სეგოვიის ალკაზარი ნაწილი 1

სეგოვიის ალკაზარი არის შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე, რომელიც მდებარეობს მდინარეების ერესმას და კლამორესის შესართავთან, მაღალ კლდოვან კონცხზე. ეს ციხე-სიმაგრეც ჯერ რომაელებმა ააშენეს, მერე არაბებმა დააშენეს და ბოლოს ესპანელებმა გადააშენეს :) პირველად იგი მოხსენიებულია 1120 წელს, როდესაც ქალაქი უკვე ესპანელების ხელში იყო. მეფე ალფონსო VIII-ს დროს ციხე მეფის რეზიდენციათ იქცა. მან მნიშვნელოვნად გადააკეთა ციხე, და სწორედ მაშინ შეიძინა ალკაზარმა ის იერსახე, რომელმაც მოაღწია ჩვენამდე.
მოგვიანებით მეფე ხუან II-მ მიაშენა დიდი კოშკი, რომელიც მისი სახელითაა ცნობილი.
1474 წელს სწორედ სეგოვიის ალკაზარში მეფედ ეკურთხა იზაბელა, კასტილიის და ლეონის დედოფალი.
მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია და ცვლილებები განიცადა ალკაზარმა ფილიპე II-ს მეფობის დროს. ფილიპემ ალკაზარს უფრო ცენტრალურ-ევროპული იერსახე შესძინა.
 XVIII საუკუნეში ალკაზარში გაიხსნა სამეფო საარტილერიო სასწავლებელი. XIX საუკუნის ბოლოს შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და მეფე ალფონსო XIII ბრძანებით აქ განთავსდა სამეფო სამხედრო სასწავლებელი.
დღეს კი აქ მუზეუმია.
ბავშვობაში უეჭველი ყველას გექნებათ წაკითხული მძინარე მზეთუნახავი და ათასგვარი ზღაპრები სადაც მოქმედება ციხესიმაგრეში ხდება... ასევე ნანახი გექნებათ უამრავი ფილმი ასეთი გრანდიოზული ციხეებით, სადაც პრინცესები და რაინდები უნდა იყვნენ, ტარდებოდეს ტურნირები ..
ალკაზარში რომ მოვხვდი სწორედ ბავშვობის და მოზარდობის ფანტაზიებში წარმოსახული ზღაპრული ციხე დავინახე საკუთარი თვალით... აგერ ის, მატერიალური, დგას...  შემიძლია შევეხო, შევიდე... წარმოუდგენელია რომ ეს ციხე მართლაც არსებობს!!!
 სეგოვიაზეც ულამაზესი ხედი იშლება...



 წარმოგიდგენიათ, აქ ნამდვილი თხრილია სადაც ადრე წყალი იყო და ყველა კი ვერ შევიდოდა :) ვიდს აკეცავდნენ და კარგად მეყოლეთ!
 პირველ რიგში ხუან მეორეს კოშკზე ავედით. აქედან ჩანს ტამპლიერების ბაზა - ვერა კრუზის ეკლესია...
ზღაპრული კოშკები ზემოდან
 კიდევ ხედი
 ესპანეთის დროშა სა უკან საკათედრო ტაძარი.
ესეც ზედხედი.

გაგრძელება იქნება!

Comments

Popular posts from this blog

До свидания

Внизу Сванетия