სეგოვიის საკათედრო ტაძარი - ნაწილი 2

 ჯობია გავაგრძელო მოყოლა სეგოვიის საკათედრო ტაძარზე.
კათოლიკურ ხელოვნებაში ერთ-ერთი  ყველაზე მომხიბვლელი ქანდაკებაა.. ასეთი მრავლადაა აქაც... მაგალითარ მაცხოვარი ვირზე, ეს ალბათ იერუსალიმში შესვლას განასახიერებს.
 ეს მაცხოვარი ჯვრიდან ჩამოხსნის შემდეგ. ნამდვილად ქმნის ილუზიას რომ მაყურებელი გარდაცვლილ იესოს უყურებს...
ჩვენი აღქმა საკმაოდ განსხვავდება შუა საუკუნეების ადამიანის აღქმისგან. ჩვენ განებივრებული ვართ სანახაობით. ტელევიზიით თუ კინოში ვხედავთ ისტორიულ პერსონაჟებს და ფანტასტიურ ცხოველებს, გალაქტიკებსშორის ხომალდებსა და მორწმუნეებს შეუძლიათ ნახონ ფილმები იესოს ცხოვრების შესახებ. შუა საუკუნეებში ეს ყველაფერი არ არსებობდა. ადამიანმა იცოდა რაც ნახა ხოლო ნახა ძალიან ცოტა. ასე რომ ეს ქანდაკებები მას ცოცხლად წარმოადგენინებდა მაცხოვრის ცხოვრებასა და წამებას...



 ქანდაკებას არც მხატვრობა ჩამორჩებოდა...


 ორღანი ... წარმოიდგინეთ ასეთ საკათედრო ტაძარში წირვა, ორღანით და გუნდით... დღევანდელ ადამიანზე მოახდენს უდიდეს შთაბეჭდილებას, რომ აღარაფერი ვთქვათ შუა საუკუნეების ადამიანზე.

 შუა საუკუნეების ნოტები

 ჭერი....
 გუმბათი

 პერსპექტივა



 ისევ მაცხოვარი ჯვარზე ცმის წინ.
 ბარელიეფებიც ულამაზესია
 ჭერი ცალკე ხელოვნების ნიმუშია
 კიდევ სივრცე და პერსპექტივა







ეს უკვე ბაღში გასასვლელი...

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия