გრანადის ქუჩებში

გრანადის ცენტრალური მოედანი. იზაბელა ლა კატოლიკას და კოლუმბის ძეგლი. ასახულია თუ როგორ უხსნის კოლუმბი დედოფალს თავის გეგმებს. ისე უკანა ფონზე და მარჯვნივ უმახინჯესი შენობებია.. საბჭოთა კავშირი გამახსენა.. ასკარად დივერსიას ჰქონდა ადგილი.

ესე იგი ორშაბათას გამთენიისას დავტოვე მადრიდი სამხრეთის ავტოსადგურიდან და გავემგზავრე გრანადაში. მგზავრობას 5 საათი მოვუნდი თავისი გაჩერებით. გადავკვეთე მთელი კასტილია ლა მანჩა და ანდალუსიის ნაწილი. კასტილია სრულიად უინტერესო მხარეა. მაგიდასავით ბრტყელი, აქა იქ ბალახი ბიბინებდა, ეს დეკემბერში... რაც იმას მიუთითებს რომ ზაფხულში აქაურობა გადახრუკულ-გადაბუგურია. ერთფეროვანი მოწყენილობა ანდალუსიამდე. კასტილიის პეიზაჟებით დაღლილის გული ანდალუსიამ უმალვე დაიპყრო. მთაგორიანი მხარე. უამრავი ზეთის ხილის პლანტაცია. სადაც გავიხედავდი სულ ზეთის ხილის ხეები იყო. გორები გეგონება დავარცხნილი იყო...


გზაზე აქაურ "რიკოთზე" გავჩერდით. როგორც ყველაფერი ესეც იგივეა რაც ჩვენთან, მაგრამ კულტურული და ცივილური. აი გორთან რომ გააკეთეს სოკარის და ვისოლის დასასვენებელი ზონები, მასეთი ოღონდ უფრო დიდი და უკეთესი. ჰო, ისწავლეთ, ესპანურად ტუალეტი არის Aseo ასე რომ ნაცნობ წარწერას ნუ ეძებთ. "რიკოთზე" კაფეტერიაც იყო, მაღაზიებიც, ტუალეტებიც, და მოკლედ ყველაფერი რაც მგზავრს უნდა გზაზე. გრანადაში 12:30-ზე ჩამოვედი. ავტოსადგურის ტურისტულ ცენტრში რუქაც მომცეს და მითხეს რომელი ავტობუსით მივალ ცენტრამდე. სასტუმროში დავტოვე ბარგი და დავიწყე ბოდიალი.



გრანადაში სუვენირები არაბულ სტილშია. საერთოდ არაბული ანტურაჟი უყვართ აქ, ტურისტულ ვარიანტში ალბათ... თორე ქალაქი იზაბელა ლა კატოლიკამ აიღო XV საუკუნის მიწურულს, და მავრებს არც ის არც მისი შთამომავალნი არ წყალობდნენ, ასე რომ აქაური არაბები უფრო მაროკოელები არიან ვიდრე ანდალუსიელი მავრების შთამომავლები. პრინციპში კარგ სუვენირებს ყიდიან, ჩაიც მშვენიერი აქვთ დანარჩენი ესპანეთისგან განსხვავებით.
მავრებზე თუ არაბებზე ბევრად უარესი არიან ბოშები. ანდალუსიაში ისინი ბლომად არიან. აქაურებიც და აღმოსავლეთ ევროპელებიც. ბოშები ჩვენებზე უფრო სუფთები არიან, რაც მეტ საშიშროებას წარმოქმნის, რადგან მაშინვე მათი იდენტიფიცირება ძნელია. პირველივე წუთებში ბოშამ ჩემი გაქურდვა სცადა - ვითომ რაღაც პეტიციაზე მაწერინებდა ხელს. სანამ ტვინს ბურღავდა უკნიდან სხვა ბოშა ვიგრძენი და დროზე ავტეხე განგაში. როგორც მერე მითხრეს ეს რუმინელები იქნებოდნენ. ესპანელი ბოშები ბზის ან რამე მცენარის ტოტს გჩუქნიან, მკითხაობენ და ასე გძალავენ ფულსო. მოკლედ თბილისურმა 90-ანების გამოცდილებამ მიხსნა პირველი ძარცვის მცდელობისგან. ხოლო ფრაზაზე "Sinorita, un regalo para ti" ისეთ ხმაზე ვუყვიროდი "No!!!" რომ მეშვებოდნენ ბოშები... მოკლედ არასასიამოვნო რამეა...
ცენტრში ბევრი ბარებია. აქ ზღვის პროდუქტები უყვართ. რაღაცეები ვცადე, არ მომეწონა.
საკათედრო ტაძარი 4 საათამდე დაკეტილი იყო, ასე რომ ვბოდიალობდი... ქათმით და კარტოფილით ვისადილე. ისე რა მომწონს, არის ცნება Menu del dia - ანუ დღის მენიუ. პირველი და მეორე კერძი, სასმელით ფიქსირებულ ფასად. უცხოელისთვის ვინც არ იცის ესპანური ძალიან მოხერხებულია. თუმცა ანდალუსიაში კი მომიწია ჩემი ესპანურის გაუმჯობესება.
არაბული სუვენირების ქუჩუკები. რუქაზე რაღაც ისეთი სახელი ეწერა, მარა ტიპიური ტურისტული ატრაქციაა მთელი თავისი არაბული ანტურაჟით.
ღამე უფრო საინტერესო რამეს წავაწყდი - საშობაო ბაზარს სადაც ყველს და ძეხვს ასინჯებდნენ მყიდველებს...
კიდევ აქ ლამაზი ყუთები იყიდება, ინკრუსტაციებით, რაც მარტო გრანადაში ვნახე.
აი ასე...
გავცდი ამ არაბულ პონტს...
ლამაზი ადმინისტრაციული შენობა. აქ მხოლოდ ანდალუსიის და ესპანეთის დროშებია.
წმ. მარკოს თუ წმ. მარტინის ეკლესია... წირვას დავესწარი აქ საღამოთი...
გაგეძელება იქნება :)

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия