ახალი წლების შესახებ
საქართველოში 2 ახალი წელი გვაქვს - 1 და 14 იანვარს. 1 ახალი წელი გასაგებია ასე თუ ისე, მთელი დედამიწა ახალ წელს აღნიშნავს 1 იანვარს, ხოლო ე.წ. "ძველით ახალ წელზე" ათასგვარი ტყვუილმართალი მითები არსებობს...
ზოგი იმიტომ ქეიფობს 14-ში რომ უბრალოდ ქეიფის კიდევ ერთი მიზეზია..
ზოგი ტრადიციისამებრ, განსაკუთრებით სოფლებში...
გურიაში კალენდობას აღნიშნავენ..
ღმერთმა ყველას შეარგოს შეკრება და პურის ჭამა ნებისმიერი მიზეზით... მაგრამ...
არის სრულიად გაუგებარი და მცდარი მოსაზრებები რომ თურმე 14 იანვარი მარლთმადიდებლური ან და სულაც ქართული ახალი წელია.
ორივე არა მხოლოდ მცდარი არამედ სულელური მოსაზრებაა.
მაგრამ ქრისტიანობის გავრცელება გაცდა იუდეას და ებრაული კულტურის არეალს, და მოციქულების პეტრეს და პავლეს წყალობით რომი გახდა ქრისტიანობის გავრცელებიც ცენტრი. ასე რომ პირველი ქრისტიანებისთვის ებრაული კალენდარი აღარ იყო აქტუალური, არამედ რომაული. 1 იანვარს ახალი წელი კი რომაული ანუ იულიანური კალენდრითაა.
რაც შეეხება იულიანურ კალენდარს იგი შექმნა იულიუს კეისარმა (რომელიც რა თქმა უნდა არ იყო ქრისტიანი). რა თქმა უნდა დიდი პოლიტიკოსი და მხედართმთავარი არ იყო ასტრონომი, ამიტომ მან მოიწვია ეგვიპტეში სახელგანთქმული ასტრონომები და მათ შექმნეს იდეალურთან ახლო კალენდარი. ცდომილება იყო მხოლოდ რამდენიმე წუთი, რომლითაც ყოველ 128 წელს გროვდებოდა თითო ზედმეტი დღე.
იულიანური კალენდარი ხმარებაში შემოვიდა ძვ. წ. 45 წელს.
სწორედ ამ კალენდარს უწოდებენ სრუყლიად დაუმსახურებლად "მარლთმადიდებლურს".
ხოლო რომაელებს ახალი წელი 1 იანვარს ჰქონდათ ძალიან პრაგმატული მიზეზის გამო. რესპუბლიკის პერიოდში წლებს თვლიდნენ კონსულების მიხედვით. ანუ ამბობდნენ არა 56 წელი რაღაციდან არამედ ამის და იმის კოსულების წელი. ხოლო კონსულები მოვალეობის შესრულებას იწყებდნენ 1 იანვარს.
ანუ მარლთმადიდებლური ახალი წელი გამოდის არის იულიანური კალენდრით წარმართი რომაელების წლის ათვლის წერტილი? :)))
სასაცილოა არა?
სწორედ ამ 128 წელიწადში დაგროვილმა თითო ზედმეტმა დღემ გამოიწვია გაუგებრობები და XVI საუკუნეში რომის პაპის გრიგოლ XIII ინიციატივით ჩატარდა რეფორმა, კალენდარი ცოტა შეასწორეს. ხოლო ეს დაგროვილი ცდომილებები უკვე 2 კვირამდე გაიზარდა, ამიტომ ევროპაში 1582 წელს 4 ოქტომბრის შემდეგ გათენდა 15 ოქტომბერი. ეს რედაქტირება არ მიიღო აღმოსავლეთის მარლთმადიდებლურმა ეკლესიამ, სადაც ცდომილება დღეს უკვე 2 კვირაა. და როგორი იქნება 10 საუკუნის მერე? შობა იანვრის ბოლოსკენ გადაინაცვლებს და მგალობლები კიდევ 25 დეკემბერს იმღერებენ :) ახალ წელზე არც მაქვს საუბარი.
