ახალი წლის ღამეს

სიმთვრალე, რომის კონსულის არჩევის დღეს, უფრო სწორად კი მოვალეობების შესრულების დაწყების დღეს ვზეიმობთ. 2000 წელია კონსულები არ არიან აქტუალურები, 1600 წელია ეს ინსტიტუტი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვზეიმობთ. ქრისტეს შობიდან წლებს ვითვლით, ქრისტესი, რომლისაც მე არ მრწამს. 2009 დაიწყო... რისი მომტანი?
ხალხი... ერთი სული თუ მრავალი სულები? რანი ვართ ერთმანეთის?რატომაა სხვაობები პიროვნებებს შორის? რატომ ვართ ერთად განსხვავებულნი? ყველას გვაქვს ცნობიერება, მაგრამ შევიცნობთ სხვადასხვას. ისინი კომპლექსებს ნიღბის ქვეშ მალავენ.. ეგებ სხვაობა ნიღბებშია? სახეებში რომლებსაც ერთმანეთს წარვუდგენთ, რათა ადამისა და ევასავით დავმალოთ ჩვენი სულის სიშიშვლეები? ყველას ძალაუნებურად ნიღაბი უკეთია, არიან ინტელა, კავკასიკა, მთაშენკა...სინამდვილეში არცერთი არ არსებობს, არსებობს რაღაც ერთი, მაგრამ ამას ვმალავთ და ჩანან ნიღბები, კარგები, ცუდები, სასაცილოები, საყვარლები... მე გიჟის ნიღბის მიღმა ვიმალები... ვცდილობ თავი არ შეიწუხო და ამიტომ მაქვს ეს ნიღაბი.. ჯობია გიჟი ვიყო ვიდრე მხოლოდ ნიღაბი... აქ ბევრია გიჟი, ნაკლებად თუ მეტად..
გამჭოლი მზერა... ვცდილობ ჩავწვდე ამ მარიონეტების, რაც ჩვენი სხეულებია, სიღრმეს, დავინახო რაღაც, ფარდის მიღმა, მაგრამ ვერ ვახერხებ... უმეტესობის ნიღბები ძალიან კარგია, ჩანს შიშები, დამალული შიშებიც... რატომ ეშინია ადამიანს საკუთარი ბუნების ყველაზე მეტად?
მათაც კი ვინც ამას არ ამჟღავნებს... ვინც თავისუფლებისკენ ილტვის, იმალება... გიჟები ვართ, სხვადასხვა ყაიდის, რადგან ნიღბები სხვადასხვაა და მათი საშუალებით კიდევ უფრო ვიცავთ თავს. ლოკოკინებივით ღრმად ვმალავთ ჩვენს ნიჟარებში... რას? არ ვიცი... ალბათ უფრო ფაქიზ ნიღაბს

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия