მეზღაპრეობა - როგორც ფსიქოლოგიური ფენომენი

ადრე მეცინებოდა
მერე ვღიზიანდებოდი და ვბრაზდებოდი
ახლა სერიოზულად მეშინია და მეზიზღება
მეზღაპრეობა....

არა ანდერსენს და ძმებ გრიმებს არ ვერჩი, საბავშვო ლიტერატურა და ხარისხიანი ზღაპრები მიყვარს. მაგრამ არ მიყვარს ზღაპრები დიდებისთვის და ისინი ვისაც ეს სჯერავს. ჩვენს ზეპოლიტიზირებულ ქვეყანაში ასეთი ჭორების თემაც უმეტეს წილად პოლიტიკაა.

კოლექციაც მდიდარია:

მიშამ გრიგოლია გააუპატიურა.
მიშამ მეჰრიბან ალიევას უჩქმიტა

მიშას სექსუალურმა ენერგიის ხიბლმა თავი ბოლომდე მგონი დღესაც არ ამოწურა. თუმცა ეკონომიკური ხასიათის ზღაპრები გახდა უფრო აქტუალური, როგორიცაა ყბადაღებული 50 თეთრი ბენზინის წილი.

ბოლო ყველაზე კონგენიალური ზღაპარი იყო კატეგორიიდან "ჩვენი სიწმინდეები და ძეგლები":
"გელათიდან განჯის კარიბჭე მიშამ ჩამოახსნევინა და აზერებს გადასცა" 


სამართლიანობისთვის ავღნიშნავ რომ რამდენიმე საპირისპირო ბანაკიდან ზღაპარიც მსმენია, თუმცა შეგნებულად არ ვწერ, რადგან ჩემი პრინციპია დაუზუსტებელი ინფორმაციის წყაროების გარეშე არ გავრცელება, შემთხვევით თავად რომ არ გავხდე მეზღაპრე.

მეზღაპრეობას ამწვავებს ისიც რომ ჩვენთან სიტყვის თავისუფლება ჭეშმარიტია - რაც გინდა ილაპარაკე და წერე - ვერ დაგსჯიან, რაც რა თქმა უნდა წინა ხელისუფლების შეცდომაა. თორემ ცივილურ ქვეყანაში ვერ იარსებებდა ასავალ-დასავალი, for.ge, ქრონიკა და კიდევ სხვა ოდიოზური გაზეთები. რადგან ცივილურ სამყაროში ცილისწამებაზე სასამართლოში ჩივიან, და თუ ვერ დაამტკიცე ზღაპარი, მეზღაპრეს ან კოლოსალური თანხის გადახდა მოუწევს, ან ციხეში დასვენება ზღაპრული სამყაროს პერსონაჟებისგან. ასეთი სკანდალები დასავლეთში შოუ ბიზნესშიც და პოლიტიკაშიც საკმაოდ ხშირია. ჩვენთან კი ცილისწამების დეკრიმინალიზაციამ გააღვივა და წააქეზა მეზღაპრეობა. ენას ძვალი არ აქვსო და ყველა იმას ბოდავს რასაც მისი ფანტაზია წვდება, ზღვარს ფაქტებსა და ფანტაზიას შორის ვეღარ ხედავენ (თუ არ სურთ დანახვა) და ნებით თუ უნებლიეთ ატყუებენ ხალხს, პრინციპში იმათ ვინც ასეთივე მეზღაპრეობით გამოირჩევა და სურს იყოს მოტყუებული.

ასეთ საუბარსაც წავსწრებივარ, როდესაც ორი მოსაუბრე უფრო და უფრო იგონებს ზღაპრებს:

- მე ლურჯი გედი ვნახე გუშინ, ალაზანში ხტუნაობით ჩახტა
- კი, კი, ვიცი... მეც მითხრეს, ალაზანს ლურჯი გედები რომ შემოესივნენ და გადაჭამეს კალიები
- იცი გრიშამ იორში ნიანგი დაინახა
- დაინახავდა აბა რა, ჩემს რძალს კობრის ტყავი აჩუქა მაზლმა, თუშეთის გზაზე უპოვია.
- მაგ კობრამ უღალარა ლურჯ გედს, მთაში გაიქცა და...
და ა.შ. სასაცილოა არა? არა... შეგნებულად პოლიტიკური თემა ამ უაზრობით შევცვალე, თუმცა ორიგინალურ სიალოგში ამაზე მეტი აზრი არ იყო. თან ვერ ვიტყვი რომ მთლად ნულოვანი IQ-ს პატრონები იყვნენ ეს ხალხი.

უკვე აღარ მეცინება... მგონი ეს ტრაგედიაა რომლის ვერც მიზეზებს ვხსნი ბოლომდე და გამოსავალსაც ვერ ვხედავ...

მიზეზები? რთულია თქმა, გონებრივი სიჩლუნგე, ანალიტიკური აზროვნების არ ქონა, ინფანტილიზმი - ბავშვი რომ ფანტაზიორობს გასაგებია, ამ ასაკში უნდა განვითარდეს წარმოსახვა, ხოლო ზრდასრულს გამიჯნული უნდა ჰქონდეს წარმოსახვა და აღთქმა, უკონტროლო სისულელეების ბოდვაში არსებული საფრთხის არ დანახვა თუ მენტალური მასტურბაციაა... ჩემი ფსიქოლოგიური განათლება ამას არ ყოფნის... გამოსავალს კიდევ უფრო ვერ ვხედავ.. კანონით თუ ისევ მოხდება ცილისწამების კრიმინალიზაცია კარგია, მაგრამ ანალიტიკურ აზროვნებას და ფაქტების ანალიზს კანონით ვერ დააძალებ... სკოლაშიც ასე ადვილად ვერ ასწავლი, როდესაც მასწავლებლებიც არ იწუხებენ თავს ამით... სახიფათო ფსიქოლოგიური პრობლემა კი გვაქვს...



Comments

  1. rogorc agmochnda,ess zgaprepi ki ara,shegnebulad,mizanmimartulad gavrcelebuli chorebi iyo zizgis, shurisdziebis dasatesad.Mizanic migceulia.Amgvari ambebis gasavrceleblad sppecialuri anazgaurebadi samsaxuric ki arsebobs odidan.

    ReplyDelete
  2. გეთანხმებით, მაგრამ რაღაც ფსიქოლოგიური პრობლემა არსებობს, რადგან ხალხი ისე გემრიელად ჭამს ზუსტად ასთ დაუჯერებენ და პრიმიტიულ იდიოტობებს და არა ისეთ რამეს რაც სიმართლესთან ახლოს შეიძლება იყოს და ჭკვიანი ადამიანიც წამოეგოს.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

Внизу Сванетия

До свидания