San Fransisco el grande - წმ. ფრანცისკოს ტაძარი
La Real Basílica de San Francisco el Grande - წმ. ფრანცისკო დიდის სამეფო ბაზილიკა აშენდა XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ნეოკლასიკურ სტილში. მისი არქიტექტორები იყვნენ: ფრანცისკო კაბესასი, ანტონიო პიო და ფრანჩესკო საბატინი, ხოლო ტაძარი მოხატეს ფრანცისკო გოიამ და ზურბარანმა. კიდევ მისი გუმბათი ყველაზე დიდია ესპანეთში, ხოლო ქრისტიანულ სამყაროში სიდიდით მესამეა.
მხოლოდ ეს ფოტოა ჩემი გადაღებული.
როგორც მითხრეს ტაძარი ტურისტული არაა, ამიტომ მხოლოდ მესის დროსაა ღია. ამიტომ კვირას დილით წავედი ტოლედოს კარიბჭემდე ავტობუსით, იქედან კი ფეხით მალევე მივედი წმ. ფრანცისკოს ტაძრამდე. რომ მივედი მესა დაწყებული იყო. დავჯექი სკამდე და დავიწყე ფრესკების დათვალიერება. სურათები გასაგები მიზეზის გამო ვერ გადავიღე, ამიტომ ინტერნეტში მოპოვებულ სურათებს გთავაზობთ.ეკლესიის სივრცე მრგვალია. მოხატულობა თვალწარმტაცია...
ზემოთ თუ აიხედავთ შეიძლება კისერი გაგიშეშდეთ...
და ლამაზი ღამის ფოტო...
Comments
Post a Comment