე, ყავას მოვიდუღებდი და დაგპატიჟებდი.. ასეთ საღამოს სახლში ჯდომა ცოდვაა.. - ვუთხარი ტოხას, რომელიც ნერატის სახით უყურებდა არემარეს...
ფერდობები უხვად იყო შემკული ნაწილობრივ ჩამოშლილი მესხური ტერასებით... თითქოს ისინი კვლავ ელოდებოდნენ შრომისმოყვარე მესხ გლეხს, მოსულიყო და დაემუშავებინა მიწა.. აეწვავებინა ატამი, ვაშლი.. უამრავი სხვა მცენარე, რაც ამ დალოცვილ მიწაზე მოდის...
ტერასები, ქვები, კლდეები, მიწაც.. ყველაფერი რაღაც, მხოლოდ ამ მხარისთვის დამახასიათებელი სითბოთი სუნთქავდა. ეს მიწა ბებერი ბრძენივითაა... მან ყველაფერი განიცადა რაც განსაცდელი ჰქონდა, ახლა კი სიმშვიდით სუნთქავდა და მისი სიმშვიდე ჩვენ გადმოგვეცემოდა.. ორ მგზავრს, რომლებიც მივაბიჯებთ ამ მადლიან მიწაზე.
მანქანა 8 - ხიზაბავრა
ასე ოცნება ოცნებაში გაგვახსენდა რომ კარგი გრძელი გზა გვაქვს წინ და ისევ მანქანებზე ზრუნვა დავიწყეთ. ცოტა ხანში გაგვიჩერა მიკროავტობუსმა, რომლის უკანა ნაწილი საბარგულად გამოიყენებოდა და ლეიბებით იყო დატვირთული. მანქანაში ხიზაბავრელი გლეხები ისხდნენ, გორში კარტოფილი გაყიდეს, ახალციხეშიც ივაჭრეს და სახლსი ბრუნდებოდნენ.
-თქვენ ახალციხეში დაგინახეთ, მაგრამ ადგილი არ გვქონდა რომ აგვეყვანეთ. - გვითხრეს მათ.
ტოხამ ისებ მოყვა თავისი ბიოგრაფია, თუმცა გლეხებს არც უკრაინა აღელვებდათ, არც კრიზისი, არც პოლიტიკა.
მე მკითხეს სადაური ხარო, და მიამატეს, კილოზე გეტყობა სომეხი ხარო.. დავიბენი და ვერაფერი ვუთხარი... ნიჯგორში დავემშვიდობეთ გლეხებს და გზას გავუდექით.
ულამაზესი საღამო იყო. ჩამავალმა მზემ არემარე ოქროსფრად შეღება.. ნიჯგორი უკან დაგვჩა, წინ კი რაღაც სოფლის სახურავები ბრწყინავდა.
მანქანა 9 - ახალქალაქელები
ცოტა ხანში 06 ჟიგული გავაჩერეთ, რომლის მგზავრებიც ახალქალაქელი სომხები იყვნენ. მათ უკრაინული აქცენტი აღმომიჩინეს და დაჟინებით გვირჩიეს ღამე ახ ხერთვისში ან ხერთვისიდან 3 კილომეტრში სოფელში გაგვეტარებინა. ჩვენ დავეთანხმეთ და ხერთვისში ვარძიის გადასახვევზე ჩამოვედით.
საღამო მტკვრის პირას
ხერთვისის ციხეს ჩამავალი მზის სხივები უკანასკნელი ოქროსფერი სხივებით კაზმავდნენ... ყველაფერს წყვდიადი იზავდა... ლამაზი ოქროს ფერი სილ მაღლა და მაღლა კლდეებზე ადიოდა, ხეობაში კი ბინდი ისადგურებდა. ცხადი იყო რომ აქ მანქანას ვერ ვიშოვიდით და საბანაკე ადგილი უნდა გვეპოვნა. გავიარეთ ახალი საგზაო ნიშნებით და მაჩვენებლებით აღჭურვილი ხერთვისი და დავიწყეთ ადგილის ძებნა. არ გვიმართლებდა.. ამ მხარეში ტყეები არაა, შეშა ჭირს..მტკვის ხეობა ვიწროა, მარცხნივ კლდე მარჯვნივ კი ვიწრო ნაპირი და მტკვარი. მეორე ნაპირას ალაგ ალაგ ჩანდა კარგი მდელოები, მაგრამ ხიდები არ იყო.
მივედით (მგონი) გელსუნდამდე და ქვის კარიბჭეს (მგონი, დიდი გამოქვაბული იყო კლდეში და..) შევავლეთ თვალი... მაგრამ დასახლებასთან გაჩერება არ გვინდოდა.. კიდევ 2 კილომეტრიც დავფარეთ და ფართო და უკაცრიელ ნაპირსაც მივადექით. ცა უკვე მუქი ლურჯი გახდა და ვენერა ეულად კაშკაშებდა.
ჩავედით ნაპირზე... ტოხა დასაზვერად წავიდა და მდინარის პირას იპოვა ადგილი, სადაც ადიდებისას მტკვარს ბევრი ხე და ტოტი მოაქვს, თან გზიდან ნაპირი აღარ ჩანდა. გადავწვიტეთ დაბანაკება.
კარავი გაიშალა, ფიჩხი მოვაგროვეთ, ცეცხლი დავანთეთ. თოვლი არ იდო, მხოლოდ მტკვრის ნაპირები იყო მოყინული. წყალი მტკვარშივე ავავსეთ და ასადუღებლად დავდგით.
ვახშამს არაყი მივაყოლეთ.
დავლოცეთ კარგი მძღოლები, მგზავრები, მზე და მთვარე... ჩაიც მივირთვით და დასაძინებლად გავემხადეთ.
მტკვრის უკაცრიელ ნაპირზე ეულად მდგომი კარვის შესასვლელში ორი მგზავრი იჯდა, ეწეოდა და ვარლსკვავებით მოჭედილი ცით ტკბებოდა...
პირდაპირ სალი კლდე იყო აღმართული, რომელსაც დრო და დრო გზაზე მიმავალი მანქანები ანათებდნენ..
ვტკბებოდით ამ მშვენიერებით რაც ბუნებამ გვაჩუქა, და სიხარულით ვთვრებოდით...
- მე ბედნიერი ვარ.. - ვთქვი მე.. ტოხამ კმაყოფილი სახით თავი დამიქნია..
დღე მეორე
უკვე კარგა ხნის გათენებული იყო ჩვენ რომ საძილეებიდან თავები ამოვყავით და თვალები მოვიფშვნიტეთ. ციოდა... მაგრამ ასატანად. ჩაცმა, წუწუნი - რა ცივია ეს ოხერი ტანსაცმელი და ადგომა. ტოხამ უმალვე კოცონი დაანთო და წყალიც დავადგით. სუპი (გალინა ბლანკა) მტკვრის წყალმცენარეებთან ერთად მიუხარშა და საუზმეს შევუდექით. ნასაუზმევებმა და ჩაი დალეულებმა მტკვარში პირი დავიბანეთ, ავკეცეთ კარავი, და ცოტა არ იყოს წუხილით დავემშვიდობეთ ბანაკს.
კლდეები ისევ ოქროს ფრად ბზინავდნენ. ცოტაც გავიარეთ და...
მანქანა 10 - მგზავრობა დახურულ საბარგულში
წამოგვეწია დახურული უკანა ნაწილით მინიბუსი. არჩევანი არ იყო, ამიტომ მაშინვე გავაჩერეთ და საბარგულში შევძვერით და ზურგჩანთებზე დავსხედით.
ცოტა ხანში მინიბუსმა ისეთი ნჯღევა დაიწყო, რომ ძლივს ვიკავებდით თავს რომ არ გვეხტუნავა
- კიდევ კარგი კარგი გზაა, თორემ ცუდ გზაზე ასეთი მგზავრობა შეგვიწირავდა
- მართალი ხარ - დავეთანხმე ტოხას - ადამიანის შიგნეულობით დამზადებული გოგლი-მოგლი დარჩებოდა ჩვენგან...
ვარძიასთან ჩამოგვსვეს და დავინახეთ რომ გზა სულ დანგრეული იყო... გაგვეცინა... აი თურმე ასე რატომ გვანჯღრევდა
მადლობა ვუთხარით მძღოლს და...
- ქართული ასე კარგად საიდან იცი?
- ქართველი ვარ.. თბილისიდან ვართ...
ორ დღეში ხან სომეხი, ხან უკრაინელი ახლა კიბ ქართული საიდან იციო
ვარძია
გავუდექით გზას და ვარძიის შესასვლელთან მივედით. იქაურებმა გაკვირვებული სახეებით შემოგვხედეს, აქ რამ მოგიყვანათო...
ბილეთები ავიღეთ, რისთვისაც ტოხას ქართულად საუბარი ვაიძულე - უცხოელები არ ვეგონოთ თქო. გიდზე უარი ვთქვით და...
დავიწყეთ დათვალიერება...
ვარძიაც და მისი შემოგარენიც ოქროსფრად იყო განათებული.. მხოლოდ ორი ფერი იყო, ოქროს ფერი და ცისფერი ცა..
ვარძიაშივე ძროხები ძოვდნენ ბალახს და ძაღლი მათ ბილიკზე ასვლის საშუალებას არ აძლევდა.
ტოხა აქ პირველად იყო და აღფრთოვანებას ვერ მალავდა..
- არამიწიური პეიზაჟებია... მგონია დედამიწაზე არ ვართ.. - თქვა მან და იღებდა სურათებს...
ოდნავ მაღალი მთები თეთრი თოვლის საფარით იყვნენ შემკულნი... დაბლები ორქოს ფერები... ქვემოთ მტკვარი...
მე მოკლე ისტორიული ექსკურსი ჩავატარე და გავიხსენე რაც კი აქაური გიდებისგან მსმენია.
კმაყოფილები და ნასიამოვნებები ჩავედით მდინარესთან. წყაროზე წყალი ავავსეთ, კბილები გამოვიხეხეთ.. წავიხემსეთ და ვანის ქვაბებისკენ წავედით. ამ დროს ვარძიის საპირისპირო მხარეს რამდენიმე ჯიპი გაჩერდა, ყველა სავსე. ეტყობა ადგილობრივები მწვადებს წვავდნენ და ქეიფობდნენ აქ.
ჩვენ წავედით, ორი მგზავრი ეულ გზაზე..
-თავი შუა საუკუნეების მგზავრი მგონია, ასე რომ მივდივარ ცარიელ გზაზე..
შემდეგ წარმოვიდგინე როგორ გავივლიდით ამ გზაზე 800 წლის წინ. მე და ტოხამ სხვადასხვა სცენარები შევქმენით და ასე მივადექით ვანის ქვაბებს. მტკვრის მეორე მხარეს თმოგვის ციხე იყო კლდეზე წამოჭიმული. იგი ისე ერწყმოდა ფერებში კლდეს რომ სანამ ახლოს არ მივედით ვერ შევამჩნიეთ. გული დაგვწყდა რომ ხიდი არ იყო რომ გადავსულიყავით და ვანის ქვაბებისკენ ავედით. გული ვიჯერეთ მისი თვალიერებით და დასასვენებლად წამოვწექით, თან კიდევ ერთხელ წავიხემსეთ.
სანამ გზაზე დავბრუნდებოდით ცოტაც წავუძინეთ.. გავედით გზაზე და ერთი კილომეტრის შემდეგ ვარძია - ახალციხის მინიბუსი წამოგვეწია. ვინაიდან აქ ტრანსპორტის არჩევის სასუალება არ იყო, გადავწყვიტეთ ხერთვისამდე გავყოლოდით.
ხერთვისში ისევ მხოლოდ ჩვენ და გზა დავრჩით..
სანამ მინიბუსით მივდიოდით სამხედრო პოლიციის მანქანამ ჩაგვიქროლა, თან უკან ღია საბარგული ჰქონდა, მიყვარს საბარგულებით მგზავრობა (ფიტარეთი).. და წავიკმუტუნეთ ორივემ... ნეტავ დავლოდებოდით...
მგონი მხოლოდ ეს იყო დასანამი ჩვენი მგზავრობიასას.
გული მღერის, სული ხარობს ამ სალი კლდეების სემყურე..
მარტონი ვდგავართ ხერთვისის გასასვლელთან, ასპინძის გზაზე და მინდა ვიკივლო "მიყვარს სამცხე!!!" მიყვარს!!! მინდოდა ტოხასაც ჩემთან ერთად ეყვირა.. კიდევ უფრო მიხაროდა.. ამ მიწაში ვგრძნობ ფესვებს, მიუხედავად იმისა რომ წარმოდგენა არ მაქვს რამდენი საუკუნის წინ დატოვეს ჩემმა წინაპრებმა ეს მიწა.. არცერთი ნათესავი არ მყავს არ... არ ვიცი რომელი ძეგლის მშენებლობასთან ჰქონდათ მათ რაიმე საერთო.. რომელი იყო მათი სოფელი... რატომ წავიდნენ არ როდის, ანვინ იყო ის ვინც წავიდა და ქარელში დასახლდა? არაფერი არ ვიცი.. უბრალოდ რაღაც ინსტინქტი მკარნახობს რომ ეს ჩემი მიწაა და მე მისი სიყვარული რაღაც ღრმად ჩაფლულ გენებში მიდევს.

გაგრძელება იქნება...

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия