Gran via მადრიდი

 XIX საუკუნის მიწურულს მადრიდი იმდენად გაიზარდა რომ ვიწრო და ზველი Calle Mayor ვეღარ აკმაყოფილებდა ქალაქს, თან ცენტრიდან ჩრდილოეთით მნიშვნელოვანი ახალი უბნები გაჩნდა. ამიტომ დააპროექტეს და ააშენეს ახალი ცენტრალური გამზირი - Gran Via - რომელიც სწორედ ასე ითარგმნება - დიდი გზა.

ეს ფართო თანამედროვე გამზირია. შენობები აქ თარიღდება XX საუკუნის პირველი ნახევრით. ნაწილი ფრანკომდე იყო აშენებული, ნაწილი ფრანკოს დროს. სიმართლე გითხრათ და სტალინის ამპირის ასოციაცია გამიჩნდა... რაღაც დიქტატორებს ერთნაერი ხელწერა აქვთ არქიტექტურაში...
 კიდევ ყურადღება მიაქციეთ პირველ ფოტოს, ასფალტზე.. ცალკე ზოლია ავტობუსებისთვის და ტაქსებისთვის. ანუ აქ მესამე ზოლში მოგონკავე ავტობუსები და მოსეირნე ტაქსები არ არიან..

 სისხლიანი ხუან კარლოსის რეჟიმი ტაქსებს აიძულებს პირველ ხაზზე იარონ. ტაქსი ისე აქ ძვირია... სულ სამჯერ ვიმგზავრე ტაქსით და ჩემი მწირი ესპანურის გამო ვერ გავარკვიე რამდენი დიპლომი აქვს ტაქსის მძღოლს და სისხლიანი მთავრობა როგორ აწამებს მათ. თუმცა ტაქსისტებს აქვთ GPS და მთელ ქალაქს არ შემოგატარებენ მისამართის ძებნით...






 ძალიან შთამბეჭდავია...
ეს კი ექიმების პროტესტი...

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия