პეტიცია საქართველოს პრეზიდენტის მხარდასაჭერად
ჩვენ ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებს საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად.მიხეილ სააკაშვილი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად 2013 წლის ოქტომბრის ჩათვლით არის საქართველოს კონსტიტუციურად არჩეული პრეზიდენტი და მისი ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური ქმედება,ასევე უპატივცემულობა საქართველოს მოსახლეობისადმი,იმ ადამიანებისადმი ვინც ის პრეზიდენტად აირჩიეს.ჩვენ მიგვაჩნია რომ ის ადამიანები ვინც ითხოვენ საქართველოს პრეზიდენტის გადადგომას აყენებენ პირდაპირ ზიანს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას და ფეხქვეშ თელავენ საქართველოს კონსტიტუციას.აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ საპირისპირო ხელმოწერების შეგროვება რათა ყველასთვის ნათელი იყოს რომ მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი არ არის უფლებამოსილი პრეზიდენტის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს და რომ ისინი არ წარმოადგენენ მთელი საქართველოს მოსახლეობას.
პეტიცია მომზადებულია მოძრაობა ,,პატრიოტები,,-ს მიერ http://www.facebook.com/movement.patriots
თუ უერთდებით ამ პეტიციას დააფიქსირეთ თქვენი სახელი და გვარი კომენტარებში
პეტიცია მომზადებულია მოძრაობა ,,პატრიოტები,,-ს მიერ http://www.facebook.com/movement.patriots
თუ უერთდებით ამ პეტიციას დააფიქსირეთ თქვენი სახელი და გვარი კომენტარებში
თუ ეთანხმებით ხელი მოაწერეთ ფეისბუქის გვერდზე
Comments
Post a Comment