ამრიგად დავამტკიცეთ მართლმადიდებლობას არაფერი საერთო არ აქვს 14 იანვარს ახალ წელთან :)))
ძველად საქართველოში ახალი წელი სექტემბერში აღინიშნებოდა, რაც ლოგიკურია, მოსავლის აღება, ბარაქა და როდის უნდა იქეიფოს ერმა თუ არა ასეთ უხვ სეზონზე?
იულიანური ახალი წელი ჩვენთან შემოვიდა რუსეთის იმპერიიდან.
1801 წელს მოხდა საქართველოს ანექსია. მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, დამკვიდრდა რუსული წეს-ჩვეულებები და ახალი წელიც. ოქტომბრის რევოლუციამდე ჩამორჩენილი რუსეთის იმპერია სამოქალაქო საქმეებშიც იულიანურ კალენდარზე იყო მიბმული, ამიტომაც ახალ წელს აღმიშნავდნენ 1 იანვარს, მაგრამ ძველი სტილით.. ახალი არ იყო და...
საქართველოში მენშევიკების დროს შემოვიდა გრიგორიანული კალენდარი. ახალი წელი ისევ 1 იანვარს დარჩა, ოღონდ ახალი სტილის.
ხოლო ძველი სტილი დარჩა ხალხის მეხსიერებაში და რისთვის დაეკავშირებინათ აღარ იცოდნენ, ამიტომაც გაჩნდა ასეთი სრულიად მცდარი მოსაზრებები "ნამდვილ" "ქართულ" და "მარლთმადიდებლურ" ახალ წლებზე.
დამატებით წაიკითხეთ კარგად კალენდრების შესახებ.. ნუ ხართ ზარმაცები.
ზოგი იმიტომ ქეიფობს 14-ში რომ უბრალოდ ქეიფის კიდევ ერთი მიზეზია..
ზოგი ტრადიციისამებრ, განსაკუთრებით სოფლებში...
გურიაში კალენდობას აღნიშნავენ..
ღმერთმა ყველას შეარგოს შეკრება და პურის ჭამა ნებისმიერი მიზეზით... მაგრამ...
არის სრულიად გაუგებარი და მცდარი მოსაზრებები რომ თურმე 14 იანვარი მარლთმადიდებლური ან და სულაც ქართული ახალი წელია.
ორივე არა მხოლოდ მცდარი არამედ სულელური მოსაზრებაა.
1. რატომ არაა 14 იანვარს მარლთმადიდებლური ახალი წელი?
იმიტომ რომ ქრისტიანობაში ზოგადად არ არსებობს არავითარი ახალი წელი. კარგად წაიკითხეთ სახარება და იპოვეთ იქ ასეთი დღესასწაულის ხსენება. ვერ იპოვით. ებრაული ახალი წელი საერთოდ სექტემბერშია, და თან ცვლადი დღეა. ასე რომ იესო ქრისტე თუ აღნიშნავდა ახალ წელს - იგი აღნიშნავდა სექტემბერში.მაგრამ ქრისტიანობის გავრცელება გაცდა იუდეას და ებრაული კულტურის არეალს, და მოციქულების პეტრეს და პავლეს წყალობით რომი გახდა ქრისტიანობის გავრცელებიც ცენტრი. ასე რომ პირველი ქრისტიანებისთვის ებრაული კალენდარი აღარ იყო აქტუალური, არამედ რომაული. 1 იანვარს ახალი წელი კი რომაული ანუ იულიანური კალენდრითაა.
რაც შეეხება იულიანურ კალენდარს იგი შექმნა იულიუს კეისარმა (რომელიც რა თქმა უნდა არ იყო ქრისტიანი). რა თქმა უნდა დიდი პოლიტიკოსი და მხედართმთავარი არ იყო ასტრონომი, ამიტომ მან მოიწვია ეგვიპტეში სახელგანთქმული ასტრონომები და მათ შექმნეს იდეალურთან ახლო კალენდარი. ცდომილება იყო მხოლოდ რამდენიმე წუთი, რომლითაც ყოველ 128 წელს გროვდებოდა თითო ზედმეტი დღე.
იულიანური კალენდარი ხმარებაში შემოვიდა ძვ. წ. 45 წელს.
სწორედ ამ კალენდარს უწოდებენ სრუყლიად დაუმსახურებლად "მარლთმადიდებლურს".
ხოლო რომაელებს ახალი წელი 1 იანვარს ჰქონდათ ძალიან პრაგმატული მიზეზის გამო. რესპუბლიკის პერიოდში წლებს თვლიდნენ კონსულების მიხედვით. ანუ ამბობდნენ არა 56 წელი რაღაციდან არამედ ამის და იმის კოსულების წელი. ხოლო კონსულები მოვალეობის შესრულებას იწყებდნენ 1 იანვარს.
ანუ მარლთმადიდებლური ახალი წელი გამოდის არის იულიანური კალენდრით წარმართი რომაელების წლის ათვლის წერტილი? :)))
სასაცილოა არა?
სწორედ ამ 128 წელიწადში დაგროვილმა თითო ზედმეტმა დღემ გამოიწვია გაუგებრობები და XVI საუკუნეში რომის პაპის გრიგოლ XIII ინიციატივით ჩატარდა რეფორმა, კალენდარი ცოტა შეასწორეს. ხოლო ეს დაგროვილი ცდომილებები უკვე 2 კვირამდე გაიზარდა, ამიტომ ევროპაში 1582 წელს 4 ოქტომბრის შემდეგ გათენდა 15 ოქტომბერი. ეს რედაქტირება არ მიიღო აღმოსავლეთის მარლთმადიდებლურმა ეკლესიამ, სადაც ცდომილება დღეს უკვე 2 კვირაა. და როგორი იქნება 10 საუკუნის მერე? შობა იანვრის ბოლოსკენ გადაინაცვლებს და მგალობლები კიდევ 25 დეკემბერს იმღერებენ :) ახალ წელზე არც მაქვს საუბარი.
ამრიგად დავამტკიცეთ მართლმადიდებლობას არაფერი საერთო არ აქვს 14 იანვარს ახალ წელთან :)))
2. რატომ არაა 14 იანვარს ახალი წელი ქართული
ძველად საქართველოში ახალი წელი სექტემბერში აღინიშნებოდა, რაც ლოგიკურია, მოსავლის აღება, ბარაქა და როდის უნდა იქეიფოს ერმა თუ არა ასეთ უხვ სეზონზე?
იულიანური ახალი წელი ჩვენთან შემოვიდა რუსეთის იმპერიიდან.
1801 წელს მოხდა საქართველოს ანექსია. მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, დამკვიდრდა რუსული წეს-ჩვეულებები და ახალი წელიც. ოქტომბრის რევოლუციამდე ჩამორჩენილი რუსეთის იმპერია სამოქალაქო საქმეებშიც იულიანურ კალენდარზე იყო მიბმული, ამიტომაც ახალ წელს აღმიშნავდნენ 1 იანვარს, მაგრამ ძველი სტილით.. ახალი არ იყო და...
საქართველოში მენშევიკების დროს შემოვიდა გრიგორიანული კალენდარი. ახალი წელი ისევ 1 იანვარს დარჩა, ოღონდ ახალი სტილის.
ხოლო ძველი სტილი დარჩა ხალხის მეხსიერებაში და რისთვის დაეკავშირებინათ აღარ იცოდნენ, ამიტომაც გაჩნდა ასეთი სრულიად მცდარი მოსაზრებები "ნამდვილ" "ქართულ" და "მარლთმადიდებლურ" ახალ წლებზე.
დამატებით წაიკითხეთ კარგად კალენდრების შესახებ.. ნუ ხართ ზარმაცები.
Comments
Post a Comment