დამოუკიდებლად მოგზაურობა ესპანეთში

რა უნდა გაითვალისწინოთ თუ ესპანეთში დამოუკიდებლად მოგზაურობა გადაწყვიტეთ - სასარგებლო რჩევები.

კარგია როდესაც უცხო ქვეყანაში მეგობრები გხვდებიან და ყველა პრობლემას გიგვარებენ, თუ მეგობრები არ გყავს და ფული გაქვს - მაშინ ტურისტული სააგენტო გეხმარება ყველაფერში. ხოლო თუ არც მეგობრები გყავს და არც ფული გაქვს ბევრი? მაშინ კეთილი ხალხის რჩევები.


  • მოიმარაგეთ ესპანური ენის სასაუბრო. ელემენტარული ესპანური აუცილებელია! სასტუმროს გარეთ ინგლისური მხოლოდ განათლებულმა საზოგადოებამ იცის, ხოლო ბარმენებმა, ოფიციანტებმა, გამყიდველებმა არ იციან. ასე რომ ელემენტარული ესპანური სავალდებულოა! 
  • კავშირგაბმულობა. მობილური ინტერნეტი და ადგილობრივი ტელეფონი სასარგებლოა. გირჩევთ http://www.yoigo.com/ 20 ევროდ ვიყიდე ნომერი რომელსაც ეს 20 ევრო სალაპარაკო მოყვა, 20 სმს და 500 მბ ინტერნეტი. ასე რომ ეს პრობლემა მოგვარდა. 
  • ავტობუსი და მეტრო მადრიდში. მეტროში მგონი იყიდება სამგზავრო ბარათები მარა მე არ მიყიდია. ავტობუსი 1.5 ევრო ღირს, მეტრო გააჩნია მანძილს. მეტროში გარკვევა არც ისე მარტივია. რუქა მოიმარჯვეთ და ყურადღებით შეისწავლეთ სქემები. ესპანურის ცოდნა აქაც გამოგადგებათ.
  • საქალაქთაშორისო მგზავრობა. დიდ ქალაქებს შორის მიმოსვლა ხორციალდება ჩქაროსნული მატარებლებით და ავრობუსებით. მატარებლები ძვირი ღირს, 60 ევროდან 100 ევროზე მეტიც. მე ავტოპბუსებით ვიარე. ანდალუსიისკენ სადაც არ უნდა წახვიდე 25 ევრომდე ჯდება :) http://www.alsa.es/ და http://www.socibus.es/index8.jsp ავტობუსებით ვიმგზავრე. ბილეთების ყიდვა წინასწარ ინტერნეტით შეიძლება. ბილეთში პირდაპირ ადგილს ირჩევ ასე რომ მერე გაწევ-გამოწევა აღარ გჭირდება :)
  • ავტოსადგურები. მადრიდიდან ანდალუსიაში სამხრეთის ავტოსადგურიდან წავედი. http://www.estacionautobusesmadrid.com დიდუბე არ გეგონოთ. მძღოლები არ დგანან, გასაღებებს არ ატრიალებენ და "გრანადა ერთი კაცი და გავდივართ" არ ყვირიან. კულტურულად და ცივილურადაა ყველაფერი. საიტზეც ნახავთ რა და როდისაა. ტაბლოები კიდია დასაც ავტობუსების მარშრუტები, გასვლა, მოსვლა და ბაქანი წერია. ასე იპოვით სასურველ ავტობუსს ყოველგვარი ყვირილის გარეშე. გრანადის და სევილიის ავტოსადგურებიც ცივილურია თუმცა უფრო პატარა. გრანადის ავტოსადგურში ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ვნახე. 
  • ტაქსი ძვირია. მადრიდში ავტოსადგურიდან სახლამდე 6 კმ 13 ევრო დამიჯდა.
  • გრანადაში, ალამბრას ბილეთებიც წინასწარ ინტერნეტით შეიძინეთ. http://www.alhambradegranada.org/en/
  • სასტუმროების დაჯავშნა booking.com-ით ჯობია.
  • კვება. საუზმე დაახ 4 ევრო, სადილი საშუალოდ 9 - 10 ევრო ღირს. 
კითხვებზე გაგცემთ პასუხს...

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия