ტაძრიდან ალკაზარამდე

სანამ მე საკათედრო ტაძარს ვათვალიერებდი, ჩემი მასპინძლები ნინო და რაული მოედანზე ღვინოს მიირთმევდნენ. ნინო თან იყინებოდა. სურათს ჰქვია "მერე რა რომ დეკემბერია" :) არც ისე თბილოდა მაგრამ კაფეს ტერასა როგორც ხედავთ არაა ცარიელი. აქვე ვისადილეთ. სეგოვიის საფირმო კერძი გოჭუნაა, ისე ქალაქში გოჭის და ღორის ბევრი გამოსახულება იყო, მაგრამ ნინომ უფრო მარტივი მაგრამ გემრიელი კერძი შეუკვეთა: შემწვარი კარტოფილი ხამონით და შემწვარი კვერცხით. ძალიან მარტივი და გემრიელი რამეა. ისე ჩვენ რატომ არ მოგვდის აზრად შემწვარი კარტოფილის და კვერცხის შეხამება? ორივე კი გვაქვს ცალცალკე...
ბოლოდ მზე ტაძარს მიეფარა, ჩრდილში კი ტერასაზე ჯდომა და ღვინის წრუპვა უკვე არასასიამოვნო გახდა. წავედით ალკაზარისკენ. გზად პატარა ეკლესია ვნახეთ. ძველ სეგოვიაში უამრავი პატარა ეკლესიაა.




 სეგოვიის ქუჩები. მალე ალკაზარშიც მივედით. აქედან ასეთი ხედი იშლება..
უკან მრგვალი ეკლესია საკმაოდ საინტერესოა - აქ ოდესღაც ტამპლიერ რაინდთა ბაზა იყო.

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия