გრანადას ღირსშესანიშნაობები
ტრადიციისამებრ გთავაზობთ გრანადის ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალს.
- ალამბრა. კარლოს V-ს სასახლეების კომპლექსი, გოთურ და მავრიტანულ სტილში. ადრე აქ მავრი მმართველების სასახლეები იყო. კომპლექსი იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შედის. http://www.alhambradegranada.org ბილეთის ღირებულება 14 ევრო. ბილეთი წინასწარ იყიდეთ. თვითონ ალამბრაში რამდენიმე მუზეუმი ფუნქციონირებს. ყურადღება მიაქციეთ ბილეთზე Nasrid Palaces-ს ვიზიტის დროს.
- ხენერალიფე. ალჰამბრასთან ბაღების კომპლექსი. პრინციპში ხენერალიფეც ალამბრას კომპლექსში შედის. უზარმაზარი და ულამაზესი ბაღებია. დეკემბრის სუსხიან დილას არც ისე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ ნათლად წარმოვიდგინე ზაფხულის სიცხეში ედემის ბაღებზე უკეთეს ადგილად მოეჩვენება ადამიანს. ალაბრას ბილეთის ფასში შედის ხენერალიფეც.
- ალბასინის უბანი. გრანადას ისტორიული უბანი. აქედან კარგად ჩანს ალამბრა.ეს უბანიც შედის იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში. ძალიან სასიამოვნო სასეირნოა. ჩოულებრივი საცხოვრებელი უბანია, ასე რომ ისეირნეთ როდის და რამდენიც გსურთ.
- გრანადას საკათედრო ტაძატი. XVI - XVIII საუკუნეები, რენესანსის სტილი. მუშაობის საათები: ზამთარში 10:45 - 13:30, 16:00 - 19:00. ზაფხულში საღამოს 8 საათამდე. ფასი 4 ევრო. სხვა კათედრალებთან შედარებით არ ავღფრთოვანდი, თუმცა ეს ერთადერთი არა გოთიკური საკათედროა რაც ვნახე, მადრიდს თუ არ ჩავთვლით.
- არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის მუზეუმი - ვერ ვნახე დაკეტილი იყო.
- სამეფო ტაძარი. აშენებულია 1506 წელს. აქ დაკრძალულნი არიან კათოლიკე მეფეები - ფერდინანდი და ისაბელა, ასევე მათი შვილი ხიანა ლა ლოკა, სიძე ფილიპე ლამაზი ბურგუნდიელი და მიგელ პორტუგალელი (ეს უკანასკნელი ვინაა არ ვიცი). ძალიან შთამბეჭდავია. ისიც გაითვალისწინეთ რომ გრანადა მავრებს სწორედ კათოლიკე მეფეებმა წაართვეს. ჩემი აზრით მათი საფლავები და რელიკვიები აუცილებლად უნდა ნახოთ. მუშაობის საათები - იგივე რაც საკათედრო ტაძარი. ფასი 4 ევრო.
დანარჩენი ღირსშესანიშნაობები ამ გვერდზეა მოცემული.
ავტოსადგურზე და ქალაქის მერიაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებია სადაც ქალაქის რუქას მოგცემენ. ქალაქში ბევრი იყიდება გზამკვლევები, ასე რომ არ დაგენანოთ 9 ევრო, იყიდეთ და დაგეხმარებათ გრანადას გაცნობაში.
მე გრანადაში თითქმის 2 დღე ვიყავი. გავჩერდი სასტუმრო ნჰ ინგლატერაში. ადგილმდებარეობა კარგი აქვს. ოთახს არა უჭირდა. პერსონალი კარგი.
საფრთხე: ძალიან ბევრი ციგნები არიან. ჩემი გაქურდვაც სცადეს.
Comments
Post a Comment