San Antonio de los Alemanes
კვირა დღე მადრიდში შეიძლება ითქვას სულიერად გადატვირთული გამომივიდა, რადგან შუა დღეს მესას კიდევ ერთ ეკლესიაში დავესწარი. წმ. ფრანცისკოს ეკლესიისგან განსხვავებით წმ. ანტონიოს ეკლესია პატარაა და ძნელად საპოვნელი. GPS-ით კარგა ხანს ვიბოდიალე მის გარშემო.
ეს პატარა ეკლესიაც XVIII საუკუნისაა. შიგნიდან სივრცე ოვალურია, კვერცხისებრი, რაც ყველაზე მოულოდნელი აღმოჩნდა, ხოლო მოხატულობა თვალწარმტაცი.
ჩემი მარტო პირველი ფოტოა. დანარჩენი ინტერნეტშია ნაპოვნი.
მესა რომ დამთავრდა, 2 კაცი შემოვიდა ეკლესიაში და ვიღაც ქალს გამოესაუბრნენ. ქალმა ესპანურად უპასუხა, თუმცა თავისუფლად გავიგე ქალის სიტყვები "ეს ესპანური სიქსტის კაპელაა" და ძნელია არ დაეთანხმო ქალბატონს... გავნაგრძოთ შესანისნავი ფრესკების ნახვა..
ოვალურობა უჩვეულო ელფერს მატებს...
Comments
Post a Comment